შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერას ვერსად გაექცევი(დასასრული)


12-02-2016, 16:47
ავტორი ანიი
ნანახია 3 129

-ანი ჩამოდი გასაღებს დაგიბრუნებ.
ანიმ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა. "გაბრაზებულია ბიჭი" გაიფიქრა ანიმ და დაბლა ჩავიდა. ეზოში აქეთ-იქით მოსიარულე ალექსანდრე დაინახა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. ანის მისი დანახვა ძალიან ვაუხარდა, რომ შესძლებოდა გაიქცეოდა ჩაეხუტებოდა და არასდროს გაუშვებდა.
- აიღე. უთხრა ალექსანდრემ მკაცრი ხმით და გასაღები გამოართვა.
- რა დაგემართა? იკითხა ანიმ დუმილის შემდეგ.
- ჩემმმათვალებმა არ დაგინახოს! წადი.
-უკაცრავად? შენ ვინმეში ხომ არ გეშლები?
- წაეთრიე. დაუღრიალა ალექსანდრემ,ისე რომ ანი შიშისაგან შეხტა.
- არარაობა. ჩაილაპარაკა ანიმ და უკან გაბრუნდა. ალექსანდრე მალევე ჩაჯდა მანქანაში და გაცეცხლებული წავიდა.
-ამას თავი ვინ გონია? რა უფლებით მიყვირის! გიჟი, ნერვები აქვს დასაწყნარებელი, გამოთაყვანებული, ეს როგორ გამიბედა. ყვიროდა გამწარებული ანი და სახლში აქეთ-იქით დადიოდა.
..............ალექსანდრე......…........
ალექსანდრე გაცეცხლებული შევარდა სახლში, მაცივარი გამოაღო, ლუდი გამოიღო და სავარძელში ჩაჯდა.
- ოე შე*ემა რა გჭირს?
აკექსანდრე ხმას არ იღებდა. ბიჭები კითხვებს აყრიდნენ, მაგრამ ალექსანდრე პასუხს არ სცემდა. ბოლოს წამოდგა:
- გამაგიჟებს ეს გოგო, ჭკუიდან მშლის, ვერ ვაზროვნებ რომ ვუყურებ, მინდა რომ ჩემი იყოს,მაგრამ სულ გამირბის. არარაობა ვარ მისთვის, ვერ მიტანს.
- ოე შე*ემა რო დადიხარ მერე ესეთი გამოშტერებული და რო უყვირი და აშინებ მაგ გოგოს, მიდი და უთხარი რასაც გრძნობ, გაინძერი, რამე ქენი.
-არ დამიჯერებს. იყვირა ალექსანდრემ და ბოთლი კედელს შეახეთქა.
-ოჰოო ალექსანდრე დაწყნარდი ახლა, მოდი კლუბში წავიდეთ და დაწყნარდები.
-არ მინდა ეს კლუბი.
ბევრი ხვერწნის შემდეგ ალექსანდრე ძლივს წაიყვანეს კლუბში. ბიჭები მაგრად გამოთვრნენ, ალექსანდრემ ცოტა დალია და გოგოებიც დააბა.
....................................................................................
- ანნ გოგო კლუბში მივდივართ, ჩვენი წარმატება უნდა ავღნიშნოთ, შენმა დადგმულმა ცეკვამ წინ წაგვწია და გვინდა შენც წამოხვიდე.
- ნუციი მიხარია თქვენი წარმატრბა,მაგრამ არ შემიძლია წამოსვლა.
-აუ კაი რა მიდი გთხოვ გოგოები ვართ და გელოდებით, ძაან გთხოვ არ გვაწყენინო.
ანიმ წინააღმდეგობა აღარ გაუწია და დასთანხმდა.
-კაი მაქსიმუმ ერთ საათში მანდ ვარ.
ანი წამოდგა, ლამაზი და გამომწვევი კაბა ჩაიცვა, თმა გაიშალა, მაღლები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
-პრონციპში ალექსანდრეს გამო რატომ უნდა ვიგრუზებოდე? ფიქრობდა ანი თავისთვის. ანი კლუბში მივიდა, გოგოებთან ერთად კარგად გაერთო, ბევრი იცეკვა. გოგოებმა ბოლოს დადგმული ცეკვა იცეკვეს, რომლითაც ყველას ყურადღება მიიქციეს.
- ამას აქ რა უნდა. თქვა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.
-ვინაა ბიჭო?
-აანიი, ძლივს ამოღერღა ალექსანდრემ.
-ნახე ბიჭო რა მაგრად ცეკვავს. თქვა დათამ.
ალექსანდრე უფრო გაბრაზდა, ანის თავისი ხელით დაახრჩობდა.
გოგოებმა ცეკვა დაამთავრეს, დარბაზი შეძახილებით აივსო. გოგოები მაგიდასთან დაბრუნდნენ. ანიმ მაგიდასთან ალექსანდრე შეამჩნია, რომელიც გოგოს ეკურკულებოდა, თან ანისკენ იყურებოდა. ანი აღელდა, ვისკი დალია და გამწარებული მაგიდიდან ადგა, პირველივე სიმპატიურ ბიჭთან დაიწყო ცეკვა. ანი გამომწვევად ცეკვავდა, უცხო ბიჭი კი მის შიშვლე ზურგზე ათამაშებდა ხელებს. ალეწსანდრე უფრო მეტად მწარდებოდა, ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო, ანისთან მივიდა, ხელი მკლავში მაგრად ჩაავლო და გარეთ გაათრია.
-გოგო შენ მგონი საერთოდ დაკარგე აზროვნების უნარი! უღრიალა ბოლო ხმაზე.
-ალექსანდრე მომისმინე, ხმას ჩაუწიე და იცოდე ვის ელაპარაკები, რა უფლებით მიყვირი? შენ მე ვონ გგონივარ?
- გოგო რა ნუ გიყვირი? სხვებთან რატო ცეკვავ ესე გამომწვევად!
-შენი რა საქმეა მე ვისთან როგორ ვიცეკვებ? შენ მგონი გაუბერე.
-ხო გავუბერე შენ გამაფრენინე. იღრიალა ალექსანდრემ და ანის ხელი გაუშვა, ინანა რომ წამოსცდა. ანი გაფითრდა და ერთ ადგილზე გაშეშდა ხომ არ მომესმაო ფიქრობდა, ალექსანდრემ კი სიარული დაიწყო. ბოლოს ანი გონს მოეგო და უკან შესვლა დააპირა,მაგრამ ალექსანდრემ ის ხელში აიტაცა და მანქანისკენ გააქანა.
-ჩამომსვი იდიოტი, ყვიროდა ანი. დამსვი მეთქი.
ანი ჩხუბს აგრძელებდა,მაგრამ ალექსანდრემ ის მანქანაში ჩატენა, საჭეს მიუჯდა და მანქანა სწრაფად დაძრა.
- ამჯერად ვეღარსად გამექცევი.
-სად მიგყავარ? იკითხა შეშინებულმა ანიმ.
- ეგ შენი საქმე არაა.
ანის რაღაც უნდა მოეფიქრებინა, ალექსანდრე შეშლიკს გავდა, რაც ანის ძალიან აშინედბდა.
-გააჩერე. გაუმეორა რამდენჯერმე,მაგრამ ალექსანდრე ყურადღებას არ აქცევდა.
-გააჩერე,თორემ გეფიცები გადავხტები. ანიმ ხელი მანქანის გასაღებად წაიღო. კინაღამ სიცილი აუტყდა თავის მსახიობობაზე. ალექსანდრეს შეეშინდა,რამე არ აუტეხოს თავსო და მანქანა გააჩერა.
- არ წახვიდე.ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. ანიმ კარები გააღო და მანქანიდან გადავიდა, ალექსანდრეც მას გაჰყვა.
- ანი ახლა თუ გაიქცევი ყველაფერი დამთავრდება.
-რა ყველაფერი? რამე იყო საერთოდ?
-შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?
-წესიერად მელაპარაკე ალექსანდრე.
-მეტი წესიერად რა გელაპარაკო გოგო? რას ვერ ხვდები ანა რას? მიყვარხარ. იყვირა ალექსანდრემ და ანის ტუჩებს დააცხრა. ანი ამ ყველაფერს ვერ იჯერებდა ნუთუ ეს მართლა უთხრა? თუ მოესმა? როგორც იქნა სურვილი აუხდა,მაგრამ მას ალექსანდრესი არ სჯეროდა, არ ენდობოდა. ხელი კრა და აცრემლებულმა უყვირა:
-მატყუებ,მატყუებ, ახლაც მატყუებ, არ მჯერა შენი სიტყვების, ანი მიტრიალდა და გზას ტირილით გაუყვა.
- ანი ახლა არ დამტოვო, არ გაიქცე, არ მიმატოვო.
ანი ტირილს უმატებდა,კანკალებდა, უკან მიბრუნება უნდოდა,მაგრამ ალექსადრესი არ სჯეროდა.
-ბედისწერას მაინც ვერ გაექცევი. უყვირა ალექსანდრემ, ანი გაშეშდა ეს სიტყვები რომ გაიგო.
-წადი რატომ აღარ მიდიხარ? უღრიალა ალექსანდრემ. ანი შემობრუნდა და მოთმინება დაკარგულმა უყვირა:
- ეს დაწყევლილი სიტყვები, ვერ ვიტან, ვერ გიტან. რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? რატო დამირეკე? რას ნიშნავს ეს შენი იდიოტური სიტყვები! ყელში ამოხვედი უკვე.
ალექსანდრე ანისთან მივიდა და წინ დაუდგა.
- შემიყვარდი და ეს ყველაფერი ამიტომ გავაკეთე, ჭკუაზე შემშალე, გამომაშტერე, შემიყვარდი სიგიჟემდე და გადავწყვიტე რომ ჩემი გამხდარიყავი, მაგრამ შენ სულ გარბიხარ, მიდი ახლაც წადი, დამტოვე რას ელოდები?
ანი მას თვალებში უყურებდა და ტიროდა, არეუკი იყო ვერ ხვდებოდა დაეჯერებინა თუ არა. ბოლოს მიბრუნდა, ცენტრალურ გზაზე გავიდა და ტაქსში ჩაჯდა. ალექსანდრე კი გამწარებული დაბრუნდა სახლში, ოთახში შევიდა და კარგად გამოთვრა.
ანი განადგურებული იყო. რა უნდა ეფიქრა? ალექსანდრე მას არ ატყუებდა, ეს იცოდა, მაგრამ, მაინც არ ენდობოდა. ოთახში შეიკეტა და ტიროდა, ბოლოს ძალაგამოცლილს ჩაეძინა. გერმანიაში სამ დღეში მიფრინავდა, ახლ სამუდამოდ დატოვებდა ალექსანდრეს, ყველაფერი დამთავრდებოდა, თავისი გაქცევებით ალექსანდრეე სამუდამოდ დაკარგა.
ალექსანდრე არ გამოჩენილა, მთელ დღეს ოთახში ატარებდა, ფიქრობდა ანი როგორ დაერწმუნებინა,ისიც დაავიწყდა, რომ ანი მალე მიემგზავრებოდა.
გავიდა სამი დღე და გამგზავრების დროც მოახლოვდა. აეროპორტში ყველა შეიკრიბა, მარიც ჩამოვიდა სპეციალურად ანის გასაცილებლად, ბიჭებიც მოვიდნენ.
-ანი იცოდე დამირეკე, სკაიპით მელაოარაკე ხშირად, კარგად ჭამე და თბილად ჩაიცვი. ეუბნებოდა მომტირალი დედა.
- კაი დე კარებს არავის გავუღებ და გაზს არ ავანთებ. უთხრა ანიმ სიცილით.
- სულ როგორ ხუმრობ? გამოელაპარაკა თოკო.
-ეე შენ რაღა გინდა.
-იცოდე ჭკვიანად იყავი, ისე ნუ გააკეთებ რომ ჩამოსვლა დამჭირდეს.
-არა რა არასათანადოდ მაფასებთ რაა. თქვა ანიმ ბუზღუნით. იყო ერთი ჩახუტება, ტირილი.
-წავედი ახლა სანამ გამასწრო თვითმფრინავმა,ანი ბოლოჯერ ჩაეხუტა ყველად და წავიდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, გრძნობდა რომ ალექსანდრე ახლოს იყო, მარამ ვერ ხედავდა, როგორ უჭირდა მისი მიტოვება. თვითმფრინავი აფრინდა, ანი მთელი გზა აექსანდრეზე ფიქრობდა:
-გთხოვ არ მიმატოვო, გთხოვ მე ხომ ბედისწერას ვერსად გავექცევი. იმეორებდა გულში. ანი გერმანიაში ჩავიდა და დაბინავდა. მეორე დღიდან დაიწყო "გერმანული ცხოვრება" დილით დარბოდა, შემდეგ კოლეჯში მიდიოდა, ქალაქს ათვალიერებდა და მეგობრებთან ერთად გასართობად დადიოდა. თითქოს ბედნიერი იყო, ღიმილს არ იშორებდა, მაგრამ ალექსანდრე ენატრებოდა და ეს მონატრება მას კლავდა, აუძლურებდა.
შაბათი იყო.ანი სახლში იყო და ფილმს უყურებდა, მაგრამ რაღაც გრძნობა არ ასვენებდა, გული ვერაფრით დაიწყნარა, წამლებიც დალია, მაგრამ არაფერმა უშველა, გული უფრო და უფრო სწრაფად ცემდა. კარებზე კაკუნი გაისმა. ანი წამოდგა, კარი გააღო და გაშეშდა. ალექსანდრე, ეს ხომ ალექსანდრე იდგა, მის წინ ხომ ის იდგა, ის ხომ ჩამოვიდა, მოაკითხა, არ მიატოვა. ანი თვალებს არ უჯერებდა, უბედნიერესი იყო. დაიბნა. ალექსანდრე მას თვალს არ აშორებდა. ბოლკს სახლში შევიდა და ანის ჩაეხუტა.
-როგორ მომენატრე, ჩემო ფერია, ჩემო ანგელოზო, როგორ მომენატრე, ხომ ვერ წარმოიდგენ. ეუბნებოდა ალექსანდრე. ანიმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ალექსანდრე გასწორდა და ლაპარაკი დაიწყო:
- მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. რამდენჯერ გამექეცი, რამდენჯერ.. ცეკვის დროს, მეორე დღეს სასტუმროში, წიგნის საღამოზე, ჩემთან სტუმრობის დროს, აგარაკზე... სულ მირბოდი, სულ მტოვებდი.ალბად ფიქრობდი, რომ საშინელი ადამიანი ვიყავი ისე გექცეოდი,მაგრამ შენი საქციელები მაგიჟებდა. მაგრამ შენ მთავარი არ იცი, ქვეყნის დასალიერში რომ გაიქცე, მაინც მოგაგნებ, ყველგან მოგაგნებ, მილიონჯერ რომ გამექცე, მაინც მოგაგნებ, იცი რატომ? იმიტომ რომ ბედისწერას ვერსად გაექცევი, შენ ჩემი ბედისწერა ხარ და ვერსად გამექცევი. ალექსანდრე ლაპარაკს აგრძელებდა,მაგრამ ანის არაფერი ესმოდა, ბედნიერებისგან თავბრუ ეხვეოდა, ნუთუ ეს სიმართლე იყო? ყველაფერი არარეალური ეგონა.
-მოკეტე. დაუყვირა ანიმ. ალექსანდრე გაჩუმდა.ანი ხმას არ იღებდა.
-მიყვარხარ! თქვა ბოლოს ანიმ და ალექსანდრეს ტუჩებს დაეპარონა.
იცოდეთ, რომ ბედისწერას ვერსად გაექცევით. შეიძლება ცხოვრებაში ათასჯერ "გიყვარდეთ", ვიღაცაზე დაქორწინება გადაწყვიტოთ,მაგრამ მოხდეს რაღაც და დაშორდეთ, შემდეგ კი ის ერთადერთი გამოჩნდეს- ბედისწერა. ყველას ჰყავს თავისი მეორე ნახევარი, ყველას ჰყავს თავისი ბედი, რომელიც მის ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება.
.......….................................................…..................................
ესეც დასასრული, ბოდიში რომ აქამდე ვერ მოვახერხე ატვირთვა. იმედია მოგეწონათ.



№1 სტუმარი parker

მომეწონა და თან როგორ ძალიან მაგარი ხარ დასასრულიც მაგარი იყო.ველოდები Aენგან ახალ მაგარ ისტორიებს. ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გამიხარდა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი იყო თბილი დასასარულიც მომეწონა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent