შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 15)


10-02-2016, 18:56
ავტორი niako crazy
ნანახია 4 906

მეორე დღეს ავდექი და ჩვეულებრივ წავედი სამსახურში. ის რაც გუშინ მოხდა არასწორი იყო. ჩემი სისუსტე. ეს არავის ბრალია, მათშორის არც ალექსანდრეს და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არც ნანკას ვადანაშაულებ. ჩვეული სახით ავედი მესამე სართულზე და ალექსანდრეს კაბინეტთან შევჩერდი. ამჯერად დაკაკუნება არ დამვიწყებია, დავიცადე სანამ ალექსანდრე შესვლის ნებას დამრთავდა, და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ ჩამოვწიე კარის სახელური.
ალექსანდრეს თავი საბუთებში ჩაერგო.
-გვანცა ეს საბ-თავი წამოწია, ალბათ არ ელოდა ჩემს ნახვა და გვანცა ვეგონე-ემილი, აქ-ვატყობდი სიტყვებზე თავის მოყრა უჭირდა.
-რა ხდება ალექსანდრე, დღეს სამშაბათია, მე აქ ვმუშაობ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, ჩემი დანახვა არ უნდა გაგიკვირდეს, ყოველშემთხვევაში კიდევ ერთი კვირა, შემდეგ კი-შევახსენე კონტრაქტის პირობები, რომლის თანახმადაც კიდევ ერთი კვირა მომიწევდა აქ მუშაობა.
როგორც ჩანს ეს არ ესიამოვნა.სახეზე უკმაყოფილება დაეტყო, თუმცა შეეცადა ეს ყველაფერი დაეფარა.
-კარგი მაგაზე მერე ვისაუბროთ, დღეს ეს საბუთები მოაწესრიგე-მითხრა უხეშად და საბუთები გამომიწოდა. მის ხმაში აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა. ხელი გავწიე რომ საბუთები გამომერთვა, თითები მის თითებს შევახე, სულ გაყინვოდა. სიცივის შეგრძნების მიუხედავად რაც მისი გაყინული თითებიდან წამოვიდა, მთელი სხეული გამითბა. სწრაფად მოვაშრე მის თითებს ჩემი თითები და საბუთები გამოვართვი. შევეცადე ჩემი დაბნეულობა და ნერვიულობა დამეფარა. როგორც ჩანს ეს არც ისე კარგად გამომივიდა, რასაც ალექსანდრეს ღიმილი მიმანიშნებდა. ნერვიულად გადმოვიყარე თმები წინდა უთახიდან სწრაფად გავედი.
ჩემი კაბინეტის კარი გავაღე და ოთახში დადგმულ პატარა მდივანზე დავეშვი. ხუთი დღის წინ გამომიყო ალექსანდრემ ეს კაბინეტი. როცა ქორწილის საქმეებს ვაგვარებდი მაშინ მითხრა ამის შესახებ, თუმცა ეს ოთახი დღეს ვნახე პირველად.
აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 15)

პატარა და მყუდრო იყო. არ ვიცი ვინმემ იცოდა ამის შესახებ თუ აქ შემთხვევით მოხდა მაგრამ, კედელზე ფოტო იყო დაკიდებული, რომლებზეც ცხენები იყვნენ გამოსახულნი. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ცხენებიდა ვოცნებობდი ცხენზე ჯირითი მესწავლა. სურათს თვალი მოვწყვიტე და ახლა დანარჩენი ოთახის დათვალიერება დავიწყე. კედლები ლურჯი და თეთრი საღებავით იყო შეღებული. ნახატის მოპირდაპირე მხარეს ერთი დიდი კარადა იდგა და ოთახს ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები ანათებდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ესკაბინეტი ალექსანდრეს ოთახის გვერდით იყო. ასე მასთან მთელი დღის განმავლობაში უფრო ახლოს ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა რომ არც ერთი გავდიოდით სამუშაო დღის დასრულებამდე ოთახიდან. არ ვიცი ეს ფაქტი უნდა გამხარებოდა, თუ პირიქით მწყენოდა. მაგრამ ახლა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მდივნიდან არ ავმდგარვარ ისე დავიწყე საბუთების კითხვა.

დაახლოებით 6საათი იყო როცა ყველაფერს მოვრჩი. ფეხზე წამოვდექი. მდივანზე ჯდომისგან ყველაფერი მტკიოდა. მაგიდისკენ წავედი და მოზუზუნე ტელეფონს დავწვდი. ხასიათი გამიფუჭდა როცა ისევ აკოს ნომერი დავინახე. ტელეფონი არ გამითიშავს, უბრალოდ ხმა გავუთიშე და ჩანთაში ჩავაგდე. საბუთები და ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი.
რატომღაც ალექსანდრეს ნახვა არ მინდოდა. ამიტომაც უკვე მოწესრიგებული საბუთები გვანცას მივეცი და შენობიდან გამოვედი.
უშედეგოდ ველოდებოდი ათი წუთი კომპანიის წინ ტაქსს. ბოლოს როგორც იქნა მოვიდა. ხელი ავწიე რომ მანქანის კარი გამეღო როცა ხელზე შეხება ვიგრძენი და ისევ დამიარა სხეულში ნათბობმა სითბომ. ალექსანდრემ ტაქსისტს რაღაც ანიშნა და თავისი მანქანისკენ წამიყვანა. ისე ვიყავი გაბრუებული ხელიც კი ვერ გავამოძრავე. მხოლოდ მაშინ აღვიქვი სიტვაცია როცა ალექსანდრემ თავისი მანქანა ადგილიდან დაძრა.
-გაგიჟდი, რას აკეთებ?-ამოვთქვი ბოლოს.
-სახლში მიმყავხარ-ისეთი ხმით მითხრა თითქოს არაფერი დაეშავებინოს.
-რატომ?-უკვე ვბრაზდებოდი, მაგრამ არა ალექსანდრეზე, არამედ ჩემს თავზე რომ მის წინაშე ასეთი უძლური ვიყავი.
-აბა, მთელი დღე კომპანიის წინ უნდა ყოფილიყავი?-ამჯერად სახეც მოატრიალე ჩემსკენ მოჩვენებითი გაკვირვებით.
-არა-მინდოდა მეთქვა რომ მისი დახმარების გარეშეც შემეძლო სახლში წასვლა. მაგრამ ვარჩიე გავჩერებულიყავი. ვიცოდი ისეთ რამეს მეტყოდა ბოლოს ისევ მე მომეშლებოდა ნერვები.
შუა გზაში ვიყავით როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა. წინასწარ ვიცოდი ვინც იქნებოდა. მინდოდა ისევ გამეთიშა ტელეფონი ან უბრალოდ მისი ზარები დამეიგნორირებინა. მაგრამ გავჩერდი. ტელეფონი ამოვიღე და ვუპასუხე. მეც არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. გულის სიღრმეში ვიცოდი ამას იმიტომ ვაკეთებდი რომ მინდოდა ალექსანდრესაც იგივე ეგრძნო რაც მე, როდესაც ნანკასთან ერთად დავინახე. მაგრამ ჩემს თავს ვარწმუნებდი რომ ეს ესე არ იყო და უბრალოდ სხვა მიზეზი მქონდა.
-გისმენთ-ვუპასუხე და ტან ალექსანდრეს მივაჩერდი. სიჩქარე შეენელებინა და მისმენდა.
-როგორც იქნა მიპასუხე ემილი, ამდენი ხანია გირეკავ, იქნებ ამიხსნა ჩემი ამდენი გამოტევებული ზარის მიზეზი-მომესმა ტელეფონიდან აკოს ხმა და იმ წუთში აკოც შემზიზღდა თავისი სულელური საუბრების და ქცევების გამო, და ალექსანდრეც რომლისგამოც ვუპასუხე ამ ზარს.
-უბრალოდ ვმუშაობდი და ხმა არ გამიგია, მაპატიე-ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი რომ ალექსანდრეს არაფერი ეეჭვა.
-ეს სულ სხვა საქმეა საყვარელო, არ გინდა შევხვდეთ და ჩვენი ძველი ურთიერთობა გავაგრძელოთ? იმედია უარს არ მეტყვი?-ღმერთო რა სულელია, როგორ გონია რომ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ.
უარი უნდა მემთქვა როცა შევნიშნე როგორი გაბრაზებული სახით იყურებოდა ალექსანდრე, ხელები კი მთელი ძალით მოეჭირა საჭისთვის.
-კარგი, მისამართი მომწერე და შევხვდეთ-ვუთხარი და სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი.
ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანდი. ადამიანის გამოყენებას. მაგრამ ახლა მეც ამას ვაკეთებდი ალექსანდრე მეტრეველის გამო.

P.S ვიცი ძალიან დავიგვიანე და თან ისევ პატარა თავებს ვდებ მაგრამ მართლა ძალიან სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის. დღევანდელი თავიც პატარაა და მაპატიეთ ამისთვის, გპირდებით ხვალინდელი თავი ამაზე ორჯერ უფრო დიდი იქნება.



№1 სტუმარი xato

kargi iyoo momewonaaaa.

 


№2  offline მოდერი tsn

აღარ დააგვიანო რაა, კარგი იყოო ♥♥♥

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგია❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი niako crazy

tsn
აღარ დააგვიანო რაა, კარგი იყოო ♥♥♥



არა, ყველანაირად შევეცდები რომ აღარ დავაგვიანო და დიდი თავები დავდო. მადლობა შენ რომ კითხულობ.

ლანა ცინცაძე
ძალიან კარგია❤️❤️❤️


მადლობა love

 


№5  offline წევრი cancara

ჰაჰა ცუდიხარ ასე ნუ იქცევი გაგრძელე

 


№6  offline მოდერი niako crazy

cancara
ჰაჰა ცუდიხარ ასე ნუ იქცევი გაგრძელე


ხვალ იქნება შემდეგი თავი აუცილებლად

 


№7 სტუმარი nini

აუუ მალე დადე რაა როგორ მომწონსს love love

 


№8 სტუმარი mia

დივანი, დივანი, დივანი

 


№9 სტუმარი sofi zangaladze

shokoladi xar miyvars es istoriac da shenc kargad wer da shemayvare tavi ukve velodebi shemdeg tavs tan ufro dida <3

 


№10 სტუმარი ucnobi

არ დააგვიანო

 


№11 სტუმარი Nino

Dzaan momwoons ubralod erti ram Minda girchio ubralodd tu miigeb ratqmaundaaa es gogo mtlad egeti susti da paqizi nu gamogyaavs awvalos tvitოnac batoni aleqsandree:):):))))

 


№12  offline წევრი tvinischia

Kargiaaa imedia martla agar daagvianeb da gazrdi tavebs velodebi shemdegs ❤:d

 


№13  offline მოდერი niako crazy

Nino
Dzaan momwoons ubralod erti ram Minda girchio ubralodd tu miigeb ratqmaundaaa es gogo mtlad egeti susti da paqizi nu gamogyaavs awvalos tvitოnac batoni aleqsandree:):):))))


რათქმაუნდა მივიღებ საყვარელო, მეც მინდა რომ ეს გოგო ცოტა "გამოფხიზლდეს" და ალბათ მალე ეშველება რაღაც love

 


№14 სტუმარი nanachka

აბა მალე დავდებო ?

 


№15  offline წევრი мариамо

kargi ra niakoo :(( agar debs shemdeg tavs?

 


№16  offline წევრი hermi

მალე დადე რა შემდეგი, ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent