შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 16)


13-02-2016, 19:54
ავტორი niako crazy
ნანახია 4 996

მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა. ისევ გადმოიხარა ჩემსკენ როგორც ადრე, მაგრამ ხელი გულზე მივადე და კოცნის საშუალება არ მივეცი. სწრაფად გამოვაღე მანქანის კარი და სახლისკენ წავედი. ვიცოდი არ წასულა, ისევ იქ იდგა, მაგრამ არ მივბრუნებულვარ. სახლის კარი მივაჯახუნე და მშობლების გაკვირვებული მზერაც დავიმსახურე.
-შემთხვევით მომივიდა-ვიმართლე თავი და მამაჩემის გვერდით მდივანზე ჩამოვჯექი.
-ემილი არ გეჩვენება რომ ამ ბოლოდროს უცნაურად იქცევი?-შემეკითხა დედა და ისეთი მზერით შემომხედა ასე მეგონა ჩემს ფიქრებს ხედავდა.
-არა დედა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ბოლო დროს ძალიან გადავიღალე, ამას არ ვარ მიჩვეული და ამის ბრალია-ვუთხარი რაც შემეძლო მხიარულად-დეეე, მე არ მშია, წავალ დავიძინებ.
-ასე ადრე?-გაკვირვებულმა შემომხედა მამამ-ჯერ ხომ მხოლოდ შვიდი საათია?
-წუხელ გვიანობამდე ვერ დავიძინე, თან დილით ადრე ადგომა მომიწია-დავამატე და ჩემი ოთახისკენ წავედი.

ჩემს ოთახს თვალი მოვავლე. რა მოსაწყენი იყო ჩემი ცხოვრება, სულ ერთფეროვნება.
ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი, მინდოდა საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავი და ჩემი ოჯახი მესახელებინა. რა სისულელეა არა? 17 წლის გოგო დღე და ღამე მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. სწავლის შეწყვეტას არც ახლა ვაპირებდი მაგრამ ამასთან ერთად ახალი რაღაც უნდა გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დინჯი ვიყავი, მორცხვი.
კარადა გამოვაღე და ჩემს ტანსაცმელს თვალი გადავავლე. ცუდი გემოვნება არასდროს მქონია, მაგრამ უმეტესად სულ შავი, ნაცრისფერი, ლურჯი ფერები.
რაღაც აკლდა ჩემს ცხოვრებას. მხიარულება, თავისუფლება. ეს ყველაფერი უნდა შემეცვალა, აუცილებლად, მალე, ხვალიდანვე დავიწყებდი ამის გამოსწორებას. ჩემს თავში დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მხოლოდ ცოტა დრო მჭირდებოდა ამისთვის.
ჩემს თავთან საუბარი მომიხდა, ცოტა დამამშვიდა კიდევ. მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს დავწვდი და ნატალის დავურეკე სკაიპით. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მიპასუხა.
-ემილი-დავინახე მისი ბედნიერი სახე და უნებურად მეც ვერ შევიკავე ღიმილი- როგორ ხარ? ძალიან მომენატრე
-მეც მომენატერე ნატალი, არ ვიცი შენს გარეშე როგორ გავძლებ მთელი კვირა.
დიდი ხანი ვსაუბრობდით, ვხედავდი მთელი საუბრის განმავლობაში როგორ მაკვირდებოდა ნატალი, თითქოს ჩემს შიგნით რამეს კითხულობსო.
-ემილი,რამე ხომ არ გჭირს-შემეკითხა ბოლოს შეპარული ტონით.
-არა, ,რატომ მეკითხები?-გაკვირვებულმა დავუსვი შეკითხვა.
-უბრალოდ მთელი საუბრის განმავლობაში უცნაურად იქცევი, ხანდახან საერთოდ არ მისმენდი, ფიქრებით სხვაგან იყავი, უცნაურად იღიმი, ამ ორ დღეში რამე მოხდა?-ჩემს პასუხს დაელოდა, თან ინტერესით მიყურებდა.
-ნატალი მართლა არაფერი მომხდარა-კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე წინადადება.
-ემილი ხომ იცი შენთვის მხოლოდ კარგი მინდა, ამას იმიტომ გეუბნები რომ, ეს ყველაფერი მეც გამოცდილი მაქვს და-ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს საუბარი უჭირდა.
-ნატალი გთხოვ, ეს სისულეელა, ამაზე საუბარი არ მინდა-საკმაოდ უხეშად გამომივიდა.
-კარგი, როგორც გინდა, იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
დაახლოებით ხუთ წუთში დავემშვიდობე.ვერ ვხვდები რისი თქმა სურს ნატალის, იმის რომ მე შეყვარებული ვარ? რა სისულელეა.
ჯერ ადრე იყო და არ მეძინებოდა, თაროდან ერთ-ერთ წიგნი ჩამოვიღე და კითხვა დავიწყე. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩამეძინა ნახევარი წიგნის წაკითხვის შემდეგ.

დილით ჩვეულებრივ ავდექი, ჩვეულებრივად წავედი სამსახურში და ჩვეულებრივადვე მივიღე ალექსანდრესგან ახალი დავალება.
-ემილი-შემაჩერა ოთახიდან გასვლის წინ
-გისმენ-შემოვტრიალდი და პირდაპირ თვალებში შევხედე.
- ხუთ-ექვს დღეში თბილისიდან გასვლა მოგვიწევს-მითხრა და სანამ გააგრძელებდა, მე მოვასწარი საუბარი.
-რას ნიშნავს ქალაქიდან გასვლა მოგვიწევს ალექსანდრე?-შევეკითხე მკაცრი ტონით.
-შეხვედრა ტარდება, რომელსაც აუცილებლად უნდა დავესწრო, შენ ჩემი მდივანი ხარ ამიტომაც წამოსვლა მოგიწევს, შეიძლება საღამოსაც იქ დავრჩეთ-ამიხსნა და ისევ საქაღალდეებს მიიბრუნდა.
აღარაფერი მითქვამს მისთვის, ისე გამოვედი მისი ოთახიდან და ჩემს კაბინეტში შევედი.
--------------------------------------------
საბუთები მოვაწესრიგე და ალექსანდრეს შევუტანე.
-ჩემი საქმე შევასრულე, შეიძლება წავიდე?-ვიკითხე,ჯერ ადრე იყო, სამუშაო საათების დასრულებამდე კიდევ ორი საათი დარჩენილიყო.
-ასე ადრე?-გაკვირვებულმა შემომხედა-კარგი, შეგიძლია წახვიდე.
უნდა გავსულიყავი, როცა შემაჩერა.
-დამელოდე-როცა ჩემს სახეზე კვლავ გაკვირვება ამოიკითხა, გააგრძელა-როგორც შევთანხმდით სახლში მე წაგიყვან-შევთანხმდით? რაზე შევთანხმდით, მსგავსი არაფერი მახსოვს, ისევ არ დამაცადა საუბარი და თავად განაგრძო-ხომ გითხარი, რომ სახლში მე წაგიყვანდი, ეს ერთი კვირა-ბოლო სიტყვები მძიმედ წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა.
ნუ იფიქრებთ, რომ ისეთი სუსტი ვარ არ შემიძლია ასეთ წვრილმანებზე მაინც შევეწინააღმდეგო. არა ასე სულაც არ არის! გუშინ ჩემ თავს პირობა მივეცი რომ შევიცვლებოდი.
ახლა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა მასთან ერთად ვიყო, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. ცხოვრებაში პირველად ვაღიარებ ამას.
-სახლში არ მივდივარ-ვუთხარი მაშინ როცა მანქანა დაძრა.
-აბა?-გამომხედა და მანქანა გააჩერა.
მეც იმ კაფის მისამართი ვუკარნახე, რომელიც დღეს აკომ მომწერა. სახეზე ცვლილება დაეტყო, თუმცა არაფერი უთქვამს და გზა გააგრძელა.
მალევე მივედით კაფესთან, ალბათ იმის გამო რომ მანქანა ძალიან სწრაფად დაყავდა. ალექსანდრეს მშრალად მოვუხადე მადლობა და მანქანიდან გადმოვედი, მანაც სწრაფად მოწყვიტა ავტომობილი ადგილს.
კაფეში შესვლამდე შევნიშნე აკო, რომელიც მაგიდასთან იჯდა და საათს დასცქეროდა.
მოღუშული სახით შევაღე დიდი კარი და მისკენ გავემართე. დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა. გადამკოცნა და გამიღიმა. როცა მისი ტუჩები ლოყაზე შემეხო, უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა. გამახსენდა ალექსანდრეს კოცნა, მისი შეხებისგან ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ეს ორი კოცნა ერთმანეთს არაფრით გავდა. ნაძალადევად გავიღიმე და აკოს მიერ გამოწეულ სკამზე ჩამოვჯექი.
-რას ინებებთ?-მოგვიახლოვდა ახალგაზრდა გოგონა.
-გმადლობთ, არაფერი მინდა-ვუპასუხე და ისევ მაგიდას დავაცქერდი.
-ორი შოკოლადის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი-შეკვეთა მისცა აკომ და გამიღიმა.
-გახსოვს?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-არც დამვიწყებია, როცა სკოლიდან ბავშვები კაფეში მივდიოდით ყოველთვის შოკოლადის ნამცხვარს და ფორთოხლის წვენს უკვეთავდი.
კიდევ უამრავი რამე გავიხსენეთ. აკო კარგი მოსაუბრე იყო, ბოლოს როგორც იქნა ის ვუთხარი რის გამოც აქ მოვედი.
-აკო ალბათ ხვდები რომ მე იმავე გრძნობით ვერ გიპასუხებ, რასაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ. არ მინდა გეწყინოს მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ დროებითი გატაცებაა, რომელიც სულ მალე დაგავიწყდება. ვიცი შეიძლება ეს ყველაზე სულელური გამოთქმაა მაგრამ შეიძლება ვიმეგობროთ-მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები დაბლა მქონდა დახრილი და თითებს ნერვიულად ვათამაშებდი მაგიდაზე. აკოს რომ შევხედე, მომეჩვენა რომ უფრო გაფითრებულიყო.
-ემილი მე ეს გრძობა შენს მიმართ არასდროს გამინელდება, თუ ამიტომ იკავებ თავს..-თითქოს უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა.
-არა აკო, ეს არაფერ შუაშია, მართლა არ მინდა რომ გეწყინოს,არ მინდა ფუჭი იმედი გქონდეს. ახლა კი უნდა წავიდე, კარგად-მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, ისე ავდექი და კაფიდან გამოვედი.

კაფიდან ცუდ ხასიათზე გამოვედი. ასეთ დროს მხოლოდ ერთი რამ თუ მიშველიდა: შოპინგი. ტაქსი გავაჩერე და სავაჭრო ქსელისკენ წავედი. გადავწყვიტე ცოტათი მაინც შემეცვალა ჩემი სტილი. დამღლელი ორი საათის შემდეგ გამოვედი იქიდან, თუმცა ხასიათი მაინც არ გამომკეთებია.
სახლში ისევ ცუდ ხასიათზე დავბრუნდი. აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია აკოს გრძნობებბისათვის, მაგრამ ახალა მისი იმედგაცრუებული სახის დანახვისას გული მეტკინა. ბოლო-ბოლო ათი წელია რაც ვიცნობ. პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ჩემი ეს ხასიათი არც დედაჩემს გამოპარვია. რადგან მან ყველაფერი იცოდა აკოს შესახებ, დღევანდელ შეხვედრაზეც მოვუყევი.
-ემილი იმას არ გეტყვი რომ კარგად დაფიქრდე, რადგან ვიცი რომ მის მიმართ არაფერს გრძნობ. შენ ვერაფერს იზამ, რთულია მაგრამ ამას უნდა შეეჩვიო. თქვენს შორის ერთ-ერთი ყოველთვის გულნატკენი დარჩება. თუ მასთან იქნები შენ გეტკინება გული, თუ მისგან შორს მას. ამას ვერაფერს მოუხერხებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ორივე იპოვით ისეთ ადამიანებს, ვის გვერდითაც ბედნიერები იქნებით.-ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა, დედას რჩევა-დარიგება. მასთან საუბარმა დამაწყნარა და დამამშვიდა.
-დედა, შეიძლება ამ დღეებში ალექსანდრესთან ერთად მომიწიოს ქალაქიდან გასვლა სამსახურის საქმეებზე.
-წადი შვილო ოღონდ თავს გაუფრთხილდი-გამიკვირდა, დედას ზოგადად არ უყვარდა როცა მის გარეშე სადმე მივდიოდი დიდი ხნით. მკაცრი არ ყოფილა, უბრალოდ ეშინოდა. მეგონა ახლაც გამოთქვამდა საყვედურს.
ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ჩემი ბავშვობაც გავიხსენეთ. მერე მამაც დაბრუნდა, სოფელში იყო წასული ნიას ჩამოსაყვანად. ჩემი პატარა გოგოს დანახვა ძალიან გამიხარდა, როგორ მომნატრებია. ,მთელმა ოჯახმა ერთად ვივახშმეთ. სახლში სრული იდილია სუფევდა. როგორ მიყვარდა ასეთი დღეები. სიწყნარე ჩემმა ტელეფონის ხმამ დაარღვია. ამბის გაგების შემდეგ უფრო მხიარულად გავაგრძელეთ გართობა. ორმაგად ბედნიერი წავედი ჩემი ოთახისაკენ. დაღლილს მალევე ჩამეძინა.
მეორე დღეს ძლივს წამოვდექი ფეხზე. შევეცადე რაც შეიძლებოდა მალე მოვმზადებულიყავი, რათა სამსახურში არ დამეგვიანა. კარადიდან ახალი ტანსაცმელი გამოვიღე და ჩავიცვი. სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი და კმაყოფილი წავედი სამსახურში.
აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 16)

შენობაში შესვლისთანავე ვგრძნობდი თანამშრომლების გამოხედვებს, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. უკვე ნაცნობ კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი.
-დილამშვიდობისა ალექსანდრე-მივესალმე და მის გაოცებულ და გაკვირვებულ მზერაზე გამეღიმა.
-დილამშვიდობისა-მითხრა აშკარა კმაყოფილებით.
მერე იყო ჩვეული განვითარება. ალექსანდრესთვის საბუთების გამორთმევა, სხეულში ისევ დავლილი ჟრუანტელი, ალექსანდრეს ჩაცინება, ჩემი გამოსვლა მისი კაბინეტიდან და საბუთების მოწესრიგება.
უკვე საქმეს ვრჩებოდი როცა ტელეფონმა დარეკა. ნაცნობი ნომერის დანახვამ გამამხიარულა და სიხარულით ვუპასუხე.
-გისმენ, რათქმაუნდა მოვალ,ხო, ვიცი რომ აკოც იქნება, კარგი დროებით.
დავემშვიდობე და მივბრუნდი. ძალიან გამიკვირდა როცა კარებთან მდგარი ალექსანდრე დავინახე.
-გისმენ ალექსანდრე რამე გინდოდა?-შევეკითხე უდარდელად და ვანიშნე დამჯდარიყო. მგონი გამომდის მასთან დაბნევის გარეშე საუბარი.
-არა არაფერი, უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი რომ რაღაც საქმე გამომიჩნდა და დღეს ვერ წაგიყვან-რაღაცნაირად დაძაბული მეჩვენა.
-კარგი არაუშავს, აი საბუთები, ყველა მოვაწესრიგე-საბუთები გავუწოდე-ალექსანდრე რაღაც მინდა გთხოვო, ხვალ სამსახურში მოსვლას ვერ მოვახერხებ, ზეგ შედარებით დიდხანს დავრჩები და ორივე დღის საქმეს შევასრულებ, შეიძლება?
-ემილი-დაიწყო ცოტა გაბრაზებული ხმით, მაგრამ მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ხმა დაუთბა-კარგი წადი.
შვებით ამოვისუნთქე. ცოტა გული დამწყდა რომ ალექსანდრე არ წამიყვანდა. უცნაურია, ხუთი წუთის უკან როცა დერეფანში შემხვდა მითხრა მე წაგიყვანო. ასე უცბად რა შეიცვალა. თუმცა არაუშავს, ალბათ რამე საქმე გამოუჩნდა. ეს ფიქრები გონებიდან „გამოვფანტე“ და ბედნიერი წავედი სახლისაკენ.
----------------------------
უცნაურია, არასდროს მიყვარდა სოციალურ ქსელში შესვლა, თუმცა სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ავიღე, facebook გვერდი გავხსენი და სიახლეების კითხვა დავიწყე.
-სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ადამიანის სახე გედგას, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით. სიყვარული-აი ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება-ამოვიკითხე და რატომღაც ალექსანდრე გამახსენდა. სწრაფად დავხურე ლეპტოპი და ჩემს საქმეს მივუბრუნდი.
ხასიათი წამიხდა როცა ტელევიზორში ამინდის პროგნოზი მოვისმინე. დღეს ღამეს თოვა დაიწყებოდა და სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა.
------------------------------------------------------------------------------------------
და აი გათენდა ნანატრი დილა. ფეხზე წამოვფრინდი და სააბაზანოში შევვარდი. ალბათ გაინტერესებთ რახდება, ან ვინ დამირეკა ორი დღის უკან.
ლილემ!
ლილე ჩემი კლასელი და ნათლული იყო. ორი წლის წინ წავიდა ამერიკაში მშობლებთან ერთად. იმის მერე აღარ მინახავს, თუმცა ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი გვქონდა. დღეს ჩამოდის ამერიკიდან, რადგან მისი დაბადების დღეა. როგორც გითხარით კლასელები ვიყავით. დაბადების დღეზე თითქმის ყველა კლასელი დაპატიჟა, მათ შორის აკოც. ამის სათქმელად დამირეკა გუშინ კომპანიაში.
სიხარულით მოვემზადე, წითელი მოკლე კაბა ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 16)

წინასწარ არჩეული საჩუქარი ავიღე და მშობლებთან ერთად დავტოვე სახლი.
უკვე შუადღე იყო. პირდაპირ ლილესთან მივედით სახლში, უკვე მოსულიყო.
კარებზე დავაკაკუნე და ნაცნობ სილუეტს გადავეხვიე. დაახლოებით 10 წუთი ვეხვეოდით ერთმანეთს. როგორ გამიხარდა მისი ნახვა. ძალიან მენატრებოდა. გვიან შევამჩნიე მის უკან მდგარი მეგი და ლაშა-ლილეს მშობლები. მათ შვილივით ვუყვარდი, და ჩემთვისაც მეორე მშობლები იყვნენ.
ერთ საათში სტუმრებიც მოვიდნენ. თითქმის ყველას ვიცნობდი, ამიტომაც თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ვერიდებოდი აკოსთან შეხვედრას. თუმცა რამდენჯერმე მაინც მოვკარი თვალი.
შებინდებულიყო. უკვე ათი წუთია ვეძებ ლილეს, საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო ამიტომაც მისი პოვნა გამიჭირდა. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. და წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება როდესაც ის ალექსანდრესთან ერთად დავინახე ოთახში.
-მოდი ემილი-მხიარულად დამიძახა ლილემ როცა დამინახა.
-ალექსანდრე აქ რა გინდა?-შევეცადე ჩემი უზარმაზარი ინტერესი ცოტათი მაინც დამეკმაყოფილებინა.
-ემილი არ გრცხვენია?-მითხრა მოჩვენებითი საყვედურით ლილემ, თან გაიცინა-არ უნდა გეთქვა საქმე თუ გქონდა? კიდევ კარგი შენი უფროსი მოვიდა, თურმე საქმე გქონიათ ქალაქგარეთ, შენ კი ვერ მიდიოდი, მე რომ არ მწყენოდა. როგორ იფიქრე რომ ეს მეწყინებოდა, მიდი სწრაფად გაყევი ბატონ ალექსანდრეს.
მოიცა რაა? რა საქმე, რა შეხვედრა? მგონი ესენი ვერ არიან. თავში ყველაფერი ამერია. ან ალექსანდრეს აქ რა უნდა? საერთოდ როდის ვუთხარი ალექსანდრეს მსგავსი რამ. როგორც ყოველთვის ახლაც არავინ მაცადა სიტყვის თქმა, ისე მომკიდა ალექსანდრემ ხელი და სახლიდან გამიყვანა. როგორ უცბადაც გამოვედით სახლიდან, ისე უცბადვე მოვხვდი მის მანქანაში. სანამ მე ამ ყველაფერს ვიაზრებდი, ალექსანდრემ მანქანა ადგილს მოწყვიტა.

-გაგიჟდი?-მგონი სავსებით სწორი შეკითხვა დავსვი. თუმცა პასუხი წინასწარვე ვიცოდი, რომ დადებითი იყო.
-უბრალოდ მოვლენებს ცოტათი გავუსწარით წინ-რაო? მგონი ეს ვერ არის?
-რახდება ალექსანდრე, შეიძლება ამიხსნა?-გაკვირვება უკვე სიბრაზემ ჩაანაცვლა.
-მისმინე-მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გადმოიხარა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა-ხომ გითხარი ქალაქგარეთ გვაქვს საქმე და უნდა წამომყვეთქო, ხოდა ეხლა სწორედ იქ მიმყავხარ. რაც შეეხება მოვლენების გასწრებას. ვიცოდი შენთვის რომ მეთქვა მეტყოდი რომ შენს ნათლულს ვერ აწყენინებდი, ხოდა ეს პრობლემა უშენოდ მოვაგვარე-ამ ყველაფერს ისე ამბობდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. საერთოდ საიდან იცოდა მან ლილეს შესახებ?
-კიმაგრამ ტანსაცმელი?-ჩემს კაბას დავხედე, რომელიც თხელი და მოკლე იყო. ახლა გამახსენდა რომ ტანსაცმელიც კი არ მქონდა წამოღებული.
-რამეს იყიდი-მომიჭრა მოკლედ და მანქანა ისევ დაძრა.
ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა. ქუხილმა გამაღვიძა. ცხვირში უცხო სუნამოს სუნი ვიგრძენი და მხრებზე სითბოც, ალექსანდრეს „ჟაკეტი“ მაფარია. რა კარგ სუნამოს ხმარობს ეს დამპალი. მანქანაში მარტო ვიჯექი. ფანჯარაში გავიხედე, უკვე საკმაოდ ბნელოდა. კარის ხმა გავიგე. ალექსანდრესკენ გავიხედე, რომელიც ახლახანს ჩაჯდა მანქანაში.
-ალექსანდრე რა ხდება?
-გარეთ საშინლად თოვს და წვიმს, გზას ვერ გავაგრძელებთ.

P.S ესეც ჩემი საყვარელი თავი. ვიცი რომ დავიგვიანე. მაგრამ ინტერნეტი მქონდა გათიშული, მეგონა გუშინ მოვიდოდა. ტელეფონით ვერ მოვახერხე დადება. იმედია ამ დიდი თავით გამოვისყიდი თქვენს დანაშაულს. შეიძლება ხვალ დადება ვერ მოვახერხო, რადგან მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ.



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყოო ))

 


№2  offline წევრი cancara

შესანიშნავია ასე გაგრძელე

 


№3  offline მოდერი niako crazy

tsn
კარგი იყოო ))


მადლობა

 


№4 სტუმარი marikuna

მდივანი არის ცოცხალი არსება, რომელსაც გარკვეული მოვალეობები აკისრია. დივანი არის სადაც ვჯდებით, ვისვენებთ და ა.შ. შესაბამისად, "მდივანზე" ჩამოჯდომა სამარცხვინო შეცდომაა, თან უკვე მერამდენედ.

 


№5  offline წევრი мариамо

dzalian kargia <333 velodebi shemdeg tavs <3

 


№6  offline მოდერი niako crazy

мариамо
dzalian kargia <333 velodebi shemdeg tavs <3


მალობა

 


№7 სტუმარი mariiiiiiii

shemdegs rodis dadeb

 


№8  offline წევრი S.likuna

ramdeni xania velodebi rodis dadeb..

 


№9  offline წევრი uKKKnow

ძაან აგვიანებ

 


№10  offline წევრი hermi

ვაუ, ძალიან მომეწონა, შესანიშნავია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent