ჩანახატი (26 თავი)
ოცდამეექვსე თავი იმ საღამოს თითქოს ასაკობრივი ზღვარი გაქრა მშობლებსა და შვილებს შორის. როგორც უკვე ავღნიშნე ალა თავიდან თითქოს დაძაბული იყო, გულდაწყვეტილი უმზერდა ეკას და მირიანს, იმ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა სიამოვნება აკლდა ცხოვრებაში. იჯდა და ცდილობდა გაეხსენებინა, ერთხელ მაინც თუ შეუხედავს ჯემალს მისთვის ასეთი ვნებიანი და შეყვარებული თვალებით. ისე არ ჩათვალოთ თითქოს სითბო ასათიანების წყვილს აკლდა, არა. ასე ნამდვილად არ იყო. თუმცა მათ წყვილს, თითქოს საჯარო მოხელის დამღა ედო. ემოციებს ასე ნათლად არ გამოხატავდნენ. თვალი მოავლო გარშემო მყოფებს. თათიას მშობლები გვერდით ესხდნენ. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა ქალს და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი. - ალა, ხომ კარგად ხარ?! - შეშფოთებულმა ჰკითხა მან. - რა თქმა უნდა, უბრალოდ სენტიმენტები მომაწვა... - გაღიმება სცადა მან. - არ მეგონა ასეთი ემოციური თუ იყავი... - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა აღნიშნა ქალმა -სიმართლე გითხრა, ცოტა ცივი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდი... განვლილი წლების გახსენებაზე, ერთხელ კიდევ ეტკინა, გული დასწყდა, თურმე რამხელა სიყვარული დაუკლია შვილებისთვის. - ხომ არ სჯობს ეკას დავეხმაროთ? - ჩუმად გადმოულაპარაკა წინ მჯდომმა ტატოს დედამ. სწრაფად წამოდგნენ და სამზარეულოში გაჰყვნენ. ეკა ხალისიანად, ცქრიალ ცქრიალით მოძრაობდა, ერთდროულად ალბათ ხუთი სახეობის სადილს მაინც ამზადებდა. იქვე ჰქონდა გაშლილი სალათების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებიც. ქალებმაც სწრაფად გადაინაწილეს პოზიციები, აიფარეს წინსაფრები, თან თბილად საუბრობდნენ. - ახალ წელს ყოველთვის ასე მხიარულად ხვდებით? - გაუბედავად ჰკითხა ალამ. - ასე თავისდაუნებურად მოხდა. ჩვენი ბავშვები პატარები იყვნენ, ალბათ იფიქრებთ პარანოია სჭირდაო. არ მიყვარდა ბავშვების სათამაშოდ ქუჩაში გაშვება, ჩვენ კერძო ბინა გვქონდა, საკმაოდ დიდ ეზოში საქანელები და სხვადასხვა სახის სასრიალოები დავამონტაჟეთ. ქუჩა-ქუჩა მათ ხეტიალს, მერჩივნა მეზობლის ბავშვებთან ერთად იქ ეთამაშათ. აშკარად არც ბავშვები აპროტესტებდნენ და არც მათი მშობლები. თითქოს ჩვევაში გადაგვივიდა ყოველდღიური კონტაქტი. ლიკა, თამარი და თეკლე საბავშვო ბაღიდან მეგობრობდნენ, ასევე იყვნენ ოთო და გოგაც, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მისი კლასელი იყო, შედარებით მოგვიანებით დამეგობრდნენ. ფაქტიურად სულ ერთად იყვნენ. ასე რომ მათ მშობლებსაც კარგა ხანია ვიცნობ, ნამდვილად ღირსეული ხალხია და ძალიან მიყვარს ყველა. უნდა ვაღიარო, ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, შედარებით იშვიათად ვხვდებით. თუმცა ახალ წელს ვცდილობ დანაკლისი ავინაზღაურო, ისევ ერთად შევიკრიბოთ. საკუთარი შვილივით მიყვარს ლიკა და ძალიან მტკივნეულია მისი ოჯახით აქ რომ არ არის. - ცრემლები მოაწვა ეკას, მაგრამ თავი შეიკავა - სტუდენტობამ ახალი, არანაკლებ თბილი მეგობრები, ტატო, ფარნა და გიორგი შესძინათ, ეს სამეული უკვე ახალი ისტორიების და თავგადასავლების საწყისად იქცნენ, იცით ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ამ აზრზე ვრჩები, რომ ბავშვი ოჯახის სახეა, ამაში თქვენი შვილების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. უნდა იამაყოთ ასეთი ვაჟებით. თქვენი გამოჩენა კი ორმაგად მიხარია. - ღიმილით გადახედა მომავალ მძახლებს - არ მინდა მოვლენები დავაჩქარო, მაგრამ მე მგონი მათი გრძნობების შესახებ თქვენც იცით. რატომღაც ვფიქრობ, ჩვენ თუ ვიმეგობრებთ, მათთვის ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნება... - გაუმართლა აკას, თქვენ რომ შეხვდით... - ხმა უკანკალებდა ალას - უნდა ვაღიარო მე დედად ვერ ვივარგე, სამწუხაროდ საკუთარი პრობლემების მოგვარებით ვიყავი დაკავებული და შვილები დამავიწყდნენ, ასე გამოვიდა... - შეუძლებელია. ცუდი დედა ასეთ ვაჟს ვერ გაზრდიდა. - იგრძნო, რომ გულით, გულწრფელად ეუბნებოდა ეკა ამ სიტყვებს, და ისევ რომ არ ატირებულიყო, იქვე ლანგარზე დაწყობილ სალათებს დასწვდა და მისაღებში გაიტანა. მოზრდილ მაგიდაზე დააწყო და სამზარეულოში შებრუნებას აპირებდა, რომ შვილის დაძაბულ მზერას წააწყდა: - დე, მოხდა რამე?! - შეშფოთებულმა ჰკითხა იქვე, ბუხართან მჯდომმა ბიჭმა, როცა დაინახა როგორ მოიწმინდა ჯიუტი ცრემლი. - არა, არაფერი... - სწრაფად უპასუხა და გაცლა დააპირა, რომ მყისვე მასთან გაჩნდა, თვალებში უმზერდა, თითქოს იქ სურდა მისი ცრემლების მიზეზის დანახვა. - დე... - მუდარა გაერია ხმაში. - ბედნიერი ხარ, შვილო და ამ ბედნიერებას მოუფრთხილდი... - ლოყაზე ფრთხილად მოეფერა - ეს გოგო არ დაკარგო, გთხოვ... - ოდნავ შესამჩნევად გახედა იაკოსთან მოსაუბრე თეკლეს. - დე... - ბედნიერებისგან ბრწყინავდა აკა და გახარებული იკრავდა გულში დედას. ღამის თერთმეტი საათისთვის საახალწლო სუფრა გაშლილი იყო. რამდენიმე სართულიან, ქართული კერძებით უხვად დახუნძლულ მაგიდასთან თბილად მიიწვიეს სტუმრები მასპინძლებმა. ასათიანებს წინ ნიკა და მისი ოჯახი ესხდნენ. იაკო და გიორგი პირისპირ აღმოჩნდნენ. როგორც წესი ქალთან ქცევის წესები ნამდვილად არ ეშლებოდა გიორგის, ცდილობდა გოგონასთვის ყურადღება არ მოეკლო, დედას და იაკოს ის ემსახურებოდა. ეტიკეტებს კარგად ფლობდა, მაგრამ ერთი რამ ეუცხოვა, ნებისმიერი სახეობის კერძთან მოხერხებულად ხმარობდა დანა-ჩანგალს ქალიშვილი, თან ანცი თვალებით აშკარად მას აკვირდებოდა. უხერხულად შეიშმუშნა, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. რამოდენიმე კერძის ხელით შეჭმა სურდა, მაგრამ როგორც კი იას ირონიულ მზერას წააწყდა, ინსტიქტურად გიორგიმაც დანა-ჩანგალი მოიმარჯვა. - რამდენჯერ უნდა გითხრა იაკო, ხინკალს ხელით უნდა ჭამა, სირცხვილია, კიდევ კარგი დედა არ გხედავს. გაგიჟდებოდა... - ბურტყუნებდა ვასიკო. - ხევსურეთში არ შევჭამ ჩანგლით... - თბილად შესცინა გოგომ ძმას. ხინკლის ჭამას მორჩა თუ არა, ხაჭაპურს დასწვდა, უმადობას ნამდვილად არ უჩიოდა. გიორგიმ მჭადი გადმოიღო ნიგვზიან ბადრიჯანთან ერთად. ქალს გახედა, რომელიც ხაჭაბურს აქუცმაცებდა დანით. ეჭვით გახედა მჭადის ნაჭერს, - ალბათ, ესეც დანა-ჩანგლით იჭმევაო. - იფიქრა და ინსტიქტურად მთელი მონდომებით დაიწყო დაჭრა. - გიორგი, რას აკეთებ?! - დედის გაოგნებული ხმა მოესმა და თავი ასწია. მიხვდა რომ რაღაც არაადეკვატური გააკეთა, თუმცა ვერ მიხვდა რა, გაოცებულმა გახედა დედას. - შენთან ბოდიში, ბატონო გიორგი, მაგრამ მე მჭადი ხელით უნდა მივირთვა... - გონს იაკოს ირონიულმა ხმამ მოიყვანა. გემრიელად ილუკმებოდა ქალი ყველასა და მწადს. თითქოს ეხლაღა გაიაზრა რაოდენ სასაცილო სანახავი იყო, დანით დაჭრილი მჭადი. - შენ რა დამცინიხარ?! - იაკოს ირონიული, კმაყოფილი სახის დანახვაზე მდგომარეობიდან გამოვიდა გიორგი, თითქოს ეხლაღა მიხვდა, მის გასაბრაზებლად რომ იყენებდა ყველა კერძზე დანა-ჩანგალს. - არც კი მიფიქრია... - მშვიდად, მიამიტი თვალების ფახუნით გამოუცხადა მან. - უბრალოდ ასეთი ცუდი ჩვევა მაქვს. ლამაზ თითებს ვუფრთხილდები, რომ არ დამესვაროს... - ღმერთო ჩემო, რა ჩერჩეტი ხარ... - სიცილს ვეღარ იკავებდა დედა. - ამ ერთი ბეწო ბავშვმა გაგაბითურა... - ნუ მეთამაშები, პატარა გოგოვ... სანანებელი არ გაგიხდეს... - აშკარად ემუქრებოდა გიო. - მეე?! - ისევ მიამიტურად აფახუნებდა თვალებს, აშკარად იწვევდა ვაჟს - არ მეგონა ასეთი ბუტია თუ იქნებოდი. - იაკო, საკმარისია..- შეუღრინა დას ნიკამ. - შენს ცანცარა მეგობრებში არ ხარ... ალბათ ძმის საყვედური ეწყინა, გიორგისთვის მზერა არ მოუცილებია, თვალები ცრემლებით აევსო: - მართლა არ მინდოდა შენი წყენინება, ალბათ ზედმეტი მომივიდა... - ამოისლუკუნა და გარეთ გავარდა. ნამდვილად არ ელოდა მის ასეთ რეაქციას გიორგი, გული ეტკინა იაკოს ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე. - სულელია ეს გოგო, დედას გეფიცები, ეხლა რაღა ატირებს?! - გაოცებული ეკითხებოდა ვასიკო ძმას. - რა ვიცი... გავხედავ ერთი.. - გასასვლელად წამოდგა ნიკა, რომ გიორგიმ შეაჩერა. - ძმურად, ნიკუშ, თუ არ გეწყინება, მე გავალ რა... მაინცდამაინც დიდად არ ესიამოვნათ ბიჭებს გიორგის ინიციატივა, თუმცა ხმა არ ამოუღიათ, უსიტყვოდ დაჯდა ნიკა ადგილზე. აივნის მოაჯირს იყო დაყრდნობილი იაკო და ჩუმად ტიროდა. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, თვითონაც ვერ იგებდა რა სჭირდა. კარების ხმა გაიგონა, ფეხის ნაბიჯებისაც, თუმცა უკან არ გაუხედავს, მაინც მიხვდა რომ გიორგი იქნებოდა. ფრთხილი, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვაჟი. თავისდაუნებურად გულისცემა გაუხშირდა, ხელები უცახცახებდა. ახსნას ვერ უძებნიდა საკუთარ საქციელს. - რამე გაწყენინე? - ყრუდ ჰკითხა ვაჟმა. - არა. - მისკენ არც კი მიუხედავს იაკოს, თითქოს ეშინოდა მისი სახის დანახვის, გრძნობდა, რაღაც დღემდე მისთვის უცნობი გრძნობა უჩნდებოდა ასათიანის თვალების დანახვაზე, ასეთი რამ ხომ არასოდეს ეგრძნო, ისეთი ამოუცნობი ლტოლვა გაუჩნდა, რომ საბოლოოდ დაფრთხა... - იაკო... ფრთხილად შეეხე ვაჟი მხარზე, თითქოს თითები დასწვა მისმა სიმხურვალემ. იგრძნო როგორ შეკრთა ქალი. დენდარტყმულივით გახტა გვერდზე. დაფეთებული თვალებით უმზერდა. - ჩემი გეშინია?! - თითქოს ზრდასრული ქალის სხეულიდან დაფეთებული, პატარა გოგონა უმზერდა. ღიმილი ძლივს შეიკავა გიორგიმ. - არა. - ისევ მოკლედ უპასუხა, სახე აუწითლდა და საკუთარი უხერხულობის დასალად სიბნელეს გახედა ქალმა. - ნახე რა ლამაზად თოვს.. თხელი მაისურის ამარა შეგცივდება. - მზრუნველი, თბილი ხმით უთხრა ბიჭმა და სახლიდან გამოტანილი პლედი მიაწოდა. სულ ოდნავ შეეხო თითებით იაკო, როცა გამოართვა, მაგრამ მაინც შეამჩნია, როგორ გააჟრჟოლა ქალს. ისევ ამოუცნობი შიში ჩაუდგა თვალებში. სადღაც გამქრალიყო ის თამამი და გაბედული იაკო, სულ რამდენიმე საათის წინ კმაყოფილი სახით რომ უმზერდა ფქვილით მოსვრილ გიორგის, აღარც ის ირონია შეინიშნებოდა სულ რამდენიმე წუთის წინ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანა ვაჟი. მის რეაქციებს ყურადღებით აკვირდებოდა გიორგი. თითქოს მიუხვდა შიშის მიზეზს, თითქოს მის მოულოდნელ ცრემლებსაც უპოვა ახსნა. დაინახა მზრუნველობა სიბრაზემ როგორ შეცვალა ვაჟის სახეზე. - შეუძლებელია... - უნებურად ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი, თითქოს კეთროვანი ედგა წინ, სწრაფი ნაბიჯით მოშორდა ქალს, მისაღებში შევარდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. - რა გჭირს?... - მისი ხასიათის სწრაფი ცვლა არ გამორჩა მხედველობიდან აკას. - არაფერი, რა უნდა მჭირდეს... - პასუხს თავი აარიდა ბიჭმა. - მე ვიცი, რაც სჭირს.. იაკოს ხიბლს ვერ გაუძლო... - ისე უჩურჩულა თეკლემ ბიჭებს სხვებს რომ არ გაეგოთ და თვალი ჩაუკრა აკას. - კაი, ტო.... მართლა?! - გაოცებულმა გახედა აკამ გიორგის. - სისულელეა, აფორმებს... - უცებ უარყო, წყვილის ეჭვით მომზირალი თვალებით მიხვდა, რომ მაინც ვერ დაარწმუნა მეგობრები. თვალი ისევ აივნისკენ გაექცა. იაკოს ამჯერად ტატო ესაუბრებოდა. გოგონა რაღაცაზე მხიარულად იცინოდა. გულში უსიამოვნოდ გაჰკრა, რატომღაც არ ესიამოვნა მათი ერთად დანახვა. - თუ არ იყოჩაღებ, წაგართმევენ შენს პრინცესას... - მსუბუქად გაჰკრა მხარი თეკლემ - ნახეთ როგორ თოვს!... - ხალისიანად წამოხტა ფეხზე ეკა - ასეთ ამინდში სახლში ჯდომა შეიძლება? გავიდეთ, ვიგუნდაოთ... თითქოს მის სიტყვებს ელოდებოდნენო, სწრაფად წამოხტნენ ფეხზე და მხიარული ყიჟინით გაჰყვნენ გარეთ. ულამაზესი სანახაობა დახვდათ გარეთ. თოვლით გადათეთრებული ყველაფერი. დიდსა და პატარას აღარ არჩევდნენ, პატარა ბავშვებივით გუნდაობდნენ ყველანი. ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯების მოახლოვება იგრძნო გიორგიმ. შეგნებულად არ მიბრუნდა, აცდიდა ახლოს მისულიყო და როგორც კი იფიქრა ქალმა, რომ ამ მანძილიდან მისთვის გუნდის მორტყმას მოახერხებდა, არც კი მიუხედავს ისე ესროლა. შებრუნდა და ღიმილი სახეზე მიეყინა. ვერ მოზომა და იაკოს გუნდა სახეში მოარტყა. - მაპატიე, არ მინდოდა... - სასოწარკვეთილი უმზერდა ცრემლებით სავსე თვალებში. - ნადირი ხარ, სუფთა პირუტყვი!... - პატარა მუშტები გამეტებით დაუშინა მკერდში. - მორჩი ისტერიკას, ძალით არ მინდოდა... - ხელები გაუკავა - მაპატიე, გთხოვ... - ვნებით ეჩურჩულებოდა და გულში ძლიერად იკრავდა ვაჟი მის მკლავებში გასაქცევად აფართხალებულ ქალს. იგრძნო, ნელ-ნელა როგორ შეწყვიტა მოძრაობა, თითქოს დანებდა, მისი აჩქარებული გულისცემაც ესმოდა, გაყინულ ხელებს ძლიერად უჭერდა თითებს და დღემდე მისთვის უჩვეულო შეგრძნებით ივსებოდა. - ჰა, ეხლა... როდემდე აპირებთ ასე დგომას?! - აკას ნასროლმა გუნდამ მოიყვანა აზრზე, - დაგინახავენ და მერე ნახე შენ დაბომბვა... - თვალი ჩაუკრა ბიჭმა, სწორედ ამ დროს თვითონაც იგემა თეკლესგან ნასროლი გუნდა. - ამას უყურე რა!... - სიცილით დაედევნა გოგონას. მიხვდა, რომ მართალი იყო, ბარემც არ ემეტებოდა გასაშვებად იაკო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. - მაპატიე, ძალით არ მინდოდა!... - ისევ ერთხელ ვნება მორეულმა უჩურჩულა ქალს, ხელი გაუშვა და ისიც გაქცეულ აკას და თეკლეს დაედევნა. - ვიცი... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა იაკომ და მეგობრების მიმართულებით წასულ ახმახს კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.