მერამდენედ მეჯახები? ( დასასრული)
7 თვის იყო ორივე.. საყვარლები.. სულ ერთად იყვნენ ხან ანამარია რჩებოდა ნინასთან, ხან კი პირიქით.. -მარიამ -რა იყო ? - შეხედა ქმარს -სასწრაფო საქმე გამომომიჩნდა და თურქეთში უნდა წავიდე 2 კვირით - სევდიანი ხმით უთხრა. -მერე? წადი.. - ღიმილით უთხრა ანამარიამ -თქვენ როგორ დაგტოვოთ? -ნუ ნერვიულობ, კარგად ვიქნებით.. არ გამოძვრებიან ბავშვები შენ ჩამოსვლამდე..- გაუცინა და ბაგეებს შეეხო.. -თავს ხომ გაუფრთხილდებით? -რა თქმა უნდა.. როდის მიდიხარ? -ხვალ დილით.. -კარგი, ტანსაცმელებს გაგიმზადებ.. - ოთახში შევიდაა, დამიანეც უკან გაჰყვა.. -მოიცა, შენთვის დაღლა არ შეიძლება, დაჯექი მე ჩავალაგებ.. - გაუღმა და სამგზავრო ჩანთა გადმოიღო.. ტანსაცმელებს აწყობდა თან ანამარიას უსმენდა.. დამიანემ ჩაალაგა ბარგი და ცოლს მიუწვა... მუცელთან რაღაც დასჩურჩულა, შემდეგ აკოცა.. ამ დროს ერთ-ერთმა ფეხი დაარტყა.. -მარიამ დამარტყა.. -ჰო, - გაუღიმა -აი კიდევ.. - გაიღიმა და ცოლს გახედა.. - ჩემი პირადი საოცრება ხარ.. - ასე მიხუტებულებს ჩაეძინათ.. დილით რომ გაიღვიძა ანამარიამ დამიანე აღარ დახვდა, მხოლოდ ერთი წითელი ვარდი და წერილი იყო.. წერილი გახსნა და წაიკითხა „თავს გაუფრთხილდი ჩემო ფერია, მიყვარხარ!“ ღიმილით წაიკითხა და დადო, ვარდის სურნელი შეიგრძნო, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა, უფრო გახალისებული გამოვიდა, ღიღინით მოამზადა საუზმე და გემრიელად მიირთვა, შემდეგ ნინას დაურეკა.. -ნინ, როგორ ხარ? -აუ, ამოვალ რა შენთან.. -რა გჭირს? - ნინას ტონი ეუცნაურა.. - ამოდი ჰო აბა რა უნდა ქნა? ! -მოვდივარ.. - შოკოლადები გაამზადა და ნინას დაუწყო ლოდინი. 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა, ცრემლიანი თვალებით ჩაეხუტა ნინა, ცოტა კი გაუჭირდა ბავშვი უშლიდა.. -ნინ? რა მოგივიდა? -გუშინ, გიო რომ ვნახე.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა.. - დავინახე ვიღაც ქალს კოცნიდა.. დამინახა და გამოიქცა ჩემკენ, მაგრამ არ მოვუსმინე.. - ცრემლები ჩამოუგორდა და მიეკრო დაქალს. -ჩუ ჩემო ლამაზო, აი ნახე არაფერი იქნება მათ შორის.. ხომ გჯერა ჩემი? გგონია გიო ასე ადვილად გიღალატებს? -აღარ ვუყვარვარ.. გავსუქდი, სულ ვწუწუნებ და დავღალე.. - სლუკუნით თქვა.. -ნინა! მეც გავსუქდი და ეგრე რომ ვიწუწუნო დამიანე მომკლავს.. ბავშვი იზრდება აბა როგორ გინდა? დაწყნარდი ახლა !! დამშვიდდი და მერე გიოსაც დაელაპარაკები.. - აკოცა და ოთახიდან გავიდა, შოკოლადები შემოიტანა და ერთად დაიწყეს ჭამა , შემდეგ ფილმს უყურეს და ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ.. ტელეფონია ზარმა გამოაღვიძა ანამარია. ნინა კი უბრალოდ შეიშმუშნა და ძილი გააგრძელა, წამოდგა და სხვა ოთახში გავიდა.. -ანამარია - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა გიოს, ტკივილით გაჟღენთილი - ანამარია, ნინა ის.. -გიო დაწყნარდი.. ჩემთანაა.. -მადლობა ღმერთს.. როგორაა? გეფიცები მე არ.. -გიო.. ამოდი ჩემთან.. - გაიღიმა თითქოს დაინახავდა გიო მაგ ღიმილს.. ტელეფონი გათიშა და გიოს მოლოდინში საჭმლის გაკეთება დაიწყო.. მალევე გაისმა კარზე ზარი და გიოს ახედა.. ჩაწითლებული თვალებით რომ იდგა..-შემოდი.. - სამზარეულოში შევიდნენ. - ნინამ ყველაფერი მომიყვა, მაგრამ შენც გისმენ.. - გაუღიმა თოთქოს დამშვიდდა ცოტა გიო და მოყოლა დაიწყო.. - სამსახური დამთავრდა წამოსვლას რომ ვაპირებდი და ძველი ნაშა არ ვიცი საიდან გამოჩნდა მოვიდა და მოულოდნელად მაკოცა, ამ დროს ნინა შემოვიდა და დაგვინახა, გეფიცები არაფერი მომხდარა.. - თავჩაღუნული ყვებოდა და თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი იმის გაცნობიერებისას რომ შეიძლება საყვარელი ქალი , მისი შვილის დედა და საერთოდ მისი სიცოცხლე მიატოვებდა.. -სძინავს ახლა.. მე უნდა გავიდე ცოტა ხნით, საყიდლებზე.. მიმიხედე და არ ანერვიულო - უთხრა და გავიდა.. მოემზადა და გარეთ გავიდა, სულაც არ ჰქონდა არაფერი საყიდელი, უბრალოდ მათი მარტო დატოვება გადაწყვიტა.. სეირნობდა, მაღაზიას ჩაუარა სადაც დაეჯახა დამიანეს, არც კაფე გამორჩენია.. შევიდა და გოგონებს მიესალმა.. -როგორ ხართ? -ანამარია, შენ როგორ ხარ? სულ დაგვივიწყე - წყრომით თქვეს გოგონებმა.. -მაპატიეთ, უბრალოდ სახლიდან იშვიატად გავდივარ, ვშიშობ ცოტა ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ.. - თქვა და მუცელზე ხელი გადაისვა.. -მოიცა ფეხმძიმედ ხარ? - მუცელზე დააკვირდნენ.. ქურთუქში არ ჩანდა.. = ვაიმე რა მაგარია.. - დაიყვირა ყველამ... -ბავშვები? მოიცა რამდენნი არიან? - შემოვიდა ქალბატონი ნათელა.. -გამარჯობა ქალბატონო ნათელა.. ორნი არიან.. - გაუღმა ყველას.. -ბიჭები? შენ ხომ ბიჭი გინდოდა ყოველთვის.. -გოგო და ბიჭი... -რამხელა ხარ? -7 თვის.. - მსგავსი კითხვები არ წყდებოდა.. ბოლოს წამოსვლა გადაწყვიტა, ყველას დაემშვიდობა და წამოვიდა... ცოტა ხანიც ისეირნა და სახლში ავიდა.. გაღიმებული შევიდა, როგორც კი ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი დაინახა რომელიც სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. -გვრიტებოო.. რას აკეთებთ? -ხაჭაპურიო აიტეხა და.. - გაგებუტები იცოდე .. -უთხრა ნინამ და ენა გამოუყო.. - ვერ გადავიტან.. -მეც მოგეხმარებით რა.. -მოდი, უი, დამიანე სადაა? -სამსახურთან დაკავშირებით დაურეკეს და ორი კვირით წავიდა.. -ცუდია.. -მალე ჩამოვა - გაუღიმა გიომ.. -ჰო..- 2 კვირა ძალიან გაიწელა.. ყოველდღე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის დანაკლისი მაინც ვერ აივსეს.. -როდის ჩამოდიხარ? -არ ვიცი.. -ხვალ ორი კვირა გახდება.. -ჰო, ვიცი, მაგრამ 1 კვირაც უნდა დავრჩე.. -მომენატრე, თან ძალიან.. ბავშვებიც ისე აღარ მირტყამენ როგორც ადრე.. -მალე ჩამოვალ გპირდები, წავედი ახლასსაქმე მაქვს, თავს გაუფრთხილდი და მიყვარხარ.. -მეც.. - გაუთიშა და დაწვა დასაძინებლად.. მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა.. საღამოს მალევე ჩაეძინა, ძილში დამიანე ესიზმრებოდა.. ხელები მოხვია და გაიტრუნა, თითქოს საყვარელი მამაკაცის სურნელი შეიგრძნო.. დილით არაფრის დიდებით არ ახელდა თვალებს, სიზმრის დასრულება არ უნდადო და უფრო მაგრად ხვევდა ხელებს.. -დამახრჩობ ეგრე.. - ყურში ჩურჩული მოესმა და თვალები ნელა გაახილა.. დამიანე რომ დაინახა.. -დამიანე.. - უცებ ატირდა და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა -აუ, ნუ ტირი რა.. - შეხედა და კოცნით ამოუშრო ცრემლები.. - მიყვარხარ.. -მომენატრე.. აბა კიდევ 1 კვირა უნდა გავჩერდეო? მომატყუე? რატომ მომა... - სიტყვა ვერ დაასრულა მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა.. -ნინა.. დამიანე ჩამოვიდა.. - დაურეკა დაქალს.. -ვა, ვა.. გამოდით ჩვენთან.. -მოვდევართ გეჟო.. - ჩაჰყვირა და გათიშა... -ქმარუსელა.. ნინასთან და გიოსთან გავიდეტ რა.. - ჩაიცვი დაგავიდეთ - წელზე ხელი მოხვია და ჩასჩურჩულა.. შეატრიალა თავისკენ და მუცელთან დაიჩოქა.. აკოცა რამდენიმაჯერ ბავშვებმაც ფეხი, თუ ხელი დაარტყეს.. ასე სიყვარულში განვლეს დრო.. დღე-დღეზე ელოდნენ უკვე და ვეღარც მოძრაობდა.. -ვაიმე გიო დამეწყო - უმალ წამოიკივლა ნინამ -ჰა? რა დაგეწყო? -დებილო მშობიარობა დამეწყო ვაიმე ააა -კიოდა თან ხელს უჭერდა.. ნინას განწირული კივილი ისმოდა საავადმყოფოში შედეგ პატარა გოგონას ხმა გაისმა და თვალებიც დახუჭა.. -ნინა როგორ ხარ? - ანერვიულებული ეჯდა გიო.. -კარგად.. ბავშვი როგორაა? -იცი რა საყვარელია? შენ გგავს.. - გაუღმა და აკოცა.. -ნინულია, გილოცავ დედობას.. - პალატაში ანამარია და დამიანე შევიდნენ.. - როდის მოიყვანენ ბავშვს? - იკითა და კარიც გაიღო..- დედას სიცოცხლე, დე.. ჩემი პატარა სიცოცხლე.. რა საყვარელი ხარ - ჩურჩულებდა თან ეფერებოდა.. - აბა ბავშვის პირველი ფოტო.. - თქვა ანამარიამ და ტელეფონი დაიჭირა, კამერა ჩართო, მაგრამ ძირს დაუვარდა-ვაიმე დამიიი დამეწყო. .ვაიმე ააა - კიოდა თან მუცელზე იდებდა ხელს... კიდევ ორი ტყუპი მოევლინა ამ ქვეყნად და ოჯახში სიხარული შეჰმატა.. -რას ვარქმევთ? -გოგო ხომ გინდოდა შენ? ჰოდა გოგოს შენ დაარქვი სახელი ბიჭს მე დავარქმევ.. ბიჭს ალექსანდრეს ვარქმევ - გაუღმა და დამიანეს შეხედა -მამას სახელი - გაუღმა და ცოლს აკოცა.. - აუ, არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ პირველები არიან თან ამდენი გაწვალეს და შენ დაარქვი რა -მე? კაი მაშინ ნინას დავარქმევ მე - გაიცინა და ბავშვებს გადახედა.. -ჩემი ლამაზი ცოლუკა.. -ნინულია.. რას შვრები? როგორ ხარ? ბავშვი როგორაა? - გიო შევიდა პალატაში ხილით ხელში.. -კარგადაა.. -ისე სახელზე ვიფიქრე და.. -რას დაარქმევ შენ? -რავი.. მგონი ანამარია.. ჯობია.. -მეც ეგ ვიფიქრე - გაიცინა და მადანად ჩაატკბარუნა ვაშლი.. მალევე გამოწერეს.. უბედნიერესები იყვნენ.. თავიდან იყო უძილო ღამეები მაგრამ მალევე შეეჩვივნენ.. ბოლოს ქმრებმა უყურეს ცოლებს და იდეა სესთავაზეს.. „ერთად ვიცხოვროთ-ო“ ისინიც გახარებულები დასთანხმდნენ..ბებიები და ბაბუები სულ თავს დასტრიალებდნენ პაპატა ჭირვვეულ ბავშვებს და სულ ღიმილიანი სახით დადდიოდნენ.. _____________ მომიტევეთ შეცდომებისთვის.. მგონი კარგი გამოვიდა ,, შემიფასეთ.. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდა ,,,, თქვენი კომენტარები დიდ სტიმულს მაძლევდა .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.