შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება(ნაწილი4,5)


3-02-2016, 15:50
ავტორი nutsa214
ნანახია 1 592

კიბეები სწრაფად აირბინა ერთი მომენტი ლამის ფეხში ჩავავლე ხელი მაგრამ გამისხლტა.
როგორც იქნა ღრმა სუნთქვით შევედი ოთახში. ირაკლი უკვე საწოლთან იდგა ჩემი მობილურით ხელში.
-მოოჰ..მომეცი-ძლივს მოვითქვი სული.
-პინ კოდი მითხარი მერე თხუთმეტი წუთით მათხოვე და მოგცემ.
-პფუ...-ჩავიცინე მე-ვერეღირსები.-სახე დავისერიოზულე და ცალი წარბი ავწიე.
-ჰოდა ვერც შენ ეღირსები ტელეფონს-თავი ოდნავ ზემოთ ასწია ისედაც გამოკვეთილი ყბები და ნიკაპი უბტო გამოეკვეთა და ცბიერად დამიწყო ზემოდან მზერა.
-აუუუუ.... კაი მომეციიი.....-წუწუნით მივუახლოვდი. მან ხელი ზემოთ ასწია მის აწვდილ ხელს კიდევ ასი წელი ვერ მივწვდებოდი. თითის წვერებზე ავიწიე და ვწადე მივმწვდარიყავი როცა ირაკლიმ ხელი უკან გადასწია და მეც მას უფრო მივუახლოვდი. გავბრაზდი. თვალები მოვჭუტე და ბოროტი მზერა მივაპყარი.
-მომეცი- უკანასკნელად გავაფრთხილე.
-არა-თვალებში ჩამაშტერდა ირაკლი.
-კაი მომეცი-ხელი ვკარი თან მეორეწ ხელი ტელეპონისკენ წავიღე . გააზრება ძლივს მოვასწარი რომ ირაკი საწოლზე დაეხეთქა და მე ზემოდან მოვექეცი. ხელით მობილური საწოლის გვერძე მდგარ მაგიდაზე გადადო. მე კვლავ მისკენ მივიწევდი მაგრამ ირაკლიმ ხელები წელზე მჭიდროდ მომკიდა და თითქმის მიღწეულ მიზანს დამაშორა. ისევ ვერ მოვასწარი გააზრება ისე ამომაბრუნა ირაკლიმ და ახლა მე ვიყავი მოქცეული მისსა და მას შორის. ისე ახლოს იყო ჩემთან სუნთქვა და პულსი ერთად ამიჩქარდა სახეზე ჩამაშტერდა მე თვალებში არ შემიხედავს თავი გვერძე გადმოვაბრუნე.
-კაი გამატარე.-რომ მივხვდი უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი ადგომა ვცადე.
-პინ კოდი.-არ გამიშვა ირაკლიმ.
-რა პინ კოდი! არა!-წარბები შევკარი მე უკვე თვალებში ვუყურებდი მოურიდებლად. ისიც ისე იყო ჩაშტერებული თვალის არიდება ისევ მე მომიხდა.
-გამატარე...-თავი ისევ გვერძე გადავაბრუნე.
-შენი ქმარი ვარ და პინ კოდი უნდა ვიცოდე-გაეღიმა ირაკლიმ.
-ჰოო სულ დამავიწყდა რომ ახალდაქორწინებული წყვილი ვართ და თაფლობის თვე გვაქვს-ცინიკურად გავიღიმე მე.
-რაიყო?-თავი ოდნავ გვერძე გადახარა ირაკლიმ. მე უკვე სუნთქვა მეკვროდა ის კი მაინც არ მშორდებოდა.
-რა რაიყო?
-არ მითხრა რო ჩემი ცოლობა არ მოგწონს.- და აი ისევ გაიღვიძა თავმომწონე იდიოტმა.
-ჰაჰ-ისეც ცინიკურად ჩავიცინე მე-კაი გეყოფა -მკერდზე ხელები მივაჭირე მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. უნდა ვაღიარო რომ მის გვერდით თავი ერთდროულად დაცულად და დაუცველათ ვიგრძენი. ისეთი ძილიერია... ქვეცნობიერში შიშის გრძნობა დამეუფლა, მე მის გვერძე უნდა ვწოლილიყავი კიდევ სამი ღამე და წარმოდგენა არ მქონდა თავში რა იდეა მოუვიდოდა. ქვეცნობიერის მეორე ნაწილი კი მას სრულიად ენდობოდა და მისი იმედი ჰქონდა.
-ადექი-გავუმეორე. ისიც მომშორდა გვერძე დაწვა და თავქვეშ ხელები ამოიდო.
-აუ რაღაც მეძინება-ჩაიბუტბუტა მან. იმ დროს მეც ზუსტად ეგ ვიგრძენი რაც მან თქვა.
-მეც-ზურგი ვაქციე და ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა.

-ანკა-ძილბურანში ჩამესმა ირაკლის ხმა. -ანკა!
-ჰმმმ-გამოვფხიზლდი.
-ადექი უკვე რვასაათია.
-რა რვა?
-საღამოს რვა.
-აუ მეძინება შემეშვი.-თვალები არც გამიხელია ისე შევძვერი საწოლში და შარვალი გავიხადე.
-არ გშია მაინც?-მხარზე თბილი ხელი ვიგრძენი
-აუ არა ძაან მეძინება-ჩავიბუტბუტე და ისე მეძინებოდა ეგრევე ჩამეძინა.

-ანკა!-ჩამესმა ყურთან ირაკლის სუნთქვა
-რაგინდა მერამდენედ მაღვიძებ.
-მერამდენედ დილაა უკვე.
-რა?-თავი წამოვყავი ფანჯარაში გავიხედე და ისევ სიბნელე რომ დავინახე უკმაყოფილოდ დავახეთქე თავი ბალიშზე.
-ადექი
-რაა?-ისევ ამოვიბუტბუტე
-ადექი-გამიმეორე მან.
-რატო?
-ადექი მზის ამოსვლას ვუყუროთ.-საწოლიდან წამოდგა ირაკლი.
-რაა?-სიცილი ამიტყდა მე.
-რა და მზის ამოსვლას ვუყუროთ, მიდი ადექი არ ინანებ ძაან მაგარია.
-მეზარება-თავი ისევ ბალიშში ჩავრგე.
-მიდი ადექი-შემანჯღრია ირაკლიმ.
-გაგიჟდი რადროს მზის ამოსვლაა ჯერ ღამეა ვერ ხედავ.
-იქ რო ავალთ მაშინ დაიწყება ზუსტად
-იიქ? სად იქ? აუ შემეშვი რა ირაკლი.
-ადექი!-საწოლს შემოუარა და საბანი მოურიდებლად გადამხადა. ეგრევე თვალები გავაფართოვე და საბანი უკან გადავიფარე. ირაკლიმ შუქი აანთო
-აუუუ ესს ვინ არიიის! თუ დაიჩემააა რას გადაათქმევინებ!-წუწუნით წამოვჯექი ლოგინზე.-გადი ჩავიცმევ.
ირაკლიმ თვალები გადაატრიალა და გარეთ გავიდა.
-მალე! ვერ მოვასწრებთ!-მომაძახა იქიდან.
შარვალი ამოვიცვი და ირაკლის გავხედე.
-აუ შუა ღამეა რააა გარეთ რო გავიდე გავიყინები!
-თბილად ჩაიცვი-გარდერობს მივარდა და რაღაც თბილი ნაქსოვი მომაჩეჩა ხელში. ნაქსოვი გავშალე და მივხვდი რომ მისი იყო. ნაქსოვზე ქურთუკი შემოვიცვი ფეხზე ჩექმა ამოვიცვი და უკვე გამზადებულ ირაკლის ხელმკლავი გამოვდე. ისეთი სერიოზული იყო გამიკვირდა .თვალები მეხუჭებოდა და მთვრალი კაცივით აქეთ იქით ვყირაობდი. ირაკლიმ ელვისსისწრაფით ჩამაქროლა კიბეებზე. სარდაფიდან სკუტერი გამოიყვანა.
თავით მანიშნა დაჯექიო. მეც ქურთუკში ჩაჭედილი ძლივს შემოვუჯექი უკან და ძლივს მოვხვიე ხელები. გზას ისევ ორი წუთი მოვანდომეთ. ამ დროის მანძილზე ირაკლის ზურგზე თავი მივადე და ლამის ჩამეძინა.
ისევ იმ ადგილზე მივედით საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა . სკუტერი ისე დააყენა რომ თან მზის ამოსვლისთვის გვეყურებინა თან მასზე დავმჯდარიყავით.
ირაკლის გვერძე მივუჯექი და ჩემი გაყინული ხელები ფეხებს შორის მოვიქციე.
-ხელთათმანები დაგრჩა? -შემომხედა და თავისების მოძრობა დაიწყო.
-ჰოო.. -ჩავილაპარაკე და მან თავისი ხელთათმანები გამომიწოდა. ხელთათმანები ჩავიცვინ და გავისუსე.
-აუუ მეძინება როდის ამოვა
-ჩუ-გამაჩერა ირაკლიმ თითქოს რაღაცას უსმენდა
-რა ჩუ?-გამიკვირდა მე.
-იწყება.
-მერეე რა ისე მაჩუმებ თითქოს....
-ჩუუ-ტუჩებზე თითი აიფარა და გაჩუმება მანიშნა.
-ნტ..-სხვაგზა რომ აღარ დამიტოვა გავჩუმდი. მზემ ამოსვლა დაიწყო თითქოს მის ამოსვლასთან ერთად ფილტვები უფრო და უფრო მევსებოდა სუფთა ჰაერით, ძილი სულ გადამავიწყდა . ნელ-ნელა ნათდებოდა ცა და ნელ-ნელა მიმაღლდებოდა განწყობა როცა გვერდიდან ირაკლის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გავხედე და მისი თბილი და სანახაობით კმაყოფილი მზერა დავინახე.
-აბა?-მკითხა.
მე თვალები გადავატრიალე ამ კითხვით გაბეზრებულმა.
-მაგარია...-მხრები ავიჩეჩე
ირაკლი რაღაცნაირად მიყურებდა და გაღიმებულმა თავი გააქნია.
-კაი წავედით-წამოდგა
სახლში შესვლამდე ისევ ძილი მომერია. ირაკლიმ გასაღები ამოიღო და კარების გაღება დაიწყო.
-აუუ მალეე- თავი ვეღარ შევიკავე და ირაკლის მხარზე თავი ჩამოვადე...
დაწოლილს მალე ჩამეძინა. დაწოლამდე ვიგრძენი რომ ირაკლი საერთოდ აღარ მაღიზიანებდა, პირიქით შევეჩვიე და მივხვდი რომ თბილისში ჩასვლის შემდეგაც მომენატრებოდა.
რომ გავიღვიძე ირაკლი გვერძე აღარ მეწვა.
-სასიხარულო ამბავი მაქვს-დაბლა ჩასვლისთანავე მითხრა ტელევიზორის წინ მოკალათებულმა ირაკლიმ. მისი ტონი ცოტა არ იყოს ცივი მომეჩვენა.
-რა ამბავი?
-ხვალ საღამოს გზები უკვე გაწმენდილი იქნება-ისევ იგივე ტონით თქვა.
-ჰოო კაია...-წესით უნდა გამხარებოდა და სიხარულისგან ფრენა დამეწყო მაგრამ მისმა ასეთმა ტონმა დამაფიქრა. თან თბილისში ჩასულს განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერა მომიწევდა და მშობლებისთვის ყველაფრის მოყოლა, ეს კი დიდად არ მახარებდა. მართალია მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ მაგრამ მათ იმდენ პატივს ვცემ რომ ამ ამბავს ნამდვილათ არ დავუმალავ მითუმეტეს რომ ამის გაკეთება ძნელია. ჩაფიქრებული ირაკლის გვერძე ჩამოვუჯექი.
-ისე ზამთრის არდადეგები კი გამოგვივიდა...-ჩაილაპარაკა ირაკლიმ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.-....უიღბლო არდადეგები-დაამატა უფრო ხმადაბლა, ადგა შარვლის ჯიბეებში ხელებჩაყოფილი ფანჯრისწინ დადგა. არ ვიცი რა ტომ მაგრამ საშინელი მოწყენილობა ვიგრძენი. ირაკლი ისეთი სერიოზული იყო. აღარ ჩანდა ისეთი მომღიმარი და ირონიით აღსავსე როგორც ადრე. თუმცა რა გასაკვირია? ის ხომ შემთხვევით იმ ადამიანზე დაქორწინდა რომელიც გულზე არ ეხატებოდა.! ალბათ მისთვისაც როგორც ჩემთვის ეს უიღბლო არდადეგები იყო.
-გინდა ვიგუნდაოთ?-ვკითხე. მინდოდა რამით გავრთობილიყავით არ მომწონდა ასეთ სერიოზულს რომ ვხედავდი. მერჩივნა ისევ ირონიული ყოფილიყო და ჩემი დაცინვა განეგრძო, მეჩივნა ყოფილიყო ისევ ის თავდაჯერებული იდიოტი.
-რავი არა.
-რა გჭირს?-გვერძე ამოვუდექი და ფანჯარაში ასახულ სითეთრეს გავხედე.
-ჯობია ფილმს ვუყუროთ.-კითხვაზე არ მიპასუხა ირაკლიმ და თვალებშ შემომხედა.
-კაი-თვალებ გაფართოებულმა ვუთხარი მე. ძლივსშესამჩნევი ღიმილი მოერია.
-დაგინახე-წარბი ავწიე მე
-რა?-ვითომც აქ არაფერიო ისე მკითხა ირაკლიმ
-შენ გაიღიმე-თითის აწევით ვუთხარი ირაკლის. მის სახეზე ასახული ძლივსშესამჩნევი ღიმილი კი ნამდვილ ღიმილში გადაიზარდა.
-კაი ეხლა ფილმს ვუყუროთ-გვერდი ამიარა ირაკლიმ და სავარძელში ჩაეშვა.
-არჩევანი შენზეა.-ვუთხარი მე
-იყოს შენ აირჩიე.
კინოკოლექცია ახლიდან გადავათვალიერე.
-ვაიმე ჩეემი საყვარელი ფილმი- წამოვიძახე როცა ფილმი „ძნელად აღსაზრდელები“ დავინახე.
-რა ფილმია?
-ძნელად აღსაზრდელები გაქვს ნანახი?
-არა
-ვა როგორ მოხვდა-გავიკვირვე მე.
ფილმი ჩავრთე, პლედს ხელი დავავლე ირაკლის ახლოს დავჯექი და ნახევარი მას გადავაფარე.
-გინდა დავლიოთ?
-არა-კატეგორიული უარი განვაცხადე.
-რატო?
-იმის შემდეგ რაც მთვრალმა გავაკეთე არ დავლევ-შევხედე ირაკლის რომელიც ჩემს ნათქვამზე იღიმოდა.
-მაშინ გალეშილი მთვრალი იყავი...-ჩემი პასუხის მოლოდინში წარბები ზემოთ აწია.
არვიცი რა დამემართა ანრას მივარტყი თავი მაგრამ ჩემი თვი მეთვითონვე გავაკვირვე როცა დავთანხმდი. არმჯერა ირაკლის რომელთან ერთადაც მარტო ვიყავი ამ სახლში იმის წყალობით რომ სიმთვრალეში დავქორწინდით დავთანხმდი რომ დაგველია. ოღონდ ჩემს თავს პირობა მივეცი რომ ბევრს არ დავლევდი. ასეც იყო ბევრი არ დამილევია უბრალოდ სკოჩმა სწრაფად იმოქმედა ჩემზე და ფილმის ბოლოსთვის უკვე თითქმის მთვრალი ვიყავი. ირაკლიმაც ზუსტად იმდენი დალია რამდენიც მე მაგრამ არ მგონია ისიც ჩემსავით დამთვრალიყო.ნახევარი ფილმისთვის თითქმის არ გვიყურებია. ლაპარაკით და სიცილით გავსკდი. ბოლოს როგორც იქნა მოვკეტე და სახლში უკუნითი სიჩუმე ჩამოწვა.
-მოდი ვჭამოთ და გავიდეთ საგუნდაოდ თუ გინდა-მითხრა ირაკლიმ. ჩვენც ვჭამეთ და თბილ ტანსაცმელებში გატენილი გამოვედი გარეთ. ირაკლი ყველა გუნდას მიზანში არტყავდა-პირდაპირ ჩემს თავში. მე კიდევ ყველა გუნდა ავაცილე რადგან წამითაც არ შემიწყვეტავს სიცილი და აქეთ იქით ბარბაცი. ბოლოს კი როდესაც სირბილით დავიღალე და აღარაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე გარდა სურვილი იმისა რომ ირაკლი თოვლშ დამემარხა ეზოს წინ სკამზე ჩამოვჯექი.
-დაიღალე?-გამომწვევათ მკითხა ირაკლიმ.
-უჰ კი-ღრმად ამოვისუნთქე მე. ირაკლი ნელ ნელა მომიახლოვდა და ჩემს გვერძე ცამოჯდა-გინდა სახლში?-თავი ჩემსკენ შემოატრიალა.
-არაჯერ ცოტა გავიაროთ და მერე მოვიდეთ
გზაშიირაკლის ჯიბეში მობილური ამღერდა ეს ჩემი მობილურის ზარი იყო. ხელი გავუწოდე მანაც ჩემი მობულური ჯიბიდან ამოიღო და მომცა.
-ალო-ვუპასუხე ნინიკოს ზარს.
-ვაა იპოვე ტელე?-გახარებულმა წამოიძახა
-კიი.
-ჰო ირაკლისთან ვაპირებდი გადმორეკვას და ჯერ შენთან გადმოვრეკე იქნებ სადმე იპოვათქო.
-ირაკლიმ იპოვა..
-ახალი ამბავი გითხრაა?
-ვიცი გზა ხვალ გაიწმინდება.-სიცილით ვუთხარი და რამოდენიმე წამს გაცერდა ნინიკო ალბათ დაფიქრდა სასაცილო რა ვთქვიოო.
-მოიცა...-დაიწყო ეჭვნარევი ტონით-ნასვამი ხაარ?- აი მაინც ვერ გავიგე როგორ მიხვდა რომ ნასვამი ვიყავი სულ რაღაც ერთი წინადადებით.
-ააა... ააამ არა რავი ცოთატი.
-გიჟ ხარ? ყველაფრის მერე ისევ სვავ ირაკლისთან ერთად?
-რავი კარგად ვარ შენ?-ვაგრძნობინე რომ არმინდოდა ირაკლისთან ერთად მისთვის მასზე ლაპარაკი დამეწყო
-ნტ..ოოხ..-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა-მეც კარგად ვარ სად ხართ?
-რავიგარეთ ვსეირნობთ.
-გუშინ სიცხე ქონდა და დღეს ისევ თოვლში სეირნობთ?
-ოო ჰოოო.
-ეე არ იცი...ონიანმა სიყვარული ამიხსნა??
-რაა როდის?
-წეღან.
-მოიცა ნიკუშა?
-რა ნიკუშა? რაღადროს ნიკუშაა.
-აუუ მოგწონს მერე.?
-კიი ძაან საყვარელიააა
-ვა კაია.-ვთქვი და შევამჩნიე რომ ირაკლის გაეღიმა. ყურადღება მთლიანად მასზე გადავიტანე და ვერც გავიგე ნინიკოს ნათქვამი წინადადება. მას სპეციალურად არ შემოუხედავს იდგა და იღიმოდა.
-ანაკა!-მომესმა ტელეფონში ნინიკოს ხმა.
-ააა ჰოოო ნინიკო რას მეუბნებოდი?
-რას და ხვალ რო ჩამოხვალ ყველაფერს დეტალურად მოგიყვები.
-ჰო მეც.
-და შენ რა გაქვს მოსაყოლი?
-აა რავი რაც არი რა-ცოტა არ იყოს დავიბენი მის კითხვაზე.
-რა გაცინებდა?-ვკითხე ირაკლის მობილურის გათიშვის შემდეგ.
-არაფერი-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. სახეზე და ცბიერ გამოხედვაში შევატყვე რომ რაღაცას არ მეუბნებოდა და უდიდესი სურვილი გამიჩნდა მის თავში ჩამეხედა და გამეგო ყველაფერიიი რაც მაინტერესებდა.
სახლში რომ შევედით თავბრუსხვევა ვიგრძენი, სასმელი ისევ მოქმედებდა ჩემზე და თავის შეკავების მიზნით ირაკლის მკლავს ცამოვეყრდნე მეორე ხელი კი საფეთქლებზე მივიჭირე.
-ცუდადა ხარ?-წელზე ხელი მომხვია ირაკლიმ.
-ჰოო თავბრუ მეხვევა.-ჩემი ხელი მისი მკლავიდა ნ მხარზე გადავიტანე. თვალებ დახუჭულმა ვერც მივხვდი როგორ შემომხვია ერთი ხელი ზურგხე მეორე მუხლებთან და ხელში ამიყვანა. გული გადამიქანდა.
-მოიცა რას აკეთებ?-გაკვირვებულმა თვალები დავაჭყიტე.
-ოთახში ამყავხარ.-სრულიად ბუნებრივად განაცხადა მან.
ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. თვალები გავახილე და მისი უძირო ჭაობისფერი თვალების სიახლოვემ შემაკრთო. თავი გვერძე გადავაბრუნე.
-სულ ასე რატომ აკეთებ?-ღიმილმოგვრილმა მკითხა. გამახსენდა რომ ორივენი ნასვამები ვიყავით.
-როგორ?
-ყოველთვის როცა შენთან ოდნავ მაინც ახლოს ვარ თავს აბრუნებ.
-არა მეე არაასდროს... უბრალოდ..-მისმა სიახლოვემ დამაბნია და სუნთვა გამიხშირდა.
-გეშინია რომ არ გაკოცო-უფრო მომიახლოვდა.
-არა მე..-რაღაცის თქმას ვაპირებდი მას ავხედე და პირდაპირ ჩემი ტუჩებისკენ წამოვიდა. მე გავქვავდი მან კი მაკოცა. მთელ ტანში სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გავთბი, ხელები წელზე შემომხვია, მე კი სიამაყემ შემახსენა თავი და მალევე მოვიშორე.სუნთქვა უფრო გახშირებული მქონდა და გულისცემა აჩქარებული.
-არ მითხრა რომ არ მოგეწონა- თავის ადგილას გადაწვა და გამომწვევად მკითხა. რატომღაც არ გავბრაზებულვარ. იმ მომენტში ისე ვიყავი რომ არაფერი არ მადარდებდა.
-და მაინც როგორი წარმოდგენები გაქვს შენს თავზე.-მისკენ ღიმილით გადავბრუნდი და ვგრძნობდი რომ ჩაძინებამდე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.



№1  offline მოდერი tsn

საყვარლებიი ))))

 


აი ძალიან მომწონს ეს ისტორია ძაან კაია ყოჩაღ
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი natia-natia

აუუ ეხაწავიკითხე და მაგარია მალე დადე რა

 


№4 სტუმარი anita

au ra sayvarlebi arian oriveni vgijdebi ♥♥

 


№5 სტუმარი anita

agar agedzeleeb??

 


№6 სტუმარი anita

gaagrdzele raaa

gaagrdzele raaa gtxov)))

 


№7 სტუმარი anita

amas dasasruli ara aqvs? tu aqvs daamtavre raaa :D

 


№8 სტუმარი anita

avtoro gaagrdzele raa dzaan kaia da ar girs shewyveta amisi. dade dasasruli ra iqneba gtxooov <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent