შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 38


5-02-2016, 22:57
ავტორი mako-makako
ნანახია 2 047

მჟავიამ კარი გაარო და იქვე ჩაიკეცა.ემოციებისგან იმდენად გადაიღალა რომ მეტს ვეღარ გაუძლო.უგონოდ დაეცა ძირს.მისდა ბედად მეზობელი გამოვიდა სახლიდან ნაგვის გადასაყრელად და გულწასული გოგოს დანახვაზე მაშინვე კივილი მორთო. სანდრო ეზოში იდგა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,როდესაც ქალის კივილი გაიგონა.წუთითაც კი არ დაფიქრებულა ისე შევარდა სადარბაზოში და კიბეები აირბინა იქამდე სანამ ქალის ხმა ახლოს არ მოესმა.მირანდას სართულზე ადიოდა უკვე როდესაც რამდენიმე ადამიანი დაინახა ქალის სახლის წინ მოტრიალე.ბრბო მალე გაარღვია და ძირს დაცემული მჟავიაც გამოჩნდა.რომელსაც სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდა.მაშინვე მივარდა გოგოს ხელში აიტაცა და კიბეები სულ სირბილით ჩაიარა.ყურადღება არ მიუქცევია გაკვირვებული მეზობლების მზერისთვის და მისი მისამართით ათასი დასმული კითხვისთვის ვინ იყო?საიდან იცნობდა მირანდას?მეგობარი იყო თუ შეყვარებული?ეხლა მხოლოდ მირანდაზე ფიქრობდა და ერთი სული ჰქონდა საავადმყოფომდე მალე მიეყვანა.მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა,თვითონ კი გიჟივით ეცა საჭეს.ისე მიაქროლებდა მანქანას რომ ნახევარ საათში დასაფარი დრო 15 წუთში დაფარა.გიჟივით შევარდა საავადმყოფოს ეზოში და მასინვე ყვირილი დაიწყო.
-ექიმი,ექიმს დაუძახეთ სასწრაფოდ,გოგონაა ცუდად.-მაშინვე მედ პერსონალი დაეხვია თავს,მირანდა საკაცეზე დააწვინეს და საპროცედუროში შეიყვანეს. სანდრო კი დერეფანსი დატოვეს.ბოლთას სცემდა დერეფანში და ნერვებისგან თითებს იჭამდა.
-ოღონდ არაფერი მოუვიდეს,ოღონდ კარგად იყოს და სულ გავქრები მისი ცხოვრებიდან,ღმერთო გევერდები გადაარჩინე და საერთოდ აღარ იგრძნობს ჩემს სიახლოვეს.დაიფარე გთხოვ უფალო.-თავისთვის ლოცულობდა და ღმერთს მხოლოდ მის კარგად ყოფნას ევედრებოდა.ექიმი კი თითქოს მის ჯინაზე არ გამოდიოდა საპროცედუროდან რომ გაეგო მაინც გოგოს მდგომარეობის შესახებ. უკვე ნახევარ საათზე მეტი იყო გასული ის კი არ ჩანდა.აი გამოჩნდა კიდეც და გიორგაძე მაშინვე მივარდა.
-ექიმო როგორაა?რა დაემართა?ეხლა უკეთაა?-კითხვები დააყარა საშუალო ასაკის მქონე ლამაზ ექიმს.
-დამშვიდდით ახალგაზრდავ ეხლა გოგონა თავს უკეთ გრძნობს.გონს მოვიდა მაგრამ გირჩევთ ამაღამ აქ დარჩეს,უკეთ გამოვიკვლევთ მის მდგომარეობას და შემდეგ გავწერთ.-თბილად აუხსნა ქალმა.
-დიახ,თუ ეს საჭიროა დარჩება კიდეც,მაგრამ რის გამო წაუვიდა გული?-ისევ ჰკითხა მჟავიას ცუდად ყოფნის მიზეზი ექიმს.
-შაქარი დაუვარდა.თან როგორც გვითხრა მთელი დღის უჭმელია და აი შედეგიც სახეზეა,მისთვის შიმშილი არ შეიძლება,ეს კატეგორიულად ეკრძალება.მისი კვების რეჟიმიმუდამ უნდა იყოს დაცული.-მაშივე უთხრა მიზეზი ექიმმა.
-მას შაქარი აქვს?-გოცებულმა ჰქითხა ქალს.
-დიახ,თქვენ რა არ იცოდით.-კითხვა დაუბრნუნა ექიმმა.
-არა,არ ვიცოდი.-უპასუხა სანდრომ.-მისი ნახვა თუ შეიძლება?-ჰკითხა მორიდებით.
-დიახ,ოღონდ დიდხანს არა,ნუ გადაღლით დაისვენოს,მერე ივახშმოს და უნდა დაიძინოს,რმ ხვალისთვის ძალები აღიდგინოს.-დაარიგა ექიმმა და თანხმობა უთხრა შესვლაზე.
-მადლობთ.-მხოლოდ ეს უთხრა ექიმს სანდრომ და მაშინვე მირანდას პალატისკენ წავიდა.ფრთხილად ჩამოსწია სახელური და კარი გააღო,მჟავიას თვალები დაეხუჭა მაგრამ არ ეძინა.გიორგაძე ნელა მიუახლოვდა საწოლს,იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გოგონას დაუწყო ყურება.ათვალიერებდა და მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა,თითქოს სამუდამოდ იბეჭდავდა გონებაში რომ არასოდეს დავიწყებოდა.მირანდამ ოდნავ გაახილა თვაი და როცა სანდრო დაინახა ძაიან გაუკვირდა.
-შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-მე მოგიყვანე.-სევდიანად უპასუხა ბიჭმა.
-მე კი მეგონა...-სათქმელი აღარ დაასრულა მჟავიამ.
-გეგონა წავედი?-ისე ნაღვიანა თქვა ეს ორი სიტყვა რომ მირანდა მიხვდა მის ტკივილს.-არა იქვე ვიდექი როდესაც ქალის კივილი გავიგონე,მაშინვე ამოვირბინე და შენ რომ ასეთ მდგომარეობასში დაგინახე ეგრევე საავადმყოფოში წამოგიყვანე.-ყველაფერი უამბო ბიჭმა.
-მადლობა რომ აქ მომიყვანე.-მხოლოდ ეს უთხარ გოგომ და თვალი თეთრად შეღებილ კედელს გაუშტერა.
-მადლობა არაა საჭირო,მთავარია ეხლა უკეთ ხარ.ექიმმა მითხრა შაქარი აქვსო,თან დღეს საერთოდ არ უჭამიაო და ასე რატომ მოიქეცი?-ჰკითხა სანდრომ.
-უბრალოდ ჭამა დამავიწყდა,დღეს ისეთი გადატვირთული დღე მქონდა აღარც გამახსენდა.-მასინვე გაახსენდა დღევანდელი დღე და გულში სევდა ჩამოწვა,სანდრომ დამნაშავესავით თავი ჩაღუნა ძირს.
-მინდოდა ბოდიში მომეხადა.-დაიწყო გიორგაძემ.-არ ვიყავი დღეს მართალი,ასე არ უნდა მოგქცეოდი.ჯერ უნდა გამეგო მიზეზი და მერე მეყვირა.მაპატიე გთხოვ თუ ჩემს გამო ინერვიულე.მართლა არ მინდოდა.უბრალოდ არ ვიცი იმ წუთას რა დამემართა.-თითებს იმტვრევდა სანდრო და ისე ესაუბრებოდა მჟავიას.
-არაფერია.მე ეგ უკვე აღარც კი მახსოვს.მაშინვე დამავიწყდა როგორც კი შენი სახლიდან გამოვედი.-მწარედ იცრუა გოგომ და თვალზე წამოსული ცრემლი სანდროსგან შეუმჩნევლად ხელით მოიწმინდა.მის სიტყვებზე გიორგაძეს გულში რაღას საშინლად ჩაწყდა.გოგომ აგრზნობინა რომ მისთვის არაფერს ნისნავდა და ეს ჩხუბიც არაფერი იყო.ეტკინა მისი სიტყვები მაგრამ გულში ჩაიკლა.არ აგრძნობინა,არ დაანახა ეს ყველაფერი.მხოლოდ თვიტონ დაიტანჯებოდა ამ სიყვარულით ოღონდ მირანდა ჯანმრთელი და ბედნიერი ენახა.სხვა არაფერი უნდოდა ცხოვრებაში.
-ექიმმა მითხრა უნდ ჩამოს და დაისვენოსო,დღეს აქ გტოვებენ,მითხარი რა მოგიტანო?რას შეჭამ?-თემა მაშინვე შეცვალა ვაჟმა.
-არაფერი მინდა,ეხლა მართლა ვერაფერს შევჩამ.მხლოდ დასვენება მინდა.-უთხრა მჟავიამ.
-ეგრე არ შეიძლება,ცოტა მაინც უნდა ჭამო.-უსაყვედურა მაშივე სანდრომ.
-კარგი მასინ მხოლოდ ფუნთუსა და მინერალური წყალი,სხვა არაფერი მინდა.
-5 წუთში მოგიტან.მე წავალ მანამდე დაისვენე.-პალატიდან მაშინვე გავიდა გიორგაძე,იქვე მისაღებში ექთანს ჰკითხა კაფე სად იყო და მითითბული ადგილისკენ წავიდა.მირანდა კი მხოლოდ სანდროზე ფიქრობდა,არ უნდოდა მისთვის ასეთი ტკივილის მიყენება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,სხვანაირად მას ამ საფრთხეს ვერ ააცილებდა რაც მომავალში შეიძლებოდა შეჰქმნოდა.მართლაც 5წუთში დაბრუნდა სანდრო მაგრამ ფუნთუშის გარდა ათასი რაღაც ეყიდა და ხელსი ძლივს იჭერდა იმდენი იყო.
-ეს რა არის?-სიცილით ჰკითხა გოგომ.
-არ ვიცოდი როგორი გიყვარდა და ყველა წამოვიღე.-მანაც სიცილითვე უპასუხა.
-ვაიმე ამდენს რა შეჭამს.-უკვე კარგად მხიარულობდა სანდროს საქციელზე.
-მეც დაგეხმარები.არც მე მიჭამია დღეს არაფერი და მგელივით მშია.-გაიხუმრა გიორგაძემ.
-მაშინ დავიწყოთ.-ერთ ერთი ფუნთუშა აიღო მირანდამ და გემრიელად შეექცა. სანდრომაც მას მიბაძა და ასე მხიარულობით ყველაფერი დააგემოვნეს.სანდრო ბედნიერი იყო რომ მირანდას გვერდით გაატარებდა მისი აქ ყოფნის ბოლო დღეს. მჟავია კი მისი სიახლოვით მეცხრე ცაზე დაფრინავდა მაგრამ საერთოდ არ გამოხატავდა ემოციებს.ასე ხუმრობა ხუმრობით მიირთვეს ფუნთუშები.ბოლოს სანდრომ მირანდას გადასაფარებელი გაუსწიორა,შუბლზე ნაზად აკოცა და ძილინებისა უსურვა.იგრძნო როგორ დაუარა გოგოს ჟრუანტელმა და ოდნავ გაეღიმა.თვითონ კი იქვე დივანზე კომფორტულად მოთავსდა და ფიქრებში გადაეშვა.იმ ღამით არც ერთს არ სძინებიათ,უძილობამ ბოლოს თავისი მაინც გაიტანა და მჟავიას გამთენიისას ჩაეძინა.სანდრო ფრთხილად წამოდგა გვერდით მიუჯდა და მთელი ღამე მის ლამაზ სახეს დაჰყურებდა.არ ემეტებოდა თავისი ერთადერთი სიყვარული დასატოვებლად მაგრამ მისი ბედნიერებისთვის ასე აჯობებდა.
ბექა
უკვე 12 ხდებოდა როცა ბექა და ლექსო სამსახურიდან გამოვიდნენ,ორივე თავიანთი მანქანისკენ წავიდნენ და ერთად გაემართნენ სახლისაკენ.იმდენად დაღლილები იყვნენ ჭამის თავიც არ ჰქონდათ.პირდაპირ საძინებლისკენ აიღეს გეზი.ლექსო გაუხდელად მიწვა საწოლზე და მაშინვე მიეძინა.ბექა აბაზანაში შევიდა შხაპი მიიღო და დაღლილი მიწვა საწოლზე.მაშინვე ანას ნომერი აკრიფა და ზარის გასვლას დაელოდა.მესამე ზარზე ანას ნამძინარევი ხმა მოესმა.
-გისმენთ.-ნომერს არც დაჰკვირვებია ისე უპასუხა ბიჭს.
-ჩემი ცხოვრება გაგაღვიძე?-ისე საყვარლად უთხრა ბექამ რომ ბექაური ლამის დადნა მისი ხმის გაგონებისას.
-ბეექ,შენ ხარ?არაუშავს ცხოვრება,გელოდებოდი და ჩამძინებია ეტყობა.
-ჩემი ლამაზი გოგო არ ვიცოდი რომ გეძინა თორემ არ დაგირეკავდი.
-რატოო?კაი რა მერე დავიძინებ,მომენატრე ძაან.-საყვარლად ჩასჩურჩულა ტელეფონში გოგომ.
-მეც მაგრად მომენატრე ცხოვრება.ხვალ გნახავ და მთელი დღით მოგიტაცებ.
-სად მივდივართ?-უცებ გამხიარულდა და პატარა ბავშვივით ცქმუტვა დაიწყო საწოლზე.
-ეს უკვე საიდუმლოა.-ეშმაკურად გაეღიმა ბექას და დააინტრიგა გოგო.
-აუუუ,კაი რა ბექუ.მითხარი რა გთხოვ.-ყელი ისე მოიღერა თითქოს ბექ ხედავდა და ეტყოდა ყველაფერს.
-კაი,რა პატარა ნუ ხარ ასეტი მოუთმენელი.ხვალ ყვეაფერს შენ თვითონ ნახავ.-მინც არაფერი არ უთხრა გასვიანმა.ანუკი გაიბრუჩა და ვითომ გაბუტული ხმას აღარ იღებდა.
-აღარ მელაპარაკები ცხოვრება?-ჰკითხა ბექამ.
-არა.
-კაი მაშინ წავედი მე და დავიძინებ.
-წადი.ძილინებისა.
-ძილინებისა ცხოვრება.მიყვარხარ და მაგ გაბუტულ ტუჩებს ხვალ რომ გნახავ მაშინ მოგაჭამ.-ვნებიანად ჩასძახა ბოლო სიტყვები ანას ტელეფონსი და მის რეაქციაზე გაეღიმა.
-ვერაფერსაც ვერ მომაჭამ იმიტომ რომ არ მოვდივარ.-უთხრა გაბუტულმა.
-მაგასაც ვნახავთ.-ბექას უკვე ეცინებოდა მის ბავშვურ ხასიათზე,მაგრამ ყველაზე მეტად მასში ეს თვისება მოსწონდა.უყვარდა მისი ბავშვურობა,მისი სიალალე და მისი გაბუტული ტუჩები.რომლის დანახვაზე თავს ვერ იკავებდა რომ არ ეკოცნა. მოენატრა ანა,ყოველდღე ხედავდა მაგრამ მისი სიახლოვე ყოველთვის ენატრებოდა.
-ვნახავთ.ეხლა მეც ვიძინებ.-ჯინაშ ჩაუდგა ანუკი.
-კარგი,იყოს ეგრე.მიყვარხარ და ძილინებისა პატარავ.-დაემშვიდობა ბექა და ტელეფონი გაუთიშა.იცოდა რომ მის ასეთ სქციელზე ანუკი გაბრაზდებოდა და უფრო გაებუტებოდა მაგრამ მასაც ხომ ეს უნდოდა.ხვალ ისე გემრიელად დაუკოცნიდა იმ გაბუტულ ტუჩებს რომ ეშინოდა მართლაც არ შემოსჭმეოდა. ისეთი საყვარელი სანახავი იყო როცა იბუტებოდა,პატარა ლამაზ ბავშვს გავდა,ბექა მის საქციელზე ყოველთვის ხალისობდა.ყველაზე მეტად კი შემორიგების პროცესი უყვარდა.იმდენს აკეთებდა ბოლოს ანა აქეთ ეხვეწებოდა უკვე შეგირიგდი გაჩერდიო.ბექაური მისი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნებოდა.მზე დილით მისით ამოდიოდა,მხოლოდ მასთან ერთად გრძნობდა სრულ ბედნიერებას და უნდოდა ანასაც იგივე ეგრძნო მასთან.ანუკიზე ფიქრბში დაღლილს ჩაეძინა. დილით ადრე გამოეღვიძა.ლექსოს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა.მისი გაღვიძება არც უფიქრია.დღს დასვენების დღე ჰქონდა და ამას მაქსიმალურად გამოიყენებდა. ჯერ შხაპი მიირო,მოწესრიგდა,ჯინსსი და შავი მაისურ ჩაიცვა,ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა როდესაც ტანზე მომჯდარი შავი მაისური ეცვა.ანას ძალიან უყვარდა ამ ფორმასი გამოწყობილი.ბექამაც გაიგო ეს როდესაც თეკოს უყვებოდა როგორ მოსწონდა მისი ჩაცმის სტილი და განსაკუთრებით ასეთი როგორც ეხლა იყო გამოწყობილი.გოგოები ისე იყვნენ საუბრითგარტულები იმ დროს რომ ბექას იქ ყოფნა არც გაუგიათ.გასვიანმა კიდევ ბევრი სასარგებლო რამ გაიგო რასაც ადრე თუ გვიან მაინც გამოიყენებდა.ბოლოს თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.2 საათში ვასვლიჯვრის სახლში მივიდა დატვირთული,მანქანის საბარგულიდან ათასი სასუსნავი და პროდუქტი გადმალაგა.სახლსი შეიტანა და სამზადის შეუდგა. შუადღისთვის ყველაფერი მზად უნდა ჰქონოდა.უნდოდა ანუკისთვის მაქსიამალურად ესიამოვნებინა და ყველაფერი მოსწონებოდა.სამზარეულოში ტრიალს დიდი ხანი მოუნდა.ლექსოს სასარგებლო რჩევები გაითვალისწინა და და ყველაფერი მის შედგენილი მენიუს მიხედვით გააკეტა,მაგრამ არ იცოდა რამდენად გამოუვიდოდა.სუფრა ორ კაცზე ბაღში გააწყო,იქ სადაც ანა პირველად გამოუტყდა სიყვარულში.ყველაფერი უკვე მზად იყო მხოლოდ ანას ამოყვანა იყო საჭირო. სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა..
ანა
შუაღამე იყო ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა.ისე ვუპასუხე არც კი დავკვირვებულვარ ვინ იყო.ჩემი ცხოვრება მირეკავდა.მომენატრა ძალიან და ცოტა ხანს ვესაუბებოდი.ხვალ ერთმანეთი უნდა გვენახა სიურპიზს მიწყობდა და არ მეუბნებოდა რა იყო ეს სიურპრიზი,ვითომ გავებუტე და გაბუტული ვესაუბრებოდი.მან მგონი მართლა დაიჯერა.მალე დამემშვიდობა ისე რომ არც კი მაცალა სიმარლის თქმა.ვერ მოვისენე და ავდექი.აივანის კარები გამვაღე და გარეთ გავედი.მესიამოვნა აგვისტოს გრილი ნიავი.მიყვარს ზაფხული.წელიწადის დროებში ყოველთვის ზაფხულს გამოვარჩევდი.განსაკუთრებულად ჩემში ზის ეს დრო და რა ვქნა.არ მაწუხებს ეს აუტანელი სიცხეები და კოღოები.მსიამოვნებს ირგვლივ ყველაფერ გაბრწყინებულს და გალამაზებულს რომ ვხედავ,ხალხიც აჭრელებულ ფერებში დადიან დამათში იგრძნობა ზაფხულის განწყობა.ღამე კი აივანზე მიყვარს დაჯდომა და ღამის თბილისის ყურება.სიო სასიამოვნოდ უვლიდა ჩემს სხეულს და მეც ფიქრის საშუალებას მაძლევდა.ბექა მხოლოდ ეს ერთი სახელი ტრიალებდა ჩემს გონებაში მუდამ.არ ვიცი ღმერთისთვის მადლობა როგორ გადამეხადა რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მაჩუქა მე.იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ მეტი წარმოუდგენელი იყო.ბექას გაცნობიდან დღემდე ჩემს ცხოვრებას გადავხედე და დავინახე ბევრი ტკივილი,შიში იმედგაცრუება მაგრამ ბედნიერების განცდა ერთი წუთითაც არ მტოვებდა მარტო რადგან ბექა მუდამ ჩემს გვერდით იყო,რაც არ უნდა მომხდარიყო ის ყოველთვის ჩემთან ერთად განიცდიდა ჩემს თითოეულ ტკივილს და სევდას.ვგრძნობდი რომ ეს ადამიანი ჩემთან კი არა ჩემშია და ამას ვერავინ ვერ ამოშლის.ის მთელი ცხოვრება ჩემს ნაწილად დარჩება რომელმაც მასწავლა სიყვარული,სიცოცხლე გამიხალისა და მასწავლა როგორ უნდა ვიყო ბედნიერი.განა ისე მხოლოდ ხალხს აჩვენებდე თავს ბედნიერად არა პირიქით ისე რომ შენ თვითონ ასხივებდე ირგვლივ ბედნიერებას. მიხაროდა ყველაფერი.მალე თეკოს ბავშვი ეყოლებოდა.ლევანი და ნია დაქორწინდებოდნენ.მე და ბექა ერთად ვართ,ეხლა მხოლოდ სანდროს და მირანდას უნდა დახმარებოდნენ რომ ერთმანეთს გრძნობებში გამოსტყდომოდნენ.მშობლებიც გვერდით მყავს და ბედნიერებისთვის მეტი არცაა საჭირო.არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი აივანზე,მაგრამ ფიქრებმა ისე გამიტაცა ვერც კი მივხვდი რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო.კარები მივხურე და ლოგინზე დავემხე მაშინვე ჩამეძინა.დილით 9საათი იყო რომ დედას ძახილმა გამაღვიძა.
-ანუკი,ანუკი ადექი ჩაი მზადაა მოდი ვისაუზმოთ.
-აუ დეე დამაძინე რაა.-თავზე ბალიში წავიფარე და ისევ გავაგრძელე ძილი.
-ადე გოგო არ გესმის რომ გეძახი?-უკვე ოთახში შემომივარდა დედა.
-არ მინდა ჩაი,ძილი მინდა მეე.-დავიწუწუნე მაშინვე.
-მე დამამა სამსახურში მივდივართ და შენი ამბავი რომ ვიცი არაფერს არ შეჭამ, ამიტომ ადექი და ჩვენთან ერთად ჭამე.-მითხრა მზიამ.
-აუ,არ მინდა მართლა დე ეხლა არაფერი.შენ თავს ვფიცავარ მერე შევჭამ ოღონდ ეხლა დამაძინე კაი?-შევევედრე დედას და ყელი მოვიღერე.
-კარგი.პირობა პირობაა.ყველაფერი მაცივარსი იქნება,ჭკვიანად იყავი.დღესმე მორიგე ვარ და არ ვიქნები სახლში.-კარებში გავიდა და ისე მითხრა დედამ.
-კაი დეეე.მიყვარხარ.-მივაძახე უკვე გასულ ქალს და თავზე ისევ ბალიში დავიფარე. ისე მეძინებოდა რომ მაშინვე უკან ვიბრუნე ძილი და მის სამყაროში უდარდელად გადავეშვი.არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა.მაგრამ ვიღაცის ხელის შეხებამ გამაღვიძა, თვალი გავახილე და ბექა დავინახე.მის ნახვას ამ დილით თან ჩემ სახლსი ნამდვილად არ ველოდი.თვალები ისევ დავხუჭე მეგონა სიზმარი იყო მაგრამ მის ხელებს ჩემს ზურგზე აშკარად ვგრძნობდი რომელიც თავისუფლად დათარეშობდა და უკვე ჭრუანტელს მგვრიდა მთელს სხეულში.ისეთი მხურვალე ხელის გულები ჰქონდა რომ შეხებისას კანი მეწვოდა. მსიამოვნებდა მისი მოფერება.თითქონს არც მეხებაო ისე ნაზად და ჰაეროვნად ხაზავდა ჩემს სხეულზე რაღაც გაურკვეველ ხაზებს.მე კი გატრუნული კნუტივით ვიწექი და არ ვინძრეოდი.თვალები მინაბული მქონდა და არ მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო.



№1  offline წევრი tegi

Pirveli var, dzan gamaxara am tavma. Dzalian sainteresot vitardeba movlenebi:) imedi maq yvelafers kargad daamtavreb.:) mainteresebs ramden tavshi daasruleb???????????

 


№2  offline წევრი natia-natia

რაკარგი თავია თან დიდია

 


№3  offline წევრი mako-makako

tegi
Pirveli var, dzan gamaxara am tavma. Dzalian sainteresot vitardeba movlenebi:) imedi maq yvelafers kargad daamtavreb.:) mainteresebs ramden tavshi daasruleb???????????

მადლობა ჩემო კარგო.ჯერ არ ვიცი ეხლა ვიწყებ მთავარზე გადასვლას მაგრამ გპირდებით რომ გაწელილი არ იქნებქ თუ უკვე არ თვლით თქვენ გაწელილად.

natia-natia
რაკარგი თავია თან დიდია

მადლობაააააა ნათიიიი აჭი ვეცდები უფრო დიდი თავები ავტვირთოოო
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი Teo

Shemdegi maledadeeraaa

 


№5 სტუმარი nina(nina)

წინ მიიწევენ ნელ-ნელა :) ძალიან კარგია მაკაკო,მომეწონა ძალიან. ყველა პერსონაჟი რა თბილი საყვარელი და მზრუნველია <3 ვგიჟდები ყველა მათგანზე <3 თითოეულ მათგანს უნდა,რომ გააბედნიეროს,იზრუნოს და ყურადღება არ მოაკლოს თავის მეორე ნახევარს.წუთითაც არ წყვეტენ მათზე ფიქრს,ზრუნვას და ა.შ. რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. კიდევ "გეუბნები" და მრავალჯერ "გეტყვი,რომ საოცრება ხარ <3 <3 <3

 


№6  offline წევრი mako-makako

Teo
Shemdegi maledadeeraaa

ყოველ დღე ვდებ ახალ თავს

nina(nina)
წინ მიიწევენ ნელ-ნელა :) ძალიან კარგია მაკაკო,მომეწონა ძალიან. ყველა პერსონაჟი რა თბილი საყვარელი და მზრუნველია <3 ვგიჟდები ყველა მათგანზე <3 თითოეულ მათგანს უნდა,რომ გააბედნიეროს,იზრუნოს და ყურადღება არ მოაკლოს თავის მეორე ნახევარს.წუთითაც არ წყვეტენ მათზე ფიქრს,ზრუნვას და ა.შ. რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. კიდევ "გეუბნები" და მრავალჯერ "გეტყვი,რომ საოცრება ხარ <3 <3 <3

მადლობა ჩემო თბილო გოგო ასე რომ მოგწონს ყველა მათგანი.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ ყოველდღე რომ მანებივრებ შენი კომენტარებით.<3 <3

nina(nina)
წინ მიიწევენ ნელ-ნელა :) ძალიან კარგია მაკაკო,მომეწონა ძალიან. ყველა პერსონაჟი რა თბილი საყვარელი და მზრუნველია <3 ვგიჟდები ყველა მათგანზე <3 თითოეულ მათგანს უნდა,რომ გააბედნიეროს,იზრუნოს და ყურადღება არ მოაკლოს თავის მეორე ნახევარს.წუთითაც არ წყვეტენ მათზე ფიქრს,ზრუნვას და ა.შ. რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. კიდევ "გეუბნები" და მრავალჯერ "გეტყვი,რომ საოცრება ხარ <3 <3 <3

მადლობა ჩემო თბილო გოგო ასე რომ მოგწონს ყველა მათგანი.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ ყოველდღე რომ მანებივრებ შენი კომენტარებით.<3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent