ანარეკლი (ნაწილი მეოთხე)
დილით ლაშამ გამაღვიძა. -გიგა ადექი. -ჰო რა... მოიცა. -ტესტს ვწერთ დღეს ადექი, უნივერსიტეტში მივდივართ, გიო უკვე მზადაა. -აუ... მეძინება... ლაშამ საბანი გადამაძრო. მე ბუზღუნით ავდექი. -ბებიაჩემს მაგონებ რა ლაშა... დილით სკოლაში წასვლა რომ მეზარებოდა ასე გადამაძრობდა ხოლმე საბანს. -ადექი ბებო გენაცვალოს . დამცინა ლაშამ. ყავას ხო დალევ. -კი. წამოვდექი და ტანსაცმელ ჩავიცვი. სამზარეულოში გავედი და ლაშამ ყავით სავსე ჭიქა მომაწოდა. გიო სავარძელზე იჯდა.შევამჩნიე , რომ ყელზე ნაკაწრი ჰქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც მე. -გიო...ყელზე რა გჭირს? -არ ვიცი . რაღაც მესიზმრა ... რაღაც კიარა, მგონი ლუკა ვნახე, მერე ვიღაც ... -ვიღაც ქალმა გაგკაწრა არა? არ ვაცადე გიოს სიტყვის დამთავრება... -შენ რა იცი? შენ... შენც ნახე ? -ჰო... აი ნახე მეც მაქვს ნაკაწრი ყელზე. -დაუჯერებელია, წამოიძახა ლაშამ... ბიჭებო .... არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი საქმე ცუდადაა. გიგა დღესვე უნდა წავიდეთ იმ ადამიანთან ვინც შენს სახლში პირველად ცხოვრობდა. იქნებ რამე იცოდეს. -კარგი, დღეს წავიდეთ, მაგრამ საღამომდე უნდა მოვასწროთ. ხომ იცით, ამ საღამოს ანა ჩამოდის. -კარგი არაა პრობლემა. ოღონდ ახლა წავიდეთ უნივერსიტეტში, თორემ დაგვაგვიანდება. თქვა გიომ და კარი გააღო. ლექციებზე დრო ძალიან გაიწელა. ბოლო ლექცია იყო, რომელიც დიდ აუდიტორიაში გვიტარდებოდა. უკანა მერხთან დავჯექი. არც მესმოდა ლექტორი რას ამბობდა ისე ვიყავი გაბრუებული. აუდიტორიის კარი თავისით გაიღო, რადგან ფანჯარაც ღია იყო და თან ორპირი ქარი იყო. კართან ანა იდგა. გამიკვირდა, ვიცოდი, რომ საღამოს უნდა ჩამოსულიყო, ახლა კი ის აქ იდგა და მიღიმოდა. მისი დანახვისთანავე ყველა პრობლემა დამავიწყდა და მისკენ გავიქეცი. -ანა, ჩამოხვედი? როგორ გამიხარდა. -ჰო, სიურპრიზი გაგიკეთე. -თანაც რა მაგარი სიურპრიზი. ანას მაგრად მოვეხვიე. დერეფანში გავედით. იქ სრული სიწყნარე იყო. ანამ ხელი ჩამკიდა და მივყავდი. -ანა, სად მივდივართ? არაფერი მიპასუხა. ეზოში გავედით. კაშკაშა სინათლემ თვალი მომჭრა. გარეთ არაბუნებრივად კაშკაშებდა ყველაფერი. ანამ ხელი გამიშვა და გაიქცა. მე ვეძახდი, მაგრამ არ გამაგონა. უკან გავყევი. ანა მარკეტში შევიდა, მეც შევყევი და მოულოდნელად, მარკეტის ნაცვლად ლუკას ოთახში აღმოვჩნდი. ოთახი ძალიან იყო ჩაბნელებული. ფანჯარაში გავიხედე და ღამე იყო, არადა რამდენიმე წუთის წინ დღე იყო. არ ვიცოდი რა ხდებოდა. უცბად ვიგრძენი ვიღაც შემეხო, მოვტრიალდი და არავინ იყო, შემდეგ სარკიდან ხელები გამოვიდა, რომლებიც ჩემს შიგნით ჩათრევას ცდილობდნენ. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა წამერთვა. წინააღმდეგობასაც ვეღარ ვუწევდი. უცბად ვიგრძენი რომ ვიღაც მაჯანჯღარებდა და მეძახდა, რომ გამეღვიძა. ვიცანი ჩემი ლექტორის მარის ხმა. -გიგა, გიგა გამოფხიზლდი. გავიღვიძე, თურმე ყველაფერი სიზმარი იყო. ლექციაზე ჩამძინებია. . -რა ხდება... სად ვარ -ლექციაზე ჩაგეძინა გიგა. ზარი უკვე დაირეკა, აუდიტორია უნდა დავკეტო. კარგად გამოვფხიზლდი და ირგვლივ მიმოვიხედე. ლაშა და გიო კართან მელოდებოდნენ. -დროზე აწიე ერთი ადგილი და წამოდი დამიძახა ლაშამ. -ჰო, ჰო... ბოდიში მარი მასწ. არ ვიცი რა დამემართა. -არაუშავს გიგა. -ნახვამდის. ლექტორს დავემშვიდობე და ბიჭებთან ერთად ეზოში გავედი. გიო ხელზე მიყურებდა. -რა გჭირს მკლავზე? -არ ვიცი. ვუპასუხე და მკლავზე დავიხედე, ჩალურჯებული მქონდა. შემდეგ სიზმარი გამახსენდა. -ძალიან გაქვს ჩალურჯებული, თითქოს ვიღაცამ ხელი ძალიან მაგრად მოგიჭირა. მითხრა ლაშამ. -ცუდი სიზმარი ვნახე. -სიზმარი? იკითხა გიომ . მაგარი სიზმარია. ერთხელაც იქნება და ყელს გამოგვჭრის. ეს სიზმრები უკვე რეალობაში გადმოდის. დროზე უნდა გავარკვიოთ რა ჯანდაბა ხდება ჩენს თავს. მისამართი ხომ წამოიღე? -კი ჯიბეში მაქვს, ვუპასუხე ლაშას. მანქანაში ჩავჯექით და იმ მისამართზე მივედით. სახლი გარეუბანში იყო. ჩაბურული ეზო ჰქონდა. ჭიშკარზე ზარი დავრეკეთ. არავინ გვიპასუხა და გადავწყვიტეთ შევსულიყავით, რადგან ჭიშკარი ღია იყო. კართან მივედით და ვაკაკუნებდით. არც ახლა გვიპასუხა ვინმემ. -იქნებ აქ არავინ ცხოვრობს? ან იქნებ ის ქალი მკვდარია. საკმაოდ ასაკოვანი იქნება. თქვა გიომ. მაგრამ მოულოდნელად კარი ქალმა გააღო. ალბათ 80 წლამდე იქნებოდა, მაგრამ, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. უცნაური გამოხედვა ჰქონდა. ქალმა სამივეს შემოგვხედა. ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც თავლებში ჩავხედე. რატომღაც მეცნო. -ვინ ხართ? -გამარჯობა, თქვენ ქალბატონი მარინა ბრძანდებით? ვკითხე მე. -დიახ მე ვარ. თქვენ ვინ ხართ და რა გნებავთ? -ქალბატონო, მე გიგა მქვია. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენს ძველ ბინაში ვცხოვრობ. მინდოდა რამდენიმე კითხვა დამესვა თქვენთვის. თუ რა თქმა უნდა პრობლემა არ იქნება. -კითხვა? მგონი ვიცი აქ რამაც მოგიყვანათ. უცნაურად ჩაიცინა ქალმა. შემდეგ კი სახლში შეგვიპატიჟა. ოთახები ჩაბნელებული იყო. ქალმა მიგვითითა რომ დივანზე დავმსხდარიყავით. -გისმენთ -იცით, მე დიდი ხანი არაა რაც თქვენს ყოფილ სახლში გადავედი. ბოლო დროს საკმაოდ უცნაური და საშიში რაღაცეები ხდება. -საშიში? თითქმის მთელი ცხოვრება იქ გავატარე, მაგრამ არაფერი შემინიშნავს. -დარწმუნებული ხართ? ჰკითხა ლაშამ. -აბსოლიტურად. მაინც რა ხდება? -ჩევნი მეგობარი დაიკარგა, სწორედ იმის შემდეგ რაც ჩემს სახლში უცნაური ქალის ანარეკლი გამოჩნდა. გვინდა გავიგოთ თქვენ რამე ხომ არ იცით. მეგობარი დავკარგეთ, მინდა ვიცოდე რა დაემართა. -ქალის ანარეკლი? როგორი ქალია? სახე დაინახეთ? -კარგად ვერა. გრძელი თმა აქვს, ახალგაზრდაა. -სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით. იმ სახლში ჩემი ყოფნის დროს ცუდი არაფერი მომხდარა, არც მოჩევნება მინახავს სადმე. -კარგი, ვთქვი მე . უკაცრავად რომ შეგაწუხეთ. -არაუშავს შვილო. პირიქით ბოდიში, რომ ვერაფერში დაგეხმარეთ. -ქალბატონო მარინა, უკაცრავად, შეგიძლიათ წყალი დამალევინოთ? თხოვა გიომ. -რა თქმა უნდა შვილო, ახლავე მოგიტან. მარინა გავიდა . მაინტერესებდა რომელი საათი იყო და ბუხრის თავზე დაკიდებულ საათს შევხედე, მაგრამ ჩემი ყურადღება საათმა კი არა ბუხრის თავზე დადებულმა ფოტომ მიიპყრო. სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ფოტოს სურათი გადავუღე. -გიგა რას აკეთებ? მკითხა ლაშამ -მერე გეტყვით. ამ დროს ოთახში მარინა შემოვიდა და გიოს წყალი მოუტანა. იქიდან სასწრაფოდ წამოვედით, მანქანა ერთ-ერთ კაფესთან გავაჩერე. ბიჭებთან ერთად კაფეში დავჯექით და მათ სურათი ვაჩვენე. სურათზე იყო ქალი, რომელიც ჩვენ გვესიმრებოდა. ფოტო საკმაოდ ძველი იყო, ალბათ 5--იანი წლების. ჩემს ახლანდელ სახლში იყო გადაღებული, ყველაზე საინტერესო კი იყო ის რომ ქალის უკან იდგა სარკე. სწორედ ის სარკე, რომელიც სარდაფში ვიპოვე. ბიჭები გაკვირვებულები იყვნენ. -კი მაგრამ, რატომ დაგვიმალა, რომ იმ ქალს იცნობდა? იკითხა გიომ. -არ ვიცი, მაგრამ გავიგებთ. ვუპასუხე მე. ნახე ქვემოთ ფოტოს სახელი აწერია. ელენა. -ალბათ ელენა ქვია. თქვა ლაშამ. ბიჭებ, იქნებ ინტერნეტში იყოს რამე , მოდი სურათით მოვძებნოთ.გიგა, ტელეფონში ინტერნეტი გაქვს? -კი, მაქვს. ინტერნეტში შევედით. იქ მართლაც იყო რაღაც ინფორმაცია. ქალზე რომელსაც ელენაერქვა და წლების წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მის კვალს ვერავინ მიაკვლია. იქ მისამართიც იყო სადაც ელენა ცხოვრობდა, რა თქმა უნდა მისამართი ჩემი სახლის იყო. -უნდა გავიგოთ რა დაემართა ელენას, ვთქვი მე . -იქნებ ისევ სულის გამოძახება გვეცადა? შემოგვთავაზა ლაშამ -არა , რა . ხო გახსოვთ მაშინ რა მოხდა. ვუპასუხე მე. სარკის ბრალია, მოულოდნელად წამოვიძახე მე. -რა სარკის? მკითხა გიომ -სარკე ვიპოვე თქო რომ გითხარით, აი მაგის მერე დაიწყო ყველაფერი. -იცი რა , შეიძლება, ჟურანლისტმა, რომელმაც ეს სტატია დაწრა ინტერნეტში კიდევ რამე იცოდეს. გვითხრა გიომ. -მართალი ხარ გიო. დავუკავშირდეთ. აქ მისი ელექტრონული პოსტაა მითითებული . მივწერ. ჟურნალისტს იმეილი გავუგზავნე. ცოტა ხანი კაფეში ვიჯექით, შემდეგ მოსაღამოვდა და მე ანას დასახვედრად წავედი აეროპორტში. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, ჩავეხუტე და აღარ მინდოდა მისი გაშვება. სახლში წამოვიყვანე.ანა დაღლილი იყო და მალე ჩაეძინა, მე ვერ დავიძინე და კომპიუტერთან ვიჯექი. ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციებს ელენას გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ანა ჩემთან მოვიდა. -ანა გაიღვიძე? -ჰო. იცი... ცუდი სიზმარი ვნახე. -რა ნახე? -კარგად ვერ ვიხსენებ. მგონი ქალი მესიზმრა, ხო ქალი იყო და ჩემი დახრჩობა უნდოდა. -რა ? როგორი ქალი იყო -არ ვიცი კარგად არ დამინახავს, გრძელი თმა ჰქონდა და -და ლურჯი კაბა ეცვა არა? -შენ რა იცი? -ანა მომისმინე, რაღაც უნდა მოგიყვე, შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს -გისმენ. ანას ყველაფერი მოვუყევი ბოლო დროინდელ უცნაურ ამბებზე, ლუკას გაუჩინარების შესახებაც ვუთხარი. -ეს ყველაფერი მართლა დაუჯერებლად ჯღერს. გიგა, ლუკას მშობლები როგორ არიან . საწყელი რა ცუდ დღეში იქნებიან. -ჰო, აღარ იციან რა გააკეთონ. ლუკა უკვალოდ გაქრა და ვფიქრობ რომ ახლა ჩენც საფრთხეში ვართ. -გიგა, მგონი ისევ იმ ქალთან უნდა მივიდეთ. ელენას სურათი ხომ იქ იპვე. ყველაფერი უნდა გვითხრას. -მართალი ხარ ანა, ყველაფერს გავარკვევ. დილით ადრე ავდექი, ანას ჯერ კიდევ ეძინა. ელ-ფოსტა შევამოწმე. ჟურნალისტისგან პასუხი დამხვდა. ის მეუბნებოდა, რომ თანახმა იყო შეხვედრაზე და ყველაფერს მეტყოდა. დაახლოებით ორ საათში უნდა შევხვედროდი. შხაპი მივიღე,ჩავიცვი. ამასობაში ანასაც აგეღვიძა. -დილა მშვიდობისა ანა . ერთანეთს ვაკოცეთ. -კიდევ ხომ არ გინახავს ცუდი სიზმარი? -არა. რომელი საათია? -ჯერ 11-იც არააა. იცი ჟურნალისტმა მომწერა ორ საათში უნდა შევხვდე.წამოხვალ. -კი წამოვალ. მოვწესრიგდები. -კარგი საყვარელო, ვისაუზმოთ და მერე გავიდეთ. ორ საათში მე და ანა ბარში წავედით, სადაც ჟურნალისტს უნდა შევხვედროდით. მაღალი, შუახნის მამაკაცი მოგვიახლოვდა. -გამარჯობა. თქვენ გიგა ხართ არა? -დიახ , მე ვარ . -მე ალექსი ვარ, ჟურნალისტი. -სასიამოვნოა. ანა ჩემი შეყვარებული. სამივე მაგიდასთან დავჯექით. -მაინტერესებს, თქვა ალექსიმ. რატომ დაინტერესდით ახლა ამ ამბით? -მე იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ერთ დროს ელენა ცხოვრობდა. ბოლო დროს მას , უფრო სწორად მის მოჩვენებას ჩემს სახლში ვხედავ ხოლმე. -ის დაბრუნდა. -რა? რას ამბობთ? როგორ თუ დაბრუნდა. -მომისმინეთ. თქვენ ბოროტი ძალა გააღვიძეთ. თქვენდა უნებურად. სარკე იპოვეთ? -დიახ. ვუპასუხე მე. თქვენ რა იცით სარკის შესახებ? -50-ია წლებში მაგ სახლში ორი და ცხოვრობდა, მარინა და ელენა. ამბობენ რომ ისინი შავი მაგიით იყვნენ გატაცებული. მათ სურდათ სამუდამოდ ახალგაზრდები დარჩენილიყვნენ, ამიტომ ახალგაზრდა ქალწულების სისხლში ბანაობდნენ ყოველ სავსე მთვარეზე. უბანში 13 გოგო უკვალოდ დაიკარგა. ერთხელაც მათმა მეზობელმა , რომელიც ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა იყო ელენას და მარინას სახლში მისი შვილის ყელსაბამს მოკრა თვალი და დანარჩენ მეზობლებსაც გააგებინა. დაკარგული გოგონების მშობლებმა დების დაჭერა გადაწყვიტეს, მარინამ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ელენა დაიჭირეს და საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს. როგორც გადმოცემით ვიცი, ის პირდაპირ სარკის წინ დაეცა, მისი სული გაიჭედა სარკეში და ვერ მოახერხა სხვა სამყაროში გადასვლა. ქალაქში იყო მედიუმი, ექსტრასენსი , რომელმაც სარკეს წყევლა დაადო და ელენა თავს იქიდან ვერ გამოიხსნიდა, რადგან სარკეს ფარავდა შელოცვილი შავი მატერია. წლების განმავლობაში არავინ იცოდა სად იყო სარკე. სიკვდილის წინ ელენა ამბობდა რომ ის დაბრუნდებოდა. მოსმენილი ამბავი, მართლაც რომ დაუჯერებელი და საშინელი იყო. -ბატონო ალექსი, მე ვიპოვე სარკე. მას შავი მატერა ჰქონდა გადაფარებული. -და მას შემდეგ, რაც მოხსენით , ხედავთ კოშმარებს არა? -ჰო. მე ... ესე იგი მე დავაბრუნე ის? ახლა რა მოხდება? -ის არ გაჩერდება. სიზმრები რეალობად იქცევა. ის ჯერ თავის ანარეკლში ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე სულის წაყვანის შემდგეგ მისი დამარცხება შეუძლებელი გახდება. -რას ამბობთ. კი მაგრამ თქვენ ამდენი საიდან იცით? ჰკითხა ანამ. -მე ვიცნობდი მედიუმს , რომელმაც ელენა დაწყევლა. მან ყველაფერი მომიყვა. სახლში ელენას და მარინას ჩანაწერებიც იპოვნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ კლავდნენ გოგონებს. -რა საშინელებაა... თქვა ანამ. კი მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? -მისი სხეული ვიღაცამ გაიტაცა და გადამალა. თუ მის სხეულს იპოვნით უნდა დაწვათ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ის შეძლებს გამოაღწიოს საკუთარი ანარეკლიდან. -დრო რამდენი გვაქვს? -მან ვინმე წაიყვანა? -კი ... ჩვენი მეგობარი. ლუკა. -ესე იგი დაიწყო. შემდეგი შეიძლება შენ იყო. ის ყველას წაიყვანს ვინც კი მას შეხედა და შეძლებს დაბრუნდეს თავის სხეულში და ამის შემდეგ მისი მოკვლა და ჯოჯოხეთში გაგზავნა შეუძლებელი გახდება. -სად შეიძლება იყოს დამალული მისი სხეული? ვკითხე მე. -მისი და თუ ცოცხალია, მას ეცოდინება. -რა? მისი და? ჰო მართალია. იმ ქალთან ვიყავით, მაგრამ დაგვიმალა და გვითხრა, რომ არაფერი იცოდა. ის ქალი თავიდანვე არ მომეწონა. საშინელი გამოხედვა ჰქონდა . ამ დროს ტელეფონმა დარეკა. -ხო გიო გისმენ. -გიგა, ლუკას გვამი იპოვნეს. -რა? სად? -შენთან მოვდივართ მე და ლაშა და ყველაფერს მოგიყვებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.