თავხედი მეკვლე (5) დასასრული
ნაწილი 5. – რაო, სალომემ? – ჰკითხა მეორე დღეს მისმა საუკეთესო დაქალმა, მეგიმ. – არაფერი, რა უნდა ეთქვა. უშვებს, აბა? თან კი არ მიკითხავს, უბრალოდ, მიმყავს-მეთქი ვუთხარი. – კარგი, ჩაალაგე ბარგი? ბარემ მეც ამოვიტან შენთან, რა. აქედან წავიდეთ ორივე, კი არადა, სამივე. – მოთამაშე მაშოს გადახედა სიცილით მეგიმ და სწრაფად შეასწორა ნათქვამი. – არა, ჯერ. – უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ელენამ. – ხო იცი, ყველაზე მეტად, ეგ პროცესი მძულს. – გასაგებია, მაგრამ ვის ელოდები? ივა მაგას ვერ ჩაგილაგებს, მე ჩემი მაქვს ჩასალაგებელი და... – გაახსენდა ადრე სულ მეგი რომ ულაგებდა ბარგს და ეშმაკურად ჩაიცინა. – არა, შანსი არაა. – წამოიყვირა მეგიმ, როცა დაქალის მზერა დაიჭირა. – რაც გინდა ის გიქნია, რა! – სიცილით დაარტყა ხელი მხარზე და ტუსტუსით შევიდა სააბაზანოში. – ამოგგლეჯ ენას, იცოდე! – ელენასაც გაეცინა და საყვარლად დაემუქრა თან. – მალე ივა ამოვა აქ. – ხო კაი, მე წავალ. გადაეფსკვენით ერთმანეთს! დაქალი აღარ გაინტერესებს უკვე, ხო? – მოჩვენებითად გაუჯავრდა ელენას მეგი. – რადგან შენ იტყვი... – ფუ, წადით, დამეკარგეთ, რა! – ცხვირი აიბზუა მეგიმ, მაგრამ როცა დაქალის მიერ ნასროლი ბალიში მოხდა თავში, წამში გაასწორა სახე. – სწრადად აიღო თავისი ნივთები, მაშოს და ელენას აკოცა, შემდეგ კი სახლიდანაც გავიდა. სიცილით გადააქნია თავი თავისი დარტყმული დაქალის გასენებისას და მაშოთან მივიდა, შუა დღის ძილი გიწევსო. ცოტა კი იწუწუნა ბავშვმა, მაგრამ იცის რომ მისთვის ასეა საჭირო და აღარ გაძალიანებულა, რაც მთავარია არ უტირია. ერთ–ერთი კარგი თვისება მაშკასი, ის არის რომ ძალიან, ძალიან იშვიათად ტირის და თუ ტირის, ისიც ცოტა ხნით. დიდი ხანი არ დასჭირდა ივას იმისთვის, რომ ელენასთან ასულიყო. ნაზი ღიმილით წავიდა კარებისაკენ ელენა და ელვისებური სისწრაფით გააღო კარი. მთელი ძალით მოჰხვია ხელები კისერზე სიამოვნების ზენიტში ასულმა. მაინც, რა კარგია, როცა გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც შენი ბედნიერების უპირველესი ელექა, შენი ბედნიერების საწინდარი და ერთ–ერთი მთავარი პირობაა. – ჰმ, რა გემრიელი ტუჩები გაქვს. – ამოიჩურჩულა მამაკაცმა, მას შემდეგ, რაც ძლივს მოსწყდა საყვარელი ქალის ბაგეებს და ტუჩები რამდენჯერმე გაილოკა. კისკისით შეუძღვა მისახებში ივას. ბავშვი მოიკითხა კაცმა, მაგრამ რომ გაიგო სძინავსო, სულ აუშვა აფრები. ერთი ხელის მოხვევით ჩაისვა გოგონა კალთაში და ცხვირი მის ყელში ჩარგო. აი ასე, ამ მდგომარეობაში, შეულია მთელი ცხოვრება გასტანოს ისე, რომ არც კი გატოკდეს. – რომ გთხოვო, სადღაც წაგიყვან–მეთქი, წამომყვები? – ჰკითხა ისე რომ, არც შეუხედავს. – სად წამიყვან? – წამომყვები? – ისევ შეეკითხა, დაპროგრამებულივით, თითქოს გოგონას შეკითხვა საერთოდ არ გაუგია. რა ვიცით, შეიძლება, მართლა ვერ გაიგო. – ყველგან. – დაუფიქრებლად გასცა პასუხი ელენამ. – ჰოდა, ადექი მივდივართ! – ფეხზე წამოაყენა გოგონა. მეგისთან გადარეკა, რომელიც სადარბაზოში იცდიდა, შემოდიო უთხრა და ისიც სწრაფად შევიდა სახლში, რადგან კარი შეგნებულად ღია დატოვა ივამ. – რა ხდება? ან, ივა, სად მიგყავარ? – დაბენულმა ააფახუნა წარბები. – მაგას გზაში გეტყვის, შენ ის მითხარი, ამ ბავშვის ბებია სად ცხოვრობს. – სთხოვა მეგიმ და ბავშვის საძინებელი ოთახისაკენ წავიდა. – პეკინზე, მაგრამ რა ხდება ხალხნო, ვინმე ამიხსნის? – ოცნება უნდა აგისრულოს, ივამ. – თვალი ჩაუკრა მეგიმ და ოთახიდან ჩალაგებული ტანსაცმელი გამოუტანა. – ეს გუშინ ღამე ჩაგილაგე ჩუმად, ახლა კი წადი სწრაფად აქედან. – რა იცის, ჩემი ოცნების შესახებ, ივამ? – გაკვირვებულმა იკითხა, მაგრამ გაკვირვება ყოველ წამს, უფრო და უფრო, ცვლიდა დაბნეულობა. – ჰო, ბოდიში, აქ, დამნაშავე ვარ. მე გავუმხილე, თუმცა იდეა მისი იყო. – დამნაშავეს თვალებით შეხედა, მერე კი გაიცინა და ლოყაზე აკოცა. – წადი, გელოდება ქვევით ივა, ბარგი უკვე ჩაიტანა. მოკლედ, მზად ხარ! – კაი, მე მივყავარ სადღაც იმ გადარეულს, შენც ეხმარები, უარესი გადარეული, მაგრამ ბავშვი? – ღიმილით იკითხა, რადგან ჩანაფიქრს ორივე მიუხვდა. – ბავშვი... ბავშვი ბებიასთან წავა. – და, დასასვენებლად რომ უნდა წავსულიყავით? – კითხვების დასმას, არა და არ წყვეტდა გოგონა. – ვაიმეეე, მომაშორეთ! – დაიკივლა დაბალ ხმაზე მეგიმ. – წადი, მომშორდი! ჩვენ მივდივართ მაინც დასასვენებლად, თქვენ ცალკე იქნებით. რა პრობლემაა? – არანაირი. – ჰოდა, კარგად. სწრაფად მოიცვა ქურთუკი, ქუდი დაიფარა, შარფი მოიხვია, ხელთათმანები გაიკეთა და სახლის კარები გააღო. – გაერთეთო, მიაძახა გარეთ გასულ ელენას დაქალმა და მაშოსთან შებრუნდა. საერთოდ გაუქრა ყველანაირი გაურკვევლობა, ნაწილობრივ. გაუქრა ყველანაირი დაძაბულობა, დაბნეულობა. მშვენივრად ხვდებოდა უკვე ივას ჩანაფიქრს და ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე იყო. მთავარი ის იყო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი უხდენდა ოცნებას. ყველაზე მეტად, ალბათ, ის ესიამოვნა რომ ივა ამით დაინტერესდა. დაინტერესდა მისი ოცნებით, რათა ასეთი ბედნეირი ყოფილიყო ელენა, როგორიც ახლა არის, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისი – ყველაზე კარგის! მანქანაში ჩაჯდა, ღვედი გადაიჭირა, სიმღერები ჩართო და კმაყოფილმა გადახედა მის გვერდზე მჯდობ ივას, რომელიც ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. გოგონას მარცხენა ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა. ასევე ღიმილით გადაზედა ელენამაც, მისკენ გადაიხარა და ძალიან ნაზი, თუმცა ვნებით სავსე კოცნა დაუტოვა. და, დაიძრნენ. დაიწყო – გზა ხევსურეთისაკენ! * * * – საოცრებაა! – პირველი სიტყვა, რომელიც გაოგნებულს აღმოხდა, როდესაც ხევსურეთის ერთ–ერთ სოფელში, ბარისახოში, გააჩერა მანქანა ივამ, ერთ–ერთ სახლთან. – რამდენი ხნით დავრჩებით? – ჰკითხა გოგონამ მომღიმარ კაცს და იდაყვი მხარზე ჩამოადო. – რამდენი ხანიც, შენ მოგინდება! – გასცა მტკიცე პასუხი და კმაყოფილებისაგან სახე გაებადრა, როცა იგივე მდგომარეობაში დაინახა საყვარელი ქალი. – მცივა ცოტა და არ შევიდეთ? – სახლზე ანიშნა მამაკაცს და ხელის გულები გაუხახუნა თავის მხრებს. – კი, როგორ არა. აიღე ეს გასაღები და შედი. მე ბარგი მაქვს შემოსატანი და მანქანა ეზოში შემოსაყვანი. – ღიმილით უთრა, საფეთქელზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. – ჭიშკარი გამიღე, რა. – სთხოვა შეყვარებულს და ძრავი ჩართო. – ახლავე, ახლავე. – – ძლივს გახსნა ჭიშკარი გოგონამ. ფართოთ გააღო კარი და გვერდზე, ხის ქვეშ დადგა. – გასაღები ხომ გაქვს, შედი სახლში, მეც სწრაფად გადმოვიტან ბარგს და ბუხარსაც დავანთებ მერე. – მანქანიდან გადმოუსვლელად უთხრა და სახლის შესასვლელი კარებისაკენ ანიშნა. – კარგი, ოღონდ შენც მალე ქენი, არ გაცივდე, რა. – მზრუნველად მიაძახა, კარებს მოაგრო გასაღები და სწრაფად შევიდა სახლში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მტვრის სუნი საერთოდ არ უგრძვნია, აშკარა იყო, რომ სახლი ვიღაცას უკვე დაელაგებინა, თანაც, არც ისე ადრე. კმაყოფილმა გააცეცა თვალები აქეთ–იქით და დივანს ნაჭერი გადააძრო, რომელიც ზედ ეფარა, რათა მტვერს არ გაეჭუჭყიანებინა რბილი მატერია. შამზარეულო, საშუალო ზომის, თუმცა გემოვნებიანად მოწყობილი იყო, არც მდიდრულად და არც ღარიბულად, ნორმალურად, საშუალოდ. ერთ სართულიანი სახლი, თითქმის სულ შავ–ნაცრისფერი ფერებით იყო დატვირთული, რაც მყუდროებას მატებდა სახლს. შაოცრად კმაყოფილი დარჩა გარემოთი, გარეთ, ხედზე ხომ ზედმეტია საუბარი. ჯერ–ჯერობით ყველაფერი ოცების მიხედვით მიდიოდა, თუმცა ახლა შეცვალა მისი ერთ–ერთი დეტალი. ყოველთვის უნდოდა მის მეორე ნახევართან ერთად, პირველად ჩამოსულიყო ხევსურეთში, კერძოდ, ბარისახოში. ჰო, ცოტა ბავშვური ოცნებაა, მაგრამ დაახლოებით, 7–8 წლიდან ამაზე ოცნებობს და ვერანაირად ვერ თქვა უარი გაზრდის შემდეგაც. ახლა? ახლა აქ არის, ახლა შეუძლია ბარისახოს თითოეული კუთხე–კუნჭული დალაშქროს ივასთან ერთად და ამით მიიღებს იმ სიამოვნებას, რომელიც ჯერ არ განუცდია. ჰქონდა შანსი, ბევრჯერ ჰქონდა, რომ მშობლებთან ერთად, ან მარტოც წამოსულიყო ამ კუთხეში, მაგრამ, მაგრამ... – ასანთი, სამზარეულოშია და მარტივად ნახავ, ჩემ თავს გაფიცებ, მომიტანე, რა. თუ რამე, ქაღალდიც მაქვს. – სთხოვა ივამ და ხელში მოქცეული, მოზრდილი შეშის ნაჭრები, ყველა ერთ ადგილას, ბუხართან დაყარა. * * * იმ საღამოს არსად გასულად, ისხდნენ, ერთმანეთზე მიხუტებულები, ჩაის ფინჯნებით ხელში და აგიზგიზებულ ბუხარს სიამოვნებით უყურებდნენ. ამ მდგომარეობას არაფერი სჯობდა, მართლა. თოვლით დაფარული ბარისახო, პირდაპირ საოცრება იყო, თითქოს, თვალით უხილავი, მიუწვდომელი და არა მარტო ბარისახო. მთლიანად ხევსურეთი. იმხელა შთაბეჭდილება იყო ამ ყოველის კონტრასტი, დარწმუნებულები არიან წყვილი, რომ კიდევ დიდ ხანს მოუწევთ აქ დარჩენა. – იქირავე ეს სახლი? – ჰკითხა ელენამ შეყვარებულს და ჩაის ცხელი ფინჯანი ხელში კომფორტულად მოიქცია. შიამოვნების ტალღამ ერთიანად დაუარა გოგონას, რომელიც ფინჯნის სითბოსაგან იყო გამოწვეული. – შენ არ გახსოვს, ვისი შეყვარებული ხარ? ხევსურს, გამიჭირდებოდა, ჩემს სახლში მომეყვანე? – რაა? მოიცადე, ახლა შენს სახლში ვართ? ბარისახოში გაქვს სახლი? რატომ არ მითხარი? – წამოიყვირა საოცრად აღფრთოვანებულმა. – შენ, არც კი გიფიქრია მე სადაური ვიყავი, ამიტომაც, გამოვიყენე ეს შანსი და დავმალე იმისთვის, რომ ზუსტად ასეთ მდგომარეობაში მენახე, სიმართლის გამხელის შემდეგ. პრინციპში, მე ხო მარ მომიტყუებიხარ?! – ვაიმე, რა მაგარია... – ყურებს არ უჯერებდა ელენა. ერთიანად დაატყდა მის გონებას კითხვების ქარიშხალი. – მეგიმ სრულად არ იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, ბუნებრივია, შენც ვერაფერს გეტყოდა ბოლომდე და..? – ეგ მარტივი იყო. დაახლოებით 4–5 დღე მოვანდომე მაგის გამოცნობას, უბრალოდ, ერთმანეთს დავუკავშირე ყველაფერი. გამიმართლა, რომ ბარისახო, ანუ, ჩემი სოფელი, დაემთვა შენი ოცნების ამ დეტალს. სასიამოვნოდ გავოცდი, მართლაც. ბოლო შტრიხი, დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ,,გაჭრა–გამოჭრით’’ და რაღაცეების ერთმანეთთან დაკავშირებით, მგონია რომ ბოლომდე ამოვხსენი შენი ოცნება და საბოლოოდ, მგონი კარგი დასვენება გამოგვივა, რაც მთავარია ბარაქიანი! – სიცილით დაამთავრა და ხელები უფრო მაგრად მოჰხვია საყვარელ ქალს, რომელიც ჯერ კიდევ გაბრუებული იჯდა და ბუხარს უყურებდა. – არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, უბრალოდ შოკში ვარ და ვერ დამიჯერებია, ჯერ კიდევ, ის რაც ჩემს თავს ხდება. თავი სიზმარში მგონია, ოღონდ გადაჭარბების გარეშე. – ყველაფერი კარგად არის, შენ ჩემთან ხარ, ამით კი ყველაფერი ნათქვამია! – უჩურჩულა და ბაგეებზე აკოცა, ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა, ყელზე, ლავიწზე, მკერდზე და არცერთმა არ იციან, როგორ აღმოჩნდნენ ასე სწრაფად, საძინებელ ოთახში. მუსიკა ისევ და ისევ აღწევდა მათ გულებში, გონებაში, ყურთასმენაში. ელენას სიამოვნებისაგან წამოძახილი ბგერები და Radiohead–ის – True Love Waits საოცრება იყო, მართლაც რომ. I'll drown my beliefs To have your babies I'll dress like your niece And wash your swollen feet Just don't leave Don't leave I'm not living, I'm just killing time Your tiny hands, your crazy-kitten smile Just don't leave Don't leave And true love waits In haunted attics And true love lives On lollipops and crisps Just don't leave Don't leave უბრალოდ, არ დატოვოთ! – ღამურა. დასასრული. ავტორი: ღამურა ^^^ ხელოუუუ. ესეც ასე, მოვრჩი, ახლა ნიუტონის მეოთხე კანონს განვარგრძობ და ჩემი სინდისიც სუფთა იქნება..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.