შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “10“


12-02-2016, 23:21
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 490

-მადლობ,-ჩურჩულით მიუგო კოსტამ და თვალები დახუჭა.მარიტა ხმას არ იღებდა,მიუხედავად იმისა რომ შუაღამემდე ელოდებოდა,დაღლილობისგანაც ვერ იძინებდა.გაახელდა თვალებს დახუჭავდა,ასე გასტანა,თითქმის ერთი საათი.კოსტას უკვე ღრმად ეძინა,ამით ისარგებლა მან, ფრთხილად წამოდგა და პლედის მოსატანად ფეხშიშველი გავიდა საძინებელში,პლედი აიღო ტანზე შემოიხვია და ისე წაიღო.კოსტა ღრმად სუნთქავდა,თითქოს მის თავს ცუდი რამ ტრიალებდა.მარიტა აფარებდა,როცა შეშინებული წამოხტა და გული გაუხეთქა,ქალს კანკალი დააწყებინა.
-რა მოგივიდა?-ჰკითხა და ხელები გულზე მიიბჯინა,საშინლად უცემდა.კოსტამ ხელები თავზე გადაისვა და თმას ჩაბღუჯა,ძლიერად ხუჭავდა თვალებს და შემდეგ ფართოდ ახელდა,-მეტყვი რა ხდება?-ჩამოშვებულ მკლავში ჩაავლო ხელი,-ხმა ამოიღე,ადამიანო,მეშინია,-სასოწარკვეთილმა მიუგო
-უნდა დავრეკო,-ხელი გააშვებინა და მაგიდიდან ტელეფონი აიღო,-მამაჩემია ცუდად
-სიზმარში ნახე რამე და მაგის შეგეშინდა?-მარიტამ სიცილი ვერ შეიკავა და სახეზე აიფარა ხელები,-კარგი რა,სიზმრის გჯერა?-კოსტა მას არც უგდებდა ყურს,საჩქაროდ კრეფდა ზვიადის ნომერს და ყურზე მიბჯენილ ტელეფონში გაბმულ ზარს უსმენდა,-არ გპასუხობს?-ჰკითხა მარიტამ,-ალბათ,სძინავს,დამშვიდდი,წავალ წყალს მოგიტან,-სამზარეულოში გავიდა და წყლით სავსე ჭიქა გამოუტანა კოსტას,-გამომართვი,-კანკალს ატანილ მამაკაცს გაუწოდა ჭიქა,მაგრამ კოსტას ზედაც არ შეუხედავს,მთელი ძალით ჩაებღუჯა ტელეფონი,-გამომართვი,-გაუმეორა მარიტამ და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა,-დალიე და დაიძინე,-მიუგო და მის პირდაპირ სავარძელში ჩაესვენა.
-ტელეფონი დამიბრუნე,-ხმამაღლა სთხოვა კოსტამ,-შენ მაინც არ გამაღიზიანო,-მიუახლოვდა მარიტას.
-მაკრინეს დავურეკავ და მას ვკითხავ,დაგამშვიდებს?-ახედა სასოწარკვეთილს და ფერდაკარგულს
-კარგი,ხოლოდ სწრაფად,-უთხრა და თავადაც ჩამოჯდა.
***
-ბებო,ხომ ყველაფერი რიგზეა?-ჰკითა მარიტამ.მაკრინე უჩვეულოდ დუმდა
-ახლა ვაპირებდით დარეკვას,ძალიან გთხოვ კოსტას ჯერ ნუ ეტყვი,ჩაიცვი და გამოდი,-ტელეფონში ბიძამისის ხმა გაიგონა
-გოგა შენ ხარ?-ჰკითხა მან
-ხო,-უპასუხა მამაკაცმა,-ჩემო ქალბატონო,ბიძა გენაცვალოს,ნახევარ საათში მოვალ და ჩამოდი,ისე რომ კოსტამ არ გაიგოს
-ღვიძავს და როგორ გამოვიპარო?-ჩურჩულით ჰკითხა მან და თან მოშორებით,კედელს მიყრდნობილ კოსტას გახედა.
-როცა დაეძინება გამოდი,-უთხრა გოგამ და გაუთიშა.მარიტა აღელვებული წამოდგა და კოსტას მიუახლოვდა,-არაფერიაო აქ,-მიუგო,-შეგიძლია,მშვიდად დაწვე და დაიძინო,-აღელვებისგან გულიც აუჩქარდა და დაიძაბა.
-რატომ ვნახე სიზმარში?-ლუღლუღით ჰკითხა კოსტამ
-სიზმარში ბევრ რამეს ვნახულობთ,მაგრამ არ ნიშნავს რომ რეალურად ხდება,სიზმარი სიზმარია,-ხელები მოკიდა სახეზე და თვალებში ჩააცქერდა,-დასვენება გჭირდება,გადაღლილი ხარ
-ჩამეხუტე,-აღმოხდა მამაკაცს და მარჯვენა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა.მარიტა არც დაფიქრებულა,წელზე ძლიერად შემოხვია ხელები და ჩაეხუტა,-მიყვარხარ,-ბაგეები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა,-თუკი რამე მოხდება არ დამიმალო,-მის ნათქვამზე მარიტა შეკრთა.ბიძამისის თხოვნა გაახსენდა და ხელები უღონოდ ჩამოყარა,-რატომ გამიშვი?-ნაწყენი ხმით ჰკითხა კოსტამ
-წამოდი,-ხელი მოჰკიდა მარიტამ,-საწოლში დაწექი,დივანზე როდემდე იწვები,-კოსტას მისი მზრუნველობა ძალიან სიამოვნებდა და გაბადრული სახით მიჰყვებოდა საძინებელში
-შენც ხომ დაწვები?-ჰკითხა,როცა საწოლზე გაწვა და საბანი ამოიგო,-ხელს არ გახლებ,უბრალოდ დაწექი,-შეეხვეწა იგი
-დავწვები,-უთხრა და დანაპირები იმწამსვე შეასრულა.საწოლში შეწვა და საბანში გაეხვია,-აქ ვარ,შენ დაიძინე
-დავიჯერო,მართლა არ გიყვარვარ?-მარიტას გულისცემა უფრო გაუხშირდა და სახე აეწვა,მუცელში ისეთმა ტალღებმა დაუარეს,ლამის წამოხტა,-ჩემს გვერდით უხმოდ წვები და ამბობ რომ არ გიყვარვარ,-მისკენ გადმობრუნდა კოსტა და ხელი ლოყაზე მიადო,-რა ცხელი ხარ,-უცებ გამოსწია,-ხელი დამეწვა,-სიცილით თქვა და კიდევ მიადო
-მორჩი მაიმუნობას და დაიძინე!
-დედაჩემივით ხარ
-რა?
-რა კიარა,დედაჩემივით ხარ-მეთქი,არასოდეს მეუბნებოდა რომ ვუყვარდი,მაგრამ დილაობით საუზმეს მახვედრებდა,გარეთ გასვლისას ჩუმად ბუტბუტით მლოცავდა და მთელი ღამე მელოდებოდა.მე მის სითბოს ყოველთვის ვგრძნობდი,თუმცა რატომ არ მეუბნებოდა რომ ვუყვარდი,დღემდე არ ვიცი
-იქნებ ადამიანებს ეშინიათ
-რისი?
-მაგ სიტყვის ხშირად გამოყენების
-რატომ?
-სიტყვებიც ხომ ცვდება
-რა სულელი ხარ,შენ ერთხელაც არ დაგცდენია რომ გიყვარვარ და რა გაცვდება
-მიყვარხარ
-რა?
-ჰო
-რა ჰო?
-მიყვარხარ-მეთქი
-რაღაც ვერ გავიგე,აბა კიდევ
-რა ვერ გაიგე,მიყვარხარ
-ახლა რა უნდა ვქნა?-საწოლზე წამოჯდა გაბრუებული,-წამოვხტე და ხტუნვა დავიწყო?-გაეცინა,-ცოტა კარგი მომენტი ვერ შეარჩიე,გული გამისკდა
-დაიძინებ?
-შენ მე მითხარი რომ გიყვარვარ და რა დამაძინებს
-არ მაინტერესებს
-ახლა შემიძლია თავისუფლად გაკოცო?-მიიხუტა ზურგით.თმები გადაუწია და კისრის მალებზე აკოცა.მარიტას გააჟრჟოლა და ტუჩები აუთრთოლდა,-თურმე დამვიწყია
-რა?-დაბნეულმა ჰკითხა
-შენი სურნელი,აქედან იწყება და მერე იცი სად მიდის?-ხელი ზემოდან ჩაუცურა მაისურში და ხერხემალზე დაუსვა,-აქ,-თითები მიაბჯინა ზედ
-გაჩერდი,-ხმის კანკალით სთხოვა მარიტამ
-რატომ,არ გინდა?-გაიკვირვა კოსტამ,თუმცა ხელი არ უშვია,პირიქით მისი ხერხემლის მალების თვლას შეუდგა
-სულ ნუ გადაირევი,-ჩურჩულით თქვა ქალმა
-ნუ კრთები!
-ნუ მეხები მაშინ,-ორივეს გაეცინა
-ვცდილობ,-თითებით ნეკნებისკენ გააცურა და მოუღუტუნა,მაგრამ მარიტას რეაქცია არ ჰქონია,მერე მუცლისკენ ჩაასრიალა და იგრძნო,როგორ მოუჭირა ხელებზე მარიტამ,-ჯობია დავიძინო,თორემ შენგან არაფერი გამოვა,-იმედგაცრუებულმა უშვა ხელები და პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა,საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.

თენდებოდა,ფრთხილად რომ წამოდგა საწოლიდან,ჩაიცვა და წავიდა.
-სად ხარ შვილო აქამდე?-ცოტა გამწყრალი იყო გოგა,-ლამის ჩამომეძინა მანქანაში
-რა მექნა ბიძაჩემო,არ დაიძინა,არ მეტყვი რა მოხდა?
-გეტყვი,ოღონდ არ აღელვდე
-რა არის ამისთანა?
-ზვიადს გულის შეტევა ჰქონდა
-რა?-წამოიყვირა მოულოდნელი ამბით შეშინებულმა,-ახლა როგორაა
-გვეუბნებიან რომ მდგომარეობა სტაბილურია,მაგრამ იმედს მაინც არ გვაძლევენ,არ ვიცით
-რას ნიშნავს იმედს არ გვაძლევენ?-ცრემლები ჩამოსცვივდა მარიტას
-დაწყნარდი,-ხელი მოხვია გოგამ,-ყველა ძალიან განვიცდით,მაკრინემ იცის კოსტას ემოციურობის ამბავი და შეეშინდა,თავს რამე არ აუტეხოს არ უთხრათო,ამიტომ გთხოვე შენ არ გეთქვა,თუმცა შენთვისაც არ გვინდოდა,მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა
-რას ქვია არ გინდოდათ,ის მამაჩემივითაა,უსაზღვროდ მიყვარს,არ მინდა რომ რამე დაემართოს
-არაფერი მოხდება!
-წამიყვანე მასთან,გთხოვ.

***
-გადარჩება?-ყვირის ექთანი
-გული ნელ-ნელა ნორმაში დგება,საშიშ ზონას ჩამოსცილდა,მადლობა ღმერთს,-ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა ხელის კანკალით ექიმმა
-მისი ოჯახის წევრები ძალიან არიან შეშინებული და რა ვუთხრა,როგორ დავაწყნარო?
-გადი და უთხარი რომ ყველაფერი რიგზეა და მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
-კარგით,-გავიდა ექთანი,რათა ეცნობებინა ექიმის დანაბარები.

***


პ.ს იმდენად გადავიღალე რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობ უკვე. გათიშული ვწერდი და არ ვიცი რა გამომივიდა.სასინლად ვარ.მაპატიეთ რა. მადლობა რომ კითხულობთ კიდევ. და მიტანთ.



№1  offline წევრი cancara

კაი კაი ნუ აგვიანებ რა ასე გაგრძელე

 


№2  offline მოდერი bibo

Es ra iyo chemo alubalo ha cicqna tavi ar meyo me gormucelas upro didi mindodaaa udidesii.au vgijdebi kostaze chemia marto su chemi i bichi biskviwi bichi ocneba.intrigano ra ess rampra damimtavre intrigit es tavi.chemi murbaa vgijdebi shenzee.mevashlatameb memarwyveb merafaeloeb mealublebi me shen saocreba xar saswauli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent