შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"განშორების სევდიან ფერი"(6)


3-02-2016, 14:35
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 1 597

იმ ამბიდან 1 თვე გავიდა..დამი და მია ერთად უფრო მეტად დაახლოვდნენ,მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ,თუმცა შეყვარებულები არ იყვნენ.ნონასთან ურთიერთობა დაალაგა,ცუდად აღარ ექცეოდა,ყველაფერი კი იმ მოხუცის დამსახურება იყო და ნაწილობრივ იმისიც,რომ ნონას იმ კაცთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა..პატარა სანდროს ყურადღებას არ აკლებდა.
-მია,სკოლაში უნდა მივიდეთ,კრებას ატარებს დამრიგებელი(სალო)
-ხვალ ერთად წავიდეთ,გამოგივლით(მია)
-მართლა,დამისთან რა ხდება?(თეკლა)
-ისეთი არაფერი,უბრალოდ ახლოს ვართ(მია)
-მართალია,ისე ახლოს,რომ ყოველ დღე ერთად არიან,ასევე თითქმის საღამოც(სალი)-სიცილით თქვა და მეგობრისკენ თვალი გააპარა.
-ნუ სულელობთ.მას ვიღაც ანასთან აქვს ურთიერთობა(მია)
-კარგი რა,საბამ მითხრა,რომ იმ გოგოს მოსწონს,მაგრამ დამის არა!(სალო)
-ამას რა მნიშვნელობა აქვს.ჩვენ შორის მაინც არაფერია(მია)-თავისას არ იშლიდა და ჯიუტად იმეორებდა.
-მართლა სულელი და ვირივით ჯიუტი ხარ!-თეკლამ გაბრაზებულმა წარმოთქვა.-მაშინ,რომ დაიკარგე მთელი ღამე არ ეძინა,შენზე ნერვიულობდა,რამის შეიშალა..როდესაც გიპოვეთ ისე ჩაგეხუტა,თითქოს რაღაცას ებღაუჭებოდა.მას რაღაც გრძნობა აქვს!(თეკლა)-გარკვევით თქვა,მია უსმენდა მაგრამ ვერ იჯერებდა.
-კარგით,რაც იყო იყო...მასწავლებელთან მაგვიანდება,საღამოს მოგწერთ(მია)-მეგობრებს დაემშვიდობა და წავიდა..დამი ეზოში ელოდებოდა.
-მოხვედი?(დამი)-ბიჭს თვალები გაუბრწყინდა.
-რატომ არ ახვედი?(მია)-მან არ გადაკოცნა,ისე ავიდა ზევით,ბიჭი უკან მიყვებოდა. მთელი გაკვეთილი არ მოუშორებიათ ერთმანეთისთვის თვალი.
-ძმაო,სანამ ქართული დაგეწყება,შეგიძლია საქმეზე გამომყვე(საბა)
-მაპატიე საბა,მაგრამ ერთი საქმე დაუყოვნებლივ უნდა მოვაგვარო(დამი)
-ანასთან?(საბა)-მიამ ყურები ცქვიტა,დამიმ კი მეგობარს თვალით რაღაც ანიშნა და გააჩერა.
-მართლა,ბავშვბეო,ბაკურიანში ხომ მივდივართ?(თამო)
-აუცილებლად,2 იანვარს(მარი)-გაკვეთილი დასრულდა. მია ბაღში დაჯდა,ჩაფიქრებული იყო,როდესაც დამი მიუახლოვდა.
-რაზე ფიქრობ?(დამი)
-აქ რა გინდა?რაღაც საქმეზე არ მიდიოდი?ანასთან(მია)-სახელი გარკვევით წარმოთქვა.
-არა,ანასთან არა,მიასთან!(დამი)-მისი სახელი ხმა მაღლა თქვა,გოგო კი გაოცებული უყურებდა.
-კარგი,რა ხდება?(მია)
-მოკლედ...არ ვიცი,როგორ დავიწყო..მე..(დამი)-სიტყვებს ვერ პოულობდა,ნერვიულობისგან სახეზე წითელი გახდა.
-ასეთი რა უნდა მითხრა,რომ სულ გაწითლდი,იმედია ს არ აპირებ(მია)-ხუმრობით უთხრა,მაგრამ დამის ამაზე კომენტერი არ გაუკეთებია..
-ვიცი,ბევრი რამე დაგიშავე...ისიც ვიცი,რომ ბევრჯერ გიტირია,მაგრამ ამას არ ამბობდი,ჩემგან თითქოს რაღაცას ელოდიდამი)-მიამ გვერდით გაიხედა.
-ამასთან რა კავშირი აქვს(მია)
-პირდაპირი.ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ მივხვდი,როცა დაიკარგე,როდესაც ვეღარ გიპოვე,მეშინოდა,რომ ვეღან გნახავდი,მენატრებოდი...(დამი)
-ამის გახსენება არ გინდა,უკან დარჩა ეგ დღე(მია)
-მაცადე გთხოვ,ძლივს მოვიკრიბე ძალა.."მიყვარხარ"!(დამი)-მია გაშეშდა,გული გამალებით აუჩქარდა,სახეზე წითელი გახდა,ხმას ვეღარ იღებდა,ბოლოს კი სიცილი დაიწყო.
-დამია,კარგი რაა..შენ და გიყვარვარ?ახალი სპექტაკლი(მია)
-რატომ არ იჯერებ?(დამი)
-ვერ ვიჯერებ!არ შემიძლია!რატომ მაინცდამაინც ახლა?(მია)
-იმიტომ,რომ მიყვარხარ,აქამდეც მიყვარდი,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ან არ მინდოდა,რომ მივმხვდარიყავი(დამი)-მიამ საათს დახედა.
-გაკვეთილზე უნდა შევიდეთ,ალბათ გველოდებიან(მია)-ამაზე დამი გაბრაზდა.
-დამცინი?მე გეუბნები მიყვარხარ-მეთქი,შენ კიდევ გაკვეთილზე მიდიხარ(დამი)-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-მინდა,რომ დაგიჯერო,მაგრამ არ შემიძლია.ვერ ვიჯერებ,რადგან ბევრი ტყუილი გითქვამს(მია)-თვალები აუცრემლიანდა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-ხომ მითხარი გენდობიო?!(დამი)
-გითხარი და გენდობი კიდეც,მაგრამ ამ საკითხში არ შემიძლია(მია)-მასაც ძალიან უნდოდა,რომ დამისთვის ეთქვა"მეც მიყვარხარ",მაგრამ მისი ბოლომდე არ ეჯერა.
-სხვა გიყვარს?ის ბიჭი გიყვარს?(დამი)-მია ამაზე გაბრაზდა,დამიმ კი ენაზე იკვნიტა და უფრო მეტად გაბრაზდა.
-არა,შენი საქმე არ არის!ვალდებული არ ვარ,რომ რამე აგიხსნა(მია)
-გეფიცები,შენს გულს ისევ მოვიგებ!შენს თავს გეფიცები,რადგან ჩემთვის ყველაფერი ხარ!(დამი)-მია წავიდა,გაკვეთილზე ცდილობდა რომ ყურადღებით ყოფილიყო,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-შეიძლება დამითხოვოთ?ვერ ვარ კარგად(მია)-მასწავლებელს შეაწყვეტინა.
-წადი,მისმნიე ვინმე გამოგყვება..დამიან(მასწავლებელი)
-არა,არ მინდა!მარტო წავალ(მია)-კატეგორიული უარი გამოაცხადა და გავიდა. სეირნობდა,როდესაც ფეხის ხმა გაიგო,ნიკა იყო.
-მია,ამ ღამეს მარტო სად მიდიხარ?(ნიკა)
-სახლში,მასწავლებელთან ვიყავი.შენ?(მია)
-მე ძმაკაცთან...როგორ მიდის საქმეები?(ნიკა)
-ნორმალურად(მია).
-მომენატრე,დიდი ხანია არ მინახავხარ(ნიკა)
-ჰო,მეც მომენატრე(მია)-მიას მობილურმა დარეკა,დამი იყო,მაგრამ არ უპასუხა.
-ვინ იყო?(ნიკა)
-ისეთი არავინ(მია)
-ის ბიჭი არა?დამიანი(ნიკა)-გოგომ ხმა არ ამოიღო,ნიკა კი მიხვდა ამის მიზეზს.
-მას უყვარხარ,არა?ისევე როგორც შენ!(ნიკა)
-არ მინდა ამაზე საუბარი(მია)-სახლთან მივიდნენ და მია დაემშვიდობა... არ უვახშმია,ოთახში იყო და ფიქრობდა.
-ჩემო ლამაზო,რა გჭირს?(ნონა)
-დაბნეული და დაღლილი ვარ...გთხოვ,მარტო დამტოვე დედა?ხვალ უამრავი საქმე მაქვს(მია).
დილით საბამ დარეკა და მიას შეხვედრა სთხოვა.
-მია,მისმინე,გაგივე დამი გრძნობებში გამოგიტყდა(საბა)
-მან გამოგგზავნა,ხომ?(მია)
-არა,აქ ჩემი სურვილით მოვედი..გუშინ მთელი საღამო დაბღვერილი იჯდა.თქვა,რომ სიმართლე გითხრა,პასუხად კი ჩხუბი მიიღო(საბა)
-საბა,მისი არ მჯერავს(მია)
-მე კი მჯერავს.მას დიდი ხანია გრძნობა აქვს,მაგრამ არ ამბობდა,როდესაც დაიკარგე რამის შეიშალა!უყვარხარ!სხვა დროს არც მე დავიჯერებდი,მაგრამ მას შემდეგ მისი ბოლომდე მჯერავს.ენდე და შანსი მიეცი(საბა)
-თუ უნდა,რომ შანსი მივცე და ვენდო,მაშინ ისეთი რამ გააკეთოს,რითც გამაოცებს და ცუდ საქციელს დამავიწყებს(მია)
-კარგი,გპირდები ამას მოახერხებს(საბა)-გახარებულმა უთხრა და გადაეხვია.
მია მთელი დღე დამიზე ფიქრობდა,ვერ ხვდებოდა გულისთვის დაეჯერებინა რომელიც მისკენ მიიწევდა,თუ გონებისთვის რომელიც საპირისპიროს ეუბნებოდა. მოვლენები ერთმანეთში ერეოდა,ახსენდება დამის სიტყვები და ქცევები,მაგრამ მაინც ვერი ჯერებდა,რომ მას მართლა უყვარდა და ეს მისი მორიგი ტყუილი არ იყო,ეჭვი ღრღნიდა.... თუმცა ერთი რამ კი ზუსტად იცოდა "დამი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა"!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent