შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"განშორების სევდიანი ფერი"(10)


15-02-2016, 19:24
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 2 192

ღამით როგორც კი 12ს გადასცდა დამიმ დაურეკა.
-გილოცავ,ჩემო პრინცესა,დიდ ბედნიერებას და ულევ სიხარულს გისურვებ.მინდა,რომ სულ გახარებულს გხედავდე,რა თქმა უნდა ის უფრო გამიხარდება,რომ ბედნიერება მე მოგანიჭო,მაგრამ ჩემს გარეშეც ბედნიერი უნდა იყვე..ძალიან მიყვარხარ(დამი)-მიას სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა.
-მადლობ,საყვარელო,მეც მიყვარხარ(მია)-ერთმანეთს დაემშვიდობნენ.დამის მერე სალომ და თეკლამ მიულოცეს...
დილით მასთან,სანდრო შევიდა,რა თქმა უნდა ყვირილით,როგორც სჩვევია.
-დაიკო,დაიკო,გილოცავ.დიდი გოგო გაიზარდე(სანდრო)
-მადლობ,ჩემო პრინცო(მია)-ძამიკოს მაგრად აკოცა,შემდეგ კი ქვევით ჩავიდა...
-გილოცავ,ჩემო გოგო,ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ(ნონა)
-მადლობ დედა(მია)-დედა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტა.
-საყვარელო,ხომ იცი საღამოს,რომ მეგობრები უნდა დაპატიჟო(ნონა)
-ვიცი დედა(მია)-ქალი დილიდანვე სამზარეულოში ფუსფუსებდა,მია კი მილოცვებს იღებდა.. შუა დღით დიტო მივიდა მასთან და შვილს ულამაზესი საათი მიუტანა,როგორიც უნდოდა.
-გილოცავ,შვილო..უკვე 18 წლის ხარ,დიდი გოგო ხარ,მაგრამ ჩემთვის მუდამ პატარა იქნები,პატარა გოგო რომელსაც სულ ჩემთან უნდოდა ყოფნა,მამიკოს პრინცესა(დიტო)-შვილს ჩაეხუტა.
-მადლობ მამა,მეც ძალიან მიყვარხარ(მია)-მიას საბამაც მიულოცა,ყველა საღამოსთვის ემზადებოდა.მისაღები ოთახი მორთო და თავის ოთახში იცვამდა.მოკლე ტყავის ქვედა ბოლო ჩაიცვა,ზემოდან კი შავი დახვეწილი თხელი საროჩკა,უკან ბადით,ფეხზე ოდნავ მაღალ ქუსლიანი ტუფლი... პირველები სალო და თეკლა მივიდნენ,შემდეგ კი ყველა ერთად მივიდა. გართობის დროს მიამ მოიწყინა ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია თამოს.
-ჰეი,მია,რატომ მოიწყინე?(თამო)
-შეყვარებული მოენატრა(სალო)-გოგოები იცინოდნენ,ამ დროს კი დამიმ დარეკა,მიას გული სასიამოვნოდ უძგერდა.
-შეხედეთ,ამ ღიმილის ავტორი დამიანია(თეკლა)-მიამ მეგობარს არაფერი უთხრა,მაშინვე დამის უპასუხა.
-საღამო მშვიდობის.პრინცესა,სახლში ხარ?(დამი)
-კი,დამი(მია)
-ფანჯრიდან გადმოიხედე(დამი)-მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა.მია მაშინვე ფანჯარასთან მივიდა და გოგოებსაც დაუძახა. ქვემოთ დამის გული ჰქონდა დანთებული,თან ხელში თეთრი დათვი ეკავა.ყველა ფანჯრიდან იყურებოდა,ნონაც იქ იყო თან შვილის ბედნიერ სახეს უყურებდა.იუბილარი ქვემოთ ჩავიდა და დამის ჩაეხუტა.
-მადლობ საყვარელო,მიყვარხარ(მია)
-ჩემო პრიცესა,ეს დათვიც შენ(დამი)-ერთმანეთს ჩაეხუტნენ შემდეგ კი ზემოთ ავიდნენ(საბაც იქ იყო)
-დედა,ეს დამიანია,ჩემი...მეგობარი(მია)-ქალი რა თქმა უნდა მიხვდა,მგრამ არაფერი შეიმჩნია.
-გამარჯობათ,ნონა დეიდა(დამი)
-გამარჯობა დამი(ნონა).. ახალგაზრდები ოთახში შევიდნენ,ძალიან ლამაზი და მხიარული საღამო იყო,ტორტის დაჭრის დრო მოვიდა.
-სალო,მიდი ტორტი შენ მომიტანე(მია)-სალოს რა თქმა უნდა ეს გაუხარდა და ნონასთან გავიდა.
-სალო,სანამ ტორტს შეიტან,მითხარი დამი,მიას შეყვარებულია?-გოგო გაშეშდა..-ის ბიჭია რომლის გამოც მია სულ იღიმის?(ნონა)
-კი,ნონა დეიდა.ოღონდ მიას არ უთხრათ,რომ მე დაგიდასტურეთ თორემ მომკლავს(სალო)-სიცილით თქვა.
-ნუ ღელავ(ნონა)....ტორტი შეიტანეს და სანამ სანთლები ჩააქრო სურვილი ჩაიფიქრა.....
-მითხარი,რა ჩაიფიქრე?(თამო)
-არ გეტყვი(მია)-დამი გვერდით მიუჯდა.
-მე მეტყვის(დამი)-გოგოს ხელი გადახვია.
-არც შენ გეტყვი(მია)-სიცილით უთხრა და ეშმაკურად გაუღიმა.. როდესაც დაიშალნენ მიამ ,დამი ქვევით ჩააცილა,საბაც იქ იყო,მაგრამ გვერდით გაიწია.
-მადლობ,დამი(მია)
-იცოდე თავში ამივარდება შენი შექება და სიყვარული(დამი)-ბიჭმა სიცილით თქვა.
-მიყვარხარ დამიან!(მია)
-მეც მიყვარხარ პრინცესა!(დამი)-ერთმანეთს აკოცეს,ტაქსი მოვიდა და საბამ ძლივს წაიყვანა.
-გეყოფათ(საბა)
-ხვალ დაგირეკავ(დამი)-მია სახლში ავიდა..სალო მასთან დარჩა და მთელი ღამე საუბრობდნენ.
-დაო,დღეს ძალიან ბედნიერი იყავი(სალო)
-აჰამ,დამისთან ძალიან ბედნიერი ვარ(მია)
-ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები(სალო)-ლაპარაკი მიას მობილურის ხმამ შეაწყვეტინათ.
-გისნენ,დამი(მია)
-პრინცესა,ცნობისმოყვარეობა მკლავს,მითხარი რა სურვილი ჩაიფიქრე?(დამი)-მუდარის ხმით უთხრა.
-ისეთი არაფერი(მია)-ბიჭს დასცინა.
-კარგი,ვიცი მაინც არაფერი გამომია,მიყვარხარ(დამი)
-მეც მიყვარხარ(მია)....
მეორე საღამოს ნონა,შვილს ესტუმრა ოთახში.
-დედა,რა ხდება?(მია)
-კარგი ბიჭია,როგორც იქნა გავიცანი...(ნონა)-ეშმაკური ღიმილით უყურებდა,მიას კი პირი დარჩა ღია.
-დედა..მე..(მია)
-ახსნა არ მინდა შვილო,ვხედავ,რომ ერთმანეთი გიყვართ..მხოლოს ისმინდა,რომ ბედნიერი იყვე და გული არ გეტკინოს(ნონა)-შვილს ჩაეხუტა.. დილით მია მობილურის ხმამ გააღვიძა.
-გისმენ,დამი(მია)
-საყვარელო,დღეს გიგასთან ერთად მივდივარ 1 კვირით.მიყვარხარ,ვეღარ გემშვიდობები(დამი)
-კარგი,მაგრამ მალე დაბრუნდი(მია)
-კარგი,მიყვარხარ(დამი)... მიას ხასიათი გაუფუჭდა რადგან დამი 1 კვირით ვეღარ ნახავდა და ვერ ჩაეხუტებოდა. საღამოს მია,ნონას ოთახში შევიდა და საწოლზე საბუთები დაინახა,წაიკითხა და ცრემლები წამოუვიდა.
-დედა,რატომ არ მითხარით,რომ განქორწინებას აპირებდით?(მია)
-შვილო,დამშვიდდი.მამაშენს უნდოდა,რომ არფერი გცოდნოდა(ნონა)
-სანამ არ გაეყრებოდით არაფერს იტყოდით?კარგით რააა!!(მია)-ლაპარაკი უკვე ჩხუბში გადადიოდა.მია უნდა წასულიყო როდესაც გული წაუვიდა.ნონამ მაშინვე დიტოს დაურეკა და საავადმყოფოში წაიყვანეს,ანალიზები აუღეს..მალევე გაუშვეს სახლში რადგან არაფერი არ იყო საშიში.. მია არ ესაუბრებოდა,დიტო კი მასინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და არც თვითონ არ უთქვამს რამე,რადგან არჩია ცოტა დრო მიეცა შვილისთვის.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent