შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 35


1-02-2016, 12:59
ავტორი mako-makako
ნანახია 2 058

-დილამშვიდობისა მირანდა.-მიესალმა ბიჭი გაოგნებულ გოგოს.
-დილა... დილამსვიდობისა სანდრო.-იმდენად იყო გაოგნებული მირანდა მისი აქ ნახვით რომ არც კი დაუფარავს ეს.
-გაგიკვირდა არა?-სანდრო თითქოს მის ნერვებზე თამაშობდა.
-სიმართლე გითხრა არა.-არც დაუმალავს გოგოს სიმართლე.
-მიხარია ასეთი გულახდილი რომ ხარ იმედია ყველაფერსი ასე იქნები არა?-ეშმაკურად შეხედა სანდრომ მჟავიას და ოდნავ გაუღიმა.
-მე ყოველთვის გულახდილი ვარ.არ მიყვარს ტყუილები.-უკვე ბრაზდებოდ ბიჭის ასეთ საქციელზე.
-მიხარია.მეც ეგ მინდა.გავისეირნოთ?-ისეთი თვალებით უყურებდა გიორგაძე მირანდას რომ უარი ვეღარ უთხრა.
-მაშინ წავიდეთ.-სანდრომ მანქანის კარი გაუღო და გოგონაც მაშინვე დაჯდა.
-სად მივდივართ?-მანქანის დაქოქვისთანავე ჰკითხა მირანდამ.
-საიდუმლოა.-ღიმილს ვერ იკავებდა ბიჭი.
-მაშინ აქვე გამიჩერე ჩამოვალ.-უკვე სერიოზულად ბრაზდებოდა მჟავია,სანდროს თავი ისე ეჭირა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა.მირანდამ იმდენად წავიდა ფიქრებში ვერც კი შეამჩნია როგორ გაცდა სანდრო თბილისს.გიორგაძე მშვიდად უყურებდა გზას და დრო და დრო გოგოს გადმოხედავდა,რომელსაც რაღაცაზე ფიქრობდა.მჟავიამ როცა ფანჯრიდან ცარიელი მინდვრები დაინახა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს და სანდროს გაბრაზებულმა გადახედა.
-რას ნიშნავს შენი საქციელი სანდრო?-გაბრაზება გამოსჭვიოდა მისი ხმიდან.
-არც არაფერს,უბრალოდ სასეირნოდა გამოვედით.-ისეთი მშვიდი იყო გიორგაძე ხვდებოდა რომ ამით მირანდას უფრო უსლიდა ნერვებს,მასაც ხომ ეს უნდოდა. მწყობრიდან გამოეყვანა იქნებ მაშინ მაინც ეღიარებინა რომ უყვარდა.
-მოაბრუნე მანქანა დასრულდა ჩვენი სეირნობა.
-ცოტაც და მალე მივალთ.
-არ ვაპირებ არსად წამოსვლას.გამიჩერე თორემ ეხლავე გადავხტები მანქანიდან.- გოგო ხვდებოდა სანდროს რისი მიღწევაც უნდოდა და არ მისცემდა ამის საშუალებას.არ უნდოდა გრძნობების გამხელა,ეშინოდა ამ სიყვარულის,თითქოს რაღაც ისე ვერ იქნებოდა როგორც წარმოედგინა.ამასობაში სანდრომ მანქანა ერთ ლამაზ სახლტან გააჩერა.გადმოვიდა და მირანდას კარი გაუღო გადმოსასვლელად, მაგრამ გოგო ჯიუტად იჯდა და არ ინძრეოდა.
-არ გადმოხვალ?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-არ ვაპირებ.-ისევ ჯიუტობდა მჟავია.
-კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა.-მირანდას ეგონა ჩემი გავიტანეო მაგრამ არ იცოდ რა ჰქონდა გიორგაძეს ჩაფიქრებული.მაშინვე გაუხსნა ღვედი და მხარზე გადაიდო ეს სიფრიფანა გოგო,ისე რომ გააზრებაც კი ვერ მოახერხა.ყვირილი ნამდვილად არ დაუწყია,არასოდეს მოსწონდა ისტერიკიანი გოგოები დ არც უნდოდა მათ დამსგავსებოდა.ამიტომ მშვიდად მოთავსდა ბიჭის მხარზე და სანამ სახლში არ შეიყვანა იქამდე ხმა არ ამოუღია.სანდრომ გოგო დივანზე დასვა თვითონ კი გვერდით მიუჯდა.მათ შორის დუმილი ჩამოვარდა.ბოლოს ისევ სანდრომ დაიწყო.
-გისმენ მირანდა.
-შენ მომიყვანე აქ და კიდევ მე მისმენ?-გაოცებულმა შეხედა გოგომ.
-დიახაც შენ გისმენ,მე ჩემი სათქმელი გუსინ საღამოს გითხარი.არ გეგონოს რადგან მთვრალი ვიყავი არაფერი არ მახსოვს,ყველაფერი კარგად მახსოვს რაც გითარი და შენ რა პასუხიც გამეცი,გუშინ აღარ ჩაგაცივდი,ეხლა კი მინდა როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა ისე ვისაუბროთ.ოღონდ შემპირდი რომ გულახდილი იქნები და არაფერს არ დამიმალავ.-უთხრა გიორგაძემ.
-მე არაფერი მაქვს დასამალი რაც გუსინ გითხარი იგივეს გაგიმეორებ დღესაც,შენს მიმრთ არანაირი გრძნობა არ მაქვს,მეგობრულის გარდა.არ მიყვარხარ ისე როგორც შენ გიყვარვარ,შენს გრზნობას იგივეტი ვერ ვუპასუხებ.ამასი დასამალი არაფერია.-ისე ელაპარაკებოდა მჟავია გეგონებოდა ეს ყველაფერი სინამდვილე იყო,მაგრამ არავინ თვითონ სანდრომაც არ იცოდა იმ წუთებში მის გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა სანდროზე მეტად მას სტკიოდა, რადგან იცოდა ამით თავის მომავალს ანგრევდა და საკუთარ თავს სიყვარულის უფლებას ართმევდა.მაგრამ ამ ჯერზე მისთვის ყველაზე მთავარი მშობლების მკვლელის პოვნა იყო,ეშინოდა როდესაც მათ კვალზე გავიდოდა საფრთხის შეგრძნების დროს დარტყმა სანდროზე არ გადაეტანათ,ამას კი საკუთარ თავს არასოდეს აპატიებდა.ერჩივნა გიორგაძისთვის ეხლა ეტკინა გული ვიდრე მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობას შეეწუხებინა და მისი გადარჩენის შანსი არ ჰქონოდა.გადაწყვიტა რომ დღესვე დაესრულებინა ეს ყველაფერი.სანდროს თავიდან მოიშორებდა და მხოლოდ შურისძიებაზე გადაერთვებოდა.
-არ მჯერა,შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა.შენი ქცევა სულ სხვა რამეს ამბობს ხოლო შენ სხვას.ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებები გაქვს.ამიტომ ვერ დამაჯერებ რომ არ გიყვარვარ,ან თუნდაც ცოტათი მაინც არ მოგწონვარ.-ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა და მირანდას მადისამჭვძვრელ ბაგეებს დააკვდა.ისეთი გრძნობით ჰკოცნიდა გოგოს მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და სხვა სამყაროსი გადაჰყავდა.არც აჰყოლია კოცნაში და არც თავი გაუწევია.მისცა უფლება ბოლომდე დაეკმაყოფილებინა თავისი სურვილი ბიჭს.ამის მერე კი ნამდვილად მიხვდებოდა რომ მის მიმართ არანაირი გრზნობა არ გააჩნდა. სანდრო როგორც იქნა მოწყდა მის ბაგეებს და გაოცებულმა შეხედა თვალებში.ვერაფერს ვერ დაინახავდი მის მზერაში სიცარიელის გარდა.
-ასეთი უგრძნობი და ცივი როგორ ხარ?-გული სტკიოდა გიორგაძეს მჟავიას ასეთ ცივ ქცევაზე.
-აბა რას ელოდი რომ კოცნითვე გიპასუხებდი?ვინც არ მიყვარს იმას ვერ ავყვები კოცნაში და იგივე გრზნობით ვერ ვუპასუხებ.-ხვდებოდა მირანდა რომ მისი ნათქვამი ყველა სიტყვა სანდროს ანადგურებდა და გულს უკლავდა,მაგრამ ფიქრობდა რომ მისთვის ეხლა ასე სჯობდა.
-ანუ საბოლოოდ მეუბნები უარს?თეკოს გეფიცები ამის მერე აღარასოდეს დაგელაპარაკები ჩემს გრძნობებზე,თუ ისევ უარს მივიღებ შენგან გეფიცები საერთოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.თვალში არასოდეს გაგეჩხირები.მხლოდ ეხლა საბოლოო პასუხი მითხარი და იქნება ისე როგორც შენ გადაწყვეტ.- იმდენად ტკივილიანი მზერა ჰქონდა ბიჭს რომ მირანდამ თვალი აარიდა და გვერდით გაიხედა.
-არ მიყვარხარ.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ცრემლები რომ არ წამოსვლოდა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-შემომხედე და ისე მითხარი.თვალებში ჩამედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ.-სანდრომ მკლავებში ხელები ჩაავლო და თავისკენ მოაბრუნა.მჟვიამ მის თვალებში ჩახედვით კიდევ ერთხელ დაინახა თუროგორ ანადგურებდა ამ ბიჭს,როგორ უკარგავდა იმედს და სიცოცხლის ხალისს.
-არ მიყვარხარ.-ისევ გაუმეორა ისე რომ თვალი არ მოუშორებია.უცებ დაინახა გიორგაძის თვალებსი აკიაფებული ცრემლი,რომელსაც გადმოსვლის საშუალება არ მისცა,ამის მერე წამში იგრძნო როგორი სიმსუბუქე მოედო მის სხეულს,სანდრომ ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა.
-წავიდეთ.-მხოლოდ ეს უთხრა და ოთახი დატოვა.გოგოც უკან გაჰყვა თავჩაღუნული,მანქანის კარი გამოაღო და ჩჯდა.მთელი გზა ისე იმგზავრეს ხმა არც ერთ არ ამოუღიათ.მირანდა სახხლამდე მიიყვანა სანდრომ.არც კი დამშვიდობებია ისეთი სისჭრაფით მოწყვიტა მანქანა ადგილს როგორც კი მჟავია გადავიდა. პირდაპირ ბარისკენ წავიდა.მართალია ჯერ ისევ დილა იყო მაგრამ მისთვის ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.იმდენად ცუდად იყო რომ არ დაელია ალბათ გაგიჟდებოდა.მირანდამ ცოცხალ მკვდარმა აიარა კიბეები და სახლის კარი გააღო. პირდაპირ აბაზანას მიასურა,ტანთ გაიხადა და დუშკაბინაში შევიდა.ცხელმა წყალმა მთელს სხეულში უცნაურად დაუარა,მაშინვე სანდროს კოცნა გაახსენდა და თითები ტუჩებზე გადაიტარა.იმდენად ტკბილი და ვნებიანი კოცნა აჩუქა გოგოს რომ მის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებდა.გული ორად ეყოფოდა იმის წარმოდგენისას რა დღეში იქნებოდა ეხლა სანდრო.მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა რომ მისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.აბაზანიდან მალევე გამოვიდა,მხოლოდ ეხლა გაიგო რომ მისი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.პირსახოცი მთელს ტანზე შემოიხვია და სირბილით გავიდა ოთახში.მასინვე დაინახა საწოლზე მიგდებული ტელეფონი,აიღო და უპასუხა.
-გისმენ ლადო.
-რას მისმენ გოგო,დილაუთნია რომ გამაღვიძე ეხლა სად ბრძანდები შენ თვითონ?- გაბრაზებული ყვიროდა ლადო.
-კაი რა გაყვირებს,ისედაც ცუდად ვარ და შენც ნუ დამიმატებს.-მაშინვე გაღიზიანდა მჟავია.
-რა მოხდა?-ხმა დაუთბა ბიჭს.
-არაფერი ისეთი.მითხარი რაზე მირეკავდი?-თემა მასინვე შეცვალა გოგომ.
-აღარ აპირებ ჩემთან გამოსვლას?რამდენი ხანი გელოდები.
-მოვწესრიგდები და მალე მოვალ.-ტელეფონი ისე გაუთიშა ბიჭს არაფრის თქმა არ დააცადა.საათს გახედა და დაინახა რომ უკვე 11 სრულდებოდა.ვერც წარმოედგინა რომ ამდენ ხანს სანდროსთან ერთად იყო.მალევე მოწესრიგდა.კლასიკური შავი შარვალი და თეთრი პერანგი ჩაიცვა.მაღლებზე შედგა და სარკეში კმაყოფილმა გახედა თავის ორეულს.როდესაც სამსახურში არ იყო ყოველთვის მოსწონდა კლასიკურად ჩაცმა.ისე სხვა დროს ამას ხშირად ვერ ახერხებდა ხოლმე.მანქანის გასაღები,ტელეფონი აიღო და სახლის კარი გამოიკეტა.მოხდენილად მიდიოდა ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს ლამაზი გოგო საიდუმლო აგენტი იყო.ნახევარ საათში უკვე ლადოს კაბინეთში იჯდა და ჩვენებას კითხულობდა.ბიჭს ყველაფერი დეტალურად ჰქონდა აღწერილი. ,,ბარში მეგობრებთან ერთად ვიყვი და ვსვამდი, როდესაც ანა დავინახე თავის შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად ისე მხიარულად ერთობოდა,თვინში სისხლმა ამასხა.ჩემი ძმაკაცი ამ დროს ცივ მიწაში იწვა ის კი უდარდელად ერთობოდა.შურისძიების წყურვილმა მძლია,მინდოდა განადგურებული,დამცირებული მენახა.დაველოდე როდის განმარტოვდებოდა. ისეთი მოხდენილი ტანი ჰქონდა ამაზე უარს ვერ ვიტყოდი,ამიტომ მოცდა ვამჯობინე.ცოტა ხანს მეგობართან ერთად საპირფარეშოში შევიდა.იქვე დაველოდე რომ გამოსლისთანავე დამეჭირა.მაგრამ ჩემდა ბედად მისი მეგობარი მარტო გამოვიდა თვითონ კი შიგნით დარჩა.ამაზე კარგ დროს ვერც კი ვნახავდი.მასინვე შიგნით შევედი და კარი გადავკეტე,რომ არსად გამქცეოდა,ყვირილით კი რამდენიც უნდოდა ეყვირა,ბარსი იმხელა ხმაზე იყო მუსიკა აწეული მაინც ვერავინ გაიგებდა. ყველაფერი თითქოს ჩემს სასარგებლოდ მოქმედებდა.მისი სხეულის დანახვაზე ტანსი სასიამოვნოდ გამცრა და მაშინვე დავეძგერე,ისეტი მადისაღმძველი მკერდი ჰქონდა რომ სიამოვნებით ეხლაც დავაგემოვნებდი.ხელები დავუკავე და კოცნა დავიწყე,მეწინააღმდეგებოდა მაგრამ ჩემთან ვერაფერს ვერ გახდებოდა.ხელები გადავუგრიხედა პერანგი შემოვახიე.მესიამოვნა მისი გლუვი კანის შეხება,უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა მისი დაუფლების სურვილი.მინდოდა ჩემი გამხდარიყო და ეს ჭუჭყი ვერასოდეს ჩამოერეცხა სხეულიდან.მაგრამ არ დამცალდა,ალბათ როცა დააგვიანა შეყვარებულმა მოიკითხა და მაშინვე საპირფარეშოს მოადგა.კარები ჩაკეტილი იყო,შემოამტვრია და რომ დაინახა თავისი ლამაზი გოგო რა დღეშიც იყო მასინვე ხელიდან გამაგლიჯა.ისე მირტყამდა მეგონა მომკლავდა,მაგრამ იმ დროს ტკივილზე მეტად სიამოვნებას ვგრძნობდი,რადგან ვიცოდი ნაწილობრივ მაინც შური ვიძიე ძმაკაცის გამო არ ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ რომ იმ გოგოს ჭკუა ვასწავლე.''ჩვენებას ბოლოს ხელს აწერდა გოგიტა მეტრეველი. თვალებს არ უჯერებდა მირანდა.გაოგნებული იყო წაკითხულით .როგორ შეიძლება ამ ქვეყნად კიდევ არსებობდნენ მისნაირი არაკაცები.უცებ მზერა გვარზე შეაჩერა,საიდანღაც ახსოვდა ესგვარი მაგრამ ვერ იხსენებდა.ბოლოს გონება დაძაბა და შეეცადა გაეხსენებინა სად ჰქონდა მონასმენი ეს გვარი.გონებაში მასინვე ამოუტივტივდა ბიძამისისა და ბიცოლამისის რამდეიმე წლის წინანდელი საუბარი. ,,ინგა, დარწმუნებული ვარ რომ ჩემს ძმას და რძალს მეტრეველმა და სიმონიშვილმა გამოუტანა განაჩენი,მათ საქმეზე მუშაობდნენ,იცოდნენ რომ თავს ვერ დაიძვრენდნენ,ციხე არ აცდებოდათ და ყველაზე საშინელება ჩაიდინეს.ამით ყველანაირი კვალი დაფარეს.მატი საქმეც მალე დაივიწყეს და წყლიდან მშრალად ამოვიდნენ.''ამ დროს მირანდას ყველაფერი გაახსენდა,შეშინებული თვალებით შეხედა ლადოს და ხმის კანკალით ჰკითხა.
-ირაკლი რა გვარის იყო?-გრძნობდა რომ ამ საქმესთან მისი საქმეც კავშირში იყო.
-ირაკლი სიმონიშვილი.რატო მეკითხები?-მეგობრის გაოცებული სახის დანახვაზე მაშინვე ჰკითხა ლადომ.
-გოგიტას გვარი რომ ამოვიკითხე გამახსენდა რომ ეს გვარი მეცნობოდა,მერე ბიძაჩემის დაუბარი გავიხსენე როგორ ახსენებდა ჩემი მშობლების მკვლელების გვარებს და მივხვდი რომ ეს ერთი და იგივე გვარებია.სიმონიშვილი და მეტრეველი ეს გვარები ახსენა მანაც.ე.ი რა გამოდის ირაკლის და გოგიტას მამები არისნ ჩემი მშობლების მკვლელები.-მირანდას ხმა აუკანკალდა,როდესაც ასე ახლოს იყო მიზანთან ხვდებოდა რომ უფრო მეტად უჭირდა,მთელი ენერგია მოიკრიბა და ბიჭების შესახებ ინფორმაციის მოძიება ლადოს სთხოვა.
-ხომ იცი რომ ეს საქმე დიდი ხნის წინ დაიხურა,ძნელი იქნება ეხლა რამის მოძიება.-იმედს იტოვებდა ლადო რომ მეგობარი გადაიფიქრებდა ამ სარისკო საქმის გამოძიებას მაგრამ ძალიან ცდებოდა.
-ჩემი მეგობარი თუ ხარ აუცილებლად დამეხმარები თუ არა და ცავთვლი რომ სენტვის ამ საქმის გამოძიება და ჩემი დახმარება არაფერს ნისნავს.-მირანდა ხვდებოდა რომ ამ სიტყვებით ლადოს ნამუსზე აგდებდა და უხერხულ სიტუაციას უქმნიდა მაგრამ სხვაგვარად არც |შეეზლო,ამდენი წლის შემდეგ რაღაც ხელჩასაჭიდი იპოვა და ამას ხელიდან ვერ გაუსვებდა.
-რას ამბობ შენ ტვითონ თუ ხვდები?შენ თუ არ დაგეხმარე აბა სხვას ვის უნდა დავეხმარო,მაგრამ ვიცი რომ ეს სარისკო საქმეა და მეშინია რამე არ დაგემართოს.- თავისი შიში გაანდო მეგობარს კაპანაძემ.
-ნუ გეშინია მე არაფერი მომივა,სანამ შურს არ ვიძიებ და იმ მკვლელებს გისოსებსმირმა არ ვიხილავ იქამდე ვერ მოვისვენებ.-ეს სიტყვები თქვა და ფეხზე წამოდგა,მეგობარს ხელი დაუქნია და კაბინეტი დატოვა.მაგრამ მალევე უკან შემოყო თავი და ოდნავ ღია კარიდან ლადოს ბოლო სიტყვები დაუტოვა.-შენს იმედზე ვარ და არ დამაღალატო კარები გაიხაურა კიბეები ჩვეული მიხვრა მოხვრით ჩაიარა.ბევრი გიჟდებოდა განყოფილებაში მირანდაზე მაგრამ მისთვის არავინ იყო საინტერეს.მხოლოდ დათოსთან ჰქონდა რაღაც სიყვარულისმაგვარი ურთიერთობა,თუ ამას სიყვარულს დავარქმევთ,მაგრამ ისიც მალე გაქრა.ვერავინ ბედავდა მასთან დაახლოვებას,სამსახურსი მუდამ ცივი და უმეტყველო სახით დადიოდა,არ უნდოდა ვინმესთვის ზედმეტის უფლება მიეცა და ეს იმიჯი იმდენად კარგად ჰქონდა მორგებული რომ სანდროსთანაც კი არ გაუჭირდა სიმრთლის დამალვა.ბიჭმა მაშინვე დაიჯერა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. ამ ფიქრებით მირანდა მანქანაში ჩაჯდა და ლექსოს სახლისკენ აიღო გეზი.გუშინ მეგობრებს რომ ესაუბრა შეჰპირდა რომ დღეს ინახულებდა.
...
ამ დროს სანრო უკვე კარგად შეზარხოშებული ბარში ბარმენს რაღაცას გამწარებული უხსნიდა.
-არ ვუყვარვარ გესმის,არ ვუყვარვარ,არადა მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობენ, მისი ბაგეები სულ სხვანაირად მეტყველბენ და მისი სხეული ყოველი ჩემი შეხებისას ისე თრთის როგორც მახეში გაბმული ჩიტი.მაგრმ ჯიუტია და ეს სიჯიუტე სადამდე მიიყვანს ვნახავთ.-ბარმენს უკვე მერამდენედ უყვებოდა მისი უპასუხო სიყვარულის შესახებ ვერც კი დაითვლიდა.ის კი ჩაფიქრებული სახით ჭიქებს წმენდდა და გიორგაძეს გულდასმით უსმენდა.
-ყველა ქალი ერთნაირია,როცა სიყვარულს უხსნი თავს გარიდებენ და როცა თავს დაანებებ მერე აქეთ გეხვეწებიან შემირიგდიო.-როგორც ეტყობა არც ამ ბარმენს ჰქონდა სახარბიელოდ საქმე სიყვარულში.მის სიტყვებში იმედგაცრუება და ტკივილი იგრძნობოდა.
-არა ჩემი მირანდა სულ სხვანაირა,ვგრძნობ რომ რაღაცის ეშინია,რაღაც აბრკოლებს და ამს გავარკვევ,მაგრამ ისე რომ ვერც კი მიხვდება ვერაფერს. დავპირდი რომ თავს დავანებებდი,დაე ეგონოს რომ შევეშვი,მე კი იქამდე ყველაფერს გავარკვევ.თუ სიმართლე აღმოჩნდება რომ მართლა არ ვუყვარვარ მაშინ შევეშვები,თუ არა და დავანახებ რომ არ შეიძლება სიყვარულში სისუსტის გამოჩენა და უნდა იბრძოლოს.
-მართალი ხარ ძმაო,ასე გააგრძელე არ დანებდე და იბრძოლე შენი სიყვარულისთვის.-შემოუძახა ბარმენმა,თიტქოს მისმა სიტყვებმა გონს მოიყვანა, მაშინვე ბარბაცით წამოდგა სკამიდან,ბარმენს ტაქსი გამოაძახებინა და სასმლის თანხაც გადაიხადა.მართლია ფეხარეული გამოვიდა ბარიდან მაგრამ სუფთა ჰაერმა ცოტა გამოაფხიზლა და იქვე მდგარ ტაქსში ნორმალურად ჩაჯდა.სახლის მისამართი უკარნახა და სკამის საზურგეზე გადაწვა.



№1 სტუმარი darina

Momewona istoriis aseti ganvitareba, ahen rogori intrigani yofilxar :-D :-D shemecoda sandro, chem bichs nu mitanjav.

 


№2  offline წევრი mako-makako

darina
Momewona istoriis aseti ganvitareba, ahen rogori intrigani yofilxar :-D :-D shemecoda sandro, chem bichs nu mitanjav.

მადლობა ჩემო თბილო გოგო ცოტა ინტრიგაც საჭიროაა რომ მეტი ინტერესი იყოს წაკითხვისას. სანდრო მალე სიმართლეს გაიგებს და მერე აღარ დაიტნჯება იმდენად. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა ძალიან კარგი იყო!მომეწონა ეს თავი ძალიან,ძალიან,ძალიან!გამიხარდა მთელი თავი მათზე რომ იყო დაწერილი.როგორც მივხვდი მირანდა თეკოსთან მიდის სანდრო კი სახლში ესეიგი ერთმანეთს შეხვდებიან :დ <3

 


№4  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
ვაიმე რა ძალიან კარგი იყო!მომეწონა ეს თავი ძალიან,ძალიან,ძალიან!გამიხარდა მთელი თავი მათზე რომ იყო დაწერილი.როგორც მივხვდი მირანდა თეკოსთან მიდის სანდრო კი სახლში ესეიგი ერთმანეთს შეხვდებიან :დ <3

მიხარია ლან რომ ძალიან მოგეწონა ეს თავი.ხო ვნახოტ რა მოხდებააა wink ინტრიგაააააააააააა wink
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი nina(nina)

ვაიმეე ემოციები ემოციები და კიდევ ემოციები,ძალიან მაგარი ხარ! არ შემიძლია ამის უემოციოდ წაკითხვა.ყველა ძალიან საყვარელია <3 მირანდას წარმატებები გამოძიებაში,სანდროს კი მირანდას გულის დაპყრობაში <3 ძალიან კარგი ხარ!არ მომბეზრდება ამის უამრავჯერ გამეორება.თითქოს ისინი რეალურები არიან და ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან(ნუ ასეც არის,ძალიან შეგეჩვიე შენც და შენს პერსონაჟებსაც). წარმატებები ჩემო კარგო <3 <3 <3

 


№6  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ვაიმეე ემოციები ემოციები და კიდევ ემოციები,ძალიან მაგარი ხარ! არ შემიძლია ამის უემოციოდ წაკითხვა.ყველა ძალიან საყვარელია <3 მირანდას წარმატებები გამოძიებაში,სანდროს კი მირანდას გულის დაპყრობაში <3 ძალიან კარგი ხარ!არ მომბეზრდება ამის უამრავჯერ გამეორება.თითქოს ისინი რეალურები არიან და ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან(ნუ ასეც არის,ძალიან შეგეჩვიე შენც და შენს პერსონაჟებსაც). წარმატებები ჩემო კარგო <3 <3 <3

მადლობა ჩემო თბილოოო გოგო ამდენი ლამაზი და თბილი სიტყვებისთვის,შენ ვერც კი წარმოიდგენ თქვენი თითოეული კომენტარი რამხელა სტიმულია ჩემთვის.იმედებს არ გაგიცრუებთ.მიყვარხართ ყველააა... love love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent