შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მენდე! “3“


13-02-2016, 23:22
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 692

***
იმ დღის შემდეგ ბაიკზე გახედვის სურვილიც კი აღარ მქონდა.თავს ყოველდღე ვიდანაშაულებდი რომ გავუფუჭე და ვეჩხუბე კიდეც,იმის მაგივრად რომ ბოდიში მომეხადა.
-ყავა გაგიცივდება,-ფიქრებიდან გამომარკვია თათას ხმამ და ფინჯანს დავაცქერდი,რომელიც ჩემს წინ იდგა,სამივე გაშტერებული მიყურებდა,-რამე გვითხარი,-საჭორაო თემის გამოძებნა მთხოვა თათამ,მაგრამ იმდენად ვიყავი გადაღლილი ფიქრებისგან რომ ვერაფერი მომაფიქრდა.
-მოვიფიქრე,-უეცრად წამოიძახა ნიამ,-მკითხავთან წავიდეთ,-მის ნათქვამზე გამეცინა
-რადროს მკითხავია,-მივუგე მე
-აუ კარგით რა,-აწუწუნდა თავისებურად,-ცოტა გულს გადავაყოლებ,წავიდეთ რა,-შემომხედა მე,გეგონება ჩემი გადასაწყვეტი იყო
-კარგი,წავიდეთ,რადგან არ იშლი,თან არც მომავლის გეშინია
-შენ რა გეშინია?-ეჭვით შემომხედა და გაეცინა,-უბრალოდ მკითხავია,გგონია რასაც გეტყვის აგიხდება?-ხელები სახეზე მოიკიდა უცნაურად და აფრუტუნდა,-ჩემს წითელ ლოყებს გეფიცები,-სიცილი აგვიტყდა მის ნათქვამზე
-რა ბავშვი ხარ,-მკლავზე ვუჩმიტე,-რადგან დაშლას არ აპირებ,ავიკრიბოთ და წავიდეთ,-პირველი წამოვდექი სკამიდან.
-მე ძალიან მაინტერესებს,-აღტაცებული ხმით თქვა ნათიამ
-რატომ არ დაგაინტერესდება რა,-კისკისით და თვალის პაჭუნით მიუგო თათამ და მე და ნიას ეშმაკურად შემოგვხედა,-გიორგი კიდევ გეხმიანება?-ჰკითხა შემდეგ
-რას ჰქვია კიდევ,ჩემი ბიჭია,-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მოუსვენრად
-აბა,რას გვეტყვის მკითხარი,-თქვა თათამ
-ისეთი რა უნდა გვითხრას რაც ჩვენ არ ვიცით,-ფხუკუნებდა ნია,-სახალისოა,თორემ
-ტყუილი ფულის ყრაც სახალისოა,-მივუგე მე და თათას ამოვეფარე
-არა,ჩემი ნაცნობის დედამთილი მკითხაობს ყავაზე,-ხელები გადაიჯვარედინა და გარეთ გავარდა.
***
-სული არ შეუბერო,-დამიტია შუახნის ქალმა და ფინჯანი უკან დამადგმევინა,-აცალდე,თავისით განელდეს და მერე დალიე,-რბილი ხმით მომიგო მან.ფინჯანი დავდგი და ოთახი მოვათვალიერე,ყველაფერი ჩვეულებრივი იყო,რატომღაც წარმომედგინა რომ მაგიური ნივთები ეწყობოდა,ცუდი აურა იქნებოდა,თუმცა თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი,მიუხედავად იმისა რომ არაქრისიანულ საქმეს ვაკეთებდი.სურვილი იმდენად დიდი გამიჩნდა,უკვე რწმენასაც აღარ ვუყურებდი.
-თქვენი ფინჯანი,-მიმართა ნათიას და ისიც სმენად იქცა,თვალები ქალის მიმართულებით გააშტერა და ხელებში დააკვირდა,რომელშიც ფინჯანი ეკავა მკითხავს და ატრიალებდა,ნალექი მთლიანად რომ მოდებოდა შიგნიდან,-შავია ჭიქა,-ისევ თავისებური რბილი ხმით მიუგო ნათიას.სამივე ყურადღებიტ ვუსმენდით,ხან მკითხავს შევყურებდით ხელებში,ხან ნათიას.
-შავი რას ნიშნავს?-ცოტა აღელვებული ხმა ჰქონდა ნათიას,რატომღაც ასე მომესმა.
-არაფერი,ცუდი არაა,ნუ ღელავ,ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩაფიქრებული გაქვს,საწადელს მიაღწევ,მალე გათხოვდები
-მალე გავთხოვდები?-გაეცინა მას და ჩვენც ვეღარ შევიკავეთ თავი
-არ ვამბობ ხვალ,უბრალოდ აქ ვხედავ რომ საბედო ჩანს,ძალაინ მაღალია
-გიორგი,-ჩაიბურტყუნა და ჩვენ გადმოგვხედა
-სხვა რა გითხრა,გადასარევად გაქვს საქმე,-გაუღიმა ქალმა.ასეთი მკითხავი ცხოვრებაში არ მენახა.
-კარგით,ახლა მარიამს უმკითხავეთ,-ხელის კანკალით გადაუდგა ჩემი ფინჯანი.ისევ იგივე პროცედურა ჩაატარა ,ნალექი გარშემო მოატარა და დაჟინებით ჩააცქერდა.რამდენიმე წუთი უხმოდ უცქერდა,წარბებს ათამაშებდა და შუბლს ჭმუხნიდა.
-რამე ცუდია?-ნათიაზე მეტად ავღელდი მე
-ერთი წუთით,-გამაჩერა მან,-შენც კარგი ამბები გაქვს,მაგრამ ვხედავ ადამიანს,რომელიც მოიწევს ცუდი მიზნებით,თუმცა მიზანს მალევე შეიცვლის,მაგრამ შენი რაკურსი შეიცვლება,რაც თქვენი ურთიერთობის მეტად გამწვავებას შეუწყობს ხელს
-შემდეგ,-ისე დავიძაბე,უკვე მჯეროდაკიდეც,მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა.
-ბაიკს ვხედავ,კიდევ მაკრატელს,-განაგრძო შემდეგ,-რთული პერიოდი გექნება,თუმცა მალევე ყველაფერი სასიკეთოთ შეიცვლება,-დაუმშვიდდა ხმა,-შენც მალე თხოვდები
-როგორ,-ჩაერია ნია,-ყველას როგორ უცებ გვათხოვებ,-სიცილით უთხრა მკითხავს
-ჩემი თუ არ გჯერა რატომ მოდიხარ?-ცოტა ეწყინა ქალს
-გთხოვთ,-მივუგე,-განაგრძეთ
-გათხოვდები,მაგრამ -ისევ გაჩუმდა.ნერვი მიტოკავდა უკვე.
-მაგრამ?
-გაგიჭირდებათ,მაგრამ სხნა ხომ იცი ყველაფერს აქვს,მსვიდად იყავი და იბრძოლე.
-აღარ მინდა,-წამოვდექი სკამიდან,-წავალთ ჩვენ,დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და გვიმკითხავეთ,-თავაზიანობა არ დავივიწყე და რბილად მივუგე,გავუღიმე კიდეც და პირველი გავედი სახლიდან.
***
-სულ ყველა გაგვათხოვა,რა კარგად მომზადებულა,-მოუსვენრად იყო ნია,-მეგონა გაგახალისებდით,მაგრამ პირიქით გამომივიდა,-ნაღვლიანმა გადმომხედა
-არაუშავს,მაინც არ მჯერა,-დავამშვიდე.
-მე კი მინდა რომ ის,რაც მითხრა,ამიხდეს,-თქვა ნათიამ
-გიორგიზე?-ჰკითხა თათამ
-ხო,-თავი დააქნია მან
-მაგას მკითხავის გარეშეც უნდა მიმხვდარიყავი,-რატომღაც გამეცინა,-წამო,სადმე დავსხდეთ,-შევთავაზე.მათაც გაუბრწყინდათ სახე.
***
კაფეში შევედით,ცხელი შოკოლადი და მთვრალი ალუბალი შევუკვეთეთ და კუთხის მაგიდასთან მოვკალათდით.შეკვეთა მალევე მოგვიტანეს.
-იმ მაგიდასთან რომ ბიჭი ზის,-მანიშნა ნიამ ჩემს უკან მჯდომ ბიჭზე,-რაღაცნაირია,ზის თავისთვის,უჩვეულოდ,წიგნში თავჩარგული და გვერდით რვეული უდევს,ასეთ ბიჭებს იშვიათად ვხვდები და მაშინვე გული მიწყებს ფართხალს,მგონია რომ განსაკუთრებულია და საინტერესო,-იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და სახე ჩარგო ხელის გულებში.
-მოგეწონა?-ჰკითხა თათამ
-რავიცი,-ყოყმანით თქვა ნიამ და შოკოლადს მოურია
-მიდი,-შევთავაზე,-გამოელაპარაკე,რა იცი რა ხდება,-ჩემს ჭკუაში გადასარევი რჩევა მივეცი და კმაყოფილს გამეღიმა
-არა გოგო,ასე პირდაპირ ბიჭთან არასოდეს მივსულვარ და არც მივალ კიდევ
-მაშ,მისი ყურადღება მიიქციე,რამე მოიმოქმედე
-კარგი რა მარიამ,-დამემანჭა,-მე რანაირად მივიქცევ მის ყურადღებას
-დამაცადე,-ფეხზე წამოვდექი,-ახლა მე დავიყვირებ რომ შენ ცუდად ხარ,მიდი გულის წასვლის იმიტაცია გააკეთე,-მანაც დამიჯერა და ვითომ ცუდად ხდებოდა მე კი განწირული ავყვირდი.-არიქა,მიშველეთ,მეგობარი ცუდად გაგვიხდა,-წამოვიშალეთ ყველა და ნიას გადავეფოფრეთ.მომსახურე პერსონალი შეშინებული მოგვარდა.ვიგრძენი,როგორ ჩამავლო ვიღაცამ ხელი და გვერძე გამწია.
-ექიმი ვარ,-ის ბიჭი იყო,ნიას რომ მოეწონა და სამივეს გაგვეხარდა.დაუწყო საწყალ ნიას გასინჯვა და ამბები,ჩვენ თავს ძლივს ვიკავებდით.
-რამე სერიოზულია?-ვკითხე მე
-არაფერი,გადაღლილია ალბათ,-დაასკვნა ბიჭმა,-ეს დალიე,-რაღაც წამალი დაუდო მაგიდაზე და წყალიც მიაყოლა.
-არ მინდა,-წამოვარდა ნია,-კარგად ვარ,-ხელები დაიწყო გულზე,-კარგად ვარ,-იმეორებდა თუთიყურშივით და მართლა ცუდად გაგვიხდა.გული წაუვიდა.გვეგონა კიდევ თვალთმაქცობდა,მაგრამ სულ გაფითრდა.ბიჭმა მოასწრო მისი შეკავება და გონწასული სკამზე დასვა.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვაიმე თეოო რა გიჟუა ხარ,ეს მკითხაობაც მეცინებააა

 


№2  offline წევრი მოლურჯო

სათაურმე დამწყდა გული...
რაღაც-რაღაცეებს მახსენებს...
ისტორიაზე კი ვგიჟდები love
--------------------
მარიამი

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

კარგად მაცინე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent