გადარჩენილები -2-
სახეებს თვალი მოვავლე ,ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე. ვიგრძენი გვერდით ვიღაც დამიჯდა, მაგრამ ყურადღება არ მიმი ქცევია. თვალები კვლავ დახუჭული მქონდა და სულ მალე ჩემი საყვარელი სიმღერის თანხლებით გადავეშვი სიზმრების სამფლობელოში. ბენი ჩემკენ გახარებული მორბოდა, მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა .მეც ლოყებს ვუკოცნიდი პატარა ძამიკოს და ქერა, კულულა თმაზე ვეთამაშებოდი . სიზმრებიდან ვიღაცის განწირულმა კივილმა გამომაღვიძა. ხალხი პანიკას მოეცვა. -სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ადგილებს დაუბრუნდით! -აღშფოთებულ მგზავრებს სწიუარდესა ამშვიდებდა,მაგრამ უშედეგოდ. -რა ხდება? -შეშინებულმა გავხედე გვერდით მჯდომ მამაკაცს . -არ ცივი-მისი პასუხი გაისმა თუარა თვითმფრინავმა რყევა დაიწყო. შეშინებული ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა. -დამშვიდდით, მცირე შეფერხებაა - ამაოდ ცდილობდა გოგონა ბრბოს დამშვიდებას. მე რას ვაკეთებდი ამ დროს? შეშინებული ვუყურებდი ყოველივე ამას და ვცდილობდი თავი შემეკავებინა ზედმეტი ემოციებისგან. -ვვარდებით! ღმერთო, ვვარდებით! - ქალის ხმა თითქოს ჩემს სულს ჩასწვდა . უეცრად ყველა ფანჯარას მიაწყდა. მეტალის უზარმაზარი ფრინველი რყერვა-რყევით მიიწევდა ქვევით. შიშისგან აკანკალებული აქეთ-იქით ვიყურებოდი.ცრემლები უკვე თავისით იკვალავდნენ გზას ჩემს სახეზე. დავინახე პატარა ბავშვი როგორ ეხუტებოდა ატირებულ დედას . თვითონაც ტიროდა. ეშინოდა,მაგრამ რისი ? მან ხომ არ იცის რა არის სიკვდილი, არც სიცოცხლის იცის ბევრი ,ჯერ ძალიან პატარაა . მის ლამაზ სახეზე ერთდროულად იყო გამოსახული გაურკვევლობა და შიში. ვნატრობდი დრო გაჩერებულიყო და ამ ჰაერში გამოკიდულ თვითმფრინავში დავრჩენილიყავი სამუდამოდ, უსასრულოდ ოღონდ მეცოცხლა. ვგრძნობდი როგორ მოწყვეტით ვეშვებოდით დაბლა . სავარძელს ჩაბღაუჭებულმა თავი მუხლებში ჩავრგე და ლოცვა დავიწყე. - მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი - თვითმფრინავმა რყევას უმატა და მეც უფრო ხმამაღლა განვაგრძე - მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა - ამ დროს მოწყვეტით დავვარდით და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ძლიერად შევენარცხე უკვე იატაკად ქცეულ ჭერს და თავი მწარედ დავარტყი . - არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ. - ლოცვის ბოლო ნაწილი ჩურჩულით წარმოვთქვი და გონება დავკარგე. *** თვალები გავახილე თუარა შეშინებულმა ბოლო ხმაზე დავიკივლე.თვალებში ვუყურებდი ქალს რომელიც ზედ ჩემზე იწვა დასისხლიანებული და სრულიად უმოძრაო. მგონი გარდაცვლილი იყო. აქვითინებულმა ტკივილისგან ამოვიკვნესე. მთელი სხეული დაბეჟილი მქონდა. ფრთხილად მოვიშორე ქალი და ირგვლივ მიმოვიხედე. თვალებს ძლივს ვახელდი. არვიცი რამდენიხანი ვინი ვიყავი უგონოდ და რა მოხდა მას შემდეგ, მაგრამ თვითმფრინავისგან უწინდელის ნახევარიც არ იყო დარჩენილი. ნაწილი დამსხვრეული ,ერთ დროს მყარად მდგარი სავარძლები მიმოფანტული, მათ ქვეშ კი დაშავებული დამიანები. ზოგიერთ მათგანს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. თავი ძლივს ავწიე და შევეცადე ხელების დახმარებით სხეულიც ამეზიდა მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ ჩაიარა, ძალაგამოცლილი ისევ ძირს დავვარდი . მიმოვიხედე, რომ რამე მეპოვნა .იქვე მდგარ სავარძელთან მივბობღდი, მას დავეყრდენი და ძლივს ფეხზე დავდექი . სიარული შემეძლო ,მაგრამ რათქმაუნდა მიჭირდა. -მადლობა ღმერთო - მაღლა ავიხედე,თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და გასასვლე ლისკენ დავიძარი. გარეთ იმაზე ცუდი მდგომარეობა იყო ვიდრე ველოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.