შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (6)


6-02-2016, 13:00
ავტორი tsn
ნანახია 4 153

ლინდა
მე და სანდროს ერთმანეთის დევნაში დრო საგრძნობლად გაგვეპარა. სახლშუ რომ დავბრუნდი გოგოები ერთ ოთახში შეყუჟულები დამხვდნენ. ლიზა იატაკზე იჯდა და ზურგით საწოლს ეყრდნობოდა, ელენე საწოლზე იწვა მუცლიც და ფეხებს ჰაერში ათამაშებდა.. ეკა ფანჯრის რაფაზე იჯდა და სივრცეს უყურებდა, ანას კი ხელები გადაეხლართა ერთმანეთში და სავარძელში იჯდა.
- რა გჭირთ? - ცოტა არ იყოს შემაშფოთა მათმა სიწყნარემ..
- ოჰ, მოიცალე ჩვენთვის?
- ანაა, კარგით რა.. სერიოზულად, რა ხდება?
- მიდი ყავა გააკეთე და ვილაპარაკოთ - მთხოვა ელემ
ცოტა ხანში ხუთივე ოთახში, იატაკზე ვისხედით, ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით..
- ვინ დაიწყებს? - ვკითხე გოგოება და გადავხედე
- მეე - ამოიდუდღუნა ელენემ - მოკლედ, მას მერე, რაც აქ ჩამოვედით და ბიჭები გავიცანით, რაღაც აშკარად შეიცვალა.. არ ვიცი რატომ, რისთვის, მაგრამ ძირითადად ნიკაზე ვფიქრობ.. ნუ ვიცი, რომ სულ ახლახანს გავიცანი და მასზე ბევრი რამ არც ვიცი, მაგრამ მაინც, არ მაძლევენ საკუთარი ფიქრები იმის საშუალებას, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო.. თუ ჩემს გვედით არაა მის დანაკლისს ვგრძნობ.. გუშინ მაგალითად, მთელ დღეს ერთად ვიყავით.. დავდიოდით და ვერთობოდით.. საიდანღაც მისი ნაცნობი გამოჩნდა და მოიკითხა, მე კი ვერ ავიტანე, ისიც კი ვერ ავიტანე, რომ ჩაეხუტა.. დიახ, ვიეჭვიანე.. მაგრამ თავად ნიკასი ვერაფერი გავიგე.. ხან მგონია, რომ ვაინტერესებ.. ხან სრულიად ინერტულია... გუშინ ბაზრობაზე, ისეთი საყვარელი იყო.. მთელ დღეს ჩემთან იყო.. დამშვოდობებისას ისე თბილად ჩამეხუტა, მერე კი მაკოცა.. მაგრამ დღეს საერთოდ არ მომიკითხა, აივნიდან ხელი დამიქნია და ეგ იყო...- როგორც იქნა ჩაამთავრა ელემ,
- ახლა ჩემი ჯერია თქვა ლიზამ - დათუნა ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან ძალიან თბილი და გულწრფელი, ეკას ნაირია, რასაც ეტყვი სჯერა.. გუშინ ერთად ვისეირნეთ.. ისეთი საყვარელია, გუშინ ფეხი გადამიბრუნდა და გინდა თუ არა მე გატარებო, არა-მეთქი, მაგრამ ზურგზე მომიგდო და ისე მატარა.. მართლა მომწონს, ძალიან.. ძალიან მომწონს და საერთოდაც ვგიჟდები, რომ მისგანაც იგივე გრძნობა და ემოცია მოდის.. მაგრამ ხომ გითხარით, ყველაფრის სჯერა-მეთქი.. ხო დაა... შემთხვევით ვუთხარი ვიღაც მომწონს და ვეპრანჭები-მეთქი და თავს მარიდებს უკვე, ხომ ვარ სულელი? - ბოლო სიტყვები სწრაფად მომახალა და პოზიცას დაუბრუნდა..
- ეკა შენ რა გჭირს სიიხარულო? - ახლა ეკას მივუბრუნდი
- რა და მსოფლიოში ყველაზე ბაბნიკი ადამიანი მომწონს, კი არა და თითქმის მიყვარს.. გაცნობის დღიდან ცდილობს ''შემაბას''., სიმართლე გითხრათ არ მინდა, რომ მისთვის მორიგ გასართობს წარმოვადგენდე, ამიტომ ვცდილობ თავი შორს დავიჭირო.. გუშინ ერთი ბიჭი გადამეკიდა და დავინახე ამაზე როგორ გაბრაზდა.. ვოფიქრე იეჭვიანოს რა მოხდა-მეთქი.. მერე უცებ ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა.. მითხრა, მე შენ ჩემი დაგარქვი და ჩემ გარდა ვერავინ მოგეკარებაო.. მერე მაკოცა და სილა გავარტყი, შენი გასართობი არ ვარ-მეთქი.. მუშტი დაარტყა ხეს და წავიდა.. აი ასეე - ცელები გაშალა ეკამ
- შენ რაღა გჭირა ანა?
- რა და კოსტამ სისხლი გამიშრო.. სულ მაწვალებს.. ხან ლოყებზე მჩქმეტს, რა ფუმფულააო.. გუშინ ამიტყდა რაღაც მომპარეო.. გავგიჟდი.. ცხოვრებაში უნებართვოდ არაფერი ამიღია.. თქვენც კი გთხოვთ ხოლმე, მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ შემიძლია ისეც ავიღო.. ვეჩხუბე, ვუყვირე, ხოდა დაავლო ჩემს ტელეფონს ცელი და სანამ იმას არ დამიბრუნებ, რაც მომპარე ტელეფონს არ დაგიბრუნებო.. არა და დედა ხომ იცი სულირეკავს.. ან და შემთხვევით ჩემმა ძმამ რომ დარეკოს, ხომ გაგიჟდება საერთოდ.. ფეხით ჩამოვა ამერიკიდან საქართველოში..
- კარგით, დამშვიდდით ყველა და მოვიფიქროთ რა ვქნათ.. ყველაფერი კარგად იქნება, რადგაან
- რადგან ცუდად არ გვაწყობს - ვიყვირეთ ერთად და ეზოსკენ გავქანდით..
- მოვიფიქრეე, - ვუყვირე გოგონებს - ფეხბურთი ვითამაშოთ, უფრო სწორად ბიჭებს ვეთამაშოთ..
- რომ ვერ მოვუგოთ? - მკითხა ეკამ
- ჩვენი მიზანი ეგ არ იქნება - ეშმაკურად გავხედე გოგონებს..- ორი მიზანი გვექნება, ჯერ ბიჭებს გააგიჟებთ, ითამაშებთ ლამაზად და სექსუალურად, თუ მოვახერხებთ კარგადაც.. მოედანზე ვიქნებით მეტოქეები და ბიჭებს ნორმალურად არ დაველაპარაკებით, უბრალოდ ყლაპონ ნერწყვები..
- მეორე მიზანი?
- მეორე და მნიშვნელოვანი, მოვიშოროთ ქეთა..
- რა დაგიშავა - მკითხა ლიზამ
- ჯერ ერთი, სანდროს ''ეტენება'', მეორეც, დედაჩემზე ცუდად თქვა რაღაც და პასუხი უნდა აგოს..
- თამაში რომ არ ვიცით - იკითხა ელემ
- გზა და გზა ვისწავლით, შევთანხმდით?
- აბა რა - იყვირეს გოგოებმა ერთად..
მოკლედ, მთელი დღე ფეხბურთის თამაშს დავითმეთ.. ბიჭებისთვის არ გვითქვამს, რომ მატჩს ვგეგმავდით.. ვვარჯიშობდით და ქვეყანა ჩვენი გვეგონა.. ხანდახან იმასაც ვფიქრობდით, რომ ყველაზე მაგარი მოთამაშეები ვიყავით.. აი ახლა ძლიერად დაარტყა ეკამ ბურთს და ჰოი საოცრებავ, ეგრევე თორნიკეს გაარტყა თავში.. ნეტავ საიდან გაჩნდა აქ ეს ბიჭი?
- ააა, ჯანდაბა, ტვინის შერყევა მივუღე, რა არის ეე? - იყვირა თოკომ
- რაც არ გაქვს იმის შერყევას, როგორც არ უნდა ეცადო ვერ მიიღებ - ჩაიქირქილა ეკამ..
- გავიგონე - ნიშნის მოგებით უთხრა თოკომ და წინ აეტუზა..
- მაგიტომაც ვთქვი, რომ გაგეგონა - უთხრა ეკამ და ზურგი აქცია, თოკომ მკლავში ხელი ჩასჭიდა და უჩურჩულა
- რა საყვარელი ხარ, როდესაც ბრაზობ.. მაგრამ მაინც დაისჯები - ეკამ ხელი მოიშორა და უთხრა
- მე ჩემი მშობლებიც არ მსჯიდნენ და ვერასოდეს ვერავინ ვერ დამსჯის, იმედია სწორად მიხვდი თვალი ჩაუკრა და გაეცალა.. თორნიკე კი პირდაღებული.დატოვა...
- მოკლედ, რაზე მოვედი - გადმოგვხედა თოკამ - მდინარეზე მივდივართ და გვინდა თქვენც წამოხვიდეთ, უფრო გავერთობით... რას იტყვით?
- რა პრობლემაა, გამოვიცვლით და ახლავე - თქვა ანამ
- არა, ჯერ მზე ძალიან აცხუნებს და არ ვარგა გარეთ ყოფნა, ცოტა ხანში წავიდეთ - შემოგვთავაზა ელემ
- როგორც გინდათ - დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია თოკომ და წავიდა..
ჩვენც ცოტა ხანს მოვისვენეთ.. ყავაც დავლიეთ და მდინარეზე წასასვლელად მოვემზადეთ... მე თხელი ვარდისფერი სარაფანი ჩავიცვი, ანამ მოკლე შორტი და მაიკა.. ელენემ მოკლე წითელი სარაფანი, ლიზამ შავი შორტი და ტოპი-მაისური.. ეკამ თხელი თეთრი სარაფანი.. არ გამომპარვია ბიჭების გაფართოებული თვალები მათი დანახვისას.. უკვე ყველამ იცოდა, რომ მე და სანდრო ერთად ვიყავით.. ქეთა დაბოღმილი გვიყურებდა.. ''სულ ცოტაც და შენი ნებით წახვალ ქეთუსი'' - გავიფიქრე ჩემთვის..
სულ მალედინარეზე ვიყავით.. ნაპირზე ვისხედით და ვსაუბრობდით, ბიჭები კი წყალში ხტებოდნენ
- თქვენ რატომ არ შემოდიხართ - დაიყვირა კოსტამ წყლიდან - ნებითა თქვენითა თუ ძალითა ჩვენითა - აქედანაც ჩანდა წარბებს რომ ათამაშებდა.. ცოტა ხანში ყველანი წყალში ვიყავით და ვერთობოდით.. ცოტა ხანში ჩემს წინ სანდრო გაჩნდა
- გული გამიხეთქე, დამპალო - ვუსაყვედურე მას..
- კარგი რა, ჩემ გარდა ასე ახლოს შენთან ვერავინ მოვა.. ამის უფლებას არავის მივცემ - მითხრა და მომეხუტა.. - ლინდა, რა არის ეს, მთლიანად არ ხარ სველი, ასე არ მომწონს - მითხრა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ფსკერზე აღმოვჩნდი მასთან ერთად და ავფართხალდი, მალევე ამოვყევი თავი წყლიდან..
- მეორედ ასე არ ქნა, ცურვა არ ვიცი და მეშინია - გავებუტე მას
- ცურვა არ იცი? - გაუკვირდა მას - ნწ ნწ, მეგონა ყველაფერი იცოდი - გამემასხარავა ის..
- რას დამცინი.. წყალი რომ მიყვარდეს ზღვაზე წავიდოდი და არა აქ.. მერე რა თუ არ ვიცი - ვითომ ვიწყინე - მორჩა, გაგებუტე მე შენ და ახლა მოიფიქრე როგორ შემირიგებ - დავეღრიჯე და წყლიდან ''გაბრაზებული '' ამოვედი..
- აუ კარგი რა ლინდა, ნუ მებუტებიი - გამომყვა უკან სანდრო.. - აი წარმოიდგინე, ბავშვები რომ გვკითხავენ პირველად რაზე იკამათეთო, რომ ვეტყვით რაზეც დაგვცინებენ.. - მაინც მოახერხა გამეღიმა - მე გასწავლი ცურვას, თუ გინდა - მითხრა და მომეხვია
- აუ დიდ ხანს ვერ გიბრაზდები რა - ჩავინუტბუტე ჩემთვის.. მერე ნაპირზე ავედით და ჩამოვსხედით.. ვუყურებდი ბავშვებს მეცინებოდა.. დათოიე ლიზას თავს არიდებდა და თან ვერ ელეოდა.. ანა და კოსტა ისევ კამათობდნენ.. მოსიარულე სიგიჟეა ანა.. ეკა და თორნიკეც კამათობდნენ ხან და ხან, მაგრამ საყვარლად
- ხელები მომაშორე იცოდე - უყვიროდა ეკა
- არა და ყველას მოსწონს ჩემი ხელები - პასუხობდა თოკო
- ხო და იმ ყველას უფათურე ეგ შენი ხელები - ვალში არ რჩებოდა ჩემი გოგო..
ნიკა ამ დროს ელესთან ახლოს იყო და კაცმა არ იცის რას საუბრობდნენ, სორს იყვნენ და ვერ გავიგე.... ბიჭებს შევთავაზე, რომ კოცონი დავვენთო და გვიანობამდე დავრჩენილიყავით, მათაც უპრობლემოდ შეასრულეს მისია და საღამოს კოცონის გარშემო ვისხედით.. უცებ ქეთაომიახლპვდა, ვიცი რისთვისაც და საუბარი არ ვაცადე
- არაფრის თქმა არ არის საჭირო, შენზე იმდენად არ ვბრაზობ.. უბრალოდ ასეთები არიან ადამიანები.. ყველა სხვის საქმეშია ბრძენი.. მაგრამ იცოდე, რომ ჭორების გავრცელება საშინელი საქმეა და იმ თემაზე, რაც არ იცი, ხმა არ უნდა ამოიღო.. ეს დაიმახსოვრე.. - ზირგი შევაქციე და სანდროსკენ წავედი..
- ბოდიში მოგიხადა? - მკითხა სანდრომ
- ვის ჭირდება მისი ბოდისი - გავუღიმე და ჩავეხუტე.. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით მერე ბიჭებს მივუბრუნდი
- მოკლედ, მოდით ხვალ ფეხბურთი ვითამაშოთ.. ბიჭები გოოფონებზე.. თქვენ რომ უმცირესობაში არ იყოთ თეოს და ლილეს შეყვარებულებიც წამოიყვანეთ... ხო, მატჩი იქნება მეგობრული და მერე ჩვენ მოვიგეთ და მაგრები ვართო არ იყოს, ანუ არ იბლატავებთ
- ანუ წინასწარ იცით, რომ წააგებთ - ნიშნის მოგებით მკითხა თოკომ
- რა საკვირველია არა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დილით ეკამ ლამის ტვინის შერყევა დაგმართა მემგონი მაგის დიდი იმედი არ უნდა იქონიოთ.. ნუ ყველაფერი ხვალ გადაწყდება.. დილით ათ საათზე
- მასე ადრეე? - დაიღრიჯა კოსტა
- დიახაც, მასე ადრე.. მერე მზე ძალიან დააჭერს და ვეღარ შევძლებთ.. შევთანხმდით?
- კარგი, მაგრამბერთი პირობით, წაგებულები მოგებულებს თითო-თითო სურვილს შეუსრულებს, აი ასე წყვილებად - სიტყვით გამოვიდა სანდრო
- კარგიი - ვუპასუხე და მაშინვე ვინანე, მათთან შანსი არ გვაქვს, ეს მატჩი მოგება - წაგებისთბის არ დამიგეგმავს.. მაგრამ მაინც თანახმა ვართ..
- ხვალამდე ბიჭებოო - მივაძახეთ და სახლში შევედით.. გოგოები ფსიქოლოგიურად მოვამზადე
- აბა გოგონებოო, დაიმახსოვრეთ, მთავარი მოგება ან წაგება არაა, ვითამაშოთ კარგად და ლამაზად.. ხო უნდა გამოვიყენოთ ბიჭების დაბნევის ხერხი.. ჩავიცვათ თამამად, მაგრამ ბ..ებს არ დავემსგავაოთ.. ისე უნდა იყოს, რომ ბიჭებმა ბურთე კი არა ''მომენტ'' სუნთქვაზეც ვერ იფიქრონ.. რაც შეეხება ქეთას.. მას ხვალ მივხედავთ, როცა ფეხბურთს მოვრჩებით და პიკნიკზე წავალთ.. იქ მოვახერხებთ, რომ შეეშინდეს და გადაირიოს.' ნუ თქვენ იცით, რომ არავის არ ვერჩი, მაგრამ ვერ დამაჯერებთ, რომ ქეთა რომელიმეს გებრალებათ..
- მებრალება არა - ჩაილაპარაკა ანამ..
-ნუ დარდობ დაო, ძირს დავცემთ - მხარზე მომითათუნა ელემ და დავიძინეთ.. დილით მამლის ყივილზე ადრე მე გამეღვიძა.. სტვირი ავიღე და გოგონებთან შევარდი..
- როგორ მეზოზღებით ყველანი - წამოიზლაზნა ელე
- დაწყდით ერთ დღეს - ჩაილაპარაკა ანამ
- რა დაგიშავეთ რაა - გვიუვირა ლიზამ და თავზე ბალიში დაიხურა
- ახლავე მწვრთნელო - წამოვარდა ეკა.. ადრე ბანაკში იყო და ადრიანად აღვიძებდნენ სავარჯიშოთ, ამოტომ ასე დასჩემდა..
გოგონებმაოკლე შორტები ჩავიცბით და წელს ოდნავ აცელილი მაისურები.. ნდვილად არ იყო ურიგო.. ბიჭი რომ ვყოფილიყავი ვერ მე ვიქნებოდი გულგრილი.. რა თქმა უნდა დანარჩენებიც მყავდნენ გაფრთხილებულები რა ჩაეცვათ..
სასაცილო იყო ბიჭების გამოხედვა.. გაფართოებული თვალებით რომ გვიყურებდნენ და შიგ ჭინკებო ასთამაშებოდათ, გულში უკვე ვხარხარებდით.. არც ბიჭები იყვნენ ურიგოდ, თუმცა ჩვენ უფრო გვაქვს თავის შეკავების უნარი..
საკმაოდ კარგ განწყობაზე ვიყავით.. გაჭრა გეგმამ.. ბიჭები დაბნეულები დარბოდნენ, მაგრამ მაინც კარგად თამაშობდნენ.. საბოლოოდ კი, ნებით თუ უნებლიედ ბიჭენმა გამარჯვება დაგვითმეს.. (ვეჭვობ ნებით)
წარმოიდგინთ, ქეთა მთელი თამაშის განმავლობაში ანგელოივით იქცეოდა, რაც ალბათ მისი ძმის დამსახურებაა.. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჭკუას არ ვასწავლით.. არა, იმიტომ კი არა, რომ მის ნათქვამს განვიცდი, უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ბ..ვით იქცევა..

სანდრო
სახლში დაბრუნებისას ყური მოვკარი, როგორ საუბრობდნენ ბიჭები გოგონენზე.. როგორც ჩანს მათ სერიოზული გავლენა მოახდინეს.. მაგრამ ეს არ მიკვირს.. ისე შეცვალა ლინდამ ჩემი ცხოვრება, რა უნდა გამიკვირდეს აწი.....
მინდოდა დრო ყველასთან ერთად გამეტარებინა და ვიფიქრე, რომ მდინარეზე წასვლა ურიგო არ იქნებოდა... მართლაც კარგი იყო.. გოგოები ახერხებენ ჩვენს გამოცოცხლებას.. მეორე დღეს ფეხბურთი უნდა გვეთამაშა..
- აუ ბიჭო დილით მართლა ისე მხვდა ბურთი, რომ ლამის დავეცი - გვოთხრა თოკამ და თავზე ხელი მოისვა..
- ხომ იცით, რომ ვერ მოიგებენ.. - გადმოგვხედა დათომ
- კი, მაგრამ შეგვიძლია მოვაგებინოთ - შემოგვთავაზა ნიკამ
- სახალისო იქნება - მხრები აიჩეჩა კოსტამ
- ხო და მოვაგებინოთ და ავუსრულოთ ჩვენს გოგოებს სურვილები - გავუღიმე მათ და დასაძინებლად წავედით.. ყველაზე ადრე ნიკას გაეღვიძა და ყველას ჩამოგვიარა.. როგორც იყო მოვფხიზლდით და სათაშოდ წავედით'..
საოცარი იყო გოგოების შემოსვლა.. შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.. იმდენად კარგად, რომ ნერწყვებს ვყლაპავდით ყველა.. როგორც დაგეგმილი იყო გოგოებმა მოიგეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას ვეცადეთ.. ძნელია უყურო საყვარელ ადამიანს, რომელიც საოცრად სექსუალურად გამპოყურება და თაშზე იფიქრო..
სახლში გადაღლილები დავბრუნდით..
- აუ კუნთები როგორ მტკივაა - დაიწუწუნა კოსტამ და სავარძელში ჩაესვენა
- ხო, მეც მასე ვარ - თქვა დათომ..
- არა, დაინახეთ როგორ ითამაშეს? - იკითხა ნიკამ..
- ჩვენ ვითამაშეთ საშინლად სხვათაშორის.. - ვითხარი მე
- აბა დაინახე რა ლამაზები იყვნენ? საოცრად მიმზიდველები.. სულ არ მადარდებდა თამაში - გვითხრა თოკამ..
ცოტა ხანში ეზოში ვიახედით და ანეკდოდებს ვყვებოდით.. გოგონების ხმა შემოგვესმა და მალევე გაჩდნენ ჩვენთან.. სად აქვთ ამხელა ენერგია ნეტავ, გავიფიქრე მე..
ლინდა გვერდზე მომიჯდა..
- ბიჭებოო, პიკნიკზე წავიდწთ, რას იტყვით? - გვკითხა მან..
- ახლა? - დაინტერესდა კოსტა
- არა ჯერ დაისვენეთ.. თქვენს ასაკში ამდენი სირბილი არ შეიძლება - შეეპასუხა ანა, რა ქნას, გაბრაზდა კოსტამ რომ უთხრა პატარა ბავშვი ხარო, ყველას გაგვეცინა..
- შენ და შენი მწარე ენა - გაიცინა კოსტამ...
- ეე, წავიდეთ, თუ არა? - იკითხა ელენემ
- წავიდეთ.. ცოტა ხანში ოღონდ - თქვა ნიკამ
- კარგით, ჩვენ საჭმელს და სასუსნავებს მივხედავთ, გოგოებიც გააფრთხილეთ.. კარგად გავერთობით.. - თვალი ჩაგვიკრა ლინდამ.. მაკოცა და გაიქცა.. გოგოებიც წავიდნენ.. ჩვენ კი მოვამზადეთ ყველაფერი, რაც დაგვჭირდებოდა და გოგოებს დაველოდეთ...

****
დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი,. იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.. გმადლობთ და ბოდიში შეცდომებისთვის



№1  offline წევრი cancara

აი მაგარი გოგო ხარ მომწონს კარგია

 


№2 სტუმარი მონიკა

Dzaan magaria

 


№3  offline მოდერი tsn

cancara
აი მაგარი გოგო ხარ მომწონს კარგია

დიდი მადლობა.. მოხაღია, რომ მოგწონს...

მონიკა
Dzaan magaria

გმადლობ საყვარელოო.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№4 სტუმარი darina

rogor miyvaran.me eseni, ra kargebi arian, ai mesmis dgis ase pozitiurad daqyeba, gavxalisdi.

 


№5  offline მოდერი tsn

darina
rogor miyvaran.me eseni, ra kargebi arian, ai mesmis dgis ase pozitiurad daqyeba, gavxalisdi.

მიხარია, რომ მოგწონს.. გმადლოობ ♥♥♥

 


№6  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
აი პროსტაა მითხარიი სიტყვები რომლითაც შეგაქეებ და არ დავიშურებ გეფიცები love უმაგრესიაა და ძალიან მაგარი ხარ <3

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონთ.. თქვენ რომ მოგწონთ და ასეთ თბილ კომენტარებს ვიღებ უბედნიერესი ვაარ ♥♥♥

 


№7  offline წევრი ninanini

ძალიან მაგარია <3 მომწონს3

 


№8  offline მოდერი tsn

ninanini
ძალიან მაგარია <3 მომწონს3

გმადლოობ ♥

 


№9  offline წევრი eki_eka_ake

ძალინა მაგარია იმდენად მომინდა ზაფხული და მდინარეზე ნებივრობა რომ რავი მომენატრა გიჟობები <3 მალე დაგვიდეე <3

 


№10  offline მოდერი tsn

eki_eka_ake
ძალინა მაგარია იმდენად მომინდა ზაფხული და მდინარეზე ნებივრობა რომ რავი მომენატრა გიჟობები <3 მალე დაგვიდეე <3

აუცილებლაად.. მიხარია, რომ მოგწონს ♥

 


№11  offline მოდერი tsn

Minion
dzalian magaria

♥♥♥♥

 


№12  offline წევრი мариамо

dzalian momewonaa

 


№13  offline მოდერი tsn

мариамо
dzalian momewonaa

მადკობაა ♥♥

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უიიჰ რა კარგიააა

 


№15  offline მოდერი tsn

uchveulo
უიიჰ რა კარგიააა

მიხარია თუ მოგწონთ )))

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

უჰ კაი იყო მაგრამ უცევ წამეკითხა

აუ რა უცებ წამეკითხა კაი რა..

რა კაი ხაარ კამფეეტ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent