შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიცა ... სერიოზულად? (თავი 9)


7-02-2016, 16:13
ავტორი daiana
ნანახია 2 782

-ბრალდებულის მხარეს ვთხოვ წარსდგეს ჩვენს წინაშე - სამარისებურ სიჩუმეში მოსამართლის ცივ ხმას ჩაქუჩის დარტყმის ხმა მოყვა და ყველა დაიძაბა.გაბრიელი ბრალდებულის ადგილიდან გამწარებული უყურებდა ბიჭებს და თვალებით ანიშნებდა რომ გამოვალ მოგკლავთ-ო. ყოველგვარი დაძაბულობა დაივწყა და ქუსლების „პრაკუნით“ დადგა მოსამართლის წინ.
-მოგესალმებით - ნერვიულობა ეტყობოდა ხმაზეც - ბრალდებული გაბრიელ ლიჩელი,ჩვენი მტკიცებულებების ფონზე სრულიად უდანაშაულოა .. მე როგორც დამცველი პირი მოვითხოვ იარაღის ექსპერტიზა ისევ ჩატარდეს,რადგან ორი წლის წინ გამოყენებულ იარაღს შესაძლოა გააჩნდეს სხვა ანაბეჭდიც .. ასევე ჩემი უფლებამოსილების თანახმად,მაინტერესებს ვინ ან როგორ დაადგინა რომ ოთახში ნაპოვნი ტალახი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფეხსაცმელს ეკუთვნოდა .. და გაითვალისწინეთ ისიც რომ ორი წლის წინ .. ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა .. - მისი მონოლოგი დაასრულა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.კმაყოფილს ჩაეცინა როცა გაბრიელის სახეზე გაოცება აღებეჭდა,სიამაყით გაიბერა როცა დარბაზში მსხომელებისაგან ჩურჩული გაიგონა „ეს გოგონა ვინ არის? საკმაოდ კარგი ადვოკატია .. გამოუცდელის არაფერი ეტყობა“
...
სიტვაცია დაძაბულობის პიკს ახწევდა .. ისევ ორი თვე გავიდა მაგრამ არაფერი არ შეცვლილა.გაბრიელთან შეხვედრების დროს გრძნობა როგორ ძლიერ ტკიოდა მისი ისეთ მდგომარეობაში ყურება მაგრამ სხვა გზა იყო? .. გრძნობდა აკლდა,ჰო აკლდა გაბრიელ ლიჩელი .. აღიარა რომ აკლდა! უნდოდა ისევ ისე „დამპლურად“ ჩაეცინა,უნდოდა ისევ ის განსხვავებული ხმა გაეგონა მისი მისამართით რომ ისროდა მწარე სიტყვებს,უნდოდა .. უნდოდა კიდევ ერთხელ .. კიდევ ერთხელ შეხებოდა მის ტუჩებს .. ოღონდ ახლო მომავალში გაბრიელი ისევ უკითხავად მივარდნონდა და ეკოცნა და ხმის ამომღები არ იყო .. აი! რას უშვება ადამიანს სიყვარული არა? - ყველაზე ამაყიც კი ეცემა მის წინაშე ..! (და მაინც ჩემი აზრით ამ დროს „დებილდებიან“ ზუსტად).ლიჩელის ცხოვრება მთლიანად შეისწავლა,ჩაატარა ხელახალი ექსპერტიზები,დაფიქრდა,დაიწყო დეტექტიური გამოძიებები და პროცესის წინა ღამეს მის სიმართლეში დარწმუნებულმა კმაყოფილმა ჩაიღიმა და მორფეოს ბედნიერი ესტუმრა.
...
-ლიკა უნრალოდ სულ ტყუილად ცდილობ ხომ იცი ... - თავჩაქინდრულმა გაბრიელმა ამოილუღლუღა და ლიკას დარიგებებს სიუხეშით შეეტაკა.
-გაბრიელ მისმინე .. მე აი იცი რა გავაკეთე? - თავი ააწევინა და გაფერმკრთალებულ თალებს ჩააშტერდა .. როგორი სითბოთი უმზერდა,ჟრუანტელმაც სწრაფად იჩინა თავი და აკანკალებული ხელის ისევ უკან ჩამოსწია - ყველაფერი .. გაბრიელ ყველაფერი გავარკვიე,გამოვიძიე და მე ჩემი სიმართლის მწამს - თავდაჯერებულმა გაუღიმა და ფეხზე წამოაყენა.
-რომ ვერ მიშველო .. ლიკა რომ ვერ გამოვიდეს,იცოდე - გოგონას სახე ხელებში მოიქცია და სითბოთი გაუღიმა დაბნეულს - იცოდე გული არ გაიტეხო,მე ყველა ვარიანტში „ტრუპი“ ვარ .. მაგრამ შენ იცოდე რომ მმავალი გაქვს წინ,იცოდე მე შენ ძლიერი ლიკა გაგიცანი,გიცნობ და შენს დაცემას არ შევეგუები - შუბლზე აკოცა და დამძიმებული გული კიდევ უფრო დაუმძიმდა გაბრიელს .. მარტო გაბრიელს? - არც ლიკა იყო ნაკლები ..
-გაბრიელ მენდე! გეფიცები აქედან გამოხვალ,გეფიცები! პირველად ცხოვრებაში ვიბრძვი ამხელა სამართლიანობისათვის და გჯეროდეს რომ გავიმარჯვებ .. რომ გამოგხედავ შენმა მზერამ თუ მატკინა როგორ გიშველი? - და დაიჯერებდა ვინმე რომ ახლა თითქმისდა სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს? - არ დაიჯერებდნენ .. აი მე კი ვიცი,ყველაფერი!
-ეჰ ლიკა როგორ მიხარიხარ! - ყურში ჩასჩურჩულა და შემოსულ ბადრაგს უყოყმანოდ გაყვა უკან.“მიხარიხარ!“ წამების განმავლობაში ჩაესმოდა მისი სიტყვები და გაურკვევლად უფრთხიალებდა გული .. ვერ გაიგო რა იგულისხმა ლიჩელმა მაგრამ ახლა გარეთ რომ უნდა გასულიყო და ებრძოლა ეგ იცოდა ..
უნდა ებრძოლა რომ გაბრიელი გარეთ,ჩიტივით თავისუფალი გამოსულიყო!
უნდა ებრძოლა რომ მისი მეგობრები გაეხარებინა!
უნდა ებრძოლა რომ მისი თავი დაერწმუნებინა იმაში რომ შეუძლია,რომ ყველაფერი გამოუვა!
და მაინც ყველაზე მთავარისთვის უნდა ებრძოლა .. არ აღიარებდა მაგრამ მისი სიყვარულის აღმოცენებისთვის და განვითარებისთვის უნდა ებრძოლა .. უყვარდა მაგრამ არ აღიარებდა! აი აქ კი მართლა სიამაყესაც ვერ ჯობნიდა სიყვარული .. მაგრამ ჯერ ფინალი ხომ წინა?
...
ამაყად,წელში გამართული და თავ აწეული გაემართა მოსამართლისაკენ,გაბრიელს გახედა,მტკიცედ უყურებდა.მიხვდა,მაინც არწმუნებინა ბიჭს რომ შეძლებდა!
-მოგესალმებით - თავის დაკვრით მიესალმა მოსამართლეს - მოდი მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად ... ორი წლის წინ გაბრიელ ლიჩელი სახლში მივიდა,სულ რაღაც ოცი წუთით და შემდეგ უკან გამობრუნდა,მეგობრებთან ბარში ერთობოდა.მთელი ღამის განმავლობაში ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვერ გაიგო რომ - დაფიქრდა როგორ ეთქვა მისი ძმა გარდაიცვალა თუ ცოტა შეერბილებინა,ლიჩელს ეტყობოდა როგორ ტკიოდა ეს ამბავი - ვერ გაიგო რომ უბედურება დატრიალდა მის ოჯახში - გაბრიელს გახედა,იმედის ნაპერწლები რომ უბრჭყვიალებდა თაველბში - მეორე დილით ნიკოლოზ მარგიანის,მისი მეგობრის სახლში გაახილა თვალები,გამორთული ტელეფონი საწყის პოზიციას დაუბრუნა და დახვდა უამრავი გამოტოვებული სატელეფონო ზარი თუ შეტყობინება.ყველაფერი გაირკვა,გაიგო რომ მისი ტყუპისცალი,მისი სისხლი და ხორცი დაკარგა,მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ისიც გაიგო რომ მამა ამ ამბის დაფარვას და არ გამოძიებას გეგმავდა,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ყველაფერს შეეწინაღმდეგა მაგრამ ამაოდ .. ახლა კი - ღრმად ჩაისუნთქა და დაძაბულ საზოგადოებას ოდნავ ანერვიულებულმა გახედა - ახლა კი იმ ექსპერტიზის დასკვნებს შევეხოთ.იარაღი რომელიც ოთახში იყო ნაპოვნი,გაბრიელსი ანაბეჭდებს მოიცავდა,ნაპოვნი ტალახი გაბრიელის ფეხსაცმელს მიაწებეს და აი ასე ადვილად დააბრალეს რომ მისი ტყუპისცალი სასიკვდილოდ გაიმეტა .. და მაინც როგორი უსამართლონი ხართ ის დაბოღმილი ხალხი რომელიც მხოლოდ ფულზე და ქონებაზე ფიქრობთ ..
-თემას ნუ უხვევთ ქალბატონო ლიკა - ჩაქუჩის ხმამ შეაწყვეტინა საუბარი.
-კარგით .. ხელახალმა ექსპერტიზამ,დასკვნებმა,გამოძიებამ და საერთოდ ყველაფრის სამართლიანად გარკვევამ სიმართლის მარცვლებიც აღმოაცენა .. გაბრიელ ლიჩელს აბრალებენ რომ მისი ტყუპისცალი მოკლა .. ხომ ასეა? - ტყუპისცალი გარკვევით გამოკვეთა,ყველა ჩააფიქრა - აი სად დაუშვით შეცდომა - კმაყოფილმა გაიღიმა და გაოცებულ შეპარულ მზერას იმედიანად გაუღიმა - არც ერთი წამით არ დაფიქრებულხართ იმაზე რომ თუ ტყუპისცალები იყვენენ,ხომ შეილებოდა ერთნაირი ანაბეჭდები ჰქონოდათ? - შეიძებოდა.ის ტალახის ამბავი კი სრულიად დიდი აფსურდია .. ოთახი ყოველ კვირაში იწმინდებოდა და ლაგდებოდა .. ახლა კი პირდაპირ გეტყვით,რომ გაბრიელ ლიჩელს მისი ტყუპისცალი არმოუკლავს .. ეს თავადლექსო ლიჩელმა მოიმოქმედა,ანუ განხორციელდა სუიციდი .. - დაღლილმა ამოისუნთქა და მოსამართლეს გახედა რომელიც კალამს ატრიალებდა ხელში.
-მტკიცებულებები არ გაქვ..
-მაქვს! - დასრულება არ აცადა მოსამართლეს - თუნდაც ანაბეჭდები,გაბრიელს ცერა თითის,23-მე ხაზი დაკლაკლინი აქვს დაბადებიდან,ლექსოს კი სრულიად სწორი ქონდა,მაგრამ თუ ეს არ გაკმაყოფილებთ - პიჯაკის ჯიბიდან ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოიღო - ეს არის წერილი რომელიც ვინმე ანა ვახტანგაძეს ეკუთვნოდა .. - სახელის და გვარის ხსენებისას გაბრიელის გაოცებული სახე დალანდა და ისედაც დარწმუნებული მის სიმართლეში კიდევ ურო დარწმუნდა - გაბრიელ ვინ იყო ანა ვახტანგაძე? - გაბრიელი ფეხზე წამოდგა და ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა.
-ჩემი ძმის საცოლე იყო ..
-დიახადაც! ანა ლექსოსო საცოლე იყო ახლა კი წერილს წაგიკითხავთ
„ლექსო ჩემო ბედნიერებავ! მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ,შენი მსგავსი მე მეორე არ მინახავს ამ ქვეყნად,ვიცი ყველაზე დიდი ცოდვას ჩავიდენ ამ წერილის დაწერის შემდეგ მაგრამ მაინც .. იცოდე რომ მე შენ მიყვარდი არა ამ ქვეყნიურად,შენ საუკეთესო გეკუთვნის,ამიტომ მე უნდა წავიდე .. ქალბატონი ეკას (გაბრიელის დედის) საუბარი გავიგონე „ანა კარგი გოგოა,მაგრამ მისი წარსული არასახარბიელოაო“ ამბობდა ამიტომ მე წავალ ჩემი წარსულიანად შენი ცხოვრებიდან .. მიყვარხარ ლექსო ლიჩელო!“ - წეილის კითხვა დაასრულა და ისევ უკან ჩაიბრუნა ჯიბეში - ანა წარსულში ამანმ სანამ ლექსოსო გაიცნობდა ნარკოტიკების ზემოქმედებას განიცდიდა,ლექსოსთან ურთიერთობის დაწყებისთანავე მიანება ყველა მავნე ნივთიერებებს თავი,მაგრამ ქალბატონი ეკა ვერ ეგუებოდა მომავალ სარძლოს მაინც .. ანამ თავი მოიკლა,ლექსომ კი გადაწყვიტა რომ მის გარეშე ვერაფერს შეძლებდა და მანაც ანას საქციელს სოლიდარობა გამოუცხადა .. მოკლედ და კონკრეტულად .. გაბრიელ ლიჩელი სრულიად უდანაშაულოა,აი იმ უცოდინარ გამომძიებელს და ექსპერტებს კი დიდი ალბათობით,ჩემი ძალისხმევით ჩამოართმევენ მოღვაწეობის უფლებას ამხელა შეცდომის გამო! -წინ გადმოყრილი თმა უკან გადაიყარა და თავის ადგილზე დაჯდა.მოსამართლემ ფურცლებს დაუწყო თვალიერება,მერე კმაყოფილმა ღიმილმა გაურბინა ბაგეებზე.
-საქმე დახურულია,გაბრიელ ლიჩელი თავისუფალია! - ძლიერად დაარტყა ჩაქუჩი და ლიკას გახედა - აი ამ გოგონას კი მადლობა გადაუხადეთ! - გაბრიელს ანიშნა და კმაყოფილმა დატოვა თავისი პოსტი.
მთელი დარბაზი გაოცებული მიშტერებოდა ერთ ქერა,ცისფერთვალება გოგონას,სანდრო და ნიკოლოზი ტელეფონს ეცნენ და მაშინვე ანდრეას დაურეკეს,თავისუფალ ძმაკაცთან მისვლა და მილოცვა კი სულ დაავიწყდათ.
-ამ ამ გოგონას - ზურგს უკან გაბრიელსი ხმა მოემსა - უდიდესი მადლობა! - ყურის ძირში,საყურის ქვემოთ აკოცა და ორივეს „დაფუფქვაც“ გამოიწვია.ხელები უღონოდ ჩამოუშვა ძირს ლიკამ და ბედნიერმა გაიღიმა - მიხარიხარ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად! - გარეთ გასვლის შემდეგ უთხრა და მის ბაგეებს ისევ უკითხავად ეძგერა.
აი ასე.
არა .. მოიცა ..... სერიოზულად?
აი ხომ ვამბობდი ქიმია იქმნება ყველასგან უჩუმრად-თქო.!
...
გამარჯობათ.ვეცადე ძლიერი თავი ყოფილიყო,მადლობა მას ვინც ისევ წაიკითხავს და საკუთარ აზრს დააფიქსირებს,შემდეგი თავი კი დასკვნითი ნაწილი იქნება.



№1 სტუმარი matata

კაია უბრალოდ მალე დადე რა შემდეგი ^_^

 


№2  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Kaiaa dzaan ara kaiaa kiara dzaan magariaa
Ogond male dade raa
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№3 სტუმარი Black

Sesaa vualaaa!diax brwyinvalea..bravo ar velodi aset tavs;)

 


№4 სტუმარი matata

ჰორავი დადებ ამსაუკუნეში?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent