"განშორების სევდიანი ფერი"(8)
ბაკურიანიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 დღე გავიდა.სალო და თეკლა მეგობართან იყვნენ რათა ახალი ამბები დაწვრილებით გაეგოთ. -აბა,მეგობარო,გისმენთ,ყველაფერი დაწვრილებით მოყევი!თქვენი სურათებით ინტერნეტი გადავსებულია,ვიდეოც დევს(თეკლა) -მართალია,დამი ძალიან რომანტიკულია,ყველაფერი საოცარი იყო.ყველას გამოუცხადა,რომ ვუყვარვარ...ეს მაჩუქა,ძალიან ლამაზია(მია)-მედალიონი აჩვენა და აღფრთოვანებული იყო. -დამიანმა დაგიმტკიცა,რომ უყვარხარ(სალო) -ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ(მია)-გოგოები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. -დაბადების დღეზე რას აპირებ?(თეკლა) -არ ვიცი,ჯერ არ მომიფიქრებია(მია)....... მალე დამის შეხვდა პარკში. -პრინცესა,დაბადების დღეზე რა გაგიხარდება?(დამი)-მიამ ხელი ჩასჭიდა. -ხომ გითხარი,ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერება შენ ხარ(მია) -ჩემი სიხარული და სიყვარული ხარ..-გოგო ძლიერ მიიკრო გულში.-კარგი,მაშინ თვითონ მოვიფიქრებ რა გაჩუქო(დამი)-მიას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ დამიმ აკოცა და არც ის ყოფილა წინააღმდეგი.... მიასთან სახლში მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდებოდა,ნონამ მობილურზე საუბარს მოუხშირა. -ლუკა,ხომ გითხარი,რომ ჯერ ვერ გნახავ,დიტო სახლშია(ნონა)-დიტომ გაიგო,მაგრამ ხმა არ ამოუღია ჩუმად უსმენდა. -ის ჩემი შვილია!არ ვაპირებ,რომ სანდრო მანდ გაიზარდოს!(ლუკა)-გაცეცხლებული ლაპარაკობდა,უფრო სწორედ ყვიროდა,ისე,რომ ხმა ისმოდა. -მართალია,შენი შვილია,მაგრამ ჯერ არა..მიას ვჭირდები,ოჯახს ვერ დავანგრევ(ნონა)-დიტოს ამის გაგონებაზე გონება დაებინდა,ცოლს მობილური გამოართვა და გაუთიშა. -ვის ელაპარაკებოდი!?(დიტო) -მე...მე...(ნონა) -მიპასუხე!ვინ,ვისი შვილია!?რას ნიშნავს ოჯახს ვერ დაანგრევ?მია რა შუაშია!?(დიტო)-კაცს ყველაფერი თავში ერეოდა,ათასი აზრი მოსდიოდა,მაგრამ ცოლის პასუხს ელოდებოდა. -დაწყნარდი,ისეთი არაფერი(ნონა) -რას ნიშნავს დავწყნარდე,ჩემს შვილებს რაში რევ!?ჯანდაბა,მიპასუხე!!(დიტო)-ქალი მაინც არაფერს ამბობდა,გაჩუმებული იყო,რადგან სათქმელი არ ჰქონდა!დიტომ ცოლს მობილური წაართვა და პირველივე ნომერზე დარეკა,ხმის ამოღება ვერ მოასწრო,რადგან ლუკა ლაპარაკობდა. -ნონა,მისმინე!არ მაინტერესებს რა ხდება.სანდრო ჩემი შვილია და ჩემთან უნდა იყოს!შენ და მას წაგიყვანთ!(ლუკა)-დიტომ ვეღარაფერი თქვა,მობილური დაუვარდა,თვალებიდან "ნაპერწკლებს"ყრიდა. -რას ამბობს ეს კაცი!?რაც თქვა სიმართლეა!?-ქალი კვლავ არაფერს ამბობდა.-ხვალ დილითვე წავალთ!იცოდე არ გაპატიებ,მოგკლავ!(დიტო)-კაცი გარეთ გავიდა,ნონა კი ტიროდა...მიას სანდრო შეეგება. -დაიკო,დაიკო.იცი?დედა ოთახში ტირის(სანდრო) -რატომ პატარა?(მია) -არ ვიცი..(სანდრო) -წადი ითამაშე,მე დედასთან შევალ..-პატარა ძამიკოს ლოყაზე აკოცა და ნონასთან შევიდა.-დედა,რა გჭირრს?(მია) -არაფერი შვილო(ნონა)-ცრემლები შეიმშრალა და შვილს ჩაეხუტა. მთელი ღამე არ სძინებია... დილით მია საუზმეს ამზადებდა,როდესაც ნონა გავიდა მასთან. -შვილო,სანდრო წაიყვანე ბაღსში ან მთელი დღე გყავდეს(ნონა)-დიტო ოთახში შემოვიდა და ნონა წაიყვანა. მთელი გზა არ იღებდნენ ხმას. -მისმინე,მარტო მიხვალ და დაელაპარაკები!იცოდე არაფერი მომატყუო(დიტო)-ქალი დათანხმდა და მანქანიდან გადავიდა.დიტო უკან გაყვა,მაგრამ ოდნავ მოშორებით დადგა ხესთან -ჩემი შვილი სად არის!?სანდრო რატომ არ მოიყვანე?(ლუკა) -ლუკა,მომისმინე..(ნონა)-დიტომ გააჩერა,ამის გაგონებაზე უფრო გაბრაზდა. -სანდრო მართლა შნი შვილია!?რას ამბობ(დიტო) -მართალია!სანდრო ჩემი შვილია!ის ჩემი სისხლი და ხორცია!(ლუკა)-დიტო ცოლისაკენ მიტრიალდა,თვალებით ეკითხებოდა მართალი იყო,თუ,არა.. -მართალია,სანდრრო,ლუკას შვილია!(ნონა)-კაცს თავ-ზარი დაეცა ,ბედნიერი ოჯახი წამებში დაენგრა,ყველაფერი რისიც სჯეროდა ტყუილი იყო. -ის ჩემი გაზრდილია!(დიტო) -შეიძლება,მაგრამ მისი ბიოლოგიური მამა,მე ვარ!ჩემს შვილს,შენგან წავიყვან!(ლუკა) -ახლა,როცა გაიზარდა?იცის,რომ მამამისი მე ვარ,როგორ უნდა ვუთხრა,რომ...(დიტო)-სიტყვა გაუწყდა. -გეყოფათ!!(ნონა)-ორივეს დაუყვირა და ცრელმლები წასკდა. -გვეყოფა!?რა გააკეთე?ქმარს და შვილებს უღალატე!ჩვენ სამივეს დაუნდობლად მოგვექეცი!რას ფიქრობდი!?(დიტო) -ნონას თავი დაანებე...(ლუკა) -შენ ხმას ნუ იღებ!-დიტო ცოლს მიუბრუნდა.-ყველას გვიღალატე!მიას ეს როგორ უნდა უთხრა!სანდროს რა მოელის,გიფიქრია!?უსინდისო ხაარ!(დიტო)-კაცი გაბრუნდა,ტირილით მიდიოდა,საშინელ ტკივილს გრძნობდა,მანქანაში იჯდა და უმისამართოთ მიდიოდა. -კმაყოფილი ხარ?ახლა რა ვქნა?(ნონა) -არ მაინტერესებს!შენც და სანდროც ჩემთან იქნებით!(ლუკა) -აღარ დამირეკო!(ნონა)-ნონა წამოვიდა.. მიას ძამიკო გასართობ პარკში ყავდა,დამისთან ერთად. -მართალია,გუშინ გნახე,მაგრამ უკვე ძალიან მომენატრე..-მიას აკოცა.-რამეზე ღელავ?(დამი)-შენიშნა,რომ მია აფორიაქებული იყო. -სახლში რაღაც პრობლემებია,დედაჩემი და მამამაჩემი...მეშინია,რომ არაფერი მოხდეს(მია)-დამიმ ძლიერად ჩასჭიდა ხელი. -არაფერი მოხდება,ნუ გეშინია..-სანდრო მათთან მივიდა და დამიმ კალთაში ჩაისვა.-პატარა მეგობარო,იცი მე ვინ ვარ?(დამი)-სანდრომ საყვარლად ჩაიცინა. -ჩემი დაიკოს შეყვარებული(სანდრო). -მართალია,ასევე შენი მომავალი სიძე(დამი)-მიამ ხელი მოკრა,სანდრომ კი სიცილი დაიწყო. -დამიან,გაჩერდი(მია)-დამიმ ყურიც არ ათხოვა,ისევ სანდროს მიბრუნდა. -ოღონდ არავის უთხრა,ეს ჩვენი საიდუმლო იქნება(დამი) -კარგი(სანდრო)-ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. საღამოს სახლში დაბრუნდნენ,დამი დაემშვიდობა,ვნებიანად აკოცა და წავიდა. ნონა ოთახში იყო და ტიროდა. -დედა,რა ხდება?მამა სად არის?(მია) -არ ვიცი(ნონა) -დილით ხომ ერთად წახვედით?(მია) -მია,გთხოვ დამტოვე(ნონა)-გოგო ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა. ძმას აჭამა და ცოტა ხანში დააძინა,თუმცა თვითონ ძილი არ ეკარებოდა. დილით ძამიკო ასაუზმა. -დაიკო,დედა და მამა სად არიან?(სანდრო) -დედას სძინავს,მამა კი სამსახურია(მია)-ძამიკოს თბილად უცინოდა,არ იმჩნევდა,რომ ღელავდა. ბაღში მიიყვანა თვითონ კი სეირნობდა,მამაზე ღელავდა,რადგან არ იცოდა სად იყო..... საღამოს ნონას დაურეკეს. -დიახ?(ნონა) -გამარჯობათ,მე ექიმი "ბექა" ვარ.თქვენი ქმარი დიტო საავადმყოფოში მოიყვანეს,სასწრაფოდ მოდით(ბექა)-ქაალმა ცივად გათიშა,საწოლზე გაუნძრევლად იჯდა. -დედა,ვინ იყო?(მია) -მამაშენი საავადმყოფოშია.უნდა წავიდეთ(ნონა) -სალოს დავურეკავ და სანდროსთან დარჩება(მია)-მეგობარს დაურეკა და ყველაფერი უთხრა,სალოც მალევე მასთან გაჩნდა. საავადმყოფოში მისვლის თანავე ექიმი ნახეს. -ექიმო,რა ხდება,მამაჩემი როგორ არის?(მია) -ბატონი დიტო,ავარიაში მოყვა.მძიმედ არ არის,მაგრამ ხელი აქვს მოტეხილი და ნეკნები დამტვრეული..ამ ღამეს აქ დარჩება,ხვალ გავწერთ(ბექა)-პალატაში შესვლისას კაცი გონს იყო. -დიტო,როგორ ხარ?(ნონა)-კაცმა არ მიიკარა,ხელის აწევით გააჩერა. -მამა,კარგად ხარ?(მია)-მამას ჩაეხუტა. -საყვარელო,ცოტა ხანს დაგვტოვე?(დიტო)-მიაც გავიდა. -დიტო,მაპატიე,არ მინდოდა..მე...(ნონა) -გეყოფა,არას არ გაპატიებ!მოღალატე ხარ,მარტო მე კი არა,ყველას გვიღალატე!ახლა ყველაზე მეტად სანდროზე ვღელავ!ის ჩემი შვილია,მე გავზარდე,მისთვის ვიბრძოლებ(დიტო)-მისი ტონი უკვე მუქარაში გადადიოდა. -არ მინდა,რომ სანდრომ გაიგოს(ნონა) -წადი,ჩემთან მია დარჩება(დიტო)-გოგო მამასთან დარჩა.. -მამა,რა ხდება მითხარი გთხოვ?(მია) -ისეთი არაფერი,ნუ ღელავ(დიტო) -კაფე-ტერიაში ჩავალ,რამეს გიყიდი და ამოვალ(მია)-მამას ლოყაზე აკოცა და გავიდა. მალე დამიმ დაურეკა. -მია,საყვარელო,როგორ ხარ?დიტო ძია როგორ არის?(დამი) -კარგად,საყვარელო.ამ ღამით აქ ტოვებენ მასთან მე ვრჩები(მია) -თუ გინდა მოვალ(დამი) -არა,დამი.ხვალ გნახავ,მიყვარხარ(მია) -მეც მიყვარხარ,ჩემო პრინცესა.იცოდე არ ინერვიულო და დაისვენე(დამი)-მზრუნველი ხმით უთხრა.მიას უფრო წამოუვიდა ცრემლები,მაგრამ არ შეიმჩნია,რადგან იცოდა,რომ დამი მაშინვე მასთან გაჩნდებოდა,მას კი ახლა მარტო ყოფნა უფრო უნდოდა მამასთან ერთად... მთელი ღამე არ სძინებია,ფიქრობდაა თუ რატომ იყო,მამამისი ასეთ მდგომარეობაში..გაიგო,თუ ,არა,რომ სანდრო მისი შვილი არ არის?ეჭვები ღრღნიდა,მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად იცოდა,თუ დიტო ამას გაიგებდა,ყველაფერი გართულდებოდა.......... ------ მეგობრებო,მაინტერესებს მოგწონთ მვლენების განვითარება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.