შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანარეკლი (ნაწილი მესამე)


3-02-2016, 15:12
ავტორი fireending
ნანახია 2 019

როგორც იქნა გათენდა. ოთხივე გამოშტერებული ვიყავით . ხმას ვერ ვიღებდით. ბოლოს სიჩუმე გიომ დაარღვია.
-ეს რა ჯანდაბა იყო?
-არ ვიცი გიო, ვუპასუხე და მანქანიდან გადმოვედი.
ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და სხვებსაც მივაწოდე.
-გიგა, ეს რა იყო. ჯერაც ვერ მოვედი აზრზე. მეგონა მსგავსი რამეები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. მითხრა ლაშამ.
-არ ვიცი რა იყო, მართლა არ ვიცი.
ლუკას ამ დროს მობილურზე შეტყობინება მიუვიდა.
-ბიჭებო, უნდა წავიდე. გნახავთ ამ საღამოს.
-კაი, ხოარ გაგიყვანო მანქანით ?ვკითხე ლუკას.
-არა, იყოს, მადლობა .
ლუკა წავიდა. ბოლოს და ბოლოს გავრისკეთ და სახლში შევედით.
ასეთი რამ ცხოვრებაში არცერთს არ გვენახა . ეს ყველაფერი ჩვენთვის დაუჯერებელი იყო . ისიც ვერ მოვიფიქრეთ რა უნდა გაგვეკეთებინა. მთელი დღე ჩემი სახლის აივანზე ვიჯექით.სიჩუმე გიომ დაარღვია.
-გიგა, იცი რას ვფიქრობ? იქნებ ამ სახლის წინა მფლობელს დაელაპარაკო. იქნებ აქ რამე უცნაური მოხდა. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ არანორმალურია და დაუჯერებელი .
-მგონი სადღაც მაქვს იმ ქალის ნომერი, დავურეკავ და გამოვკითხავ ყველაფერს.
-ისე, ამ ამბავის შესახებ რომ ვინმეს ვუთხრათ ალბათ პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოგვაყოფინებენ თავს . თქვა ლაშამ და ფეხზე წამოდგა.
-ჰო, არც გამიკვირდება.ვთქვი მე.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა და აივანზე გავედი.
-ჰო ანა, როგორ ხარ ?
-კარგად. შენ ?
-მეც კარგად . დედა როგორაა?
-კარგადაა ახლა.გიგა ხვალ საღამოს ჩამოვდივარ .
-მართლა? რა მაგარია... რომელ საათზე.
-რვაზე.
-კარგია, გამიხარდა . ძალიან მომენატრე ანა.
-მეც მომენატრე.დროებით .
-დროებით ანა.
ტელეფონი გავთიშე და სახლში შევბრუნდი .
-რას ეძებ გიგა? მკითხა ლაშამ , როცა დამიანხა როგორ გადავქექე რამდენიმე უჯრა .
-ჩემამდე ვინც ცხოვრობდა ამ სახლში იმ ქალის ნომერს. დაველაპარაკები .
როგორც იქნა ნომერი ვიპოვე . დავურეკე და ვთხოვე შემხვედროდა.
-ახლა მიდიხარ?
-ხო გიო. თქვენ რას იზამთ . აქ დარჩებით თუ წამომყვებით?
-მე სახლში წავალ . თქვა გიომ . საღამოს შევიკრიბოთ ისევ . ლუკაც შემოგვიერთდება.
-შენ ლაშა?
-მე წამოგყვები. აქ მარტო ვერ გავჩერდები.
-კაიც.
სამივე გამოვედით სახლიდან და მანქანაში ჩავჯექით. გიო სახლში დავტოვეთ. მე და ლაშა კი იმ ქალთან შესახვედრათ წავედით. მანქანა კაფესთან ახლოს გავაჩერე და შიგნით შევედით. ფანჯარასთან ახალგაზრდა ქალი იჯდა. მივუახლოვდი.
-გამარჯობა. თქვენ ქალბატონი თათია ხართ არა?
-დიახ, მე ვარ . შენ კი გიგა არა?
-კი . მე ვარ , ეს კი ჩემი მეგობარია ლაშა.
მე და ლაშა სკამზე დავჯექით . მიმტანს სამივესათვის ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე.
-როგორც იცით, ახლა თქვენს ძველ სახლში მე ვცხოვრობ . იცით, რღაც კითხვა მაქვს , თუმცა არც კი ვიცი როგორ დავიწყო ამაზე საუბარი. ვიცი ალბათ გიჟად ჩამთვლით.
-გისმენთ.
-სანამ იმ სახლში ცხოვრობდით, შეგინიშნავთ თუ არა რამე უცნაური? ვგულისხმობ ... პარანორმალურს...
-პარანორმალურს? თათიამ გაკვირვებით სემომხედა ... გიგა, იცით მე , არც კი ვიცი რა ვთქვა.
-ჰო. უპასუხა ლაშამ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმ სახლში რაღაც ხდება . ყველაფერი რიგზე არაა. ნუთუ არაფერი შეგინიშნავთ?
-იცით ... არა , მე დიდხანს არ მიცხოვრია იმ სახლში. მხოლოდ სამი თვე , მაგრამ უცნაური და მითუმეტეს პარანორმალური არაფერი შემინიშნავს .
-დარწმუნებული ხართ?
-კი. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ სალხში პარანორმალური მოვლენები შენიშნეთ.
-პარანორმალური და არანორმალურიც იყო იქ რაც მოხდა . ვუპასუხე მე და შემდეგ მოვუყევი რაც თავს გადაგვხდა.
ქალი გაკვირვებული გვიყურებდა მე და ლაშას. რა თქმა უნდა, რომ დაუჯერებლად მიანჩნდა ეს ამბავი .
-პირადად მე არაფერი მინახავს, თუმცა რაღაც ამბები მსმენია იმ სახლზე.
-რა ამბები? დაინტერესდა ლაშა.
-არ ვიცი . რამდენად შეესაბამება სიმართლეს. თითქოს იმ სახლში ბოროტი სული ბუდობსო. მაგრამ მე არ მჯერა მსგავსი რამეების. ჩემამდეეს სახლი ეკუთნოდა ერთ მოხუც ქალს. ის ახლა 80 წლამდე მაინც იქნება. მისი ოჯახი იმ სახლშ 100 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. იქნებ იმ ქალმა იცოდეს რამე.
-როგორ დავუკავშირდე იმ ქალს?
-საღამოს მეილზე მისამართს და ტელეფონის ნომერს გამოგიგზავნით. თქვენი მეილი მითხარით.
ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე და თათიას ჩემი იმეილი დავუწერე.
-ქალბატონო თათია. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.
-რას ამბობთ რა შეწუხებაა, იმედია რამეში დაგეხმარებათ ის ქალი .
-მადლობთ კიდევ ერთხელ.
თათიას დავემშვიდობეთ და სახლში დავბრუნდით. საღამომდე ვიდეო თამაშს ვთამაშობდით. ჩემმა მობილურმა დარეკა.
-ხო ლუკა.
-გიგა, მიშველეთ... ჩემი წაყვანა უნდა.
-ვის? რა მოხდა ... ლუკა... ლუკა
ტელეფონი გაითიშა. მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და გარეთ გავედი, ლაშაც გამომყვა. მანქანაში ჩავჯექით და პირდაპირ ლუკას სახლისაკენ წავედი .
-გიგა რა მოხდა?
-არ ვიცი. ლუკამ დარეკა, ასე თქვა ჩემი წაყვანა უნდაო და შემდეგ გაითიშა.
-წაყვანა? რა ჯანდაბა მოხდა.
-არ ვიცი, გული ცდს მიგრძნობს.
ლუკას სახლტან მივედი. მანქანიდან სასწრაფოდ ჩამოვედი . კარი ჩაკეტილი იყო. ვაკაკუნებდით, ზარიც დავრეკეთ, მაგრამ არავინ გვიპასუხა. მისაღები ოთახის ფანჯარა ღია იყო ამიტომ სახლში იქედან შევედით . სიბნელე იყო . ლუკას ვეძახდით, მაგრამ არავინ გაგვაგონა. მისი ოთახისკენ წავედით , კარი ღია იყო, მაგრამ სანამ შევიდოდით მანამდე თავისით დაიხურა.ოთახიდან მტვრევის ხმა გაისმა. მე და ლაშა კარის გაღებას ვცდილობდით, როგორც იქნა შევამტვრიეთ და შევედით. ოთახი ცარიელი იყო იქ მხოლოდ სარკის დამტვრეული ნაწილები ეყარა.ნამსხვრევებში ისევ იმ ქალის სახე შევნიშნეთ.
-გიგა, შენც დაინახე?
-ჰო.
-რა უნდა ვქნათ?
-არ ვიცი . იქნებ პოლიციას დავურეკოთ?
-და რა ვუთხრათ, მოჩვენებამ ჩვენი ძმაკაცი წაიყვანათქო.
-არ ვიცი. არ ვიცი ... ფაქტია რომ ლუკა დაიკარგა. ის შველას ითხოვდა. პოლიცია ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს მისი დაკარგვის ამბავს. შენ თუ გინდა წადი . არავის ვეტყვი აქ რომ იყავი. მხოლოდ ისე გააკეთე რომ გასვლისას არავინ დაგინახოს.
-გაგიჟდი გიგა? არსად წავალ. აქ ამ მდგომარეობაში არ მიგატოვებ.
-ლაშა... დიდი მადლობა.
მობილური ამოვიღე და პოლიციას დავურეკე. რამდენიმე წუთში ისინიც მოვიდნენ . ერთ-ერთი ოფიცერი მომიახლოვდა.
-თქვენი სახელი და გვარი
-გიგა კილაძე
-ასაკი
-21 წელი
-თქვენი მეგობრის სახელი და გავრი
-ლუკა ბარბაქაძე
-ბოლოს როდის ესაუბრეთ?
-ალბათ ნახევარი საათის წინ . ის შველას მთხოვდა . დამირეკა. შემდეგ მე და ლაშა მოვედით და.... და ის აქ აღარ დაგვხვდა. სარკე დაიმთვრა. ოთახის კარი თავისით დაიხურა .
-რა? ცოტა დამშვიდდი და ყველაფერი დალაგებულად მომიყევი.
ოფიცერს ყველაფერი ვუამბე. მან რა თქმა უნდა არ დაიჯერა. მე და ლაშა განყოფილებაში წაგვიყვანეს , თუმცა მალევე გამოგვიშვეს, რადგან ბრალი ვერაფერში დაგვდეს.
მე და ლაშა სამზარეულოში ვიჯექით, როცა კარზე დააკაკუნეს. კარი გავაღე. გიო იყო.
-ლაშამ რაც მომწერა მართალია? რა დაემართა ლუკას?
-ჰო გიო მართალია. არ ვიცით რა მოხდა. გაუჩინარდა.
-როგორ თუ გაუჩინარდა. რა უაზრობაა.
-ცუდ დღეში ვართ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება.
-რას ფიქრობ? რა უნდა გავაკეთოთ? მკითხა ლაშამ.
-დღეს თათიას რომ შევხვდით მან მითხრა რომ ამ სახლის პირველი მეპატრონის კოორდინატებს მომაწვდიდა იმეილით. იმ ქალს უნდა დაველაპარაკო. შეიძლება რამე იცოდეს.
კომპიუტერი ჩავრთე და იმ ქლის მისამართი ფურცელზე ამოვწერე. გადავწყვითეთ რომ ხვალ გვენახა. ცოტა ხანი მისაღებ ოთახში გავედით და ვსაუბრობდით. ამ დროს კარის ჭრიალის და დახურვის ხმა გაისმა. ხმა ჩემი საძინებელი ოთახიდან მოდიოდა. იქითკენ გავიქეცით კარი ნელ-ნელა თავისით გაიღო და სამივემ დავინახეთ რომ ჩემს ოთახში ქალი იდგა. ის ჩვენსკენ მოდიოდა . სამივემ უკან დავიხიეთ ქალი სწრაფი ნაბიჯებით გამოიქცა, გიოს ტანში გაიარა და გაქრა. გიო მუხლებზე დაეცა. მე და ლაშამ წამოვაყენეთ.
-როგორ ხარ? ვკითხე მე.
-არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყინულიანი წყალი გადამასხეს.
-უნდა წავიდეთ აქესან
-ლაშა მართალია. ვთქვი მე და მანქანის გასაღები ავიღე.
სამივე გარეთ გავედით, მანქანაში ჩავჯექით და გიოს სახლში წავედით . დავწექი, მაგრამ ძილი არ მომეკარა. ლაშას და გიოს მალე დაეძინათ. აივანზე გავედი მოსაწევად და ქვემოთ ლუკა დავინახე. ის გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა. სასწრაფოდ ქვემოთ ჩავედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. ლუკას ვეძახდი, მაგრამ არავინ გამაგონა. ჩემს უკან ვიღაცამ გაიარა. მოვიხედე მაგრამ არავინ იყო, მეორე მხაესაც გავიხედე და დავინახე ვირაც იდგა.
-ლუკა... ლუკა... შენ ხარ?
ის პასუხს არ მცემდა. მივედი, მხარზე ხელი დავადე და ის შემობრუნდა. თუმცა ლუკას ნაცვლად ისევ ის ქალი იყო , მან კისერზე ფრჩხილი ჩამომისვა და ამ დროს გამეღვიძა. ჯანდაბა . კიდევ კარგი სიზმარი იყო. ავდექი, სინათლე ავანთე, სარკესთან მივედი და შევამჩნიე რომ კისერზე ნაკაწრი მქონდა. სარკეში ჩემს უკან ისევ ის ქალი დავინახე. უკან მოვიხედე თუმცა არავინ იყო. სასწრაფოდ საწოლში დავბრუნდი და დილამდე ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენდი. რა თქმა უნდა არ მიძინია.



№1 სტუმარი teoo

Dzaan magaria cota shemeshinda

 


№2  offline წევრი fireending

teoo
Dzaan magaria cota shemeshinda

მადლობთ ასეთი დადებითი შეფასებისათვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent