შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (31) ნაწილი (2)


13-02-2016, 15:01
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 895

მოვწესრიგდი და გიგასტან წავედი,გზაში ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა მისთვის ან როგორ უნდა მოვქცეოდი,ფაქტი იყო,რომ ამ ყველაფერს ასე ადვილად ვერ შეეშვებოდა,ერთი თვის მანძილზე თურმე ყოველდღე ყლაპავდა ამ ტაბლეტებს და ასე ადვილი არ იყო მისთვის ამ ჩვევის მოშორება,თუმცა უკვე იმდენად ვიყავი დაღლილი მისი ლოლიავით და ასეთი საქციელებით,რომ ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე ერთი ამისიცთქო,მაგრამ ადამიანს მაშინ არ უნდა აქციო ზურგი როცა ყველაზე მეტად სჭირდები,არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს.სწრაფად ავირბინე კიბეები და ზარის ღილაკს მივაჭირე თითი.კარები გიგამ გამიღო და გამიღიმა,გადავკოცნე და მისაღებში შევედი,არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,პანიკების აწევას აზრი არ ჰქონდა,უარესი შედეგი ექნებოდა,თავჩახრილი იჯდა დივანზე,ისეთი თვალებით შემომხედა გამეცინა,ოღონდ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო.მის გვერდით დავჯექი და წინ ჩამოყრილი თმები უკან გადავიყარე,ღრმად ამოვისუნთქე
-აბა როგორ ხარ-ვკითხე ისე,რომ მისთვის არც შემიხედავს და მწარედ გამეცინა
-თვალებში ვერ გიყურებ-არც მას უფიქრია შემოხედვა-ისიც კი არ ვიცი რა გითხრა,ვაბშე ყველაფრის ღირსი ვარ შენგან
-კარგი გაჩუმდი,ვსიო ეგ აღარ გაიმეორო,ბოლოს ყველა იმას ვიღებთ რისი ღირსებიც ვართ-სასხვათაშორისოდ ვუთხარი და გამეცინა ისევ
-არ გიმსახურებ ნია-იკადრა შემოხედვა,თვალები ისევ ჩაწითლებული ჰქონდა
-ეგ სხვა თემაა,მოდი შენ ის მითხარი სიკვდილი გინდა? თუ გინდა ბაზარი არაა ახლავე შემიძლია ავდგე და წავიდე,არ დაგაძალებ იცოცხლეთქო და არც სიკვდილში შეგიშლი ხელს,იცი როგორ მოგკლავს ეს ტაბლეტები? ნელ-ნელა,ისე,რომ ვერც კი იგრძნობ,მერე სარკეში ჩაიხედავ და საკუთარი თავი შეგეცოდება-ბოლო სიტყვები წარბის აწევით ვუთხარი და სახეზე ორინიულმა ღიმილმა გადამირბინა
-არ ვიცი რა ვთქვა ნია,ვაბშე ყველაფერში მართალი ხარ და ვერც იმას დაგაძალებ რო ჩემს გვერდით იყო,თავისუფალი ხარ ჩემგან,ცხოვრებას დაგინგრევ შენ მილიონჯერ უკეთესს იმსახურებ,მე რისი შემოთავაზება შემიძლია შენთვის? ვაბშე არაფრის ნია,იმენა მაგარი მიტყდება თვალებში შემოხედვაც კი-სახე ხელებში ჩარგო
-ეგარაფერი,ამ ხნის მანძილზე ისედაც ბევრი ავიტანე და ამასაც ავიტან,უბრალოდ კიდევ ერთხელ გაიმეორებ იგივეს და მერე უკვე ღიმილით დაგიქნევ ხელს და დაგემშვიდობები-ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან
-ხო ვამბობ რო სასწაული გოგო ხარ?-მასაც გაეცინა
-სასწაული არ ვარ,ჩვეულებრივი ვარ,უბრალოდ მინდა კარგად იყო მეტი არაფერი
-დაუჯერე გოგოს,დაუჯერე,შენთვის კარგი რო გვინდა შეჩ*მა მაგიტო გეჩიჩინებით ამდენს!-ლადო შემოვიდა ოთახში
-ვიცი და ნუ მოტ*ანი რა დილიდან ტვინი შენ კიდე-ხელი აუქნია ძმაკაცს
-ვაბშე რას ფიქრობ? სიკვდილი გინდა ბიჭო?-ახლა გიგა შემოვარდა ოთახში
-დილიდან ტვინი გაღუნეთ,აღარ გეყოთ?
-მოკვდები შე უპატრონო და მერე ნახავ
მოკლედ კიდევ ძალიან ბევრი რამ უთხრეს ბიჭებმა დანელიას რა აღარ აკადრეს,მე ვიჯექი ჩუმად და ხმას არ ვიღებდი,რაღა უნდა მეთქვა? უკვე იმდენად შეტოპა,რომ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა.დიდხანს ვიჯექი ხმის ამოუღებლად და ვუსმენდი მათ ლანძღვას,არც ალეკო იღებდა ხმას,მიყურებდა და ისეთი თვალები ჰქონდა,რომ ისევ და ისევ სიბრალული ვიგრძენი,ამოვიხვნეშე და გავუღიმე,ამან უფრო გაათამამა,თითქოს ჩემგან ელოდებოდა ღიმილსო,მანაც სწრაფადვე ღიმილით მიპასუხა.თთმები ყურსუკან გადავიწიე და ისევ გავუღიმე,დიდხანს ვისხედით და ვუღიმოდით ერთმანეთს.ნორმალური ვიყავი მაშინ მე? რას მაცინებდა,ლადოსთვის და გიგასთვის უნდა ამება მხარი და უშვერი სიტყვებით მელანძღა,თუმცა მხოლოდ ღიმილით ვიფარგლებოდი.
ზოგჯერ უბრალოდ ჯობს გაჩუმდე და ხმის ამოუღებლად მიახვედრო ადამიანი თავის შეცდომებს,აზრი არ ქონდა ლაპარაკს,რამე აზრი რომ ჰქონოდა ოდნავ მაინც,დილამდე არ გავაჩერებდი პირს და გაუთავებლად ველაპარაკებოდი იმაზე,რომ ასე თავს დაიღუპავდა და იმ ადამიანებსაც დატანჯავდა ვისაც ასე ძალიან გვიყვარს.
-ხვალ გამოცდა გვაქვს 10 საათზე,არ დააგვიანო-ფეხზე წამოვდეგი და გასვლისას ვუთხარი
-მოიცა,ერთად გავიდეთ-დუტი აიღო და გარეთ გამოვედით
ხელკავი გამიკეთა და ჩემის სახლისკენ დავუყევით გზას,ისევ სიჩუმე,ხმას არცერთი ვიღებდით,სატქმელი უკვე ვთქვი,მეტი აღარაფრის თქმა მინდოდა,ვტყუი,ნდომით ბევრი რამის თქმა მინდოდა,იდენის რო უკვე გული ვეღარ იტევდა,თუმცა ვიცოდი აზრი არ ჰქონდა რამის თქმას და ისევ გაჩუმება ვარჩიე.
-მოვაგვარებ გეფიცები ნია,ხო გჯერა ჩემი?-თვალებში ჩამაშტერდა
-მჯერა აკო,მჯერა,და დიდი იმედი მაქვს,რომ პირვლ რიგში საკუთარი თავის გამო გააკეთებ ამას,შენ ასეთი არ ხარ,მე ასეთი აკო არ შემყვარებია.
-სულ რამდენიმე კვირა და შენსთავსგეფიცები მერე მართლა ვსიო!
-რამდენი გაქს ვალი?
-არ მინდა მაგ თემაზე შენთან ლაპარაკი,მაგას მოვაგვარებ არ ინერვიულო-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა
-სახლში წადი,წყალი გადაივლე,ჭამე და ცოტა წაუძინე,ადამიანს აღარ გავხარ,თვალები სულ წითელი გაქვს-ლოყაზე ვაკოცე და სახლში ავედი
ზოგი ჩემს ადგილას უბრალოდ ადგებოდა და "დაახვევინებდა" დანელიას,თუმცა მე არ შემეძლო ამის გაკეთება,რომც არ მყვარებოდა მაინც ვერ შევძლებდი,ზოგადად არ შემიძლია ადამიანის განსაცდელში მიტოვე,არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი,მაგრამ ნინომ ამ პრინციპებით გამზარდა,ან უბრალოდ ბუნებაში მქონდა ასეთი ხასიათი.დილით ისტორიაში გვქონდა გამოცდა,ასეთი მოუზადებელი არასოდეს მივსულვარ გამოცდებზე,სულ ვმეცადინეობდი და უმაღლეს ქულებს ვიღებდი,ახლა კი უბრალოდ იმდენად დამრალა ამ ყველაფერმა,რომ თავიც კი არ მაქვს რომ ვიმეცადინო და აღარც ნერვები,თუმცა ამჯერად სალომემ გაომიგზავნა საგამოცდო საკითხები და გადავწყვიტე,რომ მესწავლა,1 საატში უკვე ვისწავლე თითქმის ყველა თემა,ცოტახანში ისევ დამირეკა სალომემ
-ხო გოგო გისმენ
-ნია სად ხარ?
-სახლში ვარ,რა მოხდა?
-ლადოსთან ერთად ვიყავი,ვირაცამ დაურეკა,რაღაც ვალები ახსენეს მგონი აკოს ვალებზეა ლაპარაკი და გავარდა გიჟივით მგონი "რაზბორკა" აქვთ,ფეისბუქზეც წავიკითხე მინაწერები 300 ლარი ქონია ვირაც ბოქსიორი ტიპის და იმენა ის ძაან აწვებაო თუ რაღაც,მოკლედ ძაან შარშია რა!-სისხლი ტვინში ჩამექცა უკვე მართლა არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი
-დარწმუნებული ხარ?-მშვიდად გავეცი პასუხი
-კი,საღამოს თუ არ გადაურიცხავენ იმ ტიპს ფულს მაგარი დარხეული აქვთ მთელ საძმაკაცოს
-კარგი დაწყნარდი,სად ხარ?-კიდევ იქით ვამშვიდებდი,ძალიან ემოციური იყო სალომე ზოგადად და ლადოს გამო ეშინოდა,რა თქმა უნდა გიგას და დანელიას გამოც
-რუსთაველზე ვარ,შეგიძლია გამოხვიდე? კაპიკი არ აქვთ ამათ რა უნდა ქნან? კიდე ეგ უნდათ ახლა? აკლდათ შარი?-გაქვს შენ რამე? 100 ლარს მე ვიშოვი,ბექას გამოვართმევ
-მეც მაქვს ბარათზე 150 ლარამდე და იმას გაოვიტან,50 ლარს ნინოს გამოვარმევ,ნახევარ საათში მოვალმეტროსთან დამელოდე
სწრაფად ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი,რომ ნინოსთვის ფული გამომერთმია,ჭურჭელს რეცხავდა,რომ დამინახა გამიღიმა.რისთვის მიდა ფულითქო რა უნდა მეთქვა? ვმუშაობდი და ჩემი ფული მქონდა,რაც მუშაობა დავიწყე მათთვის ფული არ მითხოვია,თუმცა ამჯერად მომიწევდა,ნინომ კიდე ჩაკირკიტება იცოდა,სანამ არ ეტყოდი რისთვის გინდოდა არ მოგეშვებოდა.წიტ ავესვეტე და გავეკრიჭე
-დედა, ზეგამდე 50 ლარს ვერ მასესხებ?-ტუჩები დავიჭამე
-გასესხებ?-გაეცინა-რისთვის გინდა დე?
-საქეიფოდ მივდივართ ჯგუფელები დაა-არ მომწონდა,რომ ვატყუებდი,თუმცა სხვა გზა არ მქონდა
-სად მიდიხართ? რესტორანში? 50 ლარს დებთ? რა ამბავია
-არა დედა 30 ლარს ვდებთ,20 ლარი ისე მინდა რომ მქონდეს ჯიბეში,ფეხით წამოვიდე იქიდან? ზეგ დაგიბრუნებ
-რას დამიბრუნებ გოგო სულ გადაირიე ხო შენ? წადი საფულე მომიტანე
სწრაფად გავიქეცი და საფულე მოვიტანე,50 ლარიან ამოაძრო და ხელში დამაკავა,მადლობა გადავუხედე,მაგრად ვაკოცე ლოყაზე და სწრაფად წავედი რუსთაველზე,ბარათიდან ფული მოვხსენი და სალომესთან მივედი
-დამელია სული! ჯანდაბა ამათ და სიკვდილი! სულ შარში როგორ უნდა იყვნენ?-ვიცოდი დანელიას ბრალი იყო ყველაფერი და მისგან მოდიოდა ეს პრობლემა,ძალიან შემრცხვა სალომესი,ხმა ვერ ამოვიღე,მის გამო ბიჭებიც შარში იყვნენ.
-200 ლარი მაქვს,შენ რა ქენი?
-გადმომირიცხა ბარათზე 100 ლარი ბექამ-ბექა სალომეს ძმაა
-ხო მაგრამ ახლა ჩვენ რანაირად უნდა ჩავურიცხოთ იმ ტიპს ფული? ანგარიშის ნომერი რომ არ ვიცით?
-მაგაზე არ იდარდო,ფეისბუქზე მიწერა დანელიამ ლადოს და ამოვწერე
-შენ რა "მოზგი" ხარ-გამეცინა
-წამო ბანკში და გადავურიცხოთ-ხელკავი გამომდო
თანხა მითითებულ ანგარიშზე გადავრიცხეთ და ორივემ მშვიდად ამოვისუნთქეთ.როგორ გვეტქვა ეს ამბავი ბიჭებისთვის? გადაირეოდნენ,ზუსტად ვიცოდი უკვე და წარმოდგენილიც მქონდა მათი რეაქციები
-დაგვხოცავენ!-ტუჩის კვნეტით ვუთხარი სალომე
-ჩვენ კი არა მაგათ დახოცავდნენ ახლა ეს რომ არ გვექნა,მადლობები უნდა გვიხადონ
-ეგ ხო,მაგრამ ხომ იცი რა ტიპებიც არიან?
-აბა რა გვექნა? მშვიდად გვეყურებინა როგორ ულეწავენ ძვლებს?
-მოიცადე დავურეკავ ალეკოს
ტელეფონი ამოვიღე და დანელიასთან დავრეკე
-ხო ნია-რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ მიპასუხა
-რას შვები სად ხარ?
-ვერაზე ვარ,შენ რას შვები?
-მე და სალომე რუსთაველზე ვართ,რაღაც საქმე გვქონდა და ვიფიქრე ვნახავთქო
-კაი,მანდ დამელოდე 10 წუთში ჩამოვალ
-რა გითხრა?
-მოვალო
-ლადოც მასთანაა?
-ეგ არ უთქვამს,ალბათ მასთააა,კაი დაწყარდი ნუ ნერვიულობ ასე-გამეცინა
10 წუთში სამივე ჩვენს წინ იდგა.როგორც ჩანს უკვე იცოდნენ ფულის შესახებ
-ვინ გადაიხადა?-თვალებგაფართოებული დანელია მიუბრუნდა ბიჭებს
-რაა? რას ქვია გადაიხადა?-თვალები გადმოკარკლეს და ერთმანეთს გადახედეს-მე და სალომეს ფერი აღარ გვედო სახეზე
-ღადაობ შეჩ*მა?-გაეცინა გიგას
-რა ვღადაობ ბიჭო,ლომიძემ მომწერა გარასხოდებულიაო,"ზნაჩიტ" ვიღაცამ გადაიხადა
-ხო არ ღადაობ ბიჭო,ვის უნდა გადაეხადა?-გაეცინათ,მგონი გაუხარდათ
-რა ხდება? ვინ რა გადაიხადა>?-ვითომც აზრზე არ ვიყავით ისე ვიკითხეთ
-პატარა ვალი გქვქონდა და ვიღაცას გადაუხდია-სიცილით გვიპასუხა ლადომ
-ტეხავს ტო,უნდა გავიგოთ ვინ გვიჯიგრა,აუ უეჭველი ხორავამ გადაურიცხა,დილით ვებაზრე თუ რამეს დაითრევ გადარიცხეთქო,აუ იმენა რა ძმაა-იკლაკლებოდა დანელია-მოიცა გადავურეკავ მადლობას ვეტყვი,იმენაა ჯიგარიაა რაა
მე და სალოემმ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა,რა ხორავა რის ხორავა
აზრი არ ქონდა დამალვას მაინც გაიგებდნენ,ჩემი პირადობით გადავრიცხეთ ფული,ამიტომაც სიმართლეს მაინც გაიგებდნენ იმ ტიპისგან.იმ ხორავას გადაურეკა და გაიგო,რომ მას არ ჩაურიცხავს,ყველა ვარიანტში გაიგებდა,არ ვიცოდი რა მექნა,სიმართლე რომ გვეთქვა ზუსტად ვიცოდი ჭკუიდან გადავიდოდა და სცენებს მოგვიწყობდნენ,თუმცა ვერც სიმართლეს დავმალავდით ჯობდა ისევ ჩვენგან გაეგო,თუმცა არ ვიცოდით როგორ უნდა გვეთქვა.







_______________________________
გამარჯობათ ბავშვებო,როგორც გავიგე ჭვი ეპარება რამდენიმეს რომ ისტორია რეალურია და გონიათ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი,მინდა გითხართ,რომ ამხელა ფანტაზია ნამდვილად არ მაქვს და ამხელა ტკივილს რაც ისტორიაში გადმოვიტანე ასე უბრალოდ ვერ დავწერდი.ისტორია რეალურია და პერსონაჟებიც რეალურები ვართ. იმედია გაკვევით დავწერე,ვისაც ეჭვი გეპარებათ შეგიძლიათ უბრალოდ აღარ წაიკითხოთ. <3 სიყვარულით ნია :* :)))))



№1  offline წევრი kora

საოცარი გოგო ხარ ნია, მიხარია, რომ მიუხედავად ყველაფრისა არ მიატოვე და მაინც მის გვერდით ხარ. ვერც კი წარმოიდგენ შენი ასეთი სიძლიერე და მტკიცე ხასიათი როგორი გადამდებია love ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ <3
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი cancara

დანელია მაგის ღირსი კიარიყო ო გადაერიცა მარა ნიას ადგილზეწ მეცმასე მოვიქცეოდი და კარგატაც მოიქცენ კაი გაგრზელე

 


№3  offline მოდერი bibo

Ai vgijdebi shen siyvarulze saocreba xar saswauli shnairi siyvaruli sxvas tu shudzlia ar vicii ai ibrdzole bolom sheni bednierebistvis da vxedav shen da akos momavals radgan mas jera sheni da shengamo aketebs yvelapersss.sheni errti sityva da misi shesruleba ertia mgonia ki ar mjera bednierebi iqnebit aba shen ici warmatebebi upali shenken.da vici sabolod bednierad iqnebit

 


№4  offline მოდერი Anye-Any

მადლობთ თქვენ ჩემო კარგებოო <3 მიყვარხართ <3

 


№5  offline წევრი Pepper

ტაბლეტები ცუდიაძაან რაა იმედი მაქვს თავს არ გაინადგურებს მაგით
მოკლეედ დანელია მისი ვალები და რაზბორკები :D
ნიაა შენ ხაარ უკეთილესი და უკარგესი გოგო ! <3
მჯერა დანელია მოაგვარებს ^^
ველი მომდევნო თავს ^^

 


№6  offline მოდერი Eleniko13

ტაბლეტები კაია, მაგრამ ასეთ დღემდე არ მივსულვარ მე :დ
მაინტერესებს, როგორ მიიღებს დანელია შენს ამ ქმედებას.
მე გავბრაზდებოდი.
ცუდად მოიქეცი.
ბიჭია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline წევრი Likaa..LM

Eleniko13
ტაბლეტები კაია, მაგრამ ასეთ დღემდე არ მივსულვარ მე :დ
მაინტერესებს, როგორ მიიღებს დანელია შენს ამ ქმედებას.
მე გავბრაზდებოდი.
ცუდად მოიქეცი.
ბიჭია.

Eleniko13
ტაბლეტები კაია, მაგრამ ასეთ დღემდე არ მივსულვარ მე :დ
მაინტერესებს, როგორ მიიღებს დანელია შენს ამ ქმედებას.
მე გავბრაზდებოდი.
ცუდად მოიქეცი.
ბიჭია.

ტაბლეტები კაია? ჰაჰ..... smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent