შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (6)


1-02-2016, 22:38
ავტორი zak
ნანახია 3 105

დილით რომ გაიღვიძა,ოთახში ჩვეულებრივ მარტო იყო.სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და საზარეულოსკენ გაიქცა.ამ დროს ელზა უკვე ჩამოსული უნდა იყოს.თან ისედაც ეჩქარება დღეს სკოლაში აუცილებლად უნდა წავიდეს.კიბეებზე უჩვეულო სისწრაფით დაეშვა და კვლავ გაბადრული გააგრძელებდა გზას მცირე ავარია რომ არ მოსვლოდა უტასთან.ძლიერად შეასკდა ბიჭს და რამდენიმე წამში ორივენი ძირს იყვნენ გაწოლილნი.სიცილი ვერ შეიკავა და ბიჭის მკერდზე გულიანად გადაიკისკისა,გაღიმებულმა დახედა მეუღლეს და მისი გულწრფელი ღიმილი რომ დაინახა მთლიანად ჩაადნა ხელებში.ბიჭის მსგავს ღიმილიზე გიჟდება.
-ბოდიში,ვერ შეგნიშნე...,წამოიწია იმ წუთას სასტიკად ეტკინა ხერხემალი,თუმცა როგორც კი ელზას სასიამოვნო ხმა გაიგონა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და ქალისაკენ გაიქცა.ძლიერად შემოჰხვია ხელები ელზას და ფუმფულა ლოყები ამჯერად თავად დაუკოცნა.
-ელზუ!როგორ მომენატრე...ოდნავ მოშორდა ქალს,მაგრამ მისთვის ხელები არ შეუშვია,შემდეგ კი ხელმეორედ შემოჰხვია ხელები თბილად მომღიმარს.
-მეც მომენატრე შვილო,გაგაწამეს არა ამეება...მზრუნველად გადაუსვა ხელი თავზე მომღიმარ გოგონას და კიბეებთან მდგარ უტას გადახედა,ხელს თეძოზე რომ ისვამდა...მოდი ბიჭო,ჩგეხუტო,არ უნდა ნახო შენი ელზა?ნიკოლოზი სად არის?...სწრაფად მიაყარა ქალმა და თან ბიჭი ძლიერად ჩაიკრა გულში.
-მიხარია რომ ჩამოხვედი ელზა.მამა გუშინ გვიან დაწვა,ალბათ ჯერ კიდევ სძინავს...მოკლედ აუხსნა სიტუაცია ქალს და მსუბუქად ჩაიღიმა.
-ეძინოს მაშინ შვილო,ეძინოს,მე ოთახში ავალ,ჩემოდანს ამოვალაგებ და მალე ჩამოვალ...კიბეებისაკენ დაიძრა ქალი,უტაც უკან მიჰყვა ჩემოდნით ხელში.ნიცამ კი ჯერ საკუთარ სხეულს დახედა,შემდეგ კი სწრაფად გაიქცა საძნებლისაკენ გამოსაცვლელად.უტასი ნამდვილად არ სცხვენია,რამდენიმე თვეა მსგავს ფორმაში უყურებს ნიცას,მაგრამ იქნებ უცებ მამამთილმა გამოაღოს ოთახის კარები?!კიბეებზე სირბილისაგან მძმედ სუნთქავდა და კარადიდან ტანსაცმელს იღებდა.დღეს სახლში რჩება,ამიტომ გადაწყვიტა ბიუსჰალტერი არ გაიკეთოს,ისედაც ესიკვდილება მთელი დღის მანძილზე მისი ტარება.თავის დაზღვევის მიზნით კარებში გაიხედა და მეუღლე რომ ვერ დალანდა მოურიდებლად გადაიძრო პენუარი.სხეუზე სილურჯე შენიშნა და გაოცებული დააჩერდა შეფერადებულ ადგილს.ალბათ როდესაც დაეცა რამეს მიარტყა.ფრთხილად დააჭირა თითი ნაატკენს და ტკივილი რომ იგრძნო უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები.
-ჰმ,სულ უტას ბრალია,ახლა შორტს ვეღარ ჩავიცვამ,ამ მუცლის გადამკიდე ისედაც ვერ იცმევდი და...ბურტყუნებდა თავისთვის და სხეულს სარკეში ათვალიერებდა.ის იყო კაბა აიღო ოთახის კარები უტამ რომ შემოხსნა.ვნებიანი მზერა შეავლო გოგონას,შემდეგ კი მისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
-უტა,გთხოვ შებრუნდი,უნდა ჩავიცვა...აღელვებულმა მიმართა მეუღლეს ნიცამ და კაბა სხეულზე მჭიდროდ აიფარა.უტა კი ჯიუტად მიიწევდა გოგონასაკენ და თან ნიცას სხეულს თვალს არ აშორებდა.მიახლოვებულმა ფრთხილად დაუსვა ხელი მაჯაზე და კისერში ცხელი სუნთქვა შეაფრქვია.ცხვირი გაუხახუნა თვალებმინაბულ გოგონას და მის მსუბუქ წამოკვნესებაზე ირონიულად ჩაიღიმა.
-ჩემს შეხებაზე დნები,ნუ უარყოფ...ნაზად აუსვა ცხვირი,ამჯერად კისრიდან ყურამდე და ტუჩების ნელი მოძრაობით დასჩურჩულა გოგონას.შემდეგ კი მოწყვეტით აკოცა ყურის ძირში.იგრძნო როგორ დააყარა ტაომ ნიცას და კიდევ უფრო გათამამდა.მარტივად გააპარა ტუჩები ნიცას ბაგეებისაკენ და რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ მოწყურებული დაეძგერა მათ.ამ დრომდე ადგილზე გაქვავებული ნიცა,ახლა გამოერკვა და ხელები შეძლებისდაგვარად ძლიერად მიაჭდო ბიჭს.უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები უტამ და გოგონას ხელები ტორში მოიქცია,ისე რომ ნიცას კოცნა არ შუწყვეტია.
-გაჩერდი,უტა,ასე არ შეიძლება...კვლავ სცადა გაბრძოლება ნიცამ,მაგრამ ნელ-ნელა რწმუნდება რომ თავადაც არ სურს ყოველივე ეს.
-შენ ჩემი ცოლი ხარ,მეუბნები რომ შენი მოფერება არ შეიძლება?!...ნაცნობი ირონიით ამოილაპარაკა ბიჭმა და გოგონას საწოლისაკენ გაუძღვა.ბიჭის სიტყვბმა თითქოს სტიმული მისცეს ნიცას.ფრთხილად შეუცურა მეუღლეს თმაში ხელი და მონდომებით დაუწყო კოცნა.რამდენიმე წამში საწოლზე აღმოჩნდა წყვილი.ის ის იყო უტამ კისერი და ლავიწი ჩაუკოცნა ნიცას და მკერდსაც მისწვდა რომ ოთახის კარი დაუკაკუნებლად შემოგლიჯა ვიღაცამ.წყვილმა შეცბუნებულმა გახედა კარებში მდგარ ნიკოლოზს.სწრაფი რეაგირება მოხდინა უტამ და მეუღლეს გულ-მკერდზე თხელი გადასაფარებელი ააფარა,შემდეგ კი მამას გახედა.
-კარებზე დაკაკუნება ჯერ კიდევ ვერ ისწავლე,მამა.
-მაპატიეთ,ორივენი აქ არ მეგონეთ,უკაცრავად...დანეულმა ამოილაპარაკა კაცმა და გასვლამდე კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ცოლ-ქმარს.
-არაუშავს,მალე გამოვალთ...დამაიმედებლად უპასუხა ნიცამ,ჩურჩულით და უკეთ დაიფარა სხეული.
-კარგი,კიდევ ერთხელ უკაცრავად...გავიდა თუ არა ნიკოლოზი ოთახიდან,სწრაფად გადააგდო სხეულიდან უტა და ფეხზე წამოიჭრა...სირცხვილი...ნაჩქარევად გავარდა კაბითურთ სააბაზანოში და იქიდან უკვე ჩაცმული და ოდნავ დამშვიდებული გამოვიდა.
-კიდევ ერთხელ გიმეორებ,შენ ჩემი ცოლი ხარ.არაფერი დაშავდება იმით თუ მამაჩემი ინტიმურ სიტუაციაში შემოგვისწრებს ნიცა...თვალები გადაატრიალა უტამ და გოგონას საწოლიდან გაუღიმა,ოღონდ არა ირონიულად,არამედ ისე,ნიცას რომ უყვარს,გულწრფელად და სასიამოვნოდ.
-სწორედ მაგიტომ მცხვენია უტა,ჩვენ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ,ხომ არ დაგავიწყდა?!...გაწბილებულმა აიქნია ხელი და ბიჭს შეხედა.
-ფიქტიური ხარ თუ არა,შენ მაინც ჩემი ცოლი ხარ,ამას ამტკიცებს ბეჭედი შენს არათითზეც...უდარდელად უპასუხა ბიჭმა ნიცას და მასზე ადრე გავიდა საძინებლიდან.ღრმად ამოისუნთქა გოგომ და ამღერებულ მობილურს დასწვდა.
-პრივეტ ნიცუ.რას შვები სიყვა?...თავისთავად გაეღიმა მეგობრის ხმის გაგონებისას გოგონას და საწოლზე ჩამოჯდა.
-ელო,როგორ ხარ?!რავი არაფერს,ეს ბიჭი გამაგიჟეს,მერე გარეთ რომ გავალ მოგიყვები ვინ არის ქეთა,ხომ გახსოვს ადრე რომ გეუბნებოდი კუს...კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა ნიცამ.
-მე მომწონს სიძე,ნიკოლოზი ჩამოვიდა უკვე?იცოდე აუცილებლად მომიყვები...ერთდროულად მიაყარა ყველაფერი და შემდეგ მხიარულად გადაიკისკისა.
-კი ჩამოვიდა,რაც შეეხება უტას,მემგონი მართალი ხარ,ცუდი ბიჭი არ არის,მაგრამ ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ...ჰაერში გაიქნია ხელი ნიცამ და საკუთარ უაზრო საქციელზე ჩაეცინა.
-ნიცა,არ მომწონს მე შენი მამამთილი,ნამდვილი პედოფილია,სიყვა,შენ და უტა სხვაგან რომ გადახვიდეთ საცხოვრებლად?!იქნებ ურთიერთობაც ააწყოთ და მალე რეალურად გავხდე ნათლია...ამოიბუზღუნა ბოლო წინადადება გოგონამ და ნიცას შეუძლია დაიფიცოს რომ ახლა ტუჩებიც გაბუსხა.პასუხი უნდა დაებრუნებინა ელზას ძახილი რომ შემოესმა.
-კუსმას,ნუ მიგდებ ლაფშებს თორემ გცემ,გადასვლაზე მეც ვიფიქრე,მაგრამ არ გვაქვს ფინანსები ჯერ-ჯერობით,კაი წავედი მე,დაგირეკავ მოგვიანებით,გაკოცე...სწრაფად მიაყარა პასუხები და ბოლოს კოცნის იმიტაციაც გააკეთა.
-კარგი,გაკოცე,იცოდე დამირეკე არ მანერვიულო...მობილური ჯიბეში ჩაიდო და ღიმილით გავიდა ოთახიდან,სწორედ მაშინ გამოხსნა საძინებლის კარი ნიკოლოზმა და უცნაური მზერა სტყორცნა ნიცას,შემდეგ კი დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა.სახლიდან ღიმილი ჩამოერეცხა ნიცას,მამაკაცსა და კარებს შორის მოქცეული რომ აღმოჩნდა,თუმცა მტკიცედ შეხედა თვალებში მამათილს და მაქსიმალურად შეეცადა გამოხედვა ამაზრზენი გაეხადა.
-რა გინდათ?!
-შენ,შენ მინდიხარ,ეს არაჩვეულებრივად იცი...უხამსი მზერა დაასო გოგონას დეკოლტირებული სარაფნიდან მომზირალ მკერდს და შემდეგ თვალებში ჩააჩერდა ნიცას.ფრთხილად დაუსვა ხელი ლოყაზე და კისერზეც მიეფერა გოგონას.
-ახლავე,მომაშორეთ ხელები,ნუ მაიძულებთ ყველაფერი უტას ვუთხრა,თორემ შვილს უსათუოდ დაკარგავთ...თავისი ჭკუით დაემუქრა ნიკას გოგონა და მისი მოცილება სცადა.
-აჰ,და შენ მართლა გგონია რომ უტა ჩემზე და ჩემს ქონებაზე უარს შენს გამო იტყვის?მართლა როგორი მიამიტი ხარ ნიცა,მას სულ არ ანაღვლებს ვისთან გექნება სე*სი,მისთვის ერთჯერადი ძუკნა ხარ,მხოლოდ სტატუსი გაქვს განსხვავებული...საყვარლად გადაიხარხარა ნიკოლოზმა,მაგრამ ამ ჯერად მის სასიამოვნო სიცილს არ დაუდვნია ნიცა,პირიქით ზიზღიც კი მოჰგვარა.გაწბილებულმა ფეხებს შორის ამოჰკრა მუხლი კაცს და მანამ სანამ იგი გონს მოეგებოდა კიბეებისაკენ გაიქცა.
-ეს იმიტომ,რომ ისწავლოთ,რძალთან არ უნდა გამოამზეუროთ თქვენი სექსუალური ფანტაზიები,არაკაცო...გაწბილებულმა ჩაირბინა კიბეები და შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა.შემდეგ კი სახეზე ღიმილი აიკრა და სამზარეუოში ისე შევიდა.
-ელზუუ,შენი გაკეთებული სალათი იცი როგორ მომენატრა?!ვიცი რომ დაღლილი ხარ,ნამგზავრი,მაგრამ...
-გაგიკეთებ შვილო,აბა რას ვიზამ,ოღონდ შენ შეჭამე რამე და,ჩემს არ ყოფნაში სულ ჩამომხმარხარ ნიცა,გაგიშრეს სისხლი ამ ველურებმა და მიტო ხო?!...წინადადების დასრულება არ აცადა ნიცას ქალმა და მაცივრიდან სალათისათვის საჭირო ინგრედიენტები გამოიღო.ჩაეღიმა მის მსგავს საქციელზე,თან მალულად გადახედა მეუღლეს,როგორც კი მის მზერას წააწყდა,მაშნვე აარიდა თვალი უტას და საკუთარ ჭიქას დაუწყო ყურება.რამდენიმე წუთში მამა-შვილი სახლიდან ერთად გავიდნენ...



№1  offline მოდერი bibo

Au mdzuls es virtagva ixvniskarta kamechi viri kaci fu macemina erti kargad mivachaquchebdiii am virtagva ixvkac fuuu degenerati :D momishala nervebi ....vgijdebi me utaze raaa ai magari bichia ux chemi biskviwii.tkbilo muraba imedia utastan datoveb da shenc ar manerviuleb aleqsandresavit :D :D vgijdebi tkbiloo shenze memarwyvebi mealuchebi mevashlatamebi merafaelobi me shen .icode ertad datove tore migachaqucheb icoseee me shenoo tkbilo gogonav

 


№2  offline წევრი Firefly

მოკლედ რაა!ნიკოლოზმა გაგვიფუჭა რომანტიკული განწყობა მეც,უტასაც და ნიცასაც.იმედია 'ჩემი ' საყვარელი უტა მამამისის უხამს საქციელებს შეამცნევს და ნიცას უფრო დაუახლოვდება.

შენ კი ჩემო ზაკ,მთელი საღამო გელოდი და როგორც იქნა გამოანათე!
მიყვარხარ მე შენ და შენი ისტორიები love
და კიდევ,მალე დადე შემდეგი თავიი
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი darina

Es kaci rogor magizianebs tqven verc ki warmoidgent, ra xania chems nervebze ukravs cota nicas bralicaa, tavidanve ar unda miecq mistvis amdenis ufleba, mis kocnaze, rom dneboda,imedia chkuas mouxmobs da sakutar adgils miuchens, tan mecodeba am mama-shvilis xelshi, jer pataraa da wesierad ar sheudzlia tavis dacva.shen rom.dzalian kargi xar amqs chemi tqma agarc unda.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰოოჰ მალეე დადე რაა

 


№5  offline წევრი zak

bibo
Au mdzuls es virtagva ixvniskarta kamechi viri kaci fu macemina erti kargad mivachaquchebdiii am virtagva ixvkac fuuu degenerati :D momishala nervebi ....vgijdebi me utaze raaa ai magari bichia ux chemi biskviwii.tkbilo muraba imedia utastan datoveb da shenc ar manerviuleb aleqsandresavit :D :D vgijdebi tkbiloo shenze memarwyvebi mealuchebi mevashlatamebi merafaelobi me shen .icode ertad datove tore migachaqucheb icoseee me shenoo tkbilo gogonav

აჰაჰაჰ,შენი კომენტარის წაკითხვა კარგ ხასიათზე მაყენებს,გმადლობ,ვნახოთ ვინ ვისთან დარჩება,ყველაფერი არა,მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრი რამაა წინ,გმადლობ რომ კითხულობ ჩემი მარწყო,ალუჩა და ანანასო love ვეცდები არ ჩავჩაქუჩდე,მაგრამ მაინც ვერ გეტყვი რა როგორ იქნება love

Firefly
მოკლედ რაა!ნიკოლოზმა გაგვიფუჭა რომანტიკული განწყობა მეც,უტასაც და ნიცასაც.იმედია 'ჩემი ' საყვარელი უტა მამამისის უხამს საქციელებს შეამცნევს და ნიცას უფრო დაუახლოვდება.

შენ კი ჩემო ზაკ,მთელი საღამო გელოდი და როგორც იქნა გამოანათე!
მიყვარხარ მე შენ და შენი ისტორიები love
და კიდევ,მალე დადე შემდეგი თავიი

მეც მიყვარხარ საყვარელო,მომდევნო თავის დაწერა დავიწყე უკვე,1000 სიტყვამდე მაინც უნდა ავიდე საყვარელო რომ დავდო,პატარა თავების დადებას ვერიდები.შემიძლია ამ საღამოსვე დავდო მაგრამ პატარა.უტას რაც შეეხება ჭკვიანი ბიჭია wink გმადლობ რომ კითხულობ love

darina
Es kaci rogor magizianebs tqven verc ki warmoidgent, ra xania chems nervebze ukravs cota nicas bralicaa, tavidanve ar unda miecq mistvis amdenis ufleba, mis kocnaze, rom dneboda,imedia chkuas mouxmobs da sakutar adgils miuchens, tan mecodeba am mama-shvilis xelshi, jer pataraa da wesierad ar sheudzlia tavis dacva.shen rom.dzalian kargi xar amqs chemi tqma agarc unda.

გმადლობ,აქამდე მეგონა ჩემი გადარწმუნება რთული იყო,მაგრამ სულ უფრო და უფრო მიფუჭებთ წარმოდგენას ნიკაზე,არადა არაა ცუდი კაცი winked რა ქნას თუ ლამაზი გოგოები მოსწონს,თან ახალგაზრდები და ნორჩები...გმადლობ რომ კითხულობ love

uchveulo
ოჰოოჰ მალეე დადე რაა

ვეცდები საყვარელო,იმედია დღეს მოვახერხებ რომ დავდო.გმადობ რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent