შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “9“


11-02-2016, 02:35
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 985

* * *
რამდენიმე თვე ჰაერში მტვერივით აიზიდა და გაქრა,სადღაც შთაინთქა.მარიტას კი უკვე კონსტანტინეს ცოლი ერქვა,კონსტანტინეს კი - მარიტას ქმარი და გარეგნულად ყველაფერი ისე ჩანდა,როგორც ჩვეულებრივი მოსიყვარულე ოჯახი,აი შიგნით კი ყველაფერი ყირაზე იდგა.ორივე იმის მტკიცებაში იყო,როგორ უყვარდა და სძულდა.
ერთ ჩვეულებრივ დილას,მარიტა ადგა რომ კოსტასთვის საუზმე გაეწყო,იცოდა რომ ამის გარეშე კოსტა სახლიდან არ გავიდოდა და სურდა რაც შეიძლება მალე მოეცილებინა სახლიდან,მერე დამჯდარიყო და წიგნი ეკითხა,განა კოსტა უშლიდა კითხვას,უბრალოდ მის პირდაპირ ჯდებოდა და იქამდე უცქერდა,სანამ გაშტერებული თვალებიდან ცრემლის გორა არ წამოუვიდოდა და ამაზე მარიტა ცოფდებოდა და კითხვის ყველანაირ სურვილს კარგავდა.
ჩვეულ,სწრაფად წამოხტა,ჩაიცვა,საწოლი გაასწორა და გავიდა,უჩვეულოდ მოეჩვენა,რადგან კოსტა ყოველთვის დივანზე ხვდებოდა - დიახ,რაც მარიტა მოიყვანა ცოლად საწოლი არ ღირსებია.
სამზარეულოშიც შეიხედა,სააბაზანოშიც,მაგრამ კოსტა აშკარად შინ არ იყო,თითქოსდა გაუხარდა,მაგრამ იმის გაფიქრებამ რომ მშიერი წავიდა სიბრალული გაუჩნდა.სამზარეულოში შებრუნდა,კოსტას საყვარელი საუზმე კონტეინერში მოათავსა,შემდეგ შემოსასვლელში გავიდა,მანტო მოიცვა,გასაღები აიღო და კოსტას სამსახურში წავიდა.
-არ არსებულია,-კართან იდგა უკვე,როცა კოსტას ხმა შემოესმა და ყური მიაბჯინა ზედ,-ცოლი მყავს,-აშკარა იყო კოსტა ვიღაცას ეკამათებოდა,მარიტას ასეთი ტონი არასოდეს ჰქონდა გაგებული და ინტერესი ჰკლავდა,რა ხდებოდა შიგნით,-თუ არ გინდა დაგითხოვო,ჩემგან თავი შორს დაიჭირე,-მარიტას მხოლოს კოსტას ხმა ესმოდა,ქალი კი რაღაცას ჩურჩულებდა,თითქოს ეშინოდა.ვეღარ მოითმინა და კარი შეაღო,სანახაობით გაოცებული ადგილზე გაშეშდა და თვალები გაუფართოვდა.ქალს კოსტასთვის ჩაეკიდა ხელი და რაღაცას ბუტბუტებდა,თან ზედ კოცნიდა.მარიტას დანახვაზე კოსტამ საჩქაროდ გააშვებინა ქალს ხელი და ცოლისკენ წავიდა,მაგრამ ხმის ამოღება არ დასცალდა.მარიტას ყველაფერი ძირს დაეყარა და ტირილით გარბოდა დერეფანში.“აკი არ მიყვარხარო“,ჩაილაპარაკა კოსტამ და ნივთები წამოკრიფა,მერე ქალს გაბრაზებული სახით მიუბრუნდა და უბრძანა ოთახიდან გასულიყო.ცრემლებისგან მაკიაჟჩამორეცხილი ქალი,უხმოდ გავიდა და კარი მიხურა.
კოსტა დაღლილი მიესვენა სავარძელზე და თვალები დახუჭა,მომხდარს ხარშავდა გონებაში.გვიანღა გაახსენდა რომ ლუკმა არ ჩაუდია პირში და მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს დააცქერდა.როდესაც კონტეინერი შენიშნა გაეცინა და დასწვდა.

თვითონაც არ იცოდა რამ აატირა,მერე რა თუკი კოსტას სხვა ქალთან წაასწრო,მათ ხომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ და კოსტამ თუ სხვასთან მოინდომა,რატომ უნდა აუკრძალოს,ან რატომ უნდა ეტკინოს.ცრემლებს მაინც ვერ აუკრძალა,საკუთარი სახისა და ყელის დასველება,ვერც გულს უთხრა რომ ტკივილისგან არ შეკუმშულიყო.სააბაზანოში შევარდა და დიდი ხანი დაჰყო ცხელი წყლის ქვეშ.ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს მის უფლებებს შეეხო ვიღაც.კოსტა მისი უფლება იყო,რომელსაც არც თავად იყენებდა და არც სხვას აძლევდა ნებას.

-მარიტა!-ისევ წყლის ქვეშ იდგა,როდესაც კოსტას ხმა გაიგო და ონკანი მოკეტა,პირსახოცი შემოიხვია და აბაზანიდან გავიდა,-რა მოგივიდა?-მიუახლოვდა ცოლს,-იეჭვიანე?-კოსტას ძალიან აკვირვებდა მარიტას საქციელი.
-არა!-მიუგო მშვიდი ხმით და მიბრუნდა,ოთახში შევიდა ჩასაცმელად,უკან მიჰყვა კოსტაც,-გადი,-ჩურჩულით სთხოვა მარიტამ და ხელები პირსახოცს ჩაავლო.
-ნუ გეშინია,-დაამშვიდა კოსტამ და უკან შებრუნდა,-მე ვილაპარაკებ შენ ჩაიცვი,-თქვა მან
-რომ გახვიდე არ გინდა?-ჰკითხა გამწყრალი ხმით მარიტამ
-ასე მინდა გელაპარაკო,შენთან ახლა უფრო ახლოს ვარ,ვიდრე მაშინ,როცა გხედავ,-დაჟინებით დააცქერდა იატაკს,თითქოს იქ ხედავდა მარიტას,-არ ვიცი წეღან რა იფიქრე,მაგრამ შენც კარგად იცი რომ მიყვარხარ და სხვა ქალისკენ გახედვის არანაირი სურვილი არ მაქვს,-ნერვიულად მოისრისა ხელის გულები,-არ ვიცი რატომ გიხსნი,მაგრამ მგონია რომ კმაყოფილი არ ხარ ნანახით,რაც მე ძალიან მაკვირვებს
-იმ ქალის დასანახად მოვიქეცი ასე რომ შენი გამოჭერა იოლი არ ჰგონებოდა,დამშვიდდი კონკრეტული არაფერია,-ისე გაიღიმა,გეგონებოდა კოსტა ხედავდა
-ვერ დავიჯერე,-ხმამაღლა გაიცინა კოსტამ,-მან ეს ისედაც იცის რომ ცოლი მყავს და იოლას ვერ გახდება,მაგრამ ერთ დღესაც თუ გადამიტრიალდა შარიკი და მასთან დავწექი,გული სულ არ გეტკინება?-ჰკითხა მან და კართან მივიდა
-არა,-ხმის კანკალით მიუგო სახეგაფითრებულმა მარიტამ
-კარგი,-ამოიოხრა კოსტამ,-წყალს გადავივლებ,შენ მაგიდა გაშალე,ტბილზე ტკბილო ცოლო და ერთად ვისადილოთ,მერე უნდა წავიდე
-სად?-გაუკვირდა მარიტას
-საქმე მაქვს,-ისევ სიცილი დააყოლა
-ეგ საქმე სულიერია თუ უსულო?
-ორივე,ქალი და საწოლი,-ხარხარით გავიდა ოთახიდან და აბაზანაში შევარდა.

მაგიდა დიდის ამბით გაშალა და კოსტას დაელოდა.მამაკაცი საგანგებოდ გამოწყობილიყო,თან ისეთი მძაფრი სუნი დაჰყვებოდა,ერთი ფლაკონი სუნამო გადაევლო.
-მაპატიე,-შეწუხებული სახით მიუგო ცოლს,-სხვაგან ვისადილებ,ნურც ვახშამზე დამელოდები,შეგიძლია მშვიდად იყო,-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ხელი ტანზე დაისვა,თითები თმაში შეიცურა და შეისწორა,შემდეგ ღრმად შეისუნთქა და წავიდა,დატოვა მარიტა გაშლილ მაგიდასთან მჯდომი და პირდაღებული.
***
-ვეღარ ვცნობ,-უხრა სოფოს და ცრემლი შეიმშრალა,-განგებ მიკეთებს
-რატომ,რა მოხდა?-სიბრალულით შეხედა სოფომ
-წესრიგს თავად მიმაჩვია,ახლა კი თავადვეა ამრევი,-სლუკუნით თქვა და თავი მეგობრის კალთაში ჩარგო
-შენმა სიცივემ დაღალა და სითბოს ეძებს,-სოფოს ნათქვამმა მარიტა უფრო მეტად გააღიზიანა
-მერე რა, თუ კი არ მიყვარს,ის ჩემი ქმარია და არ აქვს უფლება მიღალატოს და სახელი შემილახოს
-შეიძლება არ გიყვარდეს,მაგრამ ოდნავ მაინც უნდა სცემდე მის გრძნობებს პატივს,მიდი თბილად დაელაპარაკე,არ ცდილობ გაუგო,არც შენი გულის გესმის,თორემ ზუსტად ვიცი,გულგრილი არ ხარ,მითუმეტეს შენი ქმარია.
-რა ვუთხრა,კოსტა იცი შენ ჩემი ქმარი ხარ და . . .
-და,რატომ გაჩუმდი?
-წავალ,ჯობია,ჯანდაბამდე გზა ჰქონია
-ეს უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს,არ ცდილობ პრობლემებს შეეჭიდო,სირაქლემას პოზიციაში როდემდე უნდა იყო,სისულელებზე ფიქრისას სიყვარულს კარგავ
-ბევრჯელ ვეცადე შემყვარებოდა,მაგრამ რაღაც არ მიშვებს,უგულო არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ ახლა - ახლა საშინელებები მემართება,ხან მგონია რომ შემიძლია მიყვარდეს და მასზე ვეჭვიანობ - ხან კი აზრი მეცვლება ყველა გრძნობას კარს ვუღებ და ვუშვებ.მეშინია -ალბათ,მეშინია იმის რომ მე თუ შევიყვარებ მას გადავუყვარდები,მასეც ხომ ხდება ხოლმე,მე კი არ მინდა ცალმხრივად ვიფრინო,მინდა ლაღად გავშალო ორივე ფრთა და მასთან ერთად ვიფრინო,სადამდეც შევძლებ. . .

***
-სად იყავი?-ეჭვიანო ცოლის როლი მოირგო მარიტამ და შუაღამით კართან დახვდა მობარბაცე კოსტას
-საქმეებზე,ხომ გთხოვე არ დამელოდო-მეთქი,რა ჯიუტი ყოფილხარ
-ვერ დავიძინე,-არ ატყუბდა,ვერ დაიძინა რომ იცოდა კოსტა სახლში არ იყო,შინაგანი რაღაც ღრღნიდა,აი ის ყველამ რომ ვიცით სიყვარული როა და მარიტა ჯერ რომ ვერ მიხვედრილა.
-რატომ,ჩემო მაყვლის ბუჩქო და უჭკნობო ყვავილო?
-უჭკნობი ყვავილი არ არსებობს!
-არსებობს,არსებობს ის ჩემი ცოლია,-ხელი წელზე შემოხვია და ძლიერად ჩაიკრა,ისე რომ ძვლებიც კი აატკივა და ცრემლი მოჰგვარა.
-ნასვამი ხარ?-შეშინებული ხმით იკითხა მარიტამ და მიბჯენილი ნესტოებით,ქალის სუნამოს კიდევ უფრო მძაფრ სუნს მიაკვლია.გაბრაზდა,საშინლად გაბრაზდა,მთელი ტანი აეწვა და სისხლი აუჩქეფდა ვენებში.
-სულ ცოტათი,-მისკენ დაიხარა და შუბლზე კოცნის იმიტაცია გააკეთა,სულ ოდნავ შეეხო გავარვარებულ სახეზე და თავი უკან გადასწია,-დღეს მეყოფა,-თქვა და ხელი უშვა მარიტას.
-ქალთან იყავი?-საკუთარმა კითხვამ ჟრჟოლვა მოჰგვარა და ციანივით აკანკალდა,პასუხის მოლოდინში კი ლამის ყურები დაიხშო.
-რა სისულელეა,-ფრუტუნით უპასუხა კოსტამ,-მე ერთი ქალი მყავს,ნუ ბევრი მინდა მყავდეს მომავალში,მაგრამ ჯერ ეს ერთი უნდა დავიყოლიო რომ მომავალში ბევრი ქალი მიყვარდეს
-ვეღარ აზროვნებ,წამოდი დაწექი დაიძინე,-დივნამდე მისვლაში მიეხმარა და როდესაც აწვენდა,ხელი ისე შემოხვია კოსტამ,მარიტას გამოძრავების საშუალება აღარ ჰქონდა.
-უბრალოდ,ისე დაწექი,თითქოს თავისუფალ დივანზე წვები,ისე დაწექი,თითქოს მე არ ვარ ზედ მწოლი,-მისმა მთრთოლვარე და მთვრალმა ხმამ,საგონებელში ჩააგდო,-გთხოვ,-მუდარით შეხედა დაბნეულ ცოლს.მარიტამ უხმოდ შეასრულა მისი თხოვდა და ზემოდან ისე დაწვა,თითქოს მართლაც ცარიელი დივანი ყოფილიყო.ხელები მის მკერდზე დააწყო და თავიც ზედ დადო.მასთან შეხებაზე წამიერად სუნთქვაც კი შეუჩერდა და მხედველობა დაებურა.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უიმეეე ეს რა იყო ჰაა?მომეჩვენააა?მომწონს მე კოსტა და მარუტამ რით ვერ შეიყვარა გამაგებინე,რა ბოდიალა გოგოა.

 


№2  offline წევრი natia-natia

უიმე რა ეს გოგო ვერა აღარ დააგვიანო რა

 


№3  offline წევრი ლაილა

ვერ მივხვდი რატომ გაყვა ცოლად თუ არ უყვარს :/

 


№4  offline წევრი cancara

Ahaaha kaia momwons ase vardzele

 


№5  offline მოდერი bibo

Shokoladi da legvis muraba dabrunebula ra bevrebs gelodi kaco ra es rato igvianeb tkbilo ux bevrebs gelodebi ki xar galandzgvis girsi magram chem guls ra utxari :D :D ra unda am gogos xoa kargad ragacas malavs egi vxdebinme chemi intucia ar tyui :D :D ai vgijdebi shenze tkbilo gogov.au es kosta rampra mebiskviweba shen ver warmoidgen ro agaxio ara gamovagdo aqedan davigo chemad :D meshokolad merafaeloeb mevashliatameb mesniker mebauntebi tkbilo

 


№6  offline წევრი kora

ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და მომწონს ძალიან, იმედია ეს გოგო მალე გაიაზრებს რა უნდა და რა არა და გაერკვეა საკუთა გრძნობებში smile მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს love
--------------------
kira.G

 


№7 სტუმარი nini

Es gogo magari sacemiaa ra shteri tipia raa male dade raa shemmdegi

 


№8  offline წევრი human

me momwons mati es sicivee sayvarlebi arian ... da megona kidev shewyvitee dzalian gtxov agar daagviano rom davinaxe sixarulisgan vcqmutavdi :ddd mokled dzalian male veli:***

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა ტკბილები და კარგები ხართ. <3 ჩემს მუზას რა ვუთხარი,თორემ აქამდე დასრულებული უნდა მქონოდა. მიყვარხართ ყველაა. მადლობა რომ მაინც მომყვებით მე -ზარმაცს. love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent