შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (8)


7-02-2016, 00:19
ავტორი N7
ნანახია 2 432

VIII.
ადმინისტრაციაში ანინეს ნომერი იკითხა. უნდა გაეგო, კიდევ როდის იქნებოდა სიახლეები, რომ არ გამოეტოვა და მერე ამ საზიზღარი ქალის საყვედურებისთვის და კოსტას ირონიული სახეებისთვის არ ეყურებინა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა, რამდენიმეჯერ. ბოლოს რომ არავინ უპასუხა, გამოტრიალდა. მოტრიალება და კარის ხმაურით გაღება ერთი იყო. ღიმილით შეტრიალდა ისევ და სახეზე შეახმა მხიარულება, როცა წელს ზემოთ შიშველი, სახე აფაკლული და წითელი პომადით შეფერილი ტუჩებიანი კოსტა დაინახა. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში და წამწამები მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს.
- შემეშალა? - იკითხა თვალგაუხელლად, თან ნერვიულობისგან უნებლიედ უჭერდა ქვედა ტუჩს კბილებს, ძლიერად, სისხლის წამოსვლამდე.
- გააჩნია ჩემთან მოხვედი თუ ანინესთან? - სიცილით ჰკითხა.
სწრაფად გაახილა თვალი და ალმაცერად შეხედა მის გვერდზე ასვეტილ, ხალათმოცმულ, თმააბურდულ და ვნებისგან ანთებულ ქალს. „ღმერთო, შენ მიშველე!“ - გაიფიქრა და უმოწყალოდ მიაჩერდა ქალს თვალებში.
- მე... მე... - ენა დაება, სიტყვები ერთმანეთში აერია და თავი გაიქნია მოსაბილიზებლად. „დამშვიდდი, ლინა, არ მისცე დაცინვის უფლება!“ - შეაგულიანა თავი და გააგრძელა. - მე რაღაცის საკითხავად მოვედი ანინესთან და მოგვიანებით შემოვივლი, არაა პრობლემა! - ჩამოარაკრაკა თვალდახუჭულმა, რომ გაეხილა, კვლავ დაიბნეოდა უხერხული სიტუაციის გამო, ასე რომ, უსიამოვნებების არიდებისთვის ასე იყო საჭირო.
- ანინე? - წაიწიკვინა ქალმა. - ქალბატონი ანინე! - ჩაუსწორა. უკვე ტვინის ქალაზე აკაკუნებდა ამ ქალის ყოველი ასობგერა.
- როგორც ვატყობ, დიდად არ გაცდენთ! - გაახილა თვალი და ორივეს შეუღრინა. - ასე რომ, გამარკვიეთ ახლო მომავლის სიახლეებზე, რომ მერე პრობლემები არც თქვენ შეგექმნათ და არც მე! - თავისი ტონი თავადვე აოცებდა სასიამოვნოდ და წარმოიდგინეთ, ლამის ყბა ჩამოუვარდა კონსტანტინეს. აი, ანინე კიდევ, უარესად აიფაკლა, გაწითლდა და ლამის გადაიწვა.
- ხვალ, 11-ზე, ადგილობრივ კაფეში შემხვდით, - თქვა სასხვათაშორისოდ, შეტრიალდა და ნომერში შევიდა.
- ხომ არ შემოგვიერთდები? - სიცილით უთხრა მამაკაცმა და თვალი ჩაუკრა.
- წადი რა... - ხელი აიქნია და გაბრაზებულმა აქცია ზურგი.
„ეს რა შარში ამოყავი თავი, ლინა!“ - ფიქრებში ეჩხუბებოდა თავს: „ხომ შეგეძლო უარი გეთქვა, მაგრამ არა!“.
***
- დე, რა ლამაზი ხარ! - გაუღიმა კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ შვილს. პატარას ფერიის ფორმა ეცვა, უკან ფრთებითა და თავზე დიდი ყვავილების გვირგვინით.
- ქეთათომ მიყიდა ესენი, - ხალები ფართოდ გაშალა და დატრიალდა. აღტაცებული და გაბრწყინებული სახე ჰქონდა, რაზეც ლინაც ენთებოდა ბედნიერებით.
- რა კარგი ნათლია გყავს დე, გამიცვალე რა!
- არა! - სწრაფად გაიქნია თავი, უარყოფის ნიშნად და ახლადმობრძანებულ ქალს კისერზე იმდენად ძლიერად შემოხვია ხელები, ლამის დაახრჩო. - მარტო ჩემი ნათლიაა, ქეთათო! - განაცხადა ბრაზმორეულმა.
ლინა იჯდა და იცინოდა. ჯერ მხოლოდ ორი დღე იყო, დიდი საწოლის ცალ კიდეს არ ათბობდა პატარა სხეული და უკვე საშინლად სძულდა ყველაზე კომფორტული საწოლიც კი.
- ქეთ, სულ რატომ წუხდები? - გადაერთო ქალზე.
- შეწუხებაა ეს? - შეუბღვირა მანაც.
- აბა რა არის, - ეცინებოდა, თან ფრჩხილზე ლაქს ისმევდა.
- არ გეკადრება.
- დაჩი სადაა? - იკითხა სასხვათაშორისოდ.
- გასულია და მოვა, - სწრაფად გასცა პასუხი ქეთათომ.
ლინამ შენიშნა, როგორ ეცვალა ფერი, კითხვის გაგონებაზე დაქალს. თავადაც ანერვიულდა, უნებურად.
- ლიაკოს დაუძახე მოვიდეს და მარტო დაგვტოვეთ, - მოსთხოვა მკაცრად.
- ლიაკოს არ... - უნდოდა ეთქვა არ სცალიაო, მაგრამ არ დააცადა, მეტად მკაცრად მოსთხოვა.
ქეთათომ რაღაც უჩურჩულა ლილეს და ისიც მოწყენილი საიხით, მორჩილად გაჰყვა ნათლიას.
ლიაკოს გამოჩენამდე ათას რაღაცაზე იფიქრა. ისევ იჩხუბა ან ქალებში გაიგულავა, ან ნარკოტიკს მიეტანა... ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო და მას ეს უნდა სცოდნოდა, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო.
- როგორ ხარ, დედა? - გაუღიმა კომპიუტერის წინ მოკალათებულ, სათვალემორგებულ და ტკივილმორეულ ღიმილიან დედას.
- არამიშავს რა, შენ როგორ ხარ, როგორ მოგწონს გერმანია?
- ისე მეკითხები, თითქოს პირველად ვიყო აქ... - ნერვიულად გაეცინა. - სადაა დაჩი? - ჰკითხა და ანაზდად დააყოლა: - ჩემსა და ლილუს თავს გაფიცებ, არ მომატყუო!
ქალმა ოფლის რამდენიმე ბზინვარე წვეთი თითით მოიშორა შუბლიდან და უმოწყალოდ მიაჩერდა ეკრანს. ამოიხვნეშა, უჭირდა დაწყება.
- მთელი ღამე სახლში არ მოსულა, დღეს დამირეკეს საავადმყოფოდან... - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და მზერა იატაკისკენ ჩააცოცა, დამნაშავე ბავშვივით.
- რა დამართა თავს? - ხმაში უნებურად შეეპარა თრთოლა.
- იჩხუბა, ისევ... - ხვნეშოდა ქალი და ნერვიულობისგან ირწეოდა.
- დედა, ადვოკატს დაურეკე და უთხარი მოვიდეს... უნდა საბუთები შევადგინო. ვშორდები, - გამოაცხადა მტკიცედ.
- დაიცადე, შვილო, ჩამოდი და მერე... - გაოცებულმა ახედა ეკრანზე გაფითრებულ ლინას.
- დაცდის დრო არ არის, წამით არ იმსახურებს ოჯახს!
***
კომპიუტერი არ ჩაუკეცავს, ნერვიულობისგან აწეწილი სახით მისჩერებოდა განათებულ ეკრანს. ახლად წასმულ ლაქს კი იშორებდა. გაუმართლა, რომ თავის დამშვიდება შეუძლია, თორემ, ალბათ, ტანსაც დაიხოკავდა.
რამდენი... რამდენი ხანი იცადა, რამდენი შანსი მისცა გამოსწორების, მაგრამ არა! არც ერთ წამს არ უნერვიულია დაჩის იმაზე, რომ ოჯახი იწურებოდა მისი მსგავსი სიტუაციებით. დიდხანს ჰქონდა მობჯენილი ყელში ბოღმა, რომელიც სუნთქვას უნელებდა; დიდხანს ცდილობდა საავადმყოფოში ახლადგამოფხიზლებული ქმრისთვის გულწრფელად გაეღიმა და ეთქვა: ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი იყო, ღიმილიც, სითბოც, მაგრამ გულწრფელი არაფერი. და ამ სიყალბით დაბინძურებული ჰაერი მეტად ახრჩობდა, ვიდრე ფილტვებში გამჯდარი სიგარეტის ალმოდებული კვამლი.
ყველაფერი გათავდა. მხოლოდ დაჩის მიუტანდნენ ამ საბუთებს ხელისმოსაწერად და მათ შორის ყველა სიყალბეს საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი. ერთადერთი, რაც მათ კავშირს წმინდად შემორჩა, ეს ლილეა. ნებისმიერ მომენტში შეეძლება დაჩის მისი ნახვა, ამას ვერ დაუშლის, რადგან, რაც არ უნდა ბევრი ისაუბროს, მამაკაცს უყვარს შვილი. უბრალოდ, იმდენად უვიცი და ცივია, რომ მისთვის საშინლად დიდ, გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს გალღობა, შვილთანაც კი.
დაჩიმ საბუთებს ხელი მოაწერა. ვეღარ გაუძალიანდა, აღარ მოისურვა დინების სწორ ტალღებში აფართხალება.
****
კარზე ნელა დააკაკუნა. სულ რამდენიმე წამით მოუწია დაცდა და წელსზემოთ შიშველმა კოსტამ გააღო კარი. მაშინვე მოენგრა ყბა, როცა ქალი დაინახა, გამომწვევად ჩაცმული, ხელში სასმლის ბოთლით.
- დავლიოთ? - გაუღიმა ლინამ, მაგრამ ეს ღიმილი არ იყო ვნებით ანთებული ან ბედნიერებისგან გაბრწყინებული ქალის ღიმილი. უფრო მარტოხელა, ვნება და ბედნიერება ჩამქვრალი ღიმილი იყო, რომელიც მაინც ბრწყინავდა და იწვევდა მნახველს.
- შემოდი, - ფართოდ გაიწია კარიდან მამაკაცი და გზა დაუთმო ნაბიჯარეულ ქალს.
ტუმბოზე დადო ბოთლი და საწოლზე ჩამოჯდა. ერთ წერტილს მიუშტერა თვალი და ღრმად სუნთქვა დაიწყო, თითქოს ასე ცდილობდა ბრაზის ჩაცხრომასო.
გაიგო საკეტის გადატრიალების დაბალი ხმა, ექოდ რომ მოედო ნომრის სავსე სიცარიელეს. მერე ჭიქების ხმაც გაიგო და საბოლოოდ გაუსწორა თვალი ნახევრად გავსებულს.
- რას გაუმარჯოს? - ჰკითხა და წინ, იატაკზე ჩამოჯდა.
- ქმართან დაშორებას და მომავალ ნათელ ფერებში გადაღებილ ცხოვრების შავ ფურცლებს.
გაუკვირდა, თუმც მაინც გაეღიმა კოსტას, გამარჯვებული ღიმილით.



№1  offline წევრი N7

SEREBRO
Karga momwons velodebi axal tavs :))

მიხარია, რომ მოგწონს, ძალიან მიხარია love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2 სტუმარი anita

gagrdzeleba agar ariis?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent