ბაუნტის ვალი [1]
იჯდა უმოაჯირო აივანზე და გასცქეროდა ამაყად მდგარ თეთნულდს. შუა ზაფხულში კვლავ თოვლიანი იყო მწვერვალი. თითქოს, ცაში აჭრილი კიდევ უფრო ზევით მიიწევდა, ცასთან შეერთებას ლამობდა. თითქოს ამაყი იყო იმ მშვენიერებით, რაც უფალმა უბოძა, ამაყობდა რომ მთელი ეს დიდებულება მას ეკუთვნოდა. კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელი იყო ის, რაც მყინვარიდან ჩანდა, ასე ერთმანეთს ავსებდნენ თეთნულდი და სვანეთი, ერთმანეთს შეთვისებოდნენ და განუყოფელად ქცეულიყვნენ. რამდენი მოგონება აკავშირებდა ამ ადგილთან, ბედნიერი მოგონება. თითქმის 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად იყო. პირველი ჩასვლის შემდეგ კი, ყოველ წელს სტუმრობდნენ სვანეთს ცოტა ხნით. მოგონებებიც თანდათან უფრო მრავლდებოდა, მაგრამ ის პირველი მოგონებები მაინც სულ სხვა იყო, სხვა ელფერი ჰქონდა, სხვა სითბო, სხვა ხალისი. მაშინ საკუთარ თავს ზრდასრულ ბავშვად მიიჩნევდა, ახლა კი უკვე ქალი იყო, ჩამოყალიბებული, ზრდასრული. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. სევდაშერეული ღიმილით გახედა თეთნულდს და მოგონებებში გადაეშვა. *** ერთი კვირა სრული საგიჟეთი ჰქონდა. კურსელებმა სვანეთში ექსკურსიის მოწყობა გადაწყვიტეს და ლაშქრობის საკითხებს აგვარებდა. წამომწყებიც თვითონ იყო, გეგმების შემდგენიც და შემსრულებელიც. აქეთ-იქით დარბოდა და ყველაფერს აგვარებდა. თავისი საქმე დაასრულა როგორც იქნა, ყველას ცალ-ცალკე დაურეკა და შეატყობინა. სამი დღით მიდიოდნენ, სახლიც ნაქირავები იყო. თვითონაც მზად იყო, ზურგჩანთა სავსე ჰქონდა თუ ტანსაცმლით და თუ საჭმლით. მეორე დღეს დილით წავიდოდნენ.. სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუღიმა კმაყოფილმა. სავარცხელი ნაზად ჩამოუსვა ოქროსფერ, მბზინავ თმებს. ბავშვობიდან მიაჩვია დედამ, ძილის წინ ყოველთვის ივარცხნიდა თმებს, ჯერ სავარცხლით, შემდეგ თითებს იტარებდა, იწნავდა და ისე იძინებდა. სახეზე წასმული მსუბუქი მაკიაჟი მოიშორა, საღამურები ჩაიცვა და ლოგინს მიაშურა. ბედნიერებისგან ცქმუტავდა მომავალ რამდენიმე დღეზე ფიქრისას. ვერასდროს იძინებდა, როცა რაღაცას ელოდა, ჰოდა ახლაც დაჭყეტილი თვალებით შესცქეროდა ჭერს. დაღლილობამ თავისი გაიტანა და თვალები დაეხუჭა. ექსკურსია თხუთმეტ კაცზე იყო გათვლილი. ამ თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხს იცნობდა კარგად, დანარჩენებს უბრალო მისალმებით. ანი, ლილე, სალო, შალვა და ერეკლე პირველი კურსიდან ერთად იყვნენ. შესაბამისად ხშირად იყვნენ ერთად, დამეგობრდნენ, მაგრამ ყველა არა. ერეკლე სულ სხვანაირად უჟუჟუნებდა თვალებს სალოს. სალოც კარგად ინაზებოდა, მაგრამ ხმას არც ერთი არ იღებდა და იყვნენ ასე ცალ-ცალკე. აქეთ ერთი იტანჯებოდა, იქით მეორე. მეგობრებმაც რომ ვერაფერი მოუხერხეს, სულ დაანებეს თავი და უსმენდნენ მათ წუწუნს. დილა ღიმილით დაიწყო. ისევ დაივარცხნა ოქროსფერი თმები, თავზე დაიკოსა და მოწესრიგდა. დედა რაპუნცელს ეძახდა თმის გამო და ბევრს ხალისობდა უნდა გიმღერო, იქნებ ახალგაზრდობა დამიბრუნდესო. ოთხეულს დაურეკა, კიდევ ერთხელ გადაამოწმა ყველაფერი, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და წავიდა. როგორი მოლოდინებით იყო სავსე. ადგილზე მისულს ყველა იქ დახვდა, ღიმილით მიესალმა და თავის ოთხეულს მიუბრუნდა. - ყველა აქ ვართ, არ წავიდეთ? - ველოდებით კიდევ. - ვის? _ ინტერესით იკითხა. - კახის მეგობრები მოჰყავს, ჩვენც ვიცნობთ რა _ ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა შალვამ. - იმ დღეს გასაგებად არ ვთქვი უცნობები არ იყვნენ-მეთქი? _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა. - არაუშავს. - როგორ არაუშავს _ წუწუნს აგრძელებდა. განა არაკომუნიკაბელურია? პირიქით.. უბრალოდ არ უყვარს როცა საახლობლოში შედიან უცნობები. ახლაც მშვენივრად იყო დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩართეს სხვები. _ მე ავალ და დავჯდები. - ჩვენ უკან ვსხდებით. - არ მინდა უკან, ვერ ვმგზავრობ კარგად ხომ იცი _ დაიჭყანა, სამარშუტოში ავიდა და ადგილი დაიკავა. გზაში აუცილებლად დაიძინებდა. თვალები დახუჭა და ისე დაელოდა როდის დაიძვრებოდა სამარშუტო. ხმაური გაიგონა, ანუ ივსებოდა. ორ სავარძელზე კარგად იყო მოკალათებული, ვიღაცის ხმა რომ გაიგონა. - ასე ჯდომა უზრდელობა რომაა არავის უსწავლებია შენთვის? _ თვალები გაახილა და ხმის პატრონს ახედა. არა, აშკარად არ უნდა შეეხედა, ზომიერად მაღალი, არც ქერა იყო და არც შავგვრემანი და რაც მთავარია, შავთვალება იყო. ისეთი შავი თვალები ჰქონდა, გუგების გარჩევა რომ გაუჭირდებოდა ადამიანს. ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური. თვალი ბოლომდე ააყოლა და მის გაღიზიანებულ, ირონიულ სახეს შეხედა. _ კიდევ დიდ ხანს აპირებ ჩემს თვალიერებას? ჩამოალაგე ფეხები. - შენ ვინ ხარ? - გაბრიელ გაბიდაური. - ჩვენთან ერთად მოდიხარ? - კი, კახის მეგობარი ვარ _ უფრო დაწვრილებით აუხსნა. - გასაგებია _ ცხვირი აიბზუა _ დაჯექი სადმე მერე და ჩემს ზრდილობას შეეშვი. - ადგილები აღარ არის. - იდექი მაშინ ფეხზე. - შენ თუ დაჯდები წესიერად, ჩემთვისაც იქნება ადგილი. ფრუტუნით გასწორდა სკამზე და უკმაყოფილოდ დაიჭყანა. გამარჯვებული ღიმილით მოკალათდა ბიჭი მის გვერდით და ანიმ კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო მისი სუნამოს სურნელი, თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა. - უზრდელო, შენს სახელს არ მეტყვი? - ზოგადად ადამიანს რომ ასე მიმართავ ესეც უზრდელობაა, უკულტურო _ ამრეზით უპასუხა. - მგონი სახელი გკითხე _ გაღიზიანებული ეჩვენა გაბრიელის ხმა და გახალისდა. - ანი _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. - ზედმეტად კარგი სახელია შენთვის. - თავხედი. - შეურაცხყოფას ნუ მაყენებ _ მშვიდად ესაუბრებოდა. - ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. გაჩუმდი და დასვენება მაცადე თუ შეიძლება. - გადაღლილი იქნები _ ჩაიცინა და საზურგეს მიეყრდნო. რა დიდი სიამოვნებით დათხრიდა იმ შავ თვალებს, ჯერ ხომ არც იცნობდა და უკვე მოახერხა ნერვების მოშლა. მგზავრობას მაინცდამაინც კარგად ვერ იტანდა, ფანჯრისკენ როგორც კი იხედებოდა, თვალები უჭრელდებოდა, გულის რევის შეგრძნება უეფლებოდა, თვალი წინ ერთ წერტილს გაუშტერა და ჯიუტად მისჩერებოდა. - კარგად ხარ? _ ხელი ოდნავ შეახო ბიჭმა. - კი _ მოკლედ უპასუხა და ღრმად ჩაისუნთქა. დილით წამლის დალევა დაავიწყდა და ამიტომ იყო ახლა ასეთ დღეში. არადა ხომ იცოდა, რომ ვერ იტანდა მგზავრობას, თან ამხელა გზაზე. - არ მისმენ? - მე? - ჰო შენ. - რა გინდა? - უკნიდან გეძახიან _ მიბრუნდა, სავარძელზე მუხლებით დადგა, საზურგეს ხელებით დაეყრდო და მეგობრებს გადახედა. - კარგად ხარ? _ ღიმილით ჰკითხა სალომემ. - შეიძლება ასეც ითქვას _ გაეცინა. - უკაცრავად, გაბრიელ, შეგიძლია რამეზე ესაუბრო და ყურადღება გადაატანინო? _ ლილეს წკრიალა ხმა გაისმა. არა, არ იყო ეს გოგო მთლად დალაგებული. ანიმ შეუბღვირა. - თქვენს მეგობარს არ მოვეწონე, თორემ ახლა უკან ყურება აღარ მოუწევდა. - რა გააკეთე რომ მომწონებოდი? _ ტუჩები დაბრიცა. - არც კი გიცდია მოგწონებოდი _ ანი მთელი ტანით შემობრუნდა, მოხერხებულად მოთავსდა სკამზე და შეხედა. - არც ვეცდები _ კმაყოფილმა გაუღიმა. - ბევრს დაკარგავ. - თვითკმაყოფილი _ ჩაიბურტყუნა. - კარგი სმენაც მაქვს _ თვალი ჩაუკრა. - შემაშინე _ ირონიულად გაუღიმა. - რომ შეგაშინებ მერე გვიანი იქნება _ სამარშუტო გაჩერდა. - შესვენება _ გამოაცხადეს ხმამაღლა. - როგორც იქნა _ ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით მჯდომს გადახედა _ არ აპირებ ჩასვლას? - არა. - მაშინ გამატარე. - გაიარე. - გადაგიარო? - როგორც გინდა, მე ადგომას არ ვაპირებ. - ფეხები მაინც გასწიე გვერდით. - ვიფიქრებ. - როგორ ვერ გიტან _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა _ ძალიან კარგი _ ჯერ ერთი ფეხი გააძვრინა სკამის ზურგსა და გაბრიელის მუხლებს შორის, მერე მეორე, მტრული მზერა სტყოცნა და ჩავიდა. ბიჭს ჩაეცინა. სამარშუტოში დაბრუნებულს ისევ გაბრიელის „გავლით“ მოუწია ადგილის დაკავება. ამ დასვენების დროს სხვების გაცნობაც მოასწრეს, შოთა და კაკი გაბრიელთან ერთად მოსულან. ყველანი კახის მეგობრები იყვნენ. ჯგუფის დანარჩენ წევრებთანაც გამონახა საერთო ენა. მხოლოდ მას ვერ მოუხერხა ვერაფერი. ნაყიდი ბაუნტი ხელში შეათამაშა, გახსნა, კმაყოფილმა შეაბრუნ-შემოაბრუნა და ნელა წაიღო პირისკენ. ყოველთვის, როცა შოკოლადს მიირთმევდა, თავს ამ შოკოლადის რეკლამაში წარმოიდგენდა ხოლმე, მერე თვითონაც ბჟირდებოდა და სხვებსაც აცინებდა. მაგრამ ახლა, სანამ თავი ბაუნტის რეკლამაში წარმოიდგინა და ღვთაებრივ ნეტარებას ეზიარა, შოკოლადი ხელში აღარ ეჭირა. სამაგიეროდ, გაბრიელი ტკბებოდა დედამიწაზე არსებული სამოთხით. - რას აკეთებ? _ თაფლისფერ თვალებს აკვესებდა. - ვჭამ _ გაუცინა _ შენც გინდა? _ მოკბეჩილი შოკოლადი სახესთან მიუტანა. - ფუუ _ დაიჭყანა _ რატომ შეჭამე ჩემი შოკოლადი? - იმიტომ რომ გემრიელი ჩანდა, თან შენ არ გინდოდა. - მე არ მინდოდა? _ გაიკვირვა. - ნახევარი საათი ათვალიერე, ჰოდა ჩავთვალე რომ არ გინდოდა. - როგორც გინდა დამიბრუნე _ გაკაპასკდა. - კარგი, გიყიდი. - არა, მე ჩემი ბაუნტი მინდა. - ახლა ავარა-კედავრას ვერ ვიტყვი და შენს შოკოლადს ვერ გავამთელებ. - რას ვერ იტყვი? - შელოცვას ვერ ვიტყვი და ჯადოქრობასაც ვერ შევძლებ. - მაშინ არ უნდა გეჭამა, დამიბრუნე. - დაგიბრუნებ ცოტა ხანში. - როდის ცოტა ხანში? - რამდენიმე დღეში ალბათ. - საზიზღარი ვინმე ხარ _ გაბრაზებულმა მიახალა. - ვისთვის როგორ _ ირონიულად გაუღიმა. - დარწმუნებული ვარ ყველასთვის. - ჯერ სად ხარ _ გაუღიმა და აპრეხილ ცხვირზე თითი დაჰკრა. გაბრაზებულმა შეხედა ანიმ და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ენა გამოუყო _ ბავშვი ხარ _ ნიშნისმოგებით შეხედა. - ვითომ დიდი _ ჩაიფრუტუნა. - მოგივლი მე შენ _ ჩაიბურტყუნა. მთელი გზა კინკლაობაში გალიეს. სამარშუტო გაჩერდა, ყველამ თავისი ბარგი აიკიდა და ეზოში შევიდნენ. დიასახლისს მიესალმნენ, ბარგი ოთახებში აიტანეს და ისევ ეზოში დაბრუნდნენ. - ახლა დატრიალდით გოგოებო, მოგვშივდა _ მხარი მიკრა შალვამ ანის. - თუ შეუძლია ტრიალი _ გაიცინა გაბრიელმა და დაბღვერილ გოგოს თვალი ჩაუკრა. - ზოგს ყველა თავისნაირი ჰგონია, მარტო ენის ტრიალი რომ შეუძლიათ _ ჩაისისინა და გოგოებს მიჰყვა. სუფრა ეზოში გაშალეს, მიწა მშრალი იყო, ბალახზე დასხდნენ და მიირთვეს. ცოტა დალიეს. სუფრიდან ცეცხლთან გადაინაცვლეს. სალი და ერეკლე გვერდიგვერდ ისხდნენ. ბიჭს ხელი მოეხვია და გოგოც ბედნიერი ღიმილით მიხუტებოდა. - ამათი შემხედვარე რომანტიკულ ხასიათზე ვდგები _ ზედა ტუჩი უკმაყოფილოდ აპრიხა ანიმ და გაიცინა. - ნახე მერე შენც ვინმე _ გაუცინა შალვამ და თავზე აკოცა დაბღვერილს. - აგერ არ მყავხარ? _ გახალისებულმა ჩაილაპარაკა და მიეხუტა. - შეგჭამა თვალებით _ უჩურჩულა ლილემ. - ვინ? _ ინტერესით მიმოიხედა. - წინ რომ გიზის _ გაბრიელისკენ ანიშნა და გაუცინა. - დატყდეს ეგ თვალები _ ჩაიფრუტუნა და ისევ შალვას მიეხუტა. - მშვენიერი თვალები აქვს , რას ერჩი _ უჩურჩულა შალვამ. - ვაიმე შაკო, მაშინებ _ ხმამაღლა გაიცინა. - აბა ახლა ვიმღეროთ ყველამ _ აწკრიალდა ლილე. - მე დავიმალე _ კისკისით თქვა ანიმ. - შენ ტლიკინის მეტი არაფერი იცი ხომ? _ ირონიულად გაუცინა გაბრიელმა. - ღმერთო ჩემო, რამხელა ცხვირები აქვთ ზოგიერთებს _ ხელები დემონსტრაციულად ასწია ცისკენ. - ვისაც შეგვიძლია, ვიმღეროთ _ ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და სვანური სიმღერა დაიწყო. ახალგაზრდებიც აჰყვნენ. - არა ახლა ეს როგორ „ვაბლატაო“ _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ლილეს მხარი მიჰკრა _ წავედი მე _ წრის შიგნით მოექცა და ცეკვა დაიწყო. გაკვირვებული ადევნებდა თვალს გაბრიელი. სიმღერა დაამთავრეს, ცეკვაც შეწყვიტა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან. ერთი გადახედა გაბრიელს და გრაციოზულად დაუბრუნდა თავის ადგილს. - აი ეს მესმის _ გაუცინა შალვამ. - აბა რა, ახლა მე რომ დავიძინო ცოტა? - გაგაღვიძებენ. - რომ გავიპარო? - გაიპარე. - აბა დროებით, ცოტა ხანში შემოგიერთდებით _ ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. ________________ ვაიჰჰ.. მოვედი ისევ.. მომენატრეთ შოკოლადებო.. ისტორიას რაც შეეხება, ჯერ კიდებ 2015-ის მაისში დავიწყე და ვერ ვაღირსე დღის შუქი, ჰოდა ახლა, სანამ ერთი გოგო მომკლავდა, გადავწყვიტე დამესრულებინა და ამეტვირთა.. რა გამოვიდა თქვენი შესაფასებელია და მე, როგორც ყოველთვის, ახლაც ველი შეფასებას და კრიტიკას.. პ.ს. უღრმესი მადლობა "აფერისტი პატარძალის" გამოხმაურებისთვის, ძალიან მახარებთ თქვენი შეფასებებით... პ.ს.ს. უყვარხართ მარრიამს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.