შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –7–


15-02-2016, 17:53
ავტორი sopiko
ნანახია 2 189

[თავი 7]
სულაც არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ღამით ვერ ვიძინებ! ორ მამაკაცზე რომ ფიქრობ ერთდროულად და ისიც არ იცი, ორია თუ ერთი და მრავლობით ფორმაში უნდა იგულისხმო თუ მხოლობითში, რთულია, ბატონო!
იატაკზე გაშლილ ლეიბებზე გოგონები გაწოლილან. მართალია ხის ფიცრები ჭრაჭუნობს, მაგრამ მგონი ვახერხებ ღია დერეფანში გასვლას ისე, რომ არავინ გავაღვიძო. იმ თბილი ჟაკეტის ქამარს, რომელიც ნადია ბებომ მომცა, მაგრად ვიჭერ და კიბეებზე ფეხაკრეფით ჩავდივარ.
პირველ სართულზე ჩაოსკენ მომართული ნათურა მხოლოდ ბჟუტავს, თუმცა სავსე მთვარე მეხმარება გზის გაგნებაში. გაყინულ ბალახზე ფეხმორთხმით ვჯდები და წერილების შინაარსს ვიხსენებ.
კარგად კი უმუშავია გამრეკელს! არც ერთი სიტყვა იმ წერილებში არსებული არ უხსენებია ჩემთან საუბრის დროს, თუმცა სუნამო უტყვი ნივთმკიცებაა. ისე ხომ შეიძლება ეს სუნამო ერთსაც ესხას და მეორესაც...
არა, არ შეიძლება! მერე ხომ ყველაფერი ამერევა და ვერც მირიანთან ვიქნები და ვერც უცნობთან... უჰ, რთული ამოცანა მაქვს ამოსახსნელი...
მაგალითად უცნობმა თუ ფიზიკა იცის, მირიანმაც უნდა იცოდეს... უცნობი თუ ჩემს უნივერსიტეტში დადის, მირიანიც უნდა დადიოდეს... ბაჩო რომ არაფერ შუაშია, ამას უკვე მივხვდი. იმ დღის შემდეგ საეჭვოდ აღარ შემომხმიანებია. ხო, ესეც საეჭვოა...
გავაგრძელოთ! იქიდან გამომდინარე რომ მირიანი უნივერსიტეტში არ მოდიოდა, მეც წერილის გარეშე ვრჩებოდი. თუ მოდიოდა კიდევ, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ იმ ადგილას განეთავსებინა, სადაც მე ვპოულობდი.
მოკლედ ეჭვების საფუძველი მაქვს, მაგრამ თუ თვითონ მირიანმა არდამირტყა ჩაქუჩი, ისე არაფრის მთქმელი მე არ ვარ და თუ მე არ ვთქვი, მირიანიც არ დამირტყამსჩაქუჩს. ათასი ხელისშემშლელი გარემოებაა, რაც გამოძიებას ხელს უშლის.
–დაძაბე გონება, თინიკო, დაძაბე!–საფეთქ ლებზე საჩვენებელ თითებს ვიჭერ და ბუტბუტს ვაგრძელებ.
–რარტომ უნდა დაძაბო გონება?–მირიანი მადგება თავზე და მეც შეშინებული ვხტები ფეხზე.
–შენნაირი ქვა კი არ ვარ, ჩემმა ორგანიზმმა იცი, რამდენუ ადრენალინი გამოყო შენს გამო?–ტუჩებს ვბურცავ და ჩემს პოზიციას ვუბრუნდები.
–მერე ეგ კარგიცაა... ბიოლოგიას ხომ მაინც სწავლობდი კარგად ფიზიკისგან განსხვავებით...–გვერდს მიმშვენებს ის და მისი წინადადების ბოლო ნაწილი ჩემი მინიშნება ხდება.
–რა თქვი? გაიმეორე! მიდი, გაიმეორე!–სახეს სახწესთან ვუახლოვებ და საცეკვაოდ ვშლი ხელებს.
–რა ვთქვი?–თავს იშტერებს ის.
არც ისეთი სულელია_მეთქი, ხომ ვამბობდი, სამაგიეროდ არც მე მაკლია სმენა! რაც გავიგონე, იმას ტვინიდან ვერ ამომირეცხავს, მაგრამ იყოს ასე! ჯერჯერობით ჩუმად ვარ!
–ხო, რაღაც მომესმა...–გულგრილად ვამბობ და მთვარეს ვაჩერდები.
–რამდენადაც არ უნდა გაკლდეს ფიზიკის ცოდნა, თინი და როგორი პატივმოყვარეც არ უნდა იყო, ჩემი გრძნობები როგორც გინდა ისე გაიგე! ნუ ცდილობ ჩემს გაცურებას...–თავისკენ მაბრუნებს და თვალებს ახლოს მიტანს.
–ეს... ეს როგორ გავიგო??–ვკრუსუნებ მისი სიახლოვით აფოფრილ–აფეთქებული და მის მკლავებს საწყლად დავცქერი.
–როგორც გინდა...–ხმა უბოხდება მას. თავისკენ მიზიდავს და ატმისფერ ტუჩებზე მეწაფება... ახლა კი თამამად ვამბობ, რომ ასე ჩემთვის არც ერთ თაყვანისმცემელს, არც ერთ ჩემი დის მეგობარს და არც ერთ ბიძაშვილის ძმაკაცს არ უკოცნია!
ეს უკვე ზენიტია!
კულმინაცია და ჩვენი კოცნა ჩემი აღიარებით მთავრდება!
–გავტეხ საკუთარ თავთან დადებულ პირობას და შენს ჰიპოთეზას ჩემს ამპარტავნობასთან დაკავშირებით და გაგიმხელ ერთ საიდუმლოს... ფიზიკასთან ერთად თავიც შემაყვარე, მირიან!
–მეხუთე წერილს კი ჩემი ხელით გადმოგცემ! ამით დაგიმტკიცებ, რომ ქვა სულაც არ ვარ!–ღიმილით მეუბნება ის და ხელში ოთხად დაკეცილ ფურცელს მაჩეჩებს.
–ის, რაც ამ წერილში წერია, შენი პირით რომ მითხრა...–ვბურტყუნებ ბედნიერებით გაოცებული და წელში ვსწორდები.
–აფროდიტეს პირველი კანონი მდგომარეობს იმაში, რომ მე მიყვარს... ნარგიზა!–სიცილით აბოლოვებს მირიანი და მიწაზე მაგორებს.
–ამას დამიხედეთ! ჩემს სიტყვებს უკან ვაბრუნებ!–მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ხუმრობს, მაინც ვბრაზდები.
–ხო, კარგი, კარგი! ნარგიზას ისევ შენ მირჩევნიხარ!–თავს მკერდზე მადებინებს და მხარს მკრავს.–ერთი მარჯვნივ მიატრიალე თავი!
მარჯვნივ ვიხედები და აივანზე გამოფენილ ნადია ბებიას, ქალბატონ ელზას და სტუდენტების მთელ რიგს ვაწყდები.
–ჭირი იქა, ლხინი აქა! ქატო იქა, ფქვილი აქა! ბედნიერება კი თქვენთან!–ერთხმად, ნადია ბებიას დირიჟორობით ყვირიან ისინი და ტაშის დაკვრით აგვირგვინებენ დიდ აღმოჩენას, რომელსაც აფროდიტეს პირველი კანონი ჰქვია!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
შევჩერდი იქ, სადაც უნდა შევჩერებულიყავი! თქვენ კი აქ არ უნდა შეჩერდეთ და წერტილი არ უნდა დაუსვათ ფანტაზია. მგონი იქამდე მივიყვანე ამათი ურთიერთობა, რომ არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, რა მოხდება შემდგომში.
იმ პატარა ჩაგდებამ, რომელიც ორდღიან ''გადაკარგვაში'' გამოიხატა, თქვენი პასიურობა გამოიწვია და ცოტა მწყინს კიდეც, თუმცა იმედი მაქვს ახლა მაინც დააფიქსირებენ თავიანთ აზრს ჩემი საყვარელი მკითხველები და გამახარებენ მეც და ჩემს მუზასაც, რომლის დამსახურებაცაა ის, რომ ხვალ ერთ პატარა, მხიარულ მოთხრობას შემოგთავაზებთ!
არ დამვიწყებიხართ თქვენ, ჩემი ერთგული მკითხველები! დიდი მადლობა ბლექს, მარიამს, ნინოს, ხატიას, ელენეს და სხვებს...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Firefly

ასე სწრაფად არ ველოდი დასასრულს... no
მაგრამ,უმაგრესი იყო!
ერიელად "ჩავაკოკლოზინე" ბოლო ორი თავი...
უმაგრესი გოგო ხარ სოფო,
ძალიან,ძალიან მაგარი და მიყვარხარ მე შენ,შენი ტკბილი მოთხობებით! love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი A

Dzalian, dzalian, dzalian magari iyo....... Ai umagresi. Arcerti tavi ar gamomitovia da visiamovne.....

 


№3  offline წევრი მარიამ18

ძალიაან ძალიან მაგარი ხარრრ <3

 


№4 სტუმარი Black

Sataurze dasasruli ro ver vnaxe vipiqre 8 tavze amtavrebstko magram es gamogdis tu specialurad shvebi rogorc titqmis yoveltvis:Dme7e tavze damtavrda,mokled umagresi xar chveeno sopiko da velodebi shens axal da tbil istorias<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

გამოგიტყდები და ასე მალე დასასრულს არ ველოდი , ინტრიგა კარგად იყო ჩადებული , საინტერესო იყო ძალიან მეტის დაწერაც შეიძლებოდა რადგან კარგი და საინტერესო დასაწყისი ქონდა. მე პირადად ძალიან მომეწონა

 


№6  offline წევრი teddy))

Araushavs tu gamorgrchi mtavaria gagaxsendi :D mec vifiqre albat dasasruli araa tko :D sheni momdevno istoriss gegmebi vici da velodebi tan dzalian mainteresebs :* nargiza kargi iyo :D nadia beboc da saertod yvela :D miyvarxar shenc da sheneburi istoriebicooo <3

 


№7  offline მოდერი sopiko

დასასრულია და ყველას ცალ–ცალკე გიპასუხებთ...
Firefly
ასე სწრაფად არ ველოდი დასასრულს... no
მაგრამ,უმაგრესი იყო!
ერიელად "ჩავაკოკლოზინე" ბოლო ორი თავი...
უმაგრესი გოგო ხარ სოფო,
ძალიან,ძალიან მაგარი და მიყვარხარ მე შენ,შენი ტკბილი მოთხობებით! love

მეც, მეც, მეც ძალიან მიყვარხარ ასეთი ტკბილი და თბილი რომ ხარ! love დიდი მადლობა!
A
Dzalian, dzalian, dzalian magari iyo....... Ai umagresi. Arcerti tavi ar gamomitovia da visiamovne.....

ჩემი ხატია! მადლობის გადახდა ამიკრძალე შენ და wink მაშინ იმას გეტყვი, რომ შენი ერთგულობით და სიყვარულით ძალიან მახარებ! love
მარიამ18
ძალიაან ძალიან მაგარი ხარრრ <3

გმადლობ, მარიამ #2! lol request
S o f i a
სოფიკოს უყვარს სოფიკო :დ <3 არასდროს დამიკომენტარებია შენს ისტორიაზე და ახლა ვაკომენტარებ. ეს იატორია ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელი, თბილი, კარგი და ღიმილიანი იყო, თან სასიამოვნოდ წასაკითხი. ძალიან საყვარლად წერ და ველოდები შემდეგს. ❤️

სოფიო და სოფიკო! wink დიდი მადლობა, ჩემო კარგო!
lalita
გამოგიტყდები და ასე მალე დასასრულს არ ველოდი , ინტრიგა კარგად იყო ჩადებული , საინტერესო იყო ძალიან მეტის დაწერაც შეიძლებოდა რადგან კარგი და საინტერესო დასაწყისი ქონდა. მე პირადად ძალიან მომეწონა

ოჰ, როგორ მომნატრებია ჩემი ლალიტას კომენტარი... request დიდი მადლობა!
teddy))
Araushavs tu gamorgrchi mtavaria gagaxsendi :D mec vifiqre albat dasasruli araa tko :D sheni momdevno istoriss gegmebi vici da velodebi tan dzalian mainteresebs :* nargiza kargi iyo :D nadia beboc da saertod yvela :D miyvarxar shenc da sheneburi istoriebicooo <3

და ბოლოს! თედ'უნია, მიხარია, რომ გამიგე lol დიდი მადლობა! მე როგორ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც, ხომ იცი love განსაკუთებით ბ ო ლ ო!

 


№8 სტუმარი ნინო კ.დ..

აუუ რატო გამომრჩა თავებიიიი? ისტორიებს რასაც ჰქვია ვეძებ.

ძალიან კარგი იყო. პატარა და კარგი. ზუსტად ასეთს ველოდი შეიძლება სადმე რამე საპირისპირო დავწერე მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რო ესე დაამთავრებდი. თავი არ მომანატრო რაა. მე ქო მიკაქალ სეენ. love

 


№9  offline მოდერი sopiko

ნინო კ.დ..
აუუ რატო გამომრჩა თავებიიიი? ისტორიებს რასაც ჰქვია ვეძებ.

ძალიან კარგი იყო. პატარა და კარგი. ზუსტად ასეთს ველოდი შეიძლება სადმე რამე საპირისპირო დავწერე მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რო ესე დაამთავრებდი. თავი არ მომანატრო რაა. მე ქო მიკაქალ სეენ. love

ჩემო ნინიკოო love ახლა ვნახე შენი კომენტარი და რომ არ მეპასუხა, არ შემეძლო... მე კი არ მოგანატრე, მაგრამ შენ რომ არ ჩანხარ belay

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent