შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 36


3-02-2016, 22:43
ავტორი mako-makako
ნანახია 2 082

მირანდას არც გაუგია მხიარული წყვილის ოთახში შემოსვლა,მხოლოდ მაშინ გამოერკვა როდესაც თეკო გვერდით მიუჯდა.
-რაზე ჩაფიქრდი მირანდა?-შეეკითხა გიორგაძე.
-არა არაფერზე,ისე უბრალოდ.-შეკითხვამ ცოტა არ იყოს დააბნია მჟავია.
-რა იყო მოხდა რამე?-არ ეშვებოდა თეკო.
-არაფერი,უბრალოდ დღეს სამსახურში ვიყავი,ის ბიჭი აუყვანიათ ანას რომ დაესხა თავს და ძალადობა სცადა.-ცოტა პაუზა გააკეთა,უჭირდა ამ ამბავზე საუბარი მჟავიას,რადგან გრძნობდა რომ ეს გვარები რომლებიც გაიგონა აუცილებლად იქნებოდა მისი მშობლების სიკვდილთან დაკავშირებული.
-მირანდა...მირანდა...შენ ნამდვილად არ ხარ კარგად,გვითხარი რა მოხდა და ცოტა გულზე მოგესვება.-საუბარში ეხლა ლექსო ჩაერთო.
-არაფერია,გამივლის.უბრალოდ ეს ბიჭი ირაკლის ძმაკაცი ყოფილა და ეს ყველაფერი შურისძიების მიზნით ჩაუდენია.-როგორც იქნა მთავარი მიზეზი ანაზე თავდასხმისა და ძალადობის უამბო მეგობრებს.
-რააა?-ისე გაუკვირდა თეკოს რომ ლამის მოსასულიერებელი გახდა.ლექსომ მაშინვე იქვე მდგარი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და დაალევინა.
-შენ საიდან გაიგე?-ჰკითხა შამანაურმა.
-ჩემი მეგობარი იძიებს ამ საქმეს და გუსინ ჩემთან იყო მისი აყვანის შესახებ რომ შეატყოინეს,დღეს კი მე წავედი საქმის გასაგებად და ჩვენება წავიკითხე.-მირანდამ უამბო ყველაფერი რაც იცოდა.
-ის არაკაცი საფლავიდანაც არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. მეზიზღება მთელი გულით მძულს.-იმდენად განერვიულდა ამ ამბავის მოსმენისას თეკო რომ ისტერიკა დაემართა და მთელს ხმაზე ყვიროდა.მის ყვირილზე ნასვამი სანდროც კი გამოფხიზლდა და ოთახიდან გაგიჟებული გამოვრდა.ლექსო თეკოს გულში იკრავდა და მის დამშვიდეას ცდილობდა.
-გთხოვ თეკო დამშვიდდი,ბავშვზე მაინც იფიქრე.შენთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება.-ეხვეწებოდა შამანაური.
-თეკო,ლექსო მართალი,გთხოვ დამშვიდდი,მხოლოდ ბავსვზე იფიქრე,ნუ ანერვიულებ ამდენს,ხომ იცი მუცელშივე ესმის ყველაფერი და განიცდის შენს ასეთ მდგომარეობას.-მაშინვე აჰყვა მჟავია და უკვე ორივე ერთად ცდილობდა გოგოს დამსვიდებას.
-აქ რა ხდება?რა უთხარი ასეთი რომ ამ დღეში ჩააგდე?-მაშინვე მჟავიას მივარდა სანდრო,მკლავებში ხელები ჩაავლო და შეანჯღრია.გოგო კი გაოცებული უყურებდა ვაჟს რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და მხოლოდ სიბრაზე იკითხებოდა მათში.
-არა... არაფერი...-ძლივს მოახერხა ამ ერთი სიტყვის თქმა მირანდამ და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.მისმა ასეთმა ქცევამ მაშინვე მოახდინა უფროს გიორგაძეზე რეაქცია და ხელები გაუშვა,გაოცებული უყურებდა მჟავიას და თვალებს არ უჯერებდა,ასეთი ძლიერი გოგო იდგა და მის წინაშე ტიროდა. სანდროს ასეთმა საქციელმა თეკო მალევე გამოიყვანა ისტერიკიდან და გაშტერებული მისჩერებოდა ძმის საქციელს.ასეთი გაცოფებული და ამავე დროს ტკივილით სავსე არასოდეს ენახა.ლექსო კი დამშვიდებულ თეკოს გულში მაგრად იკრავდა დ თითქოს ეშინოდა ეს ისტერიული შეტევა კიდევ არ განმეორებულიყო. მირანდამ როდესაც თავი განთავისუფლებულად იგრძნო თავის ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გიჟივით გავარდა.არ ელოდა სანდროსგან ასეთ მოპყრობას, არ ეგონა თუ მისი უარი ასე გააბოროტებდა და ის სიყვარული რაც მის მიმართ ამოძრავებდა ზიზღში გადაიზრდებოდა.სტკიოდა თითოეული მისი სიტყვა და მისი უხეშობა.სიტუაციის ასეთ მობრუნებას მართლაც არ ელოდა.კიბეები ტირილით ჩაირბინა და მანქანასთან შეჩერდა.ცოტა მოსულიერდა და ცრემლიანი სახე შეიმშრალა.მაშინვე იგრძნო ხელის შეხება.უკან მობრუნდა,მის გარდა ყველას ელოდა მაგრამ ხელში მხოლოდ ლექსო შერჩა.ეგონა ცოტათი მაინც შეიბრალებდა სანდრო მაგრამ ძალიან შეცდა.
-გთხოვ მირანდა მეტი აღარ იტირო და სანდროს სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო, მთვრალია და არ იცის რას ამბობს.-დაამშვიდა ლექსომ გოგო და გულში ჩაიკრა. მირანდას ხმა არ ამოუღია,მხოლოდ პირველად ცხოვრებაში ლადოს მხარის გარდა სხვის მხარზე ტიროდა გულამოსკვნილი და არ ადარდებდა ვინმე ხედავდა თუ არა. ლექსო კი მართლაც ყველაზე გაცებული იდგა და გოგოს ხელს არ უშვებდა,უფრო მაგრად იკრავდა გულში და მასთან ერთად მასაც ძალიან სტკიოდა.გრძნობდა რომ ამ გოგოს რაღაც უჭირდა,რაღაც განსაცდელში იყო მაგრამ გულს არავის უშლიდა, არავის ანდობდა მის გულის ტკივილს.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?-მხოლოდ ამის თქმა შეძლო შამანაურმა.
-არა,მადლობთ ლექსო.-ნამტირალევი ხმიტ უთხრა მჟავიამ.
-რა მადლობა,მეგობრები არ ვართ,ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი.-უთხრა ლექსომ და მჟავიას ცრემლები მოსწმინდა.
-მადლობა და ბოდიში თუ ჩემი ნათქვამით თეკო ვანერვიულე,ნამდვილად არ მინდოდა ასეთი რამ მომხდარიყო.-ბოდიში მოიხადა გოგომ და ლესოს ხელებიდან თავი გაინთავისუფლა.თვალები თვითონაც შეიმშრალა და მანქანის გასაღები ჩანთიდან ამოიღო.შამანაურს დაემშვიდობა და მანქანასი ჩაჯდა,ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და წავიდა.შამანური როდესაც სალსი აბრუნდა სანდრო თავჩაქინდრული იჯდა და თეკოს ყვირილს უსმენდა.
-შენ რა სულ გაგიჟდი,იმ გოგოს რას ერცოდი,რა გინდოდა,ნახე რა დღესი ჩააგდე და ბოდიშიც არ მოუხადე,არც იმაზე იფიქრე რა დღეში ეხლა და რას განიცდის. რა გჭირს ამ ბოლო დროს,რა შეიცვალა შენში ისეთი?როდიდან გახდი ასეთი მხეცი?როდიდან არ გაინტერესებ ქალის გრძნობები და მის ცრემლებზე როდიდან არ გაქვს რეაქცია?-თეკო იმდენად იყო სანდროს საქციელით გაბრაზებული და გაოგნებული ნერვიულობისგან ხმას როგორ უწევდა თვითონაც ვერ ხვდებოდა. ბოლოს მოწყვტით დაეშვა დივანზე და ლექსოს მუდარის თვალებით გადახედა. მის მზერაზე შამანაური მაშინვე მიხვდა რასაც სთხოვდა.ბიჭი მაშინვე სანდროსთან მივიდა,მხარსი ამოუდგა და საზინებელსი გაიყვანა,საწოლზე დასვა და გვერდით მიუჯდა.
-რა ხდება სანდრო?შეგიძლია მენდო.-უთხრა შამანაურმა სანდროს.
-მტკივა,აი აქ მტკივა და ამ ტკივილს ვერაფერს ვერ ვშველი,ვერ ვიყუჩებ ვერც სასმლით და ვერც ვერაფრით.ცუდად ვარ,არ ვიცი რა ვქნა.თქვენ გგონიათ მე არ მეტკინა მისი ცრემლები?მისი გაოცებული მზერა რომლითაც მე მიყურებდა და ჩემში იმ მომენტში მხოლოდ გამხეცებულ ადამიანს ხედავდა?მტკივა თან ისე რომ თქვენც ვერ წარმოიდგენთ.-სანდროს ამ სიტყვებზე ობლად გადმოუვარდა ცრემლი და მაშინვე მოიწმინდა.
-გიყვარს?-მხოლოდ ეს ჰკითხა ლექსომ და გაჩუმდა.
-მიყვარს ეს ერთი სიტყვა ვერ დაიტევს იმ გრძნობას რომელსც ეხლა მე ვგრძნობ. მიყვარს კი არა ვაღმერთებ.მის გარეშე ცუდად ვარ,არ შემიძლია ცხოვრება ის კი ახლოსაც არ მიკარებს,ჯიუტად მიმეორებს რომ არ ვუყვარვარ.მე კიდევ ვიცი რომ ასე არაა,მაგრამ ვერ შევაგნებინე რომ აღიაროს.ამიტომ შევეშვი.მივეცი თავისუფლება,აღარ შევაწუხებ,მაგრამ თეკო ამ დღეში რომ ვნახე ჭკუა გადამეკეტა და ასე იმიტომ მოვიქეცი.მინდოდა გავკიდებოდი მაგრამ ვერ შევძელი.-იმდენად ტკივილიანი იყო მისი სიტყვები,რომ ლექსო ყველაფერს გრძნობდა რასაც ეხლა ის განიცდიდა.ვერაფერი ვერ უთხრა,რადგნ ვერცერტი სიტყვა ვერ გაუნელებდა დაა შეუმსუბუქებდა სანდროს ამ ტკივილს.მისი გული ეხლა იმდენდ იტანჯებოდა რომ ამის ღწერ შეუძლებელია.მთელი არსებით იყო განადგურებული.ამ დროს მირანდა კი უგზო უკლოდ დაეხეტებოდა მთელს ქალაქსი და არ უნდოდა ახლსი მისვლა. სმს ხმამ გამოარკვია,ტეეფონი ამოიღო და სმს წაიკითხა. ,,შენი ნახვა მინდა'' სმს სანდროს ეკუთვნოდა.არ იცოდა რა ექნა,მაგრამ პასუხი არ მისწერა.ტელეფონი საერთოდ გამორთო და უკანა სავარძელზე მიაგდო.



№1  offline წევრი natia-natia

Magaria dzaan

 


№2 სტუმარი nina(nina)

ვაიმე როგორ მანერვიულებენ სანდრო და მირანდა,მარგამ იმედი მაწყნარებს,იმედი იმისა,რომ ყველაფერი კარგად იქნება.კარგი ხარ ჩემო გოგო კარგი <3 <3 <3

 


№3  offline წევრი mako-makako

natia-natia
Magaria dzaan

მადლობა ნათიი love

nina(nina)
ვაიმე როგორ მანერვიულებენ სანდრო და მირანდა,მარგამ იმედი მაწყნარებს,იმედი იმისა,რომ ყველაფერი კარგად იქნება.კარგი ხარ ჩემო გოგო კარგი <3 <3 <3

ყველაფერი კარგად იქნება ჩემო თბილოო და ტკბილოო გოგოოოოოო love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent