შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(დასასრული)


9-02-2016, 00:52
ავტორი Nina))
ნანახია 4 806

როდესაც გოგონამ მამაკაცი მარტო დაიგულა,ანუ როდესაც თეკლა კაკისთან წავიდა და კახა ლერისთან, ელენა და დათუნა მარტო დარჩნენ სახლში.
გაზაფხული იდგა,ჭიკჭიკთან ერთად გაღებული ფანჯრებიდან გაზაფხულის მათრობელა სურნელი შემოდიოდა,თუმცაღა გაზაფხულის ულამაზეს ფერებსა და აყვავებულ ნუშს არანაირი ხალისი არ ჰქონდა ელენასთვის,მისთვის ფერი სამყარომ ზუსტად მაშინ დაკარგა,როდესაც ყურთასმენას მერაბის სიტყვები მისწვდა,ცრემლი შეიმშრალა და ამდენ ხნიანი საუბრის შემდეგ ყველაზე მთავარ თემას მიადგა
-დათო,ფეხმძიმედ ვარ..-წარმოსთქვა და თვალები დახუჭა,ყურებზე ხელები მიიჭირა,ქარიშხალს ელოდებოდა,მაგრამ როდესაც ხელზე დათუნას ხელები იგრძნო წამსვე გაახილა თვალები
-ვერ განგსჯი,ელენა,მე არავინ ვარ,მე არ ვარ უფალი რამეზე რომ მიგითითო,აქ იმიტომ ვარ რომ დაგეხმარო,მითხარი რა შემიძლია შენთვის გავაკეთო და გავაკეთებ.-მშვიდად,აუღევლებლად საუბრობდა დათო,მაგრამ აკანკალებულ ხელებზე ეტყობოდა როგორ განიცდიდა ელენას ტრაგიკულ ისტორიას
-გახსოვს რომ მითხარი,ჩემს რეჟისორს მოეწონე და სიამოვნებით გადაგიღებდა რეკლამაში ან ფილმშიო?-იმედიანი თვალებით შეანათა მამაკაცს
-რა თქმა უნდა,მახსოვს,მაგრამ პასუხი არ გითქვამს მაშინ და ჩავთვალე რომ უარი მხოლოდ იმიტომ არ მითხარი რომ არ გინდოდა ჩემთვის გულის ტკენა
-მართალი ხარ,შეგიძლია დაელაპარაკო და უთხრა რომ თანახმა ვარ?
-რა თქმა უნდა,ვეტყვი,აუცილებლად.-მხარზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა,შუბლზე აკოცა და კარებისკენ წავიდა -შენ დაისვენე,მე ცოტა ხნით გავალ,აუცილებლად დავბრუნდები-გაუღიმა გოგონას და კარს იქით გაუჩინარდა...
დიდ ხანს დადიოდა იქეთ-აქეთ ელენა,ყველა ადგილი,ყველა დეტალი მამაკაცის თავს ახსენებდა,არ იცოდა რა ექნა,სად წასულიყო,ბოლოს აივანზე გავიდა,ხის დაწნილ სკამზე ჩამოჯდა და თვალები მილულა,ეცადა ამ აივანთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაეხსენებია,ცრემლები წამოუვიდა უკვე წარსულად წოდებული დღეების გახსენებისას,ვერც გაზაფხულის სურნელმა ვერ უშველა,ვერც მზის სხივებმა,ისინი ახლა იმაზე უფრო ცივი იყო,ვიდრე იანვრის სუსხი...

-ელენა,ყველაფერი მზად არის,ხვალ ცხრა საათზე მივფრინავთ-წინ საბუთები და ბილეთები დაუდო დათუნამ და კვლავ გადაურბინა კახას სახეზე ფერებმა,იმასთან შეგუება არ შეეძლო რომ ერთადერთ ქალიშვილს სამი თვე დაშორდებოდა,აგვისტოს ბოლოს ხომ თეკლას ქორწილია,ამიტომ აუცილებლად მოუწევს ელენას დაბრუნება,მანამ კი რამეს მოიფიქრებს,მოიფიქრებს როგორ დამალოს საკუთარი ფეხმძიმობა..
-ელენა,ხომ იცი რომ არ მინდა შენი გაშვება,უბრალოდ ისეთი დაბნეული ვარ არ ვიცი რა გავაკეთო,რა არის შენთვის კარგი და ცუდი,ნატალიას დავპირდი რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენთვის,რომ არაფერს დავიშურებდი,დავპირდი რომ საუკეთესო მამა ვიქნებოდი,მაგრამ მაპატიე..-თავი დახარა კახამ და ეცადა ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოეწმინდა,ისე რომ ქალიშვილს არ შეემჩნია,თუმცა ელენამ ყველაფერი დაინახა,მაგრამ არ შეიმჩნია,მამას ჩაეხუტა და მის მხარზე თავჩამოდებული აქვითინდა
-შენ არაფერ შუაში ხარ,მამა,ეს ბედისწერაა,ის რაც დაწერილია,ის რაც უფალს აქვს გადაწყვეტილი არასდროს შეიცვლება,ალბათ ასე იყო საჭირო,შეიძლება ჩვენ ამას ვერ მივხვდეთ დღეს,მაგრამ დროის შემდეგ აუცილებლად გავიგებთ თუ რა საჭირო იყო ამ უბედურების გადატანა.აუცილებლად დაგვანახებს უფალი რისთვის დაგვჭირდა ეს ტკივილი.-გაუღიმა მამას და კახა მხოლოდ ახლაღა მიხვდა როგორ გაზრდილა თავისი გოგონა.

***
-კაკი,როგორ არის? მოახერხა უნივერსიტეტის დამთავრება?
-კი,მოახერხა,მართალია გაბრწყინებული თვალებით არ დადის მაგრამ უმკლავდება ამ ყველაფერს,დემეტრე,შენ როგორ ხარ?
-ოკეანიდან ამოგდებულ თევზს ვგავარ,რომელსაც ჰაერი არ ჰყოფნის სასუნთქავად და ეს-ესაა დაიხრჩობაო,მეც ვუძლებ,კაკი,მაგრამ არ ვიცი როდემდე მომიწევს ამ ყველაფერთან გამკვლავება,ყველანაირ ფიზიკურ დატვირთვას თავზე ვიღებ,იქნებ ამ ფიზიკური ტკივილით ყველაფერი გადამავიწყდეს,მაგრამ არ გამოდის,ამ სულიერ ტკივილს არაფერი ფარავს.
-დემეტრე,ასე არ გამოვა,თავს უნდა უშველო,უნდა მიხედო...-არ ნებდებოდა კაკი
-არა,ჯერ მან იპოვოს თავისი გზა,მერე ჩემსასაც მოვუხერხებ რამენაირად,შენ სჯობს ის ფოტოები გადმომიგზავნო რაც დავავალე გადამღებს
-დეტექტივებიღა გაკლდა ,დემეტრე,დეტექტივები!
-ასე მგონია,სანამ მე მის გვერდით არ ვარ ვიღაც რაღაცას ავნებს,ასე უფრო მშვიდადვარ,მირჩევნია ყველაფერი ვიცოდე მის შესახებ
-ის მაინც იცი,რომ ხვალ საღამოს დათოს მიყვება ფლორიდაში
-რა?-გული შეეკუმშა მამაკაცს,წამით ძველი დრო წარმოიდგინა,მაგრამ როდესაც მიხვდა რომ ძველ დროში არ იმყოფებოდნენ ეს უფრო ეტკინა,ვიდრე სხვა დანარჩენი...
-მას ყველანაირი უფლება აქვს,დემეტრე,თქვენ უკვე აღარ ხართ თქვენ და ვერ მოგიხსენიებენ ერთ მთლიანად,დემეტრე,შეეგუე ბედს,ის დღეს რომ არ იღიმის,ხვალ გაიღიმებს,ეცადე რომ შენი ცხოვრების გზა იპოვო,ძმაო,ეცადე,თორემ ასეთს რომ გიყურებ გული მიკვდება...

-ნახვამდის,მამა,მალე შევხვდებით ერთმანეთს...-მოეხვია მამას და ჩემოდანს დაავლო ხელი,საშინლად უჭირდა კახასთან,მის სახლთან და ამ ქალაქთან გამომშვიდობება,მაგრამ აუცილებელი იყო,ბავშვის ჯანმრთელობისთვის აქ უფრო გამძაფრებული იქნებოდა მისი ტკივილი და გრძნობები,აქ სადაც მათი სიყვარული დაიბადა და იშვა,ამიტომ არჩია გოგონამ ამ ქალალაქსა და ქვეყანას განშორებოდა,თავისდივე პატარას გულისთვის...მერე თეკლას მოეხვია
-იცოდე,ელენა,ყოველ წუთს დამირეკავ და მომწერ,ყოველ წუთს!-დატუქსა გოგონამ და ატირებული თვალები ელენას მხრებში ჩამალა
-არ იტირო,საყვარელო,ხომ არ ვკვდები,აუცილებლად ჩამოვალ,თან გახსოვდეს შენს ქორწილში მეჯვარე მე ვარ!-ეცადა გაღიმებოდა,მაგრამ იმხელა ტკივილი სუფევდა მის თვალებში,თეკლამ კი უმალ წაიკითხა
-არადა ასეთ დროს მე უნდა ვყოფილიყავი შენს გვერდით!-გაბუტულმა ჩაილაპარაკა და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა
-არაფერია,თეკლა,მე ყველაფერს გადავიტან,ეცადე კაკისთან ბედნიერი წუთებით დატკბე,მე თუ არა,უფალმა თქვენ მაინც შეგაბეროთ ერთმანეთს-გაუღიმა გოგონას და უკანმოუხედავად გაუჩინარდა კარს მიღმა...
ახალი ცხოვრება ელენასთვის აღარასდროს დაიწყებოდა,ეს უფრო მონოტომურ,რუტინულ ცხოვრებას წააგავდა,სუნთქვა,ჭამა და გასეირნება,ათასნაირ გასართობ ადგილას სიარული,მხოლოდ იმისთვის რომ თავისი პატარა ჯანმრთელი დაბადებულიყო,მართალია დათუნა არაფერს აკლებდა,მაგრამ მას არასდროს უცდია დაწესებული კანონების მიღმა გადასვლა,მან იცოდა ორმ გოგონასთვის საყრდენ ბოძს წარმოადგენდა,რომ მისთვის მეგობარზე მეტი არასდროს იქნებოდა და ამას იგი დიდი ხნის წინათ შეეგუა,არ აპირებს ელენას ასეთი მდგომარეობით სარგებლობას,არა,ასეთ დონემდე არასდროს დაეცემა მამაკაცი,უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ელენა ფლორიდაში ჩამოვიადა,ასე ჰგონია ვიღაც ყოველ წამს უკან დაჰყვება,უკვე სამი თვე გავიდა რაც ფეხმძიმედაა და ტოქსიკოზიც გაუქრა,საშინელი ორსულობა აქვს,ალბათ ეს იმის ბრალია რომ მის გვერდით დემეტრე არ არის,ალბათ ჰგონია რომ ცოდვებისთვის იმკის,ამაზე მეტი ცოდვა რა გინდა ადამიანს,როდესაც საკუთარი ძმის შვილს ატარებ მუცლით,ალბათ უფალი უხდის ყველაფრისთვის სამაგიეროს,თანახმაა ფეხმძიმობას გადაჰყვეს ოღონდ თავის ბავშვს არაფერი დაემართოს,თან ყოველ ჯერზე,როდესაც ბაღში გადის სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ჰგონია ვიღაც უთვალთვალებს და უკან დასდევს,ასეცაა,დემეტრემ დეტექტივი ფლორიდაშიც გაგზავნა,რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო ელენას ბედნიერებაში,მაგრამ ვერა და ვერ დარწმუნდა,ჰგონია რომ რაღაც უჭირს,ჰგონია რომ რაღაც აიძულებს სიცოცხლეს,მაგრამ ჯერ ვერა და ვერ გაარკვია რა არის ეს ყველაფერი...


-ელენა,ამ საღამოს,მთელს მსოფლიოში შენი კლიპი გავა ორსულობასთან დაკავშირებით,გილოცავ,შენ საკმაოდ ცნობილი ხარ და უკვე ყველას სურს შენთან კონტრაქტის დამყარება-მოეხვია მამაკაცი და ჰაერში დააბზრიალა
-მადლობა,დათუნა,ამას შენს გარეშე ვერ გავაკეთებდი-ოდნავ ამობურცულ მუცელზე ხელი დაისვა და მამაკაცს გაუღიმა-დათუნა,იქნებ აჯობებს რომ ხალხი მოვატყუოთ,იქნებ აჯობებს რომ ვუთხრათ,ვითომ დავქორწინდით,არ ვიცი დათუნა,ორ თვეში უნდა ჩავიდეთ ქორწილისთვის,მე კი არ ვიც რა ვთქვა,ვიცი რომ არავინ მიიღებს ამ ყველაფერს ისე როგორც ნორმალურ ამბავად,მგონია რომ ამით ჩემს შვილს ავნებენ,მე კი მის დათმობას სიცოცხლის დათმობა მირჩევნია,მირჩევნია მომკლან,ვიცი ამის თქმით რამხელა ტკივილს გაყენებ,მაგრამ არ შემიძლია,ვერ დავთმობ ჩემს შვილს..-თავი დახარა ელენამ,მამაკაცი მყისიერად მიუახლოვდა გოგონას,ჩამოგორებული ცრემლები მოწმინდა და ნიკაპი ააწევინა
-ამაზე წამითაც არ იფიქრო,მზად ვარ ხვალვე განვუცხადოთ პრესას რომ ჩვენ უკვე სამი თვეა დავქორწინდით,მზად ვარ ყველაფერი ვუთხრა,მზად ვარ სიცოცხლის ფასად დაგიცვათ შენ და შენი შვილი-მამაკაცმა გაუღიმა და გულში ჩაიკრა..

ამ განცხადებამ ყველა შოკში ჩააგდო,განსაკუთრებულ შოკირებულ მდგომარეობაში იყო დემეტრე დევდარიანი,რომელმაც იცოდა რომ გოგონა,ერთი თვის წინათ მხოლოდ მას ეკუთვნოდა,მაგრამ ვერა და ვერ ხვდებოდა რატომ მოიტყუეს ასე მწარედ,ამ განცხადების შემდეგ ყველა დეტექტივი გააუქმა დემეტრემ და ელენას მისცა უფლება ბედნიერად ცხოვრების,მერე რა რომ დემეტრე აღარ აპირებდა არავისზე დაქორწინებას,მთავარი ახლა მისთვის მხოლოდ ელენა და მისი ბედნიერება იყო,ახლაც და ცხოვრების ბოლომდეც ასე იქნებოდა...
დღეებ ერთმანეთს რუტინულად მისდევდა,ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი ერთფეროვანი იყო,უბრალოდ იღებდნენ ელენას ახალ-ახალ სარეკლამო კლიპებში,რომელთა თემაც ერთნაირი-ორსულობა იყო,ელენამ თეკლასა და თავის მამას გაუმხილა რომ ფეხმძიმედ იყო დათუნასგან,რომ ისინი შეუღლებულიყვნენ და ჩუმი დაქორწინება იმით ახსნა რომ არ უნდოდა ყველაფერი ხმამაღალი ყოფილიყო,რომ ესთეტიკურად ლამაზი არ იქნებოდა,რაც ყველამ დაიჯერა,თვით თეკლამაც დაიჯერა...ჩამოსვლის დღე ახლოვდებოდა,იცოდა ქორწილში დემეტრეს გადაეყრებოდა და ეს ყველაფერზე მეტად უჭირდა,უჭირდა მასთან შეხვედრა ამდენხნიანი განშორების შემდეგ,უჭირდა მისთვის თვალებში ჩახედვა და ტყუილის თქმა,რა მოხდებოდა,თუ დემეტრე დაეჭვებით შეხედავდა მას მუცელზე,ხომ ბრინჯივით დაიბნეოდა გოგონა,სხვა სიტუაციაში არასდროს დაუმალავდა დემეტრეს პატარა არსების არსებობას,მაგრამ ახლა ვერ დაუშვებდა ამ ყველაფერს,არავინ მიიღებდა ამას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და თავისი პატარას უსაფრთხოებისთვის მოუწია ამ ყველაფრის დამალვა..
მათი სიყვარული დღე და ღამის მსგავსად განსხვავდებოდა,ისინი არც ერთ ქალაქში,არც ქვეყანასა და არც ერთ კონტინენტზე იმყოფებოდნენ,ერთით ეს არც იქნებოდა მათი ერთად ყოფნისთვის დამაბრკოლებელი საგანი,უბრალოდ მათი ერთად არ ყოფნა ზევიდანვე იყო გადაწყვეტილი და ამას ვერც დემეტრე,ვერც ელენა და ვერც მათი სიყვარული აღუდგებოდა წინ..
თითქოსდა თავიდანვე აფრთხილებდა უფალი ამ გარდაუვალი საფრთხის შესახებ,თავიდანვე დაბრკოლებებით ცდილობდა მათ დაშორებას,თუმცა ეს ნაპერწკალი თვალის დახამხამებაში წარმოიქმნა,თვალის დახამხამებაშივე გაღვივდა და ახლა მთელი ოკეანეთის წყალიც კი აღარ შველოდა გასაქრობად,ვერც ერთმა გონზე მოსვლაც ვერ მოასრეს ისე შეუყვარდათ ერთმანეთი.
და მაინც რა არის ეს სიყვარული,
წყევლაა თუ ძღვენი სიყვარული?
ალბათ რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ..
პასუხი ხომ არავინ იცის...
ერთი კვირა და ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს,კვლავ აგიზგიზდება მათ შორის ვნების ცეცხლი,ვითომ ამ ჯერზე დაინდობს მათ უფალი და რაიმე ცვლილებას მოახდენს მათ შორის? იქნებ დაინდოს უფალმა და ელენას მუცელს,ერთხელ მაინც შეახოს მამაკაცმა ხელი,თითქოს ბავშვიც მას უცდის,უკვე თითქმის ხუთი თვისაა და ჯერ არც განძრეულა,იქნებ მისსავით ჯიუტია როგორც დემეტრემ იწინასწარმეტყველა და მამის ხელს ელოდება..

ყველა ინტერესით ელოდებოდა ელენასა და დათუნას გამოჩენას,ერთ მხარეს თეკლა და კახი იყვნენ,რომლებიც ელენას ელოდნებოდნენ,
მეორე მხარეს კი კაკი და მერაბი,რომელიც დემეტრეს ელოდნენ..
ორივეს თვითმფრინავი ერთდროულად ჩამოფრინდა,ორივემ ერთდროულად დადგა მშობლიურ მიწაზე ფეხი და ორივემ ხელახლა ირწმუნა თავიანთი სიყვარულის უკვდავება და მარადისობა...ერთი კი იყო,უბრალოდ ამდენ ხალხში მათმა თვალებმა ვეღარ მოძებნეს ერთმანეთი,ალბათ ორივე დაიღალა კატა-თაგვობანას თამაშით და დანებდნენ,უფალსა და ბედისწერას მიანდეს თავიანთი ცხოვრება,კახას ბედნიერებისგან აეტირა,როდესაც ელენას ამობრუცული მუცელი დაინახა და მუხლებზე დაცემული ეფერებოდა მომავალ შვილიშვილს,ელენასაც აეტირა მამის დანახვაზე,ალბათ ორსულობისგან გამოწვეულმა გულჩვილობამ უფრო მკვეთრი გახადა ეს გრძნობა და სწორედ მაგიტომ აქვითინდა ბავშვივით.ყველა მოეხვია ერთმანეთს,ისევ ძველებურად აჭორიკდნენ მეგობრები,ისევ ძველებურად სვამდნენ ჩაის და ისევ ძველებურად უყურებდნენ ფილმებს,თუმცა ყვეამ იცოდა რომ ძველებურად არაფერი იქებოდა,მაგრამ მაინც იტყუებდნენ თავს რომ ყველაფერი კარგად იყო.//

-ელენა,დემეტრე ჩამოვიდა-მიუხედავად იმისა რომ ამ ყველაფერს უკვე დიდი ხნის წინათ შეეგუა გოგონა მაინც გადაურბინა ცისარტყელას ფერებმა სახეზე და ფორთოხლის წვენი საწამლავად იქცა,როდესაც ყელს გადაცდა და მთელი საყლაპავი მილი აუწვა,ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით გაუღიმა გოგონამ
-არაუშავს,თეკლა,ამ შეხვედრისთვის მთელი ოთხი თვეა ვემზადები
-მაშინებს შენი სიმშვიდე,მეშინია რომ როდესმე გასკდები და რაღაც მოხდება
-არაფერი არ მოხდება,თეკლა,აი,ნახავ,მეც და დემეტრეც,ყველა,ყველა კარგად ვიქნებით,ხედავ მე უკვე ვიპოვე ჩემი ცხოვრების გზა,ფეხმძიმედ ვარ,მალე დეიდა გახდები,მე დედა,დათუნა კი მამა-ოდნავ წამოწითლდა,როდესაც დაქალი მოატყუა,მაგრამ იცოდა რომ სიმართლით ყველაფერს ჩაუშხამავდა და არაფერი უთხრა-მალე დემეტრეც იპოვის თავის გზას და როდესმე ისევ გაუბრწყინდება კუპრივით შავი თვალები...-სევდიანად გაუღიმა გოგონას და ეცადა აკანკალებული ხელები კაბის ქვეშ დაემალა
-რატომ მგონია რომ რაღაცას მატყუებ ელენა?
-არაფერს არ გატყუებ,თეკლა,რატომ უნდა გატყუებდე?
-კარგი,არაფერია დაივიწყე,ხვალ ქორწილია,მეც უნდა წავიდე უნდა მოვემზადო,შენც გირჩევ მომზადებას-გაუღიმა დაქალს და დინჯი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა,დიდი ხანია უკვე ამ დღისთვის კაბაც მომზადებული აქვს და იცის როგორ გაიკეთებს მაკიაჟსა და თმებს,არ უნდა მყვირალა არაფერი,სადა კრემისფერი კაბა და ნაზი მაკიაში,ოდნავ დაიტალღოვნებს თმებს და მორჩა,ახლა უკვე ქალია,მალე დედა გახდება,ძველი ელენა წარსულში დარჩა,არც ამის ხალისი აქვს სიმართლე რომ ვთქვათ,საწოლზე წამოწვა და უსიამოვნებისგან გააჟრჟოლა,შარშან ზაფხულს დემეტრეს მკლავებით ირთობდა თავს,დღევანდელივით ახსოვს,როგორ იპარებოდა დემეტრე აივნიდან ქურდივით და როგორ უკოცნიდა მთელს სახეს,ცხადვივით გრძნობს მის ხელებს მუცელზე და ტკივილს გრძნობს მარცხენა მხარეს,როგორ სწრაფად ჩაუქროლა ყველაფერმა,მოგონებებმა თან ბედნიერებაც წაიღეს და დატოვეს ბავშვთან და ტკივილთან ელენა ეულად...

-დემეტრე,უნდა მოხვიდე,ნინა ცხოვრების ბოლო საათებს ითვლის,აუცილებლად უნდა მოხვიდე
-თენგო? რა მოხდა?
-თავში ჩაექცა სისხლი და ექიმები ამბობენ რომ ვერაფრით გადაარჩენენ,ნინა კი შენს სახელს ბოდავს,უნდა რომ გნახოს,გთხოვ,შეუსრულე უკანასკნელი თხოვნა ჩემს ქალიშვილს..-ემუდარებოდა მამაკაცი დემეტრეს და მისთვის ერთი თხოვნაც კი საკმარისი იყო,როდესაც უკანმოუხედავად გაიქცა საავადმყოფოსკენ...

-ულამაზესი ხარ,თეკლა-აღფრთოვანება ვერ დამალა გოგონამ,როდესაც თეთრ სადედოფლოში გამოწყობილი დაქალი დაინახა
-არც შენ ხარ ნაკლები,ჩემო ლამაზო
-ჯვარს სად იწერთ?
-სვეტიცხოველში
-მეჯვარე ვინ არის?
-დემეტრე..
-დემეტრე?..-ორაზროვნად ჩაილაპარაკა გოგონამ,ბედი კიდევ უფრო დასცინოდა,ჯერ და-ძმა აღმოჩნდენ,ახლა კი კიდევ უფრო უნდა დაახლოვდნენ,თავის ბედზე სიმწრით ჩაეღიმა და თავი გააქნია
-რამე მოხდა?-იკითხა ანერვიულებულმა თეკლამ
-არა,არაფერი-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ელენამ და თეკლას გაუღიმა...

ყველაფერი მაშინ დატრიალდა,როდესაც ნაცნობი სურნელი იგრძნო უკნიდან,ყველაფერმა მაშინ შეიძინეს ბრჭყვიალა ფერები,როდესაც მამაკაცის ხელი კვლავ იგრძნო მის მხარზე და მისი ცხელი ტუჩები ყელზე
-დემეტრე,ეს არასწორია-ღონემიხდილმა ამოილუღლუღა გოგონამ და მამაკაცის ხელს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო
-არა,არასწორი ჩვენი განშორება იყო,ვიცი ყველაფერი დალაგებული გქონდა,მაგრამ მე იმისთვის ვარ რომ ყველაფერი აგირიო,ხომ გახსოვს,სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!-კვლავ ვნებამორეული,ხრიწიანი ხმით ეჩურჩულებოდა მამაკაცი რაც ისევ ძველებურად უკარგავდა გონებას
-დემეტრე...-ვეღარ შეძლო წინადადების დასრულება გოგონამ,როდესაც ჯერ მამაკაცის ხელი იგრძნო მუცელზე,შემდეგ კი ბავშვის ფეხების ქნევა მამის შეგრძნებაზე და ტკივილისაგან და თან ბედნიერებისგან დაემანჭა სახე
-მამიკოს ელოდა ალბათ-კვლავ მომაჯადოებელი ღიმილით გაუღიმა მამაკაცმა და კიდევ უფრო ძლიერად შეაყვარა თავი
-მამას კიარა ბიძას!-შეუსწორა ღონემიხდილმა გოგონამ
-მე და შენ და-ძმა არასდროს ვყოფილვართ და არც არასდროს ვიქნებით! ახლა კი სჯობს თეკლამ და კაკიმ ახალ მეჯვარებზე იზრუნოს,ჩვენ ისედაც დიდი ხნის წინათ უნდა დავქორწინებულიყავით!
-მე..მე..მიყვარხარ.მიყვარხარ..-ლუღლუღებდა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მფრინავი გოგონა და მამაკაცს ლოყებს უკოცნიდა
-მეც მიყვარხარ,ელენა.-გულში ჩაიკრა ათრთოლებული გოგონა,მერე ცრემლები შეუმშრალა და მის წინ მუხლებზე დაეცა,ჯერ მუცელზე აკოცა და შემდეგ საგულდაგულოდ შენახული ელენასაგან დაბრუნებული ბეჭედი ამოაცურად გულის ჯიბიდან
-თანახმა ხარ შენი სიმშვიდის დამარბეველ მამაკაცს ცოლად გაჰყვე?-გოგონას ბედნიერებისგან წამოსული ცრემლები უნამავდნენ სახეს,როდესაც მიხვდა რომ რაიმეს თქმის ძალა არ ჰქონდა უბრალოდ თავი დაუქნია მამაკაცს,დემეტრეს ესეც ეყო და მოულოდნელად ააფრიალა ჰაერში,ისევე როგორც ადრე,თვების წინ გააკეთა ეს...

და მაინც რა არის სიყვარული?
ძღვენი თუ წყევლა?
მე მაინც ორივე ერთად მგონია...
ბევრი განშორებაა უგონოდ შეყვარებულ წყვილებს შორის,მაგრამ ამ განშორებით უფრო გაძლიერდება თქვენი სიყვარული,ეს განშორება გაგაძლიერებთ და მიგახვედრებთ რომელი სიყვარული გაძლებს სიცოცხლის ბოლომდე,
რამეთუ წრფელად შეყვარებული ადამიანები ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზას ყოველთვის იპოვნიან,აბა როგორი გგონიათ თქვენ, თქვენი ნახევრის გარეშე ცხოვრება,რომელიმე ჩვენთაგანს ძალუძს კი ნახევარი სხეულითა და სულით ცხოვრება?!
რა თქმა უნდა,არა!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
--------
თქვენ ყველაზე კარგები ხართ!
მადლობა რომ მიტანდით ამდენი ხნის მანძილზე და აფიქსირებდით საკუთარ აზრს.
მართალია ისეთი არ გამოვიდა როგორსაც მე ან თქვენ ელოდით,მაგრამ არაუშავს,ალბათ თვალის მოსატყუებლად ვარგა.
მიყვარხართ ძალიან!



№1 სტუმარი darina

zustad aseti dasasruli unda qonoda, me dzalian momewona ai elenas da demetres bolo momentze tvalze cremlic ki momadga, dzalian.kargi gogo xar da didi siamovnebit davelodebi shens axal istorias, me eseni dzalian miyvarden iseti ase vtqvat gemrieli wyvili iyo ertmanets akvdeboden, saerto jamshi martlac dzalian magari istoria gamogivida, me piradad didi siamovneba mivige am.istiriis wakitxvit.

 


№2 სტუმარი anita

saswauli istoria iyo axla davasrule tavidan bolomde kitxva da arvici martla saswauli istoria iyo.. yochag

 


№3  offline წევრი natia-natia

ვიცოდი ციცოდიიი მაგარი არაჩვეულებერივი იყო

 


№4  offline მოდერი Nina))

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა,ბავშვებო,გპირდებით ახალ ისტორიასაც მალე დავიწყებ,ჯერ უბრალოდ უნდა ამოვისუნთქო,ცოტა ადრე დავიძინო ხოლმე,როგორც კი ჩვეულ რიტმში ჩავჯდები და დავისვენებ აუცილებლად დავიწყებ ახალი ისტორიის წერას love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5  offline მოდერი bibo

აი ეხა უნდა ვაგიარო რო სასწაულზე მეტი ხარ შენ წუხელ წავიკიტხე ყველა თავი აქამდე სად ვიყავი და რატო არ ვკიტხულობდი არ ვიცი...დასარულს ველოდი არ დაგიმალავ ცუდ დასარულიანს არ წავილითხავდი და მაგიტო ველოდი დასასრულს love love აი ვაღიარებ უმაგრესი ხარ გასაგიჟებელიიიი love love ტკბილო თბილო შოკოლადოოოოოო request request მეშოკოლადებ მემარწყვებ მეალუჩებიიიი მერაფაელობები და კიდო ბევრობა კაი რაგაცებიიი love

 


№6 სტუმარი stumari

uzomod tbili da tkbili istoria iyo, unichieresi xar. ertaderti ninas oinebze ro dagecera kargi iqneboda, tan elenas reaqciac simartlis gagebaze...

 


№7  offline მოდერი Nina))

ვაიმე,ბიბო.რა საყვარელი ხარ,ძალიან,ძალიან დიდი მადლობა love

stumari
uzomod tbili da tkbili istoria iyo, unichieresi xar. ertaderti ninas oinebze ro dagecera kargi iqneboda, tan elenas reaqciac simartlis gagebaze...


ეგ რომ დამეწერა არ იქნებოდა იმდენად შთამბეჭდავი,მკითხველმაც უნდა ჩართოს ცოტა წარმოდგენის უნარი და რაღაცებზე თვითონ გამოიტანოს დასკვნა და თვითონ უნდა შეიქმნას წარმოდგენა,ამის აღწერა ზედმეტად ბანალურად მოხედებოდა,მიუხედავად ჩემი ათასგვარი მოფიქრებული აზრებისა,მერწმუნე უფრო ჩვეულებრივ ისტორიას დაემსგავსებოდა,ვიდრე ცოტა განსხვავებულს.მადლობა რომ წაიკითხე love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8 სტუმარი stumari

chemi fantazia ertia da avtoris originalurad danaxuli mainc sul sxva efeqts axdens... cota rtulad carmovidgine elenas qceva da tanxmo ase auxsnelad, nu demetrem kargi gaigo da mivida mastan, magram man xom ar icoda... cudad nu gamigeb, dzalian rom momcons es istoria magitomac giziareb chems emociebs <3

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

საოცრება იყო❤️❤️

 


№10  offline წევრი Elle025

გავგიჟდი..საოცრება იყო❤️თვით საოცრება ხარ შენც..❤️ყოჩაღ❤️ :*

 


№11  offline მოდერი Nina))

stumari
chemi fantazia ertia da avtoris originalurad danaxuli mainc sul sxva efeqts axdens... cota rtulad carmovidgine elenas qceva da tanxmo ase auxsnelad, nu demetrem kargi gaigo da mivida mastan, magram man xom ar icoda... cudad nu gamigeb, dzalian rom momcons es istoria magitomac giziareb chems emociebs <3


არა,ძვირფასო,ცუდად ნამდვილად არ გამიგია,მკითხველისგან შენიშნვას ცუდად როგორ მივიღებ,უბრალოდ ამდენი ემოციის ფონზე არ ღირდა,მე ასე ვფიაქრობ,მადლობა რომ წაიკითხე <3

ლანუშკი,ელენე,ძალიან დიდი მადლობა გოგოებო ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12  offline წევრი Gvirila

მე თავიდან ბოლომდე წავიკითხე და საოცრად მომეწონა. ყოჩაღ <3

 


№13  offline მოდერი Nina))

ყველაზე მაგრები ხართ,თქვენ!
სულ მალე ახალ ისტორიას დავიწყებ ^^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№14 სტუმარი mtvaro svani

au ra msagaria,zustad vicodi kargad dasruldeboda.umagresi iyo

 


№15  offline მოდერი Nina))

მადლობა,მადლობა,მადლობა love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№16  offline წევრი gvanc95

dzalian magari iyo yochagh ❤️❤️ mteli dghe vkitxulobdi ,sityvebi ar myopnis,ubralod getyvi rom ert-erti sauketeso iyo rac wamikitxavs ,ronelta raodenobac dzalian cotaa..magari xar,axla aghmogachine da awi sul sheni siaxleebis molodinshi viqnebi :)) warmatebebi

 


№17  offline მოდერი Nina))

gvanc95
dzalian magari iyo yochagh ❤️❤️ mteli dghe vkitxulobdi ,sityvebi ar myopnis,ubralod getyvi rom ert-erti sauketeso iyo rac wamikitxavs ,ronelta raodenobac dzalian cotaa..magari xar,axla aghmogachine da awi sul sheni siaxleebis molodinshi viqnebi :)) warmatebebi


დიდი მადლობა საყვარელოოო <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent