შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?! (თავი 14)


2-02-2016, 14:46
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 867

შავად შეფერილი სამყარო,მალე ნაცრისფერი გახდა,სევდა იფანტებოდა ადამიანთა ირგვლივ მაგრამ ტკივილი არა...ტკივილი ჩაბუდებული იყო გულის რომელიღაცა ნაწილში და ღრნიდა მას. ნაკაშიძე გააფთრებულ ფოცხვერს,გავდა. საავადმყოფოშიც ვეღარ მიდოდა ხშირად,ქალბატონი მარიმის რიდით. და აგიჟებდა ის აზრი,რომ შესაძლოა მომკვდარიყო,ის ერთადერთი ქალი,რომლისადმიც განსხვავებული გრძნობა ჰქონდა,რაღაც ენით აღუწერელი და უსახელო ჯერ კიდევ.
ჰოლდინგში გიჟივით შევარდა და კაბინეტის კარი იმხელაზე მოაბრახუნა კინაღამ ჩამოიღო.დადამ და თემომ მოკრეს თვალი და ისინიც უმალ კაბინეტში შეცვივდნენ.
კარგა კარგა ხანს ვერ ბედავდა ვერცერთი ხმის ამოღბას,მაგრამ ბოლოს თემომ დაიწყო ლუღლუღი.
-როგორ ხარ?და თვალები უკიდეგანო ჰორიზონტს მიაპყრო.
-ჯერ არამიშავს და მერე რა იქნება არ ვიცი. ამოიბურტყუნა ალექსანდრემ.
-რატომ აღარ მიდიხარ ბერლინში ნინოსთან?!დადამაც გაბედა კითხვის დასმა.
-რატომ უნდა წავიდე იქ ვერ ვხვდები დადა?! ამბავს აქედანაც ვგებულობ,რომ სუნთქავს და ცოცხალია და სამსახურის სააქმეებს რატომ მოვცდე ისე,ჯერ ისედაც მისი ოჯახი,რომ იყო ცუდად რამდენი დღე ვიყავი იქ ვინ იცის და ერთჯერ არ გამოუხედია ჩემთვის,ერთჯერ არ მაღირსა არანაირი სიტყვის ღირსად... სიკვილიც ისე გადაწყვიტა,ყველას დააემშვიდობა მე კი არა...
-შენ შ***ი ხომ არ გაქვს ეე?! რაებს ბაზრობ?! გაცოფებულმა იყვირა თემომ.
კვდება სიკვდილს ებრძვის და შენ რაებზე ფიქრობ ხვდები მაინც?! შეიძლება ვეღარც ჩამოვიდეს მერე რას იზამ?!რომ ჩამოასვენებენ მუხლისჩოქვით მიხვალ და დაემხობი სასახლეზე?! მაშინ დაკოცნი გაყინულ სახეს?! მაშინ შეეხები მის ტუჩებს და მაშნ ჩაიკრავ გულში,ისე როგორც არასდროს?! ან მაშინ ეტყვი რომ გიყვარს?! მიპასუხე ჰააა,ეტყვი და გააგებიებ?!
-მე ის არ მიყვარს და შეიგნეთ,მე მისდამი სხვა გრძნობა,მაქვს სხვა ამოუხსნელი. არ მიყვარს და რა ვქნა?! უბრალოდ ვაფასებ,ჩემს გულში და ჩემთვის დიდი ფასი აქვს მისნაირ ქალს და გეყოს ნერვები დაიოკე. არ მოკვდება შენი დაქალი,არ მოგიწევს მისი უსულო სახის დანახვაა არა! ქშენით აფრქვევდა სიტყვებს ნაკაშიძე და თან ფეხზე ძლივს იდგა.
-აუუუ,დადა ეს ვერააა, სულ გა****და ჩვენს ძმობას ვფიცავარ,წამოდი თორემ შეიძ₾ება ისეთი რამ ჩავიდინო,რასაც ვეღარასდროს გამოვასწორებ,წამოდი.თემო კაბინეტიდან შურდულივით გავარდა.
-კარგად დაფიქრდი ალექს და წადი ნახე,ის არ დაგემშვიდობა სიკვდილის წინ შენ დაემშვიდობე,იქნებ და მართლა ბოლო დღეებს ითვლის მისი გული ფეთქვისას. მხარზე ხელი დაკრა ძმაკაცს და ისიც გავიდა.
როგორ ტკიოდა ალექსს,არავინ იცოდა განაკი არ უნდოდა მის გვერდით ყოფნა,მაგრამ დედამისმა აუკრძალა მასთან მიახლოება,მკვდარიც რომ იყოს არ მიუახლოვდე ჩემს შვილსო, იმდენი გულისმკვლელი სიტყვა უთხრა,უბრალოდ აღარ შეეძლო იქ ჩასვლა და დედამისზე წინ წასვლა,რადგან ის დედა იყო,დედა და იცავდა მის შვილს,მოსალოდნელი შტორმისგან.
*********** ************** ************** ************ *************
3 კვირა გავიდა ნინუცა მშობლიურ სახლში შევიდა,ასეთი სავსე და ნათელი კარგაა ხანია არ ენახა ის. მაგრამ გული საშინლად დაცარიელებული ჰქონდა.
************* ************* **************** ******************** ***************
ნაკაშიძის კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა,ზურგით იყო შეტრიალებული და ფანჯარაში მოციმციმე ცისარტყელას უყურებდა ალექსი. არ გაუგია,მას არც ჯაჯუნი და არც ფეხის ხმა.
კარგა ხანს უყურა გედენიძემ საყვარელ მამაკაცს, ბოლოს ძალა მოიკრიბა და გამეფებული სიჩუმე დაარღვია.
-გამარჯობა ალექს....და უტეხი მზერა მიაპყრო მამაკაცს.
ნაკაშიძეს ეგონა ელანდებოდა ჯერ მისი ხმა და მერე ნელ-ნელა შემოტრიალდა და სილუეტიც რომ დაინახა გაოცდა.
-შენ?!... სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო,აკანკალებული ხელები ჯიბეში ჩამალა.
-რა იყო არ მელოდი ნაკაშიძევ?! დამცინავად უთხრა გედენიძის ქალმა.
-არა უბრალოდ... სიტყვა შუაზე გააწყვეტია მამაკაცსს.
-არავითარი უბრალოდ,მინდა გითხრა რომ გავიგე შენ გადამარჩინე სიკვდილს და მაადლობა ამისთვის და კიდევ მზად ვარ სამუშაოს შევუდგე...
ასეთი დაუნდობელი,ცივი,შემზარავი ხმა და სიტყვები არასდროს გაეგო ნინოსგან ალექსს. სანამ მისი სიტყვების გაანალიზებას მოახერხა ალექსმა ის უკვე მის კაბინეტშ აღარ იდგა.
*********** ***********8 ***********
ორი თვე გავიდა,გაურბოდნენ ერთმანეთს და ყველაფერს მთავარი მათთვის სამუშაო გახდა,ალექსი შეიცვალა თითქოს მას აღარ უნდოდა ნინოს დანახვაც კი დადას ისიც კი უთხრა ვერ ვიტან აქ რომ არის ჩემს კომპანიაშიო,სინამდვილეშ კი ეს თავდაცვითი ინსტიქტი იყო.
************ *************8 **********
სამაგიეროთ ამ ორ თვეში აკოს დაუახლოვდა ძაალიან ნინუცა,მასთან ერთად დადიოდა ყველგან,იცინოდა,თამაშობდა.... აკოს „დილამშვიდობისათი“ იწყებოდა გედენიძის ქალის დილა და ღამე მისი „ღამემშვიდობისათი“ მთავრდებოდა. აკო გახდა მის ცხოვრებაშ დომინანტი,მაგრამ სამსახურში ამას იმდენად არ იმჩნევდა გედენიძე. სული ტკიოდა და ამ ყოველივეს იმიტომ აკეთებდა.
ერთ დღესაც გაცხარებული დადა შეუვარდა კაბინეტში ალექს.
-შენ რა ვერ ხვდები რომ კარგავ თანაც სამუდამოდ?
-ვისზე ან რაზე ლაპარაკობ დადა... არც კი შეუხედავს ძმაკაცისთვის ისე ესროლა ორი სიტყვა ნაკაშიძემ.
-შემომხედე და კარგად მომისმინე. ვიღაცა ყავს ნინოს,სულ სხვა ვიღაც,ტელეფონზე ხშირადაა ჩამოკიდებული,გუშინ წინ ერთ ვიღაც ბიჭთან ერთად დავლანდე. ვაფშე არ განაღვლებს ეს?!
-ვიცი,ყველაფერი ვიცი,უფრო სწორად კი ვხვდები. ვხვდები,რომ სხვაა მის ასპარეზზე გამოსული. არ ვიცი ვინაა,მაგრამ ......
-რა მაგრამ ბიჭო,რა მაგრამ?! უყვირა მუდამ მშვიდმა დადამ.
-იქნებ ასე სჯობდეს დადა,იქნებ სჯობდეს ჩემგან შორს იყოს,იქნებ ბედნიერი იყოს. ხომ ხედავ რაც არ ველაპარაკები და ვერიდები,მისი კისკისი აყრუებს კომპანიას,მისი ბედნიერი სახე ასხივებს აქაურობას. რას ის „ვირაც“ გამოჩნდა მასთან ის ბედნიერია. მე ეგეთ ბედნიერებას ვერასდროს მივანიჭებ ალბად მას,სჯობს ასე იყოს....
-შენ სულ გაუბერე და თემოსი არ იყოს გა***დი ბიჭო?! მაგ გრძნობას რას უპირებ გულით რომ დაატარებ და ორი თვეა მკვდარივით,რომ დადიხარ?! ის ბ***ი თამთა პერანიძე გიშველის,თუ ის შეგივსებს ამ ტკივილით გამოწვეულ სიცარიელეს?! ჰორმონალურ დისბალანსს შეგივსებს,მაგრამ სიყვარულისას ვერა!
-თამთას შეეშვი,ახლა ისაა მხოლოდ ჩემი ნუგეში და მისი ამბორი. ნინოს კი რაც უნდა ის უქნია,ერთი რამ ვიცი სხვას ვერასდროს გაყვება ცოლად,ამის ძალა არ შესწევს.
-არ გამაცინო,რა,ნინოს და რამის ძალა არ შესწევს,შანსი არაა!...რას იზამ მაშინ სხვა მამაკაცი,რომ მოიქცევს შენს საყვარელ ქალს მკლავებში?! მისი კანისსურნელს,რომ ვეღარ შეიგრძნობდა ოდნავადაც რომ ვეღარ შეეხები?! ხომ იცი ნინო იმ კატეგორიის ქალი არ არის,რომ ქმარს უღალატოს და სიყვარულის გამო შენ ჩაგიხტეს ლოგინში,ხომ იცი?! ის სამუდამოდ დაიტანჯავს თავს მაგრამ არ უღალატებს ოჯახს და კაცს რომელსაც მისი ქმარი ერქმევა.
-მოკეტე დადა,მოკეტე! იღრიალა ნაკაშიძემ. მოვკლავ ჩემი ხელით მოვკლავ გეფიცები,ის მუდამ ჩემი იქნება,იმიტომ რომ ჩემია!
-მოკლავ კი არა ფეხებსაც ვერ მ***მ იმიტომ,რომ მას აირჩევს ნინო და იქით არ მოგკლას! წადი დაელაპარაკე,ანი ის რატომ იქცევა ისე ან შენ. და მაგ უაზრობებს შეეშვი,“იქნებ სხვასთან ბედნიერი იყოს“ შენ მისი ბედნიერება არ გინდა,არაა ამ სიტყვებს რომ ამბობ,და მალე მოუხმე ტვინს სანამ სხვამ აგაცალოს შენი დამა ქალი! თვალი ჩაუკრა ძმაკაცმა და დატოვა გახევებული ალექსნადრე.
*********** **************** ************** ************
საღამომდე იწრიალა ალექსმა,ნელ-ნელა მიწყდა ფეხისხმა,იცოდა ნინუცა გვინობამდე იმუშავებდა ვინაიდან მაკეთს დაუმთავრებელს არასდროს ტოვებდა. მის კაბინეტთან მივიდა და მისი სურნელი უმალ იგრძნო მამაკაცმა. კარგა ხანს იდგა,ვერა და ვერ გაბედა კარის შეღება. გამობრუნდა და ისევ მის კაბინეტს მიაშურა,გამოიღო ვისკით სავსე ბოთლი და პირდაპირ მოიყუდა,15 წუთში უკვე მთლიანი ბოთლი გამოცილი ჰქონდა და გამბედაობა უკვე იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე ადრე,და ეს ყოველივე 1 ბოთლი გაუზავებელ ამერიკული ვისკის დამსახურება იყო.
კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შევიდა.ნინუცას გაოცებული სახე ჰქონდა.
-შენ აქ რა გინდა ნაკაშიძევ? ისევ ისეთი შეუვალი ხმა ქონდა როგორც ადრე.
-სადამდე უნდა გავურბოდეთ ასე ერთმანეთს?! ასე როდემდე შეიძლება გაგრძელება?!
ფეხი-ფეხზე გადაიდო სავარძელში მჯდომმა ნაკაშიძემ და მომუსხველი მზერა მიაპყრო ქალს.
-მე არავის და რაფერს გავურბივარ და აი,შენ თუ გაურბიხარ რამეს ეგ შენი პრობლემაა...
-გეყოფა ამ ქარაგმებით საუბარი და მითხარი. რატომ გამირბიხარ ან რატომ მელაპარაკები ასე?!
-მე გაგირბივარ?! არ გამაცინო...შენ არ იყავი ის კაცი,რომელიც ჩემს გვერდით მუშაობისთვის იკლავდი თავს,მემუქრებოდი და ათას რამეს აკეთებდი?! მაგრამ ეს ორი თვეა ზედაც არ შემოგიხედავს ჩემთვის,ერთი ნახაზიც კი არ გაგვიკეთებია ერთად,ეს შენ გამირბიხარ ნაკაშიძევ შენ!..... მაგრამ იცი რა ეს კარგიცაა,ჩვენ მეგობრები ვერასდროს ვიქნებით და ნაცნობობისთვის ეს ურთიერთობაც საკმარისია,მე ბედნიერი ვარ,თანაც ძაალიან.
-რითი ხარ ბედნიერი იმით,რომ ზედ აღარ გიყურებ?! წინანდადების დასრულებისას ქვედა ტუჩის ნაპირი ჩატეხა ალექსმა.
-ზედ არ მიყურებ,მაგრამ შენი მშიერი თვალები მუდამ თან დამზდევენ. მწარედ ჩაურტყა გედენიძემაც. უეცრად ტელეფონმა ატეხა რეკვა,ყურმილს დახედა ქალმა და თავი გადააქნია.ერთი ღრმად ამოისუნთქა და ომახიანად ჩაძახა.
-ჰოუუ...
-.....
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-...... ....?
-მალე მოვრჩები და წავიდეთ...
-....
-მეც მომენატრე.
-...........
-გკოცნი. ყურმილი დაკიდა და ნაკაშიძემ მაშინვე კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
-რატომ მიყურებ ეგრე ნაკაშიძევ?! ღიმილიანი მზერა ესროლა ნაკაშძეს და თავის კუთვნილ სავარძელში ჩაესვენა ქალიც.
-ვინ იყო?!
-რა შენი საქმეე ვინ იყო,პატაპებს არ ვაბარებ. თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთი ჩხირი აიღო მაკეტზე მისამაგრებლად.
-შენ ეგრე აგდებულად მაგ შენ პრინც ელაპარაკე,და ნუ მიკიდებ,ჩემს სიტყვებს ნუ აიგნორებ და ნუ აიშვი.
-ნუ მიკიდებოოო?! ძაალიან კარგსაც ვშვრები,რომ გიკიდებ,დიდი ხნის წინ უნდა მექნა ასე. ცეცხლებს ყრიდა გედენიძე თვალებიდან.
-წესიერად მელაპარაკე გაფრთხილებ ნინო. და გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ნაკაშიძემ. და დაკიდება ეგრე არ ხდება როგორც შენ გგონია.
-მართალი ხარ დაკიდება შენ უფრო უკეთ გამოგდის. და ფეხზე წამოდგა,სინის მოსატანად.
-რაზე დაპარაკობ გოგო შენ?! პიკზე მყოფმა კითხა მამაკაცმა.
-რაზე და.... სანამ ჩხირი არ მოარგო მაკეტს არ გააგრძელა სათქმელი ქალმა. თითქოს საუბარს აჭიანურებდა.
მოთმინება გამოელია ნაკაშიძეს,წამოდგა ფეხზე,ხელში წაავლო ხელი ქალს და იქუხა.
-გააანებე მაგ დედა მო****ლ მაკეტს თავი და მე მიყურე,რომ გეუბნები და გამეცი პასუხი კითხვაზე.
-წესიერი სიტყვები იხმარე ჩემთან,რომ საუბრობ გაიგეე! კვლავ აგდებულად გაეპასუხა ქალი.
და კიდევ ხელი გამიშვი,მტკივა ჯერ კიდევ ჭრილობები. უმალ გაულევა მისმა სისხლიანმა სხეულმა გონებაში ნაკაშიძეს და უკან გახტა.
-მაპატიე,დამავიწყდა. თავი ჩახარა და მზერა მოარიდა ქალის სახეს.
-„დამავიწყდა’’ შენ ყველაფერი გავიწყდება,ადამიანები,გრძნობები,წარსული,აწმყო...
-გეყოფა ჩემს ნერვებზე თამაში ნინო. მე არავინ და არაფერი არ მავიწყდება და კიდევ არც ვიკიდებ შენგან განსხვავებით.
აქ უკვე ქალის მოთმინეის ფიალაც აივსო და ორთვიანი ბოღმა გადოანთხია.
-არ იკიდებ აბა რა ქენი,მე არ დამიკიდე?! ვიცი რომ შურისძიეება შენი მთავრი მოტივი ჩემთან ურთიერთობის,მაგრამ ამ დონემდე თუ გძულდი არ ვიცოდი,არა!... სიტყვით გამოსვლა დაასრულა და გაისუსა გედენიძე.
-შენ ვიცი რასაც უმიზნებ,მაგრამ არაფერი არ იცი ნინოო და გაჩუმდი. მშვიდი ხმის ტემბრით,მაგრამ ნერვიული ჟესტიკულაციით უთხრა ნაკაშიძემ.
-რა არ ვიცი ალექს,რაა?!ერთჯერ არ მოგიკითხივარ როგორ ვიყავი,ერთჯერ არ გინახივარ. ვიცი რომ გძულვარ,ისიც ვიცი,რომ ვერ მაპატიე ის დამცირებები,მაგრამ ზრდილობის გამო მაინც მოგეკითხე ერთჯერ მაინც. ყველას ხმა მესმოდა,ყველასი,მაგრამ შენი არსად იყო იქ,შენ ერთჯერ არ მოგიკითხივარ,ერთჯერ არ გითქვამს ‘’გამოჯმართელდი“ და კიიდევ შენ მეუბნები მე რამეს და მირჩევს სააქმეებს?!
-ნინო არ იცი მართლა არაფერი და გაჩუმდი გთხოვ.
-მე აქამდეც გაჩუმებული ვიყავი და აწიც გავჩუმდები,მე გითხარი უკვე ჩემი სათქმელი სხვა მე არაფერი აღარ მაკავშირებს შენთან გარდა იმისა,რომ შენ ჩემი უფროსი ხარ, სამსახური გვაკავშირებს და აქ მეტი ურთიერთობა არცაა საჭირო მერწმუნე...,ასე რომ პრეტენზიებს ნუ მიყენებ და დატოვე ჩემი კაბინეტი ჩქარა.
-შენ როგორც გგონია მართლა არა ყველაფერი ისე,მე მინდოდა შენი ნახვა,მაგრამ....
-რა „მაგრამ“,არ მითხრა რომ ბილეთის ფული არ გქონდა. გაკაპასდა ქალი.
-იქ ჩემს ჩამოსვლას აზრი,არ ჰქონდა... დანანებით ჩაილაპარაკა ნაკაშიძემ.
-რატომ არ ჰქონდა?!
-ჩამოვსულიყავი და საავადმყოოფოსთვისთვის მემზირაა?! იყვირა ნაკაშძემ.
-რატომ უნდა გემზირა საავადმყოფოსთვის?!
-ეეე,შენ არაფერი არ იცი და მოდი ასე დავტოვოთ ყველაფერი.
-რა არ ვიცი,რააა?! მიდი გამაგებინე თუ არ ვიცი რამე,მიდი ალექს! არც ქალმა დააკლო ყვირილი.
-არ ღირს ნინო,არ ღირს...
-რატომ არ ღირს?! მინდა მოტივი გავიგო შენი ამ ქცევის და სიტყვების „სავადმყოფოსთვის მემზირაა?!“ ეს რა სიტყვებია რა საავდმყოფოში შემოსვლას გიკრძალავდა ვინმე?!
-დიახ მიკრძალავდა,ხომ გინდოდა გაგეგო და გაიგეე! მოთმინება დაკარგულმა იღრიალა ნაკაშიძემ.
-რა თქვი?! ნუ მაცინებ ძაალიან გთხოვ. კარგი მატყუარა იყავი სულ,მაგრამ ასეთ რამეს თუ მოიგონებდი არ მეგონა.
-ეს ტყუილი არაა,მიდი სახლში და შენებს კითხე და ვინმეს თუ ეყოფა გამბედაობა გეტყვის სიმართლეს და მერე აღარ დამწამებ ცილს.
თითქოს ყველაფერი ატრიალდა ირგვლი,ნინო მარტო ერთ კითხვას უვსმადა თავისთავს. მართლა უშლიდნენ ჩემს ნახვას?!
-გადი ჩემი კაბინეტიდან ალექს.
-მე გავალ მაგრამ შენ სიმართლე გაარკვიე და მერე წამომიყენე ბრალდებები.
************ ************* ************ ***********
ღამით სახლში მისულს უამრავი ადამიანი დახვდა სახლში,აკო მომზირალი გამოექანა მისკენ და გადაეხვია.
-რა ხდება აქ? იკითხა ნინუცამ.
-ნინუც ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურება გადავწყვიტე და ამიტომაა აქ ამდენი ხალხი.
დედაჩემს გაბადრული სახე ჰქონდა,ბედნიერებისგან ბრწყინავდა,კიდევ რამდენიმე ადამიანი მომხვდა ასეთი ბრწყინვალე თვალში. ამ ფიქრებისგან კი აკოს სიტყვებმა მომწყვიტა.
-დიდი ხანია ამ ფაქტზე ვფიქრობ უკვე,მაგრამ დაცდას აზი აღარ აქვს ნინუც...თანახმა ხარ,რომ ჩემი ცოლი გახდე,ჩემო სიყვარულოო?
-თავში ყველაფერი დატრიალდა,ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული,მე კიდევ მისი სიტყვებს ვერ ვიაზრებდი ნორმალურად,ამას არ ველოდი,ჯერ მისგან.
-დედა შენთან საუბარი მინდა. „კი“ ან „არას“ ეს რომ განვაცხადე ყველა გაშრა.
-კი,მაგრა ნინუც იქნებ ჯერ ჩემს კითხვაზე გაგეცა პასუხი.
-არავითარი პასუხი ჯერ აკო,მე დედაჩემს მინდა დაველაპარაკო.
-დედა წამოდი სალაპარაკო გვაქვს.
კაბინეტის კარი მივხურე და მოთმინება დაკრგული მივუბრუნდი დედაჩემს.
-თუ ახლა სიმართლეს მეტყვი და იმასაც რატომ ხარ დღეს ასე ბედნიერი გეფიცები აკოს ცოლად გავყვები.
-რა სიმართლეზე ლაპარაკობ?
-შენ ხომ მითხარი რომ ერთჯერაც არ მოუკითხიხარ ნაკაშიძესო?
-კი,ასე იყო და ტყუილს ხომ არ გეტყოდი?! დაეჭვებით შეხედა შვილს მარიმმა.
-შენ იცი დედა მე როგორც მიყვარხარ,შენ ჩემი სიამაყე ხარ,დედას რომ ვამბობს სიტყვას მარტო იქიდან შეიძლება დაინახოს ადამინმა ჩემი შენდამი დამოკიდებულება. ახლა თუ ოდნავ მაინც პატივსმცემ მითხარი, შენ აუკრძალე ალექს ხომ ჩემს სანახავად მოსვლა?!
-რას ბოდავ გოგო?!
-შენ აუკრძალემეთქი? კატეგორიული და შეუვალი იყო ნინო.
-ხო,მე ავუკრძალე,შენთვის ასე სჯობს,მის გვერდით შენ უბედური იქნები,შენ და ის ერთად რომ იყოთ არ შეიძლება,მას შენს მიმართ შურისძიების მეტი არანაირი გრძნობა არ აკავშირებს.
-ეს შენ არ გეხება რა აკავშირებს ჩემს მიმართ და რა არაა დედა,არ გეხება! რატომ გააკეთეს ის ხედავდი,როგორ ვეძებდი და ვკვდებოდი ეს ორი თვე ეჭვებით,მაგრამ შენ ხმას არ იღებდი დუმდი! ცილსწამებდი ალექსდა მაძულებდი,ამას არ ველოდი შენგან,მაგრამ მაადლობა იმისთვის,რომ გულახდილი იყავი და რა დამიმალე სიმართლე.
ახლა მეორე კითხვაზე მიპასუხე,რატომ ხარ დღეს ასეთი ბედნიერი? ახლა ნინომ შეხედა დაეჭვებით დედას.
-დღეს შენი ბედნიერები კარიბჭე იღება და იმიტომ.
-და შენ გგონია,რომ აკოა ჩემი ბედნიერება?
-მას შენ უყვარხარ,ის წარმატებულია,მის ოჯახს ვიცნობთ,და ყალბი ადამიანი არააა.
-აჰააა,ყალბი ადამიანი არ ყოფილა თურმე და ალექსი ყალბია ხომ?!
-ყალბია შვილო,ყალბი. კუშტად შეხედა შვილს მარიმმა.
-ჩემი სიყვარული ფეხებზე გკიდია დე ხომ?! ჩემს გრძნობებს,არაფრად მიიჩნევ ხომ?
-ნინია მომისმინე... სიტყვა გააწყვეტა დედას ნინუცამ.
-არავითარი ნინია დედა. მე წეღან დაგპირდი თუ სიმართლეს მეტყოდი თანხმობას ვეტყოდი აკოს და ვეტყვი კიდეც,მაგრამ ამას არ ველოდი შენგან ქალისგან რომელიც ჩემი ღმერთია ამ ქვეყნიური,სხვის შვილებს ასწავლის სიყვარულს და მის შილს ართმევს. ბრავო დედა,ბრავო! ტაშს შემოკრა ნინუცამ და კაბინეტი დატოვა.
გამწარებულმა ჩაირბინა კიბეები და სიტყვით გამოვიდა.
-ბოდიშს გიხდით ყველას,რომ გალოდინეთ,მაგრამ ლოდინი ღირდა ამად. თანახმა ვარ აკო,გამგყვე ცოლად,თანახმა! განაჩნივით გაისმა მისი სიტყვები,აკომ ბეჭედი მოარგო მის თითს და ხალხი მილოცვებს არ წყვეტდა.
************** ************** ************* ***************
დადა გაცოფებული შევარდა ალექსის კაბინეტში.
-რა დაგემართა? შეშფოთებულმა იკითხა ალექსმა.
-იმ დედა მო***ლს მიყვება ცოლად უეჭველი ნინუცა და ეს შენი ბრალია.
-რა თქვი? ფეხზე წამოხტა ალექსი და ფურცლები მიყარ-მოყარა.
-ნიშნობის ბეჭედი უკეთია თითზე დილით შემხვდა და რომ ვკითხე,ეს რა არისთქოო. არ მცალიაო ასეთი პასუხი გამცა.
-რააა?! გაგიჟდი შენ? ნერვებისგან თითებს იმტვრევდა ალექსი.
-დარწმუნებული,რომ არ ვიყო ამას არ გეტყოდი,მერე მართამაც მიულოცა და ჰკითხა როდის გაქვთ ქორწილიო და ორ კვირაშიო,ასე უპასუხა....
-რა?! შანსი არაა,ის ვერ გათხოვდება,ვერასდროს სხვაზე,ვერასდროს დადა,შენ ამაზე არ იჯავრო. სიცილს ვერ იშორებდა სახიდან ალექსანდრე.
-შენ რა გაუბერე,რა გაცინებს ბიჭო?! ელავდნენ დადას შავი თვალები სიბრაზისგან.
-ორმაგი ქორწინება საქართველოში ჯერ,არ შემოსულა წესად ჩემო დადა,ასე რომ...მშვიდად იყავი.
-რას ამბობ,რომ.... თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა დადას.
-ხო სწორად მიხვდი დადუშ,ნინო ჩემი ცოლია,იმ დღიდან რაც აქ დაიწყო მუშაობა,ასე რომ ის სხვას ვერასდროს გაყვება ცოლად და ზუსტად ქორწილის დღეს გაიგებს ამ ყოველივეს ისიც და მისი აკოც!.... და წარუდგება საზოგადოებას ისე,როგორც ჩემი ცოლი და არა იმ ვირაც აკოსი! თვალი ჩაუკრა დადას და ვისკი ჩამოასხა,კმაყოფილმა ნაკაშიძემ.


არ ვიცი რა გამომივიდა,შეცდომები მომიტევეთ ძლივს დავწერე ეს თავიც საგიჟეთი მაქვს რაა.
შემიფასეთ :*
უყვარს თავის შოკოლადები ალექსანდრას. <3



№1 სტუმარი darina

Amat eshvelot da me meti araferi ar minda, amati tanjvit ormagad vitanjebi, ra ver agirses am ert miyvarxars.kargi iyo aleqsic mecodeba, momdevno tavs velodebi.

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

უკვე სერიოზულად სასაცილოები არიან ორივე wink wink wink . ორი იმბეცილი. ამ ორის ადგილი "გაღმაც" არაა.

 


№3 სტუმარი Lanuka lanu

Vaimeeee gavgijdiii da gadavirieee.ai dzn magari tavi iyo.aleksi shemecoda magram ki viechve rom ukve nino aleksis coli iyo.auu ar ici rogor velodi am istoria.agar daigviano metad ra gtxoooovvv.veli sulmoutkmenlad gagrdzelebas

 


№4 სტუმარი nini

Kargi iyoo magram igove meordeba da ar momwonsss

 


№5  offline მოდერი aleqsandra

darina
Amat eshvelot da me meti araferi ar minda, amati tanjvit ormagad vitanjebi, ra ver agirses am ert miyvarxars.kargi iyo aleqsic mecodeba, momdevno tavs velodebi.

მიხარია,რომ მოგწონს love

 


№6  offline წევრი natia-natia

აუუ მალე დადე რაა

 


№7 სტუმარი Mariami

Auu dzaan maagaariia raa maalee dadee raa gtxoov

 


№8  offline მოდერი aleqsandra

nini
Kargi iyoo magram igove meordeba da ar momwonsss

ისტორია რეალურია და მე ვერ შევცვლი ფაქტებს,იმ წინა დაწყებულ ისტორიაზეც რაც მოხდა ავღნიშნე უკვე და თუ არ მოგწონს საყვარელო შეგიძლია არ წაიკითხო,ეს შენი გადასაწყვეტია love

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან საინტერესოა,დავინტრიგდი...ველოდები ახალ თავს ძალიან!❤️

 


№10  offline წევრი meduna

ძალიან მაგარია

 


№11 სტუმარი didea

Sagoool auu ahahah dzanmagariiko shokshivar :D mikvarxar admin damshoke

 


№12  offline მოდერი aleqsandra

ლანა ცინცაძე
ძალიან საინტერესოა,დავინტრიგდი...ველოდები ახალ თავს ძალიან!❤️

ჩემო შოკოლადოო გოგო love

 


№13 სტუმარი eto

ra dros gaachere, she intrigano... dzaan momwons es istoria, ogond amat eshvelebodes da neti araperi minda male dade axali tavi velodebi moutmenlad. saocari gogo xar aleqsandra

 


№14 სტუმარი salo

Velodebi dzaan mainteresebs

 


№15 სტუმარი Mariami

Male daadee raa gtxoov dzaan maagaariaa

 


№16 სტუმარი LI

ძაან კაიი გოგოხარრ ველი შემდგომსს დიდი თავებიი <3 !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent