შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 40


7-02-2016, 23:59
ავტორი mako-makako
ნანახია 2 409

დრო გადიოდა,სანდრო იმ დღესვე წავიდა ჰოლანდიაში.მხოლოდ თეკოს დაემშვიდობა,რადგან არავის ნახვა არ შეეძო.გული სტკიოდა წასვლა რომ უწევდა მაგრამ უნდა წასულიყო.ცოტას დამშვიდდებოდა და ცხოვრებას დაალაგებდა.თუ იგრძნობდა რომ ჩამოსასვლელად მზად იყო დაბრუნდებოდა,მაგრამ თავიდანვე იცოდა რომ ეს მალე არ მოხდებოდა.ძმის წასვლამ თეკოს გული დასწყვიტა.ეხლა მარტო მოუწევდა ცხოვრება.გრძნობდა რომ წასვლა მირანდას გამო გადაწყვიტა სანდრომ მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს,ამიტომ არც მას უკითხავს რამე.არ იყო ამ თემაზე საუბარი ადვილი გიორგაძისთვის.იმდენად უჭირდა აქ დარჩენა რომ ლევანის ქორწილის გამოც კი არ გადადო გამგზავრება.
ანა იმ რომანტიკული საღამოს მერე თვალებ გაბრწყინებული დადიოდა,თითქოს დაფრინავდა.ყველა ტკივილი დაავიწყა ბექამ.ისევ ის ანუკი გახდა,ისევ ისე გახსნილი და მხიარული, ლაღი გოგო დაუბრუნდა მეგობრებს.მაგრამ მარტო დარჩენილი ხშირად განიცდიდა წარსულში მომხდარ ფაქტებს მაგრამ ამას ხმამაღლა არასოდეს ამბობდა
.თეკო ნელ ნელა იბერებოდა და ლექსოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ერთი სული ჰქონდა შვილი როდის ეყოლებოდა და ხელში როდის აიყვანდა.ამის გაფიქრებისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.ჯერ ადრე იყო ამიტომ სქესი არ იცოდნენ.არცერთ არ გამოუხატავს რომელი უნდოდა გოგო თუ ბიჭი,ორივე ერთ აზრზე იყვნენ ,,მთავარია ჯანმრთელი იყოსო''რაც ყველაზე მართებულია.ამიტომ ორივე ერთნაირად ელოდა სქესის გაგებას.
ლევანი და ნია კი უკვე წუთებს ითვლიდნენ როდის დადგებოდა ის ნანატრი დღე როდესაც უკვე ცოლ-ქმრად გამოაცხადებდნენ.იქამდე კი მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი. 22 სექტემბერს ქორწილი იყო დანიშნული.
მირანდა სანდროს წასვლის მერე სულ ჩაიკეტა.შვებულება დროზე ადრე დაასრულა და სამუშაოდ გავიდა.სახლში მარტო ყოფნა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად უჭირდა მარტოობა და სანდროზე ფიქრირომ ეგონა მალე გაგიჟდებოდა. ახალ საქმეზე დაიწყო მუშაობა და მთლიანად საქმეში იყო ჩაფლული.ყველაფერი გაარკვია ირაკლის და გოგიტას მამების შესახებ,ისიც გაიგო რომ გივის მდივნის ადგილი თავისუფალი იყო და სასურველ კანდიდატს ეძებდნენ.მჟავია წუთითაც არ დაფიქრბულა კაპანაძის თანხმობის შემდეგ ისე მიადგა მათ კომპანიას.ლადო ამ საქმეს თავიდანვე იძიებდა და ყველაფერი იცოდა.ამიტომ მირანდას ფარულ აგენტად გაგზავნაც მისი აზრი იყო,მაგრამ მისი თანხმობის გარეშეც იცოდარომ მირანდა იქ მაინც წავიდოდა.მისთვის საფრთხე არაფერს წარმოადგენდა და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.ამიტომ უარი არც გამოუთქვამს. დილით ადრე ადგა მჟავია,შხაპი მიიღო და ლამაზად გამოეწყო.ისე უნდა ყოფილიყო გალამაზებული რომ მის აყვანაზე უარი არავის გამოეთქვა.თავზე ქერა პარიკი მოირგო,მისი საყვარელი ფერის ლურჯი ლინზები ჩაისვა,წითელი ტუჩსაცხი წაისვა,მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და სარკეში კმაყოფილმა გახედა თავის ორეულს.იმიჯი ისე შეიცვალა არავის არ უნდა ეცნო რომ ის მირანდა მჟავია იყო.მანქანის გასახები და ხელჩანთა აიღო,კარები გამოიკეტა და კიბეებზე ნელა დაეშვა.კომპანიას რომ მიუახლოვდა,მანქანა სადგომზე გააჩერა და გადმოვიდა. გული გამალებით უცემდა.ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა პირისპირ მშობლების მკვლელებს.უნდოდა მათთვის თვალებში ჩაეხედა და ისე გაენადგურებინა რომ გონზეც ვერ მოსულიყვნენ.შესასვლელში დაცვამ გამოკითხა ყველაფერი და შემდეგ 12 სართულზე გაუშვა ბატონი გივის გაბინეტში გასაუბრებაზე.ლიფტში აჩქარებული გულის ცემა ცოტა დაირეგულირრა მჟავიამ,რამდენჯერმე ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და დამშვიდდა.ლიფტიდან გამოსული პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა და მორიდებულად დააკაკუნა.
-მობრძანდით.-გაისმა ოდნავ ბოხი და სერიოზული ხმა.
-გამარჯობათ,ბატონო გივი მე გასაუბრებაზე ვარ.-მორიდებით შეაღო კარები მჟავიამ და ისე შევიდა,მის პირდაპირ დადგა და მისი მისვლის მიზეზიც მოახსენა.
-დაჯექი შვილო და ისე ვისაუბროთ,ცოტა უფრო თავისუფლად არ ვიკბინები.- გაუღიმა მამაკაცმა და მისმა ღიმილმა გოგოს იმხელა ზიზღი მოჰგვარა რომ ლამის თვალები დაეთხარა.
-დიახ,მადლობთ.-რაც შეეძლო თავაზიანად და მორიდებით იქცეოდა მირა.სკამი გამოსწია და დაჯდა.
-აბა ეხლა გისმენთ.-საქმეზე გადავიდა გივი.
-ეს ჩემი რეზიუმეა.ყველაფერი აქ წერია და თუ რაიმე კითხვა გექნებათ მკითხეთ.- ყველაფერი ისე უთხრა როგორც ლადომ დაარიგა.
-კარგი.-საქაღალდე გამოართვა სიმონიშვილმა და გადახედა.გულმოდგინედ კითხულობდა ყველა აბზაცს და გაოცება სახეზე უფრო და უფრო ემატებოდა. ბოლოს როგორც იქნა ჩაამთავრა კითხვა,საქაღალდე მაგიდაზე დადო,იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და გოგონას გადახედა.
-მდაა.საკმაოდ საინტერესო რეზიუმე გქონიათ ქალბატონო გურანდა.-მიმართა გივიმ.
-მადლობა ბატონო გივი,მხოლოდ ერთ რამეს შეგისწორებთ.ქალბატონო არა საქალბატონე.-ამაყად განუცხადა აწ მომავალმა ,,გურანდამ''
-უკაცრავად მე მაპატიეთ,შემეშალა.-ირონიულად მაგრამ მაინც მოიხადა ბოდიში კაცმა,არ ესიამოვნა გოგონას შენიშვნა მაგრამ უნდა ეღიარებინა რომ ძალიან საინტერესო კადრი იყო და გამოადგებოდა მომავალში.
-არაუშავს ხდება ხოლმე.-შეიფერა მჟავიამ და ოდნავ გაიღიმა.მისი მოელვარე თეთრი კბილების დანახვაზე მამაკაცს სასიამოვნოდ გააჟრიალა.უნდა აღიაროს რომ საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო და მასთან გართობაზეც არ იტყოდა უარს.მირანდამ მამაკაცის გამოხედვაში დაიჭირა მისდამი ინტერესი და ეს ძალიან ესიამოვნა. ბებერი მელა გაიფიქრა თავისთვის გულში და მიზანი უკვე მიღწეულად ჩათვალა.
-ე.ი საზღვარგარეთ სწავლობდით.კერძოდ ინგლისში.იქვე იმუშავეთ 2წელი და აქ რატომ ჩამოხვედით?-ჰკითხა ინტერესით გივიმ.
-მშობლები აქ ცხოვროდნენ.მე მარტო ვიყავი საზღვარგარეთ.დამეღუპნენ და დედის გარდაცვალების შემდეგ ისევ სამშობლოში დავბრუნდი.ამიტომ ვეძებ სამსახურს აქ დარჩენას და ცხოვრებას ვაპირებ.-ჩამოარაკრაკა გაზუთხული გაკვეთილივით გოგომ.
-ძალიან მიხარია რადგან თქვენნაირი კვალიფიციური და გამოცდილი კადრი ამდვილად გამოგვადგება.ამიტომ დღეიდან სამსახურში მიღებული ხართ.-გამოუხცხადა სიმონიშვილმა და თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა გულში გაიცინა.
-ძალიან დიდი მადლობა.ნამდვილად არ დაგაღალატებთ.-სიხარულისგან დაფრინავდა მირანდა.
-ეხლა შეგიძლიათ დაისვენოტ და ხვალიდან შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.ეს ყველაფერი კადრებში ჩაიტანეთ.11 სართულზე და იქ გეტყვიან თქვენს განრიგს. დროებით და წარმატებებს გისურვებთ.-დაემსვიდობა მამაკაცი და კაბინეტიდან გააცილა მჟავია.
-მადლობა და დროებით.-ზრდილობის ეტალონად იყო ქცეული გოგო და აღარ იცოდა თავი როგორ მოეწონებინა უფროსისთვის.კაბინეტი დატოვა და ლიფტისკენ წავიდა.უკნიდან დაჟინებულ მზერას გრძნობდა მაგრამ არც მიუხედია უკან.იცოდა რომ გივის ძალიან მოაწონა თავი და ყველაფერს იზამდა რომ მისი საყვარელი გამხდარიყო.მირანდასაც სწორედ ასეთი ინტერესი სჭირდებოდა ყველაფრის ადვილად გასარკვევად.იცოდა რომ ბებერი მელიის მოტყუება ადვილი არ იქნებოდა მაგრამ მეორე სუსტი რგოლიც ჰყავდა უკვე ნაპოვნი,რომლის მახეში გაბმა უფრო გაუადვილდებოდა.კადრებში ჩავიდა,ყველა საჭირო საბუთი წარადგინა და მუშაობის გრაფიკი გაიგო.დილის 9 დან საღამოს 7 მუშაობდა.თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში ჩვე....ბრივად წავიდოდა სახლში.კმაყოფლიმა დატოვა კომპანია და მანქანაში ჩაჯდა.მასინვე ლადოს დაურეკა.
-აბა რა ქენი ჩემო ლამაზო გურანდა?-სიცილიტ მიმართა ბიჭმა.
-ყველაფერი ხუთიანზე შევასრულე უფროსო.-სიცილით მიუგო მანაც და კმაყოფილი გაეცალა იქაურობას.
-ძალიან მიხარია.ეხლა დაისვენე და საღამოს გნახავ ავღნიშნოთ.-დაემშვიდობა კაპანაძე და ტელეფონი გათიშა.მირანდას დასვენება სულაც არ უნდოდა ასეთ კარგ ხასიათზე წლებია არ ყოფილა.მიზანთან ბევრად ახლოს იყო ვიდრე ეს წლები ერთად აღებული და ეს უკვე გამარჯვების ტოლფასი იყო.ამიტომ მაღაზიებში გავლა გადაწყვიტა თან ზეგ უკვე ქორწილი იყო და მას კაბაც კი არ ჰქონდა შერჩეული.ფიქრებში უცებ გაახსენდა რომ მას უკვე გურანდა ერქვა და არავის უნდა გაეგო მისი მეორე ცხოვრების შესახებ.ეს ყველაფერი ლადოს მოფიქრებული იყო.გურანდა მიქელაძე.დაბ:1984 წლის 14 თებერვალს.და ბევრი კიდევ სხვა რამ რაც მის დოსიეში ჩასაწერად იყო საჭირო.გადამოწმების შემთხვევაში ყველაფერი დაემთხვეოდა რადგან ყველა საჭირო ორგანო გაფრთხილებული იყო.ეს ხომ საიდუმლო ოპერაცია იყო ამიტომ ყურადღება ასმაგად ჰქონდათ გამახვილებული. მაღაზიები მოიარა და სასურველი კაბაც იყიდა.ქორწილში ძალიან ლამაზი იქნებოდა.ნეტა სანდრო ჩამოვა?გაიფიქრა და მალევე უკუაგდო მასზე ფიქრები. უნდა დაივიწყოს მითუმეტეს ეხლა როდესაც ამ საქმეს უკვე მოჭიდა და თავითაა ჩაფლული მასში.კმაყოფილი დაბრუნდა სახლში სადაც სიმარტოვე ელოდა მაგრამ ეს არ ადარდებდა.
...
-გამარჯობათ.მე გივი სიმონიშვილი ვარ.რაღაც ინფორმაციის გადამოწმება მინდა.- მიმართა ინგისურად ტელეფონში მოსაუბრე ოპერატორს.
-დიახ გისმენთ ბატონო გივი.-უპასუხა იგლისური აქცენტით ქალბატონმა.
-გურანდა მიქელაძე სწავლობდა თუ არა ბრიტანეთის უნივერსიტეტში და მუშაობდა თუ არა ერთ ერთ უმსხვილეს გადაზიდვის კომპანიში.უნივერსიტეტის და კომპანიის სახელები ჩააწერინა ოპერატორს და პასუხს დაელოდა.
-10 წუთი დამიცადეთ.ინფორმაციას გადვამოწმებ და მოგახსენებთ.ხაზზე დარჩით.-უთხრა ქალმა და სიჩუმემ დაისადგურა ტელეფონის ყურმილში.გივი მოლოდინით ელოდა ქალის ინფორმაციას და იმედოვნებდა რომ ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდებოდა.ცოტა ხანში ქალმა ისევ უპასუხა ტელეფონს.
-ბატონო გივი თქვენი ინფორმაცია გადავამოწმეთ და ყველაფერი ნამდვილი არმოჩნდა.გურანდა მიქელაძე ნამდვილად სწავლობდა ბრიტანეთის უნივერსიტეტში და მუშაობდა კიდეც 2 წელი გადაზიდვების კომპანიაში მთავარ მენეჯერად.-ჩამოურკრაკა ქალმა.
-დიდი მადლობა.ნახვამდის.-გივიმ ტელეფონი კმაყოფილმა გათიშა და სავარძელსი გადაწვა.ფიქრობდა რომ საკმაოდ საინტერესო კადრი შეარჩია მისი მდივნის ადგილას.მენეჯერის გამოცდილებაც ჰქონდა და თუ საჭირო იქნებოდა ამ საქმესაც შეითავსებდა ეს ახალგაზრდა საკმაოდ ლამაზი გოგო.
...
ნია საშინლად ნერვიულობდა.გოგოები კაბის სანახავად წაიყვანა და გაგიჟებულები დაბრუნდნენ უკან.ისეთი ლამაზი თეთრი კაბა იყო რომ ნია ნამდვილ დედოფალს გავდა.ლევანი თვალს ვერ მოსწყვეტდა მთელი დღის მანძილზე.საოცრად უხდებოდა,თითქოს ზუსტად მისთვის იყო შეკერილი.ნიამ დიდხანს არჩია და ბოლოს ეს კაბა აარჩია.დაქალებს თავისი არჩევანი აჩვენა და ისინიც აღფრთოვანებულები იყვნენ.ის დღე გოგოების დღეს გამოაცხადეს და ბიჭებს მეორე დილამდე დაემსვიდობნენ.ანამ მირანდასაც დაურეკა და თეკოსთან მხიარულების საღამო მოაწყვეს.საჭმელები,სასუსნავები ყველაფერი ბევრი იყიდეს და დატვირთულები ავიდნენ სახლში.ჯერ სამზარეულოში ყვეაა ერთად შეუდგა ყველაფრის მომზადებას.ბოლოს მხიარულად გააწყვეს მაგიდაზე თავიანთ ნახელავები და უკვე გაშლილ სუფრას გარშემო შემოუსხდნენ.დღეს ყველა სვამდა თეკოს გარდა.მას მხოლოდ წვენი ესმეოდა.არც პრეტენზია გამოუცხადებია. მხიარულად უყურებდა თავის დაქალებს და გული სიხარულით ევსებოდა რომ მის შვილს ამდენი გიჟი დეიდა ეყოლებოდა.უკვე საკმაოდ ნასმები იყვნენ მუსიკას ხმადაბლა დაუწიეს და ერთმანეთის პირისპირ დაჯდნენ.
-მირა რაღაც მინდა გკითხო.-საუბარი ანამ დაიწყო და გოგოს გახედა.
-გისმენ ანუკი.-მოსასმენად მოემზადა მჟავია.
-ოღონდ არ გეწყინოს რა არც ის იფიქრო რომ შენს პირადში ვერევი.უბრალოდ რაღაც მაინტერესებს თუ მეგობრები ვართ ბოლომდე ვიყოთ კაი?-შესავალი გაუკეთა ბექაურმა თავის სათქმელს.
-ეგ საკითხავია?რა თქმა უნდა მეგობრები ვართ.მკითხე რაც გინდა.-გამხიარულდა მირადნა.
-სანდრო გიყვარს?-უცებ დაუსვა შეკითხვა და მის სახეს დააკვირდა. ჟავიასთვის ეს შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო რომ პასუხი ვერ გასცა.გაჩუმდა და სახე გაუფითრდა.ტუჩები აუკანკალდა და თავი ჩაღუნა.არ შეეძლო მეგობრების მოტყუება და არც სიმართლის თქმა,მაგრამ დრო იყო მათთვის ყველაფერი ეთქვა რადგან უკვე იცოდნენ და მას ამიტომ ეკითხებოდნე.თავი არც აუწევია ისე დაიწყო საუბარი.
-როცა პირველად დავინახე მაშინვე რაღაც უცნაური ვიგრძენი მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე რადგან მარტო არ ვიყავი.მერე შეყვარებულს დავშორდი. ამას სანდროც შეესწრო და ასე გავიცანი.ნელ ნელა ეს გრძნობა ჩემში ფესვებს იდგამდა მე კი ყველანაირად ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას,მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე.მერე გავიგე რომ თეკოს ძმა ყოფილა.ყოველთვის ვხედავდი და ეს გრძნობა თავიდან იბადებოდა.რამდენჯერმე ამიხსნა სიყვარული სანდრომ მაგრამ ყოველტვის უარით ვისტუმრებდი.ბოლოს დაიღალა და წავიდა.ასე აჯობებდა. ჩემთან ის ბედნიერი ვერ იქნებოდა და მუდმივი საფრთხის ქვეშ უნდა ყოფილიყო. მე კი ამას ვერ დავუშვებდი.-თვალეზე მომდგარი ცრემლი ხელის გულით გაიმშრალა და გოგოებს ახედა.ყველა გაოცებული უყურებდა.აქამდე ეჭვი კი ჰქონდათ მაგრამ არ ეგონათ თუ მათი ეჭვი სიმართლე აღმოჩნდებოდა.
-ვიცოდი,ვგრძნობდი რომ ჩემი ძმა შენს გამო წავიდა მაგრამ ერთი მითხარი რატომ უნდა ყოფილიყო საფრთხის ქვეშ შენთან ყოფნისას ჩემი ძმა?-უკვე თეკო ჩაერთო საუბარში.
-მე ისეთი სამსახური მაქვს რომ იქ მუდამ საფრთხეა.-პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მჟავიამ.
-მაინც სად მუშაობ?-ეხლა ანუკი შეკითხა.ნია კი გაოცებული იჯდა და ჩუმად ისმენდა მათ საუბარს.ჩარევა უკვე ზედმეტად მიიჩნია ამიტომ ხმას არ იღებდა.
-ეს საიდუმლოა.-უთხრა ინტერესიანი თვალებით მომზირალ გოგოებს.
-არ გვენდობი?-იწყინა თეკომ.
-ეგ არაფერ შუაშია უბრალოდ თქვენივე უსაფრთხოებისთვის ასე ჯობია.-უთხრა მირანდამ.
-ეს არაა პასუხი.თუ არაფერს გვიმალავ ეგ საიდუმლოც გაგვიმხილე.-ირონია სჭვივოდა ნიას ნათქვამში რომელიც აქამდე სულ ჩემად იჯდა.
-თუ თქვენსას არ იშლით გეტყვით,მხოლოდ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.ეს საიდუმლოა და გამჟღავნება არ შეიძლება.-დანებდა გოგო რადგან არ უნდოდა მეგობრები დაეკარგად და მათ ეჭვის თვალით ეყურებინათ მისთვის.როდესაც მათგან თანხმობა მიიღო ყვეაფერი თავიდან დაიწყო.
-პატარა ვიყავი როდესაც მშობლები მომიკლეს.ბიძიამ და ბიცოლამ გამზარდა. აქედან შორს.მერე ისევ დავბრუნდი აქ როცა უკვე სწავლა დამთავრებული მქონდა და უკვე საიდუმლო აგენტი ვიყავი.სამუშაოდ თბილისში მოვეწყვე და უკვე 3 წელია რაც აქაური საიდუმლო აგენტი ვარ.თან პარაელურად მშობლების საქმეს ვიძიებ.უკვე კვალზე ვარ გასული და სანდროს ჩემთან ყოფნით საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი.ეხლა გასაგებია ჩემი უარის თქმის მიზეზი?-ჰკითხა სმენად ქცეულ გოგოებს.ეს უკვე პიკი იყო,ასეთ რამეს ნამდვილად არცერთი მათგანი არ ელოდა. ეგონათ რომ მირანდას სანდრო არ უყვარდა და ეს მისი საიდუმლო აგენტად მუშაობა ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო მათთვის.ეხლა ესმოდათ რატომ იყო ეს გოგო მუდამ სევდიანი და გულჩათხრობილი.ამხელა ტკივილი გადაუტანია ბავსვობაში და დღემდე მოსდევდა.ეხლა უკვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და მეგობრებს მისი ყველაზე მეტად ესმოდათ.იზიარებდნენ მის ტკივილს და გვერდით ედგნენ მორალურად თუ ფიზიკურად.მირანდა მათი დუმილით ხვდებოდა და გრძნობდა მათ განწყობას.სიამოვნებდა მათი ასეთი დამოკიდებულება და ის რომ ზედმეტ კითხვებს არ უსვამდნენ.მათი დუმილით ყველაფერი ნათქვამი იყო და სიტყვები აქ უკვე ეზედმეტებოდათ.ანა ნელა წამოდგა და მირანდას გადაეხვია.ნიამ და თეკომაცმას მიბაძეს და ეხლა უკვე ყველა ერთმანეთზე ჩახუტებულები ტიროდნენ.ეს მეგობრების საერთო ტკივილი იყო რომელიც მირანდამ მათ გაუნაწილა და თავს მარტო აღარ გრძნობდა.თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოხსნეს და თავისუფლად სუნთქვა შეძლო ამდენი წლის შემდეგ.ეს ყველაზე დიდი ნუგეში იყო მისთვის.თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა ასეთი მეგობრების გვერდით და ღმერთს მადლობას ეუბნებოდა რომ მათ შახვედრა.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგი თავი იყო.ეს დაძაბულობა ძალიან მომწონს.გამიხარდა ახალი თავის დანახვა,ველოდები გაგრძელებას.❤️❤️

 


№2  offline წევრი natia-natia

მაგარია ძაან

 


№3  offline წევრი tegi

Dzan gamexarda am tavis danaxvvam, sainteresot vitardeba movlenebi

 


№4  offline წევრი Tako Gogelia

მაგარია ძანნნნ

 


№5  offline წევრი mako-makako

natia-natia
მაგარია ძაან

მადლობა ნათიიი <3

tegi
Dzan gamexarda am tavis danaxvvam, sainteresot vitardeba movlenebi

ძალიიან დიდი მადლობა რომ მმოგეწონა

Tako Gogelia
მაგარია ძანნნნ

მადლობა დიდიი

ლანა ცინცაძე
ძალიან კარგი თავი იყო.ეს დაძაბულობა ძალიან მომწონს.გამიხარდა ახალი თავის დანახვა,ველოდები გაგრძელებას.❤️❤️

მადლობა ლან დღეს საღამოს თუმოვასწარი დავდებ აუცილებლად.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი nina(nina)

ძალიან,ძალიან ,ძალიან კარგი თავი იყო დასასრულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ <3 უთბილესი და უსაყვარლესი <3 <3 <3 ჩემო გოგო უძალიანესმაგრესი ხარ რა <3 <3 <3

 


№7  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ძალიან,ძალიან ,ძალიან კარგი თავი იყო დასასრულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ <3 უთბილესი და უსაყვარლესი <3 <3 <3 ჩემო გოგო უძალიანესმაგრესი ხარ რა <3 <3 <3

მადლობა ჩემო საყვარელოო ამდენი თბილი და ლამაზი სიტყვებისთვის....<3 1<3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8  offline წევრი mako-makako

ბესო
არ ვურევ არაფერს,უბრალოდ იმ თავში არ იყო ნათლად ნახსენები რომ მირანდა საიდუმლო აგენტი იყო.იქ უბრალოდ თანამშრომლად იყო წარმოდგენილი რომელიც თეკოს ადგილს იკავებდა და ეს ყველაფერი ვრცლად იმიტომ დავწერე რომ გოგოებს გაეგოთ სინამდვილეში რა იყო მისი პროფესია.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent