შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეექვსე)


4-02-2016, 01:20
ავტორი Pepper
ნანახია 3 039

მარიამთან:
ხელის იმდენად მეტკინა ცრემლები უნებურად გადმოვყარე, ალექსსნდრემ ერთი შეიგინა ოთახიდან გავარდა და მალევე დაბრუნდა უკან ყინულებით.ყინული ხელზე დამადო და კიდევ უფრო ამოვიტირე.
-ასე ძალიან გტკივა ? - შეწუხებულმა მითხრა -
- შენი ბრალია - დაბღვერილმა ვუთხარი სატენს დავავლე ხელი და კარებისკენ წავედი.
- ბოდიში - მომაძახა გასვლისას სწრაფად ჩავირბინე კიბეები ბიჭებს დავემშვიდობე და შევაგულიანე ხვალ აქ ვიქნებითთქო. ნიკოლოზს ხელი დავავლე და გზას გავუდექით.
- ისე ტელეფონი ჩვენც გვქონდა - გაიცინა -
- დედაჩემის ნომერი იცი თუ მამაჩემის მერე ჭკვიანო ? - სიცილით ვკითხე -
- დამიანემ ხო იცის ?
- მაგათ ხელი არ შევუშალე - გავიცინე და ნიკოლოზს მივეხუტე.
***
მარიამთან :
- მარიამ - რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ დავაცადე და უცბად მოვხვიე ხელები წელზე -
- მეც მიყვარხარ - მის კმერდთან მოუშორებლად ვთქვი, რასაც მისი სწრაფი რეაქცია მოჰყვა, მის მკერდს მომაშორა და თვალებში შემომხედა-
- ამას მართლა ამბობ ? - ღიმილით მომეფერა სახეზე -
- აბა ტყუილად რატო ვიტყოდი - გაბუტულმა ამოვილაპარაკე -
- ვგიჟდები რომ იბუტები, მინდება მთელი სახე დაგიკოცნო- ლოყაზე მომეფერა -
- რაღას ელოდები მერე - ეშმაკურად ავუთამაშე წარბები -
- რადღეში ხარ პატარა ჭინკავ - მხიარულად წამოიძახა მთელი სახე დამიკოცნა და ცოტახით თვალებში შემომხედა - ახლა ძალიან მინდა რაღაც გავაკეთო - გამხიარულებულმა თქვა -
- რა ? - დაინტერესებით ვკითხე და საპასუხოდ მისი ტუჩები ჩემსას მიეწება. საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვკოცნიდი იმ ადამიანს რომელიც ბოლო ერთი წელია მიყვარს და ახლა ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ. ყველანაირ სასიამოვოს ვგრძნობდი სხეულში და ბედნიერებისგან ვივსებოდი, მაგრამ ვინ გაცლის რამეს-
- ვაა გვრიტები ნახეე , გვეღირსა მგონი - სიცილით შემოვარდა ქალბატონი სტასი სამზარეულოში,რომელსაც ნიკა მოჰყვა უკან -
- რაღა გიჭირს დაქალი გეყოლება რძლად - სიცილში აყვა ნიკოლოზიც - თან ჩემ ბედოვლათ ძმაკაცსაც ეშველა - კიდევ ერთხელ ახარხარდნენ ორივე და სათითაოდ ჩაგვეხუტნენ -
- აუჩ ხელი - ამოიკრუსუნა მოულოდნელად ანასტასიამ -
-რა მოხდა - ხელი დაწითლებოდა -
- უფ მერე მოგიყვები - შეწუხებულმა წამოიძახა -
- წამოდით ფილმი ვუყუროთ რამე - შემოგვთავაზა არაჩვეულებრივი იდეა ნიკოლოზმა , ჩვენც სასუსავები მოვიმარაგეთ და დივანზე მოვთავსდით. დამიანეს კალთაში ვიჯექი და თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი პირველად ვიყავი ცხოვრებაში ასეთი ბედიერი. ფილმი 2 საათზე მეტხას გაგრძელდა გვიან ყველა მთქნარებით ავედით საძინებლებში. მოკლე პენუარი ჩავიცვი და დაწოლას ვაპირებდი ოთახში რომ დამიაე შემოვიდა -
- ბოდიში , პირსახოცი მინდოდა - თავიდა ბოლომდე აათვალიერა ჩემი სექსუალური პენუარი რომელიც ანასტასიამ მაყიდინა წამოსვლამდე,ანთებული თვალებით მიყურებდა. უცბად მომწყვიტათვალები დაკარადიდან პირსახოცი გამოიღო,მეგონა გადიოდა თუმცა კარებიდან მობრუნდა პირსახოცი იატაკზე მოსროლასწრაფად გაჩნდა ჩემთან და მხურვალედ დამიკოცნა ბაგეები. გული ამიჩქარდა შეგრძნებისგან და კისერზე ჩამოვეკიდე დაბლა რომ არ დავვარდნილიყავი. მისი ხელები წელზე მქონდა მჭიდროდ შემოჭერილი. სუნთქვა მიჭირდა რომ მომშორდა მისი შუბლი ჩემსას მოაყრდნო და ღრმად ამოისუთქა -
- საშილად სექსუალური ხარ ამ პენუარში პატარა ქალბატონო, არ შემეძლო ისე გავსულიყავი ოთახიდან - მის ასეთ კომპლიმენტზე ლოყები ამიწითლდა რამაც უფრო გაახალისა.კიდევერთხელ სწრაფად მაკოცა და ასევე სწრაფად გაიხურა კარები. ემოციებით დატვირთული შევწექი ლოგინში და ძალიან ბედნიერს მალევე ჩამეძინა.
***
ანასტასიასთან :
დილით ჩვეულებისამებრ 7სათზე გამეღვიძა ხელი ოდნავ მტკიოდა მაგრამ სიწითლე უკვე გადამსვლოდა.სწრაფად ჩავიცვი ჩუმად ჩავირბინე კიბეები და სირბილი დავიწყე. ჩემთვის ვიყავი ფიქრებში გართული რომ უცებ მოვკარი სილუეტს თვალი რომელიც ალექსანდრეს ეკუთვნოდა.
- დილამშვიდობისა - უემოციოდ მომიგო -
- დილამშვიდობისა ველურო - უხეშად ვუპასუხე და სირბილი გავაგრძელე. ჩემს გვერდით მორბოდა ჩუმად ცოატახნით. -
- ხელი როგორ გაქვს - მკითხა ისე რომ არც შემოუხედავს ჩემთვის -
- ვითომ ძალიან გაინტერესებს ხო ? ან საერთოდ რა გამოხტომებია შენ ხარ 17 წლის თუ მე ვერ გამიგია. 25წლის კაცი 17წლის "ქალმონდომებული" ვაჟიშვილივით იქცევი - ამის თქმა და მისი გადახარხარება ერთი იყო -
- სიცილიც ცოდნია შეხედეთ თქვენ - ირონიულად ჩავილაპარაკე -
- გინდა დაგიმტკიცო რომ ვაჟიშვილი არ ვარ ? - წარრბები ამითამაშა -
- შენ მართლა ვერ ხარ მგონი კარგად, წადი სიცხე გაიზომე. ან თუ მასე მონდომებული ხარ ფულს მოგცემ და წადი ქალებში - გაბრაზებულმა ვუთხარი უკან მოვბრუნდი და დამიანე სახლისკენ სირბილით წავედი. დილანდელ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით მთელი დღე სასიამოვნოდ გავატარეთ, მარიამის და დამიანეს ბედნიერი სახეების დანახვა უფრო მაბედნიერებდა. საღამოს ჩვეულებისამებრ მთელი ახალგაზრდობა შევიკრიბეთ ვიხუმრეთ ერთმანეთზე ვილაპარაკეთ ვითამაშეთ კიდეც სისულელეები. იქედან კი მარიამის სახლში წავედით. ოთახში ასვლისთანავე მივვარდი მარიამს და მანაც მომიყვა თავისი და ჩემი დამიანეს ამბავი. ბედნიერებისგან ბრწყინავდა მისი თვალები. მეც მისი ბედნიერებით გახარებული მაგრად ვიკრავდი გულში საუკეთესო დაქალს.-
- შენ ახლა ის მითხარი ხელზე რა დაგემართა - თავი წამოწია ჩემი კალთიდან და პირდაპირ თვალებში შემომხედა -
- ალექსანდრეს დავარტყი მუშტი - გაოცებისგან თვალები დაქაჩა მარიამმა -
- რა ? რაქენი? - ხმამაღლა გაიცინა - რატო კიმაგრამ ?
- კიდევ მაკოცა და მიიღო თავისი- გაბრაზებულმა ჩავილაპარკე -
- ეგ რაღაც ვერაა მგონი ჭკუაზე, გინდა დაველაპარაკები ? - მომეხუტა მარიამი-
- არა იყოს მარიამ ჩემით მოვაგვარებ -
გვიანობამდე ვჭორაობდით , ღამით გვიან გამომეღვიძა ტელეფონი გავანათე 4 საათი იყო , კიბეები ჩავირბინე რადგან წყურვილი მკლავდა. წყალი რომ დავლიე მივხვდი რომ მშიოდა კიდეც, მაცივრიდან ნუტელა გამოვიღე და პურზე წავუსვი გემრიელად ვილუკმებოდი როდესაც სამზარეულოში წელსზემოთ შიშველი ალექსანდრე შემოვიდა აბურძგნული თმით, ამათვალიერა და ირონიულად ჩაიცინა. ცივი წყალი ჩამოისხა ჩემს წინ მოთავსდა და პირდაპირ მომაშტერდა -
- ვერ ვიტან რომ მომშტერებიან - ღრენით ვუთხარი -
- ჩაიცვი და არ მოგაშტერდები - თვალებბით ჩემს მკერდზე მიმანიშნა სასწრაფოდ ჩამოვიყარე წინ თმები და ჭამა გავაგრძელე -
- წყალი ხომ დალიე ახლაწადი - პირგამოტენილმა ვუთხარი , რაზეც ჩაეცინა -
- არ მეძნება -
- ხოდა მიყურე - კიდევ ერთ ნაჭერ პურზე წავისვი ნუტელა და გემრიელად მოვკბიჩე -
- უკეთესი იდეა მაქვს -თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა სწრაფად ამიტაცა ხელში და მაგიდაზე შემომსვა , მინდოდა მეკითხა რასაკეთებთქო მაგრამ სწრაფად დამადუმა მისი ბაგეებით. ეს ბიჭი მგონი ვერაა მთლად დალაგებული გავიფიქრე გონებაში და ავფრთახლდი თუმცა მისი ძლიერი მკლავების წინაშე უძლური ვიყავი. ცოტახანში მომშორდა და ამოიჩურჩულა -
- ისე ხომ გემრიელი ტუჩები გაქვს მაგრამ ნუტელა ძალიან უხდება შენს ტუჩებს -სწრაფად მომშორდა და სამზარეულოდან გაუჩინარდა.ბევრი ვლაძღე ხმამაღლა,მერე კი ოთახში დვაბრუნდი და ძილის სამყაროში გადავინაცვლე. დილას ტელეფონი ლამის მივალეწე 7საათზე რომ დარეკა, თავის აწევა არშემეძლო და ძილიც გავაგრძელე. მაგრამ ვინ გაცდის 9საათი იქნებოდა ალეკო და გიორგი რომ დაგვახტნენ თავზე ადექით ბუნებაში გავიდეთ მიკნიკი მოვაწყოთო. -
- არხართ თქვე ნორმალურები რადროს პიკნიკია- ბალიში დავიფარე თავზე -
- ადექი თორე კუნთებს გამოვიყენებ - სიცილით აათამაშა კუნთები გიორგიმ -
- კარგი ვდგებით გადით - წამოიკივლა მარიამმაც, გასვლამდე ალეკომ მოგვაძახა თმები დაივარცხნეთო და სიცილით გავიდა გარეთ-
წრაფად მოვემზადეთ , ბიჭებს კალათაში რაღაცეები ჩაელაგებინათ. ჩვენც ერთ-ერთ მდელოზე დავჯექით და ირგვლივ მდრებარე ტყის თვალიერებით გავერთეთ. საღამოხანს დამიანე და ნიკოლოზიც შემოგვიერთდნენ. მოინდომეს კოცონი ავანთოთო და მეც ამ ამბით გახარებული შევვარდი ტყეში მოვაგროვებ შეშას ცეცხლისთვისთქო. ბევრი ვიბოდიალე ტყეში და ბოლოს უკან მოსაბრუნებელი გზაც ვერ ვიპოვე. შიშმა ამიტანა და კანკალით ვუყურებდი გარემოს. საკუთარ თავს ვწყევლიდი და ვლანძღავდი ასეთი მეტიჩარა როგორ ვართქო.
****
მარიამთან :
დღე სასიამოვო იყო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მითუმეტეს დამიანეს მოსვლის შემდეგ. ალექსანდრე ახალი ამბის გაგებისას დამიანე გვერდით გაიყვანა დაკარგახანს ილაპარაკეს. შემდეგ დაბრუნებულებმა ორივემ გამიღიმა დამიანე გვერდით მომიჯდადა ჩამეხუტა. მშვენივრად გავატარეთ დრო . უკვე კარგად მოსაღამოვდა ბიჭებმა კოცონი დავანთოთო , ქალბატონმა ანატასიამ მე წვაალ შეშას მოვიტანო თუმცა როცა კარგა ხანი არ ჩანდა უკვე შიშმა შემიპყრო ბიჭებიც ნერვიულობდნენ.
- როგორ გავუშვით მარტო რა - თავზე ხელს ისვამდა ნერვიულად დამიანე და მიხუტებდა -
- წავიდეთ მოვძებნოთ რა - წამოიძახა დაძაბულმა ნიკოლოზმა -
მე და ალექსანდრე წავალთ თქვენ აქ დარჩით , თანაც ალექსანდრე კარგად იცნობსამ ადგილებს - დამამშვიდებლად თქვა ნიკოლოზმა და ორივე ტყისკენ წავიდნენ -
***
ალექსანდრე :
ანასტასიას გაუჩინარებიდან ნახევარსაათში გაერვიულებულები ტყეში მივდიოდით მე და ნიკა უხმოდ არცერთი არ ვიყავით ლაპარაკის ხასიათზე. სულელია ეს გოგო სად მიდიოდა ამშუაღამისას,ან როგორ გავუშვით მართო, საკუთარ თავს ვაგინებდი და განერვიულებული ვყვიროდი მის სახელს.
- მგონი ჯობს გავიყოთ ,შენ მარცხივ იარე მე მარჯვნივ- ძლივს რაღაც ჭკვიანური თქვა ვაჟბატონმა , უხმოდ დავუქნიე თავი და გზა გავაგრძელე ფანრის შუქზე. უკვე ძალიან ვნერვიულობდი, ანასტასია კი არსად ჩანდა. მომწონდა ეს სულელი ბავშვი რომელიც ცდილობდა სულ ჭკუიდან გადავეყვანე და გავებრაზებინე. მივდიოდი და მის სახელს ვყვიროდი. უკვე ძალიან ღრმად ვიყავი ტყეში და მეშინოდა. მეშინოდა ამ პატარა სულელ გოგოს არაფერი დამართნოდა.
***
ანასტასია:
უკვე ერთი საათი გავიდა რაც დავიკარგე უაზროდ დავდიოდი აქეთ იქეთ ვერაფერს ვხედავდი , უკვე კანდალით მივეყუდე რაღაც ხეს ხელები მუხლებზე მოვიჭირე და ავსლუკუნდი. სიბნელის არ მეშინოდა არასდროს თუცმა ახლა ტყე რომლიდანაც გასასვლელს ვერ ვპოულობდი პანიკაში მაგდებდადა გაუჩერებლად ვტიროი. უკვე ათასნაირად წარმოვიდგინე ჩემისიკვდილი. შეიძლებოდა გული გამჩერებოდა შიშისგანან თუნდაც რომელიმე მტაცებელს დავეგლიჯე ,ამის გააზრებისგან კიდევ უფრო ავკანკალდი. იმედი გადამეწურა როცა რაღაც ხმა მომესმა,მგონი ჩემი სახელი , სწრაფად წამოვყავი თავი ჩემი ფეხებიდან და გავისუსე. კიდევ ერთხელ მომესმა ჩემისახელი და მეცხმამაღლა ამოვიხრიალე აქ ვართქო. ცოტახანში ტელეფონის შუქმა გაანათა გარემო და მეც დაუფიქრებლად წამოვდექი ფეხზე და წინ მომავალ ადამიაისკენ გავიქეი. ალექსანდრეს დანახვა ასე არასდროს გამხარებია. სწრაფად გავიქეცი მისკენ და მთელი ძალით მოვეხვიე სხეულზე, პირველად გამიხარდა მისი ჩახუტება ასეძალიან და თავისაშინლად დაცულად ვიგრძენი. მანაც მომხვია მკლავები და სიხრულისგან კვლავ გადმოვყარე რამდეიმე ცრემლი.

****
ესეც ახალი თავი მოვახერხე როგორც იქნა, მადლობთ ვინც კითხულობთ. ახალ თავსაც ძალიან მალე დავდებ ველოდები თქვესშეფასებას



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყოო )))

 


№2  offline წევრი Mashomashiko

ალექსანდრეს და ანასტასიას კინკლაობაზე მეც ვიცინე :დ დაინტერესებულივარ მარა ცოტა რაღაც ინტრიგაა ჩააგდე მოიფიქრე რამე ისეთი :დ

 


№3  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu rodis dadeb shemdegs ? kargiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent