აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 14)
ქორწილი გვიან დამთავრდა. ყველა კმაყოფილი დარჩა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთი რამის გათვალისწინება ვერ მოვახერხე. შუა ცერემონიის დროს დავით მოვიდა. ნინოს უხერხულად გაუღიმა, ნატალის და ლუკას მიულოცა, ცოტა ხნით გაჩერდა და წავიდა.სტუმრებს ამისთვის ყურადღება დიდად არც მიუქცევიათ მაგრამ ჩვენ ნამდვილას გაოცებულები დაგვტოვა. მთელი ქორწილის განმავლობაში ვგრძნობდი ვიღაცის დაჟინებულ მზერას. რამდენჯერმე უკან მობრუნებულმა ალექსანდრე შევნიშნე, თუმცა ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. რატო უნდა ეყურებინა ალექსანდრეს ჩემთვის, ან სად ჰქონდა ამის დრო?! მგონი ყველა გოგოსთანიცეკვა ვინც ქორწილში იყო. მე კი როდესაც ერთ0ერთმა ბიჭმა მთხოვა ცეკვა, ალექსანდრე ამაზე ისე გაბრაზდა ის ბიჭი მთელი ქპრწილის განმავლობაში აღარ მომკარებია. ასეთი რეაქცია ჰქონდა მომდევნო რამდენიმე ბიჭზეც. ამის გამო მხოლოდ გიოსთან და დემეტრესთან ვიცეკვე. თავიდანვე მივხვდოთ რომ სტუმრები ჯერ კიდევ არ აპირებდნენ სახლში წასვლას. ადრიანად დავემშვიდობეთ ნეფე-დედოფალს, რომლებიც მეორე დღისით აპირებდა თაფლობის თვეში წასვლას და განაცხადეს გაცილება არ გვჭირდებაო. სახლში დემემ წამომიყვანა, რადგან სხვასთან შედარებით უფრო ფხიზელი იყო. სახლში რომ შევედი ძალიან დაღლილი ვიყავი, ცალკე ხმაურისგან მტკიოდა თავი და ცალკე ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მიშლიდნენ ნერვებს, რომელიც მთელი დღე მეცვა. -შვილო ქორწილმა როგორ ჩაიარა?-მაშინვე მკითხა სალომემ. -რაღაც-რაღაც გაუგებრობები იყო მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა-ვთქვი და მამაჩემს გადავხედე-დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა ძალიან მეძინება. -კარგი შვილო, წადი დაისვენე, ტკბილ ძილს გისურვებ-გამომემშვიდობა მამა. მართლაც არაფრის თავი მქონდა, ტანსაცმელი ძლივს გავიძვრე და დავწექი. მაშინვე ჩამეძინა. დილით თვითონ გამეღვიძა. საწოლში წამოვჯექი და საწოლის მოპირდაპირე მხარეს, კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე, რომელიც თორმეტს უჩვენებდა. ღმერთო სამსახური, საქმეები, კომპანია, ალექსანდრე. ალექსანდრე? წესით სამსახურში მას უნდა წავეყვანე როგორც თავად თქვა. -ალბათ დაავიწყდა-გავიფიქრე და ბალიშის ქვემოდან ტელეფონი გამოვაძვრინე. ერთი ესემესი იყო მოსული. როცა ალექსანდრეს ნომერი ამოვიცანი ინტერესით დავიწყე კითხვა. ‘‘ ემილი, ალბათ გუშინდელი დღის და საერთოდ ამ ერთი კვირის გადაღლილი გრაფიკის გამო ძალიან დაიღალე, თუ გინდა დღეს სამსახურში არ მოხვიდე. (შენს უფროსს მე დაველაპარაკები, არც ისეთი ბრაზიანია როგორც გგონია და ჩემი აზრით არც გაგიბრაზდება ერთი გაცდენის გამო, თუ რასაკვირველია მეორე დილით მასთან ერთად ისაუზმებ)“. გამეღიმა. ვატყობ, მომიწევს ალექსანდრეზე პირვანდელი აზრის შეცვლა, სულ არ ჩანს ისეთი ცუდი და ბრაზიანი როგორიც მეგონა. ფეხზე ზლაზვნით წამოვდექი, თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი. -დეე-დავიყვირე მისაღებში შესვლამდე და მხოლოდ მერე გამახსენდა რომ სახლში არ იყო, როცა ხმა არავინ არ გამცა. სამი დღის წინ მითხრა, ჩემი დაქალის დაბადების დღეზე მივდივარო და როგორც ჩანს დავითიც თან წაიყვანა. ბავშვობიდან ვერ ვიტან სახლში მარტო დარჩენას. საქმეც არაფერია. სახლი უკვე დალაგებულია, საჭმელი მომზადებული,ტელევიზორში საინტერესო არაფერი გადის-დავასკვენი მას შემდეგ რაც სამზარეულოც დავათვალიერე და ყველა არხიც ტელევიზორში. -მაშინ სამსახურში წადი-შემომთავაზა მეორე მემ და მგონი პირველად გადავუხადე ცხოვრებაში მადლობა. მხოლოდ ჩანთა ავიღე და სახლის კარი გამოვხურე. სამსახურში რომ მივედი უკვე 2-ის ნახევარი იყო. მთელი კვირაა არ ვყოფილვარ და უნდა ვთქვა რომ ეს ადგილი ნამდვილად მომნატრებია. ღილაკს თითი მივაჭირე და დაველოდე სანამ ლიფტი მესამე სართულამდე ავიდოდა. ლიფტიდან გამოვედი და მაგიდასთან მჯდომ გვანცას მივესალმე. -გვანც ალექსანდრე კაბინეტშია?- ვიკითხე და ალექსანდრეს კაბინეტის კარს შევავლე თვალი. -კი ემილი კაბინეტშია-მიპასუხა გვანცამ-მაგრამ.. ისევ არ დაველოდე მის პასუხს, ისევ დაუკაკუნებლად შევაღე მისი ოთახის კარი, და ისევ ვინანე ჩემი დაუფიქრებლობა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე. აი თურმე რატომ არ უნდოდა ალექსანდრეს ჩემიკ ომპანიაში მოსვლა დღეს, მე კი მეგონა რომ ჩემზე ზრუნავდა. რა სულელი ხარ ემილი-გავუწყერი ჩემს თავს და შევეცადე თვალებზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა. ნანკა ალექსანდრეს მაგიდაზე იყო შემომჯდარი , ალექსანდრე კი ხელებს ხვევდა და კოცნიდა. კარის ხმაზე ორივემ ჩემსკენ გამოიხედა.ალექსანდრე სწრაფად მოშირდა ნანკას და პერანგი გაისწორა, რომელსაც კარგად ეტყობოდა ნანკას წითელი პომადის კვალი. -უკაცრავად, მე გავალ ხელს არ შეგიშლით. ჯობდა დღეს სახლში დავრჩენილიყავი, ჩემი ‘’კეთილი’’ უფროსი ხომ ჩემზე ‘’ზრუნავდა’’ , მისთვის უნდა დამეჯერებინა, როგორც ჩანს დღეს ჩემთვის არ ეცალა.-ვთქვი რაც შემეძლო წყნარად და შემოვბრუნდი. -ემილი-შეცვლილი მეჩვენა მისი ხმა, მაგრამ ამაზე ფიქრი არ დამიწყია, უბრალოდ ვერ ვფიქრობდი. სწრაფად გავიხურე კაბინეტის კარი და დერეფანში გავედი. უკვე კიბესთან მისულს წამომეწია გვანცა. -ემილი, კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს, ალექსანდრეს ვეტყვი რომ-ეტყობოდა ჩემზე ღელავდა, მაგრამ როგორც კი ალექსანდრეს სახელი ახსენა მაშინვე შევაწყვეტინე. -არა, მას არაფერს ეტყვი, მართლა კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე, დავისვენებ და ყველაფერი გამივლის-შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და კიბეებს დავუყევი. ნეტავ მართლა ასე ადვილი ყოფილიყო ყველაფერი. მაგრამ არა, ეს უფრო რთული და მტკივნეული იყო ჩემთვის. გარეთ გავედი თუ არა მაშინვე მომხვდა დეკემბრის გრილი სიო სახეზე. მესიამოვნა. მაგრამ ჩემს გახურებულ სხეულს მაინც ვერ უშველა. თითქოს შიგნიდან ვიწვოდი. სახლში როგორ და რამდენ ხანში მივედი აღარ მახსოვს. მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი და სააბაზანოში შევედი. თვალებიდან ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები გადმომცვივდა და ტირილი დავიწყე. ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი სახეზე. ცოტათი დავმშვიდდი. -ემილი რას აკეთებ,რის გამო ტირიხარ? ალექსანდრე ვისთანაც უნდა იმასთან იქნება, მე რაში მანაღვლებს ეს ყველაფერი, ეს მისი ცხოვრებაა-მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე რის გამო ვტიროდი. ნუთუ ვიეჭვიანე? არა რა სისულელეა, მსგავსი რამ მაშინ ხდება როცა ადამიანი შეყვარებულია. მე კი არავინ მიყვარს, მითუმეტეს ალექსანდრე... ვინაა ალექსანდრე ჩემი? ჩემი ძმის მეგობარი, ჩემი საუკეთესო მეგობრის და ახლა უკვე რძლის ძმა, ჩემი უფროსი, და პირველი მამაკაცი ვის გამოც ვიტირე. თავი ხელში ავიყვანე. არ მქონდა იმის უფლება რასაც ახლა ვაკეთებდი. რამე სხვაზე უნდა მეფიქრა, დრო უნდა გამეყვანა თორემ გავგიჟდებოდი. თეონას დავურეკავ, ჩემი მეგობარია, მართალია ისეთი არა როგორც ნატალი, მაგრამ მაინც ახლოსაა ჩემთან. ჩანთა ავიღე და ხელით დავიწყე ტელეფონის ძებნა. ვერ ვიპოვე, არც ჯიბეში მაქვს. გვიან გამახსენდა რომ დილით ალექსანდრეს წერილის ნახვის მერე, საწოლში დამრჩა. მობილური ბალიშის ქვემოდან გამოვაძვრინე და ბლოკი მოვხსენი. მაშინვე თვალში მეცა ალექსანდრეს 20 გამოტოვებული ზარი. ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობს. მისი ზარები დავაიგნორე. თეონას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, ისიც მაშინვე დამთანხმდა. ერთ-ერთ კაფეში შევხვდი. ბევრი ვილაპარაკეთ, თითქმის ყველა თემას შევეხეთ. დაახლოებით 9 საათი იყო როცა სახლში დავბრუნდი. მშობლების მოსვლას არ დავლოდებივარ ისე დავწექი. უკვე ძილის პირას ვიყავი როცა ტელეფონის ხმა გავიგე. გული შემიფრთხილადა, მეგონა ალექსანდრე იქნებოდა მაგრამ შევცდი. აკო იყო. ჩემი ყოფილი კალსელი და ასევე უკვე ყოფილი მეგობარი. 10კლასში გამომიტყდა სიყვარულში, თავიდან მეგონა ხუმრობდა. მერე მისი საქციელები მოსაბეზრებელი გახდა და მეგობრობაც გავწყვიტე მასთან. არ მიპასუხია, ტელეფონი უბრალოდ გავთიშე და თავს დასვენების საშვალება მივეცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.