შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 45


15-02-2016, 22:38
ავტორი mako-makako
ნანახია 2 194

ლევანს და ნიას მის დანახვაზე სიხარული გამოესახათ სახეზე,მათი ბედნიერება უკვე მწვერვალს აღწევდა და ეს იყო ყველაზე ლამაზი,ყველაზე საოცარი და დადებითი ემოციებით დამუხტული დღე,რომელიც მათი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლებოდა.შვილებს და შვილიშვილებს მოუყვებოდნენ მათი არაჩვეულებრივი ქორწილის შესახებ და ეს ბედნიერი წუთები მთელი ცხოვრეის მაძილზე გაჰყვებოდათ ორივეს.არც ანუკი და ბექა იყო ნაკლებ დღეში,დღეს უკვე იმდენი სიხარული მიიღეს და გამოხატეს რომ თითქოს ყველაფრისგან გამოფიტულები უყურებდნენ მონატრებულ მეგობარს და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ.თეკო საერთოდ შოკში იყო,წინა დღით ესაუბრა ვაჟს და მან უარი უთხრა ჩამოსვლაზე,მართალია ძალიან ენატრებოდა მაგრამ ერთხელაც კი არ დასცდენია რომ უკან დაბრუნებულიყო,რადგან იცოდა მირანდას გვერდით სანდრო უფრო დაიტანჯებოდა და ჯობდა თუ დიდი ხანი არ ჩამოვიდოდა,იქამდე მაინც სანამ არ დაივიწყებდა ამ გოგოს.ლექსოს წარბიც კი არ შეხვრია და მაშინვე პირობა გაახსენდა.თვალებით მირანდა მოძებნა და მის ყველა მიმიკას თუ მოძრაობას აკვირდებოდა.გოგოს სახე გაფითრებოდა და კაპანაძეს მკლავზე ექაჩებოდა.ამასობაში სანდრო უკვე მიუახლოვდა ახალ დაქორწინებულ წყვილს და ორივე გულში ჩაიკრა.დიდხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები,ნია სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა,მისი ბედნიერება ეხლა სრულყოფილი იყო,რადგან ვინც უყვარდა ყველა გვერდით ჰყავდა და მეტი რაღა უნდა ენატრა ბედნიერს.
მირანდას მისი დანახვისას ძარღვებში სისხლი გაეყინა,ნერვიულობისგან ყბა მოეღრიცა და ყელში სიტყვა გაეჩხირა.მხოლოდ მკლავზე მაგრად მიუჭირა ლადოს ხელი და ამით აგრძნობინა რომ ცუდად იყო.ცოტა ხანს კიდევ უყურა გახარებულ მეგობრებს მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლო და იქვე ჩაიკეცა,ლადომ ვერ მოასცრო მისი დაჭერა და გოგონა მეტლახზე გონწასული დავარდა.ლექსო ხვდებოდა რომ მირანდა ცუდად იყო მაგრამ ასე თუ იმოქმედებდა მასზე სანდროს ნახვა ნამდვილად არ ელოდა.ეხლა კი მართლა მიხვდა ყველაფერს.ყველა დეტალი ერთმანეთს დაუკავშირა და დასკვნაც გააკეთა.მირანდას სანდრო უყვარდა მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მუდამ ხელს კრავდა.ტყუილად არ ეჭვობდა ვაჟი და სთხოვდა მეგობარს დახმარებას.აქ მართლაც რაღაც იმალებოდა და აუცილებლად გაარკვევდა ყველაფერს.წამითაც არ დაფიქრებულა ისე გაიქცა მის დასახმარებლად,ხალხის ყურადღება მალევე მიიქცია ლადმ რომელიც გამწარებული ურტყამდა გოგოს სახეში სილას და მის გონზე მოყვანას ცდილობდა.მაგრამ არაფერს არ ჰქონდა შედეგი.
-მირა,გთხოვ გონს მოდი,რა დაგემრთა შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ.გთხოვ თვალი გაახილე,გევედრები.-ამაოდ ეხვეწებოდა კაპანაძე,გოგონას მაგრად ჰქონდა თვალები დახუჭული და არც ფიქრობდა მის გახელაზე.
ლექსო გიჟივით ჩაიმუხლა მჟავიას წინ და ეხლა ის ცდლობდა მის გონზე მოყვანას, წყალიც შეასხეს ნიშადურიც ასუნთქეს რომელიც ერთ-ერთ სტუმარს აღმოაჩნდა ჩანთაში,მაგრამ თითქოს ჯიუტად არ ახელდა თვალს მირანდა,გონს ვერაფრით მოჰყავდათ.ლევანი და ნია მაშინვე მოცილდნენ სანდროს როგორც კი არეულობა შენიშნეს და იქით გაიქცნენ.სანდროც ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან,რას წარმოიდგენდა რომ მისი საყვარელი ქალი იწვა ძირს და გონს ვერ მოჰყავდათ. მეგობრები გარშემო შემოხვეოდნენ და ყველა განიცდიდა მის მდგომარეობას. ანუკი არ დაბნეულა და მაშინვე სასწრაფო გამოიძახა.წუთი წუთზე მოვიდოდა ალბათ.
-მირანდა?-მიახლოვებისას ნიამ ერთი შეჰკივლა და საპატარძლო კაბით მის წინ მუხლებზე დაეცა.სანდრომ მხოლოდ სახელის გაგონებისას გაიაზრა რა ხდებოდა მის გარშემო და მაშინვე ბრბო გაარღვია,რომელიც სორიდან აკვირდებოდა მოვლენებს.რდესაც ლადოს მკლავებში გადასვენებული მირანდა დაინახა თვალთ დაუბნელდა.გულმა გახშირებით იწყო ფეთქვა,სისხლი ლამის ვენებში ლავასავით მიედინებოდა და სახეზე ცივ ოფლს ასხამდა.წამი დასჭირდა გონს მოსაგებად. მაშინვე დასტაცა ხელი გონწასულ გოგოს და ხელში აიტაცა.ხედავდა გაოცებულ და ნანახით გაკვირებულ სახეებს მაგრამ მას მირანდას გარდა ეხლა არც არვინ აინტერესებდა.ლადოც წამოდგა მასინვე ფეხზე და უკან მიჰყვა გიორგაძეს. მეგობრები უკან მიჰყვნენ.ყველას აინტერესებდა მისი მდგომარეობა და ნერვილობდნენ.სანდრო მანქანასთან შეჩერდა და ძლივს გააღო.უკანა სავარძელზე მოათავსა მჟავია და თვითონ წინიდან შემოუარა რომ წასულიყო.მაშინვე მასთან ლადო და მეგობრები გაჩდნენ.
-მეც მოვდივარ.-უთხრა ლადომ და მანქანის კარი გამოაღო.
-არ არის საჭირო მე თვითონ მივხედავ.-გაღიზიანდა სანდრო.
-მეც მოვდივარ.-კიდევ ერთხე გაუმეორა კაპანაძემ ისე რომ ტონი არ შეუცვლია და მანქანაში ჩაჯდა.
-არაა თქვენი წამოსვლა აუცილბელი.-ეხლა მეგობრებს მიუბრუნდა გაბრაზებული.-დავრეკავ და ყველაფერს გაგაგებინებთ.გააგრძელეთ და ჩვენც მალე მოვალთ.-დაამშვიდა ისინი და ყველა უხმოდ შებრუნდა რესტორანში.ან რა აზრი ჰქონდა მათ იქ წასვლას.სანდრო საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღიათ.მხოლოდ ფარულად თუ გადახედავდნენ და ისიც ისეთი მზერით,ადამიანის მოკვლა მზერას რომ შესძლებოდა აუცილებლად მოკლავდნენ ერთმანეთს.დროდადრო ლადო მირანდას გადახედავდა და თმებზე ნაზად დაუსმევდა ხელს.ამის შემხედვარე ბოღმისგან ლამის გამსკდარიყო გიორგაძე.ხვდებოდა კაპანაძე ბიჭის რეაქციას და მაინც ჯიუტად აგრძელებდა ამ ყველაფერს,რადგან მასაც უნდა დაეჯერებინა მათი სიყვარულის ამბავი.როგორც იქნა მივიდნენ საავადმყოფოში და მანქანაც გააჩერა სანდრომ.ლადომ იმარჯვა, პირველი გადმოვიდა და მირადნა მანქანიდან გადმოიყვანა.სირბილით შეიყვანა მიმღებში.ვაჟი კი გაოცებული უყურებდა მის საქციელს,ბოლოს გონს მოვიდა და უკან მიჰყვა ისიც.ისევ ის მორიგე ექიმი შეხვდათ ბედად როგორც წინა შემთხვევის დროს,მაგრამ ეხლა სანდროს მაგივრად გოგონა ლადომ მიიყვანა უგონო მდგომარეობაში.საკაცეზე დააწვინეს და საპროცედუროში შეიყვანეს.ექიმმა მიზეზი უკვე იცოდა ამიტომ დრო აღარ დაუკრგავს მისი გასინჯვისას და პირდაპირ გადასხმა დაუდგეს,თან დამამშვიდებელი დაამატებინა ექთანს რადგან ეტყობოდა რომ გოგონას ძლიერი სტრესისი გადატანა მოუწია.ტუჩები სულ გასთეთრებოდა და მიცვალებულის ფერი ედო,თან გონზე მოსვლის პერიოდში სულ შფოთავდა და ნერვიულობდა.ექიმმა ექთანს მითითებები მისცა და პალატა დატოვა,იქვე მსხდომი სანდრო და ლადო დაინახა და მათკენ გაემართა.
-გამარჯობათ,მირანდა როგორაა?-მიესალმა ლადო ექიმს და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
-გაგიმარჯოს შვილო,ეხლა უკეთ.ცოტას დაიძინებს და უფრო უკეთესად იქნება.- უპასუხა ჭაღარა შერეულმა ექიმმა.
-მადლობა ღმერთს.-შვებით ამოისუნთქა კაპანაძემ.
-ჩემს მითითებებს არ ასრულებდით არა?-ეხლა მზერა სანდროზე გადაიტანა და გაბრაზებულმა ჰკითხა აქამდეე ჩუმად მყოფ ვაჟს.
-მე...მე არ ვიცი.-სათქმელს თავი ძლივს მოაბა სანდრომ.
-რას ჰქვია არ იცით.მეუღლე ხართ და არ იცით თქვენი მეუღლე ექიმის მითითებებს ასრულებდა თუ არა?-უფრო გაცხარდა ექიმი.ამ სიტყვების გაგონებისას ორივეს ფერი დაეკარგათ და ერთმანეთს გადახედეს.
-უკაცრავად ექიმო რაზე საუბრობთ?-საუბარში ჩაერია ლადო.
-თქვენ ვინ ბრძანდებით პაციენტის?-ეჭვის თვალით გადახედა კაცმა.
-მე მისი შეყვარებული ვარ.-ამაყად განაცხადა ვაჟმა და გიორგაძეს გამარჯვებულის მზერა ესროლა.აი ეს კი ნამდვილი შოკი იყო სანდროსთვის,ამას ნამდვილად არ მოელოდა.დამუნჯდა,თითქოს ხმის იოგები ისე დაუზიანდა რომ ყელიდან ხავილის მეტი არაფერი ამოსდიოდა.უნდოდა ეყვირა და ყველაფერი დაენგრია მაგრამ ადგილიდან ვერ გაინძრა.ასე გაშეშებული და მოსმენილით განადგურებული უყურებდა ლადოს ისე რომ წამითაც არ მოუცილებია მზერა.არც ექიმი იყო მასზე ნაკლებად გაოგნებული.
-უკაცრავად,მე მაპატიეთ,მე მეგონა თქვენი მეუღლე იყო.-მოუბოდიშა ლადოს კაცმა და სანდროს გადახედა,რომელსაც მიტკლის ფერი დასდებოდა.
-არაუშავს,ხდება ხოლმე.-მხოლოდ ექიმის გასაგონად ჩაილაპარაკა ვაჟმა და თითებს დაუწყო წვალება.სულაც არ სიამოვნებდა სანდროს ამ მდგომარეობაში ჩაყენება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა მეგობარს უნდა დახმარებოდა.ექიმს მეტი არაფერი უთქვამს,მხოლოდ პალატაში შესვლის უფლება მისცა ისიც 10 წუთი და იქაურობა საჩქაროდ დატოვა.ლადო მაშინვე შევიდა მირანდასთან ხოლო სანდრო კიბეებზე სირბულით დაეშვა.ეხლა სუფთა ჰაერზე რომ არ გასულიყო ალბათ გული გაუსკდებოდა.იქვე საავადმყოფოს ეზოში მდგარი დიდი მუხის ხის ქვეშ ჩაიცუცქა და თავი ხელებში ჩარგო.ყველაფერი გაიხსენა მირანდას გაცნობის დღიდან და ყელი აეწვა ტკივილისაგგან.თვალზე ცრემლებმა იწყეს დაუკითხავად დენა და ლოყიდან მიწაზე დაუფიქრებლად ეცემოდნენ.ეს მისი სული ტიროდა.ტიროდა მირანდას გარეშე გატარებულ დღეებს და მომავალს,ტიროდა წუხანდელ ღამეს, როდესაც ეგონა ყველაფერი მოგვარდაო სწორედ მაშინ ჩამოექცა ცა თავზე.მასინ გადაუარეს უმოწყალოდ და მისი სიყვარული ფეხქვეშ გათელეს.მაშინ უღალატეს როცა გვერდით დგომა სჭირდებოდა.მაგრამ რა უნდა ექნა ეხლა უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა,არც აზრი გქონდა და არ ამის ძალა.ამიტომ მიენდო დედაბუნების კანონს და მირანდას ბედნიერება უსურვა,ეხლა კი საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამქრალიყო,ისე აორთქლდებოდა ყვეას ეგონებოდა რომ მის ცხოვრებაში არც არასოდეს გამოჩენილაო.ცრემლები მუებით მოიწმინდა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ ძმა.-ჩასძახა ტელეფონში ვითომ ჩვეულებრივად,მაგრამ ამ ორ სიტყვას გული ამოაყოლა.არ შეეძლო თამაში მაშინ როცა სტკიოდა.უბრალოდ ვერ მალავდა ამ ყველაფერს.
-რა ხმა გაქვს სანდრო?მოხდა რამე?-განერვიულდა ლექსო და ეზოში გამოვიდა,
-არაფერი ძმა,ყველაფერი რიგზეა.ალბათ მირანდას დღეს აქ დასტოვებენ და ხვალ გამოუშვებენ.-არ უნდოდა შამანაურს მისი უხასიათობა შეემჩნია მაგრამ არც ბოლომდე არ გამოსდიოდა თავის გასულელება.
-მთავარია კარგადაა.მადლობა უფალს.-გულწრფელად გაუხარდა ვაჟს.-მაგრამ შენ რაღაც გჭირს და მიმალავ.-ლექსო არ აპირებდა მოშვებას იქამდე სანამ არ ეტყოდა მისი უხასიათობის მიზეზს.
-ლადო მირანდას შეყვარებული.-მხოლოდ ეს უთხრა და გაჩუმდა.
-კაი,ღადაობ?-გაეცინა შამანაურს მის სიტყვებზე.
-შენი აზრით მეღადავება ეხლა?-გაბრაზდა გიორგაძე.
-რაა?მართლა?არ არსებობს ტო,ტყუილია.-ჯერ კიდევ შოკში იყო ლექსო და სანდროს ნათქვამის არ სჯეროდა.
-თვითონ ლადომ თქვა ჩემი შეყვარებულიაო,ექიმს გამოუცხადა.-კაპანაძის სიტყვები გაიმეორა სანდრომაც.
-აქ რაღაც ხდება.არ მჯერავს,მე ვუყურებდი მირანდას სახეს როცა შენ დაგინახა და მას სახეზე იმ მომენტში სულ სხვა ეწერა.ქალს რომელსაც შეყვარებული ჰყავს სხვა მამაკაცს სითბო ჩამდგარი და მონატრებული მზერით არ უცქერს.-მისი შეხედულებები გააცნო მაშინვე ვაჟს.
-არ ვიცი ლექსო,არაფერი არ ვიცი.იმდენად უნაურად იქცევა ვერაფერი ვერ გავუგე ამ გოგოს.-სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა სანდრო და ბოლთას სცემდა.
-კარგი,ეხლა წავედი შენი და მეძებს და მალე მოდი ყველა შენ გელოდება.-უთხრა შამანაურმა მასინ როდესაც ზურგს უკან თეკოს ხმა გაიგო.მაშინვე დაემშვიდობა სანდროს და გოგოსკენ წავიდა.დაამშვიდა და უთხრა რომ მირანდა უკვე კარგად იყო,ხვალ სახლში გამოსწერდნენ და სახლში იქნებოდა.ორივენი რესტორანში შებრუნდა და თავიანთი ადგილები დაიკავეს.თითქოს სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისეთი მოწყენილობა სუფევდა მთელს დარბაზში.როდესაც ყველამ გაიგო მირანდას უკეთ ყონის შესახებ მასინვე ჟრიამულმა მოიცვა იქაურობა.საკმაოდ სასიამოვნო ჰანგები გაისმა დარბაზში და ახალგაზრდებმაც დაიწყეს ცეკვა.ყველა მხიარულობდა და დროს ატარებდა.ნია და ლევანი წრეში მოექციათ და გარშემო ცეკვავდნენ.
მირანდა როცა გონს მოვიდა მისი ხელი ლადოს ეკავა და უღიმოდა.
-როგორ შემაშინე შენ ხომ არ იცი.-თბილად უთხრა გადაღლილ გოგოს და ლოყაზე ნაზად დაუსვა ხელი.
-ბოდიში.-ძლივს მოახრხა ამ ერთი სიტყვის თქმა და ოთახს თვალი მოავლო. უსიტყვოდ მიუხვდა ფიქრებს ვაჟი ამიტომ კითხვის დასმა საჭიროდ არ ჩათვალა ისე უპასუხა.
-ეზოშია ცოტა დამშვიდება უნდა.-ღიმილით გადახედა მირანდას.
-რა მოხდა?-ნერვიულობა დაეტყო ხმაში ქალს.
-არაფერი ისეთი,გაიგო რომ შენი შეყვარებული ვარ და გაოგნდა.-მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა კაპანაძეც და ცდილობდა მირანდას გრძნობები კარგად შეესწავლა.მჟავიას ხმა არ ამოურია,მხოლოდ ორმა ცხემა ცრემლმა გაყიდა მისი მდგომარეობა,ლოყებზე ჩამოცურდნენ და ყელში უკვალოდ გაუჩინარდნენ.
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?-ჰკითხა ბოლოს ლადომ.
-როგორ ასე?-თითქოს ვერ მიუხვდა კითხვას მჟავია.
-როგორ ასე და აი ასე,შენ აქ იტანჯები ის კი იქ.როდემდე აპირებ ამის გაგრძელებას?-კიდევ ერთხელ დაუსვა მეგობარს შეკითხვა და ცოტა გაბრაზებაც შეეპარა ხმაში.
-არ ვიცი.-მხოლოდ ეს უთხრა და თავი გვერდით იბრუნა,რომ ვაჟს მეტი კითხვა აღარ დაესვა,ისიც მიხვდა ყველაფერს.მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.ვირზე უფრო ჯიუტი იყო.ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი.-დაუძახა ლადომ.
კარი გაიღოდა ზღრუბლზე სანდრო გამოჩნდა.სახე ცოტა დალაგვოდა.უფრო დამშვიდებული და დაწყნარებული გამოხედვა ჰქონდა.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მირანდს საწოლს და ლადოს გადახედა.
-მე გავალ.-მიხვდა ვაჟი რომ საუბარი სურდა მჟავიასთან სანდროს,ამიტომ ხელი აღარ შეუშალა და სკამიდან ადგა.მადლიერებით სავსე მზერა მიანათა გიორგაძემ კაპანაძეს და ასე გააცილა კარამდე.შემდეგ იმავე სკამზე მოთავსდა სადაც რამდენიმე წამის წინ მჟავიას ,,შეყვარებული'' იჯდა.მირანდას თავი მეორე მხარეს ჰქონდა შებრუნებული და არც კი იყურებოდა სანდროს მხარეს.სტკიოდა და არ შეეძლო მისი უძიროდ სევდიანი ლურჯი თვალების დანახვა.იქ ადიდებული ზღვასავით ღელავდა სევდა,ტკივილი,იმედგაცრუება.ყველაფერი ის რაც მირანდას წყალობით ვაჟს ცხოვრებამ არგუნა.უმოწყალოდ გაანადგურეს მისი გრძნობები და ფეხით გადაუარეს.უცებ იგრძნო გაყინული ტუჩების შეხება ყელზე და მაშინვე შეკრთა.სანდრო ელოდა მის ასეთ რეაქციას და ოდნავ გაეღიმა ტუჩის კუთხეში. მაგრამ არ გაჩერებულა ეხლა ორივე ხელით მისი სახე მოიქცია თითებ შორის და თვალებში ჩახედა.უნდოდა ეხლა მაინც ამოეკითხა მისი თვალებიდან ის სიყვარული რაც მას ყველაზე მეტად გააედნიერებდა,მაგრამ ვაი რომ მის თვალებში ისევ სიცარიელე ბუდობდა.უყურებდა და ეგონა რომ სულ სხვა ქალის თვალებს ხედავდა.როგორ შეეძლო ასე კარგად თამაში და როგორ გამოსდიოდა ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ ხვდებოდა სანდრო.
-სანდრო რას აკეთებ?-როგორც იქნა ბაგეები ერთმანეთს დააშორა მირანდამ და კითხვა დაუსვა ვაჟშ.
-არაფერს,უბრალოდ რაღაცას ვამოწმებ.-მხოლოდ ეს უთხრა და უცებ დააცხრა აწითლებულბაგეებს.ჰკოცნიდა მთელი სინაზით,მთელი მონდომებით და სიყვარულით.მაგრამ გოგოს ბაგეები ვერა და ვერ გაახსნევინა.თითქოს კრიჭა ჰქონდა შეკრული და არც აპირებდა გახსნას.მაგრამ უცებ ქვედა ტუჩის ტკივილმა გონს უცებ მოიყვანა და ბაგეები ერთმანეთს დააშორებინა.სანდროს ოდნავ ეშმაკურად ჩაეღიმა ისე რომ მის ბაგეებს არც მოსცილებია.მირანდა წამიერად შეეხო ვაჟის ტუჩებს მაგრამ მალევე მოსცილდა.ეხლა გაანალიზა რომ არ ჰქონდა ლადოს დაცინვის უფლება,ამიტომ გიორგაძის ხელები ცივად მოიშორა სახიდან და ისეთი მზერით გახედა ბიჭს მთელი გულ-მუცელი აეწვა.მიხვდა მისი მზერიდან ყველაფერს.სიტყვები აქ უკვე ზედმეტი იყო.მაგრამ მირანდა გაჩუმებას არ პირებდა.
-გადაამოწმე რაც გაინტერესებდა?-ჰკითხა და გაბრაზებული საწოლზე წამოიწია.
-კი.-ცივად გასცა პასუხი სანდრომ.
-მერე?-ცინიკურად ჩაეღიმა მჟავიას.
-რა მერე?-დაიბნა უცებ სანდრო,ვერ მიხვდა გოგო რას ეკიტხებოდა.ისედაც მისი სიცივით გაღიზიანებული ეხლა უფრო აგიჟებდა ეს საუბარი.
-მერე და რა დაასკვენი ამ შემოწმებით?-კითხვა უფრო განუმარტა რომ გასაგები გამხდარიყო მისთვის.
-ბევრი არაფერი.-მოკლე-მოკლე პასუხებს ისროდა გიორგაძე.
-მაინც?-როგორც ეტყობა არ აპირებდა თავის დანებებას მჟავია.
-ის რომ არ გიყვარვა.-ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა სანდრომ და თავი დახარა ცრემლების დასამალად.მის ხმაში სასოწარკვეთა ისმოდა და ეს მირანდამ კარგად იგრძნო.მიხვდა რომ ეხლა მარტო გულს კი არ უკლავდა ბიჭს არამედ მას სამუდამოდ კლავდა.მაგრამ რაც ერთხელ დაისახა მიზნად იმას ვერ გადაუხვევდა თუნდაც მთელი ცხოვრება უბედურად ეცხოვრა უსიყვარულოდ,მაგრამ მაინც იპოვნიდა სიცოცხლის ფასადაც კი თავისი მშოვლების მკვლელებს და სამართალს აღადგენდა.
-ამას ეხლა მიხვდი?რამდენი ხანია ამას გიმტკიცებ მაგრამ შენ ვერა და ვერ გაგაგებინე,რომ არ მიყვარხარ მე მყავს შეყვარებული და ის მიყვარს,დიითაც გეუბნები და კიდევ გეტყვი წუხანდელი ღამე არაფერი იყო და ამის გამო კოშკებს ნუ ააგებ.-ისეთი მკაცრი და შეუვალი სახე ჰქონდა მირანდას რომ ეჭვის შეტანა გაგიჭირდებოდა მის სიმართლეში.სანდროს ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ხმა ამოუღია,სიტყვაც არ უთქვამს მისთვის.უბრალოდ ფეხზე ადგა და განადგურებული მზერა მიანათა.მისი მზერით ყველაფერი ნათქვამი იყო.ადგა და წავიდა.ეხლა კი სამუდამოდ წავიდა.კარი სამუდამოდ ისე მაგრად გაიხურა რომ უკან შემობრუნება გაუძნელდებოდა.არ უტირია არ უნდოდა მისი განადგურებული სახე ლადოს კიდევ ერთხელ ენახა,არ უნდოდა ეხლა აქ ვინმეს განადგურებული ენახა.ის ძლიერი გოგო იყო და ყველაფერს ადვილად გადაიტანდა.ამშვიდებდა თავის თავს და ამ ფიქრებში მალევე ჩაეძინა.
რესტორანში კი ყველა მხიარულობდა.უკვე თაიგულის სროლიდ როც დადგა და ყველა მოემზადა მის დასაჭერად.გოგოები წინ დადგნენ ბიჭები კი მათ უკან იკავებდნენ ადგილებს.
-აბა მოემზადეთ...-შემაღლებულ ადგილას შედგა ნია და თაიგულიანი ხელები მაღლა ასწია.მაშინვე მხიარულმა შეძახილებმა მოიცვა დარბაზი.
-ერთი.... ორი.. და...-ნია წელავდა სროლის პროცეს და მეგობრებში გაბრაზებას იწვევდა ის მი მათი რეაქციით გახალისებული დიდხანს კისკისებდა.
ლექსომ თეკო სკამზე დასვა და უთხრა:
-შენს მაგივრად მე დავიჭერ ფერია.
-ვითომ რატომ?-გააპროტესტა მაშინვე გოგომ.
-იმიტომ რომ შენ ორსულად ხარ და ვერ ახტები.-მხიარულად აუხსნა ბიჭმა და შუბლზე აკოცა.
-მერე შენ რომ დაიჭირო?-ჰკითხა თეკომ.
-მე თუ დავიჭერ მოგკიდევ ხელს და მოგიყვან ცოლად.-უფრო გამხიარულდა ლექსო და მოკისკისე ნიას გახედა რომელიც ახალგაზრდების წვალებით მხიარულობდა.ისევ გაისმა ნიას თვლა და ლექსოც იქით გაემართა თაიგულის დასაჭერად.ბექა,ანუკი და სალო ერთად იდგნენ და ელოდნენ როდის გაიმეტებდა მათთვის თაიგულს მგალობლიშვილი.
-აბა დავიწყოთ...ერთი...ორი.. და... და...და.... სა..მი..-დაასრულა თვლა და თაიგულიც ისროლა,მაშინვე უკან მობრუნდა და დაინახა როგორც უცაბედად ჩაუვარდა სალომეს ხელბში მისი ნასროლი ყვავილები.გოგო ჯერ გაოცებული დაჰყურებდა ხელში უცხო ნივთს და შემდეგ კი გახარებულმა დაიწყო ხტუნვა. ანუკი და ბექა მაშივე მოეხვივნენ და მიულოცეს.ისევ ყველა მხიარულობდა და ამ მხიარულობასი მოაღწია 3 საათმაც.უკვე აეროპორტსი წასვლის დრო იყო.ამიტომ ცოლ-ქმარი ყველას დაემშვიდობა და მხოლოდ მეგობრების თანხლებით გაეშურნენ აეროპორტისკენ.გზა სიცილ კისკისით გალიეს.რეგისტრაციამ უპრობლემოდ ჩაიარა და უკვე დრო იყო თვითმფრინავსი ასვლის.მეგობრები ხელს უქნევდნენ და საჩუქრების ჩამოტანას სთხოვდნენ.ყველა ბედნიერი იყო.ყველა გარდა რამდენიმე ადამიანისა რომლებსაც თავიანთი სიჯიუტის გამო ბედნიერება ხელიდან ეცლებოდათ.



№1 სტუმარი mariami

vaimeerogor nervebi eshleba auradebili gogoa esmiranda ra :@ :dd ise dzaliankargixarr :* kvelaze metad momwons es istoria

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა საოცრებაა.ძალიან მომწონს.ველოდებ გაგრძელებას... სანდროზ ვგიჟდები,ჩემი ბიჭია რა... :დდ

 


№3  offline წევრი tegi

Davinanje am bichis sacodaobit ra, es kide debilia. Sandrom unda gaichinos erti kai gogo da unda gaxetqos es echvianobit:) male ushvele am sawylebs ra:(.... Ise dzan kai motxrobaa, dasamtavreblad menaneba magram awi droa damtavrebis tore mere dzan gaiweleba chemi azrit.. Kargad wer da momwons sheni weris stili. Shen da sheni motxrobebi chemi favoriti xart:)

 


№4  offline წევრი mako-makako

mariami
vaimeerogor nervebi eshleba auradebili gogoa esmiranda ra :@ :dd ise dzaliankargixarr :* kvelaze metad momwons es istoria

მადლობა ძალიან დიდი მადლობა მარიამ რომ მოგწონს <3

ლანა ცინცაძე
ვაიმე რა საოცრებაა.ძალიან მომწონს.ველოდებ გაგრძელებას... სანდროზ ვგიჟდები,ჩემი ბიჭია რა... :დდ

მადლობა ლან,მაკლდი ძალიან სად დაიკარგე?კი აუცილებლად გავაგრძელებ. love

tegi
Davinanje am bichis sacodaobit ra, es kide debilia. Sandrom unda gaichinos erti kai gogo da unda gaxetqos es echvianobit:) male ushvele am sawylebs ra:(.... Ise dzan kai motxrobaa, dasamtavreblad menaneba magram awi droa damtavrebis tore mere dzan gaiweleba chemi azrit.. Kargad wer da momwons sheni weris stili. Shen da sheni motxrobebi chemi favoriti xart:)

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი ტბილი და ლამაზი სიტყვებისთვის.კი უკვე რამდენიმე |თავში დავასრულებ არ ვაპირებ ძაან გაწელვას.<3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი nina(nina)

ვაიმე რა კარგები არიან <3 ყველაზე საოცრად ვგიჟდები <3 ყველა შემიყვარდა შენი ჩათვლით <3 სანდროც ძალიან საყვარელია,აგიჟებს ეს ორი ერთმანეთს. რაც მთავარია ყველა ერთმანეთს "უხდება" ამ ისტორიაში, ყველა მათგანზე ვგიჟდები. შენზეც ვგიჟდები ჩემო გოგო,ამ ცუდად ყოფნამ და სკოლამ დამტანჯა და კომენტარების დაწერას ვერ ვახერხებდი მაგრამ ტელეფონში ვიწერდი და როგორც კი დროს ვნახულობდი ეგრევე ვკითხულობდი. მიყვარხარ მაკო <3 <3 <3

 


№6  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ვაიმე რა კარგები არიან <3 ყველაზე საოცრად ვგიჟდები <3 ყველა შემიყვარდა შენი ჩათვლით <3 სანდროც ძალიან საყვარელია,აგიჟებს ეს ორი ერთმანეთს. რაც მთავარია ყველა ერთმანეთს "უხდება" ამ ისტორიაში, ყველა მათგანზე ვგიჟდები. შენზეც ვგიჟდები ჩემო გოგო,ამ ცუდად ყოფნამ და სკოლამ დამტანჯა და კომენტარების დაწერას ვერ ვახერხებდი მაგრამ ტელეფონში ვიწერდი და როგორც კი დროს ვნახულობდი ეგრევე ვკითხულობდი. მიყვარხარ მაკო <3 <3 <3

ძალიან გამახარე ნინ შენი გამოჩენით...მალე გამოკეთდიიი...მეც ძალიან შემაყვარე თავიიი <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7 სტუმარი nina(nina)

mako-makako
nina(nina)
ვაიმე რა კარგები არიან <3 ყველაზე საოცრად ვგიჟდები <3 ყველა შემიყვარდა შენი ჩათვლით <3 სანდროც ძალიან საყვარელია,აგიჟებს ეს ორი ერთმანეთს. რაც მთავარია ყველა ერთმანეთს "უხდება" ამ ისტორიაში, ყველა მათგანზე ვგიჟდები. შენზეც ვგიჟდები ჩემო გოგო,ამ ცუდად ყოფნამ და სკოლამ დამტანჯა და კომენტარების დაწერას ვერ ვახერხებდი მაგრამ ტელეფონში ვიწერდი და როგორც კი დროს ვნახულობდი ეგრევე ვკითხულობდი. მიყვარხარ მაკო <3 <3 <3

ძალიან გამახარე ნინ შენი გამოჩენით...მალე გამოკეთდიიი...მეც ძალიან შემაყვარე თავიიი <3


მადლობა ჩემო გოგო <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent