შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 37


4-02-2016, 20:14
ავტორი mako-makako
ნანახია 2 245

სანდრო მირანდას პასუხს ელოდებოდ მაგრამ გოგომ არ მისწერა,მიხვდა რომ ძალიან დამცირებული და განადგურებული იყო მჟავია მისი საქიელის გამო.ასე უხეშად არ უნდა მოქცეოდა,ჯერ უნდა დაფიქრებულიყო და შემდეგ უნდა ემოქმედა.მაგრამ არა მისი გონება სიბრაზემ დააბრმავა და ვერ გააცნობიერა მის საქციელს რა შედეგი მოჰყვებოდა.სააბაზანოში შევიდა,შხაპი მიიღო.მოწესრიგდა და მირანდას სახლისკენ წავიდა.
მირანდას ტელეფონი გამუდმებით რეკავდა მაგრამ პასუხს არავინ სცემდა.ბოლოს როგორც იქნა უპასუხეს და ყურმილის მეორე მხრიდან გაგიჟებული ლადოს ხმაც გაისმა.
-სად ხარ გოგო.-იმხელა ხმაზე დაუყვირა მჟავია მომენტალურად მოვიდა გონს.
-რა გინდა ლადო?-იმდენად უხეშად უპასუხა რომ თვითონაც ვერ მიხვდა როგორი ტონი ჰქონდა.
-რა გჭირს გოგო რას იღრინები?-შეუტია მაშინვე ბიჭმა.
-არაფერი,უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა.
-შენ მომატყუებ ეხლა,მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ.-ხმა დაუთბა ლადოს როდესაც გაიგო რომ მირანდა თავს ცუდად გრძნობდა.
-სანაპიროზე ვარ.
-15 წუთში მანდ ვარ.დამელოდე.-ტელეფონი გათიშა ლადომ,პიჯაკი აიღო და კაბინეტი დატოვა.გარეთ გამოსულს თბილი ნიავი შემოეგება და სახეზე მოელამუნა.სიგრილიდან სითბოში გამოსვლამ სასიამოვნო შეგრძნებით დაუარა მთელს სხეულში.აგვისტო სხვა თვეებთან შედარებით ყოველთვის სიცხით გამოიჩეოდა,არც წელს იყო გამონაკლისი.მანქანა დაქოქა და სანაიროზე წავიდა.სახლსი მაინც არავინ ელოდებოდა.მშობლები რამდენიმე წლის წინ დაეღუპა,ჯერ მამა,შემდეგ დედა.ამდენი წლის ერთად თანაცხოვრების შემდეგ ქალმა ქმრის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლა და მალე უკან გაჰყვა.ლადო ყოველთვის გრძნობდა მსობლებს როგორ უყვარდაათ ერთმანეთი დ მასაც უნდოდა ასეთი მოსიყვარულე და ერთგული ცოლი შეხვედროდა.მალე მირანდას მანქანა დაინახა.მანაც გვერდით მიაყენა თავისი მანქანა და გადავიდა.გოგოს ბიჭის მიახლოვება არც გაუგია.მხოლოს მხარზე ხელის შეგრძნება იგრძნო და ცრემლიანი თვალებით შეხედა.
-რა მოხდა მირა?-იმდენად თბილი ხმით უთხრა ბიჭმა რომ მირანდა უფრო ხმამაღლა ატირდა.მის მკერდზე თავი დადო და ცრემლებს ფართო ასპარეზი დაუთმო.ლადო დიდხანს იდგა გოგოძე ჩახუტებული და აძლვდა საშუალებას ემოციებისგან ბოლომდე დაცლილიყო.ალბთ ნახევარი საათი მაინც იქნებოდნენ ამ მდგომარეობაში.შემდეგ მირანდა დამშვიდდა,ცრემლები შეიმშრალა და ლადოს გაუღიმა.
-უკვე კარგად ვარ.გულზე მომეშვა.-უთხრა მჟავიამ.
-მიხარია,მაგრმ არ მეტყვი რა მოხდა?-კითხვა შეაპარა კაპანაძემ.
-უმნიშვნელოა.-კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა გოგომ.
-კარგი თუ საუბარი არ გინდა,სხვა დროს მომიყვები.-მხიარულად უთხრა ვაჟმა და ხელი გადახვია.-შენთვის ახალი ამბები მაქვს.
-რამე გაარკვიე?-მაშინვე საქმე გაახსენდა მჟავიას და ლადოს გადახედა.
-კი გავარკვიე და თან ძალიან ბევრი რამ.-ეშმაკური რიმილი დასთამაშებდა კაპანაძეს სახეზე.
-გისმენ,მითხარი ყველაფერი.-მოთმინება ეკარგებოდა უკვე გოგოს.
-ირაკლი სიმონიშვილი და გოგიტა მეტრეველი ბავშვობიდან მეგობრობენ,მათი მამები დიდიხნის თანამშრომლები და ერთერთი უმსხვილესი გადაზიდვის კომპანიის მეწილეები არიან.გივი სიმონიშვილი და აკაკი მეტრეველი ძალიან ცნობილი ბიზნესმენები არიან,რამდენიმე წლის წინ კონტრაბანდის გადაზიდვას აბრალებდნენ.მაგრამ ამ საქმიდან მშრალად გამოვიდნენ.თქვეს რომ ის პროკურორი ვინც მათ საქმეს აწარმოებდა სახლში მოკლული უნახავთ ცოლთან ერთად.ამიტომ საქმე დახურულად გამოაცხადეს და მათაც ბრალი მოუხსნეს.ამ საქმიდან სამი წლის შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ ოჯახებით და იქ განაგრძეს თავიანთი ბიზნესი.აქ სულ ორი წელია რაც დაბრუნდნენ და ისევ ის დიდება დაიბრუნეს რაც წასვლამდე ჰქონდათ.მათი შვილები კი მთელი ცხოვრება ერთად იზრდებოდნენ და მეგობრობდნენ.დღემდე ასე იყო სანამ ირაკლი დაიღუპებოდა.გაზეთებშიც კი იყო გამოვეყნებული მისი გარდაცვალების შესახებ მაგრამ მაინც რარაც ბუნდოვანია ეს ყველაფერი.დასაფლავებაზე ირაკლის ცხედარი არავის უნახავს.ამის გამო გარკვეული ჭორებიც კი გაჩნდა მაგრამ მალევე ყველამ მიივიწყა.ირაკლის მამა ძალიან მკაცრი და შეუპოვარი კაცია,რასაც გოგიტას მამაზე ვერ ვიტყვით,ის უფრო მორჩილობით და დავმდაბლობით გამოირჩევა,კომპანიას უმეტესად გივი მართავს და აკაკის მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უწევს საქმის ვითარებაში გარკვევა.აი ესა რაც გავარკვიე.-ლადო ისე გულმოდგინედ ყვებოდა ამ ყველაფერს ვერც კი შეამჩნია როგორ სდიოდა მჟავიას თვალებიდან ცრემლები,მოყოლა რომ დაასრულა მხოლოდ მასინ შენიშნა ეს მლაშე სითხე მირანდას ტვალებზე.
-რამე ისე არ ვთქვი მირა?-დამნაშავედ იგრძნო თავი ბიჭმა.
-არა შენ არაფერ შუაში ხარ,უბრალოდ გისმენდი და მივხვდი რომ ეხლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა.როგორც იქნა ამდენი წლის წვალების შემდეგ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადა და შემიძლია უკვე ღიად ვიბრძოლო.ბევრი რამ მეც ვიცოდი მაგრამ ამდენი არა რაც შენ მითხარი.მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ და ასე მეხმარები.ეხლა ნამდვილად არ მივცემ უფლებას მშვიდად იცხოვრონ. ყველას ამოვალპობ ციხესი ვინც ჩემი მშობლები მოკლა,არავის არ დავინდობ.- ისეთი ემოციით ყვებოდა მჟავია კაპანაძე მის ტკივილს გრძნობდა და მასთან ერთად განიცდიდა.
-ყველაფერში დაგეხმარები თუ რამეში დაგჭირდი.-უთხრა ლადომ მირანდას.
-მადლობა ლადო,შენ უკვე საკმაოდ დამეხმარე.ეხლა სახლში მინდა წასვლა და დასვენება.-მანქანისკენ წავიდა მჟავია.
-კარგი წავიდეთ,მე უკან გამოგყვები.-ორივე თავიანთ მანქანებში ჩაჯდნენ და მირანდას სახლისკენ წავიდნენ.იქ კი ეზოში მანქანას მიყრდნობილი სანდრო იდგა და გოგოს გამოჩენას ელოდა,რადგან იცოდა სახლში არ იყო,მისი ფანჯრები მთლიანად ჩაბნელებული იყო.ცოტა ხანსი ეზოში მირანდას მანქანაც გამოჩნდა,მის უკან კი ლადოს მანქანა.ორივემ ერთდროულად გააჩერეს და მანქანიდან გადმოვიდნენს.სანდრო არც ერთს არ შეუმჩნევიათ.
-ეხლა შეგიძლია წახვიდე,სახლში ჩემითაც ავალ.-მხიარულად უთხრა გოგომ კაპანაძეს.
-დაცვამ თავისი საქმე შეასრულა.-გაეხუმრა ბიჭიც და გოგო გულში მაგრად ჩაიკრა.ეს სცენა გიორგაძეს არ გამოპარვია და ეჭვიანობამ გონება დაუბინდა. როგორ უნდოდა ეხლა იმ ვაჟის ადგილას თვითონ ყოფილიყო და ისე მაგრად ჩაეკრა მჟავია გულში რომ აღარასოდეს მოეშორებინა.მირანდამაც შემოხვია ხელები ლადოს სხეულზე და მის მკლავებში გაიყურსა.ბოლოს როგორც იქნა მოსორდნენ ერთმანეთს,გადაკოცნეს და დაემსვიდობნენ.
-მიყვარხარ მირა.-წასვლისას მიაძახა ლადომ და მანქანასი ჩაჯდა.
-მეც მიყვარხარ ლაად.-მხიარულად მიაძახა უკვე მიმავალ კაპანაძეს გოგომ და სადარბაზოსკენ წავიდა.
სანდრო კი ამ სცენას შორიდან უყურებდა,თავიდან იფიქრა ვერც კი დამინახაო მაგრამ როდესაც მირანდას გაოცებული თვალები შენიშნა მიხვდა რომ სეცდა.
-შენ აქ რა გინდა?-ცივად ჰკითხა გოგომ.
-უკვე არაფერი.-ასევე ცივად უპასუხა ვაჟმა.მირანდას არაფერი უკითხავს მეტი,გზა განაგრძო სახლისაკენ,როდესაც გიორგაძის ცინიკურად ნატქვამი სიტყვები მოესმა ზურგს უკან.
-აი,თურმე ვის გამო მითხარი უარი.ეს გიყვარს?-და ხელი ეზოდან გასული ლადოსკენ გაიშვირა.-მაგარია,ძალიან მაგარი.-მჟავია არც კი გაჩერებულა,გზა განაგრძო და სახლში ავიდა.სანდრო კი სულ მთლად განადგურებული და ეჭვებით სავსე დატოვა.
...
ანამ ბექამ მშობლებთან მიიყვანა თვითონ კი სამსახურში წავიდა.ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს აცდენდა და ასეც არ შეიძლებოდა.ყველაფერი ლექსოს და ლევანის კისერზე იყო.რცხვენოდა ძმაკაცების მაგრამ ეს მისდა უნებურად ხდებოდა.ანა კი მშობლებთან ყოფნით ტკბებოდა.მზია სამზარეულოში შევიდა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.ნოდარი დივანზე იჯდა,ანას მის კალთაში თავი ჩაედო და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს.
-მამი მომიყევი აბა როგორ ხარ?რამდენი ხანია მე და შენ აღარ გვისაუბრია.-უთხრა ნოდარმა შვილს და თმებზე მოეფერა.
-რა ვიცი აბა მამა,ვტკბები ზაფხულის არდადეგებით და ვარ რა,ვერთობი მეგობრებთან და....-დანარჩენი აღარ გააგრძელა ბექაურმა.
-დააა რაააა?-ეშმაკურად გაერიმა მამას და შვილის გაბრწყინებულ თვალებს მოჰკრა თვალი,სადაც ჭინკებს უკვე ფერხული გაემართათ.
-დააა...ოო,კაი რა მამა შენც ხომ კარგად იციი და რატომ გინდა რომ მათქმევინო?-თითქოს დაიმორცხვა უმცროსმა ბექაურმა და თვალი მოაცილა მამას მზერას.
-მოკლედ შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი რა.შენ არ გითქვამს ჩემთვის არაფერი და საიდან უნდა ვიცოდე რამე?-უთხრა ნოდარმა.
-შენ ხომ ჩემი მამიკო ხარ და ყოველთვის ყველაფერი იცი.-მხიარულად უთხრა ანამ და მამას ლოყაზე აკოცა.-და მაინც საიდან გაიგე?-აინტერესებდა საიდან იცოდა ნოდარმა ბექას შესახებ.
-თვალებმა გაგცეს,თვალებმა ჩემო ლამაზო გოგო.-ცხვირზე ნაზად დაჰკრა ანას თითი და გაუღიმა.
-შენ ყოველთვის ყველაფერს ხედავ მამა ჩემს თვალებში.-ეგონა მამა ეხლაც გაიგებს ჩემი ტკივილის ამბავსო და თვალი აარიდა,არ უნდოდა ეს ამბავი მეგობრების გარდა ვინმეს სცოდნოდა.
-ეხლა კი ვხედავ რომ შენს თვალებში დიდი ტკივილი და სევდაა.არ მეტყვი რატომ?იქნებ შევძლო და დაგეხმარო?-მაინც ვერ გამოაპარა მამას მისი სევდის ამბავი,მაგრამ სიმართლეს ვერ ეტყოდა,ეს გამორიცხული იყო.
-არაფერია მა.ხომ იცი მე რომ რამე მიჭირდეს მაშინვე გეტყოდი,უბრალოდ მეგობარს ააქვს რაღაც პრობლემები და მაგაზე ვდარდობ.-მაშინვე მოიგონა ტყუილი მამის დასამსვიდებლად.
-ვხვდები რომ ეს მხოლოდ მეგობარს არ ეხება,მაგრამ თუ საუბარი არ გსურს,იყოს ეგრე როცა მიხვდები რომ ჩემთვის გულის გადაშლა გინდა მე ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო და დაგეხმარო.-უთხრა ნოდარმა და შვილი გულში ჩაიკრა. ესიამოვნა მამის სიტყვები და ის სითბო რაც მისგან მოდიოდა.იცოდა რომ მამის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონოდა მაგრამ ეხლა ვერ ეტყოდა ვერაფერს,არ უნდოდა ტყუილად ენერვიულა.თან ის ბიჭი უკვე დაჭერილი იყო და მამა ვერაფერს ვერ იზამდა სხვას.დანარჩენს პოლიცია მიხედავდა.ამასობაში მზიაც ლანგრით ხელში ოთახში შემოვიდა.ჩაი და ტკბილეული შემოიტანა და იქვე პატარა მაგიდაზე დადო.ნოდარს და ანას მიაწოდა ფინჯნები და თვითონაც დივანზე მოთავსდა.ანა შუაში მოექცა და მშობლებს მიეხუტა.რამდენი ხანია ასე არ ყოფილან ერთად. მოენატრა ეს სითბო და ეს გარემო.მზია არასოდეს გამოხატავდა ისე სითბოს როგორც ნოდარი,მაგრამ ანამ იცოდა რომ არც დედას უყვარდა ნაკლებად.ჩაი დალია,დედას მუხლეზე თავი დაადო და ასე გემრიელად ჩაეძინა.ჯერ ბექა მაინც არ მოვიდოდა მუშაობდა ამიტომ შეეძლო მშვიდად ეძინა დედის კალთაში,ისე როგორც ბავსვობაში იძინებდა.ნოდარმა ცოლს ხელი მოჰხვია და შუბლზე აკოცა. ისეთი მშვიდი და სასიამოვნო საღამო იყო რომ გამეორებაზე უარს არ იტყოდნენ. თითქოს სევდა შემოაწვა მზიას,იცოდა რომ ანა მალე გაუფრინდებოდა სახლიდან და დარჩებოდნენ ის და ნოდარი მარტო.ეხლა ნანობდასავით მეუღლეს რომ არ დაუჯერა და მეორე შვილი არ გააჩინა.მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო.უკვე ამხელა შვილი ჰყავდათ,რაღა დროს მეორე შვილზე ფიქრი იყო.შვილს ხვეულ თმებზე ეფერებოდა და სასიამოვნო მოგონებებში იძირებოდა.
...
ლევანმა მეგობრებს სამსახურიდან ადრე წასვლა სთხოვა და მათაც უარი არ უთქვამთ.დრო იყო მასაც დაესვენა.მაშინვე ყვავილების მაღაზიაში წავიდა.დიდი გვირილების თაიგული იყიდა,იცოდა რომ ნიას მინდვრის ყვავილები ყველაზე ძალიან უყვარდა.მერე რსტორანში ორი ადგილი დაჯავშნა.ლამაზი ხედით ღამის თბილისით დასატკბობად და ნიას დაურეკა.
-8 ზე გამოგივლი ლამაზო და მზად დამხვდი.-მისალმების გარეშე ჩასძახა საცოლეს ტელეფონში.
-რა ხდება 8 ზე?-სულ აღარ ახსოვდა ვახშამი რომ მოსთხოვა ბიჭს.
-რა არ გახსოვს?-ჰკითხა ლევანმა ნიას.
-არა.-მართლა აღარ ახსოვდა გოგოს ეს დაპირება.
-ვახშამი რომ მომთხოვე წაყოლის სანაცვლოდ აღარ გახსოვს?-მისი სიტყვები შახსენა ძედგენიძემ.
-უი,სულ დამავიწყდა,შენ რა მართლა დაიჯერე?-უკვე გამხიარულდა ნია ამ ახალი ამბის გაგებისას და ცოტა გახუმრება სცადა საქმროსთან.
-აბა არ უნდა დამეჯერებინა?-გაიკვირვა ვაჟმა.
-არა,გაგეხუმრო.-სიცილს ძლივს იკავებდა ეხლა რომ წარმოიდგენდა ლევანის სახეს.
-აუ,ეს ნახე რა მეღადავება კიდეც.არ გინდა დანუ გინდა.ყველაფერს გავაუქმებ მაშინ.-ხუმრობაში ლევანის აჰყვა ისე რომ ნიას დაეჯერებინა მისი ნათქვამი და ვერაფერს მიმხვდარიყო.
-გააუქმე მერე.-არ ნებდებოდა ნიაც.
-კარგი.დაიცა გადავრეკავ ეხლავე.დროებით.-ტელეფონის გათიშვას აპირებდა ვაჟი როცა საცოლის სიცილი გაიგონა.
-შენ რა მართლა დაიჯერე რომ გაგაუქმებინებდი ამ ყვალფერს?-სულს ძლივს ითქვამდა მგალობლიშვილი.
-არა,უბრალოდ მეც აგყევი და შენ წამოეგე შენივე გადაგდებულ ანკესზე.-სიცილითვე უთხრა ბიჭმა.
-კაი.მასინ 8თვის მზად ვიქნები.მიყვარხარ ლევან.-სიყვარულით ჩასძახა ტელეფონში გოგომ.
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო გოგო.8ზე გამოგივლი.-ტეეფონი გათიშა ლევანმა და მანქანა სადარაზოსთან გააჩერა.გადმოვიდა,კიბეები მალე აირბინა და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.მალე მოწესრიგდა და ანასთან შესვლა გადაწყვიტა წასვლამდე. კარებზე ზარი დარეკა.კარი ნოდარმა გაუღო,მაშინვე ანა იკითხა მაგრამ კაცმა უთხრა რომ ანას ეძინა.ამიტომ ისევ სახლში ავიდა.ფიქრობდა როგრ გაახარებდა ნიას და სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა ტანში,მისი სახის წარმოდგენისას.სულ რაღაც ორ კვირასი ეს გოგო მისი ცოლი გახდებოდა და მთელი ცხოვრება გვერდით ეყოლებოდა.
...
ლექსო და ბექა სამსახურში იყვნენ და საქმესი მთლიანად ჩაფლულებს სხვა არაფერი ახსოვდათ.როდესაც შიმშილმა სერიოზულად შეაწუხათ,მხოლოდ მაშინ ინებეს საქმისთვის თავის დანებება და კაფეში ჩასვლა.საჭმელები აიღს და იქვე კუთხის მაგიდასთან ჩამოჯდნენ.
-ანა როგორაა?-საუბარი ლექსომ დაიწყო როგორც კი დაჯდნენ.
-ელა უკეთ.ვიცი რომ მაგრად უჭირს და ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო.-სევდიანად უპასუხა ბექამ.
-ვიი ძმაო.ადვილი არაა გოგოსთვის ასეთი რამის გადატანა,მაგრამ ჩვე ყველანი მხარში ამოვუდგებით და დავეხმარებით.თან ორ კვირაში ლევანის ქორწილია.ისე გადაერთვება ამ სამზადისში რომ ყველაფერი თავისთავად დაავიწყდება.-დაამშვიდა ძმაკაცი შამანაურმა.
-იმედია ძმაო.იმედია.-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გასვიანმა.
-შენსკენ რა ხდება?თეკო ხომ კარგადაა?-ეხლა ბექამ მოიკითხა გოგო.
-რავი თეკო კი კარგადაა მაგრამ სანდროა ცუდად.
-სანდროს რა სჭირს?
-შეყვარებულია ბიჭი და იტანჯება.-სიცილით უთხრა ლექსომ და წვენი მოსვა.
-მერე ეგ რა ცუდად ყოფნაა,მეც შემეშინდა მეთქი რამე სერიოზულია თქო.- გაეცინა ბექასაც.
-იცი ვინ უყვარს?-მაცდური კითვა დაუსვა ლექსომ.
-ვიინ?
-ვინ და მირანდა.
-ჩვენი მირანდა?არ არსებობს.-გაუკვირდა გასვიანს.
-თავიდანვე ვხვდებოდი,მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე ვერ წარმოვიდგენდი.-უცებ დასერიოზულდა შამანაური.
-რა ხდება ასეთი?მირანდასაც უყვარს?
-როგორც სანდროსთვის უთქვამს არა,მაგრამ ის დარწმუნებულია რომ უყვარს და არ ეუბნება.მოკლედ ჩახლარტული ამბავია რა.-გაეღიმა ლექსოს და საჭმლის ჭამა დაამთავრა.
-კაი,მოვჩთ ეხლა საუბარს,საქმე გველოდება თორემ აქედან შუაღამემდე ვერ გავალთ.-მხარზე დაკრა ძმაკაც ხელი და ასადგომად უბიძგა.ბექაც უკან მიჰყვა ბიჭს და ისევ კაბინეტში შეიკეტნენ საქმის დასამთავრებლად.გვიან ანამ დაურეკა შეხვედრა შეახსენა ბექას მაგრამ ბიჭს იმდენი საქმე ჰქონდა რომ დღეს ვერაფერს ვერ მოახერხებდა ამიტომ ეს განმარტოება ხვალინდელი დღისთვის გადადეს. სასიამოვნო საღამო უსურვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ.



№1  offline წევრი natia-natia

კარგია ♡♡♡♡

 


№2 სტუმარი darina

Au nu tanjavs ra es mirandac chems bichs, xom gitxari me gadmomigdemetqi, ar unda da nu unda, momenatra beqa da ana, ooo ukve mgonia rom irakli cocxalia, intrigebs gvixlartav ukve.

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

სანდრო ჩემია მაგრამ რადგან მირანდად უყვარს ჰა ჰა ჰა გავუყოფ მეოთხედს... :დდდდდ აუ ძალიან მომწონდ მე მაგათი მომენტები,სასიამოვნოდ მივლის ტანში ჟრუანტელი.ძალიან კარგია ველოდები გაგრძელებას.

 


№4  offline წევრი mako-makako

natia-natia
კარგია ♡♡♡♡

მადლობაა დიდი ნათი რომ ესე მოგწონს. love

darina
Au nu tanjavs ra es mirandac chems bichs, xom gitxari me gadmomigdemetqi, ar unda da nu unda, momenatra beqa da ana, ooo ukve mgonia rom irakli cocxalia, intrigebs gvixlartav ukve.

ხოო უნდა თუ არ უნდა ჯერ გასარკვევი ჩემო გოგო..ანა და ბექაზე შემდგე თავსი მიწერია და მალე დაგიბრუნდება ორივე.აი ინტრიგას კი რაც შეეხება ინტრიაა დიდიააა ააააქ wink

ლანა ცინცაძე
სანდრო ჩემია მაგრამ რადგან მირანდად უყვარს ჰა ჰა ჰა გავუყოფ მეოთხედს... :დდდდდ აუ ძალიან მომწონდ მე მაგათი მომენტები,სასიამოვნოდ მივლის ტანში ჟრუანტელი.ძალიან კარგია ველოდები გაგრძელებას.

მეც რაღაც განსხვავებულად არვიქვამ ამ წყვილს და საერთოდ ყველას სხვადასხვანაირად აღვიქვამ იმედია ერთი სტილის არ გამომდის არცერთი წყვილი,მინდა რომ ყველა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულები იყვნენ.გაგრძელება უკვე დავდე ჩემო გოგო
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი nina(nina)

რა მეთქმის უძალიანმაგრესი ხარ wink ძალიან მომწონს,ნამდვილად არ გავს არც ერთი გმირი ერთმანეთს,ნუ მე ვერ ვამსგავსებ და ... :) ძალიან კარგი ხარ,სხვა რა მეთქმის?? wink <3 <3 <3

 


№6  offline წევრი mako-makako

nina(nina)
რა მეთქმის უძალიანმაგრესი ხარ wink ძალიან მომწონს,ნამდვილად არ გავს არც ერთი გმირი ერთმანეთს,ნუ მე ვერ ვამსგავსებ და ... :) ძალიან კარგი ხარ,სხვა რა მეთქმის?? wink <3 <3 <3

მაადლობაააა ჩემო საყვარელო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.ძალიან მახარებ ყოველთვის შენი კომენტარეებით. winked
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent