შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 42


10-02-2016, 23:55
ავტორი mako-makako
ნანახია 2 599

მირანდა შესვენებაზე გადიოდა როდესაც საათს დახედა,ისრები 2:30 წუთს უჩვენებდნენ.უცებ გაახსენდა რომ 2 საათზე გოგიტას სასამართლო იყო.მაგრამ ეს მისმა მეგობრებმა არ იცოდნენ ალბათ ანუკის უწყება მიუვიდოდა მაგრამ ადვოკატისთვის მიცემული ჩვენება საკმარისი იქნებოდა სასამართლოზე წარსადგენად.ანუკიმ თავიდანვე უარი განაცხადა სასამართლოზე გამოცხადებაზეც. ფსიაიატრმა და მოსამართლემ ამის ნება მისცეს და ამიტომ ეხლა მშვიდად ეძინა თავის საწოლში და არც კი ახსოვდა რომ ის ნაძირალა ვინც მისი გაუპატიურება სცადა განაჩენს ელოდა.მირანდამ კი უკვე კარგად იცოდა თუ რითი დასრულდებოდა სასამართლო.აკაკის წასვლის შემდეგ გივი ოთახიდან არც გამოსულა.მხოლოდ ერთხელ დაუძახა მჟავიას როცა ყავა და საბუთების შეტანა სთხოვა.იმის მერე თავაუღებლივ ჩაჰკირკიტებდა რაღაც ქაღალდებს.რაც მირანდასთვის უცნობი იყო.ეს სამსახური საკმაოდ კარგად ეხლამარებოდა თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად.გოგიტა კი უფრო დაეხმარებოდა,რადგან ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე მამაკაცი იყო და მირანდასნაირ ქალზე უარს ვინ იტყოდა,მითუმეტეს მაშინ როცა ქალიც არ იყო უარზე.მაგრამ გივიც და აკაკიც უნდა გაება იქამდე მახეში სანამ გოგოტას გააბამდა.დღეს ყველა საქმე საღამომდე უნდა დაემთავრებინა,ხვალ დასვენების დღე ჰქონდა და თან თავისი მეგობრების ქორწილი იყო.ძალიან უხაროდა მათი ბედნიერება,მთელი გულით იზიარებდა ამ ყველაფერს.მაგრამ მის გულში მაინც სევდას დაესადგურებინა.ეგონა სანდრო მაინც ჩამოვიდოდა მაგრამ როგორც თეკოსგან გაიგო წუხელ საღამოს ჩამოსვლაზეც კი არ ფიქრობდა უფროსი გიორგაძე.შესვენებიდან რომ მოვიდა კაბინეტიდან გივის ხმა მოესმა.რომელიც ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა, ეტყობოდა რომ გახარებული იყო რაღაც ამბით.მაშინვე მიხვდა მირანდა რა ამავიც იქნებოდა მაგრამ ყური მაინც დაუგდო,ყოველი შემთხვევისთვის.
-მართლა?ძალიან მიხარია.გილოცავ შვილის განთავისუფლებას.-მოიულოცა კაცმა მეგობარს.
-......
-ხო.აბა რას ვიზამ 8-ზე რესტორანში შევხვდებით.უნდა ავრნიშნოთ ეს დღე.- უკვე დაეჯავშნა აკაკის რესტორანი და გივის ეპატიჟებოდა.-ხო ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რამდენი მოითხოვა მამუკამ გირაო განთავისუფლების სანაცვლოდ?-იკითხა სრული სერიოზულობით სიმონიშვილმა.
-.....
-რააა?-ლამის გაგიჟდა პასსუხის მოსმენისას გივი.ალბათ იმხელა თანხა დაუსახელა აკაკიმ რომ არ მოელოდა.ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა კაბინეტში.
-....-რაღაცას ეუბნებოდა მეტრეველი და გივიც ჩუმად უსმენდა.
-ვიცი მართალი ხარ,შვილის თავისუფლება და კარგად ყოფნა მეტიც ღირს მაგრამ 50000 რა ამავია.მაგან არ იცის რომ არ შერჩება ასეთი ხარბობა?-გაღიზიანება შეეპარა მამაკაცს ხმაში.
-....
-ხო კარგი.დღესვე გადავარიცხინებ ბუღალტერს თანხას საჭირო ანგარიშზე.ეხლა უნდა გავთიშო უამრავი საქმე მაქვს და საღამოს გნახავ.-დაემშვიდობა გივი მეგობარს და ტელეფონი გათიშა.მირანდამ საწადელს მიაწია და გახარებული მიუჯდა თავის სამუშაო მაგიდას.სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.იმდენად სიამოვნებდა რომ მისი გეგმა ახალ ფაზაზე გადადიოდა და მალე ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდებოდა.გივიმ კარები გააღო და კაბინეტიდან გამოვიდა. მდივნისთვის არც კი შეუხედავს ისე წავიდა ლიფტისკენ.მჟავია ხვდებოდა მისი უფროსი სადაც მიდიოდა და სჭირდებოდა მტკიცებულების მოპოვება რომ ის ნამდვილად აძლევდა ქრთამს მოსამართლეს რომელმაც ბრალდებული გოგიტა მეტრეველი სასჯელის მოხდისგან გაანთავისუფლა გირაოს სახით.ზუსტი თანხის ოდენობას ლადოსგან გაარკვევდა მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ 50000 მთლიანად როდი დაირიცხებოდა სახელმწიფო ანგარიშზე.ნახევარი ჯიბეში მიდიოდა ნახევარი კი სახელმწიფო ხაზინაში.ტელეფონი მოიმარჯვა,როდესაც დაიგულა რომ გივი უკვე ლიფტში იჯდა და მის საუბარს ვერ მოისმენდა.
-გამარჯობა ლადო როგორ ხარ?-მაშინვე მოიკითხა მეგობარი როგორც კი უპასუხა ბიჭმა.
-კარგად მირა შენ?როგორ მოეწყვე?მოგწონს სამუშაო?-კითხვები დააყარა კაპანაძემ.
-ძაან მაგარია.ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა.რამაინტერესებს იცი?-ჰკითხა მირანდამ ლადოს.
-გისმენ აბა რა გაინტერესებს,შენ ხომ ისე არ გახსენდები რომ დამირეკო.- წაიწუწუნა ვაჟმა.
-ხო კარგი მორჩი ეხლა წუწუნს,საქმეზე გირეკავ სად ხარ?
-კაბინეტში რა ხდება?-ხმა დაუსერიოზელდა ლადოს.
-მაინტერესებს გოგოტა მეტრეველს რამდენი მიუსაჯეს შინაპატიმრობა და რამდენი გადაიხადეს გირაო?-ყველაფერი დეტალურად აინტერესებდა მჟავიას.
-შინაპატმრობა 3 თვე მხოლოდ სამსახური სახლი და გირაო 10000 ლარი.რა ხდება?-ჰკითხა დაეჭვებულმა ვაჟმა როდესაც მირანდა გაჩუმდა.
-გივი ეხლა წავიდა 50000 ლარის გადასარიხად,მოსამართლე გუშინ მოისყიდეს და დღეს თანხა უნდა გადაურიცხონ.10000 ლარი გირაო და 40000 ლარი ჯიბეში. მომგებიანი საქმეა.-ცინიკურად გაეღიმა გოგოს და გულში ერთი გემრიელად შეუკურთხა ისეთ მოსამართლეებს და ადვოკატებს რომლებიც სიმართლეს ფულზე ყიდიან და დამნაშავეებს თავიანთი ხარბი ბუნების გამო გარეთ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდნენ.
-რაა?მოისყიდეს?კი ვეჭვობდი რაღაცას მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე არ მეგონა.ყველაფერი რთულდება.-ჩაილაპარაკა ლადომ გულდაწყვეტით.
-არაფერიც არ რთულდება.ეს უკეთესიცაა.მაწყობს მისი თავისუფლება უფრო ადვილად გავარკვევ სიმართლეს.-გონებაში უკვე გეგმას სახავდა მირანდა.
-რა ჩაიფიქრე მირა?-,ეგობრის ტონი არ მოეწონა ბიჭს.
-დანარჩენს მერე მოგიყვები.ეხლა საქმე მაქვს.აბა დროებით.-კაპანაძეს სიტყვის თქმაც კი არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.ეხლა როგორმე გადარიცხვის ქაღალდი უნდა ჩაეგდო ხელში რომ მტკიცებულება ჰქონოდა მოსამართლის და მისი უფროსების წინააღმდეგ.დღეს გვიანობამდე დარჩებოდა,საქმეს მოიმიზეზებდა რათა ეს ქაღალდი მის ხელში მოხვედრილიყო.საღამოს გვიანობამდე მუშაობდა.უკვე ყველა წასული იყო,მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი იყო რომელსაც საქმე დასასრულებელი ჰქონდა.საბუთები ხელში აიღო და ლიფტში შევიდა 10 სართულზე ბუღალთრის კაბინეტისკენ აიღო გეზი. იქვე მატი თანამშრომელი ზურა იჯდა თავის მაგიდასთან და კომპიუტერზე გამალებით კრიფავდა რაღაც ტექსტს.გოგონას მიახლობა არც გაუგია მხოლოდ მის ხმაზე მოვიდა გონს.
-გამარჯობა ზურა.-მიესალმა თავაზიანად მჟავია.
-გამარჯობა გურანდა.როგორ ხარ?-ცოტა არ იყოს გაუკვირდა ზურას მისი ამ სართულზე ხილვა მაგრამ არაფერი უკითხავს.
-მადლობა კარგად.შენ როგორ ხარ?-მოიკითხა გოგომაც.
-მეც არამიშავს.დავიღალე ცოტა საქმე დამრჩა დავამთავრებ და სახლში უნდა წავიდე.თორემ მეტი აღარ შემიძლია.-დაღლილობისგან სახე წაშლოდა ბიჭს.
-მეც ეს საბუთები ნონასთან მიმქონდა ხომ არ იცი კაბინეტშია თუ არა?-უთხრა ტყუილი ისე რომ ბიჭს მის ტყუილში ეჭვი არ შეეპარებოდა.
-არა უკვე წავიდა.სამუშაო საათები დიდი ხანია დასრულდა.-მშვიდად მიუგო ვაჟმა.
-უი ეგ სულ დამავიწყდა.მაშინ ამ საბუთებს დავუდებ თან ერში საბუტი მაქვს ასაღები უკვე ალბათ გაამზადებდა ხვალისთვის მჭირდება და მეც წავალ.თორემ მეც მაგრად დავიღალე.-წაიწუწუნა მეტი დამაჯერებლობისთვის მჟავიამ.
-კარგი ხვალამდე.-დაემშვიდობა ზურაც და მიმავალ ქალს თვალი გააყოლა. იყო ამ ქალში რაღაც ამოუცნობი და დამალული.რომელიც კაცებს აღაგზნებდა და მისკენ უბიძგებდა.სწორედ ასეთ ვითარებაში იყო ეხლა ზურაც.თვალი იქამდე ვერ მოწყვიტა მიმავალ ქალს სანამ ის ბუღალტრის კაბინეტში არ გაუცინარდა.მერე უცებ გამოფხიზლდა და სამე განაგრძო.რას არ მისცემდა ეს ქალი მისი რომ ყოფილიყო,ყველაფერს დათმობდა მაგრამ მისნაირ უბრალო თანამშრომელს სად ჰქონდა ასეთი ლამაზი ქალის გვერდით ყოფნის ფუფუნება.
მირანდამ დღევანდელი მასალები გადაქექა კომპიუტერში და მალევე აღმოაჩინა დღევანდელი გადარიცხვა რომელიც მოსამართლის სახელზე იყო.აქ ყველაფერი დეტალურად იყო აღნიშნული,სახელი,გვარი.მისამართი,ბანკის ანგარიშის ნომერი,დღე,რიცხვი და წელი.ეს საბუთი საკმარისი იყო რომ ეს მოსამართლე ქრთამის აღებისთვის დაეპატიმრებინათ,მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო.შეიძლება ეს მტკიცებულება შემდეგში უფრო გამოსდგომოდა.რატომღაც ეჭვი ჰქონდა რომ მისი მშობლების საქმესთან ამ კაცსაც ჰქონდა რაღაც კავშირი და ამას აუცილებლად გაარკვევდა.საბუთი მასინვე ამობედა,პერანგის ქვეშ შეიცურა და კაბინეტი მშვიდად დატოვა.ისე რომ ეჭვს ვერავინ აიღებდა.შემდეგ თავისი სამუშაო მაგიდიდან მობილური და გასაღები აიღო.ლიფტი გამოიძახა და ქვემოთ ჩავიდა.გარეთ წინწყლავდა.თბილი წვიმა იყო,თან საკმაოდ სასიამოვნო.მანქანის სადგომამდე მირანდა ნელა მიუყვებოდა ვიწრო ბილიკს რომელიც აქეთ-იქიდან მწვანე ბალახით იყო დაფარული.სიამოვნებდა როდესაც სახეზე თბილი წვეთები ეცემოდა. მართალია უკვე შემოდომის პირველი თვე იწურებოდა და შედარებით ციოდა მაგრამ ეს წვიმა საოცრად თბილი იყო დღეს.თითქოს მის გახურებულ და აგიგიზებულ გულს ბოლომდე სწვდებოდა და მის განელებას ცდილობდა. -მინდა მიყვარდეს.-ფიქრობდა თავისთვის და უცებ გაანალიზა რა გაიფიქრა მისმა გონებამ.-მინდა მიყვარდეს?ეს რა არის?მე ის მიყვარს თუ მინდა რომ მიყვარდეს?-კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს და გრძნობებში გარკვევას ცდილობდა.ბოლოსე ერთ დასკვნამდე მივიდა რომ კი არ უნდა უყვარდეს არამედ უკვე სულის შეძვრამდე უყვარს და ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება.სანდრომ მის გულში სამუდამო ცეცხლი დაანთო რომელიც არასოდეს ჩაქრებოდა.უყვარდა მირანდას გიორგაძე მთელი გულით და სულით,მთელი მისი არსებით.მისი ტუჩები მისი სხეული მხოლოდ მის შეხებას ნატრობდნენ,მხოლოდ მისი სხეულის სითბოს შეგრძნება უნდოდათ.ენატრებოდა სიგიჟემდე.ეხლა აქ რომ ყოფილიყო სანდრო ალბათ წუთითაც არ დაფიქრდებოდა ისე ჩამოეკიდებოდა კისერზე და იმ ლამაზ ბაგეებს დაუკოცნიდა რომლებიც ასე აგიჟებდნენ,მაგრამ ოცნება ოცნებად რჩებოდა.ამ ფიქრებში მანქანას მიუახლოვდა და კარები გამოაღო. მანქანა დაქოქა მაგრამ თავს შებოჭილად გრძნობდა უნდოდა გადმოსულიყო, ფეხშიშველს ერბინა ამ წვიმაში,როგორც ბავშვობისას და ეყვირა რომ სიგიჟემდე უყვარდა გიორგაძე,სიცოცხლეს ერჩივნა და უნდოდა მთელი ცხოვრება მასზე ჩახუტებულს გაეტარებინა.წვიმამ უფრო უმატა,საქარე მინაზე ჯიუტად ეცემოდა და გზის გაკვლევის საშუალებას არ აძლევდა მჟჟავიას.მანქანა სადგომიდან გამოიყვანა და ცენტრალურ ტრასაზე გავიდა.უცებ ფარების დიდი სიკაშკაშე მის თვალებს მისწვდა და სწრაფად დაამუხრუჭა.წამით ღვალები დახუჭა,ეგონა დაეჯახებოდა მაგრამ როდესაც შეჯახების ხმა ვერ გაიგო მასინვე გაახილა. მანქანიდან გადმოვიდა რომ მანქანის მძღოლი გაელანძღა რომელმაც ვერ დაინახა როგორ გამოვიდა მოსახვევიდან გოგონას მანქანა და გზა არ დაუთმო.სალანძღავი და საჩხუბარი სიტყვები ყელში გაეჩხირა უზარმაზარი ბურთივით როდესაც მანქანიდან გადმოსული მძღოლი დაინახა.ეს სანდრო იყო,მისი სანდრო.რომელიც ასე ძაიან ენატრებოდა და უყვარდა.რომელზე ამ წუთებშიფიქრობდა და მხლოდ მის ნახვაზე ოცნებობდა.ეხლა რატომღაც გაშეშდა.ვერაფერი ვერ მოიმოქმედა. ადგილიდანაც კი ვერ იძვროდა იმდენად გაოგნებული იყო.არც სანდრო იყო ნაკლებ მდგომარეობაში.მირანდას ნახვას აქ და მითუმეტეს ამ დროს ნამდვლად არ ელოდა.ისიც გაოგნებული შეჰყურებდა მონატრებულ სახეს და გული სითბოთი ევსებოდა.წვიმა კი ჯიუტად მოდიოდა,არც აპირებდა გადაღებას.ორ ერთმანეთზე სიგიჟემდე ადამიანს რომანტიკულ გარემოს უქმნიდა და სიყვარულის გამომჟგავნებისკენ უბიძგებდა.პირველი სიტუაციიდან სანდრო გამოერკვა,უფრო ახლოს მიუახლოვდა ქალს და თითქოს დაიბნა.ეუცხოვა მისი ქერა თმა,ჩაცმულობა და მაკიაჟი,რმელიც წვიმას სულ გაეფუჭერბინა,მაგრამ მისი თვალები ისევ ისეთი უცოდველი და სუფთა იყო.ვერ ხვდებოდა აქ რა უნდოდა და ასეთი შეცვლილი გარეგნობით.მაგრამ არაფერი უკითხავს.თუ გოგო თვიტონ მოისურვებდა ყველაფერს ეტყოდა თუ არა და რას იზამდა.
-როგორ ხარ მირანდა?-გაუბედავად წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა გიორგაძემ. უჭირდა საუბრის დაწყება,მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებდა რომ არ ჩახუტებოდა მონატრებულ სხეულს.მირანდამ არაფერი უპასუხა მხოლოდ რამდენიმე წუთი იდგა ასე გაშეშებული,თითქოს გონებაში რაღაცას აანალიზებსო, მერე უცებ თვალები გაუნათდა,მთელი ძალები მოიკრიბა და სანდროს მიმართულებით გაიქცა.ორივე ხელები ყელზე შემოჰხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა.ზედ ეკვროდა სველი სხეულით და გრძნობდა ბიჭის სხეულის სიმხურვალეს მის გულ-მკერდზე.მერე მისი მძლავრი ხელების შემოხვევა ზურგზეც იგრძნო და მიხვდა რა ეკლდა მთელი ამდროის მანძილზე.ეს იყო ის სითბო და სიყვარული რომლის ჩუქებაც მხოლოდ სანდროს შეეძლო.გოგოს სახე ხელებში მოიქცია,თვალებში ჩახედა და ცოტა ხანს უყურა,თითქოს მისგან თანხმობას ელოდებაო.როდესაც მიხვდა მირანდა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა მონატრებულ და თკბილ ბაგეებს დააცხრა.ჰქოცნიდა მთელი გრძნობით,მთელი სიყვერულით და ნეტარებას განიცდიდნენ ამ წუთებში ორივე.ეს იყო საოცარი შეგრძნება რომელიც არასოდეს დაუფლებით.მირანდაც გაბედულად აჰყვა კოცნაში და მისი საქციელით ბიჭი უფრო გათამამდა.ჯერ ზედა ტუჩი დაუკოცნა მერე ქვედა და უკვე გაშმაგებით უკოცნიდა ორივე ბაგეს ერთდროულად.მირანდა კი ამ სასიამოვნო შეგრძნებით უკვე მეცხრე ცაზე იყო. ხელები სველი მაისურის ქვეშ შეუცურა გიორგაძეს და იგრძნო როგორ აეხორკლა კანი მისი შეხებისას.ამაზე უფრო გათამამდა და ოდნავ ნაზად დაუსვა ფრჩხილები კანზე.სანდრომ ვნებისგან ტუჩები მოიკკვნიტა და ისევ განაგრძო კოცნა ეხლა უკვე ყელზე.უკნიდან მანქანის სიგნალი მოესმათ და ორივე გამოერკვა ამ ბურუსიდან მაგრამ მათ თვალებში იმხელა სიყვარული და ვნება იყო დაბუდებული ღამის სიბნელეშიც კი დაინახავდით ამას.ბარდიულზე გადავიდნენ აქამდე ტრასაზე მდგომი მოსიყვარულე წყვილი,სანდროს მის წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და განძრევის საშუალებას არ აძლევდა,ეშინოდა ისევ არ დამფრთხალიყო და გაქცეოდა საყვარელი ქალი.
-შენთან საუბარი მინდა.-როგორც იქნა მოსწყდა გოგოს ტკბილ ბაგეებს და ისე უთხრა რომ ხელი მისი წელიდან არ მოუშორებია.
-ჩემთან წავიდეთ.-ვნება ჩამდგარი თვალებიშხედა ქალმა და ისე უპასუხა.
-წავიდეთ.-მაშინვე უპასუხა სანდრომ და იმედი მიეცა რომ მათი ურთიერთობა საბოლოოდ მოგვარდებოდა.დღევანდელი შემთხვევა ბევრ რამეს ცვლიდა. მირანდას გრძნობები ნელნელა აშკარა ხდებოდა და მოუწევდა ამაში გამოტყდომა.
-მე ჩემი მანქანით წამოვალ და შენ შენით გამომყევი.-უთხრა გოგომ და კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა ბაგეზე.მერე მისი წელიდან ნელა ჩამოიღო სანდროს დაძაბული ხელები და მანქანისკენ დაიძრა.მირანდა არაფერზე არ ფიქრობდა მხოლოდ მის წინ სანდროს ლურჯი უძირო თვალები ედგა და იძირებოდა მასში.ის იმ წუთებში მხოლოდ გულით მოქმედებდა და გონება საერთოდ გამორთული ჰქონდა.ალბათ დიდი განი არც ჩართავდა რადგან არ უნდოდა ამ წუთების გაფუჭება.
-კარგი.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ვაჟმა და მანქანისკენ წავიდა.მიჰყვებოდა მირანდას უკან და ათას გეგმას სახავდა გონებაში.ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იყო.გრძნობდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებბოდა.არ ნანობდა რომ დღეს უკან დაბრუნდა.არც იმას ნანობდა რომ იქ ახალი ცხოვრება მიატოვა და ისევ ძველ ცხოვრებას,მეგობრებს და სიყვარულს დაუბრუნდა რადგან ეს განშორება მისთვის სასიკეთო აღმოჩნდა.მირანდა დააფიქრა ამ ყოველივემ და მიახვედრა რომ დრო იყო ბედნიერბის,სიყვარულის და აღმაფრენის.მასზე ბედნიერი კაცი დღეს არავინ დაიარებოდა დედამიწის ზურგზე.მჟავიამ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და გადმოვიდა,სანდრომაც მასინ შემოუხვია და მირანდას მანქანს გვერდით დააყენა მანქანა.ისიც გადმოვიდა და გოგოს მიუახლოვდა,ხელი მხარზე მოჰხვია და სულ სველი გულში ჩაიხუტა.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ორივეს სხეულში. სადარბაზოში შევიდნენ და ასე ჩახუტებულები ავიდნენ მირანდას სახლში.კარები გასაღებით გადაკეტა და სანდროს ანთებული თვალებით შეხედა.ვაჟმა იგრძნო მომავალი გრძნობის ამოფეთქვა მაგრამ თავი შეიკავა,არ უნდოდა ეს ასე მომხდარყო სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა.თვალებით ბარს დაუწყო მოძებნა, როდესაც საწადელს მიაღწია იქითკენ წავიდა.ერთი ბოთლი წითელი ღვინო გადმოიღო და ორი ცარიელი ბოკალი.სველი მაისური გადაიძრო და იკვე სკამდე გადაფინა გასაშრობად.მირანდა კი გახევებული იდგა და ბიჭის მოქმედებას თვალს ადევნებდა.ბოკლებსი ღვინო ჩამოასხა და მირანდას თავისთან დაჯდომა სთხოვა. გოგოც დაჰიპნოზებულივით მიჰყვა მის სირვილს და გვერდით მოუჯდა.მანაც გაიხადა სველი პერანგი და მოკლე ტოპის ამარა დაჯდა ბიჭის წინაშე.რომელმაც თვალი შეავლო მის სავსე მკერდს და გარუჯულ კანს.
-მინდა ვისაუბროთ და ყველაფერი გავარკვიოთ.-დაიწყო სანდრომ.
-რა უნდა გავარკვიოთ?-თითქოს ეხლა მოეგო გონს მირანდა და ამ ბურუსიდან გამოვიდა.სიტუაციას გადახედა და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოყუდებით დაცალა.სანდროს გაუკვირდა გოგოს ასეთი საქციელი მაგრამ არ შეიმჩნია.მჟავიამ ახლა ბოთლი თვიტონ აიღო და ბოკალი პირამდე შეივსო.
-ამით შენ გაგიმარჯოს სანდრო.-მხოლოდ ეს თქვა და ისევ ბოლომდე შესვა ეს მათრობელა სითხე რომელიც მისი ბაგეების ფერი იყო.
-აღარ გინდა მეტი,საკმარისია.-ბოთლის ხელიდან გამორთმევა სცადა ვაჟმა მაგრამ მირანდამ არ დაანება.
-ხომ გინდა ყველაფერის გარკვევა მე კი ამის გარეშე ვერაფერს ვერ ვიტყვი.-უთხრა უკვე საკმაოდ გათამამებულმა ქალმა.
-ასეთ მდგომარეობაში არაფრის გარკვევა არ მინდა.-ხმა დაუსერიოზულდა გიორგაძეს.
-შენ არ გინდა მე მინდა,შენ მხოლოდ ჩუმად იჯექი და მომისმინე.-მიხვდა სანდრო რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ამიტომ დანებდა.გრზნობდა რომ მირანდას დღეს ეს ყველაფერი რომ არ ამოეღო გულიდან ალბათ აღარც არასოდეს ამოიღებდა.
-როცა პირველად დაგინახე შენმა თვალებმა ყველაფერი დამავიწყა,ყველა ტკივილი და ყველა დარდი.მხოლოდ მას ვხედავდი ყველგან.თითქოს ჩემი თანამგზავრი იყო ყველა გზაზე.მერე გავიგე რომ თეკოს ძმა ყოფილხარ და ამან ცოტა დამასევდიანა. რადგან მეგობრის ძმის შეყვარება ჩემგან არ იყო პრობლემა მაგრამ შენგან რა პასუხს მივიღებდი ეგ არ ვიცოდი.მაგრამ როდესაც შენგანაც დადებითი პასუხი მივიღე მაშინ კი ნამდვილად შევშინდი.ოღონდ არ მკითხო რატომ,ამას ნამდვილად ვერ გეტყვი.ამის მერე შენგან უფრო მეტი ყურადღება და სითბო მოდიოდა მე კი თავს გარიდებდი ყოველთვის,ვცდილობდი შენგან შორს ყოფნას მაგრამ არ გამომდიოდა.შენთვის ყოველ ჯერზე უარის თქმა ჩემთვის სიკვდილიდ ტოლფასი იყო.მაგრამ სხვა გზა არ მქონდა შენ ჩემგან შორს უნდა ყოფილიყავი.შენი ტკივილი მე ორმაგად მტკიოდა და განვიცდიდი ასე განადგურებულს რომ გხედავდი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.როდესაც ჰოლანდიაში წახვედი გული მომიკვდა მაგრამ ვიფიქრე რომ შენთვის ასე აჯობებდა,იქ დამივიწყებდი და ბედნიერად იცხოვრებდი.მენატრებოდი,ტკივილამდე მენატრებოდი.მაგრამ ამ გრძნობას გულში ვიკლავდი იქამდე სანამ დღეს გნახავდი.ამდენი ხნის უნახავი ჩემს წინ მდგომი რომ დაგინახე თავი ვეღარ შევიკავე და ამ გრძნობამ ჩემში ფეირვერკივით ამოფეთქა.მიყვარხარ და მინდა დღეს ეს ყველაფერი გითხრა.მიყვარხარ დანახვის წუთიდა,მიყვარხარ იმ დროიდან როდესაც პირველად როდესაც პირველად შემეხე,მიყვარხარ იმ მომენტიდან როდესაც პირველად მაკოცე და ეს წუთები მომენტები დღითიდღე ფრო და უფრო აძლიერებდნენ ჩემს სიყვარულს.-მირანდა ცოტა ხანს გაჩერდა,ღვინოს უკვე ბოთლიდან სვამდა და თან სანდროს მისი გრძნობების შესახებ პირველად და უკანასკნელად უყვებოდა სიმართლეს.იცოდა რომ ეს მეორედ აღარ განმეორდებოდა ამიტომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გულიდან უნდა ამოეღო,რომ მშვიდად ცხოვრება შესძლებოდა. გიორგაძე კი გაოგნებული უსმენდა ქალის ნაამბობს და ბედნიერებისგან გული გამალებით უცემდა.გრძნობდა მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ მას ასე ძლიერ უყვარდა.ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა მხოლოდ ხელები მოჰხვია მჟავიას და გულში ისე ჩაიკრა თითქოს უკანასკნელად ეხუტებოდა.თმებზე ნაზად ეფერებოდა და ყურში ეჩურჩულებოდა.
-მიყვარხარ ჩემო სულელო გოგო.მიყვარხარ და მხოლოდ შენ მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე.შენ ვერ წარმოიდგენ დღეს შენი სიტყვებით როგორ გამაბედნიერე.-თან ბაგეებს უკოცნიდა თან ეჩურჩულებოდა სანდრო და მისი სურნელით ტკბებოდა.მირანდამ თამამად შემოჰხვია ხელები კისერზე და ვნებით დაუკოცნა ბაგეები ბიჭს.გიორგაძეც აჰყვა ამ კოცნაში და უკვე გაშმაგებით ეფერებოდნენ ერთმანეთს.მირანდა ბიჭის შიშველ სხეულზე უმისამართოდ დაასრიალებდა ხელბს და გრზნობდა რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა ეს მას. მანაც იგრძნო გაყინული ხელები მისი ტოპის ქვეშ და გული გაუჩრდა ნეტარებისგან.უცებ ტოპი ძირს აღმოჩნდა და მხოლოდ ლიფის ამარა დარჩა საიდანაც თამამად და ამაყად იმზირებოდა ლამაზი მკერდი.მთელი ძალით აეკრო ვაჟს მკერდზე და ჩაეხუტა.ნელა გაიხადა შარვალი და ისიც ტოპის გზას გაუყენა.სანდრო ცოტა დაიბნა მის სითამამეზე და ყურში ვნებამორეულმა ჰკითხა.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-დარწმუნებული რომ არ ვიყო ამას არ გავაკეთებდი.-უჩურჩულა ყურში ბიჭს.
-არსდროს ინანებ?-თითქოს ყოყმანობდა გიორგაძე,ეშინოდა რომ შემდეგ ეს საქციელი არ ენანა მჟავიას.
-შენ?-კითხვა შეუბრუნა გოგომ.
-მე არასოდეს,შენთან ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა რომელიც სიტყვებით არ გამოითქმის.-უთხრა ქალს გულიდან წამოსული სიტყვები.
-არც მე ვინანებ არასოდეს შენთან ყოფნას.-სათქმელი დაასრულა მჟავიამ და მის ბაგეებს კიდევ ერთხელ დაცხრა,კოცნიდა მომთხოვნად და ვნებიანად.უნდოდა ეს ღამე მის მეხსიერებაში სამუდამოდ ყველაზე ლამაზ ღამედ ჩაებეჭდა.სანდრო კი ისეთი ნაზი და მოსიყვარულე იყო.გოგონა ხელში აიყვანა და საძინებელში შევიდა,საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა.სანდრო მირანდას ეფერებოდა და ათას საამურ სიტყვებს ეჩურჩულებოდა ყურში,რაც სასიამოვნო ჟრუანტელს იწვევდა ქალის სხეულში.ეს იყო გრძნობების აფეთქების ღამე და სიყვარულის გამარჯვების.ამ ღამემ საიდუმლოდ შეინახა მირანდას სისუსტე და გრძნობების გამჟღავნება.ეს ღამე დაუვიწყარი იყო ორივესთვის.ერთმანეთზე გადახლართული სხეულები, ვნებისგა დაცლილები და მოფერებისგან დაღლილები მიესვენენ საწოლს.ვაჟმა გოგონას თავი თავის მკერდზე დაადებინა და მთელი სხეულით აიკრა ზედ.ხელები მაგრად შემოჰხვია და ასე დაიძინეს.
....
ბექამ ერთი ბოთლი ვისკი ბოლომდე გამოცალა და თვალებ ამღვრეული შეხედა მის სამუშაო მაგიდაზე დადებულ ანას ფოტოს.რომლიდანაც უდარდელი და მომღიმარი გოგონა უმზერდა.მის თვალებში არც დარდი იყო და არც ტკივილი. რასაც ეხლანდელი ანუკის თვალებში ნამდვილად ვერ დაინახავდი.გული სტკიოდ ბექას რომ მას ამდეი ტკივილის გადატანა მოუწია ამ მოკლე დროში.თან ხვდებოდა ეხლა რა დღეშიც იყო,რადგან მისი ნათქვამი სიტყვები არასწორედ გაიგო.როგორმე უნდა დალაპარაკებოდა.როგორმე მისთვის ყველაფერი უნდა აეხსნა.მაგრამ როგორ?ხვალ ხომ ქორწლი იყო.ხვალ ანუკის მისთვის ნამდვილად არ ეცლებოდა და ასეთი გაბრაზებული ზედაც არ შეხედავდა.ამიტომ რამე უნდა მოეფიქრებინა. სამუშაო კაბინეტიდან გამოვიდა და ნასვამი მიუჯდა საჭეს,გარეთ საშინლად წვიმდა,გზა ფაქტიურად არც ჩანდა.ნელა მიუყვებოდა სველ ტრასას და ანუკიზე ფიქრობდა.არ დაუსვებდა რომ ის დაეკარგა.ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც გეშინის ყველაზე ძვირფასის დაკარგვის,ყველაზე ლამაზის,რაც შენს სიცოცხლეს ელფერს სძენს,რაც გიხალისებს ცხოვრებას და გაბედნიერებს.სწორედ მისი დაკარგვის გვეშინის ყველაზე მეტად ადამიანებს.მის გარეშე ხომ არაფერი ვართ,მის გარეშე ხომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი აურზაურია.ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ყოველთვის მის დასაცავად,მის შესანარჩუნებლად რომ მერე სანანებელი არ გაგვიხდეს ჩვენი უმოქმედობა.ბექაც სწორედ ასე იქცეოდა უნდა ემოქმედა და არ მიეცა სისუსტისთვის ანის დაკარგვის უფლება.მანქანა ბექაურის კორპუსის წინ გააჩერა და კიბეები ბარბაცით აიარა.ცოტა ხანს კარებთან გაჩერდა,თავს შემოუძახა და ზარი დარეკა.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა სახლიდა.საათს დახედა უკვე 11 ხდებოდა. ალბათ სძინავთ და მაინც დარეკა კიდევ ერთხელ ზარი.ცოტა ხანში ფეხის ხმა მოესმა და გაიყურსა.კარებში გასაღები გადატრიალდა და კარი გაიღო.მის წინ თმებ აწეწილი და მოკლე საღამურებში გამოწყობილი თვალებ მოჭუტული ანი იდგა, რომელიც გაოცებული უყურებდა ბექას.
-აქ რა გინდა?-ჰკითხა ჰაბრაზებული ხმით გოგომ.
-შენთან დალაპარაკება მინდა ცხოვრება.-უთხრა სევდიანი ხმით გასვიამა.
-მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო.-უპასუხა უხეშად ბექაურმა და კარები მიხურა,მაგრამ ბექამ დროზე მოასწრო მისი დაჭერა და ღია ადგილიდან სახლში სწრაფად შევიდა.კარებს აეკრა და გოგოს თვალებში ჩახედა.
-აქედან არ წავალ სანამ არ მომისმენ.-უთხრა საკმაოდ მკაცრი ტონით.
-საკმარისად მოვისმინე მოსასმენი,კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი?-ირონია არ დააკლო სიტყვებს.
-რა შენ მოისმინე ის ყველაფერი არასწორედ გაიგე.მე ის არ მიგულისხმია რაც შენ გაიფიქრე.
-აბა რა იგულისხმე ის რომ არ გიყვარვარ და არც არასოდეს გყვარებივარ?-უკვე ყვირილზე გადავიდა ბექაური.სახლში მისი მშობლები არ იყვნენ და ამიტომ თამამად შეეძლო ბექასთვის ყველაფრის თქმა რასაც იმ წუთას გრძნობდა და განიცდიდა.
-ეგ ტყუილია,მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ ყოველთვის მიყვარდი და ეს შენც კარგად იცი.-არც ბექამ დააკლო ყვირილს.მერე უცებ გაახსენდა მზია და ნოდარი, უცებ გაჩუმდა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მას.გოგო თითქოს მიუხვდა მის იდუმალ კითხვას და ხმამაღლა გასცა პასუხი.
-სახლში არა არიან.დედა მორიგეა მამა კი ძმაკაცთანაა და ამაღამ არ მოვა.ამიტომ თამამდ შეგიძლია საუბარი.-ბოლო სიტყვები ცინიზმით იყო გაჟღენთილი.
-მიხარია.ე.ი კარგ დროს მოვსულვარ.დროა ყველაფერი მომისმინო და გაიგო,შეუშვა მაგ შენს პატარა ტვინში რომ მიყვარხარ და არ ვაპირებ შენს დაკარგვას.-თითი ოდნავ დაჰკრა საფეთქელზე და მხიარულება მოემატა ბექას იმის გაგებისას რომ ანუკისთან ერთად მარტო იყო,ამიტომ შეეძლო ყველაფერი დღესვე გაერკვია.
-სულელი არ ვარ რომ არ მესმოდეს მე რა თქვი.ამიტომ თუ ვაჟკაცობა გაქვს პირდაპირ აღიარე რომ ჩემთან მხოლოდ ერთობოდი და არასოდეს გყვარებივარ.- იყვირა ბოლო ხმაზე ბექაურმა და გასვიანს ანთებული თვალები მიანათა.ამის დანახვაზე ბექას სითბო ჩაეღვარა გულში,მიხვდა რომ ეს პატარა გადარეული გოგო ერთხელ იქნება სიგიჟეს ჩაადენინებდა და არასოდეს ინანებდა ამ სიგიჟეს.
-გინდა დაგიმტკიცო რომ ვაჟკაცობა მე ყოველთვის მეყოფა საქმის გასაკეთებლად?- თვალები ეშმაკურად აუციმციმდა გასვიანს და ამან ანუკი ცოტა არ იყოს შეაშინა მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.
-დამიმტკიცე.-მტკიცედ განუცხადა ვაჟს.ბექა ნელ-ნელა დაიძრა გოგოსკენ ის კი ყოველ მის ნაბიჯზე უკან იხევდა იქამდე სანამ დერეფნის ბოლოში კედელს არ მიეყრდნო.ბექას ანთებულ თვალებს რომ შეხედა მაშინ მიხვდა რომ გასაქცევი გზა უკვე არსად ჰქონდა.
-რას აპიებ ბექა?-ძლივს გადააბა ეს ორი სიტყვა ერთმანეთს და ცრემლები გადმოუვარდა თვალებიდან.გასვიანზე მისმა ცრემლებმა საკმაოდ იმოქმედა მაგრამ არ შეიმჩნია,უკან დახევას ეხლა ნამდვილად არ აპირებდა.ეხლა დრო იყო ისე მოქცეულიყო როგორც საჭირო იყო.ორივე ხელი კედელს მიადო ისე რომ ბექაური გაქცევას ვერ შეძლებდა.სახე მაღლა ააწევინა და მის ბაგეებს დააცხრა.კოცნიდა აუღელვებლად,მაგრამ ანუკი მის კოცნას კოცნით არ პასუხობდა,მხოლოდ გარინდული იდგა ერთ ადგილას და ბექას მოქმედებას აკვირდებოდა. აინტერესებდა რამდენად ღრმად შეეძლო შესვლა.გასვიანს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა გოგონას საქციელზე და უფრო მეტად გათამამადა.ხელები წელზე შემოჰხვია და ჰაერში აიტაცა სიფრიფანა სხეული.ნელა წაიყვანა ოთახისკენ და საწოლზე მიაწვინა.ანუკი არ ინძრეოდა.მხოლოდ სხეულზე მწველ ხელებს დ ბაგეებზე ცივ ტუჩებს გრძნობდა, რომელიც თავბრუს ახვევდა და ძალას აცლიდა.ცოტაც და თვითონვე დანებდებოდა მაგრამ სანამ ძალა ჰქონდა თავს იკავებდა.ხელები საღამურის ქვეშ შეაცურა ვაჟმა და იგრძნო როგორ აცახცახდა გოგოს სხეული,მაგრამ არც ეს შეიმჩნია.ის ისევ განაგრძობდა ალერს.ისე ნაზად და დავბრუსდამხვევად ეალერსებოდა გოგონას რომ ინსტიქტურად შემოჰხვია ყელზე ხელები და ბაგეები დაუკოცნა.გასვიანს გამარჯვებულის ღიმილმა გაუპო ბაგე და უფრო მაგრამ შემოჰხვია ქალს ხელები.ანუკი უფრო გათამამდა ჯერ მაისური გადააძრო ვაჟს და შემდეგ მთელი სხეული დაუკოცნა,როცა მის თვალებში გასვიანმა უდიდესი ვნება დაინახა და იგრძნო რომ ქალი გაჩერებას არ აპირებდა მხოლოდ მაშინ დაუკავა ხელები და თავი ისე ასწია მაღლა რომ ანუკი მის ბაგეებს ვერ მისწვდებოდა.არ ესიამოვნა ეს სიშორე ბექაურს და აქამდე დახუჭული თვალები გაახილა.ბექას ეშმაკური ღიმილი რომ დაინახა გაოცებუმა შეხედა.
-რა ხდება ბექა?-ჰკითხა ცოტა არ იყოს მისი საქციელით დაბნეუმა.
-ჩემი ვაჟკაცობა დაგიმტკიცე.-გამარჯვებული იერი მიიღო გასვიანმა.
-ეს რას ნიშნავს?-ხელები გაინთავისუფლა და საწოლზე წამოჯდა გოგო.
-ეს იმას ნიშნავს რომ მე არაკაცი დამატყუარა არ ვარ.მე მართლა მიყვარხარ მთელი გულით და რომ არ მყვარებოდი შენს ვნებისგან დაბინდულ გონებას მივცემდი იმის უფლებას რომ ჩემი სხეულის სითბო შეეგრძნო მაგრამ არა გულის.მე კი ეს არ მინდა მე შენთან ხორციელი ვნებებბი არ მაკავშირებს.მე შენ გულით აი ამ გულით მიყვარხარ.-ვაჟმა გულზე მიირტყვა ხელი და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა დაბნეულ გოგოს.- და მინდა ეს სამუდამოდ დაიმახსოვრო,რომ ამაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს.მე შენი სხეული კი არა გული მინდა.მინდა რომ მენდობოდე და ჩემი გჯეროდეს.მინდა გიყვარდე ისე რომ ჩემს სიტყვებში ეჭვი არ გეპარებოდეს,როგორც არ უნდა ვთქვა დამაცდი ყოველტვის ახსნას რადგან ისე არასოდეს მოვიქცევი რომ შენ გული გატკინო და ზიანი მოგაყენო.გაღმერთებ ანუკი,შენ ჩემი ცხოვრება ხარ,ჩემი სიხარული და ჩემი ბედნიერება.გთხოვ დამიჯერე და არასოდეს დაგავიწყდეს ეს.-თვალებიდან წამოსული ცრემლი მუჭით მოიწმინდა გასვიანმა და ფეხზე წამოდგა.ოთახი დატოვა და კარები გააღო.ერთხელ მოიხედა უკან მაგრამ აუკი რომ ვერ დაინახა კარები ზურგს უკან მიიხურა.კარების ბრახუნზე ბექური გამოფხიზლდა.ყველაფერი ეხლა გაანალიზა და ოთახიდან გიჟივით გავარდა.ბექა უკვე წასულიყო.კიბეები სირბილით ჩაიარა და გარეთ წვიმაში საღამურების ამარა გამოვარდა.გასვიანი უკვე მანქანაში იჯდა და ფარები აანთო.ფარების სინათლეზე წვიმაში ბექაური დაინახა,მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და გოგოს წინაშე დადგა.სიტყვები აქ უკვე ზედმეტი იყო აქ უკვე მოქმედება იყო საჭირო.ხოდა ანუკიც მოქმედებდა.წვიმის მიუხედავად თამამად გაიქცა ვაჟისკენ და ორივე ხელით მაგრად ჩამოეკიდა კისერზე.ბექამ ორივე ხელი მაგრად შემოჰხვია წელზე და ჰაერსი რამდენჯერმე დაატრიალა.
-მიყვარხარ ბექუ.-უჩურჩულა ყურში ბექაურმა და ვაჟს ცხემა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში.
-მეც მიყვარხარ ჩემო გადარეულო.-წვიმისგან სველი და გაყინული ბაგეები დაუკოცნა გასვიანმა გოგოს და გულში კიდევ უფრო მაგრად ჩეიკრა.ტკბებოდნენ, თბებოდნენ ერთმანეთის სიყვარულით და სულ ვერ გრძნობდნენ მათ სხეულზე მოთამაშე წვიმის წვეთებს რომელიც მათ გრძნობებს უფრო გამჭირვალეს და წყლის წვეტივით კამკამას ხდიდა.



№1 სტუმარი darina

Uh davmahviddi, ra vqna yvelaze metad mains beqas da anukas wyvili miyvars da eseni rom.kamatobem me cudad var, sandro rom dabrunda gamixarda es bichi mainc chemtvis minda :-D :-D

 


№2  offline წევრი natia-natia

აი რავთქვა მაგარია

 


№3  offline წევრი mako-makako

darina
Uh davmahviddi, ra vqna yvelaze metad mains beqas da anukas wyvili miyvars da eseni rom.kamatobem me cudad var, sandro rom dabrunda gamixarda es bichi mainc chemtvis minda :-D :-D

რა ვქნა არ მემეტება მეც ეს წყვილი დასასორებლად ტორემ გონებასი ათასი აზრი მიტრიალებს :D ხოო შემეცოდა და დავაბრუნე მაგრამ ზეიმი ჯერ ადეაა :D:D:D:D:

natia-natia
აი რავთქვა მაგარია

მადლობა ნატი რომ ესე მოგწონს და ყოველთვის კითხულობ <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი nina(nina)

ასე მგონია რომელიღაც "სერიოზულ" რომანს ვკითხულობ(სერიოზულში ვიგულისხმე სახლგანთქმული მწერლების წიგნი).ისე გვაინტრიგებ,რომ რი იყოს.როგორ ვგიჟდები დეტექტივებზე,გამოძიებებზე და ეგეთ რაღაცეებზე შენ ვერც კი წარმოიდგენ <3 წარმატებები <3 <3 <3

 


№5  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ასე მგონია რომელიღაც "სერიოზულ" რომანს ვკითხულობ(სერიოზულში ვიგულისხმე სახლგანთქმული მწერლების წიგნი).ისე გვაინტრიგებ,რომ რი იყოს.როგორ ვგიჟდები დეტექტივებზე,გამოძიებებზე და ეგეთ რაღაცეებზე შენ ვერც კი წარმოიდგენ <3 წარმატებები <3 <3 <3

მეც ძალიან მიყვარს დეტექრივები ნინ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent