ორში ერთი 10
თავი 10 ლუკს შევხედე რომელიც მე მიყურებდა და მიღიმოდა, აშკარად ცდილობდა ჩემი სახის თითოეული ნაკვთი შეესწავლა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია, რომელიც რეკვას არ წყვეტდა. ჩემი აღმჩნადა, გამიკვირდა ბარბარას ზარი ამ დროს -ბარბარა? - ავღელდი, ეს ლუკმაც შეამჩნია და ჩემთან ახლოს მოიწია -ხელი ხომ არ შეგიშალე? - სლუკუნით მკითხა, დავიძაბე -არა რასამბობ, რამე მოხდა? - ვკითხე და თან ლუკს შევხედე, ისიც მე მიყურებდა -მაგდა დღეს საღამოს მინდა წვეულებაზე წავიდე -რაა? - ეს თქვა თუარა დავიყვირე უკმაყოფილომ -მაგდა ვიცი რომ გიკვირს, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. გთხოვ მოდი - მისი ხმა ისეთი სევდიანი იყო რომ ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში -კარგი - ვთქვი და გავთიშე -ფუ მე ამის..... - დავიღრნე და იქვე პატარა ქვას ფექი ამოვკარი სიმწრისგან -რამე მოხდა? - მკითხა შეწუხებულმა ლუკმა -ბარბარა გაგიჟდა, გააფრინა! ან ამ ერთ კვირაში სანამ მე წასული ვიყავი შეიცვალა, რაც გამორიცხულია - გამოვცერი კბილებში და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე - ლუკ ჯობს უკან დავბრუნდეთ, თორემ მართლა გადავალ ჭკუიდან - ვთქვი თუარა ლუკი უთქმელად შებრუნდა და მანქანის კარები გამოაღო. ******** კოლეჯში იმაზე მალე მივედით ვიდრე მოველოდი. მანქანა როგორცვე გაჩერდა დაუმშვიდობებლად გადავედი ჩემი ადგილიდან და ელვისსისწრაფით წავედი ბარბარას ოთახისაკენ. კარზე დაუკაკუნებლად შევედი და ადგილზე გავშეშდი, ბარბარას ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებულიყო, სახე კი ტირილისგან დასიებოდა -ჯანდაბა ბარბარა რა მოხდა? - ხმას არ მცემდა, მხოლოდ დროდადრო თუ სლუკუნს დაიწყებდა, რაც გულს მიწვავდა - გთხოვ ხმა გამეცი - ისევ არაფერი - ბარბარა უკვე ხმა ვეღარ გავაკონტროლე და გამწარებულმა დავუყვირე -მათ.... მათ.... -ვინ მათ?.... ქერებს გულისხმობ? რა მოხდა? -მათ... მათ... მე დამცინეს - ძარღვები საგრძნობლად დამეჭიმა - დაწყნარდი გთოვ - აქეთ დაიწყო ჩემი დაწყნარება, ამ დროს მე მხოლოდ იმ ქერა ლამაზმანების ნახვა და მიწასთან გასწორება მინდოდა - შენს აქ არ ყოფნის დროს ისინიც არ იყვენე კოლეჯში, თუმცა დღეს დაბრუნდნენ. შენ რომ ვერ დაგინახეს ჩემს გვერდით, მოვიდნენ და უამრავი საშინელი რაღაც მითხრეს - ისევ სლუკუნებდა, სათქმელს კი ძვლივს ამბობდა - შემდეგ კი მომაძახეს : თუ დღეს წვეულებაზე არ მოხვალ ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდება ყველაფერიო - თქვა და თავი დახარა -არა წვეულებაზე არ წახვალ მათ ჭკუაზე არ ივლი, გასაგებია?! - მკაცრად მოსწყდა ჩემს ბაგეებს ეს სიტყვები - შენ იქ არაფერი გესაქმება, იცი მაინც რამდენი გარეწარი იყრის იქ თავს? ყველა ადამიანი კარგი და სანდო არ არის ბარბარა, ეს შენც კარგად იცი..... -ვიცი, მაგდა ვიცი, მაგრამ მათ დავთანხმდი და ამ საღამოს იქ უნდა წავიდე, სხვა გზა არ მაქვს - დანანებით თავი გააქნია -არა მე შენ იქ არ გაგიშვებ..... - შუბლზე ვაკოცე და გავუღიმე - მენდობი? -კი, შენ ჩემთვის დასავით ხარ - ამ სიტყვების გაგონება მესიამოვნა და გულს გაუხარდა.... -მაშინ მოემზადე და ჩემს ოთახში გამოდი, დაწყნარდი და თავს გაუფრთხილდი, იქ დაგელოდები - ოთახი გამწარებულმა დავტოვე, ის ქერა ლამაზმანი სადაც არ უნდა შემხვდეს...... უხ ჯანდაბა არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ. ოთახში ლუკი დამხვდა, საწოლზე დამჯდარიყო და თავი ძირს დაეხარა, ხმაურზე მაღლა ამოიხედა და თვალებში შემომხედა -ყველაფერი რიგზეა? - მკითხა და ფეხზე წამოდგა -არა, არ არის! ერთხელაც თავს ვეღარ შევიკავებ, ღმერთმა იცის ახლაც როგორ მიჭირს ბრაზის გაკონტროლება, რომელსაც მთელი ჩემი სხეული აქვს მოცული და გარეთ გამსვლას ლამობს. ის ქერა ახლა თუ სადმე გადამეყარა არ შევარჩენ ლუკ, არა! ჩემს მეგობარს ზედ უვლის? - სარკასტულად გავიცინე - მან არ იცის მე როგორ შემიძლია ზედ გადავლა, ისე რომ ფეხზე ვეღარ წამოდგეს. - სიბრაზე უკვე ყელში მაწვებოდა და ამოფეთქვას ცდილბდა. ამ დროს ლუკი ჩემთან მოვიდა, მხრებზე ხელი დამაწყო და შემანჯღრია, გამოსაფხიზლებლად -მაგდა დაწყნარდი, რა გჭირს, დამშვიდდი - მიყვირა, ხელები კი უფრო ძლიერ მომიჭირა მხრებზე, ეს ცოტა მტკივნეული იყო -თავის კონტროლი მიჭირს ლუკ, უკვე ძალიან მიჭირს, ზღვარზე ვარ, სიბრაზეს ვეღარ ვაკავებ ჩემში - თავი დანანებით გავაქნიე -ყველაფერი მოგვარდება, შენზე არავინ არაფერი იცის თითქოს არსაიდან გაჩნდი, მენდე მე დაგეხმარები - ამას ამბობდა და თან თვალებში მიყურებდა, მისი გამოხედვა ისეთ სანდომიანი იყო..... -ამის დრო როცა მოვა ყველაფერს გეტყვი, დრო მჭირდება. ახლა ამყველაფრის დეტალურად გახსენება ჩემს ძალებს აღემატება, არ შემიძლია ჩემი მოუშუშებელი ჭრულობის ხელმეორედ გახსნა, ეს ორმაგ დარტყმას მომაყენებს და ვეღარ გავუძლებ ლუკ. ეს მე გამანადგურებს - სათქმელს მოვრჩითუარა ვიგრძენი ლუკის ძლიერი მკლავები -დაწყნარდი ყველაფერი მგვარდება - მამშვიდებდა და თავზე ხელს მისვავდა. როცა ცოტა აზრზე მოვედი, ყველაფრის ხელახლა გაანალიზება დავიწყე. ერთი ვიცოდი ბარბარა ამ შარისგან უნდა მეხსნა! ლუკს ყველაფერი მოვუყევი, ვატყობდი ნელ-ნელა მასაც სხეული როგორ ეჭიმებდა -ლუკ რაღაც მინდა გთხოვო - ყოყმანით ვუთხარი და თავი დავხარე -რაც გინდა - პასუხი დაუფიქრებლად გამცა -ეს ჩემი სახლის გასაღები და მისამართია - ხელში მივაწოდე - ბარბარე წაიყვანე, მიხედე და გაუფრთხილდი გთხოვ - გაკვირვებულმა შემომხედა, ამას არ ელოდა - იქიდან არსად არ გაუშვა რაც არუნდა მოხდეს, მასთან ერთად იყავი, სანამ მე არ მოვალ -მარტო არსად არ გაგიშვებ - კბილებში გამოსცრა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა -ლუკ მე არაფერი მომივა, მერწმუნე არანაირ საფრთხეში არ ვიქნები -ანასთან მარტო არ გაგიშვებ - როგორც ჩანს ჩვენს ქერა ლამაზმანს ანა ქვია -მასთან არც მივდივარ, სახლში ყვეაფერს აგიხსნი დამიჯერე, ახლა კი უბრალოდ მენდე გთხოვ ლუკ - ამოიხვნეშა და თავი გააქნია -გთხოვ უბრალოდ მენდე, მეტი არაფერი -კარგი, დაწყნარდი პატარავ, იცოდე თუ რამე მოხდება დამირეკე, ახლა უბრალოდ შევასრულებ შენს თხოვნას, მაგრამ შენ რომ ერთი ღერი თმა ჩამოგივარდეს ვინცარუნდა იყოს ვაზღვევინებ და სულს ამოვხდი მაგდა -მადლობა - მორცხვად გავუღიმე - ახლა ბარბარა ჩამოვა და წაიყვანე, არაფერი აუხსნა რაც არ უნდა გკითხოს, ის ზედმეტად ცნობისმოყვარეა - საყვარლად გავუღიმე დალოყაზე მოვეფერე, მან კი იმ ხელზე მაკოცა რომლითაც ვეფერებდი. ამ დროს ბარბარა შემოვიდა, ( დაუკაკუნებლად ) -ოუ ბოდიშით არ ვიც....... -კარგი დაწყნარდი, მშვენივრად გამოიყურები...... - ჩემს კომპლიმენტზე გაწითლდა, ღმერთო რა საყვარელია უკვე დასავით მკყვარს -მადლობა - გამიღიმა და ლოყაზე ღრმულები გამოუჩნდა -კარგი ბარბი, ლუკი წაგიყვანს ჩემს სახლში -კიმაგრამ მაგდა - გაოცება ვერ დამალა -ბარბარე, ლუკი წაგიყვანს, მე პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი, როცა ყველაფერს მოვრჩები მაშინვე წამოვალ, ნუ დარდობ უსაფრთხოდ იქნები მასთან, ლუკს ვენდობი - მისკენ მივუთითე, ის კი გაეკრიჭა, ისეთი საყვარელი იყო ამ დროს. 1 საათის შემდეგ -აბა ანა ვნახოთ ვინ უფრო მაგარია, მე თუ შენ! - ვთქვი და კომპიუტერი ჩავრთე. გთხოვთ იაქტიურეთ, მინდა ვიცოდე რას ფიქრობთ ამ მოთხრობაზე, გაგრძელება ღირს თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.