შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი მეკვლე (4)


13-02-2016, 11:39
ავტორი Nude
ნანახია 2 691

ნაწილი 4.
ძალიან ბუნებრივი ღიმილით ჩაეღიმა კაცს. ვერ გამოვხატავო, აღნიშნა ელენამ, მაგრამ ივა მაინც მიუხვდა გრნობებს. ჰმ, თუმცა, რა იქნებოდა, რომ ვერ მიმხვდარიყო. ეს ხომ შეუძლებელია.

– ჩვენთვის, ახალი ეტაპი დაიწყო. – მისი ხელები, თავის ხელებში მოიქცია ივამ და ონავ დაქაჩა.

– ვხვდები და ცოტა ვღელავ კიდეც. – სიმართლის დამალვა, არცერთი წამით არ უცდია. უკვე აღარ იყო საჭირო. აღარ.

– ღელავ? რატომ? – გაკვირვებულმა აზიდა წარბები ზევით.

– ამ ურთიერთობის განვითარებას და შემდეგ უკვე შენარჩუნებას, მგონი, ვერ შევძლებ. – თავი დამნაშავესავით ჩახარა დაბლა ხმა ჩამწყდარმა.

– რა სულელი ხარ. – თავი ღიმილით გადააქნია აქეთ–იქით. – თუ არ სცადე, ვცადეთ, არც გამოგივა და ვერც გაიგებ, თუ რამდენად ხარ ამ სიახლისთვის მზად. მგონია, რომ შენ ართულებ ყველაფერს და სინამდვილეში, ბევრად უფრო კარგი იქნება, ვიდრე შენ წარმოგიდგებია, უბრალოდ ახლა აბუქებ ამას.

– ალბათ, მაგრამ...

– არავითარი ალბათ და არავითარი მაგრამ. – შეაწყვეტინა ოდნავ მკაცრი ხმით. – თუ მივხვდებით ერთ დღეს, რომ ამ ურთიერთობამ დაგვღალა, დაგვამძიმა და ჩვენში უსამოვნო გრძნობები ჩამოაყალიბა, ტაიმ აუტს ავიღებთ. – სიცილით მიიხუტა მის სხეულზე. – ამით, ორივე სუფთები გამოვალთ შექმნილი სიტუაციიდან. თუმცა. თუმცა, სხვანაირადაც შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა. ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ, რადგან მომავალი ისეთი რამაა, ძალიან მალ–მალე რომ იცვლება. მისი ნდობა არ შეიძლება, უბრალოდ, ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენს გრძნობებს, აი, ამას კი შეგვიძლია ვენდოთ. – ეშმაკური ღიმილით დაიხარა მისკენ და ტუჩები, მის ლამაზ და საოცრად მადის აღმძვრელ ტუჩებზე მიაკრო.

– ვცადოთ, ვცადოთ. – ღიმილით აკოცა მამაკაცს ნიკაპზე და გულზე მიადო თავი.

– ელე, – ჭუჭყუნით შემობარბაცდა ოთახში ჯერ კიდევ ღითქმის მძინარი მაშო და როდესაც დეიდასთან უცნობი კაცი დალანდა, დაბნეულმა აახამხამა გრძელი წამწამები. – გამარჯობა. – მორიდებით შეხედა ივას და თავისი შიშველი ტანი, რომელზეც მხოლოდ ბარბებიანი საცვალი რომ ეცვა, სასწრაფოდ დაფარა ხელებით.

ორივეს ხმამაღლა გაეცინა მის ამ ბავშვურ ქცევაზე. ასევე სიცილით მივიდა ელენა ბავშვთან და საოცრად, უცნაურად დამორცხვილი აიყვანა ხელში.

– წამოდი, ახლა ჩავიცვათ და მერე გაგაცნობ ივას. – ღიმილით ანიშნა კაცზე და უკან მოუხედავად შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც ბავშვის ბარგი დაელაგებინა.

– რა ჩაგაცვა? – ჰკითხა ბავშვს და მასთან ერთად შეიჭყიტა ტანსაცმლის კარადაში.

– აი ეს! – მხრიარულად აათამაშა პატარა, ბუთქუნა ხელები ჰაერში მაშომ და საოცრად ლამაზი კაბისაკენ გაიშვირა ხელი.

– ჰმ, ივას უნდა გავეპრანჭოთ? – მაშკამ სიცილით დაუქნია თავი. – ძალიან კარგი, დაე! – უცბად, თუმცა ფრთხილად ჩააცვა დიდი, ვარდისფერი კაბა და მისაღებში გაიყვანა.

– ვაჰ, ეს რა ლამაზი ბავშვი ყოფილა! – ხელიდან გამოსტაცა ივამ პატარა და თვითონ დაიჭირა აწითლებულ ლოყებიანი მაშო. – თანაც, როგორი ლამაზი კაბა ჩაუცვამს ისე, როგორიც თვითონ არის! – იცოდა რომ თავის მოსაწონებლად, შეიძლება, კომპლიმენტების მიღებისათვის ჩაიცვა მაშომ ასე განსაკუთრებულად, ამიტომაც არ დაიშურა თბილი სიტყვები.

– მადლობა. დეიდაც ასე მეუბნება ხოლმე. შენ რა გქვია? – ჰკითხა მაშომ, ოდნავი სითამამე შემატებულმა.

– ივა, შენ? – კი იცოდა სახელი, მაგრამ მაინც შეეკითხა.

– მაშო. ისე, რა უცნაური სახელია ივა?!

– ჰო, ბაბუას სახელი დამარქვეს. კიდევ კარგი, ჯონი, ან ევრიდიკე არ ერქვა. მე ამ ამბავს გამართლებას დავარქმევდი. – სიცილით უთხრა ელენას და თვალი ჩაუკრა.

– ჰო, რა უნდა მეთქვა... სულ დამავიწყდა. მეგიმ მითხრა რომ ერთად წასვლა გინდათ დასასვენებლად.

– ჰო, იყო მაგაზე ლაპარაკიც. – თვითონ დივანზე დაჯდა და ბავშვიც ჩაისვა კალთაში.

– მერე? სად ვაპირებთ წასვლას?

– ააა, ვ’აპირებთ?

– დიახაც, რაა. ჩვენ არ გვპატიჟებთ, თუ?.. – ვითომ გაკვირვებულმა, დაეჭვებული მზერით შეხედა შეყვარებულს.

– არა, ეგ მე არ მითქვამს. – უცბად დაიხია ივამ უკან.

– ჰოდა, ძალიან კარგი! – თვალი ნიშნის მოგებით ჩაუკრა ელენამ. – სად გადაწყვიტეთ წასვლა?

– ასე, სიღმისეულად, არ განგვიხილავს ეს თემა. უბრალოდ იმაზე იყო საუბარი, რომ სადღაც, ერთად უნდა წავიდეთ დასასვენებლად.

– მითუმეტეს. დღეს მოვიფიქროთ, იმიტომ რომ მალე მინდა აქაურობას მოვშორდე.

– აქ შევიკრიბოთ?

– არა, რა. არ მოგბეზრდა სულ სახლში ჯდომა? თუმცა, შენ რატომ მოგბეზრდებოდა. – სიცილით აიჩეჩა მხრები. – მე და მაშკას მოგვბეზრდა ძალიან. სხვაგან წავიდეთ სადმე.

– როგორც შენ გინდა. – გასცა უბრალო პასუხი ივამ.

– ნეტავ, ყველაფერში ასეთი დამყოლი იყო. წადი მაშო, ხელ–პირი დაიბანე და ვისადილოთ მერე. – უთხრა და წუთის შემდეგ აღმოჩნდა ივასთან ძალიან ახლოს.

ვნებიანი მზერის თანხლებით, მიიზიდა მისკენ გოგონა, როცა მაშო გავიდა სააბაზანოში. ერთი ხელი ფეხებ ქვეშ ამოსდო და მის მუხლებზე გადაიდო.

– როგორ? – წარბი ზევით აწიდა ირონიულად და ტუჩები, ელენას ტუჩებზე გადაატარა.

– კარგი, არ მცემო! – სიცილით თქვა, თავის დასახსნელად სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში უცბად, ,,საუბარი’’ რომ არ გაგრძელებულიყო.

– მე დავრეკავ მაგათთან, შენ მაშოს აჭამე.

– შენ, არ გშია?

– ნწ. – უცბად აკოცა ყელში და საჯდომზე მიკრა ხელი.

ბავშვებთან გადარეკა ივამ, შეკრიბა ერთ–ერთ კაფე–ბარში, დაელოდა, როდის აჭამა სადილი, გამოუცვალა, თბილად ჩააცვა და სახლიდანაც გავიდნენ.

* * *
ძალიან ბევრი იფიქრეს, თუ სად სჯობდა დასასვენებლად წასვლა. ბევრნი იყვნენ და ბუნებრივია, გაუჭირდათ ერთობლივი იდეის ჩამოყალიბება.

– ხევსურეთში წავიდეთ. – წამოიყვირა ხმადაბლა, ფიქრისაგან დატანჯულმა ნიკამ და შეყვარებულ წყვილს შეხედა.

მიუხედავად იმისა რომ ყველა თანახმა იყო, მაინც არ დათმო თავისი ოცნება ელენამ.

– შანსი არ არის. – მშვიდად თქვა ელენამ და ოდნავ გაბრაზებული მზერით შეხედა ხუთივეს. ერთმანეთში ახლართული ხელები მკერდზე მიიბჯინა და ივას სასწრაფოდ მოშორდა.

– რას ჰქვია, შანსი არ არის? – არც გიორგიმ დააკლო გაბრაზება.

– რა ჰქვია და რასაც ჰქვია! – არ დაუთმო ელენამ. კოპებ შეკრულმა, კუშტი მზერით შეხედა. – სხვა ადგილი მოიფიქრეთ, ან მე არ წამოვალ და წახვალთ მხოლოდ თქვენ.

– მოიცადე, მოიცადე, ერთი წუთით. რა წესია ახლა ეს. ძლივს შევჯერდით ამდენი ხალხი ერთ აზრზე და ახლა, რაღაც შენი ახირების გამო, ჩაგვიშალე გეგმები. რა საქლიელია, ელენა? – ხმა გაიმკაცრა ბექამაც.

– დიდი მადლობა, ბექა, გიორგი. – მწარედ გაუღიმა ორივეს. – თურმე, ,,რაღაც ახირება’’ ყოფილა. არა უშავს. წადით თქვენ. მე და მაშო წავალთ სხვაგან, მაინც ასე ვაპირებდით თავიდან. – მხრები აიჩეჩა, მაგრამ მაინც შეეტყო წყენა, ვერ დამალა.

მაშოსთან მივიდა, ქურთუკი ჩააცვა, ქუდი დააფარა, კაშნი, ხელთათმანები გაუკეთა და უკან მოუხედავად წამოვიდა იქიდან.

– მაგრად ეშლება, ტოო. – ამოიოხრა ნიკუშამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო მთლიანად.

– დაანებე, შე *ემა თავი. აქვს ეტყობა მიზეზი. – დაიცვა ღიმილით შეყვარებული ივამ. – გავყვები. – თქვა, უცბად წამოდგა და მანაც დატოვა კაფე.

– რა მიზეზი აქვს, ამისთანა? არადა, მაგრად გამისწორდებოდა ხევსურეთი. – ამოიბუზღუნა გიორგიმ.

– თქვენ უფრო არასწორად მოიქეცით. – დაუტია ორივეს სამივეს მეგიმ. – დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუ როგორი მოწიწებით მოიხსენიებდა სულ ხევსურეთს. თქვენ არ გეუბნებოდათ მის ოცნებას, ნაწილობრივ არც მე ვიცი, მაგრამ დამიჯერეთ, პატარაობიდან ამაზე ოცნებობს და ჩვენს გამო, ნამდვილად არ დაამსხვრევს, ასე, ერთი ხელის მოსმით.

– რა სულელი გოგოა, სუფთა ბავშვი! – სიცილით თქვა ნიკუშამ და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

* * *
მიუხედავად იმისა რომ რაღაც მხრივ გაბრაზებულები იყვნენ ბიჭები ელენაზე, მაინც ვერ უთხრეს ვერაფერი, უარი ვერ ათქმევინეს ოცნებაზე, არ იყო ეს კარგი, რადგან იცოდნენ, თუ როგორი გამოუსწორებელი მეოცნებეც იყო და ვერ უსაყვედურეს. ისიც იცოდნენ, როგორ დაწყვეტდნენ გულს იმ შემთხვევაში, თუ ისეთ რამეს ეტყოდნენ, რაც მის სურვილებს ეწყინააღმდეგებოდა.

იმ დღესვე ააკითხეს სახლში. ჩვეულებრივად იქცეოდნენ, თითქოს დღევანდელი დღე, არც ყოფილა, არ ეკამათათ.

– კარგით ახლა, მართლა მოვიფიქროთ, სად წავიდეთ. – წამოიყვირა ბექამ და უხერხულად აწურულ ელენას, შუბლზე აკოცა.

თითქოს, ერთიანად მოეხსნა ელენას დაძაბულობა, უხერხულობა, თუმცა, თითქოს, რა შუაშია?!

– მოდით, თუ გართობა გვინდა, ბოლომდე გავერთოთ და დუბაიში წავიდეთ. – თქვა დინჯად ივამ და ელენას თითები, თავის თითებში ახლართა.

– რაო?! – თვალები დაჭყიტა თითქმის ყველამ.

– ხო, რა იყოთ? გასაგებია, რომ საქართველო ძალიან მაგარია, ბაზარი არაა, ტო, მაგრამ ერთხელ თქვენთან ერთადაც მინდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა, თანაც, იქიდან სანამ წამოვალთ, სალომე და გიორგიც დაბრუნდებიან და მაშოს თქვენ წამოიყვანთ, მე და ჩემი ფერია, სულ ცოტა ხანს დავრჩებით კიდე. – ეშმაკური ღიმილით გადახედა ელენას.

– ოჰო, აღარ ხუმრობ შენ! – ჩაიხითხითა მეგიმ.

– ვცდილობ, თუმცა, როდის ვხუმრობდი?! – ასევე სიცილით უპასუხა.

– შენ და ელენა, რატომ დარჩებით მარტო? მეც მინდა შენთან. – ამოიბლუყუნა მაშომ და როდესაც ახარხარებული ხალხის მზერას ვეღარ გაუძლო, დამორცხვილმა თავი მკერდზე მიადო ივას.

– მაშკა, გიჟდება უკვე შენზე! – სიცილით აკოცა პროვეს ელენამ და ბედნიერებით აღსავსე თვალებით შეხედა ორთავეს.

– შენც გიჟდები ხო, ჩემზე? – ოდნავ გადაიხარა მამაკაცი მისკენ და ყურში ისე ჩუმად უჩურჩულა, თბილზე თბილი ხმით, წესიერად თვითონ ელენამაც ვერ გაიგო, მგონი.

– შეიძლება, ვერ გამოვრიცხავ. – ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ენა სასაცილოდ გამოუყო.

– აჰ, ანუ, შეიძლება ხო? – წარბები ირონიულად აათამაშა ივამ.

– დიახ.

– მაშ, ელოდე ფურორს!

– ეგ ფურორი, რაში მდგომარეობს?

– სიგიჟემდე შეგაყვარო თავი!

^^^
ერთი თავი დარჩა, დასრულებამდე. ძალიან დიდი მადლობა!



№1  offline წევრი mimimimo

"OMG" მეტი რა მეთქმის?
საოცრებაა..
ღიმილი არ მომშორებია, ისე ჩავიკითხე ეს თავი..
ყოჩაღ!! feel

 


№2  offline მოდერი sopiko

''მშურს'' შენი, შეწყვეტილი ისტორიების გაგრძელება რომ შეგიძლია... მე ვერაფრით ვეღარ ვუდებ გულს უპასუხისმგებლოდ მიტოვებულ მოთხრობებს. როცა კი დრო მექნება, ოთხივე თავს ერთად წავიკითხავ და აზრსაც დავაფიქსირებ request

 


№3  offline წევრი natia-natia

მალე დადე რა

 


№4 სტუმარი Black

Chemi gamu yvelaperi axla wavikitxe da minda gitxra rom arachveulebrivi xar;)

 


№5  offline მოდერი Nude

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! love უღრმესი! feel request
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent