შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood 7 (ბოლოს მაინც შემიყვარდები)


16-02-2016, 06:24
ავტორი Soow
ნანახია 2 050

-ჯინ რამდენი ხანი უნდა იარო ნიღაბით?-აჯავრებდა ანდრეა ჯინას.
-აჰა დამშვიდდი?-ნირაბი მოიძრო და ენა გადმოუგდო.
-მომიყევი რა თქვენს შესახებ!დედაჩემიც ამინა იყო მაგრამ ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ,არასდროს არ მესაუბრებოდა ხოლმე მაგ თემაზე.
-დიდი არაფერი! უბრალოდ ყველა ვამპირს ვუყვარდებით!ასეთი წყევლა გვაქვს .
-რატო ზოგი ვამპირი ძალიან კეთილი და სიმპათიურია!-არ მოეშვა ნამიოკების ჩარტყმას ანდრეა.
-გოგოებო შემეშვით,მაგისთვის უკვე რამდენი ხანია აღარ მცალია!-უკმაყოფილოდ მაგრამ ღიმილით ჩავილაპარაკე მე.
-კარგი რა დილან ,ცოტა გამხიარულდი,თანაც შეხედე ჯინა რა ლამაზია!
-ანდრეა გეყოს ,ეგღა მაკლდა!-მხარზე ხელი გაკრა ჯინამ.
-არა ! მოიცა შენ რატომ არ გიყურებს ,ალბათ ეშინია არ შეუყვარდე.-ჩაიფხუკუნა ანდრეამ.
-აჰა! შემოვხედე და მერე რ..აა.?-სახეში შევხედე და ენა ჩამივარდა,მართლაც ძალიან ლამაზი იყო,ქათქათა რძისფერი კანი ჰქონდა,მუქი ლოკონები წელამდე ჩამოშლოდა,უძირო კამკამა ლურჩი არაბუნებრივად ლურჯი თვალები ჰქონდა,ოვალური სახე,სწორი უნაკლო ცხვირი,სქელი წითელი ტუჩები,და მომაჯადოვებელი ღიმილი.ეს ყველაფერი წამის მეაათედში გავაცნობიერე,ვითომც არაფერი ისე შევტრიალდი,ზურგი ვაქციე,რომ მის თავზე ზედმეტი წარმოდგენა არ შექმნოდა.მაგრამ ისე ამას უნდა შექმნოდა აბა სხვა ვის?
-კარგი რა დილან აღიარე რომ ძალიან ლამაზია!-მხიარულად გამკრა მხარზე ხელი ანდრეამ.
-კარგი ანდრეა ორივე ძალიან ლამაზები ხართ,პირდაპირ ვაბოდებ თქვენზე მაგრამ ახლა შემეშვით!ძალიან ბევრი საქმე მაქვს.-თავიდან მოვიშორე.
-რა უჟმური ხარ!-მომაძახა უკან,როცა ოთახიდან გავედი.
-შეეშვი!მე სულაც არ მგონია რომ ყველაფერი ასეა! მგონია რომ აჭარბებთ.-სახე აფარკლულმა უთხრა ჯინამ.
-არ ვაჭარბებთ! დილან,როდის წავალთ საყიდლებზე?-მომაძახა მეორე ოთახიდან.
-წავალ!-მივაძახე მე.
-მარტო უნდა წახვიდე!იქნებ ჩვენც გვინდა რამის ყიდვა?
-ჩამოწერეთ!

ისევ ტყეში შევედი,მანქანა გავიყვანე,ნაცნობ სავაჭრო ცენტრში არ გავრისკე მისვლა! გადავწყვიტე საპირისპირო მიმართულებით წავსულიყავი და მაღაზიები სხვაგან მეძებნა.მივაგენი კიდეცდ ერთ დიდ სავაჭრო ცენტრს,მართალია გარეუბანში იყო მაგრამ საკმარისად იყო ის რისი ყიდვაც მინდოდა.
პირველად პროდუქტები ავაგროვე,თითქმის ერთი თვის მარაგი წამოვიღე!მერე ჰიგიენური საშუალებები ვიყიდე ,ჯანდაბა რა რთული ყოფილა გოგოებისთვის განკუთვნილ თაროებზე რამის არჩევა!მაგრამ ყველაზე რთული,წინ მელოდა! ტანსაცმელისა და საცვლების არჩევა!
ჩემს გემოვნებას რომ დავყრდნობოდი,ორივეს სტრიპტიზიორეივით გამოვაწყობდი,მოკრძალებულებისთვის გული არ მიმდიოდა.მოკლედ ბოლოს მაინც სტრიპტიზიორის ტანსაცმელი ავარჩიე.
მანქანის ბაკი ბოლომდე ავავსე,და ისევ სახლში დავბრუნდი.მთელი ამ ხნის განმალობაში კაპიუშონი მქონდა თავზე გადაფარებული,არ მინდოდა კამერებს დავეფიქსირებინე.ჩემი და ანდრეას ტელეფონები სახლში დარჩა რადგან ,სიგნალით მაინც შეეძლოთ ჩვენი მოგნება,სახლში კიდევ ერთი ტელეფონი იყო,მაგრამ არ გავრისკე და კიდევ ერთი ვიყიდე!
მანქანა ისევ მოშორებით დავტოვე სახლიდან,მერე ისევ სახლში ჩავედი.
-გოგოებო! ყველაფერი მოგიტანეთ !-თან სახლში შემომქონდა ულევი მარაგი.-ანდრეა! რა დაგემართა!
-ჩემი და და დენისი !-ქვითინით ჩამეხუტა ანდრეა.
-რა დაემართათ?
-არაფერი ისინი კარგად არიან!შენებთან ერთად არიან და სხვა კონტინენტზე მიდიან!მამაშენმა შემოგითვალა რომ საიმედოდ დამალო ჯინა!ანუ მან არ იცის მის შესახებ უბრალოდ ალბათ მიხვდა რომ წყაროს მიაგენი.ჩვენ გვეძებენ! ასე რომ უფრო საიმედოდ უნდა დავიმალოთ!
-ამაზე საიმედოთ ვერსად დაიმალებით!-შეაწყვეტინა ჯინამ,ყოველ ამ სახლთან მოახლოვებისას,კვალი აერევათ! მე დარწმუნებული ვარ რომ რიტუალი გაამართლებს,მაგრამ ერთი პრობლემაა! შეიძლება ჩემმა ძმამ მიპოვოს!ასე რომ ტელეფონი უნდა მომცეთ ჩემი ტელეფონით ვერ დავრეკავმეორედ,უკვე საეჭვო იქნება!
-კარგი შენი ტელეფონი მომეცი, აი ეს შენ და დაურეკე ! იცოდე შენი გაშვება არ შეიძლება!-ჯინას ტელეფონი ხელში ჩავაფშვნიე!


******
-ალო! ბრუნო...კარგად ვარ...იცოდე ძებნა არ დამიწყო!ის წურბელები დაგვზდევენ...ხო ისინი...მეორედ აღარ გაიმეორო შეიძლება ტელეფონები ისმინება...ბრუნო დამშვიდდი...მე აქ უსაფრთხოდ ვარ...დედა არ ანერვიულო...ყველაფერი კარგად მაქვს...არა არ ვარ მარტო მასთან...ბრუნო ხუმრობის დროა?
წავედი მიყვარხართ!
-კარგი ახლა მომეცი,ტელეფონი- ელემენტი გამოვუღე და მაგიდაზედავაგდე-გოგოებო ის ყველაფერი თქვენ გიყიდეთ! ანდრეა შენი გუშინდელი ნაძარცვი სად წაიღე?
-მაცივარში დევს!
-რა საზიზღრობაა,ჩვენი საკვებიც იმ მაცივარში უნდა შევალაგოთ,სადაც სისხლი დევს?-დაიწუწუნა ჯინამ.
-ჯინა,ამდენი პრანჭვის თავი არ გვაქვს!-უსაყვედურა ანდრეამ.
-მოიცათ ნუ ჩხუბობთ ამ სახლში ორი მაცივარია!-შევაწყვეტინე მე.
-ეს ტანსაცმელები რომელი ვისია?-შემეკითხა ანდრეამ-აი ესენი შენებია მაგრამ ჩვენები?
-ჯანდაბა მანქანაში დამრჩა!კარგი წავალ წამოვირებ!
ტყეში გავედი,მანქანამდე მივედი,და რაღაც ხმები მომესმა,სასწრაფოდ გავშორდი მანქანას და ხეზე "ავფრინდი".
ვავიჩები იყვნენ სუნით გვეძებდნენ,უფრო სწორად მე მეძებდნენ!
ერთი მათგანი მანქანასთან მივიდა,ხელი დაადო და ალბათ რაღაცას ხედავდა,ცივი მეტალიდან.
-ეს არ არის!-ჩაილაპარაკა მან!
მერე მეორეც მივიდა შიგნით ჩაიჭყიტა-ალბათ რომელიმე ახალგაზრდა წყვილი პიკნიკზე წამოვიდა.
-კარგი მაგის დრო არ გვაქვს-მხარზე მოუთათუნა ხელი და ელვისებრი სიჩქარით გაუჩინარდა!
ფრთხილად ჩამოვძვერი,მანქანიდან ტანსაცმელები ავიღე და ისევ სახლში დავბრუნდი.
-ჯინა! რა რიტუალი გააკეთე ასეთი?!
-ვიცი,ვავიჩები იყვნენ შენს მანქანასთან!-ეშმაკური ღიმილით მომიგო ჯინამ.
-ეს როგორ შეძელი?
-მე ბევრი რამ შემიძლია-დაიტრაბახა და სახლის ლაგება გააგრძელა.
მთელი დღეები სახლიდან არ გამოვდიოდით!ბოლოს ტელევიზორიც ვიყიდე რომ მათი არსებობა,ცოტა გამეხალისებინა.მაგრამ ვიცოდი რომ სულ ამ სახლში ვერ დავრჩებოდით! ეს სახლი საკმაოდ ახლოს იყო ვავიჩებისა და კევინის სამფლობელოსთან.
ტყვეობიდან გაქცეულების არაფერი ისმოდა,და ეს ძალიან მანერვიულებდა თუმცა ჯინა მეუბნებოდა რომ მათ ხედავდა და ყველაფერი კარგად იყო.
ამ ხნის განმალობაში,ჯინა და ანდრეა საკმაოდ კარგად გავიცანი,და თითქმის ოჯახიც კი გავხდით,ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მტელი ჩემი ცხოვრება ვიცნობდი მათ!
ანდრეას საშინელი წარსული ჰქონდა,მას ყველაზე საშინელი ტრამვები ჰქონდა გადატანილი!მას არაფერში არ ვადანაშაულებდი და თანაც საერთოდ არ ვფიქრობდი,რომ პირველად ნახვის დროს იგი შემიყვარდა,ის უბრალოდ ლტოლვა იყო ლამაზი ქალის მიმართ და მეტი არაფერი.
ჯინა მხიარული და ზებუნებრივი კოლეჯის მოსწავლე იყო,ბევრი რამ იცოდა ვამპირებზე და საერთოდ ყველა ზებუნებრივ არსებაზე!
ერთი შეხედვით ძალიან მხიარული და მეგობრული გოგო იყო,მაგრამ როცა მასთან ახლოს ვიყავი,გული საგულედან უვარდებოდა! მე გი ზედმეტად მომწონდა მისი ამგვარი წვალება.არ ვფიქრობ რომ ჩემი ეშინოდა! ამის მეორე ვარიანტიც არსებობდა რაც ძალიან მომწონდა,ასე რომ საერთოდ გადავეჩვიე მაისურის ჩაცმას.
-გამარჯობა ლამაზო!-მივაძახე ახალგაღვიძებულ ჯინას!
-...
-რა იყო ენა გადაყლაპე?
-შემეშვი!-უკმაყოფილოდ მითხრა მან.
-რატომ!-ვნებიანად ჩავუჩურჩულე,ტანზე მივეკარი და კედელთან მივამწყვდიე.ხელი ნაზად ჩამოუსვი მხარზე მერე კი მკერდთან მივიტანე-ლამისაა გული საგულედან ამოგივარდეს.
-ეგ შენ აგებლანდება მალე ტვინი!-ისევ ის საშინელი გიპნოზი გამოუშვა მისი თვალებიდან,მაგრამ მე რისი დილანი ვიყავი!
-ძალიან სექსუალური ხარ როცა ბრაზობ!-ვუთხარი სიმწრით მაგრამ მაინც ვნებიანად.
-შემეშვი-დამიყვირა და სააბაზანოში შევარდა.
მე კი კმაყოფილი შემოვტრიალდი და სიცილისგან გულ შეწუხებულ ანდრეას მკლავზე ხელი წამოვარტყი.
-ანდრეა! დღეს ჩემი დაბადების დღეა!
-ვაუ! დილან გილოცავ!რა მაგარია არ უნდა ავღნიშნოთ?
-ავღნიშნავთ!-ხელში ორი ყუთი მივეცი,ეს შენი კაბაა ეს კი ჯინას,ჩაიცვით,სუფრა კი ჩემზე იყოს.
-ჩვენ რა უნდა გაჩუქოთ?
-საჩუქრები არ მიყვარს მითუმეტეს როცა მეგობარი გოგონები მჩუქნიან!
-აბა როგორმა გოგოებმა უნდა გაჩუქონ საჩუქრები?
-ეგ შენ თვითონაც იცი! -ეშმაკურად ჩავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-დილან მე შენს ველურ ფისოს ,ჩემთან შევიყვან,გამოვპრანჭავ,აბა შენ იცი როგორ წვეულებას მოაწყობ.ვინ უნდა დაპატიჟო?
-რავიცი ციყვებსა და მელიას უკვე გავუგზავნე მოწვევის ბარათი!-ჩავიცინე მე.
-რა საზიზღარი ხარ!

საქმეს შევუდექი,იმ დილით ადრე ვიყავი მაღაზიაში,პატარა ტორტი ვუყიდე ჩემს თავს, შამპანური,კიდევ რამოდენიმე ტკბილი სასუსნავი და რათქმაუნდა ჩემი საყვარელი ვისკი ამოვიტანე საწყობიდან,უკვე კარგა ხანია რაც იქ იდვა თითქმის ოცდახუთ წელზე მეტის იყო.
მერე მეც გამოვეწყვე და ცოტა გამხიარულება გადავწყვიტე,საერთოდ ვამპირებს,ძალიან უყვართ მათი დაბადების დღეების გადახდა. ამით თავის თავს ახსენებენ რომ უკვდავები არიან.ვეცადე რომ არაფრ იმ საშინელებაზე არ მეფიქრა რაც ბოლო დროს გადამხდა.თითქოს ისე ვიქცეოდი,ეს დაბადების დღე ჩემთვის ბოლო ყოფილიყოს.

-ვაუ! აი ეს მესმის განათებაც რა საყვარლად მოგიფიქრებია!-ოთახიდან გამოვიდა ანდრეა.-კაბისთვის გმადლობთ ისე ძალიან მომწონს.
-არაფრის. ძალიან გიხდება ,ფისო სად არის?-სპეციალურად ხმამაღლა შევეკითხე ჯინა რომ გაბრაზებულიყო.
-ალბათ მისთვის კაბას რომ არჩევდი რაღაც ძალიან ბინძურზე ფიქრობდი არა!
-არ მოსწონს?
-თვითონ ნახე!
ოთახის კარი დაუკაკუნებლად შევაღე.კაბა სწორად შემირჩევია,წითელი ,მოკლე ტანზე მომდგარი კაბა,რომელიც მის ტანს გამოკვეთავდა,მუქი ლოკონები კიდევ უფრო დაეხვია,და ტუჩებზე კაბის ფერი პომადა ესვა.
-გადი აქედან!-წამოიყვირა ჯინამ.
-გამოდი!უკვე დიდიხანია გელოდები-ხელზე ზელი წავავლე და ოტახიდან გამოვიყვანე,კაბაზე კომპლიმენტი არ მითქვია იდევ უფრო რომ არ ამეღელვებინა და დამემორცხვა.
-მთელი საღამომეგობრულ იდილიაში გავატარეტ,მერე ანდრეამ რაღაც ეშმაკური ჩაიფიქრა და დასაძინებლად წავიდა,მე კი დრო ვიხელთე და სუფრიდან ამდგარი ჯინა დავაყოვნე.
-კაბა მართლა ძალიან გიხდება!-სახე აეფარკლა-მართლა ძაილან ძალიან ლამაზი ხარ!კიდევ დააპირა ჩემგან გაქცევა,თან თავი ჩაქინდრული ჰქონდა და მის პატარა გულსბაგაბუგი გაუდიოდა,ხელი ვსტაცე და შევაჩერე-რატომ,გამირბიხარ? ხომ იცი რომ ბოლოს მაინც შემიყვარდები.
-სწორედ ამის მეშინოდა.-ამოიოხრა ჯინამ,მაგრამ თვალები გაუბრწყინდა ჩემს სიტყვებზე.
გამეცინა და ჩემი ხელი მის მკლავზე ჩავასრიალე,მეორე ნიკაპზე მოვკიდე და თავი ჩემკენ მოვაწევინე.ისიც დამნებდა თვალები დახუჭა და საკოცნელად მოემზადა.
-აბა მეშინია არ შეგიყვარდეო!-გავაჯავრე მე.
-ვერ გიტან!-მითხრა და ოთახის კარები გაიხურა.
უკან საზარელი და ბოროტული სიცილი მივაყოლე,მაგრამ მალევე ვინანე ჩემი, ასი წლისას რომ არ შეეფერებოდა ისეთი საქციელი.

******
"მშვენიერი" დილა გათენდა,გუშინ ბურბონით გაბრუებულს ხის ტოტზე ჩამეძინა,თავს ვიდანაშაულებდი იდიოტურ საქციელში.
მზის სხივებმა ჩემი ძებნა არ დაიწყეს და მოშიშვლებული ხელები და სახე დამიწყვეს.
-ჯანდაბა-ვიყვირე და ელვისებრი სიჩქარით სახლში ჩავძვერი.
-რა მოხდა?-შეეშინდა ანდრეას.
-მზემ დამწვა!
-გამოიხედე,უკვე გადაგიარა-დამამშვიდა მან.-გუშინ რა უთხარი ისეთი?
-ვის?-ვითომ ვერ მივხვდი რაზე მესაუბრებოდა.
-ჯინას,ვის სხვას,მთელი ღამე მისი ქვითინი მესმოდა.
-ჯანდაბა! მოიცა ყველაფერს გამოვასწორებ.
-შენ იცი!-თვალი ჩამიკრა და სამზარეულოში გაბანცალდა.
რამდენიმეჯერ დავაკაკუნე,კარებზე,გამიგვირდა მისი სუნთქვაც და გულისცემაც არ მესმოდა,ავის მომასწავლებელი სიჩუმე გამოდიოდამისი ოთახიდა.კარი შევაღე და ცარიელი ოთახი დავინახე.
თავზარი დამცა მას თუ იპოვნიან,"-ჯანდაბა" გავიფიქრე გულში და ლოგინზე დადებული წერილი დავინახე.
" თუ ჩემს ნერვებზე თამაში ასე ძალიან მოგწონთ,მე თქვენი დაცვა არ მჭირდება!
ჯინა"

-ამას არ გააკეთებდი,ნამდვილი იდიოტი ვარ!-ვუბღავლე და მზის სხივებით დასეტყვილ ტყეში გავვარდი.
-რა იყო შეგეშინა?-მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა.
-მოდი აქ!-ზურგზე მოვიკიდე და სახლისკენ გავიქეცი,კიდევ უფრო რომ არ დავეწვი მზეს.
-ეს რატომ გააკერთე!-ვუყვიროდი ბოლო ხმაზე.
-სამაგიერო გადაგიხადე!
-მაგის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა!
-როგორ?
-მეორეჯერ ასე აღარ მოიქცე!-ვუთხარი და მაგრად ჩავიკარი გულში.
-გამიშვი!-მეწინააღმდეგებოდა ჯინა.
-გადარეული! როცა მომინდება მაშინ გაგიშვებ-ვუთხარი მე და ხელები უფრო მაგრად მოვუჭირე.
-ვვვერ ვსუნთქავ!-ამოიკვნესა ჯინამ და ხელები ავტომატურად გავუშვი,მაგრამ მარჯვენა ხელზე მოვკიდე და მინდოდა რომ არასდროს გამეშვა და რაიმე მისტიური ძალით განუყრელნი ყოფილიყვნენ.
ჯინამ ხელი გამაშვებინა,უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და საძინებელში შევიდა.
-ხომ გითხარი ბოლოს მანც შემიყვარდები მეთქი?-ისევგავაჯავრე,მე და მეგობრულად მაგრამ მწარედ გავუღიმე.
პასუხად ენა გადმომიგდო და ოთახის კარები მიიჯახუნა.



№1 სტუმარი parker

მომწონს მომწონს მომწონს.ანდრეა ძალიან მომწომს თავისი ეშმაკობებით თუმცა რატომღაც ჯინა არ მიმწონს მგონია თავს იფასებს.აბა შენ იცი. ჩემი დილანი როგორ მიყვარს

 


№2  offline წევრი Soow

მადლობ მადლობ მადლობ და მადლობ! მიხარია რომ მოგწონს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent