ბედისწერას ვერსად გაექცევი -9-
იმ დღის მერე თითქოსდა ყველაფერი გაუფერულდა. ანი აღარ იყო ისეთი მხიარული, სულ კითხულობდა და ოთახიდან არ გამოდიოდა. ალექსანდრე ენატრებოდა, როგორ უნდოდა ენახა ან დაერეკა და მისი ხმა გაეგო, ყველაფერს გაიღებდა ოღონდ კიდევ ენახა. ზარებს არ პასუხობდა. თორნიკე სულ მის გამხიარულებას ცდილობდა, ერთხელაც გაბრაზებულმა უთხრა: - გოგო ახლა იმ ბიჭის გამო სულ ესე უნდა იყო? სადაა ჩემი ანი, ჩემი მხიარული გოგო, დაბრუნდი ამქვეყნად! - თორნიკე შენ გგონია მომწონს ესე ყოფნა? უბრალოდ არ შემიძლია. მაკლია ის იდიოტი. -გამაგიჟებ ანი, ჩამოვა რა რა გჭირს. -რომ ჩამოვა მე აღარ ვემახსოვრები. -აბა კიი შენ ვინ დაგივიწყებს ქალააავ. უთხრა თოკომ სიცილით, ანის გაეცინა. -მასე გოგო რაა გამოაჩინე კბილები. ანის კიდევ გაეცინა, მაგრამ თოკოს დაურეკეს და წასვლა მოუხდა, ანი კი ისევ ოთახში შევიდა. გავიდა სამი დღე. ანი ისევ უიმედოდ და მოწყენილმა დაიძინა. დილის 8საათი, კარებზე ზარია. ანი სახლში მარტო იყო, ძლივს ადგა და კარები გააღო. -ანი ბურდული თქვრნ ბრძანდებით? -დიახ. მძინარე ხმით უთხრა ანიმ. -თქვენს სახელზე ვარდებია, გთხოვთ ხელი მომიწეროთ. ანის გაუკვირდა და უცბად გამოფხიზლდა. სახლში ყვავილების შემოტანა დაიწყეს. წითელი, ლურჯი, თეთრი ვარდები, არ მთავრდებოდა. -ვისგან არის? იკითხა გაკვირვებულმა. -არ ვიცი, უთხრა კურიერმა და წავიდა. ანიმ კარები დახურა და ოთახს თვალი მოავლო. გაკვირვებული და გახარებული მიუახლოვდა ვარდებს და მათი სურნელება შეიგრძნო. - კი მაგრამ ვინ უნდა იყო? ფიქრობდა და ეს ფიქრი ღრღნიდა. -ალექსანდრე? არა! ის არ იქნებოდა, ის ხომ აქ არ არის. არა... ვარდები მისი სტილი არაა. მაგრამ ვინ უნდა იყოს სხვა? შემდეგ თაიგულების თვლა დაიწყო 54ზე რომ ავიდა დაიღალა და სავარძელში გადაწვა. - ვაახ ვინ უნდა იყოს. ამოიოხრა მან და ოთახში გაბრუნდა ძილის შესაბრუნებლად. გვიან გაეღვიძა მშობლები უკვე სახლშო იყვნენ. ოთახიდან რომ გამოვიდა ისევ ვარდები შეეჩეხა წინ დედამისმა კითხა: - დედი რა იყო რაამბავია? ვინ გამოგიგზავნა? -რავიცი მეე დეე. -რა არ იცი გოგო ამდენი ვარდი მოგიტანეს და არ იცი ვისგანაა? -აუ არ ვიცი და რა გავაკეთოო რააა. - ის ხომ არაა სამი წლის უკან რომ მოსწონდი. ანიმ გადაიხარხარა. - ვაიი დედა რას არ გაიხსენებ ხოლმე, ცოლი ყავს მაგას. -დედიკო გაარკვიე რა ვინაა; -კაიჰ. ჩაიცინა ანიმ და მამასთან მივიდა. -მა ნახე რამდენი ვარდია? ფარული თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. თქვა ანიმ სიცილით. - ვიღაცას ძალიან მოსწონხარ მაამ. -მააშ როგორ გგონია ირაკლი ბურდულის გოგო ვარ! თქვა ანიმ და მამას აკოცა. მერე გემრიელად მიირთვა, ვარდების ამბავი გოგოებს გააგებინა, თოკოსაც დაურეკა. ბოლოს ისევ ალექსანდრეზე დაიწყო ფიქრი და მოიწყინა. -ბედისწერას ვერ გავექცევი, დაბრუნდი გთხოვ. თქვა თავისთვის და ცრემლები წამოუვიდა. მერე თავის თავზე გაბრაზდა. - ვიღაცას ხომ არ გადავყვები. ცხოვრება გრძელდება, მასაც დავივიწყებ. თქვა და წამოდგა, გამოიცვალა და დარბაზში წავიდა საცეკვაოდ. სამი საათი დაჰყო დარბაზში ბევრი იცეკვა, რაღაც ცეკვები დადგა, დაიცალა ემოციებისგან, ენერგიისგან და სახლში დაბრუნდა დაქანცული. იბანავა, მოწესრიგდა და გერმანიაში წასვლის გეგმებს აწყობდა. ორი კვირა და გამგზავრება მოუწევდა. საღამოს ისევ მოვიდა კურიერი. კარები ანის დედამ გააღო. - ანი ბურდული აქ ცხოვრობს? იკითხა კურიერმა -დიახ, უთხრა გაღიმებულმა და ანის დაუძახა. - თქვენს სახელზე ეს საჩუქარია, გთხოვთ ხელი მოაწეროთ. -ვისგანა არ იცით? -არა არ ვიცი - და საიდან არის ტერიტორიულად შეკვეთილი? - თბილისიდან. -კარგით მადლობა, ნახვამდის. უთხრა ანიმ და სახლში შევიდა. ამანათი გახსნა, სადაც ულამაზესი ყელსაბამი იდო სვაროვსკის თვლებით. -ვაუ. წამოიძახა აღფრთოვანებულმა ანიმ. - რა ლამაზია, გაიკეთე აბა. უთხრა დედამ.ანის კოლიე ძალიან მოუხდა. უფრო მეტად დაინტრიგდა, მაგრამ არ ჰქონდა იმის გარკვევის თავი თუ ვინ იყო საჩუქრების ავტორი. -ძალიან ლამაზია დე. ვინ უნდა გჩუქნიდეს ესეთ საჩუქრებს? ჩემი ლამაზი გოგო,აუცილებლად უნდა გაიგო ვინ არის. უთხრა დედამ მხიარული ხმით და საქმეებს შეუდგა. ანიმ ახლა კოლიეს ამბავი გააგებინა გოგოებს. - ვააუუ რა ლამაზია და ვინ უნდა იყოს ნეტაავ? უთხრა გაოცებულმა ნინიმ. -ეეჰ არ ვიცი, გამოჩნდება ადრე თუ გვიან. - აან... ალექს... -არა. გააწყვეტინა ანიმ. ეგ არ არის. თბილისში არ არის ხოიცი სადღაც გაემგზავრა, საჩუქარი კი აქედან გამოაგზავნეს. -ჰომ კაია, არ გაინტერესებს ვინაა? -რავი აბა. - რა რავი მიდი მიდექი-მოდექი შენებურად გაიგე ვინაა. - აუუ მეზარება რა გამოჩნდება "ფარული თაყვანისმცემელი" აბა რას იზამს. მეორე დღეს კი კარებთან ტკბილეული დახვდა. - მმ ტკბილი კაიაა, ჩავახრამუნებ. თქვა ანიმ სიცილით და სახლში შეიტანა. - კიდევ ერთი საჩუქარი? ანი გაარკვიე ვინაა, იცოდე შენი თავი არ მომტაცონ. უთხრა მამამ. - უიმეე მომიტაცონ არა კვახიი -იცოდე წესიერად იყავი. ორ საათში მივდივართ სტუმრად. -საად? - ჩემმა კლასელმა დამპატიჟა ოჯახით და შენც ხო წამოხვალ? - კიი მამ აბა რას ვიზამ და რომელი კლასელი? -არ იცნობ შენ. გვიან გადმოვიდა ჩვენთან სკოლაში და. - აჰ კაი მაშინ გავემზადები და. ანი შევიდა, კლასიკურად ჩიაცვა, თმა ლამაზად გაიკეთა და თოვლივით ქათქათა ყელზე გუშინდელი საჩუქარი გაიკეთა, რომელმაც საბოლოოდ დაამშვენა. - რა ლამაზი ხარ დეეე. - დიდი არაფერი ჩვეულებრვად ვარ. - მოგვტაცებენ ამ გოგოს ირაკლიი. -კაი რა დედა. უთხრა ანიმ სიცილით . - ნახე კოლიეც გაუკეთებიაო. --რატომაც არა, ლამაზია უთხრა ანიმ. - ჰე წავედით. თქვა ირაკლიმ და სახლიდან გავიდნენ. ანიმ სახლი რომ დაინახა კინაღამ ტირილი დაიწყო. ალექსანდრეს სახლი იყო. ნუთუ ალექსანდრეს მამა მამამისის კლასელი იყო? უნდოდა გაქცეულიყო. არ უნდოდა იმ სახლში შესვლა, მაგრამ ახლა გვიანი იყო. ძალა მოიკრიბა და გაღიმებული გაჰყვა მშობლებს. სახლში შევიდნენ. ანის ფეხები უკანკალებდა. მისაღებში შევიდნენ და სუფრასთან დასხდნენ. სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. -რა კარგი გოგო გყოლია, სად სწავლობ? კითხა ნათიამ ანის. - ბაკალავრი დავამთავრე და ახლა თვის ბოლოს მივემგზავრები გერმანიაში მაგისტრატურაზე. -ძალიან კარგია. საუბარი დიდხანს გაგრძელდა. ანი კი უფრო მეტად ღელავდა. -აი ჩემი ბიჭიც მოვიდა. თქვა დემეტრემ, ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს მიუახლოვდა. ანიმ ფერი დაკარგა. ნუთუ მოესმა? ალექსანდრე მაგიდას მიუახლოვდა, ანის მშობლებს გაეცნო და ანისთანაც მივიდა. მისი ნაზი ხელი დაიჭირა, რომელიც მღელვარებისგან კანკალებდა. ალექსანდრემ ეს შენიშნა და თვითონაც აღელდა. ანის წინ დაჯდა. გაგრძელდა საუბარი, ახლა ალექსანდრეს შესახებ საუბრობდნენ, მაგრამ ანის არაფერი ესმოდა, თავბრუ ეხვეოდა, ბოლოს ბოდიში მოიხადა, წამოდგა და აბაზანაში გავიდა. ძლივს სუნთქვადა, უნდოდა ეყვრილა, ალექსანდრე მოეკლა, რატომ მოატყუე? რატომ? თუ მოშორება უნდოდა სხვა გზით მოეშორებინა. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს თამაში. ანი აღელვებული აქეთ-იქით დადიოდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გაღიმებული დაბრუნდა სუფრასთან. -ალექსანდრე დაათვალიერებინე სახლი ანის. უთხრა დემეტრემ თავის შვილს. ალექსანდრემ გაუღიმა, თანხმობის ნიშნად წამოდგა და ანის მიუახლოვდა. ანი სუფრიდან გაღიმებული წამოდგა და მას გაჰყვა. სახლიდან გავიდნენ. ალექსანდრეს ხელის მოკიდება სურდა, მაგრამ ანი გაიწია. -არ გაბედო და არ შემეხო! უთხრა მკაცრად -რა გჭირს? - კიდე მე რა მჭირს? როდემდე უნდა მეთამაშო? რატომ მომატყუე? ანიმ ყვირილი დაიწყო. - ნუ ყვირი, მიუახლოვდა ალექსანდრე მას. -ყელში ამოვიდა შენი ხრიკები, ეტყობა რომ ვერ შემაბი, ჩემი თავიდან მოშორება ასეთი ტყუილით გადაწყვიტე, მაგრამ ისიც უნდა გცოდნოდა, რომ არ გამოგეკიდებოდი,ჩემთვის არაფერს წარმოადგენ, არარაობა ხარ! უთხრა გამწარებულმა ანიმ. ალექსანდრეს ეს სიტყვები გულში მოხვდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. -ლამაზი ყელსაბამია.. უთხრა ალექსანდრემ ალმაცერად. ანის პასუხი არ გაუცია და გზა გააგრძელა. ალექსანდრეს უნდოდა ეთქვა რომ ეს საჩუქარი მისი გამოგზავნილი იყო, მაგრამ თავი შეიკავა. - ანი მელაპარაკე! უთხრა გაბრაზებულმა. - თორემ? ალექსანდრე გაბრაზდა და ანი კედელზე მიაჯახა. - შენ არ იცი რას წარმოვადგენ. არ გირჩევ ჩემთან თამაშს. წესიერად მოიქეცი, თორემ ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვიქნები. - არამზადავ! ეს იდიოტური თამაში შენ დაიწყე, მაგრამ იმდენს ვერ ხვდები, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვარ. ისიც კი ვერ გათვალე რომ ფანჯარა ჩაგეკეტა, ოთახში რომ ჩამკეტე, ალბად იფიქრე ვერ გადაძვრებაო ან არც გიფიქრია მაგაზე! თავში ავარდნილი ბიჭი ხარ, რომელსაც გონია ყველა გოგო მის გარშემო იტრიალებს. მე კი არა შენ არ მიცნობ! არ იცი... ალექსანდრემ ანის ლაპარაკი აღარ დააცადა და ანის ტუჩებზე დააცხრა. ანის ისე სიამოვნებდა მისი შეხება, ეს კოცნა, მაგრტამ ახლა ამის დრო არ იყო, არ უნდა გამოემჟღავნებინა თავისი გრძნობები. გამოფხიზლდა და ალექსანდრეს საამაყო ადგილზე ამოსცხო ფეხი. -შენიიი ****. დაიყვირა გამწარებულმა ალექსანდრემ. ანი სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა სახლში, კინაღამ სიცილი აუტყდა, მაგრამ თავი დაიმშვიდა. - ალექსანდრე სად არის? იკითხა დედამისმა. -გარეთ დარჩა. უპასუხა ანიმ და მათ შეუერთდა. ათი წუთის შემდეგ ალექსანდრე სახლში დაბრუნდა და კაცებს შეუერთდა, თან გამწარებული უყურებდა ანის. ანი კი მას ყურადღებას არ აქცევდა. წასვლის დროც მოვიდა, ყველა გარეთ გავიდა, ანიც გადიოდა, მაგრამ ალექსანდრემ შეარჩია. - ამ საქციელისთვის დაისჯები. ჩასჩურჩულა ანის და მიაჩერდა მას. ანიმ მზერა მის თვალებს ძლივს მოსწყვიტა, როგორ უნდოდა კიდევ ეკოცნა. ანი გარეთ გავიდა, მის მშობლრბს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. -რა კარგი ოჯახია. შვილიც რა კარგი ყავთ. თქვა ანის დედამ მანქანაში. - კარგი ბიჭია, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი დაემოწმა ირაკლი. -ანი შენ რას იტყვი? -ჩვეულებრივი ბიჭია. -გადამრევს ეს გოგო. სახლში დაბრუნდნენ, ანიმ ჯერ თოკოს, მერე ნინის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა,მაგრამ თოკოს კოცნის ამბავი დაუმალა. - არაა რაა შენი ბედია ეგ ბიჭი. თქვა ნინიმ. -ვაიმეე მოკეტეე, თორე ფეხით ჩამოვალ მანდ და ამოგაძრობ ენას. უპასუხა ანიმ სიცილით. -ქორწილიაა,ქეიფიაა გრიალიიი.... წავედი ან ახლა მე ვისწავლო და აბა შენ იციი უჩემოდ არ გათხოვდე. -აუუ გამასწარიი,წადიიი. უთხრა ანიმ. ღამე ფიქრებში გაატარა. ......................... ესეც მეცხრე თავი. აბა რას იტყვით? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.