შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში (სრულად)


15-02-2016, 20:09
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 8 904

წამით ჩაფიქრდა, თვალწინ წარსულის ტკბილ-მწარე, სიხარულითა თუ მწუხარებით აღსავსე მოგონებებმა გაურბინა... ვერც იგრძნო, ისე სწრაფად გადმოუგორდა თვალიდან ჯიუტი ცრემლი, რომელმაც გზა გაიკვლია, გოგონაც თითქოს მოეშვა და სულ მალე ოთახში ქვითინის ხმა გაისმა... ყველაფერი კი არც ისე ადრე, ორი წლით ადრე დაიწყო, როდესაც...
_ნინია! - შორიდან დეიდაშვილის წკრიალა ხმა გაისმა და სულ მალე ოთახის კარი საშუალო სიმაღლის, გამხდარმა გოგონამ შემოაღო, რომელიც ქოთქოთით დაახტა დეიდაშვილს და ადგომისკენ მოუწოდა.
- ვაიმე - აკრუსუნებული ნინიას ხმა გაისმა, რომელმაც გვერდი იცვალა და კვლავ ძილის შებრუნება სცადა. თუმცაღა ვინ აცადა, თაიამ სწრაფად გადააძრო ზეწარი, ნინიამაც სიცივე იგრძნო და ინება თვალის გახელა.
დეიდაშვილის გაღვიძებით გახარებულმა თაიამ ტაში შემოკრა, ოთახში დატრიალდა და არტისტული ხმით დაიწყო ახალი ამბის მოყოლა.
- რომ იცოდე, რა ამბავი მაქვს! პირდაპირ გაგიჟდები, ამ ზაფხულს მე და შენ ზღვაზე მარტოს გვიშვებენ, წარმოგიდგენია როგორ გავერთობით - ღიმილით შეანათა სახე ნინიას.
- რა თქვი? - ნინია საწოლიდან წამოხტა და სიხარულისგან ცეკვას მოჰყვა, ნარნარით გაემართა აბაზანისკენ, მანამადე კი თაიას გემრიელად ჩაკოცნა.
ჩქარ-ჩქარა მიიღო აბაზანა, თავისი საყვარელი ფრიალა საზაფხულო კაბა გადაიცვა და გაოგნებული და ბედნიერი გაემართა სამზარეულსკენ. თამარს, დედას, ყავა მოედუღებინა და თბილი მზერით შეჰყურებდა დისშვილს, რომელიც ერთი ამბით ამცნობდა ზაფხულის გეგმებს.
- იქნებ მეც შემიმჩნიოთ! - მოჩვენებითი ნაწყენი სახით შევიდა ნინია, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მალე ტუჩის კუთხე საყვარლად ჩაიჩუტა.
- - მოდი ბუზღუნ - გაეკრიჭა თაია და ყავა ერთიანად გამოცალა, არც ნინიას აცალა საუზმის მიღება და სამზარეულოდან კვლავ საძინებელში გაათრია. ერთიანად გამოაღო კედელში ჩაშენებული ღია ფერის უზარმაზარი კარადა, ფეხის წვერებზე აიწია და დიდი ჩემოდანიც ჩამოიღო.
- მოიცა, მე არაფერს მეკითხები ? იქნებ, არ მინდა წამოსვლა? -საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მიიღო და ეშმაკური თვალებით შეხედა დეიდაშვილს. თაია წამიერად გაჩერდა, მერე კი მკაცრი სახით დაიწყო: - როდის იყო მე შენ რაიმეს გთხოვდი ბუზღუ, იცოდე მართლა დაგტოვებ თბილისში და მერე მთელი ზაფხული მარტო დარჩები ზღვისა და ჩემ გარეშე.
- კარგი, კარგი - დაეთანხმა თაიას, სხარტად წამოხტა და უკვე ორი შეძვრა კარადაში. კოხტად დალაგებული კარადა მალე აირია, ოთახში მიმოაბნიეს ტანსაცმელი და დიდი გულისყურით არჩევდნენ საზაფხულო ჩასაცმელს. ხან თაია იწუნებდა, ხან ნინია, ბოლოს როგორც იქნა დაზავდნენ და ორივეს მოსაწონი ტანსაცმელი ჩააწყვეს.
- უჰ -ერთდროულად აღმოხდაღ ქანცგაწყვეტილ დეიდაშვილებს და იატაკზე ფეხმორთხმით ჩამოსხდნენ. არც ერთ ჰქონდა ლაპარაკის ან ადგომის თავი და ორივე თვალებდახუჭული უსასრულობისკენ მიექანებოდა. წამიერად ნინიას გონება ზღვამ მოიცვა, გაიტრუნა, ღრმად ამოისუნთქა, თითქოს უკვე ზღვაზე იყო და მისი ტალღების სურნელს გრძნობდა. იგრძნო როგორ აივსო ფილტვები სუფთა, ზღვისთვის დამახასიათებელი ჰაერით. ო, როგორ უყვარდა ზღვა, რამდენჯერ უოცნებია, რომ მშობლები მას და თაიას მარტო გაუშვებდნენ. დღეს კი, ცხოვრებაში პირველად, 23 წლის ასაკში, შანსი ეძლეოდა ბავშვობის ოცნება აესრულებინა და შეეგრძნო თავისუფლების ნეტარი წამები. ფიქრებიდან დედის თბილმა ხმამ გამოარკვია, რომელმაც გოგონებს ცივი ყავა გაუწოდა და თან თაიას ეკითხებოდა საცხოვრებლისა და ყველა წვრილმანის შესახებ. რა ქნას, დედაა და ნერვიულობს - გაიფიქრა ნინიამ და მხოლოდ ახლა დაფიქრდა, თუ სად იცხოვრებდნენ.
- ჩემი მეგობრის, დემეს, სახლში - გასცა პასუხი თაიამ. თამარი წამიერად ანერვიულდა, მაგრამ გაახსენდა, რომ მისი და, სოფო, შვილს უყურადღებოდ არ გაუშვებდა და გული დაიმშვიდა, რომ ნინია უსაფრთხოდ იქნებოდა.
- აქამდე რატომ არ მითხარი ვისთან მივდიოდით ? - შეწუხებული სახით მიუტრიალდა ნინია თაიას, ხომ იცი, რომ მე ხალხმრავლობა არ მიყვარს, მე მეგონა, რომ მარტო მე და შენ მივდიოდით.
- კარგი რა ნინია, როდემდე უნდა ჩაიკეტო საკუთარ თავში, ჩემი მეგობრები უმაგრესი ადამიანები არიან და მათთან არ მოიწყენ. დამიჯერე, დროა წარსული დაივიწყო და ადამიანებს ნდობის თვალით შეხედო.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ - გულს ამოაყოლა სიტყვები და შეეცადა დეიდაშვილისათვის შეუმცნევლად მოეწმინდა ცრემლები,მაგრამ თაიას რას გამოაპარებ. მაგრად ჩაიკრა ნინია და ჩურჩულით, თითქოს დიდი საიდუმლოს უმხელდა დაბალი ხმით უთხრა: - ერთხელ უკვე გითხარი და კვლავ გაგიმეორებ, ცხოვრება ასეთია, მასში ტკივილიცაა და სიხარულიც, და იცი რა, ბნელი ფერები რომ არ იყოს, ხომ ვერასოდეს ვერ იგრძნობდი სინათლისა და სიცოცხლის ფერებს. ჩვენ, ადამიანები, ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ყოველი წვიმის მერე ცაზე ცისარტყელაა და ასე, რიგრიგობით, რათა ბედნიერების დაფასება ვისწავლოთ.
- მართალი ხარ, წამოვალ და შევეცდები, ახალი ცხოვრება დავიწყო. - სუსტი ხმით ამოთქვა ნინიამ და კიდევ ერთხელ იგრძნო, თუ რამდენად ბედნიერია, რომ გვერდში ისეთი ადამიანი უდგას, როგორიც თაიაა.
- სულ რამდენნი ვიქნებით ? -დაინტერესდა ნინია და მეგობარისთვის ხელისგაუშვებლად შეათვალიერა სარკეში დაწითლებული თვალები.
- სულ შვიდნი, მე, შენ, დემე და კიდევ ლილე, ანდრია, ტატო და გაგა. დამიჯერე, მათთან არ მოიწყენ - იმედიანი თვალებით შეხედა ნინიას და უზომოდ გაუხარდა, რომ გოგონას თვალებიდან მწუხარება გამქრალიყო და მისი ადგილი ინტერესსა და სიხარულს დაეკავებინა. დიდხანს იჭორავეს მეგობრებმა, ფილმსაც უყურეს და საღამოსკენ თაია სახლში წავიდა, ნინიას კი დილის 6-ზე შეუთანხმდა შეხვედრაზე. ნინია ცოტახანს დედას ესაუბრა, ვინც იცის მერამდენედ მოისმინა მისი დარიგებები, წყალში ღრმად არ შესვლასა და კარგად ჭამაზე, ბოლოს კი დაღლილი გაემართა საძინებლისკენ ახალი, ეს წასვლა ხომ პირველი ნაბიჯი იყო ახალი ცხოვრების დასაწყისისა.
წამიერად გაახსენდა დასაწყისი და აკრუსუნდა. ახლა, ახლა უსაზღვრო სევდითა და, ამავდროულად, იმედის პატარა, ნათელი სხივითა მისი თაფლისფერი თვალები განათებული. ღიმილით მოისვა ხელი მუცელზე, გაუღიმა თავის პატარას და ვინ იცის უკვე მერამდენედ დადო პირობა, რომ ეს უკანასკნელი ცრემლი იყო.
ნინიამ მაღვიძარა დილის 5-ზე დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ დილით ძილი მისი სუსტი წერტილი იყო. ბუზღუნ-ბუზღუნით გაიკვლია გზა სააბაზანომდე, შემდეგ ოთახში დაბრუნდა და წინასწარ შერჩეული ნაცრისფერი სპორტული სტილის შარვალი ამოიცვა და ამავე ფერის ზედა. ფეხსაცმელზე ბევრი არც უფიქრია თავის საყვარელ ნაიკებს დასწვდა და სამზარეულოსკენ გაემართა. თამარს უკვე გაეღვიძა და შვილს ყავით ხელში უცდიდა. ღიმილით ჩაეხუტა დედას და იქვე ჩამოჯდა. საათი ნელ-ნელა 6-ს მიუახლოვდა, თუმცაღა თათია არ შეხმიანებინა. სასტიკად ვერ იტანს დაგვიანებასა და არაპუნქტუალურობას, ამიტომ გაბრაზებულმა მოიმარჯვა ტელეფონი და საჩხუბრად მოემზადა.
- სად ჯანდაბაში ხართ? აკი 6-ზე ვიკრიბებითო? - ხმის ამოღება არც აცადა თაიას ისე მიაყარა სიტყვები.
- ნინია დემეს ჩაეძინა,ალბათ, და ახლა მის გასაღვიძებლად მივდივართ, 8-ის ნახევარზე ადრე შენთან ვერ მოვალთ.
- რაიო? - შეჰყვირა ნინიამ და იმ წუთას მზად იყო ის ვიღაც დემე შუაზე გაეგლიჯა მისი ძილის დაფრთხობისათვის.
გაბრაზებული გათიშა მობილური და ჩამოჯდა, ლოდინის მეტი სხვა გზა არაა. დიდი ხნის ლოდინის მერე თაიამაც დარეკა და დიდი ჩემოდნით გაემართა, რატომღაც ეგონა, რომ როგორც ყოველთვის ახლა თაია სადარბაზოში დაელოდებოდა, ამიტომ პირველი სართულის კიბეებიდანვე დაიწყო იმ შტერი, იდიოტი დემეს ლანძღვა.
-არა რა , როგორი უნამუსობაა, თვითონ გაიძინა იმ კრეტინმა დემემ და ჩვენ აქ მისი ლოდინით მოვკვდით. იცოდე გადამალე, თორემ ვერ გადამირჩება- ჩვეულ ქოთქოთს აგრძელებდა, როდესაც გზა მაღალმა, სპორტული აღნაგობის ბიჭმა გადაუჭრა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
-სად გადამალეთო? აბა აქ ვარ და მაჩვენე რა შეგიძლია? - ირონიული სახით უმზერდა ბიჭი სიბრაზისგან აწითლებულ ნინიას.
-დიახაც, ენა ვერ გააჩუმა ნინიამ და ჯიქურ შეხედა.
- შენ იმხელა ენა გაქვს, ვატყობ ჩემოდნის თრევა არ გაგიჭირდება და აჰა გზა დამითმია.
- ვერც მიხვდა, ისე ეწყინა ბიჭის ეს ჟესტი და სულ კრუსუნით გაათრია ჩემოდანი სადარბაზოდან, უკნიდან ბიჭის მზერას გრძნობდა, მაგრამ ეგღა ეკლდა მისთვის რამე ეთქვა.
ყველა გააცნო თაიამ, გაგიჟდა ლილესა და ანდრიას წყვილზე, ყველაზე გასაოცარი კი მაინც ის იყო, რომ ანდრია დემეს ძმა აღმოჩნდა. ვერაფრით დააკავშირა ყველაზე მხიარული ანდრია იმ უჟმურ, უკულტურო დემესთან.
- კარგი დროა გადავნაწილდეთ. გაისმა ანდრიას ხმა. მე, ლილე, გაგა და ტატო ჩემს მანქანაში. დანარჩენები დემესთან.
- არა რა მაინცდამაინც იმ ხეპრესთან როგორ მოხვდა, არა უშავს მთელი გზა ხმას არ გასცემს, რაც მთავარია თაია იქაა.
ამაყად გაემართა შავი ვოლვოსკენ და ის იყო უკანა კარი უნდა გამოეღო, რომ დემეს ხმა გაისმა: - მე რა თქვენი მძღოლი ვარ, რომელიმე წინ დაჯექით. ბიჭმა კარგად იცოდა, რომ თაიას წინ ჯდომის ეშინოდა, თუმცაღა ნინიასთან არაფერი შეიმჩნია და ისე გაიკვირვა გოგოს ჩაჯდომა, თითქოს რაიმე სასწაული მოხდა.
მთელი გზა ან ეძინა, ან სიმღერებს უსმენდა. პირობა აასრულა და დემესკენ ერთიც კი არ გაიხედა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის ფარული მზერა მხარს უწვავდა. 12-ისათვის ციხისძირში შევიდნენ და მალევე მანქანა ლამაზად ნაშენი ორსართულიანი სახლის ჭიშკართან გაჩერდა. გაგიჭდა ისე მოეწონა ყვავილებით დაფარული ეზო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, თაიას ხელი ჩაჰკიდა და დემეს მომლოდინე თვალებით შეხედა. ბიჭმაც სახლი გააღო და გოგოებს შესვლიკენ უბიძგა, მალევე ანდრიას მხიარული ხმაც გაისმა და მისაღებ ოთახში ერთი მეორის მიყოლებით ჩამოსხდნენ დიდ კუთხის დივანზე. მიუხედავად დაღლილობისა, ლილე და თაია სახლის დალაგებას შეუდგნენ, ნინია კი სამზარეულოში შეაგდეს და ჯერ ყავის, შემდეგ კი სადილის მომზადება უბრძანეს. ცივი ყავა წამებში გააკეთა და ყველას ჩამოურიგა, შემდეგ კი საქმიანი სახით შეტრიალდა სამზარეულოში და ფიქრი დაიწყო, თუ რა მოემზადებინა. საბოლოოდ არჩევანი ქათმის სალათასა და ცეზარზე შეაჩერა, ასევე კარტოფილი შეწვა და პიცაც გამოაცხო. გადაიღალა, მაგრამ მისი საზაფხულო სუფრით აღფრთოვანებული გაემართა ბავშვებისკენ.
- ისეთი მაგარი სურნელი დაატრიელე ნინია, რომ მგონი ჩვენს უჟმურსაც მოაშიე - ღიმილით უთხრა ტატომ და დემეზე მიანიშნა.
- ტატო!- ოთახი დემეს მკაცრმა ხმამ გაკვეთა. მერე კი ნინიას მიუბრუნდა: - იმედია, არ მოგწამვლავ.
ნინიამ ვერც იგრძნო ისე აევსო თვალი ცრემლით, საშინლად ემოციურია და დღეს საგრძნობლად გადაიღალა, ვერ შეძლო ემოციების მოთოკვა და სამზარეულოსკენ სრუტუნით გაემართა. ნიჟარასთან იდგა და წყლის შევსებას ელოდა, როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგონა და უკნიდან ცხელი ხელები იგრძნო. ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა, როდესაც ბიჭის ტუჩები ნაზად შეეხო მის ყურებს და თბილი ხმით ჩასჩურჩულა: - მაპატიე ბუზღუ და ნუღა ტირი. თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, ეუცხოვა სიტუაცია, შემდეგ კი გონს მოეგო და ხელის კვრით მოიშორა მასზე ერთი თავით მაღალი სხეული.
- გიხდება სიწითლე- დემეს ამ სიტყვებზე უარესად გაწითლდა და სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა ბიჭმა ოთახი დატოვა.
ლილემ და თაიამ სამზარეულოს კარი ხმაურით შემოაღეს და სუფრას მოუსხდნენ. ბიჭებმაც მათ მიბაძეს და მალე მხოლოდ სიმშვიდემ დაისადგურა. ნინიას მოპირდაპირედ დემეს მოუწია დაჯდომა და გოგონას თვალს არ აშორებდა, ნინია ცდილობდა თვალის არიდებას, მაგრამ მზერას ვეღარ გაუძლო და ფორთოხლის წვენი გადაესხა. გაწითლებული და გაბრაზებული წამოდგა სუფრიდან, გასვლას აპირებდა, როდესაც თაიამ მოაბრუნა, წამით დემესკენ გაეხედა და მისმა სიბრაზემ გაცოფების უმაღლეს ზღვარს მიაღწია, როდესაც ბიჭმა კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი.

ახლაც ფორთოხლის წვენს მიირთმევს და თან ჯერ არდაბადებულ შვილს მამიკოს შესახებ უყვება. რას არ გაიღებდა, რომ დემე მათთან ყოფილიყო და ერთად შესძლებოდათ ამ ბედნიერი წამებით ტკბობა. სევდიანი თვალებით გახედა ფანჯარას და რაღაცნაირი, უცნაური გრძნობით აივსო წვიმის წვეთების დანახვაზე. ზეცის ტირილს ეძახდა წვიმას და გაუხარდა, რომ ვიღაც მაინც იზიარებდა მის გრძნობებს. წვიმის პატარა წვეთს თვალი გაუშტერა და კვლავ წარსულის მოგონებებში გადაეშვა.
ძლივს მოაშორა ლაქა მაისურს, აბაზანაც მიიღო და უზარმაზარი ჩემოდნიდან ფრიალა ჭრელი ქვედაბოლო და ღია კრემისფერი ბრეტელებიანი ზედა გამოიღო. თითქოს წყალმა დაამშვიდა, მაგრამ ჯერ კიდევ გამჯდარი ჰქონდა სიბრაზე და პირობა დადო, რომ დემეს ისევე მოუშლიდა ნერვებს, როგორც მას ეშლებოდა, არა უფრო მეტად გააღიზიანებდა.
მისაღებში ჩასულს ტატო და გაგა წასული დახვდა, როგორც თაიამ უთხრა ნაცნობის სანახავად წავიდნენ. გვერდით მიუჯდა თაიას და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა. სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდებით. - იდეა წამოაყენა ლილემ და ყველას დათანხმებაც შესძლო.
სიმართლე თუ მოქმედება? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ნინიას დემემ და პასუხის მოლიდინში თავისი ზღვისფერი თვალები ღრმა თაფლისფერებს შეანათა, რომელიც ერთდროულად ყველაზე გამჭვირვალეც და ამოუცნობიც იყო. ნინიამ მზერას ვეღარ გაუძლო, თვალი აარიდა და სწრაფად თქვა სიმართლე.
- ჩემი შეყვარებულის სახელია? - მოკიაფე ზღვისფერი შეანათა ნინიას და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
- რაა?
- კითხვა კითხვაა, გაუმეორა დემემ.
ნინიაც იძულებელი გახდა პასუხი გაეცა: - არ მყავს.
დემეს სახეზე შვების ღიმილმა გაურბინა, მაგრამ მალევე დაასერიოზულა სახე.
შემდეგი სვლა თაიასი იყო და ლილე წვენებისა და სასუნავების მოსატანად გაგზავნა. ანდრიამ მარტო ვერ გაუშვებო და ღიმილით აედევნა ლილეს. დემემ იგრძნო, რომ სიტუაციის სათავისოდ შებრუნება შეეძლო და როგორც კი სვლა მოუვიდა, თაია სასმელების მოსატანად გაგზავნა.
- რა წესია, ყველა წავიდა, თამაშმა აზრი დაკარგა- დაიწყო ნინიამ, მაგრამ დემემ არ აცალა და კვლავ გააგრძელეს თამაში.
- სიმართლე თუ მოქმედება? - გაუბედავად ჰკითხა ნინიამ და თან გულში დემეს გაბრაზების გეგმა დასახა.
დემე, რისი დემეტრე, იყო, რომ ვერ გამოეცნო ნინიას გეგმები, მაგრამ მაინც მოქმედება აირჩია.
- რა ქნას და გოგოს ტანსაცმელი ჩაიცვას და ქუჩაში მაკარენა იცეკვოს. - გამრჯვებული მზერით შეხედა ნინიამ და გამარჯვება იზეიმა.
- რა ექნა დემეს დანებდა და ცეკვა დაიწყო, რამდენი მოშტერებული თვალიც შეამჩნია იმდენჯერ შეუბღვირა ნინიას და ბოლოს სულ ბუზღუნით დაბრუნდა. არა ამ ერთი ციდა გოგომ, რომ აჯობა ჭკუაში და თან ვიდეოც გადაუღო, სხვებს ეს სიამოვნება როგორ მოვაკლოო, თვით უჟმური დემე ცეკვავს და თან რასო.
თამაში დაასრულეს და გაბრაზებული დემე ოთახისკენ გაემართა. თაია მყუდროდ მოკალათდა სავარძელში და ფილმის ყურება დაიწყო. ვერც იგრძნო, ისე მიეპარა დემე და ყინულივით ცივი წყალი გაადაავლო, 1:1 ღიმილით უთხრა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა. გაწიწმატებულმა ნინიამ აბაზანას მიაშურა, მზად იყო დემე იქვე მოეკლა, აჰა ცემინებაც დაეწყო, იცის თავისი სუსტი ჯანმრთელების ამბავი და ყველანაირად უფრთხილდება, დღეს კი ამ იდიოტმა თან გააცივა და თან ზღვაზე დასვენების შანსი მოუსპო. ცხელი შხაპის მიიღო და საწოლში ჩაძვრა, კიდევ კარგი ლილემ და თაიამ უკვე დაალაგეს ოთახები. დიდხანს ელოდა დემე ნინიას და მის სამაგარიეროს, რომ არ გამოჩნდა თვითონ ააკითხა ოთახში და ერთიანად დათბა, როდესაც ჩაძინებული ნინია დაინახა. ღია წაბლისფერი თმა აქეთ-იქით მიმობნეულიყო, გოგონას ტუჩები გაბუშტვოდა და ძილის სამყაროს მისცემოდა. რა ლამაზია- გაიფიქრა დემემ და შუბლზე საკოცნელად დაიხარა, როდესაც გოგონას ცეცხლივით ცხელი სხეული იგრძნო. სიცხე აქვს - თავზარი დაეცა აღმოჩენილით და დაბლა სართულისკენ გაემართა წამლების მოსატანად.
გაახსენდა დემეს ზრუნვა და კვლავ აივსო თაფლისფერები ცრემლებით. ახლა, როდესაც ცუდად იქნება ან უბრალოდ მას და მის პატარას რაიმე მოუნდებათ ვინ მოუვლით... თაია და სოფო დეიდა ევროპაში არიან და ჯერ ვერ ჩამოვლენ, დედამ, ადამიანმა, რომელიც სამაგალითოდა და ყველაზე გამგებად მიაჩნდა ერთი ხელის მოსმით უარყო ნინია. და რისთვის, რას იტყვის მეზობელი ნათელა როცა გაიგებს, რომ ნინია ბავშვს უქმროდ ელოდება... სხვა რაღა უნდა იყოს მეტად მტკივნეული, ალბათ, არც არაფერი. კიდევ კარგი, რომ დიდმა ბებიამ თუშეთის სოფელ შენაქოში პატარა სახლი დაუტოვა. უკვე მეოთხე თვეა რაც აქაა და საბედნიეროდ მისი პატარა დამჯერია, ჯერ არც ტოქსიკოზს შეუწუხებია და არც სხვა რაიმე გართულებას. თხელი ჟაკეტი მოიცვა და საძინებლიდან სამზარეულში გაემართა. იმდენს ჭამს, რომ უკვე ბურთს დაემსგავსა. ღიმილით გამოიღო მაცივრიდან მისი საყვარელი ქათმის სალათი და წვენი და მაგიდას მიუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ივლისია, მაინც ცივა ამიტომ თხელი პლედი აიღო და ეზოში გაბმულ ჰამაკში მოკალათდა ჯეინ ეართან ერთად. ყოველთვის, როცა უჭირს და დაბნეულია გზას ეს წიგნი უნათებს. პირველად მეექვსე კლასში წაიკითხა, მაშინ აზრს ვერც ჩაწვდა ბოლომდე, რამდენიმე წლის შემდეგ კი მიხვდა, რომ შარლოტა ბრონტეს ეს ნამუშევარი მისთვის სულიერი სიმტკიცისა და სიძლიერის მიმცემი იყო. ნაწილობრივ სწორედ ამ წიგნის დამსახურებაც იყო, რომ როდესაც აპრილში მარტო დედობას შეეჩეხა, არ დაიბნა და წამითაც არ უფიქრია ბავშვის მოშორებაზე.
***

ჩვეულებრივი, უღიმღამო დღე იყო,როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა... ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ მისმა დემემ, ადამიანმა, რომელიც მისთვის სამყაროს ამომავალი წერტილი გამხდარიყო, მიატოვა. ნაღვლიანი მოაბიჯებდა ქუჩაში და თვალწინ იმ ერთადერთის ხატება ედგა. მოულოდნელად მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაშინვე უჭმელობას დააბრალა, ბოლო პერიოდი ხომ მხოლოდ დედის ხათრით ჭამდა. თავი ვეღარ შეიკავა და იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა. ბედად ერთმა ხნიერმა ქალმა გამოირა და სასწრაფო გამოიძახა.
ცხოვრებაში არასოდეს არ დაავიწყდება ექიმის მილოცვა: გილოცავთ, თქვენ დედა გახდებით. ამ სიტყვებმა სამყაროს მოსწყვიტა, თვალები სიხარულისგან აუკიაფდა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: მე, ის, ჩვენ, ის იყო ჩვენი სიყვარულის ნაყოფი უნდა ეთქვა, რომ მათი დაშორება გაახსენდა და ტკივილით შეასწორა ჩემი სიყვარულის ნაყოფი. ღიმილითა და ტკივილით მოისვა ხელი მუცელზე და პირობა დადო, რომ ყველა დაბრკოლებას გადალახავდა მისი შვილისთვის. იცოდა, რომ ქალაქში ვეღარ გაჩერდებოდა, არ სურდა დემეს, ანდრიას ან მათ მეგობრებს რაიმე შეეტყოთ, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ სათაყვანებელი დედა პირველ ადგილზე ხალხის აზრსა და უაზრო სტეროტიპებს დააყენებდა. - ეგ ბავშვი მოიშორე და სახლში დაგტოვებ - ზიზღით მიუგდო ორიოდე სიტყვა ,,დედამ’’. იმდენად დამცირებულად იგრძნო თავი, რომ იმ წამსვე ჩაალაგა თავისი ნივთები და სახლი დაუყოვნებლივ დატოვა. იცოდა, რომ თამარისათვის საზოგადოების აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ დაიჯერებდა, რომ დედამისი ჯერ არდაბადებულ შვილიშვილსა და ნინიას ასე სასტიკად მოექცეოდა. ნინია მუდმივად ამტკიცებდა, რომ დედაშვილობა მძიმე წუთებში მხარდაჭერით გამოიხატებოდა, მაშინ, როდესაც ყველა მიგატოვებდა , შენი ოჯახი კი მხარში ამოგიდგებოდა და ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებოდა. ტკივილით გაემართა მომლოდინე ტაქსისაკენ და ახლომდებარე სასტუმროს მისამართი უკარნახა. ერთი დღით გაჩერდა ნომერში, სკაიპში თაიას შეეხმიანა, ეშინოდა, რომ ისიც ვერ გაუგებდა და გარიყავდა, თუმცაღა მალევე ოთახი თაიას წიოკმა დაფარა, რომელიც დახტოდა, რამის სკაიპიდან გადმომხტარიყო და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ სულ მალე პატარა ანგელოზი ეყოლობოდათ. გული აუჩუყდა თავისი დეიდაშვილის რეაქციაზე და თვალები ცრემლებით დაეფარა. თაიამ მაშინვე დაამშვიდა და დაპირდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდა და მხარში დაუდგებოდა. დეიდა სოფომ და მისმა ქმარმ რამაზმაც ამბავი ჩვეულებრივად მიიღეს. დაამშვიდეს და დაუყვავეს... სკაიპის დახურვისთანავე ცრემლები წასკდა, რატომ იყო,რომ დედამ ვერ გაუგო, მათ შორის ამხელა უფსკრული ყოფილა... ტკივილით გაემართა სააბაზანოსკენ და შეეცადა თბილი წყლის ქვეშ მაინც დაევიწყებინა არსებული პრობლემები.
***
როგორი მზრუნველი იყო დემე მათი ურთიერთობის პირველ ეტაპზე. რა ბედნიერი იყო მაშინ... დე, იცი შენი მამიკო როგორი გამორჩეულია.. მუცელზე ხელი მოისვა და ცრემლიანი თვალებით დაამშვიდა, რომ პატარა მამიკოს აუცილებლად ეყვარებოდა. საძინებლის პატარა სანათი ჩააქრო და შეეცადა როგორმე თვალი მოეხუჭა. სიზმრად ის ღამე გაახსენდა, როდესაც გაცივებისას დემე უვლიდა.
დაფეთებული დემე კისრისტეხით გაემართა სამზარეულოსკენ. სამედიცინო ყუთი მოძებნა და ის იყო უნდა გამოსულიყო, რომ სამზარეულოს კარები ლილემ, ანდრიამ და თაიამ შეაღეს. თაიამ მაშინვე ნინია იკითხა და პასუხის გაგებისთანავე ნინიას ოთახისკენ გაეშურა. -არ წახვიდე- ძილში ბუტბუტებდა ნინია. - ახლა როგორღა ვენდო ვინმეს ? ნუთუ შეგეძლო ასე მოგვქცეოდი? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა ნინიას ჩურჩული. დემე შეშინებული უყურებდა, საწოლის კიდესთან სკამი მიაჩოჩა და ცივ ტილოებს უცვლიდა. თაია და დანარჩენები წინააღმდეგობის მიუხედავად, ოთახიდან გაისტუმრა და ნინიაზე ზრუნვა თავის თავზე აიღო. მძიმედ სუნთქავდა, არ ეგონა, რომ უწყინარი გართობა ასეთ შედეგს მიიღებდა. ნინიას სიცხისგან დაწითლებული სახე, უწესრიგოდ მიმობნეული თმები მის გულში სრულიად უცნაურ იმპულსებს გზავნიდა. რატომაა ასეთი საყვარელი, რატომ უნდა გულში ჩაიკრას და ყველასა და ყველაფრისგან დაიცვას?... დემე დაბნეული უყურებდა გოგონას და ცდილობდა კითხვებზე პასუხი სადღაც მიეჩქმალა, თითქოს ეშინოდა ამ ახალი გრძნობის, რომელიც მის გულში იკიდებდა ფესვებს და თანდათან სხეულისა და სულის თითოეულ კუნჭულს იპყრობდა. შუა ღამეს დემე შრიალის ხმამ გააღვიძა, ნინიას გაეღვიძა და დაფეთებული და შეშინებული თვალებით უმზერდა. მაშინვე წყლის ჭიქა მიაწოდა, ნინიამაც ერთიანად გამოცალა და მადლიერი მზერა შეანათა. დემემ ხელი ნინიას შუბლისკენ წაიღო, ორივემ იგრძნო როგორ მოიცვა მათი ორგანიზმი ჟრუანტელის ნაკადმა, დაბნეულმა ნინიამ თავი დახარა, დემეს გაეღიმა და ძლივს შეიკავა თავი სუსტი ნინია თავის მკლავებში არ მოექცია. სიცხემ დაგიწია, დაიძინე - მზრუნველი ტონით მიმართა გოგონას და გადასაფარებელი შეუსწორა. ნინიამაც სისუსტე იგრძნო, ძილის სამყაროში გადაეშვა, მანამდე კი ბუნდოვნად ჩაესმა დემეს მაპატიე.
ოთახი თითქოს პატარა ელექროდებით დაიმუხტა. დემემ აივანს მიაშურა და აბეზარი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია. ბოლოს ვეღარ მოითმინა და საგანგებო შემთხვევებისთვის გადანახული სიგარა ამოიღო. ერთი ნაპასი დაარტყა და თითქოს მოეშვა. იცოდა, წამოსვლამდე შორიდან იცნობდა მისი უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ენთუზიასტ და გამორჩეული პროექტებით ცნობილ გოგონას, აქ წამოსვლაც გარკვეულწილად მის უკეთ გასაცნობად დაგეგმა, მაგრამ რატომ იყო, რომ ამ რამდენიმე საათში ასე ინერვიულა. ბოლოს საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს მოწონებაზე მეტი, რაღაც უფრო დიდი გრძნობის დასაწყისი იყო. გულზე მოეშვა და დამშვიდებულმა მიაშურა ოთახს,რომელშიც ნინია ელოდებოდა.
დილის 6 იყო, როდესაც ნინიამ თვალი გაახილა. გაუკვირდა და სიხარულის პატარა ტალღამაც მოიცვა მისი ,,მოსისხლე მტრის’’ დანახვაზე. ორ მეტრამდე დემე პატარა დივანზე მოკუნთულიყო. ძილისაგან დაბალზე შეჭრილი თმა სასაცილოდ აფოფროდა, მსხვილი ტუჩები კი კიდევ უფრო გაწითლებულიყო. ჯერ გამაცივა, ახლა კი მივლის , რა უცნარი ბიჭია - გაეფიქრა და ყელის ტკივილისა და წყლის წყურვილისაგან დაღლილი შეეცადა, რაც შეიძლება ჩუმად დაეტოვებინა ოთახი. ის იყო ოთახი უნდა დაეტოვებინა და სამზარეულოში შეებიჯებინა რომ, დემემ თვალი გაახილა, მარდად წამოიწია დივნიდან და ნინია ისევ საწოლში დააბრუნა.
- გაგიჟდი, რას აკეთებ ? შენთვის ადგომა არ შეიძლება - ოთახი დემეს სასიამოვნო, ძილისაგან უფრო დაბოხებულმა ბარიტონმა გაკვეთა.
- მე, მე უბრალოდ წყალი მინდოდა - ალუღლუღდა შეშინებული ნინია და საკუთარ თავზე ნერვებიც მოეშალა რომ ასე დაიბნა.
დემემ წყალი მიაწოდა და გოგომაც ერთიანად გამოცალა. ნინიას აღარ ეძინებოდა, როგორ არ სცადა ძილის შებრუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დემემ საწოლთან ახლოს მიაჩოჩა სკამი და შეეცადა ნინიასთან დიალოგი გაება, მის შესახებ უფრო მეტი შეეტყო და გოგონაზე მოხდენილი პირველი შთაბეჭდილება გაექარწ....ბინა. ზოგადი ინფორმაცია გაცვლას და დემემ იგრძნო, რომ ნინიას მიერ ძილში მოხსენიებული უცნობი და გოგონას მუდარა მოსვენებას არ აძლევდა. იცოდა, რომ ჯერ ერთმანეთს წესიერადაც კი არ იცნობდნენ, მაგრამ ვერაფრით შეეძლო გაჩუმება.
- ის უცნობი, რომელსაც ძილში ახსენებდი და დარჩენას სთხოვდი ვინაა ? - მორიდებულად შეეკითხა დემე და იმ წამსვე ინანა, როდესაც ნინიას თვალები ჩაქრა, სახე დაუსევდიანდა და სულ რაღაც ორიოდე სიტყვა უთხრა.
- გთხოვ, ამ თემაზე არასოდეს არაფერი მკითხო. უბრალოდ საუბარი არ შემიძლია. გულს ამოაყოლა ეს სიტყვები და გვერდი იცვალა, რათა მოწოლილი ცრემლი შეუმჩნევლად მოეწმინდა.
მალევე ოთახის კარი თაიამ შემოაღო და დემე სულ ძალით გააგდო დასასვენებლად. ის დღე საწოლში გაატარა, საბედნიეროდ, სიცხემ დაუწია და მეორე დღიდან შეძლებდა ზღვით დამტკბარიყო. საღამოს ხანს მოსწყინდა ერთ ოთახში ყოფნა და დიდი ხვეწნა- მუდარით თაია მისაღებში გაყვანაზე დაითანხა.ახლადშეძენილმა მეგობრებმა ერთხმად გაუნთავისუფლეს დივანი, ნინია წამოაწვინეს, პლედიც გაუსწორეს, თვითონ კი დიდ ხალიჩაზე მოთავსდნენ. ლილეს თავი ანდრიას მხარზე ჩამოედო, ბიჭსაც მაგრად მოეხვია ხელები და თითქოს სულ სხვა განზომილებაში გადასულიყვნენ. ბოლოს ისევ ტატომ იმარჯვა და პოეზიის საღამოს მოწყობა გადაწყდა. ანდრიამ ლილეს ,,მიყვარხარ ძლიერ ძლიერ’’(შანდორ პეტეფის) წაუკითხა. ოთახში გამეფებული სიჩუმე ლილეს ჩუმმა ცრემლებმა და მეგობართა მქუხარე ტაშმა დაარღვია. ლილემ თავისი ნაზი ხმით ,,უსიყვარულოდ“(გალაქტიონ ტაბიძის) მიუძღვნა. თაიამ, გაგამ და ტატომ ჯერ რა დროს სიყვარული და ტანჯვაო და მხიარული, სალაღობო ლექსები წარმოთქვეს. ბოლოს დემე და ნინია დარჩნენ. ნინიამ თავისი წკრიალა, მაგრამ ყელის ტკივილისგან ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ოთარი ჭილაძის ,,ადამიანი უფრო მეტია’’ წაიკითხა. საღამოს კულმინაცია დემეს გამოსვლა იყო. მეგობრები მუდამ სერიოზული, უჟმური დემესგან ჯუჯღუნს მოელოდნენ. დემემ კი ყოველგვარი გართულების გარეშე დაიწყო ,,10 წამია რაც გააგიცანი“ (ნიკო გომელაური)
,, 10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი - ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა - წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი, თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე.“
გასაოცარი, თითქოს ღვთაებრივი ჰანგებივით გაიჟღერა დემეს ხმამ. მეგობრები ბოლომდე , ალბათ, ამ წუთას ჩასწვდნენ დემეს სულის სიღრმეს. ნინიასთან თვალმოუშორებლად, თაფლისფერებში ჩაძირული კითხულობდა და იმ წამს საუკუნის გაჩერებას ითხოვდა. ო როგორ უნდოდა სიმორცხვისგან აწითლებული ნინიას გულში ჩაკრა და სადღაც, თუნდაც სამყაროს დასალიერში გადაკარგვა სადაც მარტო ნინია და ის იარსებებდნენ, სადაც იქნებოდა მათი ,,ჩვენ“ და არა ცალკე ნინია და ცალკე დემე. მართლაც ნინიასადმი გრძნობებს ხომ ამ ლექსზე კარგად ვერაფერი გამოხატავდა. ჯერ უნივერსიტეტში მოეწონა, არა ახლაღა მიხვდა, რომ დანახვის წუთიდან დაიპყრო მაშინ უცნობმა გოგონმა მისი სული. გაიაზრა, რომ სწორედ იმ პირველი წამიდან უხილავი და ყველაზე ძლიერი ძაფებით გადაება ნინიას. ‘’10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე“ მთელი გრძნობით ამოთქვა და ნინიას მიაშტერდა. მეგობრები ერთი მეორეს მიყოლებით გაიკრიფნენ მისაღებიდან. ყველამ იგრძნო, რომ დემემ თავისი სულის კარი გაუღო ნინიას. დაბნეული ნინია თითებს ერთმანეთში ბლანდავდა და სიმორცხვისაგან თავი დაეხარა. დემემ ვეღარ შეძლო თავის შეკავება. ფრთხილად მიჩოჩდა ნინიასთან, ეშინოდა რომ გოგონას შეაშინებდა და დააფრთხობდა. ნელ-ნელა მიიწია დივნამდე, გაბედა და დაბნეული ნინია გულში ჩაიკრა, ძლიერი მკლავები აცახცახებულ სხეულს მოჰხვია და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა სამი ერთი შეხედვით უბრალო, ჩვეულებრივი, მაგრამ მთელი სიცოცხლის არსის დამტევი სიტყვა - მე შენ მიყვარხარ... რას გასცვლიდა რომ ნინიასგანაც იგივე გაეგონა. მალე დემეს მაისური ცრემლების ნაკადმა დაფარა, გულში რაღაც ჩასწყდა ნუთუ ნინიასათვის ჯერ არ უნდა გაემხილა თავისი გრძნობების შესახებ. მაგრამ გულმა რომ ვეღარ შეძლო ამდენის დატევა, სულმა ეულად სიარული და მონათესევი სულისგან შორს ყოფნა. ეგონა ხორცებს აგლეჯდნენ გოგონას თითოეულ ცრემლზე, ეტკინა, სულის ყოველი კუნჭული მოიარა ენით აღუწერელმა სიმარტოვის განცდამ, ყველაფერს დათმობდა და არა ნინიას ასეთ სიჩუმეს... სიკვდილამდე გაუჭირდა, მაგრამ შეძლო და გოგონას თავისი ძლიერი მკლავებიდან გათავისუფლება დაიწყო... ხელი ნელ-ნელა შეუშვა, არ ეთმობოდა წამის წინანდელი მისთვის ნეტარი წამები... ეგონა მოეჩვენა, როდესაც ნინიამ მისკენ დაქაჩა, გაუბედავად, ნაზად მოხვია სუსტი მკლავები და თავისი მთელი ძალით ჩაეხუტა. გულის ცემა აუჩქარდა, ერთ წამს ისიც კი გაიფიქრა, გავგიჟდი და უკვე ნინიას სითბო მელანდებაო, საბოლოოდ დარწმუნდა გაგიჟებაში, როდესაც ნინიამ თავისი თაფლისფერები სითბოსა და სიყვარულით აღსავსე მიაპყრო დემეს ზღვისფერებს და გაუბედავი ხმით ჩაიჩურჩულა - დემე, მიყვარხარ მეც... ორი ერთმანეთისათვის გაჩენილი სული ერთმანეთს შეერწყა, დედამიწიდან ცამდე, ციდან გალაქტიკამდე, ბოლოს დედამიწამდე იფრინეს... ორივემ იცოდა, რომ ეს წუთები საუკუნეს უდრიდა, იპოვეს რაღაც ძვირფასი, ისეთი, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ამიერიდან მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებული, სავსე და ბედნიერი მომენტებით აღსავსე იქნებოდა. არ ახსოვთ რამდენ ხანს იყვენენ ასე ჩახუტებულები, რეალობაში მეგობრების ყიჟინამ დააბრუნა წყვილი, რომელებიც ულოცავდნენ. არა, რა ეს ანგელოზი როგორ ჩაიგდე ხელთ ამ უჟმურმა - ხუმრობით თქვა ანდრიამ და მეგობრები გააცინა. დემემ ერთი შეუბღვირა ძმას, ნინია უფრო ახლოს მიიკრა და თან ძმას ბალიში გაუქანა.

***
დილით შიმშილის გრძნობამ გააღვიძა ნინია. თავიდან ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და სამზარეულს მიაშურა. მაცივარში მხოლოდ ძეხვი და ბადრიჯნის სალათაღა დარჩენილიყო. ერთიანად გამოიყო ორივე კონტეინერი და მაგიდას მიუჯდა. კიდევ კარგი დღეს მიდის ექიმთან, ბავშვის მდგომარეობას შეამოწმებს. უკვე შეუძლია სქესის გაგება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა გაგება, ერთ წამს უნდა, მეორე წამს ამბობს ბავშვის დაბადებამდე გავძლებო. გადარია სოფო სკაიპით, ხან იმას ეწუწუნება და ხან ამას. რახან ქალაქში მიდის და მარაგიც ამოეწურა, სურსათსაც შეიძენს, თორემ შენაქოში ვერაფერს იყიდის. ცეკვა-ცეკვით ნელ-ნელა ჩაიცვა ტანსაცმელი, იმხელა მუცელი აქვს უკვე რომ ვეღარ გაიგო მეხუთე თვეშია თუ მეცხრეში, გულში ენერვიულება ეს ამბავი, თუმცაღა თავს ცუდზე ფიქრი აუკრძალა. სჯერა,რომ ადამიანის ფიქრები გადამდებია და ყოველთვის ცდილობს იმედის პატარა ნაპერწკალი გამოძებნოს და მას ჩაეჭიდოს. არა დღეს აუცილებლად გაიგებს ბავშვის სქესს. ფრთხილად ავიდა ავტობუსში და ადგილი დაიკავა, გზა უსაშველოდ გაიწელა. ვეღარ სძლებს, ისე აინტერესებს ბავშვის მდგომარეობა, სქესი, თან მოშივდა. ერთი-ორი ცრემლი წასკდა, ახლა დემე რომ ყოფილიყო აქ, სულ უღრან ტყეშიც რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად უშოვნიდა სასურველ ხინკალს. უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები, შვილს მოეფერა და ჩანთიდან დილიტ გზისთვის გამზადებული ბუტერბროდი ამოიღო, მადიანად მიირთვა და ცოტა წაუძინა. როცა გაეღვიძა, უკვე ქალაქ ახმეტაში შედიოდნენ. ექიმის კაბინეტი გაჩერებათან ახლოსვე იყო და გზას ფეხით გაუყვა. დე ნეტა ვინ ხარ ჩემი გოგო თუ ბიჭი - ფიქრობდა და თან მუცლად მყოფ შვილს ეფერებოდა. წამს ფიქრობდა ბიჭი მეყოლებაო, მეორე წამს გოგოს გაიფიქრებდა. ბოლოს ნერვები მოეშალა, წაეკითხა დედა გუმანით ყოველთვის გრძნობს ბავშვის სქესსო და აგიჟებდა თავისი დაბნეულობა. ნაცნობი ექიმი ღიმილით მიესალმა და საწოლისკენ მიუთითა. რაღაც ჟელე წაუსვა ექიმმა და ეკრანისკენ მიანშნა, დაბნეული, ინტერესიანი თვალები მიაპყრო ეკრანს, წამით სუნთქვაც კი შეეკრა. ექიმმა რამდენიმე წუთი ეკრანს მიშტერებოდა და არაფერს ამბობდა, შეეშინდა, წამიერად ყველაფერი გაიფიქრა, ამდენი რომ არ ენრევიულა დემეზე ახლა ბავშვი ცუდად არ იქნებოდა, დემეც დაკარგა და ვინ იცის ახლა მის პატარასაც ვერ გაუფრთხილდა. ფიქრებიდან ექიმის ბედნიერებით აღსავსე ხმამ გამოიყვანა, ტყუპი გოგო და ბიჭი... არ იცის იმ წამს რა იგრძნო, სიხარული, სიყვარული, ტკივილი, მომავლის შიში და იმედი ერთიანად დაეჯახა. ბავშვების გულისცემა და მათი ფოტო ბედნიერების პიკი იყო... ბედნიერებისგან დარეტიანებული გამოვიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წამალი შეეძინა და ბაზრისკენ გაემართა. აი თურმე რატომაა ამხელა ბურთი, ახლა სამის მაგივრად უნდა ჭამოს და სულ აღარ ადარდებს ზედმეტი კილოგრამები. ერთ მოხუც ქალთან მივიდა და ყველა საჭირო პროდუქტი შეეძინა, ქალმა ამ ორსულ ქალს როგორ აგაწევინებო და მაშინვე შვილიშვილს დაუძახა. ბიჭმაც ღიმილით მოჰკიდა ხელი უამრავ პარკს და ნინიას ჰკითხა სად მიდიოდა. თვალები კვლავ ცრემლებით აევსო ასეთ მზრუნველობაზე, ბოლო დროს სტკივა თუ უხარია სულ ტირის, ალბათ, ორსულობის ბრალია. ბიჭმა ავტობუსამდე მიაცილა, ნინიამაც უამრავი მადლობა გადაუხადა და დაემშვიდა. საღამოთი შევიდა სოფელში ავტობუსი, ბებიის დანატოვარი სახლი მთავარი გზის ახლოს იყო და ადვილად შეზიდა პროდუქტები. ივახშმა და სკაიპს მიაშურა, რათა ემოციები თაიასთვის გაეზიარებინა, უკვე იცოდა რამდენს იკივლებდა დეიდაშვილი. ტელეფონი გახსნა და მესიჯიც მიიღო, ინტერნეტ პაკეტი ამოიწურაო. გაბრაზდა, აქამდე მაინც მიეღო, ახლა ქალაქში კარგა ხანი ვერ მოხვდება, იქნებ სოფელში ნახოს რამე. ანგარიშზე უკვე არსებული თანხით კი შეეძლო ყიდვა, მაგრამ სალაპარაკოს უფრთხილდებოდა. იქნებ რაიმე გადაუდებელ დროს დასჭირვებოდა. თაია მესიჯი მისწერა და დარეკვა სთხოვა. მალევე ტელეფონში დეიდაშვილის ბოლო ხმაზე კივილი ისმოდა. კინაღამ ყურმილიდან გადმოხტა, ბევრი ილაპარაკეს, თაია შეეცადა დემე სიტყვა ჩამოეგდო, მაგრამ როგორც კი იქნებ დაფიქრდე გაიგონა, თაია გაჩუმა და სთხოვა ამ თემაზე საუბრის დაწყებაც კი არ გაებედა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ნინიამ სამზარეულს მიაშურა, ბოლო პერიოდში ძალიან შეუყვარდა ეს ოთახი და მაცივარი. დანაყრდა და დასაძინებლად დაწვა.

დილა ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ შუადღისას სახლის კარი შორიდან ყვირილით შემოხსნა თაია. ნინია სიხარულიგან კიდევ უფრო გაიბერა, დიდხანს იკრავდა დეიდაშვილი გაბერილ ნინიას. ბოლოს სახლში შევიდნენ. რა გეგონა გოგო ჩვენს ტყუპებს ან შენ არ ჩამოგაკითხავდი? ტყუპებმა დამაჩქარეს, დღეიდან სულ ერთად ვიქნებით - მიუგო თაია და ნინიასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
უკვე იწვნენ, როდესაც თაიამ ვეღარ მოითმინა და ნინიას სთხოვა სულ ხუთი წუთით მოესმინა. რაც წამოხვედი და დაიკარგე დღე არ გასულა რომ დემეს,ლილეს, ანდრიას ან დარჩენებს არ დაერეკათ. იცი როგორი განადგურებული ხმა ჰქონდა,სიგიჟემდე ენატრები, წარმოგიდგენია ბიჭი, რომელიც ცრემლებს სისუსტედ და ლაჩრობად თვლიდა, ტელეფონში ტირილით მეხვეწებოდა შენი მისამართი მიმეცა. იქნებ მოგესმინა, შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. ზედმეტად სასტიკად ექცევი დემეს, ხომ იცი ბავშვების შესახებ რომ სცოდნოდა საერთოდ არ აგერეოდა თამართან ურთიერთობა, დაქორწინდებოდით და არანაირი პრობლემა არ გექნებოდა. ახლაც ბავშვების შესახებ სიტყვას არ ეუბნები, შენთან თუ არა ბავშვებთან ყოფნის უფლება მაინც აქვს. იცოდე, ამ ამბავს ცხოვრების ბოლომდე ვერ დამალავ და როცა გაიგებს, არა მგონია დაგინდოს ამგვარი საქციელის გამო.
ნინია ჩუმად ისმენდა, იცოდა, რომ სიმართლის მარცვალი ერია თაიას სიტყვებში. ესმოდა, რომ დემე თუ სიმართლეს გაიგებდა, აღარ დაინდობდა. აი დაქორწინებაზე კი კინაღამ გაგიჯდა, რომელ დაქორწინებასა და სიამტკბილობაზე ელაპარაკებოდა, როცა თავისი თვალით დაინახა ბინაში, ოთახში და მათს საწოლში, იქ, სადაც დემეს ბოლომდე მიენდო თავისი სული და ხორცი დაუთმო, სხვასთვის გაეზიარებინა სარეცელი. მკლავები, რომლებიც ნინიათვის მოეხვია და სამუდამო ერთგულებასა და სიყვარულს ეფიცებოდა, ახლა სხვისთვის მოეხვია, ცხვირიც ნინიას კი არა ვიღაც უცნობის თმებში ჩაერგო. განა ნინიასთვის ადვილი იყო მამასთან განცდილი ტანჯვის მერე, სხვა ადამიანის ასე ნდობა, დემეს წინაშე საკუთარი მეს გაშიშვლება და სანაცვლოდ რა მიიღო, აღმოაჩინა, რომ დემესთვის ის ერთი ათასთაგანი იყო, არა ის ერთადერთი.

თვალწინ ის საღამო დაუდგა, როდესაც დემეს სულით ხორცამდე მიენდო. გაგას დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ნინიამ დიდი ამბით ემზადებოდა, იცოდა იქ, დემეს სხვა მეგობრებიც იქნებოდნენ და უნდოდა ბიჭის მისით ეამაყა. წითელი, გაშლილი, წინიდან და უკნიდან ცოტათი ამოღებეული კაბა ჩაიცვა, მაღალქუსლიანებიც ამოიცვა და თავისი გრძელი ღია წაბლისფერი დაიტალღა და გაიშალა, ცოტაოდანი მაკიაჟიც გაიკეთა და ტელეფონზე ბიჭის ხმაც გიასმა. იცოდა, რომ დემე სიმპატიური იყო, მაგრამ მანქანაზე მიყრდნობილი სმოკინგში გამოწყობილმა დემემ ყოველ ზღვარს გადააჭარბა. თითქოს ხელახლა შეუყვარდა, დაბნეული გაემართა ბიჭისკენ. არც დემე იყო უკეთეს დღეში. ნინიას ხელა ნერწყვი გადაყლაპა გოგონას დანახვაზე, გული სიამაყით აევსო, ნინია ხომ მისი ახდენილი ოცნება იყო. ნინიასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და მაშინვე ტუჩებზე ეძგერა. ნინიამ იგრძნო რამდენად მომთხოვნი იყო ბიჭის კოცნა, რამდენად ვნებიანია და სულ სხვა გრძნობით აღსავსე ვიდრე წინები, მასაც გადაედო ვნებათაღელვა და იქამდე არ გაჩერდნენ სანამ ჰაერი არ გამოელიათ. თვალებში ჭინკება ათამაშებულმა შეხედა დაბნეულ ნინიას, რომელიც აქამდე ქუჩაში ჩახუტებაზეც კი ებუზღუნებოდა. მოგეწონა ბუზღუ? - ღიმილით ჰკითხა დემემ და თან უკან დაიხია რომ გოგონას მუშტები აეცილებინა. ნინია კი ისეთი დარეტიანებული იყო, ვერაფრით გაიზრა მისი სიტყვებით, ღიმილით დაჯდა მანქანაში და დემეს დაელოდა. გზაშიღა შეძლო ნინიამ მომხდარის გააზრება, ‘’მოგეწონა ბუზღუ’’ ახლაღა ჩასწვდა და აწითლებულმა თავი დამალა, დემე გახალისდა, მიხვდა ნინიას აწითლების მიზეზს, გზას წამით თვალი მოაშორა გოგონას ხელი აიღო და ნაზად აიღო, მთელი გრძნობით აკოცა და თაფლისფერებში ჩასტერებულმა უჩურჩულა: ნინია ჩემი არ შეგრცხვეს, არსებობს მხოლოდ ,,ჩვენ“ და არა ცალკე ნინია და ცალკე დემე. მანქანა დიდ, გრანდიოზულად მორთულ რესტორანთან გაჩერდა, დემემ ნინიას კარი გამოუღო, ხელკავი გამოსდო და ღიმილით შეაბიჯეს რესტორანში. იუბილარი მაშინვე წყვილსკენ გამოემართა და მაგიდისკენ გაუძღვა. უსაშველოდ გაიწელა დაბადების დღე, გაგას მშობლები უცხოეთიდან ჩამოსულიყვნენ და სუფრაც ტრადიციული გაეკეთებინათ. ნინიას მოპირდაპირედ ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელიც გოგონას თვალს არ აშორებდა, დემეც დაბღვერილი უყურებდა მის წინ მჯდარ არსებას და გულში მისი მოკვლის ათასნაირი გეგმა დასახა. ვერ იტანდა, როცა ნინიას მის გარდა ვინმე სხვა უყურებდა. საშინლად ეგოისტი და მესაკუთრე იყო და ახლაც, ცდილობდა როგორმე თავი შეეკავებინა. ნინიაც გრძნობდა მის დაძაბულ სახეს და დაბერილ ძარღვებს და ნერვები ეშლებოდა უცნობზე, რომელიც თავხედურად იქცეოდა. დემემ იგრძნო, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა, ნინიათან ტატო დატოვა, თვითონ კი აივანზე გაემართა მოსაწევად. მალევე ტატოსთან გაგას მშობლები მივიდნენ და სიურპრიზისათვის დახმარება სთხოვეს, ტატო იძულებული გახდა გაჰყოლოდა. უცნობმაც შემთხვევით ისარგებლა და ნინიასთან მივიდა, გაეცნო და საცეკვაოდ იწვევდა. კარგი, რა ერთი ცეკვა ლამაზო - ენას არ აჩერებდა სანდრო. ნინიამ ამ წუთას დემეს შემოსვლაც უნდოდა და თან ჯერ აივანზე დაყოვნებაც. ერთხელ უკვე გითხარი და გიმეორებ, არ მინდა ცეკვა - მკაცრად მიუგო ნინიამ და სკამიდან ადგომა და დემესკენ აივანზე გასვლა დააპირა, როდესაც მწობიდან გამოსულ დემეს გადააწყტა. მორჩა, ვიკავე თავი, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯე შე ახ*** - გაისმა დემეს ხმა, რომელსაც მალევე მუშტი მოჰყვა და მოულოდნელობისაგან უცნობი ძირს გაიშხლართა. დემემ კვლავ გააგრძელა ცემა, უცნობიც გამოფხიზლდა და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ტატომ და გაგამ ძლივს გამოჰგლიჯეს გაავებულ დემეს უცნობი და დარბაზიდან სუფთა ჰაერზე გაემართნენ, ნინიაც სირბილით მიჰყვა, გული გამალებით უცემდა და დემესკენ მიიწევდა. ბიჭის გახეთქილი წარბისა და ტუჩის დანახვაზე ემოციების შეკავება ვეღარ შესძლო და აქვითინდა, დემემ მაშინვე ჩაიკრა გულში მოცახცახე ნინია და გულში უცნობის მისამართით არაერთხელ შეიკურთხა. მეგობრებს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ, მძღოლის ადგილი ამჯერად ნინიამ დაიკავა და დემეს სახლისაკენ აიღო გეზი. დემე ბინამდე ააცილა, ჭრილობა დაუმუშავა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ ბიჭმა მკლავზე დაქაჩა: ნინია არ გამაგიჟო, ამ შუაღამეს მარტო როგორ გაგიშვა, დარჩი, ნუთუ არ მენდობი. ნინიამ დემეს თვალში ტკივილის ნაპერწკალი დაინახა, ვეღარ გაუძლო და ჩაეკონა, სულელო ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. დემემ ნინიას სასტუმრო ოთახი და აბაზანა უჩვენა, პირსახოცი და თავისი მაისურიც მისცა გამოსაცვლელად, რომელიც ნინიას კაბად უფრო ექნებოდა, ვიდრე ზედად. თავადაც საშხაპისკენ წავიდა, აბაზანიდან გამოსული მიხვდა, რომ ვერ ეძინებოდა, აივანზე გავიდა კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამიღო, მერე ნინიასათვის დადებული პირობა გაახსენდა,რომ ჯერ სიგარეტების რაოდენობას დაანებებდა თავს, მერე კი საერთოდ დაანებდა თავს მოწევას. უსიამოვნად ჩაკუჭა სიგარეტი და ღიმილით გაემართა გვერდით ოთახში მყოფი ნინიასაკენ. ერთს დავხედავ და გამოვალ, იმეორებდა გულში და გულისცემა უფრო უჩქარდებოდა. არც ნინიას ეძინა, რამდენი იტრიალა საწოლში,მაგრამ ვერაფრით დაიძინა, ცხვრებიც დაითვალა, მაგრამ არ ეშველა... იგრძნო როგორ ფრთხილად გააღო კარი დემემ, არ იცის რატომ, მაგრამ თვალები დახუჭა და თავი მძინარედ მოაჩვენა, მალევე იგრძნო მისი ტუჩები შუბლზე, შემდეგ კი საწოლის ერთი მხარე ჩაიზნიქა, უკნიდან ცხელი სხეულის მიკვრა იგრძნო, რომელმაც ხელები მოჰხვია და კისერში რამდენიმე სველი კოცნა დაუტოვა. ნინიას გულისცემა წამიერად გაჩერდა, მერე ისეთი სისწრაფით დაიწყო ფეთქვა გულმა თითქოს სადღაც მისდევდნენ, დაბუსუსდა და დემემ იგრძნო, რომ გოგონას ეღვიძა. ბუზღუ დაგიჭირე, გღვიძავს და გაახილე თვალები - სიცილით მიუგო დემემ და ნინია მისკენ გადმოაბრუნა. უარესად ახარხარდა, როდესაც ნინიას აჭარხლებული სახე დაინახა. რო გკითხო ნუ მკოცნიო და კი გამოიარე ელეთ-მელეთი - არ დაინდო დემე და კვლავ ახარხარდა. ნინია სიბრაზისაგან უარესად აწითლდა, ლამის ოხშივარი აუვიდა. ოხ დემე ესე იგი მარტო მე მინდაო და ახლა თვითონ დააკვდა ბიჭს ტუჩებზე. დემეც მალევე დაბუსუსდა და ახლა ნინიამ ატეხა სიცილი, 1:1 ღიმილით მიუგო და გადაბრუნება სცადა, როდესაც დემემ არაფრის თქმა არ აცალა და კოცნით გააჩუმა. იგრძნო, რომ სადღაც შორს შეტოპეს, გონება გაჩერებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ დემეს ტუჩები, რომლებსაც ახლა ლავიწისკენ გადაენაცვლებინა მთლიანად თიშავდა გარესამყაროს. დემე, ჩვენ, ეს არ შეიძლება - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ენის ბლაყუნით ჩაიჩურლა, დემემ თითქოს გაიგო წამით შეჩერდა ,მერე ისევ ნინას ტუჩებს დააკვდა. ახლაც გინდა გაჩერება? - სუნთქვა გახშირებულმა წარმოთქვა და ვნებამორეული, აბობოქრებული ზღვისფერებით ჩააჩერდა ნინიას არეულ თაფლისფერებს. არ იცის, იმ წუთას რა ძალამ დაქაჩა, ამას ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა, მაგრამ დემეს გულზე მიეკრო და ახლა მან დაუტოვა სველი კოცნა ყელში. ბიჭიც ოხვრით მიეკრო ნინიას და ნინიაზე ჩაცმულ თავის მაისურზე დაეჯაჯგურა, წამის მეასედში გადააძრო და ოთახის კუნჭულისკენ მოისროლა. აწითლებულ ნინიას თვალები მიელულა. რომ იცოდე როგორი ლამაზი ხარ ნინია, მიყვარხარ უსასრულობიდან უსასრულობამდე და იმის იქითაც, ვნებისაგან დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა და მკერდის დაგემოვნება დაიწყო, ნინიას მალევე უკანასკნელი ნაჭერიც შემოეძარცა, წამით თვალი გაახილა და როდესაც დემეს ხელი ქამრისაკენ წაღებული დაინახა, შიში გაკრთა. მაშინვე იგრძნო დემემ ნინიას შიში, გოგონას სახესთან დაიხარა და მთელი სიმტკიცით უთხრა: ნუ გეშინია, უბრალოდ მომენდე, თუ რამე ისე ვერ წავიდა, მითხარი და გავჩერდები, ჩვენს სიყვარულს გეფიცები. მალევე ორი სხეული ერთ მთლიანობად იქცა, ნინიამ ყრუ ტკივილი იგრძნო და მისი სახეც უმალ დანამა ცრემლმა. არ ახსოვთ, როდის გამოაცხადეს მათმა ვნება დამცხრალმა სხეულებმა პროტესტი და როდის გადაეშვნენ მორფეოსის სამყაროში.
დილით ნინიამ მუცლის ტკივილმა გამოაღვიძა, მთელი სხეული სტკიოდა და რაღაც მთელი ძალით უჭერდა. დემეს მკლავის დანახვაზე ერთიანად გამოფხიზლდა და მომხდარმა თვალწინ გაურბინა. შერცხვა და , ამავდროულად, არ ნანობდა ჩადენილს. იცოდა, რომ ეს უბრალო ვნება არ იყო, ეს იყო სიყვარულით აგიზგებული ვნება, მთელი გულით გრძნობდა, რომ დემე მისთვის ერთადერთი იყო. ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გაწირავდა. ფრთხილად გამოძვრა დემეს მკალავებიდან და მუცლის ტკივილის ჩასახშობად ცხელ აბაზანას მიაშურა. არ ახსოვს რამდენ ხანს იდგა დგუშის ქვეშ, პირსახოცი შეემოეხვია და თავის თავში ცვლილებებს ეძებდა, როდესაც დაფეთებულმა შემოაღო კარი დემემ. აღელვებული ზღვისფერი მაშინვე ჩადგა და დემემ ნინია მთელი ძალით ჩაიკრა: მეგონა, რომ ნანობდი და წახვედი, სამუდამოდ დაგკარგე, შენ არ იცი რა აღარ ვიფიქრე, როდესაც შენ აღარ დამხვდი. ნინია უსასრულოდ მიყვარხარ, მესამყაროები. შენ ხარ ჩემი სამყაროს საწისიც და დასასრულიც. უშენოდ ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს. ჩურჩულით უშლიდა გულს დემე და ნინიას მთელი ძალით ეხუტებოდა, თითქოს მის თავს ვინმე ართმევდა.

გაახსენდა ის ღამე და კვლავ ატირდა. არა არ ნანობდა, იმ ღამემ ხომ მისი გოგო და ბიჭი აჩუქა, ერთადერთი რასაც განიცდიდა ის იყო, რომ დემესთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ღამე იყო, ვნების და არა სიყვარულის, როგორც ნინიასთვის. რატომ ეფიცებოდა სიყვარულს თუკი მისთვის ნინია არაფერს წარმოადგენდა... კვლავ ცრემლები, არა ახლა დედაა,თან ტყუპების და თავს უნდა გაუფრთხილდეს. ფრთხილად გამოძვრა საწოლიდან, რომ თაია არ გაეღვიძებინა და შოკოლადის მოსატანად გავიდა. შოკოლადს წვენიც მიაყოლა და საწოლში დაბრუნებული შეეცადა, აღარაფერზე ეფიქრა და დაეძინა.

3 თვე გაატარეს თაიამ და ნინიამ შენაქოში. ბოლოს თბილისისკენ გაემართნენ, იცოდა, რომ სოფელში მშობიარობა საშიში იქნებოდა,ამიტომ ადვილად დასთანხმდა თაიას და თაიას სახლში გადასახლდნენ, რომელიც გარეუბანში მდებარეობდა, თან არავინ იცოდა თაიას ჩამოსვლის შესახებ. ქუჩაში იშვიათოდ გადიოდა, მხოლოდ ახლომდებარე სკვერს სტუმრობდა, არ უნდოდა ვინმე ნაცნობს ან დემეს გადაჰყროდა. კიდევ კარგი, რომ სტუდენტობის დროს მუშაობდა და გარკვეული დანაზოგი ჰქონდა, ძალიან რცხვენოდა თაიასი, რომელმაც მისმა გამო მიატოვა ევროპაში სწავლა. ამშვიდებდა თაია,რა დროს სწავლაა, როცა ანგელოზები გვეყოლებაო, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. თაიამ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. დილით მარტოს გაეღვიძა, თაია უკვე სამზარეულოში იქნებოდა, ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, ხუმრობა ხომ არაა უკვე მერვე თვეში და მუცელიც უზარმაზარი აქვს, ისაუზმა და ტელევიზორს მიუჯდა. ბავშვები არ ასვენებდნენ, ხან ერთ მოარტყვადა პატარა ფეხს, და ხან მეორე. ბავშვები თითქოს ფორიაქობდნენ და ეს განწყობა ნინიასაც გადაედო. ბოლოს შოკოლადის მოსატანად წამოდგა, უკმაყოფილოდ გაბურცა ტუჩები, როდესაც მაცივარში მისთვის სასურველი სასუსნავი ვერ იპოვა. არაუშავს დე, ჩავიდეთ და ვიყიდოთ- მუცელზე ხელი მოისვა, თავის გოჭუნებს მიეფერა და შემოსასვლელისკენ წავიდა. გრძელ საორსულო კაბაზე ჯინსის კურტკა მოიცვა, საფულე აიღო და ლიფტში შევიდა. ფიქრებში იყო ჩაძირული, როდესაც ლიფტის კარი გაიღო და ნაცნობი სურნელი ეცა, უკვე მოლანდებები დამეწყო, გაიფიქრა და ნაბიჯი უნდა გადაედგა, როდესაც ვიღაცის მკლავებმა დაიჭირა და იმ ვიღაცაში დემე ამოიცნო.
სახე გაფითრებული, დაბნეული მისჩერებოდა ნინიასა და მის მუცელს. გაუბედავად წაიღო ერთი ხელი ნინიას სახისკენ, მეორე კი მუცლისკენ. თითქოს ვერ იჯერებდა ნინიას მის წინ დგომასა და მის გამობერილ მუცელს. ნინია ერთიანად აკანკალდა დემეს შეხებაზე. პატარებმაც თითქოს იგრძნოს მამის შეხება და ნინიას თავისი პაწია ფეხი მოარტყეს. დაბნეული დემე ერთიანად გამოფხიზლდა, დაბნეულობა უმალ მრისხანებამ შესცვალა და ზღვისფერი თვალები სასტიკად აკიაფდა. გოგო! - ეცადა თავის შეკავებას, მაგრამ მაინც ყვირილით გამოუვიდა - როგორ გაბედე? მითხარი, როდემდე დამემალებოდი? შენ სადაც გინდა იქ წასულიყავი და დამშორებოდი, მაგრამ შვილს როგორ მიმავალავდი? - ეცადა ღრმად ესუნთქა და ნერვები მოეთოკა, მაგრამ არ გამოსდიოდა ბოლო სიტყვებიც ყელზე ძარღვებ დაბერილმა თქვა. არც ნინია იყო უკეთეს დღეში, იმის მაგივრად, რომ ღალატისა და ორგულობისათვის ეჩხუბა, აქეთ დაადანაშაულა. პირი დემესთან შესაკამათებლად გააღო, როდესაც დემემ გააჩერა: არ გაბედო და არაფერი მითხრა, ისედაც ცოტაღა მიკლია აფეთქებამდე. თავიდან ბოლომდე აათვალიერა ნინია და მზერა მის საფულეს გაუშტერა. სად მიდიოდი? რა გინდოდა, მითხარი და მოგიტან. შენ ზევით ადი, იცოდე, არც გაბედო გაპარვა, ქვეყნის დასალიერშიც რომ წახვიდე მაინც მოვძებნი ჩემს შვილს. ნინიამ დემეს შეხებისა თუ მოულოდნელი შეხვედრისგან შემცბარმა ძლივს გაიხსენა რისთვის მიდიოდა. შოკოლადი შავი მწა... - ვიცი როგორიც გინდა სიტყვის დამთავრება არ აცადა დემემ და მაღაზიისკენ გაემართა.
დემეს დანახვაზე ერთიანად მოიცვა მონატრებისა და ჩახუტების უსაზღვრო სურვილმა, ბედნიერების ზენიტში იმყოფებოდა, როდესაც მისი ხელი სახესა და მუცელზე იგრძნო. მისი მღელვარება პატარებსაც რომ გადაედოთ და მამიკოს შეხება იგრძნეს. ამ წამს გაითავისა, რომ დემეს ყოველთვის პირველი ადგილი ეკავებოდა მის ცხოვრებაში. გამწარდა, საკუთარი თავის მიხრჩობის სურვილმა შეიპყრო, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიუხედავად დემეს ღალატისა, მას ბიჭი ისევ ისე უყვარდა, არა უფრო მეტადაც,ამ განშორებამ გრძნობები უფრო გაუღვივა. ეტკინა, რომ მისი გული მაინც მოღალატისკენ იხრებოდა. როგორ ლანძღავდა უთავმოყვარეო ქალებს, რომლებიც მოღალატე კაცებს ხელს აფარებდნენ და საკუთარ მეს ივიწყებდნენ. ახლა კი თავისი თავი ზუსტად იმავე სიტუაციაში დააფიქსირა და გული ორმაგად ეტკინა.როგორია გიყვარდეს მოღალატა, იცოდე, რომ ფეხქვეშ გაგთელა და გული მაინც მისკენ მიგიწევდეს. როგორია ყოველდღე ხედავდე მას, შენთვის ახლოსაც და ყველაზე შორსაც მყოფს, იწვოდა მისი შეხების, მისი სურნელის და მისი ჩახუტების შეგრძნების სურვილით და, ამავდროულად, გესმოდეს, რომ ერთი შეხებაც საკმარისია უარესი ტკივილისა და დამცირების საგრძნობად. დივანზე ემბრიონის ფორმა მიიღო და მწარედ ატირდა. ეტირებოდა თავის წარსულზე, აწმყოსა და გაურკვეველ მომავალზე. იცოდა, დემე ბავშვებს მარტო არ დატოვებდა და ნინიასაც მუდამ მოუწევდა ამ ტკივილით ცხოვრება, ჭრილობა მუდმივად ღია იქნება, შეხორცების გარეშე. თავისი უსურობა გაიაზრებისთანავე სახე ცრემლებმა დაუნამა.
ნინია რა გჭირს? რამე გტკივა? - ფიქრებიდან დემეს დაფეთებულმა ხმამ გამოარკვია, რომლიც შეშფოთებული უყურებდა ხან ნინიას, ხან ნინიას მუცელს.
არაფერი- უხეშად მიუგო ნინიამ, არც დემემ დააკლო და მრისხანებით შეეპასუხა: ჩემ შვილს როცა გააჩენ, რამდენიც გინდა იტირე, ახლა კი თავი შეიკავე და გაუფრთხილდი, გასაგებია?
არა, წარმოგიდგენია, ნინიას ეუბნება ჩემს შვილს გაუფრთხილდიო, თითქოს ნინიამ აქამდე არ იცოდა რა ექნა.
იქნებ შენი შვილი არცაა? - არც გაბრაზებულმა ნინიამ დააკლო.
ნინია მორჩი ჩემს ნერვებზე თამაშს და მომავალზე დავილაპარაკოთ. თუ გგონია უფლებას მოგცემ ჩემს შვილს დამაშორო, ცდები, დღესვე ჩემთან გადმოხვალ და ბავშვის დაბადებამდე დარჩები, მერე, თუ გინდა შენ წადი, მაგრამ იცოდე, ბავშვი ჩემთან გაიზრდება. ხომ იცი, მეურვეობის მოპოვება არ გამიჭირდება, თუ სასამართლო შენი დამალობანის შესახებ გაიგებს.
სიტყვის ამოღება ვერ შეძლო ნინიამ, თვითონაც იურისტი იყო და ესმოდა, რომ სამართალი დემეს მხარეს იქნებოდა მითუმეტეს თუ ბიჭის კონტაქტებსაც გაითვალისწინებდა. უემოციოდ ჩაბარგდა, თაიას შეეხმიანა და გეზი დემეს სახლისკენ აიღეს. ყველაზე მეტად იმ სახლში შებიჯება არ უნდოდა, სადაც წარუშლელი ჭრილობა მიიღო. თითებს ნერვიულად ხლართავდა და საკუთარ ბედს სწყევლიდა. მოვედით - დემეს ხმამ დააბრუნა რეალობაში და გაუკვირდა რომ მის წინ ასვეტილი ორსართულიანი კერძო სახლი შენიშნა. მისაღებში დივანზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ დემესთან სასამართლოში ბრძოლა არ ღირდა. იცოდა, რომ ბიჭი შეძლებული იყო, მაგრამ ეს უკვე ყოველ ზღვარს სცილდებოდა. დაისვენე და მე მანამდე საჭმელს მოგიტან კარგად უნდა ჭამო, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს - გული იმაზე მეტად ეტკინა დემეს სიცივისგან ვიდრე წარმოედგინა,ანუ მისი ჯანმრთელობა სულ არ აინტერესებს. მადა დაკარგულმა მიიღო რამდენიმე ლუკმა და დემეს მიერ ნაჩვენები ოთახისკენ გაემართა. ზედმეტი ემოციებისგან დაღლილს საღამოს 10-ზე ჩააეძინა, დემემ კი თვალი ვერ მოხუჭა. ბოლოს ანდრიას, ტატოსა და გაგას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ნახევარ საათში კარი დაბეთებულმა ბიჭებმა შემოაღეს, ახალი ამბის გაგებაზე დემეს მეგობრულად ჩაეხუტნენ და მამობა მიულოცეს. მერე ენა არ გააჩერეს თუ როგორ გაზრდიდნენ საძმაკაცოს პირველ შვილს. ბოლოს ისევ ანდრიამ გაბედა დემესთვის მთავარი კითხვის დასმა: ნინიასთან რას აპირებ? დემემ ვისკის კიდევ ერთი ჭიქა შეივსო და ტკივილით მიუგო: არ ვიცი, თან მინდა გავგლიჯო ამ ამბის დამალვის გამო და თან მესმის მისი. ისიც ვიცი ღალატს არ მაპატიებს, ნინია უკვე დავკარგე, შვილის დაკარგვას კი ნამდვილად აღარ ვაპირებ. ვიცი არაკაცივით მოვექეცი ნინიას და ამის შედეგს მთელი ცხოვრება მოვიმკი. კიდევ ერთხელ წაეტანა ვისკის ბოთლს, მაგრამ მეგობრებმა გაწიეს და სევდიანი სახით დაამშვიდეს: ძმაო ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და ყველაფერს გადავლახავთ ერთად.
დილით ნინია შიმშილის გრძნობამ გააღვიძა, ნახევრად გამჭვირვალე, ატლასის გრძელი ხალათი მოიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. სამზარეულში დანახული ბოთლებისა და მძინარე დემეს დანახვაზე გული მოეწურა, თავის შეკავება ვერ შეძლო და მასთან ჩაიმუხლა გაუბედავად წაიღო ხელი დემეს სახისკენ და მაშინვე უკან გამოსწია ციებიავინით. შეეშინდა, რომ გაჩერებას ვერ შეძლებდა და დემე მიხვდებოდა, რომ გრძნობები არ განელებია. საუზმე სინზე გაიმზადა და სამზარეულიდან უნდა გასულიყო, როდესაც გულმა ვერ მოუთმინა და დემე გააღვიძა და საძინებელში წასვლაზე უთხრა.
თავის ოთახში შევიდა და ის დრო გაახსენდა, როდესაც არსებობდა ,,ჩვენ“. გაახსენდა ზღვაზე ყოფნისას როგორ გააძევა დემემ თაია ოთახიდან და როგორ სასიამოვნოდ გაატარეს ის ღამე. დემეს გულისცემას ისმენდა, ბიჭი კი თავის თითებს ნინიას თმებში დააცოცებდა. რამდენი ისაუბრეს, რამდენი ისეთი საიდუმლოებები გაანდეს ერთმანეთს, რომლებსაც გულის კუნჭულში მალავდნენ. სწორედ იმ ღამეს გაიხსნა ნინია ცხოვრებაში პირველად და დემეს ის გაუმხილა, რაზაც საკუთარ დედასთანაც კი გაურბოდა საუბარს. მამის ღალატი ნინიასთვის უმძიმესი დარტყმა იყო, კაცი, რომელიც ოჯახის ბურჯად და საამაყო პიროვნებად მიაჩნდა, მოულოდნელად ჩვეულებრივი ლაჩარი აღმოჩნდა, რომელიც სულ სხვა ქალს ხვდებოდა და მივლინებების პერიოდში მასთან მეორე ოჯახს აშენებდა. იმ დღეს, როცა ნინიამ სიმართლე გაიგო მიწა გამოეცალა, უფესვო მუხას დაემსგავსა, რომელიც ადრე თუ გვიან წაიქცეოდა. დიდხანს გაურბოდა ადამიანებს, ყველაში მოღალატესა და მატყუარას ხედავდა და ამიტომ იყო, რომ არ სურდა თაიას გარდა სხვა ვინმესთან კონტაქტი და მათთან ერთად ზღვაზე წასვლა. გაახსენდა, როგორ დაიფიცა დემემ არასოდეს გატკენო - და გული მოეწურა, ნუთუ შესაძლებელი იყო ადამიანი ასეთი მსახიობი ყოფილიყო. სტკიოდა დემეს საქციელი და მაინც არაფერს შესცვლიდა, ერთი სული ჰქონდა თავისი პატარები გულში ჩაეკრა და მათი სურნელი შეეგრძნო. ამ პატარებმა ხომ ცხოვრება სულ სხვა კუთხით დაანახვეს, სრულიად განსვავებულ სამყაროს გააცნეს.
შუადღისას ოთახის კარი დემემ შეაღო და ექიმთან ვიზიტზე წავიდნენ. ექიმის კაბინეტში როგორც კი ბავშვების გულისცემა გაისმა, მზერა თავისდაუნებურად დემესკენ გაექცა, რომელსაც თვალები აწყლიანებოდა და დაჭყეტილი მიშტერებოდა ეკრანს, რომელზეც ორ სხეულზე ხედავდა. ტყუპების მდგომარეობა წესრიგშია, მაგრამ მალე მეცხრე თვეში შეაბიჯებთ, ამიტომ თავს გაუფრთხილდით და ყურადღებით იყავით. - პროფესიონალური ხმით დაიწყო ექიმმა და დემემაც მაშინვე თავი დაუკრა. როგორც კი ექიმის კაბინეტიდან გამოვიდნენ, დემემ ემოციების შეკავება ვეღარ შესძლო, ღმერთო ტყუპები, აღფრთოვანებულს აღმოხდა და იმ წუთას ყველაზე მეტად ნინიას მუცლის თითოეული ნაწილის დაკოცნა მოუნდა, თავისი შვილების შეგრძნობა. შეიძლება, გაუბედავად ჰკითხა ნინიას და მზერით მუცელზე მიანიშნა. იცოდა, რომ დემეს თითოეული შეხება მისთვის დამანგრევლად მოქმედებდა, მაგრამ ვერ შესძლო დემეს ზღვისფერი თვალებისთვის, რომელშიც თხოვნა აკიაფებულიყო უარის თქმა. გააჟრჟოლა, შეაკანკალა, ათასი ნაწილაკით დაიმუხტა, როდესაც დემეს ტუჩები და ბავშების მოძრაობა იგრძნო.
დემეს ტუჩები, რომელიც მის მუცელზე დაცოცავდა, ისევ ისეთივე გრძნობითა და სიყვარულით ავსებდა. იმ წუთას მიხვდა, თუ რა აკლდა მას და მის პატარებს მთელი ცხრა თვის განმავლობაში. ცდილობდა, დემეს შეხებისათვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მის ტანში დავლილი ჟრუანტელი ყოველ წამს ახსენებდა დემეს მნიშვნელობას. სახლისაკენ გზაში მანქანაში სრული სიჩუმე სუფევდა. ვერც ნინიამ შეძლო ხმის ამოღება და ვერც დემე. ორივე ფიქრებში ჩაძირული, თითქოს ტკივილს მთლიანად მოეცვა მათი სხეულის ყოველი ნაწილი. ორივე საერთო გრძნობას გაებრუებინა ,,უერთმანეთობას“, ერთმანეთის სიახლოვესა და უკიდურესად დაშორებულობას. რა იქნებოდა მათ ცხოვრებაში ის საბედისწერო ღამე რომ არ ყოფილიყო. გაახსენდა ნინია შაბათ-კვირას სამსახურიდან ბორჯომში მიდიოდა ტრენინგზე. მას მარტოს მოუწია ტატოს დაბადების დღეზე, თავიდან ნინიას გარეშე წასვლა არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ ძმაკაცს ვეღარ გაუტეხა. არ იცის იმდენი რატომ დალია, არა როგორ არ იცის, უნინიაობა შემოაწვა, წამით მოშორდა და უკვე სიგიჟემდე ენატრებოდა. ტატოსთან ლანა და მისი მეგობრებიც შენიშნა. მისვლის წუთიდან ვერაფრით მოიშორა ლანა, ბოლოს მხოლოდ კარის ჭრიალის ხმა და აცრემლებული ნინია ახსოვდა. იმ წუთას ნინიას დაკავებაც უნდოდა და გაშვებაც. გაახსენდა ნინიას მონათხრობი მამაზე და თავი ბევრად უარესად იგრძნო.

ნინიასაც ის საბედისწერო ღამე ახსენდებოდა. შაბათ დილას საქმეები მალევე მოათავეს და ნინიამაც დემეს მათ ნავსაყუდელში შეუარა, ჯერ საღამოს 11 იყო და სახლში, თამართან პრობლემა არ შეექმნებოდა. ცეკვა-ცეკვით აიარა კიბეები და შეღებულ კარში შევიდა.მისაღები ცარიელი დახვდა, ალბათ, დაეძინა, გაიფიქრა და საძინებლისკენ გაემართა. გულში დემეს აბურდული თმა, დასიებული ტუჩები წარმოუდგა და ღიმილით დაიწყო ფიქრი მისი გაღვიძების გეგმაზე. უზომოდ მოენატრა და იცის, ახლა ისე ჩაეხუტება, როგორც არასდროს. ღიმილით შეაღო საძინებლის კარი და ღიმილი პირზე შეაშრა წინ გადაშლილი სურათის დანახვაზე. იმ წუთას არც სიამაყეზე უფიქრია და არც სხვა ამდაგვარზე, განუზომელმა ტკივილმა მოიცვა, თითქოს საკუთარი სხეული დაკარგა, გაშეშებული იდგა და ცრემლები უფარავდა სახეს. რეალობაში დემეს ხმამ დააბრუნა, მერე არ ახსოვს რა სისწრაფით დაეშვა კიბეებზე. ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა დემეს ღალატი იყო. რეალობას გამოეთიშა და თითქოს იმქვეყნიური ცხოვრებისკენ მიდიოდა.
სრული უიმედობა... უდემეობა... ტკივილი... სიამაყე...ცრემლები.... მოგონებების ზღვა.... ყველაფერი ერთმანეთში აირია და ნინიამაც დაკარგა კავშირი სამყაროსთან, თითქოს რობოტად იქცა, რომელიც უბრალოდ არსებობდა და არა ცოცხლობდა. დადიოდა სამსახურში, იშვიათად იღიმოდა, საჭიროებისამებრ მხიარულობდა, მაგრამ ყოველივე ნიღაბი იყო, რომლის მიღმა ტკივილიან ნინიას მხოლოდ თაია და დემე გრძნობდნენ.

შეეძლო დაეფიცა, რომ იმ წუთას საკუთარ სიცოცხლეს გასცვლიდა, ოღონდა ნინიას თაფლისფერებში ის ტკივილი და იმედგაცრუება არ ამოეკითხა. ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე ცდილობდა საკუთარ თავში ძალის პოვნას, რომელიც ნინიასთან მიიყვანდა და პატიებას ითხოვდა. ვერ შეძლო, არ შეეძლო, ნინიას თვალებში მის მიმართ დაკარგული ნდობისა ან ზიზღის ამოკითხა. შორიდან დაჰყვებოდა და მის ლანდად იქცა. მეხის დაცემასავით იყო მისთვის ნინიას წასვლის ამბის გაგება. იმ წუთას გაითავისა, რომ ნინიას დაბრუნების იოტისოდენა იმედიც კი არ არსებობდა და სულით-ხორცამდე გადაეშვა სასმელში. დღემდე ვერ იაზრებს რა ძალამ დაქაჩა ლანასკენ.
ახლა ნინია და ტყუპები მასთან არიან და თითქოს გარკვეული იმედი არსებობს, რომ შექმნან ,,ჩვენ“. ეცდება, როგორმე კვლავ დაიბრუნოს ნინიას ნდობა. ღამით ვერ მოითმინა და ნინიას ოთახში შეიპარა, სევდიანი ღიმილით მიაჩერდა მის გაბერილს, რომელსაც ხელები თავქვეშ ამოედო,საბანი სადღაც შორს მოესროლა და მშვიდად ეძინა. მთელი ღამე სკამ მიჩოჩებულმა ნინიას სასთუმალთან გაატარა, ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა მათთვის, ამდენი ხნის უნინიაობასა და უბავშვობას თითქოს ამ წამებში იზიარებდა. დილით საუზმე მოუმზადა და ფრთხილად გააღვიძა ნინია. შენ არ შეჭამ? - ნინიას სითბოთი წარმოთქმულმა სიტყვამ დაარწმუნა, რომ გოგონას მისდამი გრძნობები არ განელებოდა. შუადღისას დივანზე ნინიასთან მიჩოჩდა და შეეცადა საუბარი წამოეწყო:
,, ნინია, გეფიცები, ის ღამე საერთოდ არ მახსოვს, ვიცი, ეს არ მამართლებს, მაგრამ რა ვქნა რომ უშენობამ გამაუფერულა. ამ ცხრა თვის განმავლობაში შენ იმედი გქონდა ჩვენი შვილების სახით, მაგრამ მე ... მე უბრალოდ უშენოდ სიცოცხლის აზრი დავკარგე. ვიცი, აღარ გჯერა, მაგრამ ჩემი სიყვარული შენდამი ისეთივე წრფელი და ღრმაა, როგორც შენი ჩემდამი. ის ღამე მტკივნეულია, მაგრამ იცი რა, მე ამ ღამის მადლობელიც ვარ. ზუსტად შევიგრძენი თუ რა ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის და თუნდაც ათასობით კილომეტრი ან წყენა გვაშორებდეს, ,,ჩვენ“ მაინც ჩვენად დავრჩებით სულიერად. ვიცი, არც ამას დამიჯერებ, მაგრამ შენი წასვლის მერე არავის მივკარებივარ, არა იმიტომ, რომ თავს ვიკავებდი, არამედ ყველამ და ყველაფერმა აზრი დაკარგა. შეუძლებელია შემეგრძნო შენი კანის სურნელი, შენი გაუბედავი ყელში კოცნა და მერე რომელიმე სხვა ადამიანის შეხებაზე იგივე ემოციებით დავმუხტულიყავი. მაპატიე, ვიცი ძნელია, მაგრამ გახსოვს, რას მეუბნებოდი, წყვილისთვის გადაულახავი პრობლემა არ არსებობს თუ სიყვარულიაო. ჩვენ კი ყველაზე მთავარი უკიდეგანო სიყვარული გვიბოძა ღმერთმა.

ტკივილით უსმენდა ნინია და კიდევ უფრო უღრმავდებოდა ჭრილობა. კლავ ატირდა, თითქოს ცრემლები საშინელი გულისტკივილისგან გაანთავისუფლებდა. დემეს მკლავებს წინააღმდეგობა აღარ გაუწია და ამდენი თვის ნაგროვები განცდებისგან დაიცალა. ამდენი ხნის მერე ნაცნობი კომფორტის განცდამ მოიცვა, ცხვირში სასიამოვნოდ შეუღიტინა ნაცნობმა სურნელმა, მაგრამ როგორც კი მიხვდა რას აკეთებდა, აუტანელმა ზიზღმა მოიცვა, დემეს მკლავებიდან გამოძვრა და ოთახისკენ მთელი სისწრაფით წავიდა. არ იცოდა, იმ წუთას საკუთარ თავს გაურბოდა თუ დემეს.ნინია ფრთხილად - ბუნდოვნად ჩაესმა დემეს ხმა, ბურუსით მოცული მირბოდა სადღაც შორს. კიბის ბოლო საფეხურზე იყო,როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ძირს გადმოეშვა. ბუნდოვნად ჩაესმა დემეს ყვირილი, აუტანელი ტკივილით მოცულმა ძლივს შეძლო რამდენიმე სიტყვის ამოთქმა - დემე ტყუპები გადაარჩინე... მერე რაღაც შავმა ბურუსმა დაფარა.
არ ახსოვს როგორ გაბედა და ნინიასთან მიჩოჩდა. ვერც გაიაზრა ისე გაანდო ამდენი ხნის გულში ნადები ემოცია, ტკივილი... ვერც ის გაიაზრა თუ როგორ მოხვია ნინიას თავისი მკლავები და პირველად, ამდენ ხნიანი განშორების შემდეგ, ნათლად შეიგრძნო საყვარელი სურნელი. გულს ათას ნაწილად უსერავდა ნინიას თითოეული ცრემლი,მაგრამ ვერ აჩერებდა,ეგონა, თუ მის გაჩერებას შეეცდებოდა, ნინიას დარდი გულშივე ჩაიკარგებოდა, ახლა კი თითქოს ტკივილისგან თავისუფლდებოდა. ო როგორი ტკბილი იყო ნინიას სურნელი... რაღაც ბავშური და წრფელი სურნელით გაჟღენთილი. წამის გაჩერება რომ შესძლებოდა, სწორედ ამ წამს ჩაიბეჭდავდა საუკუნო მარადისობაში. ესმოდა, რომ ნინია მის მკლავებში ყოფნას ვერ იაზრებდა და წინასწარ მოეცვა უიმედობას, რომ როგორც არასდროს ისე დაშორებოდა ნინიას. თითქოს შხამნარევ ნეტარებას მოეცვა ორივე, სტკიოდათ უერთმანეთობაც და ერთმანეთთან ყოფნაც. და აი, ნინიაც რეალობას დაუბრუნდა, დემეს მკლავს დაეჯაჯგურა და მანაც განადგურებულმა გაათავისუფლა საყვარელი ქალი. დაიბნა, როდესაც ნინიამ მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და სირბილით აირბინა კიბეები. ნინია ფრთხილად - იმეორებდა და თან გულში უფალს შეწევნას სთხოვდა. რაღაც აუტანელმა განცდამ მოიცვა და გულის ფანცქალით შეჰყურებდა მისი ცხოვრების იმედის. ბოლო საფეხურიღა დარჩენილიყო, ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ნინია კიბიდან გადმოგორდა. იგრძნო როგორ დაეტაკა ტკივილის უზარმაზარი ზვირთი და ტალღებში შეიტყუა. წამიერად გამოფხიზლდა და ნინიას მიეჭრა, რომ ტკივილისგან მოკუნტულიყო და ძლივს გასაგონად ბუტბუტებდა: დემე ტყუპები გადაარჩინე... ნინია, ჩუ, ჩემო სიცოცხლე, არ დახუჭო თვალები, გაუძელი ტკივილს, შენ ძლიერი ხარ, გეფიცები, სულ დაგანებებ თავს ოღონდ ახლა იბრძოლე. თვალებში ცრემლებ აკაიაფებული ელაპარაკებოდა და თან მანქანის მიჰყავდა უკვე უგონო მდგომარეობაში მყოფი ნინიას. გადაარჩინეთ! - არაადამიანური ხმით იღრიალა საავადმყოფოში და ნინია საკაცეზე დააწვინა. მაშინვე ექიმები შემოეხვივნენ და ნინია გამოჰგლიჯეს. საოპერაციოს კარამდე მიჰყვა, მერე კი ექიმებმა გარეთ დატოვეს. ტკივილისა და უიმედობისგან გარემოცულმა მაგრად დაჰკრა მუშტი კედელს, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო ნინიას ცუდად ყოფნა. არ ახსოვს რამდენი ხანი ებრძოდა კედელს, რეალობაში რაღაცის შერჭობის შეგრძნებამ დააბრუნა. ექთანს ხელში ნემსი ეჭირა და თან მისი ტელეფონით ლაპარაკობდა. გონს პატარა პალატაში მოვიდა, მაშინვე თვალწინ დაუდგა მომხადი და მკვეთრად წამოდგა, პალატის კარი გამოხსნა და ნაღვლიან ძმასა და მეგობრებს გადააწყდა. ვერავინ შეძლო ხმის ამოღება, ბოლოს ისევ ანდრია ჩაეკრა ძმას, მხარზე ხელი დაჰკრა და როგორ ბავშვობაში ახლაც ომახიანი, მაგრამ სევდა შეპარული ხმით გაამხნევა: ისინი გადარჩებიან, აი ნახავ... მაგრად მოეხვია ძმას და მიმღებისკენ გასწია, უკვე საათნახევარი გასულიყო, ექიმისგან კი არაფერი ისმოდა. ჭკუიდან იწეოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა ნინია და ტყუპები დაეკარგა. მომლოდინე თვალებით მიჩერებოდა საოპერაციოს კარს და ცდილობა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. იცოდა, რომ ყველაფერი მისი წინდაუხედავი საქცილის, იმ ერთი ღამის და დღევანდელი საქციელის სამაგიერო იყო. საყვარელი ქალი არა მარტო სულიერად გაანადგურა, ახლა ფიზიკურადაც მოსპო. სწორედ მის გამო ებრძოდა ნინია სიკვდილს. იცოდა, ნინიას რომ რამე მოსვლოდა, უბრალოდ არსებობას შეწყვეტდა, პირველი შესაძლებლობას გამოიყენებდა და თავადაც სიცოცხლეს დაასრულებდა. მალევე ღონე მიხდილი ექიმი გამოვიდა, რომელმაც ისედაც განადგურებული დემე კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. - ყველანაირად ვცდილობთ, რომ ორივე გადავარჩინოთ, მაგრამ მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ სჯობს არჩევანი გავაკეთოთ ან დედის ანდა ბავშვების სასარგებლოდ. ყველანაირად ვეცდებით ორივე გადავარჩინოთ, მაგრამ უნდა გვითხრათ, კრიტიკული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ. იმ წუთას კიდევ ერთხელ მოკვდა, როგორია არჩიო ან საყვარელი ქალი, შენი სულისა და ხორცის ნაწილი, ან ჯერ არდაბადებული პატარა ანგელოზები, რომლებიც უკვე სიგიჟემდა უყვარდა. ღრმად ამოიგმინა და ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ ნინიას მიხედეთ... ჩაწითლებული თვალებით მიუგო და უსასრულობაში გაშტერდა. დემე ტყუპები გადაარჩინე - ნინიას ბუტბუტი მოაგონდა და ეტკინა, რომ ახლაც საყვარელ ქალს ატკენდა. იცოდა, ნინია ამას არასოდეს აპატიებდა, სამუდამოდ შეიძულებდა, ვერც თვითონ შეძლებდა საკუთარი საქციელის გამართლებას, მაგრამ მაინც მისთვის ჯერ ნინია იყო და მერე სხვა ყველაფერი. წამები უსაშველოდ იწელებოდა, უსასრულობაში ჩაძირული მიშტერებოდა ოთახის კარს, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა, მალევე საოპერაციოდან ექთანი გამოვიდა, რომელსაც ორი ბავშვი ეჭირა და სადღაც მიჰყავდა. ჩვენი შვილები - გაიფიქრა და ექთნისკენ გასწია, როდესაც გაღებული კარიდან ექიმის ყვირილი შემოესმა: ჩქარა ელექტროშოკი, ქალს ვკარგავთ. იქივე კართან ჩაიკეცა და ცხოვრებაში პირველად ქალივით ატირდა. გონს ძმის შეხებამ გამოიყვანა, რომელსაც სადღაც მიჰყავდა. მალევე ინკუბატორთან გაჩერდნენ და ძმამ ღიმილით დაანახა ორი პაწია ანგელოზი, რომელთაც ხელი ჩაეკიდათ და მშვიდად ეძინათ. ძმაო გამაგრდი, ნინიაც იბრძვის ამ ანგელოზებივით და მალე ყველაფერი დალაგდება. სულის ტკივილამდე იწამა, რომ ნინია გადარჩებოდა, ეგონა, თუ ამაში საკუთარ თავს დაარწმუნებდა, სამყაროც დარწმუნდებოდა და კიდევ ერთ შანსს აჩუქებდა ნინიას. მდგომარეობა კრიტიკულია, უახლოესი ოცდაოთხი საათი გადამწყვეტია, მაგრამ ვფიქრობთ, შანსები ჩვენს მხარესაა - იმედიანი სახით მიუგო მოხუცმა ექიმმა, რომელსაც დემეს შემხედვარეს სახეზე სიბრალული გამოსახვოდა. არ ახსოვს რამდენი იბრძოლა, მაგრამ ბოლოს მაინც საოპერაციოში შეუშვეს, ეგონა, ნინია მის ყოფნას იგრძნობდა და როგორმე გაამხნევებდა. გაუბედავად წაიღო ხელი ნინიას ხელისკენ და საუბარი დაიწყო: ნინია, ვიცი ახლა ამ ხელის ჩაკიდების უფლებაც კი არ მაქვს, მაგრამ გთხოვ იბძოლე. არა, ჩემთვის არა, იმ ანგელოზებისათვის, იცოდე, შენ თუ არ იქნები, ვერც მე ვიარსებებ ამ სამყაროში. ვიცი, სილაჩრეა, მაგრამ შენს გარეშე მე ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთი უფრო ვიქნები, ვიდრე მამა. ან რა მამა, შეიძლება იყოს ადამიანი, თუ მან საყვარელი ქალი ვერ დაიცვა და მეტიც საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე. გთხოვ, გთხოვ, ებუტბუტებოდა და თან გულში ფრთხილად იკრავდა ათასი მილით დაფარულ ნინიას. დილით ექიმმა საოპერაციოდან გამოაგდო, ნინიასთვის ცუდი მუდმივი ყოფნა და საოპერაციოც დაუყოვნებლივ დატოვა. გასვლისას თვალი მეგობრებს მოჰკრა და მაშინვე მათ მოეხვია, უჭირდა დემეს ამხელა ტკივილისა და დარდის მარტო ზიდვა. გაგამ და ტატომ სული ძალით წაათრიეს პაწია ანგელოზებთან, გული სიხარულით აუფრთხიალდა, როდესაც მათ შეავლო თვალი. საღამო ხანი იყო, როდესაც ხელახლა დაიბადა ექიმის სიტყვების გაგონებაზე: პაციენტი გამოფხიზლდა და გამოჯანმრთელების გზას ადგას, საფრთხემ მთლიანად ჩაიარა. ემოციებისგან ექიმს ძლიერად მოეხია და მადლობას ათასნაირი სიტყვით უხდიდა.
პალატისკენ უნდა წასულიყო, როდესაც მისი და ნინიას ბოლო საუბარი გაახსენდა. კარის გასაღებად აწეული ხელი ჩამოუშვა და ლილესა და ანდრიას დაუთმო გზა. ანდრიამ ძმის თვალებში უსაზღვრო ტკივილი ამოიკითხა, მიხვდა, რომ რაღაც იმდენად შემაძრწუნებელი მომხარიყო, რომ დემე ნინიასთან შესვლად ვეღარ ბედავდა. თხუთმეტ წუთში ლილე და ანდრიაც გამოვიდნენ და დემეს ნაგროვები მოთმინებაც აორთქლდა: როგორაა, ხომ კარგადაა, რამე თქვა. ერთანეთს მიაყარა და ძმას პასუხის მოლოდინში მიაჩერდა. ნორმალურადაა, ბავშვები და შენ გიკითხა.სევდიანად გაეღიმა, მათ ხომ ყოველთვის დააკავშირებდათ უხილავი ძაფები მიუხედავად სირთულეებისა. მაგრამ მაინც ვერ გაბედა ნინიასთან შესვლა, რა ეთქვა, როცა უკვე იმდენი დააშავა, რომ პატიების თხოვნაც კი უნამუსობად მიაჩნდა. სულ ძალით გააგდეს მეგობრებმა სახლში, რეკორდულ დროში მიიღო შხაპი, გამოიცვალა და მაღაზიაში ბავშვებისთვის რამდენიმე ტანსაცმელი და სათამაშო იყიდა და საავადყოფოსკენ გაემართა. თვალებ გაცისკრონებული უყურებდა პატარა ანგელოზებს და ღმერთს მადლობას სწირავდა უსაზღვრო ბედნიერებისათვის. ტკივილამდე უნდოდა ნინიას ნახვა და მისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება, მაგრამ მაშინვე მომხდარი ახსენდებოდა და უკან იხევდა. ბოლოს ვეღარ გაძლო, ექიმთან დააზუსტა, რომ ნინიას ეძინა და საყვარელი ქალისკენ გაემართა. სევდამ შეიპყრო, როცა ათას მილს მიერთებული მისი ანგელოზი დაინახა, თავი ვერ შეიკავა და ტუჩები შუბლზე მიაწება: ნინია მიყვარხარ, ციდან ცამდე, უსასრულობიდან უსასრულობამდე და სწორედ ამიტომ მე შენი ცხოვრებიდან წავალ, გპირდები, აღარ დაგტანჯავ. გამოემშვიდოდა თავის ანგელოზს და დაიფიცა, რომ ამიერიდან ნინიას თავისი გრძნობებით არ შეაწუხებდა.

ნინიას მონათხრობი
თვალები რომ გაახილა, პირველად ტყუპები გაახსენდა, მუცელზე ხელი გაჭირვებით მოისვა და სიცარელის შეგრძნებისას ტირილამდე მივიდა. საბედნიეროდ, მისი ფიქრები არ გამართლდა და ბავშვები გადარჩნენ. მერე დემე გაახსენდა და უსაზღვროდ ეტკინა, იცოდა, რომ ბიჭი მომხდარში თავს დაიდანაშაულებდა და გული მოეწურა, როდესაც წარმოიდგინა, თუ რამდენად დატანჯეს ერთმანეთი. როგორ ელოდა, მაგრამ დემემ მისი პალატის კარი არ შეაღო, თითქოს სიკვდილმა დააფიქრა ამქვეყნიერებაზე და გაიაზრა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება სიყვარული იყო, რომელიც ტანჯვისა და ტკივილის მიუხედავად, ყველაზე ტკბილი ნეტარებაც იყო. მიხვდა, დემეს გარეშე სამყარო აზრს კარგავდა, ახსოვდა, რა თქმა უნდა, მუდამ ემახსოვრებოდა, დემეს ღალატი, მაგრამ რატომღაც ახლაღა გაიაზრა, რომ ის ერთი ღამე დემესთვის არაფერი იყო. აგონიაში მყოფს შორიდან ჩაესმოდა დემეს ბუტბუტი და სიბნელეში სწორედ მის ხმას მოჰყვებოდა. დემეს ხვეწნა-მუდარა, ტკივილიანი სიტყვები არწმუნებდა, რომ ბიჭისთვის ერთადერთი იყო.ერთი კვირა დაჰყო პალატაში, ნელ-ნელა რძეც მოუვიდა, ბავშვებიც მომჯობიდნენ და ექთანმა ოთახში შეუყვანა. ღიმილით აკვირდებოდა ერთი ციდა ბავშვებს და ბოლომდე ვერ წვდებოდა აზრს, რომ მათში გაერთიანებულიყო დემე და ნინია. გაუბედავად გადაუსვა თავზე ხელი მის გოგოსა და ბიჭს, გულთან ახლოს მიიწია ორივე. პატარებმაც არ დააყოვნეს და მალე პირი ააცმაცუნეს, თვალები ნეტარებისგან ებლინდებოდა, როცა თავის ორ ანგელოზს უყურებდა.
პატარებმა მალევე მიირთვეს და ძილი მოერიათ. ნინიამაც გულზე კომფორტულად მიიკრო პატარები და პირველად დაფიქრდა ანგელოზების სახელებზე. გაახსენდა ერთხელ დემესთან ერთად ბავშვთა სახლს რომ ეწვია, მაშინ დემეს სულ ბუზღუნით ჩააცვა თოვლის ბაბუის ფორმა, თვითონ კი ფიფქიად გადაიქცა. რამდენს ეხვეწა დემე ვინმე დავიქირავოთ, მე მსახიობობა არ შემიძლიაო, მაგრამ ნინიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არა მე და შენ ვიყოთო. ასეთი ბედნიერი ახალი წელი არცერთს ჰქონია, თან ერთად იყვენენ, თან პატარა ანგელოზებით გარემოცულნი, რომელთა თვალებშიც ბედნიერებისა და სიყვარულის ნაპერწკლები აკიაფებულიყო, საჩუქრებისა და იმ სითბოსა და სიხარულის გამო,რომელიც მოულოდნელმა სტუმრებმა აჩუქეს. მაშინ ორივემ ისეთი ლაღად და ბედნიერად იგრძნო თავი, რომ პირობა დადეს ყოველ ახალ წელს გაეხარებინათ ეს ბავშვები, მერე დემე, როდესაც ნინია და მასზე მიკრული პატარა კულულებიანი გოგო დაინახა, იმდენად გადაიბადრა, რომ იმ ბავშვთა სახლზე მეურვეობა საკუთარ თავზე აიღო და ყოველთვიურად გარკვეულ თანხას რიცხავდა. ეს ყველაფერი ნინიამ მოგვიანებით გაიგო, როდესაც ერთ დღეს ბავშვთა სახლის გამგეს დაავიწყვდა დემეს გაფრთხილება და გოგონას წინაშე მადლობად დაიღვარა. რა ბედნიერი და ამაყი იყო ნინია, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დემე რაღაც ამოუხსნელი ფენომენი იყო. იგრძნო, რომ ბიჭმა ამბავი იმიტომ დაუმალა, რომ არ სურდა ამით ნინიას თვალში ქულები ჩაეწერა და კიდევ ერთხელ გადაიბადრა. სწორედ იმ დღეს ემოციებისგან აღსავსე დემეს ისე ძლიერად ჩაეხუტა და იმდენი ელაპარაკა, რომ ბოლოს დაღლილობისაგან თვალები მიელულა. ნინია გახსოვს ის პატარა შენ რომ გეკვროდა, აი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებამდე სულ ერთი ნაბიჯიღა გვაკლია ჩემი და შენი პატარა. მერე ბავშვის სახელებიც მოიფიქრეს, გოგოსთვის ანასტასია, პატარა ვაჟკაცისთვის კი გაბრიელი. მერე კიდევ აგრძელებდნენ ბავშვების სახელებზე კამათზე, ბოლოს დემემ დააწყნარა, მე ბევრი შვილი მინდა და დანარჩენ სახელებსაც დავარქმევთო. წარსულზე ფიქრებში თვალზე ცრემლი მოადგა, ახლა ბედნიერებისათვის დემე აკლდა, რომელიც ნინიას თავის ძლიერ მკლავებს შემოხვევდა და გულში ჩაიკრავდა. მალევე ექთანმა მძინარე ბავშვები გაიყვანა და ნინიას სასიხარულო ამბავი უთხრა - ხვალ გაგწერთო. გაეღიმა, ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ნინიასაც სურდა ბავშვებსა და დემესთან ერთად გაეტარებინა ეს დღე ოჯახურ გარემოში. იცოდა, რომ დემეს ახლა ყველაზე მეტად უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტა, სახლში მისვლის წამიდან ყველა გაუგებრობა განეხილა და ერთად გადაედგათ ნაბიჯი ახალი ფურცლისკენ, რომელიც ბედნიერებით იქნებოდა აღსავსე.
დემეს ნაამბობი
ერთი კვირაა,რაც ნინიას პალატაში ჩუმად ვიპარები, მაშინ, როდესაც მას სძინავს. ვიცი, არც ამის უფლება მაქვს, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ ნინიას გარეშე არსებობას. თითქოს ნინია სასიცოცხლო ჰაერად მექცა, რომლის გარეშეც უბრალოდ სუნთქვა მეხუთება. ტკივილამდე მიხარია, როდესაც ვხედავ როგორ უბრუნდება ჩემს გოგოს თავისი ფერი და ნელ-ნელა მცირდება სამედიცინო მილთა რაოდენობა. იცი, ღმერთო, ანგელოზივით საყვარელია, მისი თმა, სურნელი, გაბუშტული ტუჩები, სურვილს მიჩენს მაგრად ჩავეკონო და აღარსად გავუშვა, მაგრამ, მაშინვე მომხარი მახსენდება და ვგრძნობ, მეორედ ვეღარ გავრისკავ. მირჩევნია, მე ვიტანჯებოდე მისი შეხების სურვილით, ვიდრე კიდევ ერთხელ ჩავაგდო საფრთხეში ნინიას სიცოცხლე. დღეს კი არ ვიცი, მონატრებისაგან გაგიჟებულმა, ვიგრძენი, როგორ დავკარგე აზროვნება და ნინიას შუბლზე ტუჩები შევახე. ერთდროულად უსაზღვროდ გავიბერე ბედნიერებისგან და სულის მოწურვამდე მეტკინა, ეს ხომ უკანასკნელი შეხება იყო. ბოლოჯერ ჩავისუნთქე მისი სურნელი და ტკივილისგან დარეტიანებულმა დავტოვე პალატა. ექიმმა კაბინეტში დამიბარა და გაწერის შესახებ მაცნობა, თან მითხრა, რომ უკვე აუცილებელი იყო ბავშებისთვის სახელების შერჩევა და რეგისტრაციის გავლა. დიახ, დიახ, ავბლუყუნდი და ახლაღა გამახსენდა, რომ ამ არეულობაში ბავშვები სახელების გარეშე იყვენენ. ექიმმა ღიმილით შემომხედა და მითხრა, აი თქვენი მეუღლე კი ფრიად დაკვირვებულია, გამოჯანმრთელდა და თუ არა ბავშვების სახელები ჩამაწერინა. ექიმის პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა, ის დღე გამახსენდა, როცა სახელებზე ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს გაბუსხული ნინია კოცნით შემოვირიგე. ანასტასია და გაბრიელი - მომიგო ექიმმა და თვალები ცრემლებით ამევსო, მას ახსოვდა... გამოწერის დღისთვის ლილესა და გაბრიელს ვთხოვე დახმარება, სახლში ბავშვების ოთახს ბოლო შტრიხები შევმატე, მოსამსახურე ქალსაც ათასჯერ გავუმეორე, რომ ნინიასა და ბავშებისთვის ყურადღება მიექცია, ნინიასთვის წერილი დავტოვე და ციხისძირისკენ გავემართე...მხოლოდ იქ შევძლებდი განმატოებასა და უნინიაობის გაძლებას.
ნინიას ნაამბობი
გამოწერის დღეს, როდესაც თაიას, ლილესა და უხერხულად აწურულ ანდრიას მოჰკრა თვალი, მაშინვე მიხვდა, რომ დემე არც ახლა მოვიდოდა, სევდიანი ღიმილით ჩაიწვინა ხელში ტყუპები და მეგობრებს მიჰყვა. ეგონა, მისსა და თაიას სახლში მიდიოდნენ, დემეს სახლთან გაჩერებულ მანქანაზე ერთიანად დაიბნა, ნუთუ შიგნითაა და გველოდება, გაეღიმა და მეგობრების დახმარებით მანქანიდან გამოვიდა. სახლის კარი სანდომიანმა მოხუცმა ქალმა გაუღო, რომელმაც მაშინვე ბავშვები გამოსტაცა, შენ ჯერ არ მომჯობინებულხარო და მისაღებისკენ გაუძღვა. ხილის წვენითა და ტკბილეულით გაუწყო სუფრა, მაგრამ ნინიას სახლში გამეფებულმა უდემეობამ სული აუწვა. მეგობრები მალევე წამოიშალნენ და გასვლას აპირებდნენ, როდესაც ფიქრებში ჩაძირული ნინია გამოფხიზლდა და უკმაყოფილოდ მიუგო ანდრიას: აქ რა მინდა, მე მისი ტყვე არ ვარ... ნინია ჩვენ არაფერი ვიცით, რაც გვითხრა ის გავაკეთეთ. ნუ ნერვიულობ...
იდიოტი,კრეტინი, თვითონ წავიდა, ჩვენ კი აქ მარტო დაგვტოვა - ჩხუბობდა და თან ეღიმებოდა, უდემეობაზეც ეშლებოდა ნერვები და მისი ყოფნისასაც. დამხმარე ქალს,სესილის, მიჰყვა და ბავშვების ოთახის დანახვაზე თვალი გაუშტერდა. ოთახი სამოთხეს წააგავდა, პატარა ციხე-სიმაგრეს, რომელშიც ყველა აუცილებელი ნივთს მოეყარა თავი. გასართობი სივრცეც ნამდვილ ზღაპრულ სამფლობელოს წააგავდა. ღიმილით ჩააწვინა ბავშვები საწოლში და დასასვენებლად საძინებელ ოთახს მიაშურა. საწოლის მახლობლად დადებულმა წერილმა ააფორიაქა, მიხვდა, რომ დემესგან იყო, სულმოუთქმელად გახსნა და წაკითხვა დაიწყო:
„ნინია,ჩემო სიცოცხლე, გპირდები ეს წერილი საბოლოოა და მეტჯერ აღარ მოგახვევ თავს ჩემს გრძნობებს. უსაზღვროდ მიყვარხარ, მაგრამ ჩემი გრძნობის გამო მეტჯერ აღარ დაგტანჯავ. მხოლოდ ბავშვების გამო შეგეხმიანები, გთხოვ, ნუ დამაშორებ მათ. შენ არ იცი, როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც ექიმმა მათი სახელები მითხრა. მადლობა, მადლობა იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომელიც შენ მაჩუქე და ახლა უკვე ამ პატარა ანგელოზებისათვის. თუ შეძლებ, ოდესმე მაპატიე ის ტკივილი, რაც მოგაყენე. გთხოვ, ამ სახლში დარჩით, დამხმარეზეც არ ინაღვლო, თქვენზე ძვირფასი არავინ გამაჩნია და არ მინდა, რომ ან შენ ან ბავშვებს რაიმე მოგაკლდეთ. ჩემი ნომერი გაქვს და თუ რაიმე გაგიჭირდება შემეხმიანე.“
ღრმად ამოისუნთქა და თითქოს ამ ამოსუნთქვას ყველა ტკივილი ამოაყოლა. იცოდა, ან ახლა ან არასდროს მას და დემეს შორის არსებული ძაფი გაწყდებოდა, ესმოდა, რომ ეს იმაზე მტკივნეული იქნებოდა, რისი გადატანაც მოუხდათ და იგრძნო, რომ ამდენი ტკივილითვის არც საკუთარი თავი ემეტებოდა და არც დემე. არ შეეძლო დემეს გარეშე სუნთქვა და იცოდა, დემესაც იგივე უჰაერობა დატანჯავდა. სადღაც ჯანდაბაში მოისროლა სიამაყე და ციხისძირში ჩაკითხება გადაწყვიტა. დღეს უკვე გვიანი იყო, მაგრამ მეორე დღეს, 29-ში ჩააკითხავდა პატარებთან ერთად. თითქოს გულიდან ამდენხნიანი ნაგროვები ტვირთი მოეხსნა, თავისუფლად ამოისუნთქა და თავისი გადაწყვეტილებით გახარებულმა ბედნიერმა დახუჭა თვალები.
ღამის 5-ზე პატარების ტირილმა გააღვიძა ნინია. თავიდან დაიბნა, ეგონა, ბავშვებს რაიმე სტკიოდათ და რამის თვითონაც ატირდა, მერე კი გაახსენდა, რომ ანასტასიას და გაბრიელს უბრალოდ ეშიებოდათ. ღიმილით დაარწია ბავშვები, მერე ჯერ ანასტასიას მიხედა, ბოლოს კი პატარა გაბრიელი მიიხუტა. ბავშვები რომ დააძინა, უკვე კი 6 ხდებოდა. ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ ფიქრებმა შორს გაიტაცეს და ბოლოს ისევ მზის ამოსვლის ნახვა გადაწყვიტა. ცხელი ყავა გაიმზადა, კარადიდან მოსაფარებელიც გამოიღო და ჰამაკისკენ გაემართა. ეცადა მარტო ამომავალი მზის უმშვენიერესი პეიჟაზით დამტკბარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა და ფიქრები კვლავ დემესკენ გაექცა. გუშინ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდა და იგრძნო, თუ რამდენად უჭირდა ნაბიჯის გადადგმა. რა იქნებოდა, რომ მათ ცხოვრებაში დემეს ასეთი საბედისწერო შეცდომა არ არსებულიყო. ნინია დემესთან ერთად ყველანაირ გაჭირვებას, ტკივილს, გასაჭირს გაუძლებდა, მაგრამ ღალატი... ღალატი ხომ ურთიერთობის დასასრულსა და საერთო გულისცემის დაკარგვის ნიშანი იყო. ყოველთვის ეგონა, რომ წყვილი ყველაფერს გადალახავდა, თუ მათ ერთმანეთის ესმოდათ, მაგრამ ის ღამე ხომ ხიდჩატეხილობისა და დაფერფლილი გრძნობების დასაწყისი იყო. ისევ ისე ეტკინა, დრომ იარების მოშუშების მაგივრად, თითქოს ჭრილობები ღრმად შეინარჩუნა. მერე ის ღამე და დემეს აღიარება გაახსენდა, ნუთუ მის დემეს ტყუილი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, არა შეუძლებელია, ადამიანი ასეთი ორსახოვანი იყოს. ექიმის სიტყვებიც ამოუტივტივდა თავში: რამდენი წელია აქ ვმუშაობ, თითქმის ყველაფერი განმიცდია ან მინახავს, მაგრამ ასეთი სიყვარული, ასეთი ერთობა არასოდეს შემიგრძნია. გაუფრთხილდით ერთმანეთს, თქვენ ის გაქვთ, რაც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მაგრად შემოხვია ხელები ყავის ფინჯანს, მზერა ამომავალ მზის სხივებს შეავლო და ვინც იცის უკვე მერამდენედ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას შეეცდებოდა. ერთდროულად სიმსუბუქისა და შიშის შეგრძნებამ მოიცვა, ბოლოს შიში დემესადმი უსაზღვრო სიყვარულმა დაჯაბნა და პირობა დადო, რომ მათ ურთიერთობას ერთი შანსი აუცილებლად სჭირდებოდა. მერე ცას მიაპყრო თავისი თაფლისფერი თვალები და უფალს მადლობა შესწირა, რომ გზა გაუნათა. ღიმილით წამოდგა ჰამაკიდან და სახლისკენ გაემართა, ავტოფარებში შეიარა და მისდა ბედად მანქანაც დახვდა. სესილი დეიდა და ბავშვები გაიღვიძებენ თუ არა ციხისძირისკენ გაემართება.
დემეს ნაამბობი
სულ ერთი დღეა რაც ნინია და ჩვენი ანგელოზები არ მინახავს და უკვე ჭკუიდან გადავდივარ. გუშინ სესილის ბევრი ველაპარაკე, მაგრამ მონატრება ცოტათიც კი ვერ მოვიკალი. რა ძნელია, როდესაც ისეთ შეცდომას უშვებ, რომელიც ყველაზე მტკივნეულია... მენატრება, სიგიჟემდე მენატრება ჩემი სულის ნახევარი. არ ვიცი, არ მესმის, მაშინ ასე არაკაცულად როგორ მოვიქეცი. ასე როგორ დამიბინდა სასმელმა გონება, რომ ის ნაბიჯი გადავდგი, რაც ვიცოდი ჩვენი ურთიერთობის დასასრული იქნებოდა. სევდიანი თვალებით შევხედე მისაღებ ოთახს, აქ ნინიასთან ერთად პირველი ჩამოსვლა გამახსენდა, გრძნობებში გამოტყდომა, ნინიას კანკალი და მისი გაუბედავი ჩახუტება. ფიქრებიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომიყვანა, სესილის ერთმა სიტყვამ წავიდნენ, საბოლოოდ გაწყვიტა იმედის უკანასკნელი ნაწილაკიც კი... მთელი სიცხადით დამეჯახა მოგონებები და რეალობა იმდენად აუტანლად მომეჩვენა, რომ ვეღარ გავძელი, მისაღებში არსებული კარადისკენ გავემართე და კონიაკი გამოვიღე. თითოეული ყლუპი სასმლისა უფრო და უფრო მაგრძნობინებდა ჩემი საქციელის სიმძიმეს, უნინიაობას, სიმარტოვეს, მაგრამ მაინც მაზოხისტივით მსიამოვნებდა თითოეული წვეთი სასმლის, გული ათას ნაწილად მესერებოდა... მტკიოდა, მაგრამ მაინც მაინც ამ ტკივილისკენ ვისწრაფვოდი...
ბავშვები გაამზადა, თვითონაც თბილად ჩაიცვა და ღიმილით დაემშვიდობა სესილის, ქალი არაფრის დიდებით არ უშვებდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და სახლიდან გამოვიდა, რატომღაც სესილის არაფერი უთხრა, ეგონა, რომ ის და დემე აუცილებლად კავშირში იქნებოდნენ, მას კი უნდოდა სასიამოვნოდ გაეოცებინა დემე. რამდენიმე საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, გული სასიამოვნოდ აუძგერდა, როდესაც იგრძნო, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა დემესკენ. მოვედით დე - სიყვარულით შეხედა პატარებს და ნაცნობი ჭიშკრის დანახვაზე, დემეს გაცნობა და ის გასაოცარი ზაფხული გაახსენდა. მანქანა გარეთვე გააჩერა და ღიმილით შეიპარა სახლში, იცის, გარკვეულწილად უთავმოყვარეო ქალივით იქცევა, მაგრამ რა ქნას, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად დემეს ჩახუტება მოენატრა, ახლა იმდენს ჩაეხუტება... ღიმილით შეაღო სახლის კარი, მოსაცმელი საკიდზე დაკიდა და მისაღებისკენ გაემართა, როდესაც გაღიმებული სახე სევდიანმა და გაბრაზებულმა მიმიკამ შეუცვალა. კონიაკის რამდენიმე ბოთლი უწესრიგოდ მიმოფანტულიყო ხალიჩაზე, იქვე კი მძინარე დემე დალანდა,რომელსაც ერთ ხელში ნახევრად დაცლილი ბოთლი ჩაებღუჭა, მეორეში კი მათი პირველი ფოტო, მის მკლავებში ჩამალული ნინიათი. გულმა ვერ მოუთმინა თმააბურდული,მოუწესრიგებელი, მაგრამ მისთვის სანუკვარი არსების დანახვაზე, ნაზად დაიხარა და ტუჩები შუბლზე მიაწება, დემეს წამოზრდილ თმებში თავისი ნატიფი თითები შეაცურა და ამდენხნიანი მონატრება, ტკივილი, სიყვარული თითქოს ამ ალერსში ჩააქსოვა. თითქმის ჩამქრალ ბუხარში ცეცხლი გააღვივა, ბავშვებს გამოუცვალა, აჭამა და მისაღები დაალაგა. დემეს ადგილიდან ძვრა ვერ უყო, ამიტომ ისევ ხალიჩაზე დატოვა და მოსაფარებელი გადააფარა, ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში შეიარა, საჭირო პროდუქტები შეიძინა და სამზარეულოსკენ გაემართა. უცნაურ სიმყუდროვის გრძნობას მოეცვა, ახლაღა იგრძნო ნამდვილი ბედნიერება, ის, დემე და ტყუპები ხომ პირველად იყვენენ ერთად. როგორი გასაოცარი განცდა ყოფილა,როდესაც შენი სულისა და გულის ყველა ნაწილი შენთანაა და ნებისმიერ წამს შეგიძლია მათი ყურებით დატკბე, შეიგრძნო მათი გამორჩეული სურნელი... გაეღიმა, რა გასაოცარი და ჯადოქარია ციხისძირის ეს სახლი, ყველაფერი მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ხომ პირველად აქ ხდება. თავისსავე ფიქრებზე გაეცინა და სახალწლო სუფრისათვის აუცილებელი კერძების გამზადებას შეუდგა. ბოლოსთვის დემეს საყვარელი ხბოს ხორცი კეცზე მოიტოვა და ბუხრისკენ წაიღო. ღიმილით შეხედა მძინარე დემეს და მის გაღვიძებას შეეცადა, მაგრამ ბოლოს მისი გაღვიძება ისევ სასურველი საჭმლის სურნელს მიანდო. ფეხები დივანზე აიკეცა და თვალი მისი სიცოცხლის წყაროს გაუშტერა. რა საყვარელია ეს ოხერი - გაეფიქრა და ხმამაღლა გადაიკისკისა, ნაზად დაიხარა და თავისი თითებით დემეს თმებით თამაში დაიწყო. მალევე გაზქურაში შედებული ნამცხვარი გაახსენდა და ბუზღუნით მოშორდა სასურველ სხეულს.
დემეს ნაამბობი
მღვიძავს?! თუ მძინავს ?! ღმერთო, ნინიას კისკისი, მელანდებაა?! არ დასრულდეს, სიზმარია, თვალები ერთმანეთს დავაჭირე, თითქოს ასე შევძლებდი სასურველი სიზმრის გახანგრძლივებას. მალევე ჩემი საყვარელი საჭმლის სურნელმა შემომიღიტინა ცხვირში, არა, ნამდვილად მოვკვდი და სამოთხეში მოვხდი. ბედნიერების პიკი მისი თითების შეგრძნება იყო ჩემს თმებში, ხომ ვამბობდი, სამოთხეში ვარ და უკანასკნელ სურვილს მისრულებენ. თვალები ტკივილამდე დავხუჭე, არ მინდა, რომ ეს სიზმარი ოდესმე დასრულდეს. მაგრამ მალევე სიცარიელე იგრძნო, კვლავ უიმედობა, ტკივილით გაიფიქრა და თვალები გაჭირვებით გაახილა. ეს გადასაფარებელი როდის გამოიღო, ან ბუხარში რა დევს, მერე მზერა დივნისკენ გაექცა და იქ არსებულ მოსასხამზე საერთოდ გაშტერდა. გავგიჟდი, საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ატკივებული თავის დასაამებლად სამზარეულოსკენ წავიდა. წაბარბაცდა, როდესაც გაზქურასთან მდგარ ნინიას მოჰკრა თვალი, თვალები მოიფშვნიტა, მერე მაგრად იბრწკინა ფერდში და ტკივილისგან პატარა ხმა ამოუშვა. ხმაურზე ნინია მოტრიალდა, გაშტერებულ დემეს ნაბეღლავი და ტკივილგამაყუჩებელი გაუწოდა და წყნარად მიუგო: გამოფხიზლდი და ვილაპარაკოთ. გულისცემა გაუჩერდა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნინია მართლა იქ იყო. ნახევრად ფიქრებში ჩაკარგულმა დაუქნია თავი და რობოტივით მიჰყვა ნინიას. უარესად დაიკარგა რეალობასა და ოცნებებს შორის, როდესაც თავისი პატარა ანგელოზებიც დალანდა. მერე ყურებამდე გაეღიმა, ნუთუ ოცნებები სრულდებოდა. უნდა ვაჭამო და დაგვტოვე - მშვიდად მიუგო ნინიამ და გულში ახარხარდა, როდესაც დემეს დაბნეული სახე დაინახა, წამებში ჩამოერეცხა ღიმილი და თვალები სევდამ დაუფარა. მაინც შეეცოდა, მაგრამ მერე გაიფიქრა ცოტას ვაწვალებო და ღიმილით მიუბრუნდა ბავშვებს.
დემეს ნაამბობი
გაშტერებული ვიჯექი დივანზე და თითებს ნერვიულად ვიმტვრევდი. რა ხდება? ნინია აქაა,თითქოს ჩემთანაა და თან ასეთი ცივი?.. ფიქრისგან თავი უარესად ამტკივდა და ბოლოს ისევ ნინიას დაველოდე. წამები საუკუნედ გაიწელა, დრომ თითქოს ათვლა შეწყვიტა, დივნიდან წამოვდექი, მეტს ვეღარ ვითმენდი, ნინიასკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც კარი გაიღო და ოთახში შემოაბიჯა. როგორი ლამაზია, ღმერთო, როგორ მოუხდა დედობა, ჩემი ანგელოზი - გამეფიქრა და მწარე გონებამ მაშინვე გამისწორა, შენი აღარაა... ღრმად ამოვიქშინე და იმ წუთას რომ შემძლებოდა, ნაკუწებად ვაქცევდი გონებას. კიდევ კარგი გული მაინცაა ჩემს მხარეს, ვერ ხედავ როგორ თრთის, როგორი წითელია, - ისევ უყვარხარ , ჩამჩურჩულებდა გული და მეც მხოლოდ მას ვუგდები ყურს. მოკლედ - დაიწყო ნინიამ და დავინახე, როგორ შეიცვალა მისი სახე ათასი ემოციით - ბევრი ვიფიქრე ჩვენი ბოლო საუბრიდან და საბოლოოდ მივხვდი, რომ ადამიანი ყოველთვის იმსახურებს ერთ შანსს, თუ ის გულწრფელად ინანიებს ჩადენილს და პირობას დებს, რომ იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს. სწრაფად ჩამოარაკრაკა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა, კინაღამ გამეცინა, როცა წარმოვიდგინე რამდენი ინერვიულა ამ სიტყვების წარმოთქმისას, საუბრისას მისი სისწრაფეც ხომ ამაზე მიუთითებდა. ჩემი გოგო - გამეღიმა და ცხოვრებაში უკვე მერამდენად ვიწამე, რომ იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე. ნინია ყველა მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ და გპირდები, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ ინანებ ამ გადაწყვეტილებას - მანძილი, რომელიც ნინიასგან მაშორებდა წამებში დავფარე და გულში ჩავიკარი ჩემი ანგელოზი. თვალები სიამოვნებისგან მიმელულა, როდესაც მისი სურნელი შევიგრძენი და მისი პატარა მკლავები ვიგრძენი წელზე. მიყვარხარ, მიყვარხარ - ვეჩურჩულებოდი და ვგრძნობდი, რომ თავიდან ვიბადებოდი ჩემს მკლავებში მოქცეული ნინიას შეგრძნებისას. სიყვარულის ათასი ნაწილაკით დავიმუხტე, როდესაც ნინიას მომენატრე ჩამესმა. საბოლოოდ მოვწყდი რეალობას, ნინიაკენ დავიხარე და მისი სახის ტუჩებით დალაშქვრა დავიწყვე. ნეტარების პიკი იყო, როდესაც კვლავ შევიგრძენი მისი ტუჩების გემო, ჩემი მარწყვები. მოწყურებულივით დავეწაფე და იქამდე არ გავჩერდი სანამ უჰაერობამ არ შემაწუხა. სიყვარულით შევხედე აწითლებულ ნინიას და გულიანად გამეცინა, ჩემი მორცხვი ჩავიჩურჩულე და უსაშველო ნეტარებამ მომიცვა, როცა ნინიას სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე თვალები დავლანდე. რეალობაში ბავშვების ტირილის ხმამ დამაბრუნა, ნინიაც მკლავებიდან დამიძვრა და ბავშვებისკენ გაემართა.
დემეს ნაამბობი
გულში სითბო ჩამეღვარა, როცა ჩემი ნინია ჩვენი ანგელოზებით ხელში დავლანდე. თურმე აქამდე უბრალოდ ვცოცხლობდი, ახლა კი არსებობის საშუალება მომეცა. ნუთუ შესაძლებელია რაიმე ამაზე უფრო მშვენიერი იყოს, ვიდრე შეგრძნობა იმისა, რომ გყავს ადამიანები, რომლებიც შენი სულისა და გულისა ნაწილები არიან... ადამიანები, რომლებიც მუდამ შენს გვერდით იქნებიან და შენც ნებისმიერ წამს გეცოდინება, რომ იქ, სადაც ერთად იქნებით, ყოველთვის იქნება სიმყუდროვე, სიყვარული, ერთმანეთის გაფრთხილება და ერთმანეთზე ზრუნვა. ახლაღა ჩავწვდი ამ სიტყვების მნიშვნელობას:,, შენ რომ შეაღებ იმ კარს მიღმა მინდა ცხოვრება“.
ნინიას ნაამბობი
ახალი წელი მე, დემემ და ბავშვებმა ციხისძირში გავატარეთ. ეს წუთები ვიცი, სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში. რამ შეიძლება წაშალოს ჩემი მეხსიერებიდან ის ღამე, როდესაც ატირებული ბავშვებით ხელში მაღვიძებდა არანაკლებ დაფეთებული დემე. ყოველთვის თავიდან ვივსები მისი სიყვარულით, მაგრამ მაშინ ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ ეგრევე ტელეფონი ავიღე და ფოტო გადავუღე. მიხარია, რომ ჩემი და დემეს თვალები ერთმანეთის სიყვარულითაა აღსავსე. საოცარი სითბოთი და სიყვარულით ვივსები, როდესაც დემეს და პატარებს ვუყურებ, ბედნიერებაა, როცა მათი სურნელი, მათი ხმა სისხლსა და ხორცში გაქვს გამჯდარი და იცი, რომ შენი სამყარო სწორედ მათთან დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ ახალ წელს ბავშვთა სახლის ტრადიცია დაგვერღვა, თუმცაღა 14 იანვარს აუცილებლად მივაკითხავთ ბავშვებს და შევეცდებით, თუნდაც მცირედით გავუხალისოთ ეს დღე.
2 წლის შემდეგ
ამ ორი წლის განმავლობაში ყოველდღე სხვადასხვა ემოციითა და სიხარულით მავსებს. დღეს ჩვენი პატარების დაბადების დღეა და მე და დემე დილიდან განსაკუთრებულად ვემზადებით. ვცდილობთ ბავშვები არ გავათამამოთ, მაგრამ ისეთი ჩასაყლაპები არიან, რომ ყოველ წუთას ჩასახუტებლად დავდევთ. გაბრიელი დემეს კოპიო, ანასტასიას კი ჩემი მხოლოდ თვალები გამოჰყვა... სულ მაგაზე ვბუზღუნებ, რომ ორივე ბავშვი მას დაემსგავსა, მაგრამ დემე მამშვიდებს შემდეგი შენ დაიმსგავსეო. ხანდახან ვკამათობთ, ერთმანეთის უაზრობებზე ვეჩხუბებით, მაგრამ ყოველი პატარა ჩხუბის მერე ვგრძნობთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ მართლაც რომ არ ვარსებობთ. დღეს ორმაგად ემოციური დღეა, დემეს მშობლებიც ჩამოდიან ევროპიდან და საშინლად ვნერვიულობ... აქამდე მხოლოდ სკაიპით ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მეშინია... რისი?! არ ვიცი, ალბათ, ზედმეტი ემოციების ბრალია... დემე კი დგას და დამშვიდების მაგიერ, აქეთ დამცინის... არა, ისე მართლა რომ დაგიწუნონ? - სერიოზული სახით მეუბნება და მეორე წამს სიცილისგან სულს ვერ ითქვამს, მე გაბუსხული ვშორდები და ოთახისკენ მივდივარ, როდესაც თავისკენ მაბრუნებს, ძლიერად მეხუტება და თვალებზე ხელებაფარებული სადღაც მივყავარ... ხელში რაღაც ყუთი მომაჩეჩა და მეც სიხარულისგან კინაღამ ვგიჟდები, როცა მასში თეთრი კავკასიური ნაგაზის ლეკვი აღმოვაჩინე, ვაიმე რა მაგარია, ვყვირი და მთელი ძალით ვეკვრი... ლეკვს არ უნდა მოეფერო? - ღიმილით და თითქოს ანერვიულებელი მეუბნება და მეც პატარასკენ ვიხრები, როდესაც თვალს პატარა ბეჭედი მჭრის... უსასრულობის სიმბოლოს ფორმით და წარწერით დემე და ნინია... ცოლად გამომყვები ? - მეჩურჩულება დემე და მეც ფეხის წვერებზე ვიწევი, ჩემს საყვარელ ადგილას, მის კისერში ვრგავ თავს, ტუჩებს ვაწებებ და ბედნიერი ვეჩურჩულები: შენ როგორ ფიქრობ?... დემეც თავის მკლავებს უფრო მჭიდროდ მხვევს და ოთახისკენ მივყავარ, რომელშიც ამდენი ხნის მონატრებული დისშვილი, თაია მხვდება... ზედმეტი ემოციებისგან ტუჩები სატირლად მებრიცება, როდესაც თაია მაჩერებს და ცხვირწინ თეთრ საქორწილო კაბას მიფრიალებს... არა ამდენი ემოციები უბრალოდ გამაგიჟებს...

ახლაღა მახსენდება ის საღამო, როდესაც მე და დემე ჩემი ხათრით რომანტიკულ ფილმს ვუყურებდით და ბოლოს ქორწილის მომენტზე მე როგორც ყოველთვის ჩემი გულჩვილობის გამო ამეტირა... მაშინ დემემ დეტალებში მომაყოლა მე როგორი წარმომედგინა ეს დღე, მეც ემოციებისგან გაბრუებულმა აჟიტირებით აღვუწერე ეს დღე, კაბა, ბეჭედი, მოსართავები... ეს დღე, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი.. ამ დღეს ხომ უფლის წინაშე სამუდამოდ ადასტურებ, რომ შენი ცხოვრების თითოეულ ამოსუნთქვას იმ ერთადერთს მიუძღვნი... ჯვარი თბილისთან ახლოს , ჯვრის მონასტერში დავიწერეთ... ახლა ღვთისმშობლის ხატის წინ ვდგავარ დემესთან ერთად და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამხელა ბედნიერების ღირსი გამხადა...

,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!..
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
სად არის იგი! - ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი! (მუხრან მაჭავარიანი)

--------------------------------------------------------------
ჩემი პირველი ისტორია, რომელიც მინდა თავიდან ბოლომდე გაგიზიაროთ. ველით შენიშვნებს წერასთან დაკავშირებით და თქვენს შთაბეჭდილებებს პერსონაჟებზე.



№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონდა ეს ისტორია. რამდენჯერმე მქონდა წაკითხული, მაგრამ კიდევ დიდი სიამუვნებით წავიკითხე. ძალიან მომწონხარ, კარგად წერ. ისე "მი სი მალატს" თუ გააგრძელებ კარგი იქნება. მე თუ დაასრულებ მერე წავიკითხავ, თორემ ლოდინი მომკლავს wink

 


№2  offline წევრი natia-natia

ძაან მაგარი იყო ყოჩაღ დადებითი ემოციებით დავიმუხტე <3

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

milangirl
ძალიან მომწონდა ეს ისტორია. რამდენჯერმე მქონდა წაკითხული, მაგრამ კიდევ დიდი სიამუვნებით წავიკითხე. ძალიან მომწონხარ, კარგად წერ. ისე "მი სი მალატს" თუ გააგრძელებ კარგი იქნება. მე თუ დაასრულებ მერე წავიკითხავ, თორემ ლოდინი მომკლავს wink


მადლობა :* მი სი მალატ-ზე, სამწუხაროდ, ის მუზა გამექცა, რაც ემოციებიეთ მუხტავდა და არ ვიცი რამდენად შევძლებ კვლავ იმ განცდების დაბრუნებას :(

natia-natia
ძაან მაგარი იყო ყოჩაღ დადებითი ემოციებით დავიმუხტე <3

მადლობა ნათია და ძალიან მიხარია, რომ დადებითი განცდებით აივსე :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი თბილი იყო. ზოგიერთი ადგილი ცოტა გაუგებარი. მაგრამ თბილი და ტკბილი, გემრიელი და რეალური. წერა განაგრძე. არ შეწყვიტო. ველი შენს შემდეგ ისტორიას

 


№5  offline წევრი Be_the_ONE

terooo
ძალიან კარგი თბილი იყო. ზოგიერთი ადგილი ცოტა გაუგებარი. მაგრამ თბილი და ტკბილი, გემრიელი და რეალური. წერა განაგრძე. არ შეწყვიტო. ველი შენს შემდეგ ისტორიას


მადლობა love გაუგებარ ადგილებზე უფრო კონკრეტულად დამიწერე, რომ შემდგომში გავითვალისწინო, თუ ძაან არ შეგაწუხებ love

 


№6  offline მოდერი zia-maria

კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე,წერა არ შეწყვიტო,არც კი გაიფიქრო,უბრალოდ აოღე კალამი და წერე რაც გულმა გიკარნახოს,ეს კარგად გამოგდის. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი Guest Mimi

gmertoooo es ra idiotoba iyoo
amas rogor kitxulobt xalxnoooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent