შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “8“


6-02-2016, 18:23
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 610

-რატომ?-წამოიყვირა ჩახრეწილი ხმით და სკამიდან წამოვარდა,ცხელი ცრემლები კი უნებურად ჩამოუგორდა ღაწვებზე და ყელისკენ იწყეს სვლა,-სულ რატომ დამზდევ,-საყელოში ჩაავლო ხელი,უკვე წამომდგარ მამაკაცს და ძლიერად მოქაჩა თავისკენ.
-ერთი წუთით,-თითქოს სთხოვაო სოფოს და ვაჩეს და ისინიც მიუხვდნენ,ხმა ამოუღებლად დატოვეს კოსტა და მარიტა მარტო,-ასე არ მინდოდა,-წამოიწყო მან შემდგომ,-მიზნად არ დამისახავს სულ კუდში მედია,უბრალოდ არც ვაპირებდი შენს შეყვარებას,ყველაფერი თავისით მოვიდა და რაც თავისით მოდის ჩვენი ვეღარ ვაბრუნებთ უკან,მაპატიე,მაგრამ მიყვარხარ და ამას მე ვერ შევცვლი,-მარიტას სახის კანი მკვეთრად გაუფითრდა,ტუჩები აუკანკალდა და ხელი უშვა თითების მიყოლებით კოსტას თეთრ პერანგს,-მეც არ ვიცი საიდან. . .,-თითქოს დაუთბა ხმა,მაგრამ სიბრაზეს მაინც ურევდა,არ უნდოდა მარიტას სუსტი მამაკაცი ჰგონებოდა,რომელსაც საკუთარი გრძნობების დაცვა არ შეუძლია.
-შენი ქცევები ძალიან აუბრალოებს სიყვარულს,აუტანელია,როცა ყოველი ნაბიჯი იცი და სულ ჩემს ზუგში ტრიალებ
-შენ ეტყობ არავის ყვარებიხარ,ის სივიწროვე არ განგიცდია,რასაც რეალურად აკეთებს ბევრი მამაკაცი,შენ ამოსუნთქვის საშუალებაზე მეტი უფლება გაქვს,ზოგს კი ერთი ამოსუნთქვა ძვირი უჯდება.
-ნუ გგონია რომ შენ ნაკლები ხარ,-ხმის კანკალით მიუგო მარიტამ,-გასაგებია რომ გიყვარვარ,მაგრამ არასოდეს გიკითხავს მეც ვგრძნობდი თუ არა იგივეს
-და რატომ არ მიკითხავს შენი აზრით?
-რატომ?
-იმიტომ რომ , შენ რასაც ლაპარაკობ სრული სიცარიელეა,აი რასაც შენი სხეული გამოსცემს,სიყვარულზე მეტია
-შენ ყველაფერი ისე გესმის,როგორც გინდა რომ ამბობდნენ
-სულაც არა,-გაეცინა კოსტას,-ნუ ცდილობ წარმოდგენა შემიცვალო,მაინც არაფერი გამოგივა
-ისეთი ცოლი რად გინდა,რომელსაც არ ეყვარები
-შენ ჩემი იქნები და ეგეც დამაკმაყოფილებს,-თვალი ჩაუკრა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-შენთან ლაპარაკს აზრი აქ აქვს,მაინც შენსას უბერავ,-ზურგი აქცია მარიტამ და ნაბიჯი უნდა გადაედგა,მაგრამ ხელი მკლავში ჩაავლო კოსტამ და თავისკენ მიაბრუნა.
-სანამ მე არ ვიტყვი,ფეხს ვერ მოიცვლი,-თითქმის უბრძანა მან და ხელები წელზე შემოხვია,თითები ერთმანეთში გადახლართა და თვალებში ჩააცქერდა მარიტას,რომელიც სუნთქვასაც კი იკავებდა რომ კოსტას ის არ ეგრძნო რაც ყველაზე მეტად მოსწონს.მისი ბაგისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა,ჯერ დაბლა,შემდეგ მაღლა,ისე რომ ქალის ხმა არც გაუგია,მარიტაც ვეღარ იკავებდა და ღრმად სუნთქავდა,სუნთქვას თან ოხვრას ატანდა და ერთიანად კანკალებდა.კოსტამ სითამამე იგრძნო და ძლიერად მიიკრა მარიტა სხეულზე,მისი ტუჩებით დაუკმაყოფილებელმა,კიდევ აკოცა.
-გამიშვი,-ვედრებასავით ჩაესმა ქალის ხმა და ნაცვლად იმისა რომ გაეშვა უფრო გახელდა,-არ მიყვარხარ,-გრძნობებით გაბრუებულს აღარც კი ესმოდა მარიტას ხმა,-შენ რა დაყრუვდი?-გაგულისებულმა ქალმა ხელის გულები მკერდზე მიაყრდნო და მოცილება სცადა,კოსტა იმდენად იყო მოდუნეული,ვერც კი იგრძნო,როგორც გაუსხლტა ქალი ხელებიდან,-იდიოტი ხარ,-შეშინებული მარიტას ხმა რომ გაიგო,გამოერკვა,-მეგონა ქალის პატივისცემა შენ მაინც იცოდი,მაგრამ შევცდი
-შენ რა,წმინდანს ეძებ?-გაოცებული მზერით აათვალიერა,-რომელი მამაკაცი გეტყვის უარს კოცნაზე ან ჩახუტებაზე,ზედმეტად მიამიტი და გულუბრყვილო ხარ,სანამ დროა უნდა მიგისაკუთრო რომ ვინმემ არ დააზიანოს შენი ფაქიზი გული
-მორჩა,შენთან საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ,-სახე დაებრიცა მარიტას,-სულ კარგად მეყოლე,-ხელი დაუქნია და წავიდა.
კოსტამ ჯიბეებში ჩაიყო ხელი და ახლაღა გაახსენდა რომ მარიტასთვის ხელის თხოვნას აპირებდა,შეწუხებულმა ამოიღო ბეჭედი და დააცქერდა,-როგორ ძვირადაც დამიჯდი შენ,ისევე ძვირად მიჯდება შენი მფლობელიც,-გაეცინა და ბეჭედი უკან ჩააბრუნა.
* * *
-მარიტა სადაა?-საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სოფო დაკარგულ მეგობარს დაეძებს
-აქ ვარ,-ოთახიდან გამორბის თმა გაწეწილი მარიტა და ხელში ფატა უკავია
-რას აკეთებდი ამდენ ხანს,-ნერვიულობისგან გადაღლილი სოფო ჩხუბის ხასიათზეა
-დააგვიანდათ რა ჩემი ბრალია,-შეწუხებული სახით მოარგო ფატა თავზე და მისი სილამაზით მონუსხულმა ლოყაზე ფრთხილად აკოცა,რომ მაკიაჟი არ გაეფუჭებინა,-სულ ბედნიერება,სულ სიხარული,სულ სითბო და რაც ყველაზე მთავარია,სულ სიყვარული,-აღტაცებულმა თქვა და ტაში შემოჰკრა.
-რა გეშველება,-აფხუკუნდა პატარძალი,-არ მეგონა ასეთი სანერვიულო საქმე თუ იყო,-თქვა შემდეგ და ოფლით დაცვარული შუბლი ფრთხილად შეიმშრალა.
-არც მეჯვარეობაა ნაკლები,-დაეჭყანა მარიტა და კაბა შეისწორა,რომელიც თვლების გადაჭარბებული რაოდენობის გამო,საკმაოდ ამძიმებდა,წელზე კი ისე ჰქონდა მოჭერილი ძლივსღა სუნთქავდა.
-მე ნუ დამაბრალებ,-სიცილით მიუგო სოფომ,-სანამ დროა გადამეხვე,-ხელები გაშალა და ძლიერად ჩაეხუტა.
-არ იტირო,-მის თვალებში ცრემლის გროვა რომ შენიშნა მარიტამ გააფრთხილა,-სულ ჩამორეცხავს მაკიაჟს და შენს სილამაზე
-უმაკიაჟოდ უშნო ვარ?-ცალი წარბი აზიდა სოფომ
-არა,უფრო ლამაზი ხარ მაკიაჟით,-აუხსნა მარიტამ და სოფოც დამშვიდდა.
* * *
-სად ეკვეხები,შენი ადგილი იცოდე,-გიჟივით გადმოხტა კოსტა მანქანიდან და მის წინ ცუდად მდგომი მანქანის მძღოლს მივარდა,-ორი მანქანის ადგილს იკავებს,ამის დედაც ხომ შეიძლება ნორმალურად დააყენო,-მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და კოსტას შეუბღვირა.
-სადაც ადგილია იქ დააყენე,-მიუგო მელოტმა მამაკაცმა და ისე გაუარა მხარი გაჰკრა,კოსტა ერთიანად წამოწითლდა,სიბრაზისგან მუშტები შეკრა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა მანქანასთან,ჩაჯდა და დასაყენებელი ადგილის ძებნას მოჰყვა.
როგორც იქნა მიაგნო და დამშვიდებული გადმოვიდა,შავი შარვალ-კოსტუმი შეისწორა,თმა ხელის თითებით გადაივარცხნა და ეკლესიაში შევიდა.ადგილზე გაქვავდა მარიტა სოფოს გვერდით რომ დაინახა,-მადლობა ღმერთს უარი ვთქვი,-თავი დაიმშვიდა და თავის კუთვნილ ადგილზე დადგა.
* * *
-ბევრი არ მოგივიდეს,-ხელიდან გამოსტაცა ჭიქა მარიტას სოფომ
-რატომ მითვლი?-კარგად შეზარხოშებულიყო მარიტა,-მინდა ყველას მვრალი თვალებით გიყუროთ,-თავი იმართლა მან
-ნუ ჩამაშხამებ,-ხელი მწარედ მოკიდა და სიმწრისგან სახე დამანჭა მარიტამ
-არ მენდობი?-სიმთვრალეში გაჩენილმა ნაღველმა იჩინა თავი და თვალები აემღვრა,-არაფერს ვიზამ ისეთს,რაც შენ და ვაჩეს გულს გატკენთ,-თქვა და მაინც მოსვა წითელი ღვინო.
-რატომ სვამ ამდენს?-გაოგნდა სოფო,-არასოდეს არ დაგილევია და მეშინია უკვე
-ნუ გეშინია,-დაამშვიდა მარიტამ,-ახლავე მოვალ,-ჭიქა მაგიდაზე დადგა და ძლივს წამოდგა ფეხზე,წონასწორობის სეკავება საპირფარეშომდე მოასწრო,მერე ცოტა ცივი წყალი შეისხა და თითქმის ეშველა,სახე შეიმშრალა და გამოვიდა.
-არ ვიცეკვოთ?-მიუახლოვდა სასმლიანი ჭიქით ხელში კოსტა,ისიც ძლივს იდგა ფეხზე.
-რამ გადაგრია?-სიფხიზლე შეპარებულ მარიტას კოსტა სრული გიჟი მოეჩვენა,არადა წამის წინ თავადაც ამ მდგომარეობაში იყო.
-რაიყო?-თვალები მოჭუტა კოსტამ და ისე დააკვირდა,-შენც ბევრი დალიე,მთელი საღამო ჭიქა არ დაგიდგამს მაგიდაზე
-შენ რა იცი?
-გიყურებდი!
-მეტი საქმე არ გქონდა?
-არა,შენს მეტი საქმე კარგახანია აღარ მაქვს,-ჭიქა მაგიდაზე დადგა და ხელი მოკიდა,-ვიცეკვოთ,-ცალი ხელი წელზე შემოხვია,ცალით მისი ხელი დაიკავა და ფეხების ნელი მოძრაობით ორივე საცეკვაო ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ცეკვით გაბრუებულმა მარიტამ თავი მკერდზე მიაბჯინა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა,მთელი ტანი უთრთოდა და გული ეკუმშებოდა,-ცოლად გამომყვები?-ხელი ჯიბეში ჩაიყო და ბეჭედი ამოაძვრინა,მის წინ მუხლიჩოქა დადგა და თვალებ ამღვრეულმა შეხედა ქვემოდამ.მალევე მოგროვდა მათ გარშემო ხალხი და შტვენა და ოვაციები არ წყდებოდა.
-თანახმაა აბა რა,-იყვირა ერთ-ერთმა სტუმარმა და ტაში დაუკრა,მას აჰყვა ყველა და ყვრიოდნენ თანხმაა თანახმააო.
-მოგკლავ,-გამოსცრა მარიტამ და გაჩუმდა
-ანუ თანახმა ხარ?-კოსტასაც კი აებნა თავგზა
-იცოდე დღეიდან ყველაფერი შეიცვლება,-ხელი გაუშვირა რომ ბეჭედი გაეკეთებინა,-რა თქმა უნდა კარგად არა,-მისკენ დაიხარა და ყურში ჩაშჩურჩულა.
-არაუშავს,ავიტან,უარესებიც ხდება,-წამოდგა და ჩაეხუტა.ხალხის ხმაც უფრო გამძაფრდა და ყველა მიესია მისალოცად.



პ.ს მაპატიეთ რომ ასე გალოდინებთ.იმედია კიდევ გაქვთ წაკითხვის სურვილი. მადლობაა დიდი,ძალიან მიყვარხართ ყველა თქვენგანი.



№1 სტუმარი darina

Ra jiutia es vogo ra, kosta ra magari vinmea, dagvianebas yuradgebas ar vaqcevt.

 


№2  offline წევრი natia-natia

რათქმაუნდა აღარდაავვიანო რა

 


№3  offline წევრი cancara

Vaime marita kaia kai nu agvianeb

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უჰ მარიტა,რა გიჟი გოგოოა♥♥♥

 


№5  offline წევრი human

dzalian mixaria rom dade da imeds vitoveb bolomde miva es istoriaa imito ro dzalian momwons da mainteresebs mati ambavi :***

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა საყვარლები ხართ <3 love თქვენი ბრალია მე რომ კიდევ ვწერ. :* მადლობთ თქვენს აზრს რომ მიზიარებთ. დარულდება აუცილებლად. :*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline წევრი gogaa

სააღოლ კოსტას აი კაცი და შესრულებაც ამას ქვია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent