შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –3–


9-02-2016, 19:43
ავტორი sopiko
ნანახია 2 557

[თავი 3]
ხელების ქნევით მივაბიჯებ დერეფანში და თან საკუთარ თავს ვლანძღავ. რატომ? რატომ მოვიქეცი ასე? როდიდან გავხდი ასეთი უგულო? თუმცა რა მიკვირს... საპირისპირო სქესის ყურადღებამ გამათამამამა და ცაში ამიყვანა, ოღონდ სამოთხის კი არა, ჯოჯოხეთის გზას მიკვალავდა. ვხვდებოდი, რომ ეს პატივმოყვარეობა მალე დამღუპავდა, მაგრამ ის თვისებები, რაც ადრე ადამიანებს ხელს უწყობდა, რომ მე შევყვარებოდი, სადღაც გამქრალიყო. არა, ბოროტი არ ვიყავი, მაგრამ გონება დაჩლუნგებული მქონდა და გადაწყვეტილებების მიღებაც მიჭირდა.
–თინანა! თინანა, სად გარბიხარ?–თავისკენ მაბრუნებს ჩემი მადევარი და განმკიცხველ მზერას მტყორცნის.
–ეკა, აქამდე მეგონა მირიანისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, ახლა ვიცი, რომ ამას ვერ შევძლებ!–ვპასუხობ სასომიხდილი და ცხვირს ვჭმუხნი.
–ერთი ბოდიში რას დაგაკლებს?–მხრებში ხელებს მავლებს ის.
–რას და... თავს ვერ დავიმცირებ!–ვსრუტუნებ მოწყენილი.
–თინანა, ახლა გაიღიმე, შენებურად გაიღიმე! დამცინავად და ირონიულად კი არა, ჩვეულებრივ და მერე წადი მირიანთან! ბიჭებმა თქვეს, სადმე აქვე იქნებაო.–მარიგებს ჭკუას და ლოყაზე მკოცნის.–მე ხომ ვიცი, რაც ხარ და როგორც ხარ! ძალიან მიყვარხარ და ჩემი იმედები უნდა გაამართლო!
–კარგი...–ფრუტუნით ვთანხმდები და კიბეებზე ვეშვები.
მხოლოდ ეკას რჩევას არ უმოქმედია, გული მიიწევს მირიანისკენ, ფიზიკის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კანონის თანახმად.
''რა ჰქვია ამ კანონს?''–ეჭვით მეკითხება ალტერეგო, მე კი როცა პასუხი არ ვიცი, ვდუმ.
მირიანს უნივერსიტეტის უკან, თავმოტეხილ შუშის ბოთლებთან და სიგარეტის ცარიელ კოლოფებთან ვპოულობ. ზურგშექცევით დგას, მაგრამ ჩემი აქ მოსვლა არ გამოპარვია.
მისი მხრების თრთოლვა იმაზე მიმანიშნებს, რომ ღელავს და ღრმად სუნთქავს. მისი ღელვა დაავადებასავით მედება და მკერდზე ხელს ვიჭერ, გული რომ არ ამომივარდეს.
–მაპატიე, ზედმეტი მომივიდა...–თითებს ერთმანეთში ვათამაშებ და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ მისკენ.
–არაფერია, მოუწესრიგებელი ვაჟბატონის თვალწინ თავს ნუ იმცირებ! სჯობს წახვიდე, თორემ სხვები რას იტყვიან... იქნებ დაგცინონ კიდეც!–ვითომ გულგრილად მპასუხობს მირიანი.
სულში რომელიღაც მნიშვნელოვანი სიმი წინადადების დასრულებისთანავე მიწყდება...
–მე ასეთი არ ვარ!–ვუარობ თავჩახრილი.
–ხომ ხედავ, ყოველთვის არასწორად ვფიქრობ, წადი ახლა!–ჩემკენ არც ამჯერად ტრიალდება.
–მე არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ! ნუ გავიწყდება, რომ დღეს პირველად გამესაუბრე!–ხმას ვუწევ მე.
–თინიკო, ძვირფასო თინი, მე შენ არ შეგეფერები! ერთმანეთის გვერდით ვერასდროს ვიდგებით! არც მეგობრობა გამოგვივა, ასე რომ, ეკას უთხარი, რომ მისი ადგილი თავისუფალია.–სევდანარევი ღიმილით მიბრუნდება, შუბლზე ისე მეამბორება, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ და უკან რომ ვიხედები, მისი ჩრდილიღა მოჩანს ტირიფის ხეებთან.
''რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ წარმოდგენას შეგიცვლი, მირიან!''–მტკიცედ ვწყვეტ გონებაში და ისევ შენობაში შევდივარ.

–ჩქარა, ლექცია იწყება!–მაჩქარებს ეკუჩინო და წინ მიიწევს.
–დამაცა, ჯერ არ მოგიყვე?–პირში ვერ ვაჩერებ იმას, რაც მოხდა.
–მომიყვე არა ის! მოგვკლავს მანანა!–ხელისკვრით წინ მაგდებს ის და კარებზე ფრთხილად აკაკუნებს. მანანას მჭექარე ხმა კილომეტრებში ისმის.

დღევანდელი დღით უჩვეულოდ კმაყოფილი ვარ. ასეა თუ ისე, მირიანს ბოდიში მოვუხადე. მართალია ისე მელაპარაკა, აშკარაა, რომ ჩემზე კარგს არაფერს ფიქრობს, მაგრამ მის სიტყვებში სითბო გამოსჭვიოდა, ამბორში კი ლტოლვა.
დღეს თუ ვერ მოვახდინე მასზე შესაბამისი შთაბეჭდილება, ხვალ მოვახდენ! მთავარია ჩემკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგა, ახლა მე შევიცნობ მას თავიდან ბოლომდე.
შუბლზე ხელს ფაქიზად ვითათუნებ და მერე ჩემს ხელის გულს ვსუნავ. უი, ეს სუნამო მგონი ჩემს ბიძაშვილს ასხია ხოლმე. ისეთი ნაცნობია, რომ...
შინდისფერ სვიტრს ვიძრობ და შავ, ყელიან შაკეტს ვიცმევ შიშველ ტანზე. გარდერობში სვიტრს ვდებ და ვხედავ, კაპიშონიდან როგორ ვარდება რაღაც... ეს რაღაც კი ფურცელია. მესამე წერილი!
სახე მინათდება. უდიდეს სიხარულს მანიჭებს ეს ანონიმური წერილი. სწრაფად ვშლი აკურატულად დაკეცილ ფურცელს და სხაპა–სხუპით ვკითხულობ რამდენიმე წინადადებას.
''ფიზიკას სულ არ ისმენდი! ერთი მხრივ ჩემი ბრალია და მინდა დანაშაული გამოვისყიდო. პირველ თემას ამ საიტზე ნახავ, მეორეში სამწუხაროდ მეც ვერ დაგეხმარები. წარმატებები, თინიკო!''
ვებ–გვერდის სახელი გვერდითაა მიწერილი. მაშინვე ნოუთბუქს ვიღებ და საიტზე შევდივარ. მართლაც პირველივე სიახლეს ასეთი სათაური აქვს: ''ბოდიშს გიხდი, თინი, რომ მოგაცდინე!''
ანაზდად მეღიმება. წერილს ტუჩებს ნაზად ვახებ და ვამბობ:
–ნეტავ, ვინ ზრუნავს ჩემზე ასე... ფიზიკის გაკვეთილზე მართლაც არაფერი მომისმენია, მაგრამ ეს არავის ბრალი არ იყო...
***
სხვანაირად რომ ვერ მოვახერხე, ეკას სკაიპში მოვუყევი ყველაფერი. პირველი წერილიდან დაწყებული მესამე წერილით დამთავრებული. ჩემი მეგობარი ძალიან დაინტერესდა ამ უცნაური თაყვანისმცემლით და უამრავი კითხვა დამაყარა.
–ისე, შენც ხომ არ ეთაყვანები?–მაპარებს თვალების პაჭუნით და ხელებს მაგიდაზე ალაგებს.
–რა ვეთაყვანები? ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც ეს ამბავი დაიწყო!–ვუარყოფ ღიმილით.
–ჰოიი, შეყვარებულისათვის სამი დღიც კი ბევრიაო...–უნიჭოდ მღერის ქალბატონი და ლამისაა ეკრანში გამოძვრეს.
–ხო, შეიძლება ცოტას ვეთაყვანები, მაგრამ ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად მწერს... თან უხეშად, თან მოკრძალებულად, თან სიყვარულით, თან მზრუნველობით...–ეშმაკური ღიმილით ვჩურჩულებ და უცებ სხვა რაღაცაზე ვერთვები.–ხომ არ მეთამაშება? იქნებ ჩემი მოტყუება უნდა... იქნებ საერთოდ არ ზრუნავს ჩემზე?
–კარგი ახლა! ნუ დაიქოქე!–სწრფად ''მასტოპებინებს'' ეკა.–რას მიქვია მოტყუება!
–ხო, რა ვიცი...–ეკას სიტყვები ჩემთვის დამამტკიცებელი საბუთი ხდება და ისევ მიჩნდება ნდობა იმ უცნობის მიმართ.
მხოლოდ ექვს საათზე ვხვდებით, რომ ექვსი საათია და სწორედ ამის გამო დილით პირველად მაგვიანდება უნივერსიტეტში.

მირიანი არ ჩანს... არც დღეს და ვიცი, რომ არც ხვალ მოვა.
გუშინ კიდევ მქონდა იმედი, მაგრამ ჩემს პატიების თხოვნასაც არ უმოქმედია...
მთელი დღე თვალებით მას ვეძებ, მაგრამ სად არის... კითხვაც მერიდება. ბოლოს და ბოლოს რას იფიქრებენ...
–თინი, არ გამოჩენილა?–ჩემს გვერდით ჩნდება ეკუჩინო და დაჭყეტილი თვალებით მბურღავს.
–იქნებ კიდევ იმ ვიღაცას ჰკითხო? აი, იმას, გუშინ რომ გითხრა, სადმე აქვე იქნებაო.–დახმარებას ვთხოვ მას.
–ახლავე!–ჩემგან განსხვავებით სრულიად არ რცხვენია ეკას და სულ წუთით ქრება ჩემი თვალთახედვიდან.
ვითვლი ათამდე და ეკაც ისევ გვერდით მიდგას.
–რა ქენი?–მოუთმენლად ვეკითხები.
–მისამართი მომცა.–ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული მეუბნება.
–სახლში ხომ არ მივადგები...–ტუჩს ვიბზუებ მე.
–ხოდა ეგ რომ ვიცი, ამიტომაც გადავაგდე ის ფურცელი.
გულში რაღაც მკენწლავს. ლექციების დამთავრებისთანავე ველოდები, როდის გავა ყველა აუდიტორიიდან, მერე კი ნაგვის ყუთს ვუახლოვდები. ნუ, შეიძლება აქ არ გადაუგდია, მაგრამ მაინც... კარისკენ კიდევ ერთხელ ვიხედები და დაცარიელებული დერეფანი მამშვიდებს. ყუთში თავდაპირველად შორიდან ვიხედები, თუმცა მასში ხელის ჩაყოფა მიწევს. პატარა ნაგლეჯს მალევე ვპოულობ და საპირფარეშოში ჩავრბივარ ხელების დასაბანად. ცხვირსახოცს წყალში ვასველებ, ვწურავ და ფურცელს ვწმინდავ. მისამართი კარგად ჩანს. მართალია დღეს მირიანთან ასვლას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ხვალ და ზეგაც არ გამოჩნდა, ჩემს სიამაყეს დავივიწყებ და სახლში მივაკითხავ.
მისი ნახვის სურვილს სინდისის ქენჯნას ვაბრალებ და ეკუჩინოსკენ მივემართები, რომელიც აქამდე პირველ სართულზე მელოდებოდა.
–ელაპარაკე ფარაონს?–მეკითხება ის. ფარაონს კი ჩვენი ფიზიკის წვრილთვალება მასწავლებელს ვეძახით, მაგრამ ის ახლა რა შუაშია, ვერ გამიგია.
–ჰა? რატომ უნდა მელაპარაკა?–დაბნეული კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
–შენ არ მითხარი, უნდა ველაპარაკოო? რაღაც საკითხებიო... წესებიო...–უმალ მპასუხობს ეკა.
–ააა!–მრავლისთქმელად ვაგრძელებ ასო 'ა'–ს და ახლაღა ვხვდები, რაზეც მელაპარაკება.
რამე ხომ უნდა მეთქვა ეკასთვის, როცა ვუთხარი, შენ დაბლა დამელოდე_მეთქი. მის თვალწინ ნამდვილად ვერ ჩავძვრებოდი ნაგვის ყუთში. ხოდა სწორედ ამაზე მეკითხებოდა ის.
–რა ააა? მოგცა ის ფურცლები, სადაც საკითხები წერია? მეც არ მიწერია ბოლომდე, თორემ...–ხელებს ასავსავებს ეკუჩინო.
კი, აბა, მეგობარო! სულ მაგაზე ვღელავ! ამ წუთას მთელი ჩემი ფიქრები ბატონ მირიანს დასტრიალებს.
–ვერაო... არ შემიძლიაო... თან უკვე წასული ყოფილა!–მიამიტად ვუღიმი და კარისკენ მივიწევ.
–აბა, ვერაო და არ შემიძლიაო როგორღა გითხრა?–უკვირს მას.
–ასე ჩაწვრილმანება ნუ იცი ხოლმე, ეკა! ხომ არ მოგატყუებ!–ვუჯავრდები, რათა ტყუილი დავმალო. ის ფურცელი კი, რომლის გამოც ვიცრუე, ჯიბეში ყივის, ტყუის, ტყუისო!
ეკას სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. მეც დიდი სიამოვნებით ვყვები მუსაიფში.

სახლში შევდივარ თუ არა, ყველაფერს ვჩხრიკავ. დღეს წერილი არ მიმიღია, რაც მამწუხრებს. ისევ საგამოცდოდ ვიწყებ მზადებას და წიგნებით გარშემორტყმული მხოლოდ სწავლაზე ვახდენ კონცენტრირებას.
დედა გარეთ რომ ვერაფრით მიტყუებს, საძინებელში შემოაქვს პეროგი, ჩაი და შემწვარი კარტოფილი და ცოტა ხნით თავის ალერსში მახვევს.
ცხრა საათზე ტვინი მეთიშება და წიგნებს უჯრაში ვაბრუნებ. ტანსაცმელს ვიხდი და ხალათით და პირსახოცით ხელში სააბაზანოში შევდივარ.
დუშს ვუშვებ და ცხელი წყალი მადუნებს. ფუმფულა ღრუბელს ფეხებზე დავატარებ და ვფიქრობ... ვფიქრობ ამ წერილების ავტორზე... მერე მირიანზე... შემდეგ წერილების ავტორს ვუბრუნდები... ფიქრების ლაბირინთიდან მობილურის ზარს გამოვყავარ, რომელიც თაროზე მიდევს. ფეხზე ვიმართები და ზარს ისე ვპასუხობ, ნომერს არ ვაკვირდები.
–წყლის ხმაური მესმის. ბანაობ, თინა?–ხავერდოვანი ხმის ტემბრი თავგზას მირევს. ათრთოლებულს ტელეფონი ერთი ხელიდან მეორეში გადამაქვს და ყურთან მიმაქვს.

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო!
ეს თავი ასეთმა დაქანცულმა როგორ დავარედაქტირე, მეც არ ვიცი და იმედია გამახარებთ თქვენი შეფასებებით.
რაც შეეხება თორმეტის მერე დადებას, ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით, რადგან კომპიუტერთან მისვლის საშუალება შუაღამისას არ მაქვს, ტელეფონით და პლანშეტური კომპიუტერით სიახლის დადება კი ჭირს.
მართალია სულ ცოტათი, მაგრამ ეს თავი მაინც გაიზარდა! შემდეგი თქვენი კომენტარებიდან გამომცინარე, ცოტათი ისევ გაიზრდება.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი თინის, მირიანის, ეკუჩინოს საქციელებზე და უცნობის ვინაობაზე.
უყვარხართ სოფიკოს მთელი გულით!



№1  offline წევრი Firefly

რატომღაც იმ "უცმობს" მირიანთან ვაიგივებ...
გელოდები მოუთმენლად. love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი kaxelii

უცნობი მირიანია? მართლა ძალიან კარგია . მთლად შენსავით ვერა მარა კარგია. ველოდებოდი და გამიხარდა რომ დავინახე. მირიანი მომწონს მაგრამ კარგი იქნება თუ თავის ნაკლს მიხედავს. ეკა მართლა ძალიან მომეწონა ხოლო თინასი მესმის არ უნდა მაგრამ ესე გმოსდის.

შენ? შენ მიყვარხარ ძალიან.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მირიანს ისე მოუხადა ბოდიში რომ ეს ბოდიშიც საბოდიშო იყო :-) :-) :-) :-) :-) :-) ორივე დაქალი გიჟია :-) :-) :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი teddy))

Mec miriani mgonia. Dzalian momwons, dzalian! :* axla tu fizika shemiyavrda da niutonis sakixtebi chavawikwikeee :D

 


№5 სტუმარი Black

Sopikoo umagresi tavia rogorc yoveltvis..<3sgsg ai is ucnobi ki miriani mgonia pizikazeo chemze piqrobdio da rame ra..gelodebi moutmenlad;)

 


№6 სტუმარი A

Chemo kargo momewona kargia rom tina mixvda tavis saqciels. Tan es idumali tayvanismcemelic rom ar chndeba.... Male dade shemdegi ok? Gelodebi....

 


№7  offline მოდერი sopiko

Firefly
რატომღაც იმ "უცმობს" მირიანთან ვაიგივებ...
გელოდები მოუთმენლად. love

nino k.d.
უცნობი მირიანია? მართლა ძალიან კარგია . მთლად შენსავით ვერა მარა კარგია. ველოდებოდი და გამიხარდა რომ დავინახე. მირიანი მომწონს მაგრამ კარგი იქნება თუ თავის ნაკლს მიხედავს. ეკა მართლა ძალიან მომეწონა ხოლო თინასი მესმის არ უნდა მაგრამ ესე გმოსდის.

შენ? შენ მიყვარხარ ძალიან.

ლილიანა
მირიანს ისე მოუხადა ბოდიში რომ ეს ბოდიშიც საბოდიშო იყო :-) :-) :-) :-) :-) :-) ორივე დაქალი გიჟია :-) :-) :-)

teddy))
Mec miriani mgonia. Dzalian momwons, dzalian! :* axla tu fizika shemiyavrda da niutonis sakixtebi chavawikwikeee :D

Black
Sopikoo umagresi tavia rogorc yoveltvis..<3sgsg ai is ucnobi ki miriani mgonia pizikazeo chemze piqrobdio da rame ra..gelodebi moutmenlad;)

A
Chemo kargo momewona kargia rom tina mixvda tavis saqciels. Tan es idumali tayvanismcemelic rom ar chndeba.... Male dade shemdegi ok? Gelodebi....

რა საყვარლები ხართ ყველანი ერთად! love დიდი მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent