შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XIX)


3-02-2016, 00:58
ავტორი Nina))
ნანახია 3 627

-მძულხარ..მძულხარ..-უვყიროდა ათრთოლებული გოგონა და განიერ გულ-კერდზე თავის უსუსურ მუშტებს ურტყამდა...
-არა არ გძულვარ..-შეჩერებას არც ცდილობდა მამაკაცი,ითმენდა ტკივილს,მაგრამ სულის ტკივილი უფრო იყო ეს ყველაფერი,ვიდრე ფიზიკური
-უნდა მძულდე..-ამოიგმინა გოგონამ და ობოლი ცრემლი გადმოუვარდა.
-მაგრამ გიყვარვარ...
-არ უნდა მიყვარდე,უნდა მძულდე..-უღონოდ მიეყრდნო მამაკაცს...
-თვალებში შემომხედე და გაიმეორე ეს ყველაფერი-ელენა არ უყურებდა დემეტრეს თვალებში,დახრილი ჰქონდა თავი,მამაკაცმა ნიკაპი ააწევინა და მომთხოვნი თვალებით ჩახედა-ახლა გამიმეორე ეს ყველაფერი - ელენამ რაღაცის წაბუტბუტება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,როგორ გამოუვიდოდა,როდესაც დემეტრე გონის დაკარგვამდე უყვარდა,თვალებში ჩააშტერდა და ცრემლი გადმოუგორდა
-ყველაზე ძლიერი ქალი ხარ,ელენა!-გულზე მიიკრო გოგონას აცახცახებული სხეული და მთელი სახე დაუკოცნა...
-დემეტრე,ასეთ დარტყმებს არ ვარ მიჩვეული,მეტს ვერ გადავიტან გეფიცები..-დაპანიკდა გოგონა და მამაკაცს მაგრად მოხვია ხელები,თითქოს ვიღაც ართმევდა და ასე ცდილობდა მის დაჭერასა და შენარჩუნებას
-მაპატიე,ელენა,არ მიყვარს ამ ფრაზის თქმა მაგრამ,რეალურად ეს მართლა არ იყო ის რაც შენ იფიქრე,ჩემზე უკეთ იცნობ მგონი ნინას ფსიქოლოგიას და ცოტათი გადააჭარბე-გოგონა დაფიქრდა და მიხვდა რომ დემეტრე მართალი იყო,უბრალოდ ასე სწრაფად რომ დაინახა ისინი ერთად ვერ აიტანა
-მართალი ხარ..-ამოიბუტბუტა შერცხვენილმა და დემეტრეს ყელში ჩაფარა სახე...
დინჯად ავიდა კიბეებზე და სახლში შესულს კახა ჩემოდნებითურთ დახვდა
-მამა? სადმე მიდიხარ?- გაკვირვებულმა ჰკითხა კახას და თვალები ჩემოდანს მიაპყრო
-ჰო,მაპატიე,ადრე უნდა მეთქვა,მაგრამ უნდა წავიდე,ელენა,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა,გპირდები დღეის სწორს ჩამოვალ,შემდეგ პარასკევს აქ ვიქნები,ჩემო პრინცესა,მანამდე არ მოიწყინო,ყველას დაურეკე ვისაც გინდა,თეკლაც გააფრთხილე დარჩეს შენთან
-კარგი,მამა,ხომ იცი პატარა გოგო აღარ ვარ-ამოიბუტბუტა გოგონამ და მამამის ჩაეხუტა
-ხო,ვიცი რომ არ ხარ,გაიზარდე უკვე,მაგრამ მშობლებისთვის ხომ იცი,შვილი ყოველთვის პატარა გოგოდ დარჩება-შუბლზე აკოცა ელენას და ზღრუბლს გადააბიჯა,ელენა დივანზე ჩამოჯდა,ღრმად ჩაისუნთქა და თეკლას დაურეკა
-თეკს,ახალი ამბავი გაიგე?
-რა ამბავი?
-კახა წავიდა და შეგიძლია მეწვიო სტუმრად,შენთვის ადგილები გვაქვს სახლში,ისე ხო შეგიძლია კაკისაც უთხრა
-მართლა? კარგი წავედი ჩავიცმევ და თან კაკის დავურეკავ
-მიდი გელოდები მე მანამ დემეტრეს დავურეკავ
-მიდი-ტელეფონი გაუთიშა გოგონას და ახლა დემეტრეს დაურეკა
-დემეტრე,შეგიძლია მოხვიდე?
-უკვე შენს ოთახში ვარ,მაგრამ რატომღაც შენ ვერსად გხედავ
-კარგი,მისაღებში ჩამოდი-გაეღიმა გოგონას და ისიც დაუყვა კიბეებისკენ მიმავალ გზას,მამაკაცმა ტელეფონი მხოლოდ მაშინ გაუთიშა,როდესაც ელენა დაინახა
-კახი არ არის? -იკითხა დემეტრემ
-არა,წავიდა,ერთ კვირაში დაბრუნდება-მიეხუტა მამაკაცს
-ანუ გამოდის ერთი კვირა განვთავისუფლდები ქურდის წოდებიდან?
-დიახ-გაუღიმა გოგონამ და მამაკაცს ზურგზე შემოაჯდა-ჩემო მონავ,გთხოვთ წამიყვანოთ სამზარეულოსკენ,თქვენს დედოფალს ძალიან მოშივდა
-მოდი გამოვიცნობ,ჩემს დედოფალს ნუტელაში ამოვლებული მარწყვი უნდა ბლინებთან და ფორთოხლის წვენთან ერთად-მაგიდაზე შემოასკუპა გოგონამ და მისი ფეხები წელზე შემოიწყო,ჯერ ქვედა,ხოლო შემდეგ ზედა ტუჩი დაუკოცნა და თმები აურია,ისე როგორც პატარა ბავშვს აჯავრებენ ხოლმე,გოგონამ მამაკაცს ხელები დაუჭირა და წელზე შემოახვევინა,შემდეგ თვითონ დაუწყო გაჯავრება,ხან თმებს აუწეწავდა,ხანაც თვალებს დაუხუჭავდა,ხან ლოყებზე მოუჭერდა ხელს და ჩვეულებრივზე უფრო გამობურცულ ტუჩებს დაუკოცნიდა,როდესაც მამაკაცმა გული იჯერა კვლავ გადაწყვიტა ბატონობა,ცალი ხელით გოგონას დაუჭირა ხელები,ცალით კი უფრო მჭიდროდ მიიკრო,ყურის ძირიდან დაიწყო მხურვალე კოცნების დატოვება და სანამ მკერდამდე არ მივიდა და გონება მთლად არ დააკარგვინა გოგონას,მანამ არ მოისვენა. ელენა,როდესაც მიხვდა თუ რის მიღწევას აპირებდა მამაკაცი ხელის კვრით მოიცილა და მარტივი მოძრაობით ჩამოძვრა მაგიდიდან,ფქვილი და საჭირო ინგრედიენტები გადმოიღო ბლინებისთვის და თქვეფას შეუდგა,მიქსერი ხელიდან გაუვარდა,როდესაც კვლავ იგრძნო მამაკაცის ცხელი ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე,უფრო სწორად მოშიშვლებული არ ჰქონდა გოგონას მხარი,ეს დემეტრემ ჩამოუწია მაისური
-შენთვის უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ხო,რომ ვგიჟდები,როდესააც შენი სხეული ჩემს შეხებაზე ასე რეაგირებს...-ვნებამორეულმა წამოიბუტბუტა და გოგონამ თვალები მილულა
-დემეტრე-ხრიწიანი ხმით ჩასძახა მამაკაცს და როდესაც მიხვდა რომ ამ ხმით უფრო გაახელა,ვიდრე შეაჩერა ტუჩზე იკბინა-მე მინდოდა მეთქვა რომ მშია და თუ არ მომცილდები ვერაფერს გავაკეთებ
-კარგი,ვნებდები,მე მარწყვს ამოვავლებ ნუტელაში-გაუღიმა გოგონას,როდესაც თხევადი მასა ტაფაზე აშუშხუნდა,ელენამ მხოლოდ თავი დაუქნია და დანარჩენი ბლინების შეწვას შეუდგა,ერთმანეთზე მიყოლებით დაალაგა თხელი ბლინები და ზევიდან რამდენიმე შოკოლადიანი მარწყვი დაალაგა,შემდეგ ცალკე თეფშზე დაალაგა ნუტელაში ამოვლებული მარწყვები და მაცივარში შედგა უკანასკნელი,მაგიდა ოთხ კაცზე გაშალა და როდესაც ყველაფერს მორჩა კვლავ შეახტა დემეტრეს ზურგზე
-როგორი მძიმე ხარ,ელენა,ამდენს რას ჭამ-გამოაჯავრა მამაკაცმა
-კიდევ უნდა დავსუსტდე?-წინ გადმოიწია და გვერდულად შეხედა მამაკაცს,ნუ სიტუაციისგან გამომდინარე ასე უწევდა შეხედვა თორემ არ შეხედავდა მასე,როდესაც მამაკაცის ლოყაზე ღიმილისგან გაჩენილი ნაპრალი დაინახა მიხვდა რომ ეხუმრებოდა და ყელში კბილები ჩაასო
-ელენა,მეტკინა-ამოიგმინა მამაკაცმა და ეცადა ზევით აეწია ქვევით ჩამოგორებული გოგონას სხეული
-მეც ასე მტკივა რომ მკბენ ხოლმე-თავი იმართლა გოგონამ
-დავიჯერო?
-გინდ დაიჯერე გინდ არა,შენი საქმეა-ენა გამოუყო მამაკაცს და დემეტრე რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც კარზე ზარის ხმა გაიგეს- თქვენს დედოფალს სურს კარებთან მიიყვანოთ და გაღებაში მიეხმაროთ
-გაღებაში მიხმარების რა გითხრათ,თქვენო უდიდებულესობავ,ხოლო კარებთან მისაყვანად მისი ერთგული ცხენი ყოველთვის მზად არის-გადაიხარხარა და კარებისკენ გასწია,ზღრუბლს მიღმა კაკი და თეკლა იდგა,როდესაც თვალი მოკრეს წყვილს მათ ბაგეებს სიცილი მოსწყდა
-რა დააშავე,ძმაო,ასეთი?-თანაგრძნობის მზერით შეხედა დემეტრეს
-ჩემი ტყუპი შეიყვარა,კაკი,რა უნდა დაეშავებინა მეტი?არსებობს კი ამ ქვეყნად ამაზე უარესი დანაშაული-ახითხითდა თეკლა და კარები მიხურა
-ოო,თქვენი უდიდებულესობავ,თუ არ გეწყინებათ ჩამობრძანდით,თქვენ ცხენს ძალიან ეტყკინა წელი,ზედმეტად მძიმე წონის ბრძანდებით-ელენა დანებების ნიშნად ჩამოცოცდა დემეტრეს ზურგიდან და უკნიდან აეკრო მამაკაცს,როდესაც ხელი დაავლო დემეტრემ და წინ დაიყენა,შემდეგ თვითონ მაწეპა თავისი გულ-მკერდი ელენას ზურგს
-ხომ იცი,ჩვენი საფირმო დგომა ასეთია-უჩურჩულა გოგონას და საჯდომზე უჩქმიტა,ელენამ ერთი ამოიკნავლა და როდესაც მიხვდა რომ მარტონი არ იყვნენ ტუჩზე იკბინა
-ერთხელაც იქნება გადაგიხდი სამაგიეროს,ერთხელ მაინც მაღირსე სიმშვიდე-ღრენით ჩაიბუტბუტა გოგონამ
-ხომ იცი,სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!-შეახსენა დიდი ხნის წინათ ნათქვამი სიტყვები და გაეღიმა
-მოდი,ვჭამოთ,ახლახანს გამოვაცხვე გემრიელი ბლინები,თან ნუტელაში ამოვლებული მარწყვიც მაქვს და ფორთოხლის წვენიც
-მომენატრა შენი გაკეთებული ბლიები,რძალო თუ ცოლისდავ-მხრები აიჩეჩა კაკიმ და სამზარეულოსკენ გასწია,ისე რომ თეკლა არც გახსენებია
-რაღაც დაგრჩა,კაკი.-გზაზე დაეწია თეკლას სიტყვები და წამებში მობრუნდა კაკი უკან
-რა დამრჩა?
-რა არა ვინ,მე დაგრჩი სულელო!-შეუღრინა გოგონამ და უკან დაედევნა

-როგორი საყვარლები არიან არა?-არ აცილებდა მამაკაცის გულ-მკერდს თავის სხეულს,ისე სიამოვნებდა,როდესაც დემეტრეს ცხელი სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა და როდესაც დემეტრეს გულისცემას გრძნობდა
-ჩვენ უფრო საყვარლები ვართ-ცხვირზე დაკრა ხელი და მათაც სამზარეულოსკენ გასწიეს
-ელენა,მართლაც რომ როგორი გემრიელია-შეაქო მაზლმა თუ სიძემ და საპასუხოდ ღიმილით დააჯილდოვა...
-კარგი,დღეს იმედია ჩემთან რჩებით-იკითხა ელენამ
-კი,ვრჩებით-გაუღიმა თეკლამ
მთელი ღამე ერთობოდნენ,მითუმეტეს ცოტაოდენი შავი ღვინოც დალიეს და სისხლში მჩქეფარე ალკოჰოლი უფრო მეტ ენერგიასა და პოზიტივს აძლევდა მათ.

დღეები დღეებს მისდევდა,კვირები-კვირებს,თვეებიც ასე თუ ისე სწრაფად მიდიოდნენ და ელენასა და დემეტრეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდებოდა,ვიდრე რომელიმე ჩვენგანს შეუძლია წარმოდგენა,ჩაიარა ფერადმა შემოდგომამ შრიალით,ფოთლები აურ-დაურია და ასპარეზი ცივსა და თეთრ ზამთარს დაუთმო
-აბა,დასვენება ხომ გაქვთ უნივერსიტეტში?
-კი,მთელი თებერვალი ვისვენებთ
-მშვენიერია,გუდაურში წავიდეთ-წამოაყენა თემა დემეტრემ
-წავიდეთ-დაეთანხმა ელენა და რაღა თქმა უნდა თეკლა და კაკიც,
-კარგი,მაშინ ორ დღეში,სასტუმროს ჩვენ მოვაგვარებთ,თქვენ უბრალოდ როგორც ყოველთვის ტანსაცმელზე იფიქრეთ-ცხვირზე ხელი დაკრა ელენას მამაკაცმა
-როდის იყო რომ სულ ტანსაცმელზე ვფიქრობდით-გაიბუსხა ელენა
-კარგი ხო,მაპატიე-ღიმილით მოუბოდიშა მამაკაცმა და გაბუსხული ტუჩები დაუკოცნა...

-თეკლა,ყველაფერი ჩალაგებული გაქვს?
-კი ჩავალაგე,შენ?
-კი,მეც ყველაფერი მზად მაქვს,კაკი ქვევით გელოდება,ჩადი,მეც ჩამოვალ მალე,დემეტრემ ხუთ წუთში მანდ ვიქნებიო-სწრაფად მიაყარა გოგონამ და როდესაც კარებთან მდგომი მამა დაინახა მისკენ წავიდა
-მამა,გპირდები ჭკვიანად მოვიქცევი
-ეჭვიც არ მეპარება,ჩემო ლამაზო,უბრალოდ ცოტათი ვეჭვიანობ,წესით ახლა ერთად უნდა მივდიოდეთ ჩვენ-დანანებით ამოილაპარაკა კახამ და ელენას გული დაეწურა,ისე ახლოს იგრძნო ტკივილი და იმდენად მწარედ,რომ სახეზევე დაეტყო ყველაფერი,ზოგადად გადაშლილი წიგნია ელენა,ყველას შეუძლია მისი წაკითხვა,მაგრამ ბევრი ვერ უგებს,რადგან ძველ ქართულით არის დაწერილი..
-მამა..-სევდიანად ჩაილაპარაკა ელენამ
-არა,ძვირფასო,ეს იმიტომ არ მითქვამს რომ მოგეწყნა,უბრალოდ ავღნიშნე რომ დიდი გოგო გაიზარდე უკვე და რაღაცების დათმობა მეც მომიწევს,ეს არის და ეს,არ მინდა მოღუშულს გხედავდე,უზომოდ გიხდება ღიმილი!
-მადლობა,მა,ძალიან,ძალიან მიყვარხარ-მოეხვია მამაკაცს და როდესაც გული იჯერა ქვევით დაეშვა დემეტრეს მანქანისაკენ.
-აბა,მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის?-გადასძახა თეკლას,როდესაც კაკის მანქანაში ჯდებოდა
-უკვე ორი დღეა მორალურად ვემზადები ამ ყველაფრისთვის-ჩაეღიმა თეკლას და მანქანის კარები მიიხურა,ელენაც დაჯდა დემეტრეს გვერდით და ღვედი შეიკრა
-ბედნიერება,იქ მაინც ვერავინ წამართმევს შენს თავს!-თვალებგაბრყწინებულმა ამოილაპარაკა დემეტრემ და გოგონას შუბლზე აკოცა,მერე მანქანა დაქოქა და გუდაურის გზას დაადგნენ
-ვინ გითხრა რომ ერთად დავწვებით?-ეშმაკურად ჩაილაპარაკა გოგონამ
-მე სადმე ვახსენე ერთ ოთახში დაწოლა?-აყვა საძაგლობაში დემეტრე და როდესაც გოგონას განრისხებულ თვალებს წააწყდა გადაიხარხარა
-მაგასაც ვნახავთ,მარტო რომ მოგიწევს დაწოლა-ენა გამოუყო მამაკაცს
-კარგი,ძვირფასო,ვიხუმრე,თან მხოლოდ ორი ოთახი მაქვს დაჯავშნილი,მეტი არც იყო
-მე და თეკლა ერთად დავწვებით-კვლავ განაგრძობდა მამაკაცის წვალებას ელენა და ცდილობდა სიცილი შეეკავებინა
-კაკი არ გეცოდება?
-თავის დროზე ბიძაშვილს უნდა შესცოდებოდა-როგორც იქნა გადაიკისკისა გოგონამ და დემეტრემაც შვებით ამოისუნთქა
-პატარა პარაზიტი ხარ!-ქათინაური უთხრა მამაკაცმა
-ოჰ,დიდი პატივია თქვენგან შექება ბატონო დემეტრე-გაუღიმა მამაკაცს დამარჯვენა ხელზე თავისი პაწაწინა მარცხენა ხელის მტევანი დაადო,მამაკაცმა ელენას შეხედა და თავზე აკოცა,შემდგ კი პირვანდელი ადგილი დაიკავა..

-კაკი,მალე ჩავალთ?
-გათენებულზე იქ ვიქნებით,ნუ ღელავ-დაამშვიდა საყვარელი ქალი და თეკლას ხელს აკოცა
-მიყვარხარ,თეკლა.
-მეც მიყვარხარ,კაკი.
-ნეტავ როგორ არიან ახლა ისინი მანქანაში?
-არ ვიცი რაზე ,მაგრამ ვგრძნობ რომ ახლაც გაუთავებლად ჩხუბობენ-გაეღიმა მამაკაცს
-ხო,მათი ჩვევა ხომ კამათია.
-მართალი იყავი,თეკლა,ჩხუბით დაწყებული ურთიერთობა ხედავ რომ სამუდამოდ გრძელდება?
-ღმერთმა ქნას სამუდამო აღმოჩნდეს-ჩაეღიმა გოგონას და მამაკაცს ახლა თვითონ აკოცა ხელზე...

-ელენა,დაიძინე თუ გინდა-გადახედა ნახევრად მთვლემარე გოგნას
-აჰ,კარგი,ხო ცოტას წავუძინებ,ძალიან მატკინა მგზავრობამ თავი,მალე ჩავალთ?
-გამთენიისას მანდ ვიქნებით
-რამ მოგაფიქრებინა შენც ამ ღამის სამ საათზე წამოსვლა?
-ასე უფრო ნაკლები მოძრაობაა-აუხსნა ვითარება მამაკაცმა და გოგონას ოდნავ გადაუწია სავარძელი,რადგან გემრიელად მოთავსებულიყო
-კარგი,მივიძინებ და რომ ჩავალთ გამაღვიძე,ისევ ხელით არ ამიყვანო-გაეღიმა გოგონას და გემრიელად მოკალათდა,ძილს აპირებდა,როდესაც მამაკაცის მტევანი იგრძნო ფეხზე და მიუხედავად იმისა რომ სქელი ჯინსი ეცვა,გოგონამ ცხადად იგრძნო მამაკაცის ხელიდან წამოსული სიმხურვალე და დენდარტყმულივით წამოხტა
-რა მოხდა?-შეეშინდა მამაკაცს და მანქანა დაატორმუზა
-მე ძილს ვაპირებდი,შენ კიდევ საძაგელი ხარ,იცი როგორ რეაგირებს შენს შეხებაზე ჩემი სხეული და ამით სარგებლობ-ამოიბუტბუტა განრისხებულმა გოგონამ,მამაკაცს ჩაეღიმა და გზა განაგრძო
-არადა საერთოდ არ მქონდა ეს ყველაფერი გეგმაში,უბრალოდ ჩემი სხეულიც შენი სხეულის სიმხურვალისკენ მოილტვის-კვლავ გაუღიმა მამაკაცმა და ხელი კვლავ დაადო ელენას ფეხებზე,მაგრამ ამჯერად ელენა არ წამოვარდნილა,პირიქით თავისი ხელიც ზევიდან დაადო და მშვიდად გადაეშვა ფერად სამყაროში..
მართლაც რომ ნახევრად გათენებულზე ჩავიდნენ დანიშნულ ადგილას,დემეტრემ როდესაც ჩასვლის შესახებ ამცნო და გადმოსვლა შესთავაზა,გადმოსვლისთანავე თვალში რაც მოხვდა ბუნება და მისი ჯადოსნურობა იყო..
მოწმენდილი ციდან ალმასა ფიფქები ცვიოდნენ,მინდვრის მიღმა მზე ამოდიოდა,მუქი წითელი,ორი მკლავის შემოხვევისხელა,კაშკაშა ოქროსფერი,
ცაში მწვრილ სხივებს რომ ფანტავდა,მისი სხივები კედრის წიწვებივით წვრილი იყო.
ეს სხივები არ ათბობდნენ,უბრალოდ სხვანაირ ელფერს სძენდნენ ბუნების ბუნებრივ სილამაზეს.
კაცი მზეს ფართოდ გახელილი თვალებითაც შეხედავდა.
ვერცხლისფრად მიმოფანტულ მინდორს ოქროსფერ ლანდს დაჰკრავდნენ და ალამაზებდნენ,მისი ამოსვლა დედამიწას უფრო ასხვაფერებდა,ადამიანის გულში ისეთ გრძნობას აღვიძებდა,რისი აღწერაც,აი,ასე,უბრალოდ ძალიან რთულია.
„ზამთარი,თოვლი და ჯადოქრობა,ჯადოსნური ხატება...“ სამყაროს პირველყოფილი,ამოუცნობი სილამაზე.
სინათლემ სწრაფად იმატა და ვერცხლისფრად გადაჭრიხლული მინდორი ალისფრად აკიაფდა,ნათელი მოძრავი ათინათებით გაივსო.
უძრავი ყინვით გასუდრულ,თეთრად გადაპენტილ დედამიწას თითქოს გამოეღვიძა.
მის დღეში არ ენახა ასეთი გასაოცარი სილამაზე.
-შევიდეთ-უჩურჩულა ყურთად დემეტრემ და წელზე შემოხვია ხელები...

--------
იმედია მოგწონთ,მალე დავასრულებ,გპირდებით,
მართალია ეს პატარა თავია,მაგრამ მხოლოდ ამის დაწერა მოვახერხე,გუშინ გვიან დავიძინე,თან ამდილით ადრე ავდექი,მასწავლებლები და იმოქმედა ჩემზე...
მიყვარხართ ყველანი,მადლობა რომ კითხულობთ.
სიყვარულით,ნინუცი.



№1 სტუმარი darina

Ai ra miyvars am wyvilshi yvelaze metad roca chxubis mere aseti tkbili sherigebebi rom aqvt, rogorc yoveltvis dzalian kargi tavi iyoo.

 


№2  offline წევრი natia-natia

ვგიჟდები ამწყვილზე ჯერ კამათობენ და მეერე ისევ ერთადარიან ტკბილად მოკლედ ძალიან მომწონს ეს ისტორია და არაერთხელავღნიშე და შენც მაგარი გოგო ხარ

 


№3 სტუმარი Elene

ძალიან კარგი იყო

 


№4  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent