ვიდრე ყვავიან შროშანები [5]
სანდრომ უბრალოდ შემომხედა და მოულოდნელად მომხვია ხელი. შევიშმუშნე, რომ მომეშორებინა, თუმცა უფრო მეტად მიიკრო თავის მხარზე. _სანდრო, გაწიე ხელი_კბილებში გამოვცერი. _ვაგრძელებთ?_იკითხა სანდრომ და დამაიგნორა. თავი დაუქნიეს და ლიზამ მომლოდინედ შემოგვხედა. ჯანდაბა, იყოს როგორც არის. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მსიამოვნებდა მისი ჩახუტება. _უბრალოდ იცეკვოს, ვულგარულად და გამომწვევად_თქვა რედიმ. უხერხულად გავიხედე განზე და რომ არაფერი შეემჩნიათ, გავიღიმე. ცეკვას მიწა რომ გასკდეს, აღარ ვაპირებ. ბოლოს რომ “ვცადე”, დიდი მარცხით დასრულდა. _ტრამ ტრამ... ჰეი, ელენს_სიცილით დამიძახა ბობიმ. თავი მაღლა ავწიე და თავი ოდნავ დავუქნიე, მოსმენის ნიშნად. _რას მიყურებ, იცეკვე_მხრები აიჩეჩა. რა? ღმერთო ჩემო, ეს ბედის ირონიაა. მე არ მსურს ვიცეკვო კვლავ, გუშინდელის მერე. ეს სრული კატასტროფა იქნება, რასაც სავარაუდოდ სანდროს ყვირილი და ჩემი ფიზიკური ტკივილი ჩაერთვის ფინალს. _არა_მშვიდი და ცივი ხმით მიბრძანა სანდრომ. ლუკამაც თავი ოდნავ გააქნია უარის ნიშნად. ჩემივე სურვილი რომ არა, ალბათ შევეწინააღნმდეგებოდი. _თუ მეგიმ შეასრულა, არც ელენეა გამონაკლისი_ამბობს ნოე. მინდება მივვარდე და ყელში ვწვდე. გაჩუმება არ შეუძლია ამ ნაბიჭ,ვარს? _მეგი სხვა შემთხვევაა_დამიცვა სანდრომ და ეს საშინლად მესიამოვნა. ჩუმად ვზივარ, რადგან ეს ის შემთხვევაა, ხმის ამოღებით რომ ყველაფერს გავაფუჭებ. ვზივარ და განაჩენს ველოდები. _არა, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან_მხარი აუბა ლოლამ. ამ გოგოს დავაპუტავ შავ თმებს, ღერა-ღერა! _უკაცრავად?!_პირდაპირ თვალებში ჩავხედე. უბრალოდ არ შემიძლია მოვითმინო ის, რომ მე და მეგი შეგვადარა. _ჰო, რა? მეგიმ თავი დაიმცირა, შენც ვალდებული ხარ ეს გააკეთო_ჰარიც მის მხარესაა. ეს ის ბიჭია, გრძელი თმებით. _ჯერ ერთი, ახლა თავად მეუბნები რომ ეს დამცირების ტოლფასია. მოდი გაა,ჯვი რა!_დავუყვირე და წამოვდექი. ჩემი სიმშვიდე წარსულში დარჩა. ნერვები არ მაქვს მწყობრში... _მეორედ ვეღარ ითამაშებ_თვალებს მიბრიალებს ნოე და მანიშნებს, რომ ადგილს დავუბრუნდე. ნუთუ გონიათ რომ ამას გავაკეთებ? მე მართლა არ მსურს ვნებიანი ცეკვა, თანაც ეს... ეს... ეს არ დასრულდება კარგად, სანდროს წყალობით. _კარგი, შემდეგი_ამბობს სანდრო და მეც შვებით ამოისუნთქე და მის გვერდით ვჯდები. კვლავ მხვევს ხელს, მაგრამ შეწინააღნმდეგებას უბრალოდ აღარ ვცდილობ. აზრი არ აქვს. _იყოს ასე, მაგრამ მე თამაში მომბეზრდა, რომ არ მოგატყუოთ_იცინის რედი და თავისი კოქტეილიანად დგება, ფრთხილად ჩადის აუზში და თვალს მიკრავს. _ნორმალური ვერაფერი მოიფიქრეთ_ნიკამ მობეზრებით გადაატრიალა თვალები და ისიც წამოდგა. _წვეულება საღამოს იქნება, იმედია მოხვალთ, და ელენაც დაპატიჟებულია_მეუბნება სემი. ქერა თმითა და ცისფერი თვალებით საკმაოდ სანდო შეხედულება აქვს. _მადლობა, მაგრამ არ მიყვარს წვეულებები_ვუპასუხე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ სანდროს ხელებმა ადგილზე დამაბრუნეს. _აუზში უნდა ჩავიდე_თავი შევაბრუნე და ხმადაბლა ვუთხარი. ისე, როდის მერე დავუწყე “აჩოტების” ბარება? _ეი, ამ წვეულებაზე ყველა მოდის, რომ არ მოხვიდე, მოგკლავ_დამემუქრა ლიზა. მის შეკრულ წარბებზე გამეღიმა. ღმერთო, ამ გოგოსთან დაახლოება მინდა. _წამოვალთ, აუცილებლად_თქვა სანდრომ და ხელი გამიშვა. მეც ავდექი. _რას ნიშნავს თ? მე არსადაც არ ვაპირებ წამოსვლას_ცალი ფეხი ოდნავ წინ გავწიე, უკეთესად დგომისთვის და ზემოდან დავხედე. ამომხედა. ჭაობისფერი თვალებით ლამის გამბურღა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. _კრეტინი_ჩავიბურტყუნე, უკან შევბრუნდი და აუზში ჩავდგი ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა ფეხი და გავცურე. ვაპირებდი კი დღეს საღამოს წვეულებაზე წასვლას? ეს მჭირდებოდა, მაგრამ რამდენად მინდოდა, ვერ გეტყვით. წვეულება, ხმაური, ცეკვა, ბევრი გაფუჭებული თინეიჯერი, სასმელი, ნარკოტიკები... არა, მაინც წავალ, სულ ნახევარი საათით. მერე კი სახლში დავბრუნდები და დაღლილს უფრო ტკბილად ჩამეძინება. ხო, ასე მოვიქცევი. მუცელზე ტატუებით დაფარული მარჯვენა ხელი მომეხვია, თავისზე ამაკრო და თავი ჩემს ყელში ჩარგო. იმდენად მოულოდნელი იყო, შემეშინდა და აუზის ზედაპირს ფეხი ოდნავ ავკარი. ლავიწზე რომ მომაკრო ცხელი ტუჩები, სხეულში სიამოვნებით ელექტროობამ დამიარა. ვიცანი სანდროს ხელი. ვერ ვხვდები, რა სჭირს დღეს, მაგრამ აშკარაა, რომ შეიცვალა. მაღელვებს მისი ხასიათი. ხან ბობოქარი ზღვასავით ღრიალებს და როგორც ტალღები ეხეთქება ნაპირს, ისე მეხეთქება მისი რისხვა მე, ხანაც თბილი, მზრუნველი, და მკაცრია. თავისებურად, თორემ სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის ნორმალური. _ავდივარ_მხარი ოდნავ ავუქნიე და სხეული მოადუნა თუ არა, აუზიდან სწრაფად ავხტი, პირსახოცი მოვიხვიე ზურგზე და ლუკასკენ წავედი. ის ბართან იდგა და ეწეოდა. _ნინის არ დაურეკავს?_გავიხსსნე ჩემი საუკეთესო მეგობარი და მისი შეყვარებული. ბარზე შემოვჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე. _არა, შენთან?_მკითხა და შემომხედა. სიგარეტის კვამლი პირდაპირ სახეში მომხვდა. _არა_ვუთხარი და ვანიშნე, მომაწევინე მეთქი. თავადვე ჩამიდო პირში სიგარეტის ღერი. მოვქაჩე და თავი უკან გავწიე ბოლის გამოსაშვებად. _დავურეკავ_ჯიბეში ხელი ჩაიდო და ტელეფონი ამოიღო. თავი დავუქნიე. ახლაღა ვიგრძენი, რომ მომენატრა ნინი. აქამდე ის ჩემი თითქმის ერთადერთი ნაცნობი იყო. _ნინს, როგორ ხარ?_სანამ ლუკა უპასუხებდა, ხელიდან ავაცალე ტელეფონი. _რავი, დაღლილი. შენ?_მხიარულად მიპასუხა და გადაიკისკისა. ყველაზე პოზიტიური არსებაა, მათგან, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. _რა ქენი, ნახე დიზაინერები?_ვკითხე და ამოვიოხრე. ახლა იქ მის მაგივრად მე უნდა ვყოფილიყავი. _კიი, ვნახე, მითხრეს რომ დღეს საღამოს ყველაფერი მზად იქნება. უკვე მიუტანეს მკერავებს თუ რაც არის რა. ხოლო რაც შეეხება ხის აქსესუარებს, ეგ უკვე ადგილზეა სერ! _კარგებია? ნახე? _გოგო, ეგენი რათქმაუნდა, ლამის მე ვიყიდე ყველა. _მე რაც დაგაბარე?_გამახსენდა ჩემი სამკაულები. _ელეონორა, რამდენჯერ გითხარი, მე არაფერი მავიწყდება! ვიყიდე, თან ერთი არა, ხუთი. და კიდევ ლოკაი გიყიდე, ჩემთვის კედები და შარვლები... _ჰო, გავიგეთ, ახლა მე მელაპარაკე_ტელეფონი ამაცალა ლუკამ. გავიცინე და ბარიდან ჩამოვხტი. საათნახევარში ყველა წავიდა, ბიჭების ჩათვლით. მე და რედი დავრჩით სახლში, საღამოსთვის მოსამზადებლად. _აბა, ახლა დაჯექი, სალაპარაკო მაქვს_დივანზე დაჯდა რედი და მის წინ მჯდარ სავარძელზე მიმანიშნა. _გისმენ_რბილ სავარძელში შავჯექი და ფეხები მოვიკეცე. _მოგწონს? _ვინ?_არ შევიმჩნიე, თუმცა მივხვდი ვისზეც იყო საუბარი. _სტალინი_მიპასუხა და თვალები დამიბრიალა. _რავი, შენ? _ელენე! _მომწონს, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის ჩემს მიმართ ასეთი... _როგორი? _ასეთი ცვალებადი_ხელით ნიკაპი მოვისრისე. _მისმინე, ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ, ეცადე რომ თითოეული ჩვენთაგანისგან თავი შორს დაიჭირო. განსაკუთრებით ბიჭებისგან_მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. თვალები ძირს ჩახარა და მზერა ვერ გამისწორა. _რედ, გთხოვ, მითხარი, რა ხდება აქ?!_ჩემი ხმა ზედმეტად ცივი და მშვიდი იყო. საკუთარი თავის შემეშინდა. _არ შემიძლია. ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩეს. უბრალოდ იცოდე, არ გაბედო და არ შეგიყვარდეს რომელიმე. ჩვენგან ვეღარ წახვალ, მაგრამ ეცადე მაინც რომ გრძნობები დაბლოკო_მითხრა, გამიღიმა და ზურგი მაქცია. ამან ეჭვები უფრო გამიმძაფრა და სამზარეულოში შევყევი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. _სანდრო ცუდია?_გულუბრყვილოდ ვკითხე მე, რაც პირველად მომაფიქრდა. შემომხედა და სიცილი აუტყდა. _არა, სანდრო კარგი ბიძიაა_ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა სიცილს. მეც გამეცინა. _მაშინ, მე ვენდობი კარგ ბიძიებს_თვალი ჩავუკარი და მაცივრის კარი გავაღე. _კარგი ბიძიების უკან ცუდი საიდუმლოები იმალება_ესეც ნამიოკი. ლუდის ქილა ვესროლე, მე კი კოკა-კოლა დავისხი მაღალ ჭიქაში. _შენი აზრით, ცოტათი მაინც მოვწონვარ?_რადგან გულახდილი საუბარები დავიწყეთ, ვეცადე რამე დამეყჯებინა მისთვის. _ალბათ კი. შენ ლამაზი ხარ, თითქმის უნაკლო. სხეულიც კარგი გაქვს, ხასიათაც_მხრები აიჩეჩა მან. _მაგრამ მეგიც კი, ჩემზე უკეთესია _ცდები. მეგი ბო,ზია. მეგის ნებისმიერი გა*იმავს, და მერე მიაგდებს. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. შენ კი, უნდა ვაღიარო, სემის გარდა ყველას მოსწონხარ. ეს დარწმუნებით ვიცი_მითხრა და ლუდი მოსვა. _სემს რატომ არა? _იცი, სემს და შენ ერთი საერთო გაქვთ_მითხრა საიდუმლოდ და ჩემსკენ გადმოიხარა. _ოუ, რა საერთო?_დავინტერესდი მე. _თქვენ, ორივეს, და მეც, ბიჭები მოგვწონს_სიცილით თქვა. მეც გავიცინე და მივხვდი რაში იყო საქმე. _ანუ, გეია_ვთქვი და ჩიფსის დიდი შეკვრა ჯამში გადმოვყრე. _ხო, რათქმაუნდა. ეს ყველამ იცის_მიპასუხა და ფეხები მაგიდაზე დააწყო. ხელი მწარედ დავარტყი ფეხებზე და ისევ ძირს დავაბრუნებინე _მოწიე ჩემსკენ ეგ ჩიფსი_დაიწუწუნა და ჯამს ხელი დაავლო. _თუ გინდა, შენთვის აიღე_მეორე მხარეს ჩავავლე ჯამს ხელი და ჩემსკენ გამოვქაჩე. _ნაგლი ხარ, მეზარება მე_მისკენ გაწია _ოჰ, კაი ერთი. ეს ჩემია_მოულოდნელად ორივემ ერთდროულად გავწიეთ და საწყალი ჯამი ძირს დაეცა, ჩიფსი კი ალაგ-ალაგ დაიბნა. _სულ შენი ბრალია_ბუზღუნით წამოდგა და დოინჯი შემოირტყა. უყურე და, კიდევ აქეთ რომ ბრაზდება? _კარგი ერთი, ვინ არ იკადრა ტრა,კის წამოწევა და ჩიფსის დაყრა, და ვინ დაახტა სხვის ჯამს?_საკრატული ტონით ვკითხე და ფეხი ფეხზე გადავიდე. _მე_მხრები აიჩეჩა, მე კი სიცილი ამიტყდა. ორივემ ჩაბჟირებით ვიცინეთ, მერე კი იქაურობა მივალაგეთ და საღამოსთვის მზადება დავიწყეთ. _შენ ჩაიცვი, მერე ჩემთან შევივლი ბინაში და მოვემზადები მეც. ხვალ კიდე საშოპინგოდ გამყევი_ვუთხარი რედის, როცა კარადა გამოაღო. თავი დამიქნია და ორი საკიდი გამოიღო, მერე კი საწოლზე მიფინა. ერთზე თეთრი ზედა და მოკლე, შავი ქვედაბოლო ეკიდა, რომელსაც გვერდით ბადეებიანი კოლგოტი მიუწყო რედიმ. მეორე კი მთელი კაბა იყო, ლურჯი, და ისიც რათქმაუნდა საშინლად მოკლე. _არ ფიქრობ რომ ზედმეტად... მმმ... რავიცი, მოდი მე შეგირჩევ რამეს_თავი უარის ნიშნად გადავაქნიე, საკიდები ადგილზე დავაბრუნე და მის გარდერობში ლამის შევძვერი. _მონაზონის ტანსაცმელი არ მაქვს, ტყუილად ეძებ!_დამიყვირა მობეზრებულმა რედიმ და ხელზე მომქაჩა. _მაცადე რა_ვუპასუხე მე, კარადიდან წითელი, მუხლს კარგად აცდენილი, თუმცა ლამაზი, გაშლილი ქვედაბოლო გადმოვიღე და თეთრი ზედა, არავითარი წარწერით. მერე შავი გეტრები მოვძებნე და საწოლზე დავუყარე. _აბა, მალე_თვალი ჩავუკარი და რადგან თეთრი ზედა ლანდავდა, შავი ლიფი ვესროლე. სიცილი აუტყდა და ჩაცმა დაიწყო. რედიმ სანდროს მანქნის გასაღები აიღო, როგორც ჩანს თვითონ ლუკას მანქნით წავიდნენ. მანქნის საჭესთან მე შემომთავაზა დაჯდომა, თუმცა უარი განვაცხადე. რაც არ უნდა წმინდანად მოვაჩვენო თავი ყველას, მეც მაქვს რაღაც სუსტი წერტილები. ორი წელი მბრბოლერი ვიყავი, მერე სამი თვე დრიფტით გატაცებული და შუალედებში ტრავმატოლოგიურში ვისვენებდი. თუ საჭეს მივუჯდები, მერე თავისით ვაწვები გაზს. სიჩქარე ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ვგიჟდები სწრაფად ტარებაზე. ამიტომ გადავწყვიტე, ერთი წლის წინ, რომ მანქანა გამეყიდა და ადრენალინი დამწყნარებინა. ხო, მეც გაფუჭებული ბავშვი ვარ, ექსტაზზე და ჰალუცინატორებზე დამოკიდებული, სისწრაფის მოყვარული, თუმცა მაინც განვსხვავდები მათგან. მისამართი ვუკარნახე და სიგარეტს მოვუკიდე. პირი ოდნავ განხსენი, ბოლის გარეთ გამოსაშვებად და დაბნელებულ ქუჩას მოვავლე თვალი. ჩიხის ბოლოს, ვიღაც ხანშიშესული მამაკაცი ეჩხუბებოდა ჩემი ასაკის ქერა გოგონას. გოგონა კიოდა, მამაკაცი კი თმაში წვდა და სახეში ძლიერად გაარტყა. გადასვლას ვაპირებდი, რედიმ რომ სიჩქარეს უმატა და ჩიხს გავცდით. ამოვიოხრე. მეზიზღება, როცა მამაკაცი ქალს ცემს. მამაჩემი იყო ასეთი... ყოველ დღე, ყოველ ღამე, იყო თუ არა მთვრალი, სასტიკად ცემდა დედაჩემს ერთი შეცდომის გამო, რომელიმეც დედამ დიდი ხნის წინ დაუშვა. მამას უღალატა... მოკლედ, აქ დიდი არეულობაა. _ეი, მოვედით_მითხრა რედიმ. მანქნიდან ჩამოვედი და სადარბაზო მოვათვალიერე. ნაგვის ბუდეა აქურობა. კიბეები სწრაფად ავირბინე, გასაღები მოვარგე კარებს და შევედი. რედი მანქანაში მელოდებოდა. სახლი არეული იყო, ბოლოს აქედან რომ მოვდიოდი, ლომკაში ვიყავი. დალაგების დრო არ მქონდა, ამიტომ ჩემს ოთახში შევედი და სწრაფად მოვემზადე. შავი ქვედაბოლო ჩავიცვი, სადა და გაშლილი, როგორიც რედის ავურჩიე. შავი კოლგოტი ამოვიცვი და ოლ სთარის შავი კედები. შავი ზედა, black sabbath-წარწერით და შავი, ნაქსოვი მოსაცმელი, მუხლამდე რომ მწვდებოდა. მოსაცმლის ჯიბეში ორი კოლოფი კენტი, ასანთი და ასი ლარი ჩავიგდე, ტელეფონი და ყურსასმენები და კარები მივხურე. იგივე კიბეები ჩავიარე და მანქნის კარი გამოვაღე. _აუუ, მეგონა რამე წესიერს ჩაიცმევდი_თვალები დამიბრიალა რედიმ და როცა კარები მივხურე, მანქანა დაძრა. უპასუხოდ დავტოვე, კვლავ საქარე მინიდან გავიხედე და მეორე ღერს მოვუკიდე. ისევ იმ ჩიხთან ვიყავით, იგივე სანახაობა რომ გადაიშალა. ერთი განსხვავებით-ამჯერად კაცი სასტიკად ცემდა ქალს, დაუნდობლად. _გააჩერე_დავუყვირე რედის და როცა შეშინებულმა დაამუხრუჭა, მანქნიდან გადავხტი და წყვილისკენ წავედი, გზად კი სიგარეტი დავაგდე და ფეხით გავსრისე. _გოგონას ხელი გაუშვით_ცივად დასჭექა ჩემმა ხმამ. მამაკაცი შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და უცებ, ვიგრძენი რომ ცუდად ვიყავი. ვიგრძენი, როგორ ტრიალებდა დედამიწა და მთელი სხეულით ავკანკალდი. ნაცნობი თვალები დაჟინებით მიყურებდნენ. რედი მედგა გვერდით, რაღაცაზე გაცხარებული საუბრობდნენ, მაგრამ არაფერი მესმოდა. ყველაფერმა წამში გადაირბინა ჩემს თვალწინ. ტყე, დაკარგული მე, დაღამება, ყვირილისგან დაღლილი და ხის კუნძზე ჩამომჯდარი მე, სიბნელეში ვერ გარჩეული უცხო სხეული, მერე ისევ გახარებული მე, მერე ისევ მე, ოღონდ გახარებული აღარ, მერე უცნობის სასმლის სუნი და მოფათურე ხელები, მერე კივილი იყო, ყვირილი იყო, დანგრეული მომავალი და ფეხქვეშ გათელილი სული იყო, მისი საზარელი შავი თვალები იყო, ტანზე შემოხეული ტამსაცმელი და ჩაწითლებული თვალები იყო, უცრემლო თვალები, ტირილი რომ აღარ შეეძლოთ. და ახლა, ამდენი ხნის მერე, ის ჩემს წინ იდგა და მთელი ჩემი არსება სიძულვირს, შურისძიებას მოეცვა. მინდოდა რომ მომეკლა, ყელში ვწვდოდი და დამეხრჩო. _უკაცრავად, რომ ჩავერიეთ_ძლივს ამოვიღე ხმა და გავუღიმე. _რა? თქვენი მეგობარი კი მეჩხუბება, რომ ქალზე ხელი არ უნდა ავწიო_დაწყნარდა მამაკაცი... რედის სახეზე ერთიანად გადაურბინა ყველა ფერმა. ხელზე ხელი მოვუჭირე. გოგონა კი ტიროდა, და მე მიყურებდა. _არაუშავს, აქ იმისთვის მოვედით რომ რაღაც შემოთავაზება გვქონდა_ღიმილს არ ვიშორებდი, მაგრამ ღმერთმა იცოდა, ეს როგორი ღიმილი იყო. _ოჰ. აბა გისმენთ_დაინტერესდა მამაკაცი, მაგრამ გოგონასთვის ხელი არ გაუშვია. _აქ არა. სადმე სხვაგან. ახლა კლუბში მივდივართ, ხომ ვერ გამოგვყვებით?_შევთავაზე. _რატომაც არა... დიდი იმედი მაქვს, მოგეწონებათ. პატარა თუა, მაპატიეთ და რომ დავაგვიანე, ისიც. არ მეპატიება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.