შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერას ვერსად გაექცევი -10-


7-02-2016, 19:28
ავტორი ანიი
ნანახია 2 787

-გისმენთ;
-ანიი როგორ ხარ?
- ნინუცა შენ ხარ? კარგად შენ?
- მეც არამიშავს. მოკლედ რატომ გირეკავ, გოგოებს გვინდა ცეკვის დადგმა და გვესაჭიროები.
- კარგი არაა პრობლემა და რისთვის ემზადებით?
- კლუბს შევუთანხმდით ''ფლეშმობზე''.
- ძალიან კარგი და ცეკვები?
- არ ვიცი ჯერ, ალბად უფრო მეტად ჰიპ-ჰოპი. იმედია 4 დღეში მოვასწრებთ.
- ოთხი დღე ცოტაა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ბევრი. დღეს მოდით ერთ საათში დარბაზში.
-კარგი ანნ დიდი მადლობა, შევხვდებით.
ანიმ გემრიელად მიირთვა, სპორტულად ჩაიცვა და დარბაზში წავიდა. გოგოები ნელ-ნელა მოვიდნენ, ერთმანეთი ნახეს და ცეკვების დამუშავებას შეუდგნენ.რეპეტიციებს მორჩნენ. ანი დარბაზიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში შეამჩნია, რომ უკან მანქანა მიყვებოდა, შავი ფერის მერსედესი, დაბურული შუშებით.
- ვინ ჯანდაბაა, ამას ვაჩვენებ როგორ უნდა თვალთვალი. გაიფიქრა ანიმ და გზას გაუდგა. ბევრი შემოვლითი გზით დააღწია თავი მანქანას და სახლში დაბრუნდა. უკვე გვიანი იყო, რომ მობილურზე ზარი გაისმა, ალექსანდრე იყო. ანიმ უხეშად უპასუხა
- რა გინდა;
- რას შვრები?
- რა გინდა ალექსანდრე;
- შენი სახლის წინ ვარ და არ გამოხვალ?
- არა. ანიმ გაუთიშა და ფილმის ყურება დაიიწყო. ცოტახანში კარზე კაკუნი გაიგო, გაბრაზებულმაა კარები გააღო და გარეთ გავიდა.
- შენ სულ გაუფრინე? რა გინდა.
ალექსანდრე სულელურად უცინოდა.
- ალექსანდრე რა გინდათკო.
ალექსანდრე ტუჩებზე ეძგერა. ანი ძლივს გამოერკვა და ტუჩებზე მაგრად უკბინდა.
- მოურჯულებელო, მაინც ჩემი გახდები. თქვა ალექსანდრემ და უკა გაბრუნდა.
- გამოთაყვანებულო იდიოტო. უყვირა ანიმ და გაბრაზებული სახლში შევიდა, აღელვებულმა ვერც ფილმს უყურა და გადაწყვიტა დაეძინა მაინც.
მეორე დღეს ისევ დარბაზში წავიდა. ბიჭთან ერთად საკმაოდ ვნებიან და გამომწვევ ილეთს ამუშავებდა, როცა კარებში ალექსანდრე შემოვიდა. ანიმ გახედა და მისი ანთებული თვალები დაინახა, რომელიც ნაპერწკლებს აფრქვევდა. ანი ბიჭს მოშორდა და ჩქარი ბაბიჯით ალექსანდრესკენ, მიუახლოვდა თუ არა ალექსანდრემ ხელი მაგრად ჩაკიდა მკლავში და დერეფანში გაიყვანა.
- რა ჯანდაბა გინდა ამიხსნი? უყვირა გაბრაზებულმა ანიმ.
- გოგოო შენ სულ გასულელდი არა? უღრიალა ალექსანდრემ იმხელა ხმაზე, რომ ანის შეეშინდა.
- ხმას დაუწიე რა უფლებით მიყვირი.
- გიყვირი კი არა, სხვა ბიჭთან რა ჩახუტებები მოგინდა, გაგიჟდი ხო?
- ალექსანდრე რა გინდა რა? დამანებე თავი. უთხრა ანიმ და დარბაზისკენ წავიდა
- სხვასთან დაგინახავ და არ გაცოცხლებ გეფიცები. უთხრა ანის მკაცრად, ანი არ გაჩერებულა და დარბაზში გაბრაზებული შევიდა.
- უკაცრავად. თქვა და გააგრძელეს რეპეტიცია. დაღლილი და ნერვებმოშლილი დაბრუნდა სახლში. უნდოდა ალექსანდრე თავისი ხელით დაეხრჩო. მესამე დღესაც ჩაატარა გენერალური რეპეტიცია. ჯგუფს წარმატებები უსურვა და გადაწყვიტა აგარაკზე წასულიყო.
აგარაკზე მიუხედავად ზაფხულისა და სიცხისა, მაინც ციოდა. ღამე წიგნის კითხვას დაუთმო. დილით კი საჯირითოდ გავიდა. ბევრი იჯირითა, ბოლოს ნელ-ნელა სეირნობდა.
-ანი.
მოესმა უკნიდან ნაცნობი ხმა.
ამას აქ რა ჯანდაბა უნდა, გაიფიქრა და უკან მიბრუნდა, ალექსანდრე შეეფეთა.
- რა გინდა? აქ რა გინდა?
- რაიყო არ შეიძლება?
ანიმ პასუხი არ გასცა და ცხენი ისე სწრაფად გააჭენა როგორც არასდროს. საღამოს სახლში დაბრუნდა, ჩაი მიირთვა და ბუხარს მიუჯდა. კარებზე კაკუნი გაისმა. ვინ იქნებოდა თუ არა ალექსანდრე.
-არ შემომიშვებ?
ანიმ კარები ცხვირ წინ მიუხურა. ალექსანდრემ იმხელაზე იყვირა გაბრაზებულმა, ანიმ ფანჯარა მიხურულ სახლშიც კი გაიგონა მისი ღრიალი.
- ნეტა ნერვებს დაიწყნარებდე - გაიფიქრა ანიმ.
ორი საათი გავიდა, მაგრამ ალექსანდრე ისევ ანის სახლის ეზოში იდგა. მალე თავსხმა წვიმა დაიწყო, ალექსანდრე ადგილიდან არ იძვროდა. ანიმ იფიქრა გაცივდებაო, გარეთ გავიდა მასთან
- ჯანდაბას შენს თავს, წამოდი სახლში.
უთხრა ანიმ. ალექსანდრე უკან გაჰყვა.
- გაიხადე, თბილ მასურს მოქცემ თორემ გაცივდები. ანი მაღლა ავიდა, პირსახოცი და მამამისის თბილი ტანსაცმელები მოძებნა. დაბლა ჩავიდა და დაინახა სავარძელში მჯდომი ალექსანდრე, მისი სხეული რომ დაინახა თავბრუ დაეხვა, კინაღამ კიბეებიდან ჩამოგორდა. როგორ უყვარდა, როგორ უნდოდა რომ ალექსანდრესაც იგივე გრძნობა ჰქონოდა. ანიმ ძალა მოიკრიბა დაბლა ჩავიდა, ალექსანდრეს პირსახოცი ესროლა, ტანსაცმელები დაუწყო და თვითონ სამზარეულოში გავიდა ჩაის მოსადუღებლად. ალექსანდრეც შევიდა და უკნიდან მოეხვია, ანიმ ყელში ცხელი სუნთქვა იგრძნო და დააჟრიალა.
- მომშორდი. უთხრა ზიზღნარევი ხმით.
- რა გჭირს?
- ვერ ხვდები არა?
- კაი რა, არ მითხრა რომ არ მოგეწონა. ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა. ანიმ ეს დააფიქსირა და გული აუჩქარდა.
-შაქარი რამდენი გინდა?
- ორი უთხრა ალექსანდრემ და უკმაყოფილო დაბრუნდა მისაღებში.
- მე შენ გიჩვენებ სეირს. გაიფიქრა ანიმ და სიცილი დაიწყო.
ჩაის ცოტა მარილი და პილპილი დაამატა, რაღაც სუნელიც იპოვა და ისიც ჩააყარა. კარადიდან ნამცხვარი გამოიღო, შუაში გაჭრა და ცოტა ტყემალი მოასხა, სიცილს ძლივს იკავებდა, თავი დაიმშვიდა და ალექსანდრეს საჭმელი გაუტანა.
-მიირთვი, უთხრა მშვიდი ხმით და თვითონ ბუხარს მიუჯდა. ალექსანდრემ ნამცხვარი ჩაკბიჩა თუ არა ხველა აუტყდა და ჩაი მიაყოლა, უფრო ცუდად გახდა და აბაზანაში გავარდა. ანი სიცილით კვდებოდა. აბაზანიდან გაცეცხლებული ალექსანდრე გამოვიდა.
- რაიყო არ მოგეწონა ჩაი? უთხრა ანიმ ირონიულად.
- გაიქცე აჯობებს. უთხრა ალექსანდრემ და ანისკენ დაიძრა.
ანიმ გაიფიქრა ვერ გადავრჩებიო და მეორე სართულზე სიცილით ავარდა, ოთახში შევარდა, ალექსანდრეც შეყვა
- ვფიქრობ ჩიხში ხარ. უთხრა ალექსანდრემ ირონიულად.
ანი საწოლს გადაახტა, მაგრამ ალექსანდრეს დაეჯახა.
- აუუუუ;
- რა მოხდა?
- ხელი მეტკინა. თქვა ანიმ და სიცილი აუტყდა. ალექსანდრემ ხელში აიყვანა და საწოლზე დააგდო. მაიკა აუწია და მოღუტუნება დაუწყო. ანის დააჟრიალა, სიცილს ვეღარ იკავდებდა, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. ანი სრულ ნეტარებაში იყო.
-ვგიჟდები შენს ნაზ კანზე. წამოცდა ელქსანდრეს.
ანის ეს ესიამოვნა, გაუღიმა და ტუჩებზე იკბინა. ალექსანდრეს ამის დანახვაზე თვალებში ჭინკები აუთამაშდა, ანიმ ეს შეამჩნია ალექსანდრს ხელი კრა და ოთახიდან გაიქცა.
- ფუ კიდე გა,ექცა. თქვა ალექსანდრემ და დაბლა ჩავიდა. ანი ბუხართან იჯდა და წყალს სვამდა.
- კაი გეყოს აღარ მომიახლოვდე, უთხრა ანიმ სიცილით.
- კაი ჯანდაბას. თქვა ალექსანდრემ და სავარძელზე გადაწვა.
ანი ცოტახანში დასაძინებლად წავიდა.
- კარგი წავედი მე მეძინება, შენ სადაც გინდა დაიძინე. უთხრა ალექსანდრეს და ბედნიერებით სავსემ დაიძინა.
დილით მძლავრი მკლავები იგრძნო მის წელზე, შეკრთა, ხელებიდან გაინთავისუფლა თავი და საწოლიდან წამოხტა. ალექსანდრესაც გამოეღვიძა. აღელვებული ანი შეამჩნია და უთხრა:
- ნუ ქოშინებ არაფერი მომხდარა. უთხრა ალექსანდრემ.
ანის სიცილი აუტყდა, თმაგაჩეჩილ ალექსანდრეს მიუახლოვდა, რომელიც განსაკუთრებულად სიმპატიური ეჩვენა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა. არ ადგე, საჭმელს ამოგიტან.
- იმედია ამჯერად გემრიელი იქნება, უთხრა ალექსანდრემ სიცილით. ანი ოთხიდან გავიდა, გამოიცვალა, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან ჩუმად გავიდა. ნახევარი საათის შემდეგ ალექსანდრე დაბლა ჩავიდა, ანის ეძახდა მთელი სახლი დაათვალიერა, ანი არსად ჩანდა. ბოლოს მაგიდაზე წერილი დაინახა: "კარების ჩაკეტვა და გასაღების დაბრუნება არ დაგავიწყდეს'' გარეთ გაიხედა და ნახა რომ ანის მანქანა აღარ იდგა.
- კიდევ გამექცა, კიდევ. თქვა გაბრაზებულმა და ბოლოს გაეცინა.
ანი მთელი გზა იცინოდა თავის საქციელზე. სახლში მთელი დღე მშობლებთან ერთად გაატარა. ერთ კვირაში ხომ გერმანიაში მიემგზავრებოდა.



№1  offline წევრი blue jeans

ძალიან მომეწონა უკვე მერამდენეჯერ გაექცა :) ძალიან კარგი იყო მაგრამ ძალიან დიდ ხანს ველოდებოდი :(

 


№2 სტუმარი nini

აუუ რა ტიპია ეს გოგო :D მალე დადე რა შემდეგი ძაან მაინტერესებს

 


№3 სტუმარი M

auu male dade xolme raa :-! dz gvian deb tavebs !

 


№4 სტუმარი jo

ori tavi mainc dagvide xolmeee!

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს ეს გოგი... უფროოო მეტიი ექსტრემიი დახატავდააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent