შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (9)


7-02-2016, 15:04
ავტორი zak
ნანახია 3 257

-შენსა და უტას შორის ხდება რამე?!...მოულოდნელად დასვა შეკითხვა ნიკოლოზმა და გაკვირვებულ ნიცას გადახედა.უცებ ვერ გაიაზრა რა ჰკითხა მამაკაცმა,ბოლოს კი ხმამაღლა გადახარხარება მოუნდა,მაგრამ მაქსიმალურად მოთოკა თავი და სერიოზული ტონით გასცა პასუხი მამათილის უაზრო კითხვას.
-ჩვენ ცოლ-ქმარნი ვართ,ბუნებრივია ჩვენს შორის რაიმე იქნება...თავშეკავებულმა გასცა პასუხი ნიცამ და ჩაის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.ესიამოვნა ცხელი სითხის დალევის შემდეგ დავლილი სითბოს გაცნობიერება მუცლის ღრუში და მსუბუქად ამოიკვნესა.აღარაფერი უთქვამს ნიკოლოზს მანაც ყავის სმა განაგრძო.
რამდენიმე წუთი ოთახში სიჩუმე იყო ჩამოწოლილი.ხელმეორედ აიღო ხელში ჯინჯანი და ის ის იყო მოსმას აპირებდა,მოულოდნელად ოთახში უტა რომ შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა მამა...შეშფოთებისაგან ცხელი სითხე პირდაპირ ხელზე გადაისხა და ხმამაღლა წამოიყვირა,შემდეგ კი მკვირცხლად წამოხტა სკამიდან და ხელის ჰაერში ქნევა დაიწყო.
-ღმერთო ჩემო...ამოიკვნესა ამჯერად ხმამაღლა ნიცამ,ოღონთ ტკივილისაგან და ძლივს შეკავებული ცრემლები უკან გადაუძახა.წამებში გაჩნდა მის გვერდით უტა და გოგონას ხელი საკუთარ ხელებში მოაქცია,ჯერ მის შეჭმუხნულ წარბებს დააკვირდა,შემდეგ აწითლებულ ხელს და მსუბუქად დაუწყო სულის შებერვა,სავარაუდოთ,დამწვარ ადგილას.წვა რომ შეწყდა ნასიამოვნებმა მილულა თვალები ნიცამ და ხელი მოადუნა რათა უტას უკეთ შესძლებოდა სულის შებერვა.თვალი გააპარა ნიკოლოზისაკენ,რომელსაც უტას საქცილის გამო სახე აპილპილებოდა.უნდოდა გადაეხარხარა,მაგრამ ხელი ეწვოდა და...
-ძალიან გეწვის?!...უკმაყოფილო ტონით შეეკითხა ბიჭი და ონკანისაკენ წაიყვანა ნიცა.
-იმდენად აღარ,უბრალოდ იმ მომენტში იყო მწარე...გასცა პასუხი დამშვიდებულმა და კიდევ ერთელ გაირინდა როდესაც ცივი წყლის ჭავლი შეიგრძნო ოდნავ მფეთქავ ადგილას.
-თავს უნდა მოუფრთხილდე ნიცა,ასე არ შეიძლება...დატუქსა მსუბუქად ბიჭმა და შემდეგ ხელსახოცით შეუმშრალა ხელი.
-სულ შენი ბრალია...ამოიბუზღუნა ოონამ და სკამისაკენ წავიდა რათა ცაის ფინჯანი ნიჟარაშ ჩაედო.
-კარია რომ უტაც მოვიდა,სალაპარაო გვაქვს...სანამ უტა გოგონას რეპლიკას საკადრის პასუხს გასცემდა,ნიკოლოზმა წამოიწყო საუბარი და შვილს სკამისაკენ მიანიშნა.
-ხდება რამე?!...იკითხა ბიჭმა მას შემდეგ რაც მამის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი და ნიცას დაჯდომას დაელოდა.
-ხდება,როგორც იცით ნიცას გამოგონილი ორსულობის მიზეზი აღარ არსებობს,უნდა ვიფიქროთ თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას...სერიოზულად,აშკარად ოდნავ გაწბილებულა წამოაყენა თემა და წყვილს გადახედა.
-ავტო კატასტროფა,ან უბედური შემთხვევა,ამაში საფიქრალი არაფერია...სწრაფად გასცა პასუხი ნიცამ მამამთილს და მათ რეაქციას დააკვირდა.
-ასე მარტივად არაა საქმე,თქვენი განქორწინების საქმეც უნდა მოგვარდეს,თუ რა თქმა უნდა კიდევ სურთ ეს...აქამდე არასოდეს უფიქრია ამაზე.ვერ წარმოუდგენია რომ ღამით მის ვერდით უტა არ იწვება...
-განქორწინების მიზეზი ბავშვის დაკარგვისაგან გამოწვეული ტრავმა იქნება...ყოველგვარი ემოციის გარეშე ჩამოაყალიბა იდეა უტამ და ნიცას გადახედა.იმ წუთას ნატრობდა რომ საერთოდ გამქრალიყო იქიდან,ბიჭის მსგავსი ურეაქციო გამოსვლა შინაგანად ანადგურებდა ნიცას.მისთვის ეს თემა ფაქიზი იყო,ბიჭმა კი განქორწინებაზე იმდენად მარტივად ისაუბრა რომ...
-მე ზემოთ ავალ,დანარჩენს თავადაც მოაგვარებთ,დასკვნები შემატყობინეთ...სწრაფად მიაყარა მათ და სამზარეულოდან გავიდა.ახლა სასტიკად სურდა ელენესტან საუბარი,მაგრამ აქ ამას ვერ მოახერხებდა.ელზას მიერ ჩამოწერილი საყიდლების სია აიღო და სახლის კარები გამოკეტა.ყელსახვევში ღრმად ჩამალა ცხვირი და ტროტუარს დაუყვა თან პარალელურად ზარს ანხორციელებდა დაქალთან.
-ნუთუ სასაათო სარტ....ბის შესახებ არაფერი გსმენია?!...გაბრაზებული ტონით ჩასძახა მობილურის მეორე მხრიდან ელენემ გოგონას.გამარჯობა ამ ორში უცხო ხილია.
-რას შვები?...მისი წუწუნისათვის ყურადღება არ მიუქცევია,პირდაპირ მის მოკითხვაზე გადავიდა.
-ნიცა რა გჭირს?!ხმაზე რა მოგივიდა,მოხდა რამე დუც?!...სწორედ ამიტომ არის მათი ურთიერთობა განსაკუთრებული,უთქმეად ხვდებიან თუ რომელიმეს რაიმე უჭირს.
-ვშორდებით,მე და უტა ვშორდებით,ლიკა და პატარა გარდაიცვალნენ,ახლა მეც ავტოავარიაში მოვყვები და შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმის გამო ურთიერთობას გავწყვეტთ...მოკლედ აუხსნა ვითარება დაქალს და მის პასუხს დაელოდა.
-მაგას რა სჯობს საყვარელო,შენც ხომ ეს გინდოდა...გაურკვევლობაში მყოფმა,მაგრამ მაინც ბედნიერმა დაუბრუნა პასუხი.
-არ ვიცი ელუ,არ ვიცი,მეც ვერ ვხვდები რა მჭირს...ამოიოხრა საწყლად და მარკეტის კარი შეაღო.
-ნიცა!ნუთუ,ნუთუ უტას მიმართ გრძნობა გაგიჩნდა?!...გაოცებულ ტონს ვერ იშორებდა გოგონა და ამჯერად ახალი აღმოჩენით აღტკინებულა მიმართა დაქალს.
-არა,რა სისულელეა,არ ვიცი,ელენე ხომ გითხარი თავადაც ვერ გავრკვეულვარ,ეს მუცელი ხომ საერთოდ ბოლოს მიღებს,ვეღარ ვსუნთქავ...ამოიწუწუნა ყველაფრით დაღლილმა და მაცივრიდან ნატურალური წვენი გამოიღო.
-აშკარად შეგიყვარდა,ღმერთო ნიცა,უტა რას გრძნობს...ინტერესით დასვა მომდევნო კითხვა.
-მას განქორწინება სურს,ამ თემაზე ისე საუბრობდა თითქოს ვაჭრობაზე ყოფილიყო საუბარი,მაგრამ ასეც არის,მათ მე მიყიდეს,ახლა კი უბრალოდ აღარ ვჭრდები და თავიდან მიშორებენ...დანანებით ჩაიჩურჩულა გოგონამ და გამყიდველის მიერ მოწოდებული პარკები ხელში მოიქცია
-ნუ სულელობ საყვარელო,დარწმუნებული ვარ უსათუოდ მასაც ექნება შენ მიმართ რაიმე გრძნობა...დამაიმედებელი ტონით უპასუხა ელენემ.
-მასაც?!მე ისიც კი არ ვიცი თავად რას ვგრძნობ დუც,მიყვარს?!არ ვიცი.როგორ მინდა ახლა აქ იყო...დანანებით ამოისუნთქა ნიცამ და მარჯვნივ გაუხვია.
-შენ მუდამ ასე ხარ,ყოველთვის გაურკვევლობაში მყოფი,სხვა რას შვები?!
-არაფერს საყვარელო,ელუს,ახლა უნდა გაგითიშო სახლში მივედი,საღამოს შეგეხმიანები,გაკოცე...ხანგრძლივი დამშვიდობების შემდეგ როგორც იქნა გათიშეს მობილურები.ნიცაც უკვე დაწყნარებული დაბრუნდა სახლში.
-რატომ წახვედი შვილო შენ მაღაზიაში მე გავიდოდი...შეწუხებული სახით შემოეგება კარებში ელზა და ნავაჭრი ჩამოართვა.
-მერე რა ელზუ,მხოლოდ მაღაზიაში გავედი,ხომ ხედავ არაფერი მომსვლია,ახლა საძინებელში ავალ მუცელს მოვიშორებ...ღიმილით დაიწყო საუბარი,მაგრამ ბოლო წინადადებაზე სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები და კიბეებისაკე წავიდა.სამზარეულოდან ჯერ კიდევ ისმოდა საუბარი,ალბათ მამა-შვილი კვლავ ბაასობდა.თბილი ელასტიკი(მემგონი სწორი ფორმაა ხო?!)ამოიცვა და მეუღლის სვიტერიც გამოაყოლა.მერე რა რომ უტასია,ძალიან მოსწონს თან უხდება კიდეც.გაღიმებულმა შეავლო საკუთარ თავს თვალი სარკეში და ოთახიდან გავიდა.კიბეები ახალი ჩამთავრებული ჰქონდა კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა.საზარეულოს შესასვლელ გახედა და ბოლოს მსუბუქი ღიმილით გაემართა კარებისკენ,მაგრამ საკუთარი მდგომარეობა გაახსენდა და კვლავ კიბეებისაკენ გაიქცა.რამდენიმე წუთში უკამყოფილო სახით ჩამოდიოდა კიბეებზე,თან მუცლისაგან შეწუხებული ღრმა ამოსუნთქვებს აკეთებდა.
-აქამდე კარი ვერ გააღეს?!...კვლავ ღიმილი აიკრა სახეზე,ბიჭების მოლოდინში,მაგრამ ზღურბლზე გოგონა რომ დაინახა გაოცებულმა დააკვესა თვალები...ვინ გნებავთ?!...ინტერესით შეეკითხა ახლადმოსულს და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
-მე უტასტან მოვედი,პროექტზე უნდა ვიმუშავოთ,არ უთქვამს?!...ალმაცერად გამოხედა ნიცას გოგონამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.სახეზე წამოწითლდა გაბრაზებისაგან.ახლა გაუგო ნიკას.
-როგორ არა,მითხრა,მაგრამ ამ მდგომარეობაში ოდნავ გულმავიწყი გავხდი...თავადაც ნაგლური ღიმილით გასცა პასუხი და გამობერილ მუცელზე მიანიშნა თავით.
-ხოო...პასუხის არ ქონის გამო,მხოლოდ უაზრო წამოძახილით შემოიფარგლა გოგონა.
-უი,მაპატიე გარეთ გაყურყუტე,შემოდი ახლავე დავუძახებ უტას...გამარჯვებული ღიმილით შემოატარა გოგონა სახლში და მისაღებში სავარძლისაკე მიუთითა,თავად კი სამზარეულოსაკენ წავიდა უტას დასაძახებლად.
-ავტოავარია ყველაზე ბუნებრივი მიზეზი იქნება,მაგრამ მისი ინსცენირება გაგიჭირდება,განქორწინება კი...მოჰკრა ყური ნიკოლოზის სიტყვებს და წამით მოუნდა შუაზე გაეგლიჯა ეს კაცი.
-მართალი ხარ,განქორწინებას რაც შეეხება,ამაზე თავად შევთანხმდებით მამა,ნუ იჩქარებ...ბიჭის სიტყვებმა თან გაახარა თან ააღელვა.არ სურს უტასთან ამ თემაზე საუბარი.რაც შეეხება „ორსულობას“,იცის რომ უტას ამ თემაზე საუბარი უჭირს.მაგრამ კარგად მალავს,ადვილი არ არის დაკარგო საკუთარი სისხლი და ხორცი.
-უტა,მეგობარმა მოგაკითხა...ყალბი ღიმილით შეაბიჯა ოთახში ნიცამ და კარადიდან ჩაიდანი გამოიღო.თან მაგიდასთან მჯდარ ელზას დააკვირდა,ხახვს რომ ჭრიდა და,ცუდად კი ჭღერს,მაგრამ სასყვარლად რომ იცრემლებოდა.
-მოგეხმარები ელზუ...ღიმილით წავიდა ქალისაკენ და დანა ჩამოართვა.
-არა შვილო,მომეცი დავჭრი მე...კინარამ ხელი ამოისვა თვალში ელზამ,ნიცამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ხელი ჰაერში დაუჭირა ქალს.
-რას შვები ელზუ,ხელი ხახვიანი გაქვს,აგეწვება...ღიმილით ჩამოუწია ძირს კოტიტა თითები და გაუღიმა.
-სულ გამოვჩერჩეტდი შვილო ამ სიბერეში...ხელები ჰაერში გაასავსავა და ნიჟარისაკენ წავიდა ხელების გადასაბანად.ღიმილით გააყოლა თვალი ქალს და მაშინვე მოიღუშა როგორც კი ფეხზე მკვირცხლად წამომხტარი მეუღლე დალანდა.თვალი ამჯერად მას გააყოლა და კვლავ ხახვის ჭრა განაგრძო...



№1  offline წევრი Firefly

რა კარგი იყო!
უტას იმედი მაქვს უყვარს ნიტა...აი ეჭვიან მამამთილზე კი გულიანად გამეცინა...
საუკეთესოო ხარ ჩემო ზაკ,ველოდები ახალ თავს არ დააგვიანო love
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი bibo

Au vgijdebi mee qm adaminaze saswauli saocreba xar tkbili tbili gemrieliii :* ai vgijdebi utaze imedia es virkaca ar dashorebs am gvritebss tkbilooo

 


№3  offline წევრი cancara

რატო აგვიანებ ცუდო კაია გაგრძელე

 


№4  offline წევრი zak

Firefly
რა კარგი იყო!
უტას იმედი მაქვს უყვარს ნიტა...აი ეჭვიან მამამთილზე კი გულიანად გამეცინა...
საუკეთესოო ხარ ჩემო ზაკ,ველოდები ახალ თავს არ დააგვიანო love

გმადლობ ტკბილოოო,ვიცი რომ დვააგვიანე,ამ ბოლო დროს იშვიათად ვახერხებ წერას,მაპატიეე...ვეცდებ,ყველანაირად რომ მალე დავდო,მაგრამ არ ვიცი როდის მოვახერხებ...მახარებს შენი თბილი კომენტარები,მაბედნიერებს ზოგადათ შენ love გმადლობ რომ კითხულობ,მე მაქსიმეს ველი იცოდე wink

bibo
Au vgijdebi mee qm adaminaze saswauli saocreba xar tkbili tbili gemrieliii :* ai vgijdebi utaze imedia es virkaca ar dashorebs am gvritebss tkbilooo

იმედია საყვარელო,ვნახოთ...მეც მიყვარხარ ძალიან ძალიან...გმადლობ რომ კითხულობ love

cancara
რატო აგვიანებ ცუდო კაია გაგრძელე

ფიზიკურად და მუზების გამო ვერ ვახერხებ წერას...ვეცდები მალე დავდო საყვარელო...გმადლობ რომ კითხულობ love

 


№5  offline წევრი Firefly

მომენატრა მე უტა!და შენც მომენატრე უკვე ზაკ! no
მალე დადე რააlove
--------------------
M.T

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu agar deeb ?

 


№7  offline წევრი natia-natia

აუუ რატო აღარ დებ?

 


№8  offline წევრი zak

uchveulo
auu agar deeb ?

მაპატიეთ,აი უღრმესი ბოდიში,უბრლოდ ვერ ვწერდი,მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ,გმადლობ და კიდევ ერთხელ ბოდიში,ძალიან ძალიან მცხვენია ცემი საქციელის recourse

natia-natia
აუუ რატო აღარ დებ?

აუცილებლად დავდებ,ვეღარ ვწერდი,არ ვიცი რატომ...აუცილებლად დავდებ,გმადლობ და ბოდიში ძალიან დიდი ბოდიში ძლიან ძალიან მცვენია recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent