შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი გამომძიებელი 4


5-02-2016, 15:11
ავტორი teddy))
ნანახია 3 335

აივნიდან ვიხედები და ვის ვხედავ! ამას აქ რა უნდა? ჩემსავთ გამოძიებას ატარებს? ალბათ, უკვე მიხვდით ვისზეა საუბარია! ეს თვით უცნობია! დიახ, დიახ! ვიწევი კარგად, რომ დავინახო
და მთელი ძალით წინ მივდივარ. კიდევ კარგი ვასწრებ და მოაჯირს ვეჭიდები. დაკივლებაც მოვაწარი და გულამოვარდნილი შევდივარ შიგნით. ღირდა, იმ ვაჟბატონის გამო თავის საფრთხეში ჩაგდება?! ,,ღირდა, ღირდა!" ღაღადებს ჩემი მეორე მე. ნეტავ აქ რა უნდა? ჩემი ცნობისმოყვარეობა თავს იჩენს. ინტერნეტ სივრცეში მაინც მოვძებნიდი, სახელი და გვარი, რომ მცოდნოდა! არაუშავს, სოფია! შენ არ იდარდო, მალე გაიგებ სახელს!
***
ბანკში შევდივარ და დიანა ჩემთან მორბის:
-იცი, უფროსის ქორწილში ვართ დაპატიჟებულები.-გახარებული ამბობს.
-მართლა? როდის? -ვკითხულობ მე.
-რა დროს ეს არის! არ გაინტერესებს ვინ გახდება მეუღლე?! გახოსოვს იმ დღეს, ქერა გოგო, რომ შემოვიდა აი ეგ.-ამთავრებს ახსნას დიანა.
-საიდან უნდა მახსოვდეს იმ დღეს ვინ შემოვიდა?!-ვეკითხები მე.
-კარგი რაა! შენ ეგეთ რაღაცეებს სულ არ აქცევ ყურადღებას. -წყენით მეუბნება და თავისი ადგილისკენ მიდის. მხრებს ვიჩეჩავ და მეც ჩემი სკამისკენ მივემართები. მალე კლიენტიც მოდის და სესხს ვუკეთებ.
-ცოტახანი დამელოდეთ, თქვენს საბუთებს მეორე სართულზე ავიტან.-ვეუბნები და ვდგები. კიბეებზე ავდივარ და ჩემს წინ ის უცნობი დგას. ვათვალიერებ და ვაკვირდები. ჩემსკენ ტრიალდება და ჯერ ირონიულ მზერით მასაჩუქრებს, შემდეგ კი გზას მითმობს. მეც ვცდილობ რაც შეიძლება მოხერხებულად გავიარო და თავდაჭერილად მივდივარ, მაგრამ ძირს დაგდებულ რაღაც ნივთს ფეხს ვკრავ და უკან ვეშვები. მაგრამ გადავრჩი, ვიღაცას დავუჭერივარ. მაგრამ ვიღაცას არა! შევხედე მას და ჯერ ჩემი თავი გავლანძე, მერე კი გავწითლდი. მე ხომ მის გამო ვცდილობდი, ყოველი მოუხერხებლობის გარეშე გამევლო! რატომ მაინც და მაინც მის თვალწინ?!
-დიდხანს აპირებ ასე ყოფნას თუ გამანთავისუფლებ?!-ამ ბიჭს ლატარეაში ერგო ირონიული მზერა?!ვუბღვერ და წინ მივდივარ. ვცდილობ ისევ საფრთხეში არ ჩავიგდო თავი. ხომ შემეძლო სახელი მეკითხა?! მაგრამ არა! მე კი არ შევეკითხები, არამედ ჩემი გამოძიებით გავიგებ! მშვიდობით მივაღწიე დანიშნულების ადგილს და საბუთები ჩავაბარე. პირველ სართულზე ჩავედი და კვლავ კლიენტის მომსახურეობას შევუდექი.
***
სახლში მივიდვარ და ჩემი კორპუსის ცოტა მოშორებით უცნობ-ნაცნობის მანქანას ვხედავ. დიახ, მანქანას! ჩემი დიდი გამოძიების შედეგად გავარკვიე, თუ რომელი მანქანა ეკუთვნოდა. მეორე სადარბაზოსკენ მიდის და მეც მას მივყვები. ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ხელს მიშლის და ფეხზე ვიხდი. რას არ გაგაკეთებინებს, ეს უცნობი?! რაღაცას ფეხს ვადგამ და ფეხიც მეჭრება.
-მიშველეთ!-ვყვირივარ მე. სისხლის დანახვისას შეიძლება გული წამივიდეს ისე მეშინია.
მახოსვს ბავშობაში დამალობანას ვთამაშობდი და ხესთან ვიმალებოდი. დასტუკების დრო, როდესაც მოვიდა გავიქეცი და ქვას ფეხი წამოვკარი. არც ნაკლები და არც მეტი, ენით ჩავერჭე ამოთხრილ ორმოში.
ის ვაჟბატონი ჩემსკენ იხედება და მოდის:
-ახლა რაღა დაგემართა?-მეკითხება ის და თან სათვალეს იხსნის. ახლა?! ანუ რა გამოდის, რომ მამჩნევდა. სიხარულისგან ცეკვას დავიწყებდი, სისხლი ხელს, რომ არ მიშლიდეს.
-ვერ ხედავ?! -ვეკითხები მე და რამისაა ტირილი მოვრთო.
-უბრალოდ ნაკაწრია!-ამბობს ის. ხოო, მართლა?! სისხლს ვერ ხედავს ვითომ?! თავხედი!
-ვერ ხედავ, რომ სისხლია?!-ვეკითხები და ხელს ვიშვერ.
-მალე ამოხვალ ლაშა?-თეთრ ფერში შეღებილ აივნიდან უცხო გოგონა იძახის. რაა? ანუ რა გამოდის, რომ ამ უცნობს ლაშა ქვია?! ჩემი გამოძებიდან თუ შემთხვევითობამ უკვე სახელიც გამაგებინა. ასეც ასე! რამდენადაც მოუხერხებელი არ უნდა ვიყო, ჩემს გამოძიებას არ შევწყვეტ. მაგრამ, ეს გოგონა ვინ არის?! ახლა უნდა ვიეჭვიანო, თუ ჯერ ადრეა? ვეკითხები ჩემს თავს.
-წამოდი დაგეხმარები!-მეუბნება უცნობი, ახლა კი უკვე ლაშა.
-ხელი გამიშვი!-ვიშორებ და ჩემი სახლისკენ ისე მივდივარ, სულ გადამავიწყდა ნაკაწრი.
***
უკვე მერამდენედ უნდა ვხედავდე ერთად ლაშას და იმ წითურ გოგონას?! მგონი ლაშას გამოძებას ძალიან შევეჩვიე და ღრმად შევტოპე. ის ხომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანია. მაგრამ, არა! დაწყებული საქმე, ბოლომდე უნდა მივიყვანო!
---------------------------------------------------------------
დავდე მეოთხე თავი. იმედია მოგწონთ და შემაფასებთ! გმადლობთ ვინც კითხულობთ!
მოუხერხებელი გამომძიებელი 4



№1  offline წევრი kiko

ვაიმეე ეს საწყალი:დდდ ლაშა? უკვე ჩამითრია ამ ამბავმა :დ <3 <3

 


№2  offline მოდერი sopiko

ვაჰ, ვაჰ! არ უნდა შეეშვას ამ საქმეს სოფიო, თორემ გადავუხტები ახლა :-D რა უიღბლოა ეს საწყალი ჩემსავით... ღიმილით ვკითხულობდი მთელ თავს და ისე მალე ჩავედი ბოლოში, გაგრძელებას ვეძებდი კომენტარებში ვეძებდი. ყოჩაღი გოგო ხარ და ნიჭიერი ♥

 


№3  offline წევრი teddy))

kiko
ვაიმეე ეს საწყალი:დდდ ლაშა? უკვე ჩამითრია ამ ამბავმა :დ <3 <3

sopiko
ვაჰ, ვაჰ! არ უნდა შეეშვას ამ საქმეს სოფიო, თორემ გადავუხტები ახლა :-D რა უიღბლოა ეს საწყალი ჩემსავით... ღიმილით ვკითხულობდი მთელ თავს და ისე მალე ჩავედი ბოლოში, გაგრძელებას ვეძებდი კომენტარებში ვეძებდი. ყოჩაღი გოგო ხარ და ნიჭიერი ♥

გმადლობთ! ძალიან მახარებთ, ჩემო საყვარლებოო! love love love

 


№4 სტუმარი A

Dzalian chamitria am istoriam da male ganagrdze ra. Dzalian mecodeba es gogo alalad.

 


№5  offline წევრი Crystal

მთლიანობაში კარგი ისტორიაა,მაგრამ ამდენი წაქცევები,შეჯახებები და წყლის გადასხმები ცოტა არიყოს ზედმეტად მეჩვენება,ისე პერსონაჟები და შინაარსი ძალიან მომწონს <3

 


№6  offline წევრი teddy))

A
Dzalian chamitria am istoriam da male ganagrdze ra. Dzalian mecodeba es gogo alalad.

გმადლობ, რომ მაფასებ და მახარებ შენი კომენტარებით! love

Crystal
მთლიანობაში კარგი ისტორიაა,მაგრამ ამდენი წაქცევები,შეჯახებები და წყლის გადასხმები ცოტა არიყოს ზედმეტად მეჩვენება,ისე პერსონაჟები და შინაარსი ძალიან მომწონს <3

გმადლობ, საყვარელო! არსებობს lol სოფიკო კობლიშვილს ვუძღვნი ამ ისტორიას და ზუსტად ეგეთია wink სულ ფეხი უბრუნდება და მოუხერხებელია lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent