შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –4–


10-02-2016, 18:47
ავტორი sopiko
ნანახია 2 085

[თავი 4]
–დიახ... შენ... თქვენ ვინ ხართ?–გული კი მიგრძნობს, რომ ეს ზარი წერილებთანაა კავშირში, მაგრამ ამ კითხვის დასმას ქვეცნობიერი მაიძულებს.
–შენ ხომ კარგად იცი, ვინც ვარ! რატომ გინდა ეს საუბარი ჩვეულებრივ, ბანალურ სატელეფონო ზარად აქციო?–ხმა უმკაცრდება უცნობს.
–თქვენ ცდებით! მე არ ვიცი, ვინ ხართ! წერილებს თქვენ მწერთ, მე კი არა...–არც მე ვრჩები მას.
–მაპატიე, შეცდომა დავუშვი! შენ ეს როგორ გაკადრე...–სარკასტულად წუხდება მამაკაცი.–საერთოდ არ უნდა დამერეკა!
მეშინია არ გათიშოს, ამიტომ აღელვებული ვეპასუხები.
–არა, არ გაბედო და არ გათიშო! დღეს წერილი რატომ არ მომწერე?–მომთხოვნი ხდება ჩემი ტონი.
–ნუთუ ასე ელოდი?–მის სიტყვებში ღიმილი გამოსჭვივის.
–არ აქვს მნიშვნელობა, ველოდი თუ არა. სანამ პირველ წერილს მომწერდე, ძალიან კარგად მიცნობდი და იცოდი, რომ ანკესს წამოვეგებოდი. მე კი როგორც შენ თქვი, არ გიცნობ... ახლა ძალიან მინდა გკითხო, თუ ვინ ხარ, მაგრამ შენი არ იყოს, ამ უჩვეულობის გაფუჭება არ ღირს.–მასთან ლაპარაკი ნელ–ნელა მათამამებს. ვხვდები, რომ არც მონსტრია და არც უჩინმაჩინი. სულ ცოტათია იდიოტი... სხვა ყველაფერში შევმცდარვარ.
–იმიტომ დაგირეკე, რომ ''უწერილო'' დღე სხვა რამისთვის არ დაგებრალებინა... დროებით, თინა! ღამე მშვიდობისა! ხო, იმედია ჩემი დაწერილი თემა ცოტათი მაინც გამოგადგა.
ამ სიტყვების გააზრებას ვერ ვასწრებ, რომ ზუმერის ხმა მესმის. ცხელი წყალი ეკრანს ეცემა და მაშინღა ვფხიზლდები.
ხმაც კარგი ჰქონია... განათლებულიცაა, მისი წერილებით თუ ვიმსჯელებთ... მოსწრებული სიტყვა–პასუხიც აქვს... პირველად! ჩემს ცხოვრებაში პირველად ადამიანი მომწონს ისე, რომ მისი გარეგნობა კი არა, სახელი და გვარიც კი არ ვიცი.
და იმ ღამით პირველად გამოვცადე უძილობა...,,
ვწევარ და იმ უჯრას თვალს არ ვაცილებ, სადაც წერილები ინახება... ამ წერილების შინაარსი კი ჩემს გულშია ჩაბუდებული... მთვარეა ერთადერთი მოწმე ჩემი უსახელო გრძნობისა... მთვარე, რომელსაც კუდი ისე მოუქნევია, თითქოს ჩემთვის რაღაცის თქმა უნდაო. უცებ რაღაც მაგონდება და ტუმბოდან ტელეფონს ვიღებ. ტყუილად გამხარებია... უცნობს დაფარული ნომრიდან დაურეკია. აბა, რა მეგონა? ალბათ ასეთი უტვინო რომ აღმოჩენილიყო ის ვიღაც, ყველანაირი ინტერესი გამიქრებოდა. და მაინც! როდის გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც ხილული ადამიანი?

მთელი სხეულით ვიძაბები, აუდიტორიაში მირიანი რომ შემოდის. გადავრჩი მის სახლში მისვლას! პირდაპირ ჩემი რიგისკენ მიემართება და მაშინ, როცა მიახლოვდება, ოდნავ იხრება და ჩემს ყურთან მოაქვს ტუჩები.
–თუ ასე გაგახარებდა ჩემი მოსვლა, არ მეგონა...
თავის მიტრიალებასაც ვერ ვასწრებ, უკვე სულ ბოლოში რომ ზის.
–რა გითხრა?–ვერ ისვენებს ეკა.
–ჯერ დაგეცდია თქმა!–ფრჩხილს ვაჭერ ხელზე. რაღა თქმა უნდა ცოტა ხანში მაინც გადავეცი მირიანის სათქმელი.
ხელებს თაროში ვყოფ და თვალი უკან გამირბის. წინ გაიხედე, თინი! იქ რა დაგრჩენია! შენ ბოდიში მოუხადე, მან კი დაგცინა! ხო, გამახარა მისმა მოსვლამ, მაგრამ დღეიდან აღარასდროს გამიხარდება, თუ ასე გააგრძელებს.
...მაგრამ მე ხომ ჩემი მიზნები მაქვს. ის ასე იმიტომ მელაპარაკება, რომ ცუდი ადამიანი ვგონივარ. ხომ უნდა დავუმტკიცო, რომ ასეთი არ ვარ! ამისთვის კი მისი მარტო უნივერსიტეტში მოსვლა კი არა, ჩემთან ურთიერთობაცაა საჭირო.

–აბა, გოგონებო და ბიჭებო! თქვენთან ერთი კარგი ამბავი მაქვს!–თითების ტკაცუნით ამბობს ელზა, მათემატიკის ლექტორი.
–თქვენ ერთი გაგვიღიმეთ და ეგეც კარგი იქნება ჩვენთვის!–ვიღაც ენას ვერ აჩერებს გვერდითა რიგში, არადა სულაც არ არის დასაწუნი მასწავლებელი.
–რა ამბავი?–სიტყვით გამოვდივარ მეც.
–მოითმინეთ და გაიგებთ! დირექტორმა ნება დაგვრთო ექსკურსიაზე წავიდეთ ბორჯომში! თებერვალია, თოვს... კარგად გაერთობით. თან არც ისე დაბალი შეფასება მიიღეთ წინა თვეში და დაიმსახურეთ!
ეს ამბავი სტუდენტებში დიდ სიხარულს იწვევს. ახუვლებულ მსმენელებს ელზა აჩერებს და ახალ თემაზე გადადის.
მე და ეკუჩინო ერთმანეთში ვარჩევთ ექსკურსიის დეტალებს და უკვე იმასაც ვწყვეტთ, თუ რა ჩავიცვათ. მისკენ შეტრიალებული დრო და დრო მირიანს დაწუნებული პატარძალივით გავცქერი.
აი, ბოლო ლექციაც დასრულდება და მერე აუცილებლად დაველაპარაკები!
***
გეგმაში კი მქონდა მასთან გასაუბრება, მაგრამ რად გინდა! პირველივე ლექციის შემდეგ აორთლდა. გაბუსხული თავს მუხლებში ვრგავ და იქიდან ვუწყებ ყურებას სტუდენტებს, რომლებიც გუშინდელიდან თუ გუშინწინდელიდან მოყოლებული ჩემზე და მირიანზე ჭორაობენ.
არა, ასე უთქმელად წასვლა რა იყო! იმ დღეს გვერდით რომ მომიჯდა და ჩემი გონება და ფიქრები დაიპყრო, ამას მიზეზი არ ჰქონდა? მერე რომ მაკოცა კიდეც! რა მნიშვნელობა აქვს ტუჩებზე თუ შუბლზე! ხომ მაკოცა! როგორ შემომხედა? ღმერთო, რამდენს ფიქრობ თინი? ეს შენს თავთან დიალოგი დაგღუპავს ერთ დღესაც!
ხოო და ის მატრაკვეცა? მატრაკვეცა რა... უბრალოდ მხოლოდ წერილებით და სატელეფონო ზარებით უნდა შემოფარგვლა ''იმას''? თუ ასე ფიქრობს, სხვა თუ არა, მე შევუშლი ხელს! ...და მირიანი? მართლაც ერთზეც მეფიქრება და მეორეზეც... ჩემი თაყვანისმცემლებიც კი გამახსენდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეს ''ხანდახან'' რა მოსატანია!
არა უშავს! ჯერ იმ წერილების ავტორს გავიცნობ და მერე გადავწყვეტ მირიანი ავირჩიო თუ ის. იქნებ მირიანს არ მოვწონვარ? მე კი პატარა ბავშვივით სათამაშო კუბიკებით ვაწყობ ოცნებების სასახლეს. ოჰ, ახლა ისეთ ასაკში შევაბიჯე, რამდენიმე ნაწილად ვარ გაყოფილი... ხან ერთი მომწონს, ხან მეორე! ნიჭიერი ვარ? ვაღიარებ, ვარ!
ერთი ფიზიკაში მღალატობს ტალანტი!
...თუმცა რა დროს ფიზიკაა... ნიუტონი წარსულს ჩაბარდა! დღეს იმპულსი უნდა შევისწავლოთ და თანაც უკვე მესამედ! ერთხელ სკოლაში, ერთხელ უნივერსიტეტში სწავლის დასაწყისში და ერთხელაც ახლა.
ლექციაზე ადრინდელზე უფრო გაფანტული გონებით ვზივარ. ვფიქრობ, რა ეწერება შემდეგ წერილში.
არც იმ დღეს ვიღებ წერილს და სახლში ეკუჩინოსთან ერთად ვბრუნდები!
ცოტა ხნით ეკა ჩემთან რჩება, მერე კი მიდის და დამამშვიდებელი სიტყვებიც თან მიყვება...
ალბათ დღესაც დამირეკავს უცნობი!
ჩანთიდან რვეულებს ვიღებ, რათა საკითხები გადავიმეორო და მათემატიკის რვეულში ჩაჩურთულ წერილს ვპოულობ. სანამ გავხსნი, ბედნიერებისგან გულში ჭიამაიები დაფუთფუთებენ...
არა, ხომ არ ვიცი, რას მწერს! ჯერ რა მიხარია!
თითქმის ხმამაღლა ვკითხულობ და იმასაც კი არ ვითვალისწინებ, რომ შეიძლება აქვე ჩემი და ტრიალებდეს და მისმენდეს.
''ზოგჯერ მგონია, რომ საშინლად უსამართლოდ გექცევი, რადგან მე ყოველდღე გხედავ, შენ კი ისიც არ იცი, ვინ ვარ, სწორედ ამის გამო ვცდილობ ჩემს თავსაც მოვაკლო შენი ნახვის ბედნიერება... წერილში სიყვარულის ახსნა რომ დაგიწყო, ალბათ გაგეცინება... ის კი არა, მეც მეცინება... შენ ხომ ისედაც კარგად იცი, რატომაც გწერ ამ წერილებს... მაგრამ ჩემი გამოცანა არ იცვლება! მე შენი თაყვანისმცემელი არ ვარ. ის, რასაც ვგრძნობ, ვერანაირ წოდებას ვერ მანიჭებს...''
–ჰაა?!–კივილნარევი შეძახილი მხდება და ოთახში ხტუნვა–ხტუნით ვიწყებ სირბილს.–ანუ ვუყვარვარ? ესეც კიდევ ერთი....
წინადადებას შუა გზაზე ვწყვეტ. არამარტო ამიტომ... და შეიძლება ის, რომ კიდევ ერთ ადამიანს ვუყვარვარ, საერთოდ არ შედის იმ აუარებელ მიზეზებში, რომელთა გამოც ეს წერილი ლოყებზე სიწითლეს მგვრის... მთელი სხეულით მახურებს და თვალებს მინათებს...
–ასე არავის სიყვარულს არ გავუხარებივარ...–ვლუღლუღებ ღიმილით და საწოლზე ვებერტყები.–დაო, ირინკა, მოდი, ჩემო ტკბილო!
–რამ დაგატკბო ასე? სიყვარულმა?–წინ წამებში მეტუზება ირინკა და ვხვდები, რომ აშკარად კარგი წინათგრძნობა მაქვს.
–ვთქვათ...–სასხვათაშორისოდ ვამბობ და დაწვრილებით ვუყვები ამა თუ იმ ქვეყნის ამბებს. იგულისხმება მირიანის, წერილების ავტორის და ჩემი თავგადასავალი.

დაძინებამდე ხვალინდელი ექსკურსიისთვის ტანისამოსს ვიმზადებ. თბილი, მომდგარი ლურჯი შარვალი და ცისფერი, ფიფქებიანი სვიტრი ერთმანეთს პირდაპირ აკვდება. ტანსაცმელს საწოლის კიდეზე ვკიდებ და მეოთხე წერილს უჯრაში ვდებ.
''მეხუთე წერილი ჩემთან!''–ვფიქრობ გულში და იდუმალ ღამეს ისე ვუღიმი, თითქოს ეს სიბნელე ჩემს მიჯნურს მალავდეს.

^^^
მნამ, მნაამ... მგონი გემრიელობა თავი გამოვიდა...
თინიკოც ასე თუ ისე გამოსწორდა, დაიკოსაც გაუმხილა თავისი ამბავი, მირიანიც შემოირიგა, ბოლომდე თუ არა, ცოტათი მაინც და უცნობის ხმაც გაიგო.
ველი თქვენს შეფასებებს ყველასა და ყველაფერთან დაკავშირებით! შემდეგი თავი ბევრ რამეს გადაწყვეტს, იმის შემდეგი ხომ საერთოდ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian kargia! Ekac momwons rogorc daqali, ekuchino :D tini xo dzalain sayvarelia da misi xasiati martobs :D mirians da ucnobi tayvaniscemels ert adamianshi vaigiveb anu mgonia, rom miriania :D irinka dzalian sayvarelia! :* shen xom saertoood :*

 


№2  offline წევრი kaxelii

მიყვარხარ მე შენ!!!! ძალიან კარგია. ეს თინი აღარ მაბრაზებს მაგრამ მეორე თინის რა ვიყო?

 


№3 სტუმარი A

Sayvatelo ra magaria e.... Momwons dzalian. Me ragac echvebi ki maq mara modi echvebat davtovot dzromde. Ise ki dzalian momwons. Yvela tavi da yovel momdevnos moutmenlad veli.....

 


№4 სტუმარი Black

Mokled sopiko sxvanairad rogor vtqva magari gogo xartko ar vici..kargia chemo gogo umagresi tavia da veli shemdegs;)

 


№5  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian, dzalian kargia! Ekac momwons rogorc daqali, ekuchino :D tini xo dzalain sayvarelia da misi xasiati martobs :D mirians da ucnobi tayvaniscemels ert adamianshi vaigiveb anu mgonia, rom miriania :D irinka dzalian sayvarelia! :* shen xom saertoood :*

SEREBRO
Gelodebodi da shenc gamochdi me kii sashinlad gamaxare.sashinlad magari tavi iko da velodebi momdevno tavsac.
Mikvarxar chemo nichiero<3

nino k.d.
მიყვარხარ მე შენ!!!! ძალიან კარგია. ეს თინი აღარ მაბრაზებს მაგრამ მეორე თინის რა ვიყო?

A
Sayvatelo ra magaria e.... Momwons dzalian. Me ragac echvebi ki maq mara modi echvebat davtovot dzromde. Ise ki dzalian momwons. Yvela tavi da yovel momdevnos moutmenlad veli.....

ანალიტიკოსი
რაღაცნაირად მომწონს აი რაღაცნაირად....კარგი გგო ხარ რომ ყოველდღე დებ

Black
Mokled sopiko sxvanairad rogor vtqva magari gogo xartko ar vici..kargia chemo gogo umagresi tavia da veli shemdegs;)

დიდი მადლობა ყველას! love თქვენ ხართ ჩემი სტიმულები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent