შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 7


6-02-2016, 15:38
ავტორი blue jeans
ნანახია 2 199

-მოვდივარ დამაცადე ნუ შემჭამე
გაბრაზებული ესაუბრებოდა გოგონა მის მეგობარს რომელიც აგერ უკვე მეათასეჯერ ეკითხებოდა მალე მივიდოდა თუ არა სახლში.
გოგონა რომელიც ტელეფონით საუბრობდა ქეთი იყო.ქეთი ანდრონიკაშვილი ბავშვთა სახლში გაზრდილი ობოლი გოგონა რომლმაც არც ის იცოდა ვინ იყო მისი დედ-მამ და არც ის საერთოდ არსებობდა კი მისი სისხლით ნათესავი ამ ქვეყანაზე.თუმცა ის მტკიცე ნაბიჯებით დადიოდა და მის ერთადერთ ყველაზე ახლობელ ადამიანს ყველაზე მეტად ენდობოდა ის იყო ანკა რომელიც ბიოლოგიურ დად მიაჩნდა ქეთის და მასთან ერთადაც ცხოვრობდა.
ახლაც სახლში მიიჩქაროდა ქეთირომელიც არ დარდობდა ტკივილით სავსე წარსულზე და მხოლოდ აწმყოზე ფიქრობდ და კიდევ ძალიან ბევრს ოცნებობდა.
ქეთის გაახსენდა რომ ნაბიჯისთვის უნდა აეჩქარებინა თორემ ანკა კიდევ ერთხელ დაურეკავდა და გაეღიმა.
როგორც კი სადარბაზოში შედგა ფეხი აქოშინებულმა ქეთიმ ანკამ იმწამსვე დაურეკა.
ქეთიმ გათიშა რადგან მართლა ყელში ამოუვიდა მისი წამდაუწუმ რეკვა და ლიფტში შევიდა.
არ გამოუვიდა ნომერი ანდრონიკაშვილს გაბრაზებული ანკა კარებთან ცოცხით უცდიდა.
ანდრონიკაშვილს გაეცინა და გაბუსხულ მეგობარს მოეხვია
-რა ზოზინა ხარ გოგო
ერთი ესღა თქვა ირემაშვილმა და მაგრად მოეხვია თავის მონატრებულ მეგობარს რომელიც აგერ უკვე ორი კვირაა არ უნხავს, რადგან ქეთი ქალაქიდან იყო წასული მისი კიდევ ერთი ახლობლის სანახავდ რომლესაც ბავშვთა სახლიდან იცნობდა და რომელიც დედად მიაჩნდა.
აჟიტირებული ირემაშვილი აქეთ-იქით დახტოდა სახლში და იკლებდა იქაურობას.
-ქვემოთა მეზობლები ამოგვიცვივდებიან და მერე მეყოლე ვარდივით
უთხრა გაღიმებულმა ქეთიმ და სცადა როგორღაც გაეჩერებინა მისი ციბრუტივით მბრუნავი მეგობარი.
იმ ღამეს ისე გადარჩნენ ქვემოთა მეზობელი ნელი არ ამოვარდნლა და არ დაუთათხავს,არც სხვა შემოსულა და ლექციები წაუკითხავს გოგონებისთვის.
ღამით ტკბილათ ეძინა ანდრონიკაშვილს და მშვიდად ფშვინავდა.
მეორე დილით ადრე არ ამდგარა რადგან კვირა იყო და სამსახურში არ მიდიოდა.
ქეთი კაფეში მუშაობდა მიმტანად მართალია ცოტას იღებდა მაგრამ ყოფნიდა იმისთვის რომ ბინის ქირა დაეფარა და საჭმლისთვის ფული ქონოდა.
-აუ დღეს რა უნდა ვქნათ??
მოიწყენით გახედა ანკამ მის ახლადგაღვიძებულ მეგობარს.
-რა დაა... კინოში წავიდეთ
მოიფიქრა ანდრონიკაშვილმა და ამაყად გაიჯგიმა
-კარგი ჯერ ვნახავ რა ფილმები გადის
-ყავა გინდა?? (ქეთი)
-ჩემს გულში ზიხარ რა (ანკა)
აქ რა მოსატანია მაგრამ ქეთი პროფესიით ფსიქოლოგია მაგრამ რათ გინდა არაფერში არ გამოადგა სამსახურში ვერ მოეწყო და დღესდღეობით უწევდა ყავის ჭიქების ტარება და მოდუღება
-შენ გაიხარე
გულიანად უთხრა ანკამ და გასარეცხი ჭიქა წყლის ჭავლს შეუშვირა.
-რა ხდება ახალი ლუკასთან??
წარბები აათამაშა ანდრონიკაშვილმა
-კარგი რაა
გაიბუსხა ირემაშვილი და გაწითლდა
- ლუკა კარგი ბიჭია და შენც გაქვს გათხოვების დრო უკვე არაა?? შინაბერა ხომ არ დარჩები?? (ქეთი)
- ლუკა კარგი ბიჭია და შენც გაქვს გათხოვების დრო უკვე არაა?? შინაბერა ხომ არ დარჩები??
ხმა დაიბოხა ანკამ და ქეთის დაეჯღანა
-აბა არ არის დრო??ხომ უნდა მოვესწრო მე შენს შვილებს??
მოხუცი ქალივით თქვა ჯერ კიდევ 20 წლის ანდრონიკასვილმა და გულიანად გაეცინა.
ცოტა ხანში ანკაც აყვა.
-შინაბერა არა ის კიდე ჯერ 23-ის ვარ (ანკა)
-ეგ იმიტომ გითხარი რომ სერიოზულად დაფიქრდე გათხოვებაზე და ოჯახზე (ქეთი)
-შენ რა ჩემი თავიდან მოშორება გინდა??
გაეღიმა ანკას და მალევე ინანა რადგან ქეთის თვალები აეცრემლა
-ბოდიში ქეთ
დამნაშავეს ტონით ჩაილაპარაკა ანკამ და ჩაეხუტა მის მეგობარს.
ქეთი დაწყნარდა და ახლა ანკამ ჰკითხა
-და შენ როდის უნდა გამითხოვდე??
-მაშინ როცა ჩემს სიყვარულს ვიპოვნი რომელსაც ჩემი სასწაული ერქმევა.

***

როგორც იქნა შეწყვიტა ირემაშვილმა ლაპარაკი და კინოში წასვლა გადაწყვიტეს.
საღამოს სახლში დაბრუნდნენ და ლოგინებზე მიესვენნენ.ირემაშვილმა ლოგინამდე ვერ მიაღწია და კართან გაიშხლართა.
როგორც კი დაღლილობამ გადაუარათ მუსიკების მოსმენა დაიწყეს.
მუსიკები მაღალ ხმაზე ისმოდა და ალბათ მალე ყველა მეზობელი შემოუცვივდებოდათ.
ახლა ჭურჭლის რეცხვა დაიწყო ანდრონიკაშვილმა და თავისი მოუქნელობით ერთი ჭიქა ძირს ჩააგდო,ტაფების რეცხვისას ტაფებს რახარხი გაუდიოდათ იმდენი მოახერხა რომ რამდენიმე თეფშსაც აპოვნინა ძირს ადგილი.
ვეღარ გადაურჩნენ გოგონები ნელის რისხვას.
კარზე ზარმა ორივე დაზაფრა რადგან უკვე ფეხის თითებზე დადიოდნენ რომ ხმაური აღარ გამოეწვიათ.
-აღარასდროს დაგარეცხინებ ჭურჭელს
დაუცაცხანა ანდრონიკაშვილს ირემაშვილმა და შეუბღვირა.
-რომელი გავაღებთ?? (ქეთი)
-ვინ და შენ (ანკა)
-ვითომ სახლში არ ვართ (ქეთი)
-ხო და ნელი დაგვიჯერებს არა?? (ანკა)
-ვიცი რომ სახლში ხართ
აშკარად მობეზრებული ხმა ქონდა წვრილი ხმის პატრონ ნელის რომელიც კარს იქით იცდიდა და გონებაში წყევლიდა გოგონებს
-კარგი მოვდივართ
არ გამოუვიდათ ნომერი მეგობრებს და ისევ ანდრონიკაშვილი წავიდა კარის გასაღებად.
-მობრძანდით
ღიმილიანი სახით შეეგება თავის უჟმურ მეზობელს რომელსაც უკვე პირი ქოონდა დაღებული რომ უამრავი საყვედური ეთქვა
-რამეს მიირთმევთთ??? (ქეთი)
-შენ გოგო გგონია აქ საქეიფოდ ჩამოვედი??ამიკელით მოკლეთ ჩემს ჯიბრზე იქცევით ასე??გამისკდა თავი-ხელით თავშალწაკრულ თავზე მიუთითა გოგონებს-ქალები ხართ თუ ქაჯები?? აი..აი.. პატრონი გინდთ თქვენ პატრონი ერთი დედათქვენი ვყოფილიყავი ასეთები იქნებოდით??ერთი კვირა რომ გეცხოვრათ ჩემთან მე ვიცი რასაც გიზამდით-ამ სიტყვებზე გოგონებს ტანში გასცრათ და წარმოიდგინეს ის ჯოჯოხეთური ერთი კვირა-მოიცადეთ მოგხედავთ მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა დამიღვიძოთ შვილიშვილები.ძლივს დავაძინეთ და ამ თქვენმა მუსიკებმა..თუ მაგასაც მუსიკებს ეძახით ეჰ..ჩვენს დროს იყო თუ იყო თორე ეხლა ამას მუსიკა ქვია??კიდევ ერთხელ რომ ჩართოთ მუსიკები ამხელა ხმაზე გაგაგდებთ ამ სახლიდან დავწერთ საჩივარს მეზობლები რომ ხმაურობთ და გაგყრით
არ გაკვირვებიათ გოგონებს ამდაგვარი დასასრული რადგან ბევრჯერ დამუქრებია ასე ნელი.
ნელიმ კარი გაიხურა და გოგონებმა ამოისუნთქეს
-რით ვეღარ მობეზრდა ამ ქალს
დაიბუზღუნა ანკამ
-რავიცი ასაკშია და არ ეზარება მაინც ამდენი ადი ჩადი??არც ლიფტით დადის რავი რაა რა ჯანი აქვს და რა ენა განგგმირავს (ქეთი)
ორივემ სიცილი ატეხა მერე კი ანდრონიკაშვილმა სახე დაისერიოზულა და ხმა დაიბოხა
-ხმამაღლა რატომ იცინით?ქაჯები ხართ თუ ქალები?? შვილიშვილებს ნუ მიღვიძებთ ძლივს დავაძინეთ.
-კარგი კარგი თორემ კედლებსაც ყურები აქვთ (ანკა)
საღამოც მიიწურა გოგონები რიგრიგობით შევიდნენ აბზანაში და ცხელი შხაპი მიიღეს.
ანდრონიკაშვილი შესამჩნევად დასევდიანდა თვითონბაც არ იცის რამ იმოქმედა მასზე ასე.ალბათ იმან რომ თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა იმაზეც ფიქრობდა რა მოხდებოდა მისი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო.მაგალითად დაეწყო მუშაობა ფსიქოლოგად,ჰყოლოდა დედ-მამა და ან ძმა,ჰყოლოდა შეყვარებული და ისევე ეცხოვრა როგორც სხვა თინეიჯერები ცხოვრობდნენ.
ძილის დროც მოვიდა და ანდორნიკაშვილს მდივანზე ჩაეძინა.დილით გვიან გაეღვიძა და სამსახურში დააგვიანდა.
რა აღარ უთხრა ბატონ ლევანს რით არ გაიმართლა თავი მაგრამ უშედეგოდ
-ხომ იცი შვილივით მიყვარხარ მაგრამ ვეღარ გაპატიებ რადგან უვე ბევრჯერ დააგვიანე ამიტომ იძულებული ვარ სამსახურდიდან გაგიშვა შენს ორი თვის ხელფასს გადაგიხდი სხვა არაფერი შემიძლია.
-კარგი მადლობა
უთხრა დასევდიანებულმა ანდრონიკაშვილმა და თავი დახარა.
ბატონმა ლევანმა ორი თვის ფული გადაუხადა და ანდრონიკაშვილი დანაღვლიანებული გაუდგა გზას სახლისკენ.
გზაში ვიღაც შეეჩეხა.ისეთ ხასიათზე იყო რომ ყველას დალანძღვა უნდოდა და აი გამოჩნდა კიდეც ის ობიექტი ვისაც ეჩხუბებოდა
-წინ იყურე ხომე
დაუცაცხანა გოგონამ და მამაკაცს შეხედა
არ უნდა შეეხედა რადგან მართლაც არ მოელოდა იმას რაც ნახა.
მამაკაცს თაფლისფერი მკაცრი თვალები ქონდა თეთრი კანი და კარგად მოვლილი სახე,შავი მაღლა ოდნავ აპრეხილი თმა.
მისი მკაცრი თვალებიც იმას მიანიშნებდა რომ ცუდ ხასიათზე იყო და არც გოგონაზე ჯავრის ამოყრას ერიდებოდა
-შენ იარე ხოლმე ვერ დამინახე??
-რატომრაც ვერა
ტოლი არ დაუდო ანდრონიკაშვილმა და როგორც კი ნაბიჯი გადადგა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს დავარდებოდა რომ არა მამაკაცის ძლიერი ხელები.
რამდენიმე წამით დაიბნა მამაკაციც და ანდრონიკაშვილიც. მხოლოდ უცნობის ცხელი სუნთქვა ეფრქვევოდა სახეზე ქეთის და ეს აბნევდა. მაგრამ ანდრონიკაშვილს მალე წამოუარა რომ ამ კაცს არ იცნობდა და არც კეთილად იყო განწყობილი მის მიმართ
-ხელი გამიშვი
ხმა გაიუხეშა ქეთიმ და ახლა უკანმოუხედავად განაგრძო გზა
-მადლობა მაინც მოგეხადა
გაიგონა მამაკაცის ბუზღუნნარევი ხმა და გაეღიმა.

დრო სწრაფად გადიოდა და ყველაფერი რთულდებოდა.კრიზისი დაიწყო და სამსახურს ვერ პოულობდა ანდრონიკაშვილი.ირემაშვილის ხელფასი კი ყველაფერს ვერ სწვდებოდა.
-გადავალ აქედან და როგორმე ჩემთვის ვიცხოვრებ რომ არ შეგაწუხო
ხშირად უთქვამს ანდრონიკაშვილს მაგრამ ირემაშვილი ისე დაუცაცხანებდა რომ ამის თქმის სურვილი ეკარგებოდა
-იცოდე ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო თორემ ფანჯრიდან გადაგკიდებ.უბრალოდ ცოტა ხანს გვჭირს.მერე სამსახურს იპოვნი და ამოვიქაჩებით.იცოდე ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრობას სხვანაირი განმარტება აქვს,ის არ განისაზღვრება მატერიალურით მითუმეტეს ჩვენ მეგობრობას ვერ შეეხება ვერავინ და ვერასდროს დაანგრევს ამ ყოველივეს ის რომ ზოგჯერ სახლში გვიან მოვდივარ ქანცგაწყვეტილი და ვერც ის რომ ზოგჯერ ფული არ გვყოფნის რომ ქირა გადავიხადოთ.ფული წარმავალია მაგრამ მეგობრობა ამის გამო ვერასდროს დაინგრევა.
ბევრჯერ უტირია ანდრონიკაშვილს იმის გამო რომ მისი დაუდევრობის გამო ახლა ყველაფერი ანკას ეწვა კისერზე ბევრჯერ სუიციდზეც უფიქრია.
ყოვლთვის რაღაც აჩერებდა ყოვეელთვის.
ისევ გარბოდა დღეები თუმცა უფულობა ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე და არ აპირებდა სადმე წასვლას.არა მხოლოდ გოგონები არამედ მთელი ქვეყანა ამ დღეში იყო არავინ იცოდა რა ექნათ.ხუთი ადამიანიდან სახლში ორი თუ მუშაობდა და ისინიც ისეთ ხელფასს იღებდნენ თვიდან თვემდე ვერ ყოფნიდათ.
ირემაშვილის შემოსავლის წყაროც დაიხურა.დიახ ერთადერთი წყარო რომელიც მათ ჰქონდათ გაქრა.
თვალცრემლიანი ირემაშვილი სახლში რომ მოადგა ანდრონიკაშვილს მიხვდა რომ მათი საქმე ცუდად იყო.
-დაწყნარდი სამსახურს როგორმე ვიშოვნით და ამ სახლის ქირას გდავიხდით არ გაგვყრიან
ამშვიდებდა ქეთი ანკას მაგრამ ამაოდ ის ტირილს აგრძელებდა.
-წინა თვის ფულიც გადასახადი გვაქვს 200 ლარი ახლა კიდევ მალე მოითხოვს ამ თვისასაც და 400 ლარი საიდან მოვიტანოთ??
-გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ როგორმე რამეს მოვიფიქრებთ
იმ ღამით არ სძინებია ანდრონიკაშვილს.
დილით ადრე ადგა და ქალაქში გავიდა.მოდუდუნე ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა და კიდევ კარგახანს არ გაიღვიძებდა.მერე კი მდინარეში ერთი ქალის სხეულს იპოვიდნენ რომელიც იმიტომ გადახტა რომ ეკონომიკურად უჭირდა.
ფიქრობდა ანდრონიკაშვილი და გზას მიიკვლევდა.ცხელი ასფალტი ფეხებს უწვავდა მაგრამ ვეღარ გრძნობდა.
სტკიოდა ანდრონიკაშვილს ძალიან სტკიოდა გული რომ ასე უნდა მომხდარიყო.ის ერთი უსარგებლო ადამიანი იყო რომლის სიკვდილის შემდეგაც ამ ქვეყანას კიდევ ერთ ცოდვილს მოაშორებდა.
როგორც იქნა მიუახლოვდა მდინარეს და ზემოდან გადახედა.გაეღიმა.
სიომ თმა აუფრიალა და თვალები დახუჭა.გაღიმებული იდგა და სახეზე ქარი ელამუნებოდა.
-კარგია არა??
მოესმა უცნობის ხმა და თვალები გაახილა.
გვერდით კაცი ედგა ეცნო მისი სახე და მისი თაფლისფერი თვალებიც რომელმაც პირველივე შეხვედრისას დააბნია.
-კარგია
უპასუხა ჩამწყდარი ხმით ანდრონიკაშვილმა
სიჩუმემ დაისადგურა.ანდრონიკაშვილს გულს უღრღნიდა ის ფაქტი რომ მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა ეს კაცი და გადახტომაში ხელი შეუშალა.
ნელ-ნელა მანქანები ახმაურდნენ.
მწველმა მზემ ანდრონიკაშვილს სახე დაუწვა და პირი გაუშრო.
-სახლში წასვლის დროა თქვა ქეთიმ და გზისკენ შებრუნდა.
მამაკაცმა ხელზე ხელი მოკიდა და ტუჩებზე ეამბორა.
ქეთი მამაკაცის ცხელმა ტუჩებმა წამიერად გათიშა დაიბნა რადგან ეს მისი პირველი კოცნა იყო.ასეთი მშვენიერი გრძნობა პირველად ეწვია ანდონიკაშვილს და მოუნდა ამ გრძნობით დამტკბარიყო.
ქეთი გონს მოეგო და რომ მიხვდა რაც ხდებოდა მაშინვე ცხელმა ცრემლებმა დაუსველა სახე.მამაკაცმა იგრძნო ეს ცრემლები და მოშორდა მის მათრობელა ტუჩებს.
ვერ გაეგო რა დაემართა ანდრონიკაშვილს რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა და თვალებით კიცხავდა მამაკაცის ამგვარ ქმედებას.
დიახ! ვერც ანდრონიკაშვილი ხვდებოდა რას გრძნობდა, მის სულში რა ხდებოდა არც ის იცოდა.ერთი მხრივ სიამოვნებდა ეს კოცნა მაგრამ გული სტკიოდა რომ უცხო მამაკაცმა პირველი ამბორი წაართვა.ის გაქურდულად გრძნობდა თავს და ამიტომ განიცდიდა.
არც კი იცოდა რომ მის სულში ახალი ჯერაც სათუთი სიყვარული იბადებოდა.
ჯერ კვირტი იყო თუმცა გაზაფხული მალე გაფურჩქნიდა და დაამშვენებდა მას.
სახლში უნდა წავიდე ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა და გეზი სახლისკენ აიღო.
არც კი მიუხედავს უკან.მიდიოდა მწველი მზის ქვეშ და ცრემლები ნაკადულივით სდიოდა.

***
სახლში მისული ანკას შეშინებულ სახეს წააწყდა.
-სად იყავი??
კითხა აკანკალებული და აშკარად შიშნარევი ხმით
-ვსეირნობდი
ვითომ უდარდელად გაიღიმა ანდრონიკაშვილმა
არა ასე ადვილად ვერ მოატყუა ანკა რადგან მისი ჩაწითლებული თვალები დაინახა.
-რა მოხდა??გთხოვ მითხარი
-არაფერი ისეთი ანკა მართლა
-ფეხშიშველი რატომ ხარ??
-ისე უბრალოდ
თავი გაიმართლა ანდრონიკაშვილმა.
-კარგი
ვითომ დაიჯერაო ისე უთხრა ანკამ.
ანდრონიკაშვილს არაქათგამოცლილს ჩაეძინა კიდევ ერთი მტანჯველი დღის მოლოდინში.
ისევ ადრე გაიღვიძა და გზას გაუდგა მაგრამ ამჯერად ფეხზე ეცვა და გუშინდელ ინციდენტზე ფიქრობდა.
იმის შიშით რომ ის კაცი ისევ იქ იქნებოდა უფრო მალე გამოვიდა.ეგონა მოასწრებდა
მართლაც არავინ იყო და ღიმილმა გაუპო ბაგეები.
ისევ დატკბა ხედით და სიჩუმის მოსმენით შემდეგ კი მოაჯირზე ავიდა
-მოვდივარ
დაიჩურჩულა გოგონამ და გაემზადა თავისუფალი ფრენა რომ შეეგრძნო.
მერე ყველაფერი უცბათ მოხდა
გოგონას ხელზე მძლავრად მოქაჩეს.რამდენიმე წამს ჰაერში ლივლივებდა მერე ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა.მალევე გაითიშა ამდენი ემოციისგან.
დიახ ეს ის უცნობი იყო რომელმაც უკვე მესამეჯერ იხსნა და ახლა მისი ყველაზე დიდი შეცდომისგან გადაარჩინა.
შეეშინდა როდესაც გოგონა გადასახტომათ გამზადებული დაინახა და ინსტიქტურათ დაექაჩა ხელზე.
არ იცოდა სად წაეყვანა გონდაკარგული გოგონა და თავის სახლში მიიყვანა.
სახლში არავინ იყო. რა გასაკვირია 18 წლიდან თავისთვის ცხოვრობს და თვითონ იკვლევს გზას ცხოვრებაში მაგრამ რა თქმა უნდა დედა ძალიან უყვარს.მამა არც ახსოვს ძალიან პატარა იყო რომ გულით გარდაიცვალა.უამრავი მტერი ჰყავდა და ტყვიამ გული დააზიანა ამან კი ნეკროზი გამოიწვია და მალე მთელმა სხეულმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
გოგონა მალევე მოვიდა გონს.
ანდრონიკაშვილს შეეშინდა როდესაც სხვა სახლში გაეღვიძა.ყველაფერი გაახსენდა მისი ვარდნაც და ისიც რომ ვიღაცამ გადაარჩინა.
როგორც კი ლოგინიდან ადგა იმწამსვე შეეჩეხა მკაცრ თაფლისფერ თვალებს რომლებსაც კარგად იცნობდა.
ესეიგი მან გადაარჩინა!
-სახლში უნდა წავიდე
თქვა ჩახრინწული ხმით ანდრონიკაშვილმა
-მოიცადე
ისეთივე მკაცრი ხმით უთხრა როგორიც თვალები ქონდა და აი სხეულიც კი გაჰყინვოდა
-რა გინდა??
შემოტრიალდა გოგონა
-რატომ ხტებოდი??
-შენი საქმე არ არის
მეტისმეტად მკვახედ გამოუვიდა გოგონას და ჩაახველა
-ბოდიში
დაამატა ხმადაბლა.
გოგონა კართან იდგა როდესაც კაცის ხმა მოესმა
-ცოლად უნდა გამომყვე
დენდარტყმულივით გაშეშდა გოგონა და კანკალმა აიტანა რა შარში ვარო.
-კარგი რა არც კი გიცნობ
შეტრიალდა გოგონა მამაკაცისკენ როდესაც მიხვდა რომ ამას სერიოზულად ამბობდა.
-მერე რა?გავიცნობთ ერთმანეთს.
-არა თქვენ ვერ გამიგეთ
-რა ვერ გავიგე?ის რომ თავს იკლავდი???რისთვის??
-უბრალოდ...უბრალოდ..არ ვიცოდი რა უნდა მექნა.სისულელეა ახლა უცნობის წინ მიწევს თავის გამართლება.
-ფული გჭირდებოდა არა?
წარმოთქვა ზიზღიანი ხმით მამაკაცმა.თითქოს მიხვდა რომ ეს გოგოც სხვებს გავდა.დიახ ფულის გამო სიცოცხლეს ისპობდა.
-რაო ძვირფას ტანსაცმელს ვეღარ ყიდულობდი და ამიტომ ხტებოდი??
-იცოდე გაჩუმდი...
-რა??სიმართლეს არ ვამბობ?
დაფიქრდა ანდრონიკაშვილი დამიხვდა ასეც იყო
-ხო ასეა მაგრამ...
-არავითარი მაგრამ
თქვა კატეგორიულად მამაკაცმა.
-ცოლად გამომყევი და ფულს გადაგიხდი.ეს რაღაც ყიდვასავით იქნება
ცინიკურად გაეღიმა მამაკაცს.
-არა ღირსი არ იყავი
ჩაილაპარაკა ანდრონიკაშვილმა ცრემლიანი თვალებით
-მიდი დაფიქრდი თორემ ასეთი შემოთავაზება აღარ იქნება
ისევ ირონიით გაჟღენთილი ხმით თქვა მამაკაცმა და გარეთ გავიდა.
გოგონა თავის ფიქრებთან მარტო დარჩა.თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან.
გული ტკიოდა და ერთი და იგივეს იმეორებდა
-არ იყო ღირსი არა არ იყო იმის ღირსი რომ ჩემი პირველი კოცნა მოეპარა.
ერთი მხრივ პასუხისმგებლობა ექაჩებოდა ანკასთვის უნდა მიეხედა ანკა იყო მისი ერთადერთი ოჯახი და მუდამ ასე იქნებოდა სხვანაირად ვერ წარმოიდგენდა.
მეორე მხრივ თავის ოცნებაზე ფიქრობდა მას ხომ თავისი ცხოვრების სასწაული სურდა, წრფელი სიყვარული სჭირდებოდა და არა ის, რასაც ეს კაცი სთავაზობდა.
ანდრონიკაშვილი გასაყიდი ნივთი ხომ არ იყო??ისიც ხომ ადამიანია რომელსაც ბედნიერი ცხოვრება სურდა და არა ეს ცინიზმით გაჟღენთილი კაცი.არც მისი ფული სჭირდებოდა.არა ეს ფული ანკასთვის სჭირდებოდა მხოლოდ ანკას გამო უნდა გაეძლო.ანკა მისი და იყო,სისხლი და ხორცი მასზე ზრუნვა და გვერდში დგომა მისი საქმე იყო.
ეს უნდა გაეკეთებინა ცოტახნით,შემდეგ როგორმე ანკა იშოვიდა სამსახურს და თვითონაც ტყავიდან გამოძვრებოდა და იმუშავებდა,კრიზისიც ჩაწყნარდებოდა და იძულებული აღარ იქნებოდა ამ კაცთან ერთად ყოფილიყო.
გადაწყვიტა ანკასთვის დაერეკა
-ანკა როგორ ხარ?
უნდოდა მშვიდი ხმა შეენარჩუნებინა
-დაწყნარდი ვიცი ვიცი რომ ნერვიულობ (ქეთი)
-ვნერვიულობ სად ხარ??
ტირილისგან ხმა ჩახლეჩვოდა ირემაშვილს
-ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
-ნუ მაშინებ ქეთი (ანკა)
-არ უნდა შეგეშინდეს ანკა არა ბედნიერი ვარ გესმის??დაიკო გიბედნიერდება.ყურებამდე ვარ შეყვარებული.ცოლობა მთხოვეს
დიდხანს დუმდა ანკა რადგან ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
ანდრონიკაშვილს მართლაც ბედნიერი ხმა ჰქონდა რადგან ეგონა სწორ გზას მიაგნო და ამ ხმამ თითქმის დაარწმუნა ანკა რომ ანდრინიკაშვილი ბედნიერი იყო.
-მეღადავები??
გაკვირვებული ანკას ხმამაღალმა შეყვირებამ ანდრონიკაშვილი შეაკრთო.
-ვინ არის?რატომ არ ვიცნობ??ხომ უნდა გეთქვა??რა უსამართლობა?ხომ მანახებ ჩემს სიძეს?სიმპატიურია არა??კი კი სიმპატიური იქნება შენი გემოვნება ხომ ვიცი.მაინც უნდა გავიცნო შევათვალიერო არის თუ არა შენი ღირსი.
გულიანად გადაიხარხარა ანდრონიკაშვილმა და ბედნიერების ცრემლები გადმოყარა რადგან მეგობარმა დაუჯერა.მაინც მოახერხა მაშინ როცა ტიროდა მეგობარი გაემხიარულებია.
-განახებ ნუ ხარ მოუთმენელი დამაცადე.
-გაპარვას ხომ არ აპირებთ??
ეჭვიანი და მკაცრი ხმით იკითხა ანკამ
-რა სისულელეა ვის უნდა გავეპაროთ.
-კარგი კარგი მიდი გელოდებით აქაურობას მოვაწესრიგებ და მოდით იცოდეთ
-კარგი კარგი.
ანდრონიკაშვილმა ტელეფონი გათიშა და იმ წამს მამაკაცმა შემოაღო კარები.
-გადაწყვიტე??
-გადავწყვიტე. ცოლად გამოგყვები
ამ სიტყვების თქმა განსაკუთრებით გაუძნელდა ანდრონიკაშვილს და ცრემლებმა დაუსველა სახე.თავი დახარა რომ არ დაენახა ‘’თვით ირონიას’’.
მაინც შეამჩნია ცრემლები და ჩაწითლებული თვალები ქალის სახეზე თუმცა არაფერი უგვრძნია.იმედგაცრუებული იყო.ის ფულზე გაიყიდა მიზეზს მნიშვნელობა არ ქონდა ის გაიყიდა ისევე როგორც სხვები გაიყიდებოდნენ.
ანდრონიკაშვილის ცრემლები აღარაფერს ნიშნავდა კაცისთვის.

არც თვითონ იცის რატომ მაგრამ მამაკაცს უცბათ ამ იდეამ წამოუარა თავში და ამიტომაც შესთავაზა ცოლობა.მიუხედავად იმისა რომ მიხვდა ანდრონიკაშვილი სხვანაირი არ იყო მაინც უნდოდა რომ ის მისი ცოლი ყოფილიყო.
-ერთი თხოვნა მაქვს.დღეს ჩემს დასთან უნდა წავიდეთ მთხოვა რომ შენი თავი გამეცნო.გთხოვ ისე უნდა მოვიქცეთ როგორც დიდი ხნის შეყვარებული წყვილი.
-კარგი მეც ხომ ზუსტად ამსითვის მჭირდები.
-მანამდე კი გავიცნოთ ერთმანეთი მე ქეთი ანდრონიკაშვილი ვარ
-სანდრო აბაშიძე
მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა მამაკაცი და გოგონა შეათვარიელა ისე თითქოს მისი ნადავლი ყოფილიყოს.როგორც კი ტუჩებზე შეაჩერა მზერა ეშმაკურად ჩაიღიმა და გარეთ გასვლა დააპირა
-ტანსაცმელი კარადაშია. ჩაიცვი და შენს დასთან წავიდეთ
-გადამრევს
ამოიხვნეშა ანდრონიკაშვილმა როგორც კი მამაკაცი გარეთ გავიდა
ტანსაცმლის კარადა გამოაღო და იმდნი კაბები დაინახა გააფრინა.
სულ არ სურდა კაბის ჩაცმა და იქაურობა გადაჩხრიკა იქნებ სადმე ჯინსები ეპოვნა.
გაუმართლა და იპოვნა.მაღლიდან ჩვეულებრივი მაისური გადაიცვა და თმები გაიშალა.
გარეთ როგორც კი გავიდა მამაკაცს შეეჩეხა.მასაც თავსუფალ სტილში ეცვა.
კედელთან მიიმწყვდია სანდრომ ანდრონიკაშვილი და აკოცა.
გული ისევე აუჩქარდა ანდრონიკაშვილს როგორც მაშინ პირველად.მაგრამ ახლა სძულდა ამ ბაგეებიდან ამოსული ყოველი სიტყვა თუმცა მაინც სიამოვნებდა სანდროს სურნელი და ცოტა უხეში ტუჩები.
ამბორი მოკლე გამოდგა
-აბა რა ქვია?? (სანდრო)
-ვის??
თქვა დაბნეულმა ქეთიმ
-შენს დას
****
ქეთის დააჟრიალა როდესაც მისი ტუჩები ყელზე იგრძნო.შემდეგ კი მსუბუქი კბენა ყურის ბიბილოზე.ამან სულ მთლად გააგიჟა მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა ხმის ამოღება
-ანკა ირემაშვილი
-კარგი
კიდევ ერთხელ აკოცა სანდრომ და მოშორდა მოჯადოვებულ გოგონას.
სანდროს ჩაეღიმა და ჩაიჩურჩულა
-რა ტკბილია
რა სულელი და გამოუცდელი ვარ კიცხავდა თავის თავს ანდრონიკაშვილი-არა მეორედ აღარ წამოვეგები მის ანკესზე.ვალდებული არ ვარ რომ ამისი კოცნა ავიტანო.ღმერთო რა სულელი ვარ არა და როგორ მსიამოვნებს.
მანქანაში გვერდიგვერდ იჯდა წყვილი.ხშირად გამოხედავდა ხოლმე თავის ნადავლს აბაშიძე თუმცა არასდროს შეუმჩნევია გაშეშებული ანდრონიკაშვილის მზერა.
ხანდახან თუ უკარნახებდა საით უნდა წასულიყო სხვა დროს კი ჩუმად იჯდა.
-მოვედით
სახეზე ღიმილი გადაეკრა ანდრონიკაშვილს და გამოცოცხლდა
-გადმოდი
დაიჭექა ანდრონიკაშვილის ხმამ.
აბაშიძე გაკვირვებული უყურებდა ასე გადასხვაფერებულ ანდრონიკაშვილს.
-წამოდი რას დაგიღია პირი და მიყურებ?? (ქეთი)
როგორც კი სადარბაზოს ლიფტში შევიდნენ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქეთიმ სანდრო
-იცოდე ჩვენ ბედნიერი შეყვარებული წყვილი ვართ გაიგე??
-მე თამაში კარგად გამომდის.ვატყობ შენც ასე რომ არ გაგვიჭირდება.
ისევ სიჩუმე
-ხო და კიდევ შეყვარებული წყვილის კარგად სათამაშოთ კოცნაც დაგვჭირდება (სანდრო)
როგორც კი გაახსენდა ის რაც მაშინ სანდროს სახლში იგრძნო დაითრგუნა და ყელში გაჭედილი დიდი ბურთი ძლივსძლივობით გადააგორა უკან.
ლიფტი გაჩერდა ანუ მივიდნენ.ქეთის ხელის გულები გაუოფლიანდა.
მამაკაცმა ხელი მოხვია დაძაბულ ქეთის.
-მოეშვი ჩვენ ხომ შეყვარებული წყვილი ვართ
კარზე ზარი დარეკა აბაშიძემ. აღარ დააყოვნა ირემაშვილმა და გიჟივით მივარდა კარებს.ჯერ გული მოიოხა
-ასე უნდა დავიწყება?რატომ არ მითხარი?მე შენთვის ვინ ვარ??ვერ გავიგე რატომ არაფრად ჩამაგდე?/ხომ უნდა გეთქვა?/არა კი ვიცოდი რომ გულჩათხრობილი იყავი მაგრამ ასეთი??იცოდე გაგწეწავ ერთ დღესაც ანდრონიკაშვილო და ვერ გადამირჩები
ასე იქაქანა ირემაშვილმა და მერე მიხვდა რომ ანდრონიკაშვილს გვერდით მამაკაცი ედგა
-რაა??ეს არის??
შეხტა ირემაშვილი
-მოდი მოდი შეგათვალიერო სიძევ
ხელით შეტენა კარში და გარს შემოუარა
-ხო კარგი ბიჭია..მშვენიერია..ხო..მართლა სიმპატიურია
გარს უვლიდა და ხანდახან თუ იტყოდა შესაქებარ სიტყვებს
არც სანდრო აკლებდა მაიმუნობას.
ანდრონიკაშვილი ცრემლებად იღვრებოდა როცა თვალებგაბრწყინებულ ანკას ხედავდა
-რა მოხდა?
ახლაღა შეაამჩნია ირემაშვილმა
-არაფერი ისეთი
ცრემლები მოიწმინდა ანდრონიკაშვილმა.
-შემოდი შემოდი აღარ გიბრაზდები მშვენიერი სიძე მოგიყვანია.
მთელი საღამო დაძაბული იჯდა ანდრონიკაშვილი და ფიქრობდა იმდენს რომ თავი ასტკივდა.
-რა გჭირს??
შეამჩნია ‘’მზრუნველმა’’ ქმარმა და შუბლზე აკოცა.ასეთ სიახლოვეზე ყოველთვის იბნეოდა გამოუცდელი ანდრონიკაშვილი და გული უჩქარდებოდა.
ეს ართობდა მამაკაცს.ხალა ხომ მხოლოდ მისი იყო დიახ მთლიანად მისი და შეძლო როდესაც მოუნდებოდა მის ბაგეებს შეხებოდა.
-თავი მტკივა
ამოიჩურჩულა ნირწამხდარმა გოგონამ და თვალები მაგრად დახუჭა.
-შედი დაისვენე
უჩურჩულა სანდრომ
-არა იყოს
-ნუ გეშინია ისე მოვაჩვენებ თავს თითქოს მართლა ბედნიერები ვართ
-ხო კარგი მოდიას და არ გაიგოს
-რას ჭუკჭუკებთ?? (ირემაშვილი)
-თავი სტკივა ცოტა ხანს ოთახში შევიყვან (სანდრო)
-აჰაა მიგიხვდით
ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ირემაშვილმა
-მიხვდი არა??
არც აბაშიძემ დააკლო თვალების პაჭუნი და მისი თეთრი კბილებიც გამოაჩინა.
-კარგი იქით არის
ხელით მიანიშნა ანდრონიკაშვილის ოთახზე ანკამ.
წამოდგომაში დაეხმარა სანდრო ქეთის და ნელ-ნელა მიიყვანა ოთახამდე.მანამდე კი ირემაშვილის ნათქვამი
-რა გინდა მშვენიერი წყვილიაო გაიგო.
-ძალიან გტკივა??
გოგონასკენ გადმოიხარა მამაკაცი და თავბრუ დააახვია მისი სურნელით.
-ძალიან
დაიწუწუნა გოგონამ და ტუჩები სატირლად დაბრიცა
-არ იტირო კარგი??
ვერ იტანდა სანდრო როდესაც მის გვერდით ქალი ტიროდა.
-ხო კარგი (ქეთი)
გვერძე მიუწვა ანდრონიკაშვილს აბაშიძე.
-მგონი ასეთი სიახლოვე საჭირო არ არის
თქვა თავისი გულის რიტმის დარღვევით შეწუხებულმა ანდრონიკაშვილმა.
-ოხ კარგი რა ახლა ხომ ჩემი ხარ
-ჯერ არა
-ხოო??
-დიახაც ჯერ შენი ცოლი არ ვარ
-მერე რა??
-ის რომ შენ არ გეკუთვნი
-მე შენ გიყიდე
ამ ერთმა სიტყვამ ანდრონიკაშვილი გაუცნობიერებლად აატირა.
ეგონა რომ რადგან ბნელოდა სანდრო ვერ შეამჩნევდა მაგრამ შეცდა.გაიგო მისი ტირილი თუმცა არ მიუქცევია ყურადღება.
-რატომ მე??
-რატომ და შენ ხტებოდი ხიდიდან
-არც კი იცი რატომ
-ძალიან კარგად ვიცი.
სიჩუმე სანდრომ დაარღვია
-ისე რა ჭკვამხიარული და გყავს
-ხო ის სულ ასეთია
გაეღიმა ცრემლიან ანდრონიკაშვილს.
-არ მეგონა რომ სიცილიც შეგეძლო
უთხრა გულუბრყვილოდ გოგონა.კარგად იხარხარა ამ სიტყვებზე მამაკაცმა.
ანდრონიკაშვილი გაბრაზდა და ლოგინიდან წამოხტა ბალიში აიღო და ესროლა
-ამაცდინე (სანდრო)
-ძალით აგაცილე
არ ნებდებოდა ქეთი.
-ხო არა??
ყურებამდე გაღიმებული მამაკაცაი სიცილს ვერ იკავებდა მის სახეს რომ ხედავდა
-დიახაც,შემეცოდე.
მამაკაცი წამოდგა და უკვე აცახცახებულ ანდრონიკაშვილს მიუახლოვდა
-ახლა შენ გეშინია არა??
უკან გადაუწია წინ ჩამოვარდნილი კულული ანდრონიკაშვილს.
მალევე დაეწაფა ანდრონიკაშვილის ტუჩებს.გოგონას მამკაცისგან წამოსული იმპულსები აიძულებდა აჰყოლოდა კოცნაში რომელიც ასე სიამოვნებდა.ძალიან სუსტი იყო ანდრონიკაშვილი, ძალიან გამოუცდელი.
-ხედავ??შენც მოგწონს
ტუჩებთან ძალიან ახლოს დიჩურჩულა ვნებისგან თალებამღვრეულმა მამაკცმა.
-აბა გვრიტებო
გაისმა ირემაშვილის ხმა კარი მეორე მხრიდან.
ჯერ ისევ არ უშვებდა მამაკაცის ტუჩები ქალს და არც ირემაშვილს სცემდნენ პასუხს.
-ოხ კარგით რა გეყოფათ
თქვა გულგამთბარმა ირემაშვილმა.
-გავიდეთ
როგორც კი დრო მიეცა ანდრონიკაშვილს მამაკაცის ხლართებიდან გათავისუფლდა და კარს მიუახლოვდა
-ახლა დამიძვერი მაგრამ სახლში რას იზამ??
არ ვიცი-გონებაში გასცა პასუხი მის ამ კითხვას ანდრონიკაშვილმა.
მალევე გადაწყვიტა წასვლა სანდრომ.ეგონა თავს დააღწევდა ანდრონიკაშვილი მასთან წასვლას თუმცა ვერ გადარცა.აი სად არ გამოადგა არატრადიციული მეგობარი რომ ჰყავდა..
-წამოდი ბარგი ჩავალაგოტ (ირემაშვილი)
-კარგი
ყურები ჩამოყარა ანდრონიკაშვილმა
როგორც კი ოთახში მარტო დარჩნენ ირემაშვილმა მაშინვე კითხა
-დავიჯერო ახლა ტრადიციებზე წუხარ??რაღაც სხვა ხდება
-არა არაფერი.
-ხო რა ვიცი
თვალებმოჭუტული ქეთის ჩააშტერდა თვალებში.ქეთიმ თვალები დახარა
-კარგი შე ქალო ჩაალაგე თორემ გაგექცა ბიჭი (ანკა)
-ხო კარგი
დაიბუზღუნა ანდრონიკაშვილმა
-მიდი მიდი დატრიალდი.
მალევე მორჩნენ ბარგის ჩალაგებას.
-ყურებამდე უყვარხარ ამ ბიჭს თვალებში ემჩნევა
ხო აბაა გაიფიქრა ქეთიმ და თვალები დახუჭა
-სენც გიყვარს და ძალიან
ცდები გონებაში უპასუხა ისევ კითხვას.
მაგრამ არა ახლა მართლა არ ცდებოდა ანკა. მას მართლა უყვარდა რამდენიმე სანდრო თუმცა ამის აღიარება არ სურდა,ან თვითონაც ვერ გარკვეულიყო ამაში და უბრალოდ სულელური ვნება ეგონა.
***

სახლში მისული ანდრონიკაშვილი დაიძაბა.ამას ისიც დაერთო რომ მამაკაცი მაცდურად იღიმოდა და ტუჩებს ილოკავდა.
არ უნდა წამოვსულიყავი მეშინია-ფიქრობდა ადნრონიკაშვილი და გამწარებით იფშვნეტდა ხელებს
-აბა
ბოლოს მაინც ანდრონიკაშვილმა ამოიღო ხმა
-რა აბა??
-რა უნდა ვქნათ??
-რაა??მართლა გინდა ცოდნა??
ნელი ნაბიჯით დაიძრა სანდრო ქეთისკენ.ქეთიც ნელ-ნელა უკან იხევდა.
-რომელ ოთახში უნდა დავიძინო?? (ქეთი)
-მარტო შენ??არ იცი რომ ცოლ-ქმარი ერთად ერთ სარეცელს იყოფენ??
-ვიცი მაგრამ ჩვენ ცოლ-ქმრად არ ვითვლებით
შეუბღვირა ფერებში გადასულმა ანდრონიკაშვილმა და მამაკაცს დაუსხლტა ხელიდან.
-სად უნდა დავიძინო??
-ოჰ კარგი რა ჯერ რა დროს ძილია გართობა ახლა იწყება
ჭინკები აუცეკვდნენ თვალებში სანდროს.
-ერთხელ მაინც არ შეგიძლია რომ ეგ შენი ფანტაზიები მოთოკო?? (ქეთი)
-როცა შენ გიყურებ...
კიდევ შეათვარიელა ანდრონიკაშვილი აბაშიძემ.
-მორჩა ხვალ ანკასთან გადავალ
-ვერ გადახვალ რადგან მე ასე მინდა
-ასეთი თვალებით ნუ მიყურებ
-როგორი??
-თითქოს შენი ნადავლი ვარ მე კი კუთხეში მიმწყვდეული საწყალი მსხვერპლი რომელიც თავდასხმას ელოდება.
-შენ ჩემი ნადავლი ხარ თუ არ გახსოვს შეგახსენებ შენ ახლა მთლიანად მე მეკუთვნი.
აღმოჩნდა რომ ანდრონიკაშვილს სანდროს ოთახში მოუწევდა ძილი.სულ არ ესიამოვნა.
მთელი ღამე თეთრად გაათენა ანდრონიკაშვილმა ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.ძალიან მგრძნობიარე იყო ამას ისიც ერთვოდა რომ თავისი საყვარელი დაიკოსგან შორს მოუწევდა ყოფნა.როგორ არ სურდა ამ კაცთან დარჩენა,როცა ისიც ახსენდებოდა რომ ცოლად უნდა გაჰყოლოდა და თავისი თეთრი საოცნებო კაბა ამ კაცს უნდა დაესვარა თავისი ხელებით მთელი სხეულით აკანკალდა და ტირილი დაიწყო.
მალე მზეც ამოიწვერა და გამთენიისას ჩაეძინა ანდრონიკაშვილს.
რომ გაიღვიძა და სარკეში ჩაიხედა იქიდან უცნობი შეჰყურებდა საშინლად დაწითლებული თვალებით,გაწეწილი თმით,ჩაშავებული უპეებით,აცრემლიანებული თვალებით ამას ისიც დაემატა რომ თავი ისევ უსკდებოდა,სისხლი ტვინში ასხავდა,ყელიც სტკიოდა და უკვე გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა.
ვერ იცნო ასეთი ანდრონიკაშვილი სანდრომ და ცოტა შეეშინდა არ იცოდა რას ჭირდა.
-როგორ ხარ??
შეშფოთებული ხმითიკითხა სადნრომ
-ვერ ვარ კარგად
-ეგ ისედაც გეტყობა.საავადმყოფოში წაგიყვან
-არა არ მინდა გამო....
გული წაუვიდა ანდრონიკაშვილს და სანდრომ დაიჭირა ქალის უსუსური სხეული.
ხელში აიყვანა და საწოლ ოთახში შეიყვანა ფრთხილათ დაასვენა ქალის ფერმკრტალი სხეული ლოგინზე.არ იცოდა რა ექნა.დაბნეული მერეღა მოეგო გონს რომ საავადმყოფოში წაეყვანა.
ჯერ პულსი გაუსინჟა რადან ეგონა რომ აღარ სუნთქავდა.გული უცემდა მაგრამ სუსტა.
მანქანა მთელი ძალით მიქროდა ასფალტზე.მამაკაცის გაოფლიანებული ხელისგულები და შეშლილი თვალები გასცმემდა რომ ძალიან ნერვიულობდა.
რა მოხდა?/რა სჭირს?/რამე რომ დაემართოს??ის ხომ ასეთი სუსტია.უამრავი რამ ერევოდა თავში.კინაღამ მანქანას დაარტყა.
აღარც კი ახსოვს როგორ შეიყვანა პალატაში და საკაცეზე დააწვინა.
დიდ ხანს დადიოდა დერეფნებში და მხოლოდ მისი ფეხსაცმლის გულისგამაწვრილებელი ხმა ისმოდა.ხანდახან თუ ამოიოხრებდა ზოგჯერ გაჯდებოდა მერე კი უცბატ წამოხტებოდა.
ექიმი გამოდიოდა პალატიდან და იმწამსვე მასთან გაჩნდა
-რა სჭირს ექიმო??
ნერვიულობისგან ხმაც შესცვლოდა.
-ძალიან სუსტადაა ეს მოწამვლამ გამოიწვია და პლუს მძიმე სულიერი მდგომარეობა.ძალიან სუსტია და ბოდავს, ხშირად ახსენებს ვიღაც ანკას სახელს ჩემი აზრით უნდა რომ გვერდით ჰყავდეს
-დიახ დავურეკავ.მისი ნახვა ხომ სეიძლება??
-დიახ მაგრამ სძინავს.გადასხმას ვუკეტებთ.
-კარგი კარგი
აღარც უსმენდა აბაშიძე და სწრაფი ნაბიჯით მიიჩქაროდა პალატისკენ.
კარი შეაღო და ქალის ავადმყოფურად ყვითელ კანს შეავლო თვალი.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა ალბათ ის რომ მალე გამოჯანმრთელდე.იცი ? შემაშინე არც კი მეოგნა თუ ასე ვინმე შემაშინებდა.გილოცავ შენ ეს შეშელი
გაეღიმა ნერვიულად მამაკაცს და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-დედა
ძილში ამოთქვა გოგონამ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ახლაღა გაახსენდა რომ ამ გოგოს დედაც ეყოლებოდა.
ირემაშვილს დაურეკა და უთხრა რაც მოხდა.
ტირილი დაიწყო ირემაშვილმა და რამდენიმე წუთში უკვე პალატის კარებთან იდგა.
-რა მოხდა??
უკვე მეათასეჯერ გაიმეორა სახეგაქვავებულმა არემაშვილმა.
-დილით ცუდად გამოიყურებოდა ვუთხარი საავადმყოფოში წავიდეთ მეთქი მერე გული წაუვიდა და აქ მოვიყვანე.რაღაცამ მოწამლა და სიცხე აქვს მაღალი.დედას ახსენებს.ის სად არის??
-არ ჰყავს
არ ჰყავს?უტრიალებდა თავში მამაკაცს.ეს როგორ??მარტო მას?/ხომ უნდა ეთქვა არ გვყავსო?რაღაცაშია საქმე
-მამა??
-არც მამა
ობოლია. აი თურმე რატომ ბუდობს მის თვალებში ნაღველი.აი რატომ არ სტოვებს ის ნაღვლიანი გამოხედვა რომელიც ასე ძალიან მოსწონდა მაგრამ თან აღიზიანებდა მამაკაცს.
-არ იცოდი?? (ირემაშვილი)
-არ უთქვამს.
იმ დღესვე გამოფხიზლდა ანდრონიკასვილი თუმცა სიცხე ისევ მაღალი ქონდა და სუსტად იყო.
ანდრონიკაშვილმა დაიჟინა სახლში უნდა გამწეროთ არაფერი მჭირსო.ექიმებიც იგივეს ამბობდნენ და მალევ გასწერეს თუმცა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს რამდენიმე დღით მაინც
ეგონა ანკას სახლში წავიდოდა მაგრამ ისევ თავისი საქმროს სახლში მოუწია ყოფნა.ამას დაემატა ისიც რომ სანდროს დედა ქალბატონი ნანა აპირებდა მოსვლას და მთლად გადირია ასეთი სიცხიანი როგორ დავხვდეო?
-დღეს დედაჩემი მოდის
‘’გაახარა’’ ქეტი სანდრომ.
-არა! არ არსებობს
-რა მოხდა??
-რა და..ვერ ხედავ??საწოლში უნდა დავხვდე??
-კარგი რა ნუ დაიწყე შენებურად.
-რომ არ მოვეწონო??
-მაგაზე დარდობ??
-დიახაც რა არ ვიდარდო??
გაებუტა ქეთი სანდროს.
-რა დედამთილს მოეწონები თუ არა ასეთი მნიშვნელოვანია??შენ ხომ მხოლოდ ფული გჭირდება და ამტიტომ მომყვები ცოლად წესით არ უნდა დარდობდე.
-გარეთ გადი!
კენტად ჩამოგორებული ცრემლი სასწრაფოდ მოიწმინდა ანდრონიკაშვილმა და ბრძანების კილოთი უთხრა მამაკაცს.
მიხვდა რომ ეწყინა ანდრონიკაშვილს მაგრამ აბაშიძესაც სწყინდა რომ მისთვის განსაკუთრებული ქალი ფულზე გაიყიდა.არც აინტერესებდა რისთვის სჭირდებოდა ეს ფული უბრალოდ სძულდა ფულის მოყვარე ქალები.
-და კიდევ შენ გტკივა გული? მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ ჩენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს შენ უბრალოდ ერთი თავმსუბუქი გოგო ხარ რომელიც ხიდიდან ხტებოდა ფულის გამო
ირონიით სავსე თვალები შეანათა აბაშიძმე ანდრონიკაშვილს აწყლიანებულ თვალებს და გაიღიმა.
-კარგად თამაშობ დამაჯერებლად გამოგდის ხმის გაბზარვაც და აცრემლებული თვალებიც.
-იმაზე ნუ ლაპარაკობ ასე რაც არ იცი გაიგე??
წეღანდელთან შედარებით ახლა მშვიდი და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა ანდრონიკაშვილს,სახიფათოდ ნელა და მშვიდად საუბრობდა.ეტყობოდა მალე აფეთქდებოდა და მთელს სახლს გადაუვლიდა..არა მხოლოდ სახლს.
-დედაჩემს ვეტყვი რომ ცუდად ხარ.
-კარგი
-მაგრამ გახსოვდეს შენი სხეული მე ვიყიდე
-სულს რას უზამ?
ამაზე პასუხი არ ჰქონდა აბაშიძეს და კარი ხმაურიანად გაიხურა.
ორი დღის შემდეგ დედამთილი გაიცნო.თბილი ქალი ჩანდა მაგრამ თან მკაცრიც იყო.ძალიან მოეწონა ქალბატონ ნანას თავისი სარძლო უბრალოდ იმას ამბობდა
-უნდა მოგაფერიანოთ თორემ ქარი წაგიღებსო.
ამაზე გულიანად ეცინებოდა ანდრონიკაშვილს.აბა თავის უჟმურ საქმროს კი არ გავდა.
მალე ბეჭედიც მოუტანა და ხელზე ჩამოაცვა აბაშიძე.
ქორწილისთვის მზადებას ირემაშვილიც უერთდებოდა და სულ ავიწყდებოდა თავისი ვალები მაგრამ ისიც კი არ იცოდა რომ ქორწილი მისთვის მისი ბედნიერებისთვის იმართებოდა.
თეთრი კაბის საყიდლად რომ წავიდნენ ანდრონიკაშვილმა გულში წკმენტა იგრძნო მერე მთელ გულს მოედო ტკივილი და თვალებიც ჩაუქრა მიუხედად ანკას მბრწყინავი თაველბისა.მისი ბრწყინვალება ანდრონიკაშვილის თვალებს ვეღარ ანთებდა.
დედამთილი არ წაჰყოლია სახლში საქმეები ჰქონდა ბოლოს და ბოლოს ამხელა ქორწილს იხდიდა და გამზადება სჭირდებოდატ.
რამდენიმე კაბა მოისინჯა ანდრონიკაშვლმა და პოდიუმზე გამოსულ ქეთის ანკამ ყველა კაბა დაუწუნა.
მაშინ როდესაც ულამაზესი გრძელი აბრეშუმის,ზურგზე წელამდე ამოღებული და ბადიანი (უბრალოდ ბადე კი არ იყო ეს საოცრება იყო განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუში),გრძელი,ტანზე მომდგარი,სადა მაგრამ ამავდროულად მბრწყინავი კაბა დაინახა ანკამ ენა ჩაუვარდა და ატირდა.
თავის თავს ვერ სცნობდა ანდრონიკაშვილი სარკიდან ულამაზესი გოგონა შესცქეროდა და დაკვირევბით ათავრიელებდა თავის თავს.
ეს კაბა ნამდვილად ქეთისთვის იყო შეკერილი.მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წუთს უხაროდა ქეთის რადგან გაახსენდა რომ ამ კაბას იმ ქორწილში არ ჩაიცვამდა რომელიც ასე სურდა და ვერც მისი საოცნებო პრინცი დატკბებოდა მისი ხილვით.
ფატაც სრულებით შეესაბამებოდა ამ სასწაულ კაბას.
ყოყმანის გაეშე იყიდეს კაბა.მალევე კაფეში შევიდნენ და დაისვენეს.უკვე სექტემბერი ახლოვდებოდა,საკმაოდ აგრილებულიყო.სულ არ უყვარდა სექტემბერი ქეთის მაგრამ რა ექნა??ამ საშინელ დროს უწევდა გათხოვება.
ბევრს ლაქლაქებდა ანკა მაგრამ ქეთის არ ესმოდა და ვერც გაიგებდა ისე ღრმად იყო თავის ფიქრებში ჩართული.
ფული წინასწარვე გადაუხადა აბაშიზემ და საკმარისზე ბევრად მეტი,მაგრამ ამ კაცის ფული თვითონ არ სჭირდებოდა და ანკას ბინის ქირა გადაუხადა მერ კი ვალებიც გაუსტუმრა თან სახარჯო ფულიც მისცა.ანკა დიდ ხანს ყოყმანობდა უარზე იყო და გაებუტა კიდეც ქეთის მაგრამ ბოლოს როგორღაც დაარწმუნა ანდრონიკაშვილმა და ფულიც აიღო ირემაშვილმა.
ქორწილის დღე მოახლოვდა ყოველი საათის გასვლა ყოველი წუთის გასვლა აფრთხობდა ანდრნიკაშვილს.ამ ბოლო დროს ამჩნევდა რომ მამაკაცი მის მიმართ კიდევ უფრო გაცივდა და ეს ძალიან ადარდებდა რადგან უფრო გესლავდა ისედაც გულგახეთქილ გოგოს.
სანდროც ღელავდა ქორწილზე მაგრამ ამის დამალვა უფრო კარგად გამოსდიოდა.
ქორწილის დღეს რომ გაეღვიძა ანდრონიკაშვილს გამზადებული კაბა დახვდა.ანკაც იქ იყო და გამზადებაში დაეხმარა.
კაბის ჩაცმის დრო რომ მოვიდა ხელის გულები გაეოფლა და გული საშინლად აუჩქარდა.მისი გული იმხელა ხმაზე ცემდა ეგონა რომ დაბლა სტუმრებსაც კი ესმოდათ.
სარკეში რომ ჩაიხედა თავისი თავი ვერ იცნო თვალებიც კი უბრწყინავდა მიუხედავდ ყველაფრისა ის თხოვდებოდა უნდა ემხირაულა და ებედნიერა და წარსულზე არ ედარდა.
ქალბატონი ნანა რომ ოთახში შევიდა თვალებს ვერ დაუჯერა სიხარულის ცრემლები წამოუვიდა და გულში ფრთხილად ჩაიკრა თავისი რზალი.
ანდრონიკაშვილს ეგონა თითქოს დედა ეხუტებოდა და სითბო ჩაეღვარა გულში.
-რაღაც მოვიტანე ეს სავარცხლები ჩემს დედამთილს ეკუთვნოდა მან კი მე მომცა ახლა მე გადმოგცემ შენ,დარწმუნებული ვარ მოგიხდება.
-დიდი მადლობა ძალიან ლამაზია.
სათუთად გადაუსვა ულამაზეს ცისფერ თვლებიან სავარცხელს თითები და თვალებში ცრემლები ჩაუგუბდა.
-კარგი მიდი ეს სავარცხლები დაიმაგრე და დაბლა გელოდებით. (ნანა)
მართლაც რომ ძალიან მოუხდა ეს ძველმოდური სავარცხლები ამავე სტილის კაბას.

ანკა ცრემლებად იღვრებოდა უხაროდა მისი დაიკოს გათხოვება,მართალია ის მისი სისხლი და ხორცი არ იყო და არც ერთმანეთს ჰგავდნენ მაგრამ ის დად მიაჩნდა პატარა დად რომელიც ბედნიერი იყო.
დიახ მართლაც ბედნიერი იყო ქეთი რადგან გააწყვიტა ამ წუთებით დამტკბარიყო.
კიბეებზე ნელა ჩავიდნენ.როდესაც საკურთხეველთან სანდრო დაინახა სუნთქვა შეეკრა,გული გაუჩერდა და მერე თავიდან უფრო ძლიერად აუძგერდა.
ისეთი სიმპატიური ქმარი ჰყავდა და თან ეს სმოკინგი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.მის ღია თაფლისფერ თვალებში გაკვირვება და სითბო ერთად იდგა.
ანდრონიკაშვილმა მზერა აარიდა სანდროს დაჟინებულ მზერას და თავი დახარა.
მხოლოდ მისი და სანდროს ნათქვამი
-დიახ
ახსოვს და შემდეგ მთელი საღამო მილოცვები და უამრავი ცეკვა.
მამაკაცის სხეულს მიყრდნობილი ნელა ირწეოდა და თვალები ეხუჭებოდა.
-მეძინება
ჩუმად უჩურჩულა ქალმა და მამაკაცს გაეღიმა
-შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ
-არა ვიყოთ სტუმრები წავლენ და
სტუმრები მხოლოდ გამთენიისას წავიდნენ
-ძალიან დავიღალე
დაიბუზღუნა საწოლ ოთახში ასულმა ანდრონიკაშვილმა.აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.
კაბა გაიხადა სავარცხლები მოიხსნა და თმაც გაიშალა.
მას და სანდროს ერთ ოთახში უწევდათ ძილი.მაგრამ ორივე ძალიან დარლილები იყვნენ და სწრაფად დაეძნათ.
მეორე დილით ადრიანად გაამგზავრეს თვითმფრინავში ჩასვეს და მაღლა რომ აფრინდნენ მაშინღა იკითხა ანდრონიკაშვილმა სად მივდივართო?
-სად და რომში
ანდრონიკავილს თვალები გაუბრწყინდა და მოუსვენრად ცმუკავდა.
მამაკაცის მხარზე ჩამოდო თავი და მერე დაღილს ჩაეძინა.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო ანდრონიკაშვილი.მშვიდად სუნთქვადა და გულიც რიტმულად უცემდა.
მძნარე ანდრონიკაშვილის ყურება განსაკუთრებით უყვარდა აბაშიძეს მისი მშვიდი სახე აწყნარებდა და გულზე მალამოდ ედებოდა.
ორ დღეში რომში იყვნენ, ქალაქში, სადაც გამუდებით რომანტიკის სურნელი ტრიალებს .
ვერც კი იჯერებდა ქეთი რომ ახლა რეალურად შეეძლო ინტერნეტში ნანახი რომის სურათების მაგივრად თვით რომისთვის ეცქირა და ეოცნება.
****



პ.ს დავბრუნდი თუ გინდათ რომ ეს ისტორია დავამთავრო და რა თქმა უნდა თუ მოგწონთ დამიკომეთ დადავასრულე. აბა კარგად და ველოდები თქვენს შეფასებას და კრიტიკას <3



№1 სტუმარი stumari77

ველოდები გაგრძელებას, ეს ნაწილი ადრე წავიკითხე, მერე კი დაგგვიანდათ, კარგია.

 


№2  offline წევრი kiko

კარგია. ❤ და იმედია გააგრძელებ

 


№3 სტუმარი darina

Adre vkitxulobdi da dzalian momwonda, gamixarda gagrdzeleba rom gadawyvite, agar daikargo ra.

 


№4  offline წევრი natia-natia

რათქმაუნდა მინდა მალე დადე

 


№5 სტუმარი kati

ახალ თავს ველოდებოდი.მალე დადე რა.

 


№6 სტუმარი Sandra

Gaagrdzelee <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent