შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი 12


3-02-2016, 19:00
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 730

ეს ვთქვი თუ არა კარები გიჟივით გავაღე და გარეთ გავვარდი, მანქანაში ჩავჯექი და ადგილს მოვწყდი. გავრბოდი, ლუკისგან გავრბოდი. რა ვუთხრა? ამის შემდეგ შეძლებს რომ მენდოს? - ჯანდაბა მაგდა! ეს ხომ შენი საიდუმლო იყო? ახლა კი შენ ეს ხმამაღლა აღიარე და მათ საფრთხე შეუქმენი. იდიოტი ხარ - თავს ვკიცხავდი, ვლანძღავდი, გზას კი საერთოდ არ ვუყურებდი. მივქროდი 100.... 110..... 120.... 140....150....160.... ნელ- ნელა სიჩქარეს ვუმატებდი და შედეგზე არ ვფიქრობდი. ამ მომენტში უკვე აღარ შემეძლო რაიმეს გააზრება, ნერვებმა მიმტყუნეს..... მთელი ძალით ვიღრიალე მანქანაში. -მან იცის, ახლა ჩემზე იცის.... არადა ასე არ მინდოდა, ჯანდაბა არ მინდოდა ასე და ამგვარად მეთქვა ეს.... ახლა რას იფიქრებს ჩემზე? - ვღრიალებდი და ელვისსისწრაფით მივდიოდი " მაგდა იფიქრე, მას უნდა დაელაპარაკო " - რა ვუთხრა? იცი მე შენ გატყუებდი და სულაც არ ვარ ისეთი როგორიც გეგონემეთქი? - ამოვიოხრე "უმჯობესია სიმართლე უთხრა, ის არ არის გულგრილი შენს მიმართ " -ის მე შემიძულებს, გესმის? " სისულელეებს ნუ ამბობ, შენ ჭკვიანი და ძლიერი ხარ, არასდროს არ მოქმედებ იმპულსურად, ახლა რა გჭირს? - ჯანდაბა ლუკი მომწონს, გესმის? ერთადერთი ადამიანია რომელიც მიგებს - საჭეს სიმწრისგან ხელი დავარტყი და დავიზიანეკიდევაც " შენთვითონ თქვი რომ გიგებს, ცადე შენი რა მიდის " ცოტახანს ვფიქრობდი, სიჩქარეს კი არ ვუკლებდი, ფიქრებიდან სიგნალის ხმამ გამომარკვია, სარკეში გავიხედე და დავინახე ლუკის მანქანა რომელიც უკან მომსდევდა გამწარებული და ჩემს გასწრებას ცდილობდა. ახლა მივხვდი რასაც ვაკეთებდი, გავიაზრე რომ საშინლად ჩქარა მივდიოდი, ყველაფრისგან გამოვერკვიე და მკვეთრად დავამუხრუჭე. ლუკმაც იგივე გაიმეორა და მანქანა ჩემს წინ გააჩერა. მაშინვე გარეთ გადმოვედი, პირდაპირ ლუკის წინ გავჩერდი, თვალებში ვერ ვუყურებდი არ შემეძლო. ლუკის სასიამოვნო ხმა გაისმა
-არ შემიძლია - ამოვიჩურჩულე
-გამომყევი - მითხრა და თავისი მანქანისკენ მიბიძგა
-კიმაგრამ ჩემსას რა ვუყო? - წარბები შევჭმუნე
-დაკეტე და მანქანაში ჩაჯექი - დავყევი მის ნებას

ახლა ლუკის მანქანაში ვზივარ არ ვიცი სად მივდივართ, არც ვაპირებ რაიმეს კითხვას რადგან მას ვენდობი. თავი საქარე მინას მივადე, ვცდილობდი პულსის დარეგულირებას, მაგრამ ეს ისეთი ძნელი იყო ჩემთვის, ახლაც კი ყურებში მესმის გულის ცემა. ლუკს თვალებში ვერ ვყურებდი თითქოს მეშინოდა მისი ცივი თვალების დანახვა. ხო ჩვენ ხშირად ვუწევდით ხმას, ვკამათობდით მაგრამ მისი თვალები არასდროს ყოფილა ცივი და არაფრისმთქმელი, ახლა კი მეშინია მას რომ შვხედო და სიცივის მეტი ვერაფერი დავინახო.

ნახევარ საათში დანიშნულების ადგილა მივედით.

ლუკმა ბუხარში ცეცხლი დაანთო, რადგან სახლში საგრძნობლად ციოდა. ვოცნებობდი რომ დრო გაჩერებულიყო, არ მნდოდა საუბრის დაწყება, ჩემი ტკვილი უნდა გამეხსენებინა, მეკი ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი " თავი ხელში აიყვანე, ის დაგეხმარება, გულზე ამხელა ლოდი მოგეხსნება და ბოლოსდაბოლოს დაისვენებ, შვებას იგრძნობ, თუ გაანდობ ყველაფერს იმ ადამიანს რომელსაც ენდობი " - მან ზურგი რომ მაქციოს - "გეშინია, შენ პირველად გეშინია მაგდა, მაგრამ ამის საბაბი არ გაქვს, ის გაგიგებს აი ნახავ " მამხნევებდა ქვეცნობიერი. ამოვიოხრე და ლუკს გავხედე რომელიც დაჟინებით მიყურებდა და ელოდა ხმას როდის ამოვიღებდი. ჩემს წინ სავარძელში მოთავსებულიყო, ხელით კი კიდეს ძლიერ ჩასჭიდებოდა.
-ჯობს ყველაფერი გითხრა მაგრამ გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ, ყველაფერს გეტყვი მაგრამ ცრემლი თუ წამომივა, ( რაც გამორიცხულია ) არ შეიმჩნევ, შეიძლება სიმწრისგან ვიკივლო მაგრამ ამასაც ნუ მიაქცევ ყრადღებას, ეს ჩემთვის ძნელია მაგრამ მე შენ გენდობი - ცოტახანს შევჩერდი ამვისუნთქე და გავაგრძელე - აქამდეც უნდა მეთქვა მაგრამ ეს მტკენს ლუკ, ძალიან მტკენს, გულში დანა მაქვს ჩარჭმული და იქიდან ვერ ვიღებ, მეშინია სისხლად არ დავიცალო. შენ არ იცი როგორ ვწყევლი ჩემს აფსურდულ ცხოვრებას. ჯობს დავიწყო ჩემი ისტორიის მოყოლა და ერთხელდასამუდამოდ ან ამოვისუნთქო ან გულში დანა ორმაგად ღრმად ჩამესოს. - მის თვალებს შიშით შევხედე მაგრამ მხოლოდ მწუხარება ამვიკითხე და არა სიცივე როგორც ველოდი - ჩვეულებრივი თინეიჯერი ვიყავი, ჩვეულებრივი ცხოვრებით, მყავდა ოჯახი. არაფერზე ვღელავდი, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი არ ვიშურებდი ძალღონეს რომ ცხოვრებაში წარმატებსთვის მიმეღწია, ერთადერთი რაშიც ზარმაცი ვიყავი სახლის დალაგების პროცესი იყო, ყოველთვის ვცდილობდი ამ საქმესთვის თავი ამერიდებინა. ერთ დღეს მაშინ 16 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ქალაქგარეთ წავიდნენ საქმეზე, მეკი მარტო დავრჩი სახლში დალაგებაც მე დამევალა, უსაქმოდ ჯდომა როცა მომწყინდა რატომღაც მშობლების ოთახში შევედი, გადავწყიტე მათი ოთახით დამეწყო, სხვადასხვა ნივთში ვიქექებოდი და ვათვალიერებდი, დამაინტერესა რადგან იქ ძალიან იშიათად შემვდიოდი ამიტომ სურვილმა მძლია ყველაერი მენახა და დალაგებას დავაბრალე. მამას სეიფი ვიპოვე საწოლის ქვეშ, იქ დაემალა, დამაინტერესა შიგნით რას ინახავდა, ბევრი ვიფიქრე და სულ ორი ვარიანტ მქონდა, საბედნეროდ გამიმართლა და სეიფი გავაღე - ამოვისუნთქე სიმწრით - იქ მხოლოდ დოკუმენტები და სურათები დამხვდა, ამ დროს ტელეფონზე მამამ დამირეკა და მითხრა რომ სახლში დაახლოვებით ნახევარ საათში იქნებოდნენ და სურდა რომ ვახშამი დამეხვედრებნა - გამეცინა, ძალიან მწარედ გამეცინა - დრო აღარ მქონდა ამიტომ ყველაფერ დავასკანერე და ჩემს კომპიუტერში შევინახე. ძალიან აღარ გავაგრძელებ და ვეცდები რომ მოკლედ გითხრა, იმ საღამოსვე ვნახე საბუთები, რაც დავასკვენი ის არის რომ მთელი ცხოვრება სიცრუეში გავატარე. აღმოვაჩინე რომ დედაჩემმა მანამდე დამტოვა სანამ ჩემი დაბადების დრო მოვიდოდა, 7 თვის ორსული იყო როცა მისი მოკვლა სცადეს, საავადმოფოში მიყვანისას მისი გადარჩენის შანსი აღარ იყო, მე კი ექიმებმა ძვლივს გადამარჩინეს, დედას კი 3 ტყვია ქონდა მოხვედრილი, ლუკ სამი ტყვია - ბოლოს ვეღარ გავუძელი და ვიღრიელე სიმწისგან, თავი ვეღარ შევიკავე და ამდენი ხნის შემდეგ ამოვუშვი გულიდან ყველაფერი - აღმოჩნდა რომ ნახევარძმა მყავდა, რომელიც 6 წლის იყო როცა მოკლეს. დედაც და ძმაც 1 თებერვალს ღამის 23:45 წუთზე მომიკლეს ლუკ - ისევ ვიღრიალე ბოლო სიტყვები - ყველაფრის დეტალურად გაგების სურვილმა მომიცვა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემით მემოქმედა, კომპიუტერული პროგრამები შევისწავლე და ჰაკერი გავხდი. ცოტახნისწინი პაპაც მომიკლეს რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც კარგად მექცეოდა. ეჭვი მაქვს რომ მან რაგაც ისეთი იცოდა რაც არ უნდა სცოდნოდა. - ღრმად ამოვისუნთქე შემდეგ ისევ გავაგრძელე - ბოლო დღეს სანამ აქ წამოვიდოდი მამას ვეჩხუბე რადგან ვეღარ მოვითმინე და სიმართლე პირში მივახალე, რომ ვიცოდი ის ქალი ვისაც დედად მივიჩნევდი და ყოველთის მამწარებდა არ იყო "დედაჩემი". ისინი ყოველთვის მტკენდნენ, ტირილში გავიზარდე ლუკ, მახსოვს რამეს რომ დავაშავებდი როგორ მცემდა ორი გარეწარი ადამიანი, რომელთაც ერთ დროს მშობლებლებს ვუწოდებდი. მე ტკივილი მსდევს თან, ყველგან და ყოველთვის, ახლაც ასე შორს ვარ მათგან მაგრამ კოშმარები მაინც არ მშორდება, ერთი მიზანი რაც მაქვს ის არის რომ გავარკვიო ვინ წამართვა ნამდვილი ოჯახი, მე აღარავინ დამრჩა, სრულიად მარტო ვარ და დასაკარგიც აღარაფერი მაქვს, არაფერზე დავიხევ უკან, მე ამ სამყაროში სრულიას მარტო ვარ ლუკ.
-გაჩუმდი ეს აღარ თქვა არასდროს, რადგან როგორც არ უნდა გინდოდეს შენი ცხოვრებიდან მე ვერ გამაგდებ - ეს თქვა თუარა ჩემს დაუძლურებულ სხეულს ჩაეუტა.


დაგპირდით დიდ თავს დავდებდი მაგრამ დღეს ვერ შევძელი
იმედია თქვენს აზრს დააფიქსირებთ



№1 სტუმარი Lanuka lanu

Kargi iyo cota rmociuri tavic ki iyo.tumca mainc momewona.gansxvavebulia da kaia.ase gaagrdzele da veli shemdeg tavs.tavs tu gazrdi upro uketesic ikneba.me piradad dzn momwons es istoria da gagrdzeleba mainteresebs.gaagrdzele veli shemdeg tavas :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent