შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული თუ სექსუალური მოცეკვავე ? (თავი 5)


2-02-2016, 22:28
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 413

-მე გავაღებ-კარებისკენ წაიღო ევამ მზერა.
-მიდი,აბა-გაეღიმა ლეას და ფანჯარას გახედა.
-ვინ არის?-არც გაუხედავს,ისე გააღო კარი.
-ევა..-მარიამი შერჩა ხელში.
-რა ხდება?-გოგონას სახის გამომეტყველებამ ანიშნა,რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
-გიგა უცნაურად იქცევა...მგონია,რომ აღარ ვაინტერესებ.
-ნუ ბოდავ,გოგო-თვალები დაუბრიალა ევამ,გულში კი ხვდებოდა,რა ხდებოდა ბიჭის თავს.
-გთხოვ,დაელაპარაკე.
-შენ უნდა ესაუბრო და გაარკვიო..არ ივარგებს მესამე პირის ჩარევა ჰო,იცი?
-გთხოვ-მუდამით შეხედა ევას და თვალები დახუჭა.
-კარგი,ოღონდ ხვალ.
-კარგი,მადლობ...-გადაეხვია გოგონას,ლოყებს უკოცნიდა და დროდადრო მადლიერებით აღსავსე თვალებით უყურებდა..რატომ იქცეოდა ასე? ევა საშინლად გრძნობდა თავს,თითქოს მისი ბრალი იყო მათი უბედურება..რატომ? გიგა ხომ მისი ბავშვობის სიყვარული იყო,ბავშვობის სიყვარული და ისიც დაფარული,შეუცნობელი.

გაბრიელის გარეშე ცეკვის სტუდია აღარ ჰგავდა ძველ სტუდიას..ყოველ მისვლაზე ის ბიჭი ახსენდებოდა,მასთან შესრულებული ცეკვები ედგა თვალწინ.
-მოიწყინე,ჰო?-ნუკიმ შეამჩნია ევას უხასიათობა.
-უბრალოდ დაღლილი ვარ-თავი აარიდა პასუხს.

მეორე დილას საშინლად ნოსტალგიურ ხასიათზე გაეღვიძა.რამდენიმე დღეში უნივერსიტეტი იწყებოდა,ის კი ამაზე სულაც არ ფიქრობდა.გაბრიელს დაურეკა,უნდოდა,რომ ისევ გაეგონა მისი ხმა.
-გაბრიელ,მომენატრე...მალე ჩამოდი,გთხოვ..-მუდაროთ დაიწყო და ცრემლები ჩამოცვივდა.
-ევა....მიყვარხარ,ძალიან მენატრები..შევეცდები მალე ჩამოვიდა.
-მეც მიყვარხარ,გაბრიელს...-არ ეგონა,რომ პირველად ამ სიტყვებს ტელეფონში ეტყოდა ადამიანს და არ ეგონა,რომ ეს გაბრიელი იქნებოდა,მაგრამ ეს ასე აღმოჩნდა.
-ყველაზე ბედნიერი ვარ..-აღელვება შეეტყო ბიჭს ხმაშო.
-შენს გარეშე არ შემიძლია...შემიძლია,მაგრამ არ მინდა,რომ ასე იყო...მჭირდები...-გოგონა ძლიერ სენტიმენტალური ჩანდა...განა დაგეგმა ეს სიტყვები? არა,ესენი თავისით მოდიოდა...
-ევა,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ამ ყველაფრის გაგონება..რომ მოვალ,რომ ჩამოვალ...დაგახრჩობ..მომენატრე მლიანად! მიყვარხარ უსაზღოვროდ..შენს გარეშე ერთი წამიც არ მინდა..

სამი საათი თავი ბალიშში ჩაერგო და ტიროდა..ტიროდა ემოციისგან და იმ საშიშროებისგან,რომელიც წინ ელოდა.განა უნდოდა,რომ გიგას გასაუბრებოდა..განა უნდდოა,რომ რამდენიმე დღე ისევ მარტო ყოფილიყო..გრძნობდა,რომ ჰაერი აკლდა,გაბრიელის გარეშე წამიც აღარ უნდოდა..
მაინც ადგა,ლონდას დაუბარა,მეგობარს ვხვდებიო და მანქანა დაძრა..გიგას სახლში დაადგა,პირველად მიდიოდა მასთან მარტო,მაგრამ ახსოვდა ბიჭის სახლი,მარიამს წაეყავანა ერთხელ.არ იცოდა სახლში იქნებოდა თუ არა,მაგრამ მაინც ესტუმრა,არ უნდოდა,რომ ზედმეტად ენერვიულა,სწორედ ამიტომ დალია ტირილის მერე საკმაო რაოდენობის სასმელი,ალკოჰოლის სუნი მოიშორა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა,რომ ნასვამი არ იყო.კიდევ კარგი რამე წესი არ დაარღვია მანქანის მართვის დროს.
როგორც იქნა სადარბაზომდე მიაღწია,ფეხები ასფალტს ეწებებოდა..არ უნდოდა,რომ გიგასგან გაეგონა ის სიტყვები,რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა..მაგრამ ახლა? ახლა სხვა იყო მისი ცხოვრება,მისთვის განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერს.
კარები ღია დახვდა და პირდაპირ შევიდა სახლში.ასეთი გამბედაობა ალკოჰოლმა მიანიჭა,ალბათ.ჩანთა ძირს დადო და გიგას ოთახისკენ წავიდა.რომ მივიდა ბიჭი იწვა,თავთან ბოთლი ედო და მძიმედ სუნთქავდა.არ იყო კარგ ხასიათზე.
-გიგა!-ასეთ მკაცრად ჯერ არასდროს მიუმართავს მისთვის.
-ევა..რას აკეთებ აქ?!-გაკვირვებული გამომეტყველებით წამოდგა ფეხზე და მაისური გაისწორა.
-გიგა...ასე რატომ იქცევი?
-როგორ?-გოგონას ძლივს გაუსწორა მზერა.
-მარიამს როგორ ექცევი?
-რა ვქნა,რომ დამაბნიე,ევა? თავგზა ამირიე? რა ვქნა,რომ მიყვარხარ?-და გოგონა გაშეშდა,ასეთ პირდაპირობას არ ელოდა,წარმოდგენილი ჰქონდა მასთან შეხვედრა,მაგრამ ასე არა.
-ნასვამი ხარ?-გოგონამ მხოლოდ ეს თქვა,მხოლოდ ეს თქვა დიდი პაუზის შემდეგ.
-არა...შენც იცი,რომ ასეა...მიყვარხარ და თავს მაკარგვინებ..მარიამს ვეღარ ვუყურებ ისე,როგორც ადრე..
-გთხოვ,ეს არ თქვა..
-ნასვამი შენ ხარ...მე ცოტა დავლიე..ვიცოდი,რომ მოხვიდოდი.
-საიდან?
-მარიამს ძალიან კარგად ვიცნობ..იმაზე კარგად,ვიდრე შენ გაგიცანი მთელი თორმეტი წლის მანძილზე...მაგრამ შენ მიყვარხარ და არა ის...-ბაგეები უკრთოდა გიგას,მაგრამ მაინც მყარად იდგა..თავისუფლად საუბრობდა ისე,თითქოს დასაკარგავი არაფერი აქვს და ეს მისი უკანასკნელი განდობააო.
-გიგა,გთხოვ,დამშვიდდი...მე გაბრიელი მიყვარს..ჩვენ ბედნიერები ვართ..
-ვიცი,მაგრამ ისიც ვიცი,რომ ახლა ღელავ..ახლა კრთი და ის გრძნობები გახსენდება..რომელიც..
-რაზე საუბრობ?
-დამრიგებელმა მითხრა..
-ღმერთო ჩემო...ის ქალი...
-უფროსები ჩვენზე ადრე ხვდებიან,ევა..
-ვწუხვარ..
-არა,შენი ბრალი არაა..
-უბრალოდ...შენ მუდამ დაბნეული იყავი..მაინტერესებს რატომ შეიცვალე...რა მოხდა იმ დღეს..ქობულეთში?-ძლივს საუბრობდა ევა,აზრები ერთმანეთში ებნეოდა.
-არ შემიძლია..ამას ვერ გეტყვი..ვერ დავანგრევ შენს ცხოვრებას..
-ვერც დაანგრევ..არ აქვს მნიშვენლობა..უბრალოდ მითხარი..რატომ არაფერი მახსოვს?
-გთხოვ..დაჯექი!-ბრძანებრულად თქვა,მაგრამ მისი გამომეტყველება სულ სხვას ამბობდა..საშინლად უმწეო იყო იმ მომენტში გიგა..
-კარგი..დაიწყე...-ჩამოჯდა ბიჭის საწოლზე და გონება დაძაბა.
-მაშინ ჯერ კიდევ გიყვარდა...მაშინ ნასვამი ვიყავი...და ჩვენ კლუბში ვიყავით.მახსოვს,ჩემმა ბიძაშვილმა ჩუმად შეგვაპარა...შენ ძალიან კარგად ცეკვავდი..მთელი ღამე ასე გავატარეთ..თითქმის..-შემდეგ აიბნა.
-რა მოხდა მერე? მითხარი.
-მერე გაკოცე...ეს სასიამოვნო იყო...შემდეგ სადღაც წავედით..მგონი,სასტუმროს ნომერი იყო..ბუნდოვნად მახსოვს,რადგან ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ექსპერიმენტული ღამე იყო...იმ დღეს პირველ სიყვარულთან მქონდა პირველი ღამე.
-რას ამბობ? ღადაობ? დამცინი? მე ხომ პატარა ვიყავი და არაფერი მახსოვს.
-ჰო,რადგან ჩემმა მეგობარმა წამალი შეგიყავნა..აზრზე რომ მოვედი არ მინდოდა,რომ ეს დაგმახსოვრებოდა..ვიცოდი,რომ ვერ მაპაატიებდი..
-ეს უარესია...ღმერთო,მატყუებდი..მე კი მეგონა..ამ ზაფხულს მეგონა,რომ მეგობრები ვიყავით.
-მაპატიეთ?
-და რატომ მითხარი ახლა?
-რადგან არ მინდოდა,რომ მომეტყუებინე...მივხვდი,რომ შენს გარდა ვერავის შევიყვარებ.
-ნაგავი ხარ..იქნებ იმიტომ გგონია,რომ გიყვარვარ,რომ შენთვის პირველი ვიყავი?-ცრემლები ჩამოცვივდა ევას..არ იცოდა სად წასულიყო,მხოლოდ სიკვდილი უნდოდა..მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა,გიგას ხმა აღარ ესმოდა,არ ისმენდა მის სასოწამრკვეთ სიტყვებს..უბრალოდ არ ისმენდა..
იმ ქოხში წავიდა,სადაც გაბრიელმა წაიყვანა..ბუხართან დაჯდა და ჭერს ახედა..მაშინ,როცა აქ იყო პირველად,როგორი ბედნიერი იყო..ახლა კი თავს არარაობად გრძნობდა..გააკეთა ის,რასაც ასე კიცხავდა...პატარა ლაწირაკი დაწვა პირველ სიყვარულთან...ამას ვერც გიგას პატიპბდა და ვერც საკუთარ თავს..
სამი დღე მარტო იყო..ტიროდა და იცლებოდა ემოციებისგან,ცხოვრება არ უნდოდა..მაგრამ თვითმკვლელობაზე არ ფიქრობდა...გაბრიელისთვის როგორ ჩაეხედა თვალებში..რას ეტყოდა? გაუწონასწორებელი ხარო..თუ რას?

მეგობრები ეძებდნენ..მასზე ძებნაც კი გამოაცხადეს...ინტერნეტი ევას ფოტობით იყო აჭრელებული.ლონდა და ომარი თავს აღარ ჰგვანდნენ...ცხოვრება ეზარებოდა ქალს..როგორ დააკრგა ერთადერთი ქალიშვილი...
-არ არსებობს..იმ დღეს გიგასთან უნდა წასულიყო..-ეჭვი ბიჭზე აიღეს..მარიამმა აღიარა,თუ სად გაგზავნა ევა.
-ჰო ..მაგრამ ის მისი მეგობარი იყო..-ლეა პოლიციელებს თვალებში ვერ უყურებდა.გიგაც მოიყვანეს..ისიც განადგურებელი იყო.წარმოდგენა არ ჰქონდა,რა მოუვიდა გოგონას..ატირდა და ვერაფერს ამბობდა.არ შეეძლო,რომ ევასთავის თავი საჯაროდ მოეჭრა..
-ეჭვმიტანილია..-ბიჭი დააკავეს..არ უშვებდნენ..მარიამი თხოვდა,მაგრამ არა,არ უშვებდნენ..ლეა გაგიჟებული იყო.აღარ მუშაობდა ევას ტელეფონი,რადგან დაამტვრია..ყველას ეგონა,რომ გოგონა მიწამ ჩაყლაპა.უცხოეთიდან გაბრიელი რეკავდა,ბიჭი შეძრწუნებული იყო.გაიგო თუ არა ეს ამბავი,იმ დღესვე ჩამოფრინდა..

-ღმერთო..ევა..-გოგონას ოთახში იჯდა და თვალცრემლიანი აშტერდებოდა მის ნივთებს-ხვალ დაბადების დღე აქვს..არ არსებობს..ვიცი,რომ ცოცხალია..
-იმედია..-ლეამ მხარზე ხელი დაადო ბიჭს.
-ასეაა,ასე!-ის ისეთი ახალგაზრდა და ლამაზია...-გაბრიელი ოპტიმიზმით იყო აღსავსე.
მთელი ღამე ფიქრდში გაატარა.ისევ წაიკითხა ევას რამდენიმე მოთხრობა..დილის ექსვსი საათი იყო,როცა სახე გაუნათდა,თითქოს რაღაცას მიაგდო,თითქოს რაღაცას ახადა ფარდა..ეჭვი ჰქონდა,რომ გოგონა იმ ქოხში იქნებოდა..კარგად იცნობდა ევას,იცოდა,რომ ძლიერი იყო,ხოლო გაუჩინარების არავითარი მიზეზი ჰქონდა..მის უკვალოდ წასვლას ვერ ხსნიდა,მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებდა.
რატომღაც დარწმუნებული იყო,რომ არ ცდებოდა..ღელავდა ისე,როგორც არასდროს..ძალიან ენატრებოდა ევა..ტკიოდა მისი შიშორე და გულს უჭამდა..
როგორც იქნა,მიაღწია ქოხამდა..ასე გრძელი არასდროს მოსჩვენებია ეს გზა..კარებთან აიტუზა,ეშინოდა,რომ შეაღებდა კარს და საყვარელი გოგო შიგნით არ დახვდებოდა,მაგრამ მაინც მოიკრიბა ძალები,მოიკრიბა და შევიდა,შევიდა,როგორც არასდროს..შევიდა,როგორც არასდროს!
-ევა!-აკანკალებული ხმით თქვა და თავისი ოთახისკენ წავიდა,იმ ოთახისკენ,სადაც საწოლი ედგა.ალბათ,შეყვარებულის გონება სხვანაირად მოძრაობს..
დაინახა მწოლიარე გოგონა,საკუთარ ცრემლებში გახვეული და ცრემლი მოადგა,..უკან გამოიწია..არ იცოდა რა ექნა.
-დამალაპარაკე! რა ხდება...-მის წინ დადგა და ევას ხელს ხელი შეახო.გაყინული იყო ევას მთელი სხეული..საუბარი უჭირდა და არც სურდა.
-ევა,როგორ ხარ?
-გაბრიელ..-თვალები გაუბრწყინდა და ოდნავ წამოიწია.
-რამე ჭამე?
-კი...მაგრამ ცუდად ვარ...გავნადგურდი..-არ იცოდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი,მაგრამ უხაროდა,რომ ბიჭი მის წინ იყო...
-უბრალოდ თქვი..რა გაწუხებს ასე?
-იმ დღეს არ ვიცოდი რა მექნა..ისეთი რამ გავიგე,რაც...შეიძლება,რომ არ გითხრა? არ შემიძლია...
-კარგი..როცა მზად იქნები..-ბიჭმა ძლიერად ჩაიკრა გულში და ევას სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ამიტომ მიყვარხარ!-ძლივს თქვა და თვალები დახუჭა.
-მკლავდა უშენობდა...არ მესმის ასე რამ გაგაგიჟა.
-ამაზე არ გინდა..გთხოვ..
-ნერვიულობნენ,გოგო..დაკარგულად გამოგაცხადეს..
-დაურეკე..მე სხვანაირად არ შემეძლო..-პირველ რიგში ატირებული ლონდა წარმოუდგა თვალწინ და ცრემლები გადმოსცვივდა..
-დაწყნარდი..დღეს შენი დაბადების დღეა..გილოცავ,ჩემო ცხოვრებავ!
-ყველაზე საშინელი დაბადების დღე..
-რა გაწუხებს? მითხარი..ვერ მოვითმენ,რომ არ მითხრა..ეს ხომ სერიოზულია...ეს ხომ...შენ არ იცი რა ხდებოდა ჩვენს თავს..
-გაბრიელ,ამაზე არ შემიძლია..ჰო ხედავ როგორ მტკივა?
-გამანდე ტკივილი...მე მიყვარხარ...შენს გარეშე მოვკვდები..განა გიმალავ რამეს?
-მერე გეტყვი..
-სახლში უნდა წამოხვიდე?
-არ შემიძლია..
-რატომ?
-დრო მჭირდება..უბრალოდ დაურეკე ყველას და უთხარი,რომ კარგად ვარ..ან ტელეფონი მომეცი..-გამოართვა ბიჭს ტელეფონი და „ფეისბუქში“ შევიდა..-დავპოსტა...დარეკვის თავი არ მაქვს..მით უმეტეს,ახლა..არ შემიძია,რომ ეს ყველაფერი...არ მინდა,რომ კითხვები დაებადონ..
-ხვალ უნივერსიტეტი გეწყება..
-მოიცდის...-უდარდელად თქვა და ტექსტის აკრეფვა დაიწყო.მონიშნა სასურველი ხალხი და დაწერა,რომ არ ედარდათ..
-ზედმეტი კითხვები არაო?-ჰკითხა გაბრიელმა.
-არა!-კატეგორიული ტონით წარმოთქვა გოგონამ.
-რაღაც მაფიქრებს..ასეთი რა..
-გაბრიელ,გაჩუმდი და რამე ტანსაცმელი მომიძებნე...ჩემი არაფერი ვარგა,შხაპი უნდა მივიღო...ვკვდები,სული მეხუთება..სამი დღეა ასე ვარ,უკვე მეოთხე დღეა ესენი მაცვია.
-ახლავე...-თავისი გრძელი მაისური ესროლა გოგონას.
-შხაპი არაა,მაგრამ რაცაა ნახე..
-არაა პრობლემა...
-კარგი,აქ დაგელოდები.
ძლივს გადაივლო წყალი,ძველი ტანსაცმელი ცელოფანში ჩაყარა და მაისურის ამარა გამოვიდა.კიდევ კარგი,თითქმის ორი თავით მაღალი იყო მასზე გაბრიელი,თორემ მაისურიდან ყველაფერი გამოუჩნდებოდა.
-საყვარელი ხარ!-ბიჭმა მისი გამხიარულება სცადა.
-კარგი რა...ჩემთან წადი და რამე მომიტანე..ასე ვერ ვიქნები..უხერხულია.
-მარტო მე ვარ.
-ადამიანო,მხოლოდ შენი მაისური..დარწმუენბული მაინც არ ვიყო როგორი უხამსი ფიქრები გიტრიალებს თავში..
-ასე არაა!-თვალეტი დააბრიალა და ძირს დაიხადა-მართლაც საყვარელი ხარ! ისე წავალ,რამეს მოვიტან..ავღნიშნოთ..შენთან ვერ მივალ,მაგრამ ახალ ტანსაცმელს მოგიტან.
-ქალის თეთრეული როდესმე გიყიდია?
-არა,მაგრამ ახლა ვიყიდი.
-წადი შენი-სიცილი აუტყდა ევას.
-მალე მოვალ-ხელები წელზე შემოხვია და სუნთქვა შეეკრა...-გაკოცებ და წავალ..

-მოვიტანე! მოიზომე აბა..
-ვანხოთ,აბა..-ღიმილით გამოართვა გოგონამ ცელოფანი.
-მერე გელი..
ყველაფერი მოეწონა,თეთრეულის შერჩევაც ცოდნია გაბრიელს..ღიმილით გამოვიდა ოთახში და სანთლებიანმა მაგიდამ თვალები გაუნათა.
-შენი დღეა..-ღიმილით აკოცა ბიჭმა და სკამი გამოუწია.
-მადლობ.
-გილოცავ..კიდევ ერთხელ.

მარიამი უხასიათოდ იყო..თავი უსკდებოდა,გიგასგანაც არ ისმოდა ამბავი.წინა დღეს დაურეკა და საბოლოოდ დაშორდა..მიზეზი ვერ აუხსნა..მაგრამ მაინც მივიდა ციხესი,ძალა მოიკრიბა და ყველაფერი მოიყვა პოლიციელებს..უთხრა,რომ ცოცხალი იყო ევა და თავს კარგად გრძნობდა..ამას მარტო ვერ შესძლებდა რომ არა ლეა.
-მადლობთ,მაგრამ ძალიან ცუდად ვარ..
-დავშორდით,ჰო?
-ჰო..
-და რატომ ვერ მეტყვი?-გოგონამ გვერდზე გაიყვანა უკვე ყოფილი შეყვარებული.
-ვერა.
-რატომ?
-განადგურდები.
-ჩემზე დარდობ? ისედაც ცუდად ვარ.მეტი რა უნდა მომივიდეს?
-სხვა მიზეზებიცაა..
-და რა?-დაიყვირა გოგონამ.
-ვწუხვარ..როდესმე,ალბათ,გაიგებ,მაგრამ..
-როდესმე?-ატირებული მოშორდა გიგას.

-ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი და თან ყველაზე კარგი დაბადების დღე იყო..
-მუცელი არ გტკივა?
-კი,ალბათ...ბევრი დავლიე...
-ჰო..უკეთ არ გრძნობ თავს?
-კი...თითქოს ყველაფერი დამავიწყდა..მაგრამ ვიცი,რომ ეს შენი და ალკოჰოლის ბრალია.
-ახლა ის ზედა მოგიხდებოდა..-ვნებიანად შეხედა ევას და ტუჩზე ხელი ჩამოუსვა.
-არა მგონი..-სიცილი აუტყდა.
-ეჭვიც ნუ გეპარება.
-ნასვამი ხარ!-ახედა გაბრიელს და თმა უკან გადაიწია.
-ჰო..და შენც..
-მცხელა...ძალიან მცხელა..მაისური მართლაც კარგი იქნებოდა.
-კარგი,მოგიტან-ფეხზე წამოდგა და კარადისკენ აიღო გეზი.
-აჰა..შენი ფერია!-თვალი ჩაუკრა და თმაზე ხელი მოუსვა...-ლამაზი თმები გაქვს.
-ვიცი..-ღიმილით უთხრა,მაისური გამოართვა-მიბრუნდი,უნდა ჩავიცვა.
-როგორც იტყვი-ზურგით დადგა და გამოხედვაც აქ უცდია.
-ახლა გამოიხედე-ჩაცმული ჩამოჯდა ხალიჩაზე,რომელიც ბუხრის წინ იყო.
-პატიოსანი ვარ..-გადაიხარხარა გაბრიელმა.
-ეჰ...ცხოვრება როგორი უცნაურია,გაბრიელ...
-რატომ?
-თუნდაც იმიტომ,რომ...ჩვენ! აი,ესეც უცნაურობაა,დიდი უცნაურობა..გესმის?
-კი..არ მეგონა,თუ ჩვენ ერთად ვიქნებოდით..ახლა კი ვგიჟდები შენზე..-ხელი მოხვია ევას და მისი თავი მკერდზე მიიკრა-გესმის? ეს გულია! გული...-სენტიმენტებით გააჟღერა.
-გაბრიელ...რაღაც მინდა,რომ გითხრა...ეს დღე ისე გამილამაზე,ტირილს გადამარჩინე..გადამარჩინე,რომ ჩემს მე-18 დაბადების დღე დეპრესიაში გამეტარებინა..ახლა კი მინდა,რომ ავასრულო შენი სურვილი..
-სიმართლე?
-ჰო..მინდა გითხრა,თუ რა მაწუხებს ასე..რა მტანჯავს.
-თუ წარსულში?-მგზნებარედ შეხედა თვალებში.
-არ ვიცი..
-დაიწყე..-თავი მხარზე ჩამოადო ევას და თვალები დახუჭა..ინტერესი კლავდა,უნდოდა,რომ გაეგო სიმართლე...უბრალოდ გაეგო..
-ეს იმ დღეს მოხდა...
-რა ეს?
-მაცადე..-თავი ასწია,ფეხზე წამოდგა და ბიჭს მოშორდა..-უხერხული რამაა...მიჭირს ამის მოყოლა და თან მრცხვენია..შენს გვერდით ვერ ვიქნები,როცა ამას გეტყვი..ვერც შენს მკლავებს ვიგრძნობ..არ შემიძლია..
-კარგი,მაგრამ მაშინებ!
-ეს ლაქაა,გაბრიელ,ლაქა,რომელიც მუდამ დაეტყობა ჩემს ცხოვრებას...ვინმეს უნდა ვუტთხრა ამის შესახებ და,მით უმეტეს,შენ..
-ევა..-პირდაპირ მჯდომ გოგონას გახედა..სახე შეეცვალა და შეეცადა,რომ მოთმინება შეენარჩუნებინა.
-მისმინე..უბრალოდ დაწყნარდი! თუ არ მეცოდინება,რომ მშვიდად ხარ,ვერ განვაგრძობ..
-კარგი..-თავი დაუქნია ბიჭმა და მზერა დაძაბა.
-ქობულეთში ვისვენებდი..დიდი ხნის წინ იყო..მას შემდეგ წლები გავიდა...ბავშვი ვიყავი და ჩემს ძმა ლევანიკოსთან ერთად ვიყავი..მისი ძმაკაცებიც იყვნენ..მოკლედ,მშობლების გარდა ყველა..არ მიყვარდა ქობულეთი..იქაურობა არ იყო ჩემთვის...მას შემდეგ აღარ წავსულვარ..ალბათ,ქვეცნობიერი ...ჰო ხვდები?-ბიჭის დაძაბული მზერა დაიჭირა,მისი დაჭიმული კუნთები და გამობერილი ძარღვები დაინახა.
-ჰო,იმ დღეს ნაპირზე ვიჯექი..ზღვა ადიდებული იყო..ის გამოჩნდა,ჩემი პირველი სიყვარული..ის შეერკინა ტალღებს...მაშინ კარგად ვერ ვცურავდი,ვერ გავბედავდი აღელვებულ ზღვაში შესვლას..გამიხარდა ის,რომ დავიანხე...მას შემდეგ არაფერი მახსოვდა ..იმ დღემდე ,სანამ მარიამს შეყვარებული დაშორდა..
-მარიამს? შენს დაქალს?
-ჰო,მაცადე..
-მითხრა,რომ მიზეზი გამეგო..ტიროდა და მეც დავთანხმდი..მაშინ დილას გესსაუბრე,გახსოვს? მერე გიგას შევხვდი..
-გაჩერდი..ჩახლართულია ყველაფერი..
-კი,ასეა...
-ჰო..მან მითხრა,რომ ვუყვარდი..მითხრა,რომ ახლა დარწმუნდა ამ ყველაფერში...მანამდეც ვყვარებივარ,როგორც მე...მთელი ბავშვობა მიყვარდა...თითქმის..-ხმა აუკანკალდა,გაბრიელს თვალს ვეღარ უსწორებდა..-მას შემდეგ ..იმ ქობულეთური ზაფხულის შემდეგ გიგა გაცივდა,სულ არ მესაუბრებოდა..არ ვიცოდი რატომ..გუშინ გავიგე..
-აი,თურმე..რა ხდებოდა? რატომ არ მითხარი?
-არ ვიცოდი..როცა წასული იყავი,დამრიგებელმა მომიყვა..მითხრა,რომ იმ დღის დახრჩობა...მოკლედ,ნერვიულობის ნიადაგზე რომ მოხდა,ჩემზე ფიქროს ბრალი იყო...ხმა აუკანკალდა გოგონას..სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთზე,თხრობა უჭირდა..ძიერად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო..უჭირდა ამის თქმა..-მითხრა,რომ ეს იმ დღის ბრალი იყო..იმ დღეს რაღაც მოხდა,რაც არ მახსოვდა...-ცრემლები წამოუვიდა..აი,მისი მტკივნეული ადგილიც..
-ევა..ევა...ღმერთო..-ბიჭს სახე ეცვალა.ხვდებოდა ყველაფერს..
-მე კი არ მახსოვდა..რადგან წამალი შემიყვანა მისმა ძმაკაცმა..ნასვამები ვიყავით..როცა გამოფხიზლდა მიხვდა,რომ...მოკლედ,ამის გამო..-ფეხზე წამოდგა,ზურგით დადგა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-ევა..მოტრიადი..
-მრცხვენია..ასეთი სულელი...მარიამს ვერასდროს შევხედავ თვალებში..როგორ ვუთხრა ეს ლეას..ან საერთოდ ვინმეს...როგორ? გიგა მათი მეგობარიცაა...ჩემი აღარ!-უფრო მწარედ ატირდა.
-ბავშვი იყავი...და თან ნასვამი...მარიამს მაშინ არ იცნობდა და ...არ ვიცი..შენს საქმეში ვერ ჩავერევი,მაგრამ,სჯობს,რომ თვითონ უთხრას გიგამ..
-მაგრამ ის ისეთი კეთილი იყო..არ ეტყვის..
-კარგი,დაწყნარდი..და აქ მოდი...მოდი,ჩემთან...-ხელები ძლიერად გაშალა და გოგონაც უმწეოდ ჩავარდი მის მკლავებდი..
-სულელი ვარ...
-დაწყნარდი..უბრალოდ ისუნთქე...
-არ შემიძლია,გაბრიელ..
-შემიძლია დაგეხმარო?
-უბრალოდ ჩუმად იყავი.
-კარგი...ევა,უბრალოდ დამშვიდდი...-თავი თავზე მიაჭირა და საწოლისკენ წავიდა..-დავიძინოთ,კარგი?
-კარგი,მაგრამ მეშინია.
-რისი?
-სიზმრების...ცუდი სიზმრების..-გულუბრყვილოდ დადო ბალიშზე თავი და თვალები დახუჭა.
-აქ ვარ..შენთან ვარ,ნუ გეშინია!

-გიგა,ასე არ შეიძლება..დღეს უნივერსიტეტში პირველი დღე გაქვს..
-არ მიმიწევს გული..არ მინდა!-გადაჭრით უპასუხა დედამისს.
-რატომ,შვილო?
-მე მას ვატკინე..ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა ამქვეყნად..
-რა ხდება? შეგიძლია მომიყვე? რატომ დაშორდი მარიამს? ისე განიცდიდა..საბრალო გოგონა...
-სიყვარული...დედა,სიყვარული..სულ ეგ რატომ გახსენდება...მარიამი არ არსებობს..არავითარი მარიამი!-გაცხარებით თქვა და ფეხზე წამოდგა.
-აბა,რა ხდება?
-მე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი,ყველაზე ჭკვიანი,ყველაზე მშრომელი,ყველაზე მიზანდასახული,ყველაზე სექსუალური,ყველაზე გრძელფეხება,ყველაზე მიმზიდველი გოგო მიყვარს..მას კი ვძულვარ და რატომ,იცი?-შეძრწუნებული სახით ამბობდა გიგა.
-ვინაა ეს გოგო? გიგა,რა ხდება,რა ხდება,შვილო?
-ბავშვობაში მასთან..ის ჩემთვის პირველი იყო...ნასვამები ვიყავით..მერე ჩემმა ძმაკაცმა წამალი გაუკეთა..მე ვთხოვე,რომ არ დამახსოვრებოდა...ახ,ა ვუთხარი..ყველაფერი ვუთხარი..-სასოწარკვეთილი გამომეტყველებით დაეხეთქა ბიჭი საწოლზე.
-არ ველოდი..რა საზიზღრობაა..ვინაა ეგ გოგო? ვინ? მარიამმა იცის?
-არ უთხრა..ის გოგო მარიამის დაქალია..მასზე გიჟდება და იგი ჩემი საშუალებით გაიცნო..ის გოგო ძალიან დამიახლოვდა ამ ზაფხულს..ჩვენთან იყვნენ ..ქობულეთში,დე...
-ვაიმე...რა ხდება შენს თავს! რა საშინელებაა..
-ეს მწარე რეალობაა,დე...
-ვინაა? ევა..ჰო,ევა...საოცარი გოგონა..მისი ნაწერები წავიკითხე..იმ დღეს დაგრჩა კომპიუტერი და..
-მართლა? არ უთხრა მარიამს..დამპირდი?
-მასზე ისევ ზრუნავ..ღმერთო..აი,რა არის ნამდვილი სიყვარული..-გულში ჩაიკრა შვილი,თავზე ხელი გადაუსვა და ატირდა...

-ლეა..ჩემო ლეა...ევა მენატრება...დაბადების დღე ჩვენს გარეშე გაატარა..არც უნივერსიტეტში იყო..
-დამშვიდდი...ასე უნდა! გაბრიელთანაა..არ იდარდო,კარგი?
-კარგი..
მარიამი მუდამ ევაზე ფიქრობდა..სტკიოდა გიგა და ევა..უყვარდა ორივე..ენატრებოდა ორივე..იმ დღეს გიგას მიწერა,როგორ ხარო,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო..საშინლად ეტკინა და ის კიდევ უფრო აცოფებდა,რომ სამ დღეში გიგას დედა აპირებდა მათთან ყავის დასალევად მისვლას..სად უნდა დამალულიყო? სად უნდა წასულიყო? დედამისმა ხომ სთხოვა,ამ დროს სახლში იყავიო.

-კარგი წავიდეთ...ერთი კვირაა,რაც სახლში არ ვყოფილვარ.
-ჩემი ფერია ხარ!-თავზე აკოცა გოგონას და ხელში აიტაცა..
-ჩამომსვი,გაბრიელ ...წავედით...ჯერ სახლში შევივლი..მაგრამ რა ვუთხრა ხალხს...რამეს მოვიფიქრებს..სიმართლეს ვერავის ვეტყვი..
-უბრალოდ არაფერი უთხრა..
-კარგი..მაგრამ..
-უბრალოდ დუმილი..
ლეასთვის წინასწარ ეთქვა,მოვდივარო...გოგონას კი ევას სახლში მთელი მეგობრობა შეეკრიბა..და სიუპრიზიც მოუწყვეს..
-აქ რა ხდება,გაბრიელ?-გაკვირვებული სახით შეხედა ბიჭს,გახიედა,დააკვრიდა გარემოს და პირველად,ვინც დაიანხა,მარიამი იყო..ეს იყო მარიამი წრფელი ღიმილითა და ნაზი სახით..ეს საოცარი გოგონა მარიამი იყო.
-ევა...ევა დაბრუნდა!-ყველანი სათითაოდ ეხვეოდნენ..აქ ყველა იყო,ყველა,ვინც მას უყვარდა..ბოლოს ლონდამაც გემრიელად ჩაიკრა გულში,ომარმაც დაახრჩო ხელებით..უხაროდა და თან სტკიოდა,სტკიოდა მარიამის სახე და მარიამის თვალები..
არავის უკითხავს რა მოხდა..ალბათ,ეს გაბრიელის დამსახურება იყო..ალბათ.მან სთხოვა ხალხს..ყველას უხაროდა,ყველა ბედნიერი იყო,ან იყო ან ჩანდა...უბრალოდ ყველას უხაროდა,უხაროდა ყველას!

უნივერსიტეტში მივიდა..პირველად შედგა ფეხი ჯავახიშვილის კარებში..ეს ის შენობა იყო,რომელზეც სწავლობდა 1918 წელს გაიხსნაო,ეს ქართველი ხალხის პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო..უცნაურმა განცდებმა მოიცვა ევა..უხაროდა,რომ სტუდენტი გახდა..უხარდა უჩვეულოდ და უცნაურად ისე,რომ თავადაც ვერ აცნობიერებდა ამას.
ამერიკათმცოდნელობაზე მოეწყო..ეს ის იყო,რაც მას სურდა..

-საშინლად მომენატრე..
-მეც,გაბრიელ..-უნივერსიტეტთან დახვა ბიჭი,ძლიერად ჩაიკრა საყვარელი გოგონა გულში და შემდეგ წინ გასწია..უყურებდა მის მანათობელ თვალებს და უხაროდა...
-საოცარი გრძნობაა,როცა ასეთ ძველ შენობაში შედიხარ..უცნაურია აქ ყველაფერი..ყველაფერი,გაბრიელ..
-მართლაც უცნაურია..არ იცი,რომ მხოლოდ მოცეკვავე არ ვარ..ჩემი მეორე პროფესია იურიდიულია..ერთ-ერთ ფირმაში გამიფორმეს კონტრაქტი..
-ვიცი,სულელო..ნუ მებლატავები..
-კარგი,ევა...გინდა ავღნიშნოთ პირველი დღე?
-კარგი,წავედით...სად მივდივართ?
-გზაში მოვიფიქრებთ.

-მარიამ,აქ უნდა იყო..
-გიგამ დამტოვა,დე...არ გესმის? ის ისევ მიყვარს..
-შვილო,ის დედამისია..სირცხვილია..
-მე მრცხვენია,რომ ასე გადამაგდეს..
-არა,ასე არაა! გვიყვარხარ..გყავს ოჯახი,რომელსაც უყვარხარ..
-მეც მიყვარხარ,დე..-ლოყაზე მხურვალედ აკოცა დედამისს და საათს ახედა.
-მალე მოვა მაია დეიდა,შვილო.
-ვიცი...ოცი წუთიც და...-ამოიხორა და ოთახიდან გავიდა.
დრო როგორ გაეყვანა არ იცოდა..წამებიც კი ეწელებოდა მარიამს..სტკიოდა,ისევ და ისევ..გიგა უნდოდა..სჭირდებოდა მისი ყურება,მისი კოცნა..მისი ალერსი.მისი თბილი გამოხედავა და მისი თბილი სიტყვები..მისი ბრაზიც კი უყვარდა..უყვარდა მისი ბრაზიანი ხასიათი,უყვარდა,როცა ყვიროდა..მისი ყვირილიც კი უყვარდა..უყვარდა ისეთი,როგორიც იყო..უყვარდა წრფელი გრძნობებიც..გიგა კი..გიგა კი სხვაზე ფიქრობდა,უბრალოდ სხვაზე..გიგას გულში სხვა გოგო ეჯდა და მას ევა ერქვა.

-როგორ ხარ,მარიამ? ვწუხვარ..-გადაკოცნა მაიამ მარიამი.
-არამიშავს,თქვენ როგორ ბრძანდებით?
-რა ვიცი,შვილო..ძნელია ცხოვრება-ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა.
-გიგას ვესაუბრე..მითხრა,რომ არ მეთქვა..დავპირდი,მაგრამ მაინც გეტყვი..უნდა იცოდა..შვილო,არ უნდა იცხოვრო გაუგებრობაში..
-დიახ,მაია დეიდა..-ხმა აუკანკალდა გოგონას.
-დაგტვოთ?-იკითხა ნინა,მარიამის დედამ.
-იყავი,ნინ..-ქალმა თბილად გადაუსვა ხელი ხელზე,მათ ხომ ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.
-მას სხვა უყვარს...უბრალოდ გამაგრდი..არცოდნას ცოდნა სჯოს,მარიამ..ის შენი დაქალია ...ის ევაა...
-რა?
-ჰო,მაგრამ მისი ბრალი არაა..გოგოს არ აინტერესებს,სძულს კიდეც..გიგას ეს ანადგურებს..
-ვაიმე...ღმერთო..ევას არაფერი უთქვამს..
-ევამაც ცოტა ხნის წინ გაიგო,შვილო..
-კიდევ რა,იცით? ევას გაუჩინარება ამ ამბავთან..
-ჰო,მარიამ..-გააწყვეტინა ქალმა.
-ვაიმე...საზიზღრობაა..გამაგრდი,შვილო...-ზურგზე ხელი მოსუვა ნინამ შვილს.
-მერე...იმ გოგომ გაიგო,რომ ჩემს შვილსა და მას სექსი ჰქონდათ..-ხმა ჩაუწყდა..-ეს რამდენიმე წლის წინ იყო..ქუბულეთში,როცა ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ..მაშინ ევასაც ყვარები...თითქმის მთელი ბავშვობა ყვარებია გიგა...პირველები იყვნენ ერთმანეთისთის..შეიძება იფიქრო,რომ ამიტომ გიჟდება გიგა მასზე,მაგრამ არა...ის მასშია..იმ გოგოს გარდა სხვა არ უნდა...დეპრესიაშია...თურმე მის ძმაკაცს ევასთის წამალი შეუყვანია,რომ ეს ყველაფერი დავიწყებოდა..დაავიწყდა კიდეც..და გიგამ ამ ყველაფერს ფარდა იმ დღეს ახადა..და ევა გაიქცა..ახლა ყვეალფერი ნათელია,მარიამ?
____
იმედია,მოგეწონებათ..ველი შეფასებებს..მიყვარხართ და გკოცნით,ჩემო ლამაზუნებო.



№1  offline წევრი blackboss

ის გარეწარი გიგა მარიამსაც არ იმსახურებს ისე მომეშალა ნერვები :@@ გაბრიელი და ევა საოცრებები არიან და ძალიან მომწონან <3 უბრალოდ ამ გიგას მოუხერხე რამე რა არ მინდა მარიამი ასე იტანჯებოდეს :(((( უსაყვარლესი და უმაგრესი ისტორიაა <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

blackboss
ის გარეწარი გიგა მარიამსაც არ იმსახურებს ისე მომეშალა ნერვები :@@ გაბრიელი და ევა საოცრებები არიან და ძალიან მომწონან <3 უბრალოდ ამ გიგას მოუხერხე რამე რა არ მინდა მარიამი ასე იტანჯებოდეს :(((( უსაყვარლესი და უმაგრესი ისტორიაა <3

მადლობ love

 


№3 სტუმარი bliblap

Giga rashuashia gigas dzmakacis bralia au giga kaitipia araferiukna gtxoov raa giga da eva kai tipajebiarian <3

 


№4 სტუმარი nini

Vaime ra magaria shemdegiii saswrafodddd

 


№5  offline მოდერი tsn

ეს გიგა ნახე რაა

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

bliblap
Giga rashuashia gigas dzmakacis bralia au giga kaitipia araferiukna gtxoov raa giga da eva kai tipajebiarian <3

არა,არაფერს ვუზამ.
nini
Vaime ra magaria shemdegiii saswrafodddd

tsn
ეს გიგა ნახე რაა

ჰო,დავდებ მალე love

 


№7 სტუმარი anita

xoo daidzabaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent